საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

"ენ-ბი-ეის" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა დასრულდა
განახლებულია: 2017-01-17 19:20:00
"ენ-ბი-ეის" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრებს შორის, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობდა, დღეს, თბილისის დროით, დილის ცხრა საათზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 ათას 476 ხმა ჰქონდა და ამ შედეგით, დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა და ცენტრებს შორის მეორე ადგილზე იმყოფებოდა. საბოლოო შედეგი 19 იანვარს გამოქვეყნდება, რომელშიც, ახალი წესების თანახმად, გულშემატკივართა გარდა, მთავარი მწვრთნელების და თავად მოთამაშეების 50- პროცენტიანი ხმების რაოდენობაც შევა. "ენ-ბი-ეის" წლევანდელი "ოლ სტარი" 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. ამასობაში, ზაზას "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" დღეს გამთენიისას რეგულარულის მორიგი მატჩი ჩაატარა და მოქმედ ჩემპიონს "კლივლენდ კავალიერსს" უშანსოდ, ანგარიშით 126-91 მოუგო. ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 4 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა აქტივში. მატჩის სნაიპერი კი, კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 26 ქულით დაასრულა შეხვედრა. "გოლდენ სტეიტი" მორიგ შეხვედრას, 19 იანვარს "ოკლაჰომა სითი ტანდერის" წინაარმდეგ გამართავს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 19:14:00
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის  თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე  5642 მეტრია ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა -50 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული მედიასაშუალებაა, რომელიც ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.შეგახსენებთ რომ 2012 წელს დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზეც პირველები საზოგადოებრივის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
„ოლ სტარის“ ხმის მიცემის პროცესი, დღეს, გვიან ღამით სრულდება
განახლებულია: 2017-01-16 20:59:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს, გვიან ღამით სრულდება „ოლ სტარის“ ხმის მიცემის პროცესი. ზაზა ფაჩულია, მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, მთლიანად დასავლეთ კონფერენციაში, მეოთხე ადგილზეა. ქართველ კალათბურთელს 823 376 ხმა აქვს. დასავლეთის სასტარტო ხუთეულში, ფაჩულიასთან ერთად, მისი ორი თანაგუნდელი: სტეფ კარი და კევინ დურანტი იმყოფებიან. ასევე, ჰიუსტონ როკეტსის წარმომადგენელი, ჯეიმს ჰარდენი და სან ანტონიოს ლიდერი, კავაი ლეონარდი. მთლიანად „ენ-ბი-ეის“ „ოლ სტარის“ გამოკითხვას ლებრონ ჯეიმსის ლიდერობს, „კლივლენდ კავალიერსის“ კალათბურთელს, მილიონზე მეტი ხმა აქვს. შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის შეხვედრა, 17 თებერვალს, ნიუ ორლეანში ჩატარდება.
წაკითხვა
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ზამთრის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია
განახლებულია: 2017-01-16 20:57:00
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები, ზამთრის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ტურნირზე, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ფინალში უკრაინა დაამარცხეს და თასი თბილისში დატოვეს. საფეხბურთო გუნდმა „გაგრამ“ კი ამავე შიჯიბრზე, საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს შორის, უძლიერესის ტიტული მოიპოვა. 
წაკითხვა
რადიო „ჯაკომ“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა
განახლებულია: 2017-01-16 18:56:00
რადიო „ჯაკომ“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა. ასევე, დასახელდნენ არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები, რომლებიც სპორტულმა ჟურნალისტებმა დაასახელეს. 2016 წლის საუკეთესო ფედერაციად სამბოს ფედერაცია, ხოლო საუკეთესო სპორტსმენად ვახტანგ ჩიდრაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი ქართულმა ჭიდაობამ დაიკავა. სპორტსმენადკი გიორგი კაციაშვილი დასახელდა. მესამე ადგილზე ჭადრაკის ფედერაცია გავიდა. მესამე ადგილოსანი სპორტსმენი ბაადურ ჯობავა გახდა. გამარჯვებულები სხვადასხვა მედლებით, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 18:56:00
2017 წელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნაკრების გასული წლის შედეგებზე და მიმდინარე წლის მოსამზადებელ ეტაპზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები 13-15 აგვისტოს, თბილისში ტრადიციულ მერიის თასზე ითამაშებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ლიტვისა და საბერძენთის საერთაშორისო ტურნირებზე. ევრობასკეტი კი სტარტს, 31 აგვისტოს აიღებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ისრაელში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად, მასპინძელი ისრაელის, უკრაინის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება.
წაკითხვა
„ანდორამ“ „რეალ ბეტისი“ ანგარიშით 95-69 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 18:56:00
გიორგი შერმადინის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში. გუშინ, „რივერ ანდორამ“, საკუთარ დარბაზში, სევილიას „რეალ ბეტისი“, დამაჯერებლად, ანგარიშით 95-69 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი, სწორედ ქართველმა ცენტრმა შეიტანა. შერმადინმა 26 წუთში, 22 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სარგებლიანობის მხრივ, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. „ანდორელთა“ კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე: 6 ქულა და 3 მოხსნაა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ანდორა“ ლიგა ენდეზაში მერვე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში იმყოფება.
წაკითხვა
რა იმალება #NBAvote Zaza Pachulia-ს მიღმა - გაიგე მეტი!
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 16:19:00
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მორიგი გამარჯვება
განახლებულია: 2017-01-13 19:04:00
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მორიგი გამარჯვება. რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ოკლენდელებმა საკუთარ დარბაზში "დეტროიტ პისტონსი" უპრობლემიდ ანგარიშით 127-107 დაამარცხეს. ქართველი კალათბურთელი,  კვლავ ძირითად ხუთეულში იყო. ზაზამ, 24 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. "გოლდენ სტეიტს" კევინ დიურანტი ლიდერობდა 29 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით და 6 მოხსნით. სტეფ კარის ანგარიშზე 24 ქულაა. ეს სეზონში "გოლდენ სტეიტის" 34-ე გამარჯვება გამოდგა. სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. "უორიორზი" 17 იანვარს მთავარ კონკურენტს და მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლებს.
წაკითხვა
საკალათბურთო ევროლიგის გათამაშება გრძელდება
განახლებულია: 2017-01-13 19:01:00
გრძელდება საკალათბურთო ევროლიგის გათამაშება. გუშინ მე-17-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს სტამბოლში ჩატარებული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "დარუშაფაკას" ხვდებოდა. ესპანურმა გუნდმა, სამწუხაროდ, დათმო საგარეო თამაში. თურქებმა გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწიეს და შედეგიან თამაშში საბოლოოდ 98-89 გაიმარჯვეს. "ბასკონიას" ქართველმა ლეგიონერმა 13 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. ორივე გუნდის შემადგენლობაში, "დარუშაფაკას" ლატვიელი კალათბურთელი დაირის ბერტანსი გამოირჩეოდა 29 ქულით. შენგელიას გუნდი, ამ წაგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ბასკები მომდევნო თამაშს, კვლავ სტუმრად, ამჯერად პირეოსის "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ
წაკითხვა
მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარა
განახლებულია: 2017-01-13 18:59:00
საფეხბურთო კლუბმა მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარა. სამეფო კლუბს ყველა შიდა ტურნირზე უკვე ორმოცი მატჩია არ წაუგია, რითაც "ბარსელონას" მაჩვენებელი გააუმჯობესა. ზიდანის გუნდმა გუშინ, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად სევილიასთან ფრედ 3-3 ითამაშა. პირველი მატჩი კი, მადრიდელებს 3-0 ჰქონდათ მოგებული. საპასუხო შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა. სევილიელები მალე დანილოს ავტოგოლით დაწიუნრდნენ და ტაიმი 1-0 მოიგეს. რონალდოს გარეშე მოთამაშე სტუმრებმა მეორე ტაიმი სტარტზევე გაათანაბრეს. თავი მარკო ასენსიომ გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ "სევილიამ" ბოლომდე იბრძოლა. ანდალუსიელები 83-ე წუთამდე, 3-1-ს იგებდნენ და თამაშს მცირე ინტირგა დაუბრუნეს. თუმცა სტუმრებმა დარჩენილ დროში ორი გოლის გატანა შეძლეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კარიმ ბენზემას მიერ გატანილი ბურთი, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის შემდეგ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ, ფრე 3-3. ორი მატჩის ჯამში კი, მადრიდის "რეალმა" 6-3 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ურთიერთობას "ბარსელონასთან" გაარკვევს.
წაკითხვა
მელბურნის კორტებზე ორშაბათს სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში
განახლებულია: 2017-01-13 18:57:00
ორშაბათს მელბურნის კორტებზე სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში. გრანდ სლემის შეჯიბრის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, გამოცდილი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება. როგორც წილისყრით გადაწყდა, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ჩოგბურთელი, 33 წლის კოლშრაიბერის ბარიერს გადალახავს, შემდგომ ეტაპზე, მისი მოწინააღმდეგე, ამერიკელ დონალდ იანგს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ მონაწილეს შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილი და კოლშრაიბერი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება.
წაკითხვა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ზამთრის თასის გათამაშებამ დარბაზის ფეხბურთში
განახლებულია: 2017-01-13 18:56:00
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სტარტი აიღო ზამთრის თასის გათამაშებამ დარბაზის ფეხბურთში. ტურნირში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ქართული გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის მატჩები ორ დღეს გაგრძელდება, კვირას კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. “ა” ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო გაგრამ, რომელმაც ქუთაისის  "ტორპედოს", "შევარდენს" და გორის "დილას" აჯობა და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ კვირას გულშემატკივრებს საქართველოს, ესპანეთის, უკრაინის, აჯერბაიჯანის და თურქეთის საფეხბურთო ვარსკვლავების მატჩების ხილვა შეეძლებათ, თავისი გუნდი ეყოლება უეფასაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 15 იანვარს, 18 საათსა და 30 წუთიდან ფინალის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
სასწრაფოდ
შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მეორე ადგილს ინარჩუნებს
განახლებულია: 2017-01-13 12:32:00
NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის
წაკითხვა
„კლივლენდ კავალიერსმა“„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ წააგო
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 19:00:00
„კლივლენდ კავალიერსის“ მეათე მარცხი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ სეზონში. მოქმედმა ჩემპიონმა, დღეს დილით, როუზ გარდენში, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ წააგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს. გამარჯვებულ გუნდში სიჯეი მაკოლუმი იყო საუკეთესო 27 ქულით. „კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 20 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. თამაშის საფინალო ანგარიშია, 102-86 პორტლენდის სასარგებლოდ. „კლივლენდისთვის“ ეს ზედიზედ მეორე წაგება გამოდგა. ამის მიუხედავად, ტაირონ ლიუს გუნდი, აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.
წაკითხვა
„ბარსელონა“ ესპანეთის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:59:00
„ბარსელონა“ ესპანეთის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ითამაშებს. კატალონურმა გრანდმა ორი მატჩის ჯამში ბილბაოს „ატლეტიკის“ ბარიერი დასძლია. 5 იანვარს, სან მამეზე 1-2 განცდილი მარცხის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა, გუშინ, საკუთარ ნოუ კამპზე, 3-1 გაიმარჯვა. მასპინძლები 35-ე წუთზე ლუის სუარესმა დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტზე, ნეიმარმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 2-0 გახადა. „ბარსას“  გამარჯვება და შესაბამისად, მეოთხედფინალის საგზური 78-ე წუთზე ლეო მესიმ მოუტანა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში, „ბარსელონამ“ 4-3 გაიმარჯვა ინგლისში, ქვეყნის ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალის პირველი მატჩი ჩაატარეს „საუთჰემპტონმა“ და„ ლივერპულმა“. სენტ მერის სტადიონზე, მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგეს. ერთადერთი გოლი, თამაშის მეოცე წუთზე ნათან რედმონდმა გაიტანა. არაერთი მომენტის მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა. ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა, 25 იანვარს, ლივერპულის ენფილდზე შედგება და იქ გადაწყდება, თუ რომელი გუნდი შეძლებს ფინალის საგზურის მოპოვებას.
წაკითხვა
დღეს, „ლელოს“ საიუბილეო ნომერი გამოიცა
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:57:00
დღეს, სპორტულ გაზეთ „ლელოს“ მეთხუთმეტიათასე, საიუბილეო ნომერი გამოიცა. გაზეთი 1934 წლიდან, „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით გამოდიოდა. 1949 წლიდან კი „ლელოს“ სახელით გამოიცემა. თავიდან ყოველკვირეულად, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოდის. სხვადასხვა დროს „ლელოს“ რედაქტორები იყვნენ, მიხეილ კაკაბაძე, ირაკლი უგულავა, არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და სხვები. ამჟამად, გაზეთის მთავარი რედაქტორი გია თვალაბეიშვილი გახლავთ, ხოლო საპატიო რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძეა, რომელიც 1985 წლიდან ხელმძღვანელობს გამოცემას.  ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს საიუბილეო ნომრის გამოსვლას.
წაკითხვა
დარბაზის ფეხბურთში ზამთრის თასის პირველი გათამაშება ხვალ იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:56:00
ხვალიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს აიღებს ზამთრის თასის პირველი გათამაშება დარბაზის ფეხბურთში. 15 იანვარს გულშემატკივრებს: საქართველოს, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და აზერბაიჯანის ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. საკუთარი გუნდი ეყოლება უეფა-საც. ზამთრის თასზე, მსოფლიო დონის არაერთი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ორი დღე, მატჩებზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო 15 იანვარს, ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება ორი ლარი იქნება. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, 18 საათი და 30 წუთიდან შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
მიხეილ მესხს, დღეს, 80 წელი შეუსრულდებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:55:00
მიხეილ მესხს, დღეს, 80 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული აქვს 35 მატჩი, მის ანგარიშზე ოთხი გოლია. 1960 წლის პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე მიხეილ მესხმა ,15 წელი ითამაშა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 356 შეხვედრაში, გაიტანა 76 გოლი. მის სახელს ატარებს ვაკეში მდებარე საფეხბურთო სტადიონი. მიხეილ მესხი, 1998 წელს, საქართველოს საფეხბურთო ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ და მეოცე საუკუნის ოცნების გუნდის წევრად დაასახელეს. მიხეილ მესხი 1991 წლის 4 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
წაკითხვა
„გოლდენ სტეიტ უორიორზის" კიდევ ერთი გამარჯვება NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 19:00:00
„გოლდენ სტეიტ უორიორზის" კიდევ ერთი გამარჯვება, „ენ-ბი-ეის" მიმდინარე რეგულარულ სეზონში. დღეს, დილით, „ოკლენდელებმა" საკუთარ ორეკლ არენაზე, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი, „მაიამი ჰიტი" ანგარიშით 107-95 დაამარცხეს. ზაზა ფაჩულია, „უორიორზის" ძირითადში იყო. ქართველმა ცენტრმა 24 წუთში, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა გააკეთა. „გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი, 28 ქულა კევინ დურანტმა მოიპოვა. „მაიამიში" კი 28 ქულით და 20 მოხსნით ჰასან უაიტსაიდი გამოირჩა. სტივ კერის გუნდი, მორიგ შეხვედრას, კვლავ საკუთარ დარბაზში, ამჯერად „დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ზეგ ჩაატარებს.
წაკითხვა

უახლესი