საზოგადოებრივი
104.5 FM
რივალდო - ხვალ საქართველოში ვიქნები
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 14:52:00
ხვალ საქართველოში ვიქნები, -ამის შესახებ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს."ახლა ფრანკფურტში ვიმყოფები, ცოტა ხანში მილანში ვიქნები, ღვთის წყალობით კი ხვალ საქართველოში ჩავალ",- წერს ფეხბურთელი.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან.21:00 საათზე, „დინამო არენაზე“, „მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
წაკითხვა
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:32:00
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებული ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა. ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. შეგახსენებთ, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 
წაკითხვა
„ტორპედოსა“ და „დინამოს“ მატჩის დაწყების წინ სტადიონის გარე პერიმეტრიდან ქვის სროლის შედეგად, პირველი არხის თანამშრომელი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 20:44:00
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე პერიმეტრიდან უცნობმა პირმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრაოვი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი, გიორგი ტოგონიძე დაშავდა.  დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო, მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის დაწყება რამდენიმე წუთით დაგვიანდა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის და მესამე წრის მთავარი დაპირისპირება იმართება - ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი „ქართულ დერბის“ მასპინძლობს - „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ ხვდება.  
წაკითხვა
„მილიონერების“ შთამბეჭდავი გამარჯვება და არგენტინული ნახევარფინალის მოლოდინი
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:55:00
სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.განსაკუთრებით საინტერესო ბუენოს აირესის "მონუმენტალზე" გამართული საპასუხო მეოთხედფინალი გამოდგა.მასპინძელ "რივერ პლეიტს" მხოლოდ დიდი ანგარიშით მოგება აძლევდა ხელს, "მილიონერებმა" პირველი მატჩი ბოლივიურ "ხოსე ვილსტერმანთან" მოულოდნელად 3-ბურთიანი სხვაობით დათმეს და საპასუხო შეხვედრაში ბუენოს აირესელებს რთული ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი.ექსპერტების და გულშემატკვირების აზრით, "რივერ პლეიტს" მხოლოდ მინიმალური შანსები გააჩნდა და ბევრი მათგანი არგენტინულ გრანდს კოპა ლიბერტადორესიდან გამოთიშვას უწინასწარმეტყველებდა კიდეც.როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო, პირველივე წუთებიდან ბოლივიელთა კარის სიახლოვეში არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, შედეგმაც არ დააყოვნა - უკვე მე-9-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, მასპინძელთა 32 წლის ახალწვეულმა ვეტერანმა იგნასიო სკოკომ ეფექტური მოძრაობით ორი მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მასპინძლები დააწინაურა.მომდევნო 10 წუთის განმავლობაში სკოკომ კიდევ ორი გოლი გაიტანა და უკვე მე-19-ე წუთისთვის ორმატჩიან დაპირისპირებბაში ანგარიში გათანაბრდა 3:3.ტაიმის ბოლომდე არგენტინელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თავი იმავე
წაკითხვა
ლიონელ მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 23:57:00
„ბარსელონას“ ლიდერმა, ლიონელ მესიმ კარიერაში სეზონის საუკეთესო სტარტი აჩვენა. 2017-18 წლების სეზონის სტარტიდან დღემდე, არგენტინელ ფორვარდს რვა ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ხოლო, თუ სათვალავში მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატს ავიღებთ, მესის პირველ ხუთ ტურში ცხრა გოლი დაუგროვდა: ორი გოლი მან „ალავესს“ გაუტანა, სამი - „ესპანიოლს“, ოთხი - „ეიბარს“.ამ დრომდე არგენტინელისთვის საუკეთესო იყო 2011-12 წლების სეზონი, როცა ლა ლიგას პირველ ხუთ ტურში რვა გოლი გაიტანა.
წაკითხვა
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, ფასი კი 5-დან 25 ლარამდე იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:14:00
საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების ფასი 5-დან 25 ლარამდე იქნება. მატჩი 29 სექტემბერს, დინამო არენაზე გაიმართება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს 15:00-ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.
წაკითხვა
საქართველოში საქველმოქმედო მატჩში რივალდოსა და დიდას მონაწილეობაც იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 17:55:00
პირველი არხის ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოში საქველმოქმედო მატჩში საფეხბურთო ვარსკვლავების - რივალდოსა და დიდას მონაწილეობაც იგეგმება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს გაიმართება.„მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის" - მატჩის დეტალებთან დაკავშირებით 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები პრესკონფერენციას სასტუმრო "ბილტმორში" გამართავენ და ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
წაკითხვა
კვირა დღე პრემიერლიგაში - ორივე ლიდერი მანჩესტერიდანაა
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 08:18:00
ინგლისის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი კვირას გაიმართა - ლონდონურ დერბიში „ჩელსი“ და „არსენალი“ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ ტაიმში უფრო ახლოს გოლთან „არსენალი“ იყო, როცა აარონ რემზიმ ძელს გაარტყა ბურთი. მეორე ნახევარში მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე სახიფათო მომენტები. ამას დაემატა დავიდ ლუიშის გაძევება. საბოლოოდ, 0:0 და ეს იყო ჩემპიონის პირველი ფრე მიმდინარე სეზონში. „არსენალი“ კი სულ უფრო ქვემოთ ეშვება და უკვე მე-12 ადგილზეა. უეინ რუნი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა - მისი „ევერტონი“ სტუმრად ხვდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“. დაბრუნება კოშმარული გამოდგა, რადგან რონალდ კუმანის შეგირდებმა ოთხი უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. მასპინძლები მე-4 წუთზე ვალენსიამ დააწინაურა, რის შემდეგაც, „იუნაიტედმა“ ხანგრძლივი პაუზა აიღო. რუნის გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა და ორივე გააფუჭა, „მანჩესტერმა“ კი 83-ე წუთიდან მოყოლებული სამი გოლი გაიტანა, აქედან ერთი რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა, რომელმაც ყოფილი გუნდი არ დაინდო. „იუნაიტედი“ მესამე მატჩს იგებს 4:0 ანგარიშით. „ევერტონი“ კი გასავარდნ ზონაშია და კუმანის დათხოვნისთვის ემზადება. ხუთი ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ლიდერები არიან მანჩესტერული გუნდები - „სიტისა“ და „იუნაიტედს“ აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ: ოთხი მოგება, ერთი ფრე, 0 წაგება, 16-2 ბურთების შეფარდება, 13 ქულა. 10 ქულით, მესამეა „ჩელსი“.
წაკითხვა
„ევრობასკეტის“ საუკეთესო კალათბურთელი გორან დრაგიჩი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 00:47:00
„ევრობასკეტის“ საუკეთესო კალათბურთელი სლოვენიის ნაკრების ლიდერი, გორან დრაგიჩი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში 35 ქულა, შვიდი მოხსნა და სამი პასი გააკეთა. ტურნირის საუკეთესო ხუთეულში, დრაგიჩთან ერთად, ლუკა დონჩიჩი, ალექსეი შვედი, ბოგდან ბოგდანოვიჩი და პო გასოლიმოხვდნენ. შეგახსენებთ, ევრობასკეტის გამარჯვებული სლოვენია გახდა. მათ ფინალში სერბეთი ანგარიშით 93:85 დაამარცხე
წაკითხვა
„ევრობასკეტის“ გამარჯვებული სლოვენია გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 00:33:00
ევრობასკეტის გამარჯვებული სლოვენია გახდა. მათ ფინალში სერბეთი ანგარიშით 93:85 დაამარცხეს. შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდი სწრაფად უტევდა. პირველი მეოთხედი სერბების გამარჯვებით დასრულდა 22:20. მეორე მეოთხედში სლოვენიელებმა თამაშს მოუმატეს და 11-ქულიანი უპირატესობით - 36:25 მოიგეს. გამორჩეულები უკანახაზელები დონჩიჩი, პრეპელიჩი და დრაგიჩი იყვნენ. ამ უკანასკნელმა მხოლოდ მეორე მეოთხედში 20 ქულა მოაგროვა, ხოლო ტაიმში კი 26. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ასეთი იყო - სლოვენია 56:47 სერბეთი. მატჩის მესამე მეოთხედში სერბები გააქტიურდნენ. ამაში მათ ხელი იმანაც შეუწყო, რომ სლოვენიის ამომავალმა ვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია. სლოვენიელებს სამქულიანი ტყორცნები აღარ წაუვიდათ და მეოთხედიც შედარებით ნაკლებ შედეგიანი გამოდგა. მესამე მეოთხედი სერბებმა 15:20 მოიგეს. სამი პერიოდის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულა იყო - სლოვენია 71:67 სერბეთი.მეოთხე მეოთხედი ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, სერბებმა ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, ხოლო ოთხი წუთით ადრე კი ანგარიში საყაიმო - 80:80 გახდა.ბოლო წუთებზე სლოვენიელებმა ძალები მოიკრიბეს და გადამწყვეტი ექვსქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს. სლოვენიელთა მხრიდან საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო. მან 35 ქულა, სამი პასი და შვიდი მოხსნა მოაგროვა.სერბებიდან კი კარგად ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოიყურებოდა, რომელმაც 22 ქულა, ხუთი პასი და ოთხი მოხსნა გააკეთა.სლოვენიას ტურნირის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
წაკითხვა
სენსაცია ეროვნულ ლიგაში - „დინამო“ „საბურთალოსთან“ 1:4 დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 23:56:00
დღეს „დინამო არენაზე“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა - აქამდე „საბურთალოს“ გათამაშების ლიდერ „დინამოსთან“ არათუ მოგებული არ ჰქონდა, მის კარში გოლიც არ ჰქონდა გატანილი. თუმცა, ამჯერად „საბურთალომ“ 4:1 გაიმარჯვა და რომ არა საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილის კარგი თამაში, „დინამო“ უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა. დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა, 1-1 გაიტანეს ლადო მამუჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა, ხოლო „დინამოდან“ თავი ლაშა თოთაძემ გამოიჩინა. თბილისის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სხვაობით ბოლოს 2015 წლის 24 აპრილს „ცხინვალთან“ წააგო, რომელსაც გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი კახა კაჭარავა წვრთნიდა, საკუთარ მოედანზე კი ასეთი ანგარიშით არასოდეს წაუგია. ამგვარად, 26-ე ტურის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ და „სამტრედიამ“ „დინამოსთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. 24 სექტემბერს კი ქუთაისელები თბილისელებს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებენ.
წაკითხვა
„დიდი ათი“ - მესამე ტური დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 22:11:00
„დიდი ათის“ მესამე ტური დასრულდა. ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „არმაზი“ და „ხარები“ დაუპირისპირდნენ. „დიდ ათში“ დაბრუნებულმა რუსთაველებმა სეზონი სამი გამარჯვებით დაიწყეს. „არმაზმა“ მეტოქეს ორი ლელო დაუდო (ჯინჭველაშვილი, 29', გიგაური 60') და თავად ერთი გაუშვა (ქვლივიძე 9'), თუმცა გუნდს დისციპლინამ უმტყუნა. რუსთაველების ფულბეკი, უჩა მჭედლიშვილი კი კარისკენ ზუსტად ურტყამდა. საბოლოო ანგარიში 15:19 „ხარების“ სასარგებლოდ. ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „აია“ და „ლელო სარასენსი“ დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს ორ-ორი გამარჯვება ჰქონდა. ქუთაისელებმა საშინაო უპირატესობა კარგად გამოიყენეს და მეტოქე 19:10 დაამარცხეს. მასპინძლების მხრიდან ლელო გარემარბმა გიორგი აბრამიძემ დადო (28'), ხოლო „ლელო სარასენსიდან“ კი თავი შეცვლაზე შემოსულმა თენგო პერანიძემ (71') გამოიჩინა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „აკადემია“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. რკინიგზელებმა 18:13 იმარჯვეს. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და „აკადემიამ“ ზედიზედ მესამე მატჩში, შვიდზე ნაკლები ქულით
წაკითხვა
არველაძეების ფონდი "ძლიერთა თამაშების" მონაწილე ქართველ სამხედროებს ეკიპირებით დაეხმარა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 13:30:00
კანადის ქალაქი ტორონტო 23-30 სექტემბერს "ძლიერთა თამაშებს" უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას საქართველოს 15-კაციანი ნაკრებიც მიღებს.გუნდის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები არიან.სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში ინტენსიურად ემზადებიან. კანადაში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები სპეციალური პროგრამით გაემგზავრებიან.ქართველი სამხედროების ვარჯიშს ძმები არველაძეების ფონდის დამფუძნებელი რევაზ არველაძე და აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძესთან ერთად დაესწრნენ და საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცეს.ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, მოტივაციის გაზრდა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. "ძლიერთა თამაშებში" ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.
წაკითხვა
ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა - დღეიდან მეც თქვენსავით ვიქნები ტრიბუნებზე და ვიქნები ნომერ პირველი გულშემატკივარი
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 20:59:00
ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ კალათბურთელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. „ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ... მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!“, - წერს სანიკიძე. შეგახსენებთ, მანამდე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ და ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადეს. 
წაკითხვა
Bugatti Chiron-ით სიჩქარის ახალი რეკორდი დამყარდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 15:46:00
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, კოლუმბიელმა ხუან-პაბლო მონტოიამ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ჰიპერკარის Bugatti Chiron-ის პილოტირებისას.მიღწევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონტოიამ ადგილიდან საათში 400 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, რის შემდეგაც მანქანა გააჩერა და მთელი ამ მანევრისთვის 41.96 წამი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილმა 3.1 კილომეტრი გაიარა.Bugatti Chiron აღჭურვილია 8-ლიტრიანი W16 ძრავით, რომლის სიმძლავრეა 1500 ცხენის ძალა. მოდელის ტირაჟი 500 ეკზემპლიარამდეა შეზღუდული, ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.2018 წელს, კომპანია Bugatti აპირებს სერიული ავტომობილებისთვის სიჩქარის რეკორდის დამყარებას, რომელიც თავადვე ეკუთვის. ის 2010 წელს არის დამყარებული და საათში 431.072 კილომეტრს უდრის.
წაკითხვა
რომან ფიფია „ბაიერნის“ ინტერესს ოფიციალურად ადასტურებს - ჩაკვეტაძეში „გენტმა“ 700 000 გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 03:05:00
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი, მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევდა. „გიორგის გადაყვანით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებული ნამდვილად იყო და არამხოლოდ ეს კლუბი – მისი გადაბირება სურდათ „ლივერპულს“, „მანჩესტერს“ და „მანჩესტერ სიტის“, „ტოტენჰემს“, „ჰოფენჰაიმს“, „ლევერკუზენს“. ბავარიელებს გიორგის მთავარ გუნდში დამატება სურდათ და ამასაც ხაზი უნდა გავუსვა. რამდენიმე გუნდი აპირებდა, რომ გიორგის ტრანსფერი გამოესყიდა და სანამ გაიზრდებოდა, სხვა კლუბში იჯარით გაეშვა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „გენტი“ ამჯობინა, რადგან თვლიდა, რომ საქართველოს შემდეგ „ბაიერნში“ თამაში ურთულესი იქნებოდა, „გენტში“ კი მეტი შანსი ექნებოდა“, – ამბობს ფიფია. „დინამოს“ პრეზიდენტმა ბელგიურ „გენტთან“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე დადებული ხელშეკრულების ფინანსური მხარეც გაასაჯაროვა. „მესმის, რომ ეს ამბავი ყველას აინტერესებს. არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება. „ტრანსფემარკტის“ ცნობა, რომ ბელგიელებმა 1,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, არასწორია. რეალურად, ბელგიელებს 700 000 ევროზე შევუთანხმდით. ოღონდ, გიორგის შემდგომი ტრანსფერის 50 პროცენტს „დინამო“ მიიღებს“, - აცხადებს რომან ფიფია პირველ არხთან. 
წაკითხვა
ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ვირტუოზულად შეასრულა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 01:58:00
„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, როგორც აღმოჩნდა, მუსიკალური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არგენტინელი ვარსკვლავი ფორტეპიანოზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ასრულებს. მესის ერთხელაც არ შეშლია და დაკვრა იმ მომენტში დაასრულა, როცა ჰიმნში ისმის სიტყვები - The Champions. ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება 12 სექტემბერს იწყება. „ბარსელონა“ პირველ ტურში სამშაბათს „იუვენტუსს“ ხვდება.
წაკითხვა
ბაადურ ჯობავამ რუსი დიდოსტატი დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა
განახლებულია: 2017-09-11 23:46:00
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ დამატებით ტაი-ბრეიკში რუსი დიდოსტატი, იან ნეპომნიაში დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და მსოფლიო თასის გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზებს. დღემდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში გამოსვლა იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება. მეოთხე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბუ სიანჩჟი (ჩინეთი; 2714) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2756)მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2804) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი; 2788)ვასილი ივანჩუკი (უკრაინა; 2727) - ანიშ გირი (ჰოლანდია; 2777)ლევონ არონიანი (სომხეთი; 2802) - დანიილ დუბოვი (რუსეთი; 2666)უესლი სო (აშშ; 2792) - ბაადურ ჯობავა
წაკითხვა
ახალ რეიტინგში ბასილაშვილი 63-ე ნომერია
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 08:41:00
ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ერთი საფეხურით დაქვეითდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მას 794 ქულა აქვს და 63-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი აშშ-ის ღიას პირველივე წრიდან გამოეთიშა, როცა ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან დამარცხდა. რაც შეეხება ტოპ ათეულს, აქ სერიოზული ცვლილებები მოხდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა როჯერ ფედერერი, რომელმაც ენდი მარეის გაუსწრო. ერთი ადგილი დაკარგა და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მეოთხედან მერვე ადგილზე აღმოჩნდა შვეიცარიელი სტენ ვავრინკა. ტოპ ათეულში შევიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი პაბლო კარენიო ბუსტა. მან მე-19 ადგილიდან მეათემდე გადაინაცვლა. ორ-ორი პოზიცია მოიგეს და მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ხორვატი მარინ ჩილიჩი. 
წაკითხვა
ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალშია
გამოქვეყნებულია: 2017-09-10 22:16:00
ესპანეთის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა თურქეთი და რვა საუკეთესო გუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა 73-56 გაიმარჯვეს. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთმა სამი მეოთხედის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მიმდინარე ევრობასკეტის მთავარ ფავორიტს. ერთ ეპიზოდში თურქები სამ ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს, თუმცა სერხიო როდრიგესის, რიკი რუბიოს და პო გასოლის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ბოლო მეოთხედში სერჯიო სკარიოლოს გუნდმა სოლიდური გაქცევა განახორციელა. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი როდრიგესს ჰქონდა. მოსკოვის ცსკა-ს უკანახაზელმა 11 ქულა, ცხრა შედეგიანი გადაცემა, ოთხი მოხსნა და სამი ჩაჭრა მიითვალა აქტივში. 15 ქულაა რიკი რუბიოს მონაგარი. ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 12 სექტემბერს გაიმართება.
წაკითხვა