საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„ბორჯღალოსნები“ შემოდგომაზე უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 23:00:00
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ტესტმატჩს უელსის ნაკრებთან გამართავს. უელსი „ბორჯღალოსნებს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, უელსის ნაკრები ნოემბერში, საქართველოს გარდა, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, უელსი კი - მეხუთეზეა.
წაკითხვა
Daily Mail : ბიძინა ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს გადაიხდის
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 19:01:00
ბრიტანული გამოცემა დეილი მეილი კვლავ ვრცელ სტატიას აქვეყნებს ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივებზე. ჟურნალისტი ნიკ საიმონი წერს, რომ საქართველო მზად არის ექვს ერში გაწევრიანდეს. მისი ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების მონაწილეობაზე, 8 მილიონ ნახევარი ფუნტ სტერლინგი გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ირლანდიელმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ექვსი ერის ტურნირის გაფართოებას. 
წაკითხვა
ნიუ ორლეანში NBA All Stars-ის მატჩი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 19:00:00
დღეს, დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. ნიუ ორლეანში გამართული სამდღიანი შოუ და კანკურსები ტრადიციულად დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდების შეხვედრით დასრულდა, რომელშიც რამდენიმე რეკორდი მოიხსნა. თამაში დასავლეთის გუნდმა 192-182 მოიგო, რაც ოლ სტარების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშია, ჯამში 374 ქულა. ყველაზე მეტი, 52 ქულა ნიუ ორლეან პელიკანსის კალათბურთელმა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მიუმატა. ამით დევისმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1962 წელს ყველა ვარსკვლავის მატჩში 42 ქულა გააკეთა. რასელ უესტბრუკის მონაგარმა 41 ქულა შეადგინა. აღმოსავლეთის გუნდში, საუკეთესო, ბერძენი ფორვარდი, გიანის ანტეტუკონმპო გახდა 30 ქულით. შეხვედრის დასრულებისთანავე ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზი ენტონი დევისს გადაეცა. კალათბურთელები სამი დღე დაისვენებენ, რის შემდეგაც რეგულარული სეზონი გაგრძელდება.
წაკითხვა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 18:59:00
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის „ეიტიპის” საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც სამწუხაროდ ამერიკელ რაიან ჰარისონთან წააგო. პირველ სეტი ქართველმა 1-6 დათმო. მეორეში კი გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს და რამდენიმე ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ჰარისონმა 6-4 მოიგო და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ფინალში გასვლით მან 150 სარეიტინგო ქულა და 60 ათას 355 დოლარი გამოიმუშავა. ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და ამ ეტაპზე 53-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში დერლეი ბიჩის ტურნირზე იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ვეტერანი გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.
წაკითხვა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 23-ე ტური ბარსელონა-ლეგანესის შეხვედრით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 18:59:00
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 23-ე ტური ბარსელონა-ლეგანესის შეხვედრით დასრულდა. ნოუ კამპზე გამართული მატჩი ბარსასთვის კარგად დაიწყო. უკვე მეოთხე წუთზე, კატალონელები ლეო მესიმ დააწინაურა. ტაიმი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. 71-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, თავი უნაი ლოპესმა გამოიჩინა. მორიგი ქულების დაკარგვისგან, ბარსელონა ლეო მესიმ იხსნა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უკანასკნელ წუთზე, თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 2-1 მოაგებინა. ლუის ენრიკეს გუნდი, 51 ქულით მეორე ადგილზე და ორი ქულით ჩამორჩება, ლიდერ მადრიდის რეალს, თუმცა სამეფო კლუბს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
წაკითხვა
ლერი ხაბელოვი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 18:57:00
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდა. ხაბელოვმა, ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელ ნიკა ეგაძეს და მის მწვრთნელს, ლელა ჩოფიკაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს 6 წარმომადგენელი გამოვიდა. ყველაზე შედეგიანი კი 14 წლის მოციგურავე ნიკა ეგაძე იყო. დღესვე, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგაც, ლერი ხაბელოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოგზავნილ, ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური მიწვევის დოკუმენტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა მომავალ წელს, სამხრეთ კორეაში გაიმართება. 
წაკითხვა
ბორჯღალოსნებმა გერმანიის ეროვნული გუნდი 50-6 დაამარცხეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 18:56:00
ქართველი მორაგბეების მორიგი გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ნაკრებმა, გუშინ, რუსთავში გერმანიის ეროვნული გუნდი მიიღო და დიდი ანგარიშით 50-6 დაამარცხა. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში აკონროლებდნენ სიტუაციას და დიდ უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებმა, მეტოქის ჩათვლის მოედანი შვიდჯერ აიღო. ორ-ორი ლელო კოშაძემ და გორგაძემ დადეს, თითოჯერ კი თავი თხილაიშვილმა, ფრუიძემ და შარიქძემ გამოიჩინეს. 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც ეროვნულ გუნდში თავისი მეასე შეხვედრა ჩაატარა. ერთი გარდასახვა კი მალაღურაძის ანგარიშზეა. ორიდან ორი მოგებით ბორჯღალოსნები ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგ შეხვედრას 4 მარტს, სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-19 17:08:00
რუსთავის სარაგბო სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“  ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.
წაკითხვა
ბორჯღალოსნები დღეს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-02-19 12:17:00
„ბორჯღალოსნები“, დღეს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ევროპის მეორი ტურის მატჩის წინ, გერმანიისა და საქართველოს ნაკრებებმა, რუსთავში ბოლო წინასამატჩო ვარჯიშები უკვე გამართეს.  ორივე გუნდის რიგებში რამდენიმე ახალბედა მორაგბე ირიცხება. შეხვედრა, დღეს, 15 საათზე რუსთავში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ პირველ საზოგადოებრივზე ადევნოთ თვალი. 
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-19 12:16:00
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მემფისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ითამაშებს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა, ბასილაშვილს და ყაზახ მარტინ კუკუშკინს შორის. პირველი სეტი, წინა ორი შეხვედრის მსგავსად, ბასილაშვილმა სეტპოინტით. 7:6 მოიგო. მეორე სეტში კი მოწინააღმდეგე 6:1 დაამარცხა. ბასილაშვილის მეტოქე ფინალურ შეხვედრაში იქნება ამერიკელი ჩოგბურთელი - ჰარისონი. 
წაკითხვა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტური გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 20:42:00
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტური გრძელდება. "კაქტუსმა" "ბათუმს" 85:68 სძლია, "მგზავრები" კი "ოლიმპთან" 73:79 დამარცხდნენ. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული ცენტრალური მატჩი სოხუმსა და თბილისის "დინამოს" შორის თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. დინამოელებმა მეტოქეს 104:86 სძლიეს.
წაკითხვა
ერთი დღე საქართველო-გერმანიის დაპირისპირებამდე - რაგბი-ევროპის მეორე ტურის მატჩის წინ ნაკრებებმა პრესკონფერენცია გამართეს
განახლებულია: 2017-02-18 20:41:00
ერთი დღე საქართველო-გერმანიის დაპირისპირებამდე - რაგბი-ევროპის მეორი ტურის მატჩის წინ, ნაკრებებმა, რუსთავში ბოლო წინა-სამატჩო ვარჯიში და ერთობივი პრესკონფერენცია გამართეს. პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 8 ცვლილებაა. მოსალოდნელია რამდენიმე მორაგბის დებიუტიც. ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. საქართველო -გერმანიის მატჩი ხვალ 15:00 საათზე რუსთავში გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 10:05:00
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრალიელი მეთიუ ებდენი დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ყაზახ მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდება. ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში ანგარიშით – 7:6, 6:4 დაამარცხა. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში, ამ დროისათვის, 67-ე ადგილს იკავებს, ხოლო კუკუშკინი 103-ე ადგილზეა. მემფისის საერთაშორისო ტურნირის  ნახევარფინალური შეხვედრა  19 თებერვალს გაიმართება. 
წაკითხვა
ევროპის ლიგის გათამაშებაზე მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 19:24:00
გუშინ ევროპის ლიგის გათამაშებაზე მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. შემდგომი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა "მანჩესტერ იუნაიტედმა". მოურინიოს გუნდმა საკუთარ ოლდ ტრაფორდზე ფრანგული "სენტ-ეტიენი" 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. შვედმა ფორვარდმა გოლები მე-15-ე, 75-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა. ამ წყვილის განმეორებითი თამაში, 22 თებერვალს საფრანგეთში შედგება.კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვა "რომამ". იტალიურმა გუნდმა სტუმრად ელ მადრიგალზე ესპანური "ვილიარიალი" 4:0 დაამრცხა და პრაქტიკულად ვადაზე ადრე გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ლუჩანო სპალეტის გუნდმა პირველი ტაიმი ემერსონის გოლით 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი ედინ ჯეკომ ბენეფისი მოიწყო. ბოსნიელმა თავდამსხმელმა, სამჯერ აიღო მეტოქის კარი. 23 თებერვალს "რომა" საკუთარ სტადიონ "ოლიმპიკოზე" უმასპინძლებს "ვილიარიალს". გუშინვე კიდევ ერთ საინტერესო წყვილში ფლორენციის "ფიორენტინამ" სტუმრად 1:0 დაამარცხ მიუხენგლადბახის "ბორუსია". 
წაკითხვა
საქართველოს კუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენვია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 19:22:00
საქართველოს კუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღეს სასტუმრო "რუმსში" პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც საბრძოლო ხელოვნება კუდოს დაფუძნებლის, იაპონელი ტაკაში აზუმას ვიზიტი და ქართული კუდოისტების წარმატებული გამოსვლა შეაფასეს მსოფლიო თასზე. ტაკაში აზუმამ ორი დღის განმავლობაში ქართველ სპორტსმენებს გადამზადების და ატესტაციის კურსი ჩაუტარა, რის შემდეგაც საერთაშორისო სერტიფიკატები დაარიგა. შეგახსენებთ, რომ ინდოეთში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ქართველმა კუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 
წაკითხვა
გიორგი შერმადინის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი "რივერ ანდორას" შემადგენლობაში
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 19:19:00
გიორგი შერმადინის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი "რივერ ანდორას" შემადგენლობაში. მისმა გუნდმა გუშინ ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების მეოთხედფინალში დასანანი მარცხი განიცადა მადრიდის "რეალთან". ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შერმადინის მონაგარმა 27 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა. ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე 7 ქულაა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე ანდორელები 86-83-ს იგებდნენ, თუმცა ენტონი რენდოლფმა ზუსტი სამქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც "რეალმა" საბოლოოდ 99-93 გაიმარჯვა. მადრიდული კლუბი თასის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდება. 
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშივლი მემფისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 19:18:00
ნიკოლოზ ბასილაშივლი მემფისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში შეჯიბრის პირველი ნომერი, ხორვატი ივო კარლოვიჩი დაამარცხა. პირველი სეტი თანაბარი გამოდგა და ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბასილაშვილმა შვიდით ორი გაიმარჯვა. მეორეში კი ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ 6-3 მოიგო. ტურნირის მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი იქნება, რომელიც რეიტინგში 490-ე ადგილზეა. ეს შეხვედრა თბილისის დროით გვიან ღამით შედგება.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 19:11:00
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. “ბორჯღალოსნები” 19 თებერვალს გერმანიას უმასპინძლებენ. დღეს" შევარდენის" სტადიონზე ნაკრების ვარჯიში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად ბელგია დაამარცხა ანგარიშით 31-6. გერმანიამ კი თავის მხრივ რუმინეთს აჯობა 41-38. საქართველო-გერმანიის შეხვედრა, რომელიც მერაბ კვირიაშვილისათვის მეასე იქნება ნაკრების შემადგენლობაში, კვირას რუსთავში ჩატარდება. თამაში სამ საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
„მაიამი ჰიტმა“ „როკეტსი“ დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 19:00:00
დღეს, დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ტური იყო. გაიმართა 14 შეხვედრა. ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული შეხვედრა შედგა ჰიუსტონში, სადაც ადგილობრივმა „როკეტსმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა. ფლორიდელებმა ტაიმი 21 ქულის სხვაობით მოიგეს. მასპინძლებმა დარჩენილ დროში ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მატჩის მოტრიალება ვეღარ შეძლეს და 109-117 წააგეს. „მაიამის“ შემადგენლობაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ჰასან უაიტსაიდმა, რომელმაც 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა. „როკეტსში“ გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი იყო საუკეთესო, რომელმაც 38 ქულა, 14 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი მიითვალა აქტივში. ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან. „მაიამი ჰიტი“, აღმოსავლეთში ამ ეტპაზე მეათე პოზიციაზეა, თუმცა პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
წაკითხვა
მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალი“ 5-1 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 18:59:00
უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, გუშინ, მერვედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა ჩატარდა. ალიანს არენაზე, მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო და პრაქტიკულად პირველივე მატჩში გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქე 5-1 გაანადგურა. ანგარიში არიენ რობენმა, ულამაზესი დარტყმით გახსნა. სტუმრებმა 30-ე წუთზე გაათანბრეს. ალექსის სანჩესმა თერთმემტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმიდან მოყოლებული, რეკორდმაისტერი შეუჩერებელი იყო. მიუნხენელებმა ოსპინას კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს. დუბლი ტიაგო ალკანტარამ შეასერულა, თითო გოლი კი რობერტ ლევანდოვსკის და ტომას მიულერის ანგარიშზეა. დიდი ალბათობით, საპასუხო თამაში, რომელიც 7 მარტს, ლონდონში გაიმართება, ფორმალობა იქნება და არსენალი ზედიზედ მეშვიდედ ვერ შეძლებს მერვედფინალური ბარიერის გადალახვასმეოთხედფინალთან ახლოსაა მადრიდის „რეალიც“. სამეფო კლუბმა, სანტაგო ბერნაბეუზე იტალიური „ნაპოლი“ ანგარიშით 3-1 დაამარცხა. თავიდან სტუმრები მერვე წუთზე ლორენცო ინსინიემ დააწინაურა. მადრიდელებმა მალევე გაათანაბრეს დანი კარვახალის გადაცემის შემდეგ, ზუსტად კარიმ ბენზემამ დაარტყა. ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე გერმანელმა ტონი კროოსმა „რეალი“ წინა გაიყვანა. თამაშის საფინალო ანგარიში კი ეფქეტური გოლით ბრაზილიელმა კაზემირომ დააფიქსირა. ზიდანის გუნდი საპასუხო შეხვედრას ორბურთიანი ჰანდიკაპით ხვდება. 7 მარტს, საპასუხო დაპირისპირებაში ეს წყვილი ნეაპოლის სანპაოლოზე ითამაშებს.
წაკითხვა

უახლესი