საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კონფედერაციათა თასი - გერმანია-ავსტრალია 3:2
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 22:35:00
რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე დასრულდა პირველი ტური, რომლის ბოლო შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა. სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია აზიის თასის მფლობელ ავსტრალიას ხვდებოდა.ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე გერმანიამ უკვე მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში, როცა ლარს შტინდლმა გაიტანა იულიან ბრანდტის პასით. მსოფლიოს ჩემპიონი სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ტომ როგიჩისგან მიიღო გოლი და ანგარიში გათანაბრდა - 1:1. და მაინც, ავსტრალიამ ტაიმის ბოლომდე ანგარიში ვერ შეინარჩუნა - ლეონ გორეტცკას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი იულიან დრაქსლერმა გამოიყენა და გერმანიამ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.მეორე ნახევარი სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ჯოშუა კიმიხისა და გორეტცკას ეფექტური კომბინაცია ამ უკანასკნელით გოლით დასრულდა - 3:1. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა 56-ე წუთზე ტომი იურიჩის გოლმა ოდნავ დაძაბა სიტუაცია. დარჩენილ დროში ავსტრალიამ სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ არ გამოუვიდა.გერმანიამ 3:2 მოიგო და ჩილესთან ერთად დაწინაურდა კონფედერაციათა თასის B ჯგუფში. 22 ივნისს, ეს გუნდები მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.
წაკითხვა
ცნობილია, მოგების შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ევროპა ლიგის II ეტაპზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 18:44:00
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ჩემპიონთა და ევროპა ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, ამ წყვილებში გამარჯვებულები II ეტაპზე ვის შეხვდებიან.საჩხერეს "ჩიხურასა" და ავსტრიულ "ალტახს" შორის საუკეთესო ბელარუსის ბრესტის “დინამოს” ჯერ სახლში დაუპირისპირდება, მერე გასვლაზე.აზერბაიჯანული “გაბალა” “იაგელონიასა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამარჯვებულს პირველად სახლში მიიღებს.ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინს" თუ აჯობებს, ისრაელის წარმომადგენელს, თელ-ავივის “ბნეი იეჰუდას” პირველ მატჩში საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს.მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება.
წაკითხვა
ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 18:35:00
დღეს ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. გაირკვა ქართული კლუბების მეტოქეები. ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქართველოს ჩემპიონი სამტრედია. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს სამივე ქართული კლუბი. 
წაკითხვა
ჩემპიონთა და უეფას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 16:07:00
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სამტრედიას“ სავარაუდო მეტოქეებს შორის იყვნენ “ყარაბახი“ (აზერბაიჯანი), “პარტიზანი“ (სერბეთი), “ზალცბურგი“ (ავსტრია), “ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) და “აპოელი“ (კვიპროსი).საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი “ყარაბახს“ დაუწყვილდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, "სამტრედია" ევროტურნირებს აზერბაიჯანულმა "გაბალამ" გამოთიშა. პირველი შეხვედრა 11-12 ივლისს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 18-19 ივლისს თბილისში. მართალია, “სამტრედიას” საკუთარი სტადიონი გააჩნია, მაგრამ მას უეფას ლიცენზია არ გააჩნია. ამის გამო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს თბილისში, “დინამო-არენაზე” მიიღებს.ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სამი გუნდი წარმოადგენს.ვიცე-ჩემპიონი საჩხერეს “ჩიხურას” სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ლეხი" (პოლონეთი), ალმათის "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი). საბოლოოდ, საჩხერელებს ავსტრიული “ალტახი” შეხვდათ. პირველი მატჩი 29 ივნისს თბილისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს.“ჩიხურას” ივანწმინდას სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და  ამის გამო, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონიც მეტოქეს თბილისში, “დინამო-არენაზე” მიიღებს.ქუთაისის “ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), თელ-ავივის "მაკაბი" (ისრაელი), ბაქოს "ინტერი"(აზერბაიჯანი), "დაჩია" (მოლდოვა), "შირაქი" (სომხეთი). საქართველოს თასის მფლობელს კენჭისყრამ მეტოქედ სლოვაკური “ტრენჩინი” არგუნა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე თამაშობს. პირველი მატჩი 29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება, განმეორებითი - 6 ივლისს ქუთაისში. “ტორპედო” ერთად-ერთი ქართული გუნდია, რომელიც მეტოქეს საკუთარ ქალაქში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებს.ბათუმის "დინამო" პოლონურ “იაგელონიას” შეხვდება. ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანის სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "სლოვანი" (სლოვაკეთი).
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი TOP50-ს მიუახლოვდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 16:01:00
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ორშაბათს, ტრადიციულად, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში წააგო შტუტგარტის ტურნირი, მან კლასიფიკაციაში ოთხი საფეხურით მაღლა აიწია და მსოფლიოს 51-ე ჩოგანი გახდა, რაც მისი კარიერის რეკორდია.ბასილაშვილს 2017 წლის სეზონში 18 მოგება და 13 წაგება აქვს. მან წლევანდელ ტურნირებში 383 972 ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო.ნიკოლოზი ამ კვირას ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. სამშაბათს, პირველი წრის მატჩში ბასილაშვილი ლუქსემბურგელ ჟილ სიმონს შეხვდება.
წაკითხვა
ბათუმის „დინამოს“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონია“ დაუპირისპირდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 15:36:00
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეც გაირკვა.საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილოსანის სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "სლოვანი" (სლოვაკეთი).წილისყრამ ბათუმელები პოლონურ “იაგელონიას” შეუწყვილა. პირველი მატჩი 29 ივნისს პოლონეთში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს ქუთაისში.საქმე ისაა, რომ ბათუმის "დინამოს" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და ამის გამო, მეტოქეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
წაკითხვა
„ტორპედო“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაიციო ეტაპზე „ტრენჩინს“ შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 15:31:00
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეც გაირკვა.სავარაუდო მეტოქეებიდან "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), თელ-ავივის "მაკაბი" (ისრაელი), ბაქოს "ინტერი"(აზერბაიჯანი), "დაჩია" (მოლდოვა), "შირაქი" (სომხეთი)) საქართველოს თასის მფლობელს კენჭისყრამ მეტოქედ სლოვაკური “ტრენჩინი” არგუნა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე თამაშობს. პირველი მატჩი 29 ივნისს პოლონეთში გაიმართება, განმეორებითი - 6 ივლისს ქუთაისში.ქუთაისის „ტორპედო“ ერთად-ერთი ქართული გუნდია, რომელიც მეტოქეს საკუთარ ქალაქში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებს.
წაკითხვა
„ჩიხურას“ მეტოქე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული „ალტახი“ იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 15:24:00
ნიონში, უეფას ოფისში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს.საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საჩხერეს „ჩიხურას“ სავარაუდო მეტოქეები იყვნენ „ლეხი“(პოლონეთი), ალმათის „ქაირათი“ (ყაზახეთი), „ალტახი“ (ავსტრია), „ლევსკი“ (ბულგარეთი) და „ზირა“ (აზერბაიჯანი). საბოლოოდ, საჩხერელებს თამაში ავსტრიულ „ალტახთან“ მოუწევს. პირველი მატჩი 29 ივნისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს.„ჩიხურას“ ივანწმინდას სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ამის გამო, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი მეტოქეს თბილისში, „დინამო-არენაზე“ მიიღებს.იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროთასებზე საქართველოს თბილისის „დინამო“ არ წარმოადგენს. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი ჩააგდო, მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და არსებობის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ვერც ჩემპიონი გახდა, ვერც საქართველოს თასს დაეუფლა და ევროგათამაშების მიღმა დარჩა.
წაკითხვა
გია ცეცაძე - აზერბაიჯანელებთან გამოცდილება უკვე გვაქვს და მოსაგებად ბრძოლა შეიძლება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 15:18:00
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი „სამტრედია“ აზერბაიჯანულ „ყარაბახს“ დაუწყვილა. პირველი შეხვედრა 11-12 ივლისს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 18-19 ივლისს თბილისში, „დინამო-არენაზე“.“მოამბის” ვებგვერდთან წილისწყრის შედეგზე კომენტარი “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გააკეთა.“აზერბაიჯანის ჩემპიონი სოლიდური და მდიდარი კლუბია. ხალხს ისიც ახსოვს, რომ ჩვენი მეზობლების გუნდს შარშან ევროპის ლიგაზეც შევხვდით და გამოგვაგდეს. მაგრამ ჩვენი სავარაუდო მეტოქეების სიას რომ გადავხედეთ, არა მგონია, რომ სხვა ჩემპიონები ნაკლები გუნდები იყვნენ – ძლიერია კვიპროსის “აპოელიც”, სერბეთის "პარტიზანიც", ავსტრიული "ზალცბურგი" და ბულგარული "ლუდოგორეციც". ასე რომ, უფრო რთული მეტოქეც შეიძლებოდა შეგხვედროდა. თუმცა, აზერბაიჯანელებთან გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს  და მოსაგებად ბრძოლა შეიძლება“, - განაცხადა გია ცეცაძემ.
წაკითხვა
„სამტრედია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბახს“ შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 14:38:00
შვეიცარიაში, უეფას ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.კენჭისყრის დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონი „სამტრედიას“ სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი
წაკითხვა
U20 - ახალი ზელანდია ჩემპიონი მეექვსედ გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 20:54:00
20-წლამდელ მორაგბეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. ეს ამ გუნდისთვის მეექვსე ტრიუმფია ამ ტურნირზე. "ოლ ბლექსმა" პირველობა ჩამოართვა ინგლისის ნაკრებს, რომელსაც უშანსოდ მოუგო ფინალურ მატჩში - 64:17.ზელანდიამ პირველივე წუთებზე დაანახა თავისი ძალა მეტოქეს, როცა მეათე წუთისთვის ორი ლელო ჰქონდა გატანილი. მართალია, ინგლისმა ამას მე-18 წუთზე ლელოთი უპასუხა, მაგრამ ამან მხოლოდ გააბრაზა მომავალი ჩემპიონი. შედეგად, პირველი ტაიმის ბოლომდე "შავებმა" კიდევ ოთხი ლელო დადეს და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილი იყო - 40:7.მეორე ნახევარში ზელანდიამ დაინდო მეტოქე და ოთხ ლელოს დასჯერდა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ტურნირზე ფინალებისთვის ქულათა სხვაობის რეკორდი დამყარებულიყო. წინა რეკორდიც ზელანდიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2010 წელს, ავსტრალიას გადამწყვეტ მატჩში 62:17 აჯობა.საქართველოში გამართული ტურნირის საბოლოო კლასიფიკაცია ასეთია:1. ახალი ზელანდია2. ინგლისი3. სამხრეთ აფრიკა4. საფრანგეთი5. შოტლანდია6. ავსტრალია7. უელსი8. იტალია9. ირლანდია10. საქართველო11. არგენტინა12. სამოამსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი შოტლანდიაში გაიმართება.
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 20:41:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე კრივში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარს უნდა დაემშვიდობოს. WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. დოკუმენტი WBO-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში არაფერია ნათქვამი იმ მძიმე ბრალდებებზე, რის საფუძველზეც ხურციძე ნიუ იორკში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიზეზს კი ამ ციტატაში ვკითხულობთ:„ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის - საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.”დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხურციძის პრომოუტერებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე WBO-სგან ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, რომლითაც მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების - თუ რა საფუძვლით შეიძლებოდა ტიტულის ჩამორთმევის თავიდან აცილება, თუმცა რეზოლუციის მიხედვით, ქართველი მოკრივის პრომოუტერმა ლოუ დიბელამ წერილი უპასუხოდ დატოვა.ამჯერად WBO ხურციძეს 10 დღიან ვადას აძლევს გასაჩივრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, დოკუმენტის მიხედვით, საბოლოო იქნება და ვეღარ გადაიხედება.რეზოლუციას ხელს WBO-ს ჩემპიონატის კომიტეტის თავმჯდომარე ლუი ბატისტა სალასი აწერს.შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.37 წლის ავთანდილ ხურციძემ კრივში WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 22 აპრილს მოიპოვა, ინგლისი
წაკითხვა
U-20 #რაგბი მსოფლიო ჩემპიონატი - მატჩების განრიგი
განახლებულია: 2017-06-18 19:00:00
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! ფინალები 18 ივნისს გაიმართება.პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ საზოგადოებრივის პირველ და მეორე არხებზე, ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ საზოგადოებრივი რადიოს ორივე არხზე: FM 102,4 და FM 100,9 სიხშირეებზე.  
წაკითხვა
U20 - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, შოტლანდიამ - მეხუთე
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 17:14:00
20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდა. სამხრეთ აფრიკამ საფრანგეთთან პირველი ტაიმის 7:8 წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში 30 უპასუხო ქულა გააკეთა და გამანადგურებელი გახადა ანგარიში - 37:8. მხოლოდ მატჩის მიწურულს, ფრანგებმა პრესტიჟის ლელო გაიტანეს.სამხრეთ აფრიკამ 37:15 მოიგო და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა მესამე ადგილი U20-ის ჩემპიონატში. აგრეთვე, ამ გუნდის ანგარიშზეა ორი მეორე ადგილი, თუმცა, ჩემპიონი არასოდეს ყოფილა.სენსაციური შედეგით დასრულდა შოტლანდიისა და ავსტრალიის მატჩი მე-5 ადგილისთვის. ბრიტანელებმა წინა მატჩში უელსის დამარცხების შემდეგ, ამჯერადაც კარგი თამაში აჩვენეს და მეხუთე ადგილი წაართვეს ავსტრალიას. აქ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 79-ე წუთზე, 17:17-ზე შილმა ლელო დადო, ისტგეიტმა გარდასახა და შოტლანდიამ 24:17 მოიგო. აღსანიშნავია, რომ 17-ივე ქულა ავსტრალიის რიგებში გოდარდმა დააგროვა - 2 ლელო, 2 გარდასახვა და ერთი ჯარიმა.მეხუთე ადგილი შოტლანდიისთვის საუკეთესო შედეგია ამ ტურნირის ისტორიაში. მანამდე, ამ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი იყო - მე-8 ადგილი.
წაკითხვა
დავით ყიფიანი დღეს 66 წლის გახდებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 17:09:00
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დღეს 66 წლის გახდებოდა.1982 წლის მარტში, გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა ჟურნალმა "მუნდიალმა" გამოკითხვა მოაწყო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 24 ფინალისტი ქვეყნის წარმომადგენელმა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. დავით ყიფიანი მეოთხე აღმოჩნდა მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ.1970 წლის მიწურულს, ყიფიანი თბილისის "ლოკომოტი­ვში"­­ მიიღეს. გუნდს ნოდარ ახალ­კაცი წვრ­თნიდა, "ლოკომოტივის"­ თავდამსხმელი კი მიხეილ მესხი იყო. მესხის გვერდით დავით ყიფიანმა ერთი სეზონი ითამაშა.­დავით ყიფიანის დებიუტი 19 წლის ასაკში თბილისში, ტაშკენტის „ფაქთახორთან“ შედგა. მეორე ტაიმში ახალგაზრდა ფეხბურთელმა სლავა მეტრეველი შეცვალა.ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა - ნაკრებმა ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 14:49:00
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით  18-24.საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ჩაატარა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მეათე ადგილი დაიკავა.მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტუმრებმა ტინენის ლელოთი შეძლეს ანგარიშის გახსნა და 30-ე წუთისთვის 7:0 დაწინაურება. 28-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა. 32-ე წუთზე ქართველი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა და „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ - 10:7.ირლანდიამ ხუთი წუთის ინტერვალით - 44-ე დე 49-ე წუთებზე სვიტმენ-დორისმა და ბოილმა ორი ლელო გაიტანეს (ორივე დინმა გარდასახა) და ანგარიში გახდა 21:10 ირლანდიის სასარგებლოდ.მასპინძელი გუნდი აფრასიძემ გამოაფხიზლა, რომელმაც ჯერ ულამაზესი გარღვევით ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლელო გაიტანა, შემდეგ კი ჯარიმაც შეაგდო და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 18:24.სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ, ბოლოს, ირლანდიელებმა კარგად დაიცვეს თავი. დინმა საჯარიმოც გაიტანა და საქართველოს მხოლოდ გარდასახული ლელო სჭირდებოდა მოგებისთვის. "ბორჯღალოსნები" U20-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილს დასჯერდნენ.უფრო ადრე, "ავჭალას" სტადიონზე მე-11 ადგილისთვის მატჩში არგენტინამ 53:42 დაამარცხა სამოა.
წაკითხვა
პარლამენტის წევრებსა და GIPA-ს სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა - [ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 14:20:00
საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შორის, თბილისის ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის სლოგანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“. საფეხბურთო მატჩი პარლამენტის წევრების გამარჯვებით 5:3 დასრულდა.„დღეს ვიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და პარლამენტის გუნდი სტუდენტებს ვხდებით. ეს არის საწყისი ეტაპი. მომავლისთვის ვეცდებით, რომ თითქმის ყველა სასწავლებელში შევიდეთ და პარლამენტარებმა სტუდენტებთნ ერთად დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სპორტი იყოს მთავარი ამ ქვეყენაში“,- აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ემსახურება.„ეს არის კამპანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“. დღეს ვეთამაშებით ფეხბურთს სტუდენტებს და ამ თამაშის მთავარი მიზანი გავაკეთოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის პრომოცია“,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება და ახალგაზდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ამხანაგური თამაშები სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მომავალშიც გაიმართება.<
წაკითხვა
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის საიუბილეო მეათე გათამაშება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 12:20:00
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის საიუბილეო მეათე გათამაშება დაიწყო. შეხვედრებს რუსეთი მასპინძლობს. ტურნირი სანკტ-პეტერბურგის კრესტოვსკის სტადიონზე მასპინძელი რუსეთისა და ახალი ზელანდიის მატჩით დაიწყო - ანგარიში 31-ე წუთზე, ზელანდიელი ბოქსალის ავტოგოლით გაიხსნა. შეხვედრა რუსეთის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ამავე ჯგუფში, პორტუგალია და მექსიკა ერთმანეთს დღეს, ყაზან არენაზე 19 საათზე დაუპირისპირდებიან. დღესვე, მოსკოვში, კამერუნი ჩილეს შეხვდება. თამაში 21 საათზე დაიწყება.საზოგადოებრივი მაუწყებელი ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
საქართველოში მორაგბეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩები დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 12:19:00
საქართველოში მორაგბეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩები გაიმართება. 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველო მე-9 ადგილისთვის ირლანდიას დაუპირისპირდება. ასევე დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:30 წუთზე მესამე ადგილისთვის სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინალია - გამარჯვებული ინგლისისა და ახალი ზელანდიის მატჩის შედეგად გამოვლინდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
სასწრაფოდ
#რაგბი ისტორიული გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრები სტუმრად პირველად დაამარცხეს
განახლებულია: 2017-06-18 04:53:00
მე-10 წუთზე ლელოების ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა - საქართველო 5:0 დაწინაურდა. 7 წუთში ამერიკელებმა 3 ქულა ჯარიმით გაქვითეს. 23-ე და 27-ე წუთებზე კი მერაბ კვირიკაშვილმა 2 ზუსტი ჯარიმა შეასრულა და ბორჯღალოსნები 8 ქულით დააწინაურა. ტაიმის ბოლოს ამერიკელბმა არაერთხელ დაარღვიეს წესი შერკინების დროს და მსაჯმა მასპინძელთა გუნდი საჯარიმო ლელოთი დასაჯა - საქართველომ პირველი ნახევარი 18:3 მოიგო.მეორე ტაიმის დასაწყისშივე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა. მატჩის 57-ე წუთზე ამერიკელებმა ლელო დაგვიდეს და ზუსტი გარდასახვაც შეასრულეს - ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შემცირდა.  72-ე წუთზე იენსენმა ლელო დადო, მასპინძლებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში  21:17 გახდა. შეხვედრა ქართველ მორაგბეთა გამარჯვებით 21:17 დასრულდა, მომავალ ტესტ-მატჩს ბორჯღალოსნები არგენტინასთან გამართავენ.
წაკითხვა

უახლესი