საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დერიკ როუზმა „კლივლენდი“ აირჩია
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 01:27:00
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2011 წლის MVP გამთამაშებელი დერიკ როუზი "კლივლენდ კავალიერზში" გააგრძელებს კარიერას. როგორც The Vertical წერს, კალათბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ყველა იურიდიული ფორმალობაც მოაგვარა.ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ როუზი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 2.1 მილიონ დოლარს მიიღებს.დერიკ როუზი გასულ სეზონში "ნიუ იორკ ნიქსის" რიგებში თამაშობდა, 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.0 ქულა დააგროვა. ამ კალათბურთელზე ასევე აცხადებდნენ პრეტენზიას "ჩიკაგო" და "ლეიკერსი".
წაკითხვა
„გოლდენ სტეიტმა“ ზაზა ფაჩულია და კიდევ ხუთი კალათბურთელი ოფიციალურად გაიფორმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 01:19:00
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ოფიციალურად გაიფორმა თავისუფალი აგენტები: სტივენ კარი, კევინ დურანტი, ანდრე იგუოდალა, შონ ლივინგსტონი, ზაზა ფაჩულია და დევიდ უესტი. ამ ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
წაკითხვა
„ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს იტოვებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 01:17:00
მადრიდის "ატლეტიკო" მოელაპარაკა კონტრაქტის გაგრძელებაზე მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს - ამის შესახებ წერს ინტერნეტრესურსი Cadena Ser. ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2019 ან 2020 წლის ზაფხულამდე. ცნობისთვის, მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.სიმეონე 2011 წელს ჩაუდგა სათავეში დედაქალაქურ კლუბს. მისი ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
წაკითხვა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 01:15:00
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან პადრონი ერთი წლით არიან დისკვალიფიცირებული - იტყობინება გამოცემა OK Diario.გასულ კვირას, ვილიარი, მისი ვაჟი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სხვა თანამშრომლები დააპატიმრეს ანტიკორუფციული რეიდის დროს. დაპატიმრების მიზეზი გახდა 45 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გაფლანგვა.მაისში ვილიარი მერვედ გადაირჩიეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.
წაკითხვა
„ევროსპორტი“: ევრო-2017-ზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს „პორტუს“, „ჩელსისა“ და „საბურთალოს“ გაზრდილებმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 00:51:00
​„ევროსპორტის“ იტალიურმა ბიურომ საქართველოში დასრულებული 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა და აღმოაჩინა, რომ ტურნირის მონაწილე ნაკრებების მომმარაგებელთა სამეულში ქართული კლუბიც შედიოდა და მისით დაინტერესდა.„ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სამი გუნდის გაზრდილებმა მოახდინეს. პირველზე „პორტუს“ აკადემია არის - ევროპის ჩემპიონატზე მისმა 8 გაზრდილმა ითამაშა, მეორეზე - „ჩელსია“, რომელმაც 7 მოთამაშე მიავლინა, ხოლო მესამეზე – „საბურთალო“. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ამ გუნდის 6 მოთამაშე გამოდიოდა.„ეს პატარა კლუბი 1999 წელს იმ მიზნით დაარსდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გაეზარდა. ახლა "საბურთალო" ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მომმარაგებელია. ამავე დროს, გუნდი ეროვნულ ჩემპიონატშიც აკადემიის გაზრდილებს ეყრდნობა. ჩვენ „საბურთალოში“ ვიმუშავეთ და ესპანელი მოდელი დავნერგეთ. ეს პატარა, მაგრამ კარგად ორგანიზებული სტრუქტურაა, რომელიც მოთამაშეს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს“ – ამბობს „ევროსპორტის“ იტალიური ბიუროს ჟურნალისტთან მანოლო იერო, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავის, ფერნანდო იეროს ძმა, რომელიც ჩემპიონატის მსვლელობისას თბილისში იმყოფებოდა. 2016 წელს ის "საბურთალოს" სპორტული დირექტორი გახლდათ.
წაკითხვა
ჩინეთი შესაძლოა, უფეხბურთოდ დარჩეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 00:50:00
ჩინეთის მოქმედი ჩემპიონი "გუანგჯოუ ევერგრანდი", აგრეთვე ქვეყნის სხვა ტოპ-კლუბები, შესაძლოა, მომავალ სეზონში არ დაუშვან ჩინეთის პირველობაზე. ჩინეთის სუპერლიგაზე ერთბაშად 13 კლუბის შესაძლო არდაშვების მიზეზი მოთამაშეების მიმართ დიდი დავალიანებაა. კლუბები ვალდებულნი არიან, 15 აგვისტომდე დაფარონ ვალები და გაგზავნონ დოკუმენტური დადასტურება ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციაში.სპორტის საქმეებში ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ გეგმაშია კლუბების ხარჯის შემცირება უცხოელი მოთამაშეების შესაძენად. უნდა აღინიშნოს, რომ 2016-17 წლებში ჩინური სუპერლიგის კლუბებმა 542 მილიონი ევრო დახარჯეს ტრანსფერებზე.
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ეტაპი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 00:16:00
ჩემპიონთა ლიგაზე ექვს წყვილში გაიმართა მესამე სკვალიფიკაცია ეტაპის პირველი მატჩები და ერთ-ერთი მთავარი ამბავი ის იყო, რომ მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა პირველად არ გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2006 წლის 21 ნოემბრის შემდეგ. რუსის შავი სერია 11 წელი და 43 მატჩი გრძელდებოდა.სამშაბათს გამართული მატჩების შედეგები:ყარაბახი (აზერბაიჯანი)-შერიფი (მოლდოვა) 0:0სლავია (ჩეხეთი)-ბატე (ბელარუსი) 1:0აეკ (საბერძნეთი)-ცსკა (რუსეთი) 0:2სტიაუა (რუმინეთი)-ვიქტორია (ჩეხეთი) 2:2ვარდარი (მაკედონია)-კოპენჰაგენი (დანია) 1:0პარტიზანი (სერბეთი)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 1:3ოთხშაბათს ითამაშებენ:ნიცა (საფრანგეთი)-აიაქსი (ჰოლანდია)დინამო (უკრაინა)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)ბრიუგე (ბელგია)-ისთანბული (თურქეთი)ასტანა (ყაზახეთი)-ლეგია (პოლონეთი)მარიბორი (სლოვენია)-ჰაფნარი (ისლანდია)სელტიკი (შოტლანდია)-რუსენბორგი (ნორვეგია)ჰაპოელი (ბ-შ, ისრაელი)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი)ვიიტორული (რუმინეთი)-აპოელ (კვიპროსი)ზალცბურგი (ავსტრია)-რიეკა (ხორვატია)
წაკითხვა
დიორში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 21:36:00
დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.ქართველი ძიუდოისტი, 55 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა წიფიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.ოთხშაბათს დიორის ტატამზე ვაჟებში გურამ ძავაშვილი და გიორგი ჩიხელიძე, ხოლო გოგონებში ეკატერინე ტატუნაშვილი იჭიდავებენ.
წაკითხვა
ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 21:24:00
ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე გამოდიოდნენ, ლაიფციგში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.მედლებისთვის 29 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა. ჩვენებმა პირველ წრეში სინგაპურის გუნდის წევრებს ანგარიშით 45:18 მოუგეს და მეორე წრეში აშშ-ს წარმომადგენლებთან შედეგით 34:45 წააგეს.X-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები უკრაინის გუნდთან 38:45 დამარცხდა, ხოლო იაპონიასა (45:29) და კანადის (45:38) ნაკრებებს მოუგო და მე-13 ადგილზე გავიდა.
წაკითხვა
ქართველები რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 21:07:00
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრების წევრები კვლავ გამოიჩინეს.მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ცსკა-ს 3:1 მოუგო და ქართველი მცველი საბა კვირკველია სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა championat.com-მა დაასახელა.დასამახსოვრებველი თამაში ჩაატარა მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამაც. მისი გუნდი, ეკატერინბურგის "ურალი" მოსკოვის "დინამოს" ესტუმრა და 1:0 ქართველის გოლით დაამარცხა. გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, შეცვლაზე შევიდა და 89-ე წუთზე გატანილი არაორდინალური გოლით გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრების შემტევის თამაში 6,5 ქულით შეაფასა და მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
წაკითხვა
ოქსანა კალაშნიკოვა შვედეთის ტურნირის მეოთხედფინალშია
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 21:03:00
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა შვედეთის ქალაქ ბაშტადში მიმდინარე WTA-ის ტურნირის წყვილთა თანრიგში მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.კალაშნიკოვა პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად გამოდის და ამ ინტერნაციონალურმა დუეტმა მერვედფინალში რუმინელი ირინა მარია ბარასა და ტაილანდელი ვარაჩაია ვონგტეანჩაის წყვილი დაამარცხა სამ სეტში - 6:2, 3:6, 10:7. შეხვედრა საათი და ცხრა წუთი გრძელდებოდა.კალაშნიკოვასა და როსოლსკას დუეტი, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, მეოთხედფინალში ავსტრალიელი ჯესიკა მურისა და ინდოელი პრარტანა ტომბარეს წყვილს შეხვდება.
წაკითხვა
ცნობილია იმ სპორტსმენების ვინაობა, ვინც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:18:00
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ მინსკში მიმდინარე საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ბუქარესტში მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს.ვაჟთა შორის, წონითი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ღირსებას დაიცავენ:60 კგ - ამირან პაპინაშვილი66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი81 კგ - ზებედა რეხვიაშვილი90 კგ - ბექა ღვინიაშვილი90 კგ - უშანგი მარგიანი100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი+100 კგ - გურამ თუშიშვილი+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი.გოგონებში კი იჭიდავებენ:57 კგ - მარიამ ჯანაშვილი70 კგ - ნინო ოძელაშვილი+78კგ - ელენე ქებაძე.ჭიდაობა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 28 -დან 31 აგვისტოს ჩათვლით ბუქარესტში ჩატარდება.
წაკითხვა
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი გრძელდება - „ჩელსი“-„ბაიერნი“ 2:3
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 17:46:00
სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე სუპერმატჩით გაგრძელდა საერთაშორისო ჩემპიონთა თასი. ინგლისის ჩემპიონი „ჩელსი“ გერმანიის ჩემპიონ "ბაიერნს" შეხვდა.წინა შეხვედრაში „მილანთან“ 0:4 მარცხის გამო, „ბაიერნი“ საკუთარ გულშემატკივარს რეაბილიტაციას „ჩელსისთან“ მატჩში დაჰპირდა და აასრულა კიდეც. უკვე 27-ე წუთისთვის გერმანიის ჩემპიონს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის ბედი: მე-6 წუთზე რაფინიას შორეულმა დარტყმამ გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში უხეში შეცდომა დაუშვა „ჩელსის“ მეკარე კურტუამ. მე-12 წუთზე ფრანკ რიბერი დრიბლინგით შევიდა საჯარიმოში და საგოლე პასი გაუკეთა თომას მიულერს. 27-ე წუთზე კი, იმავე მიულერმა 25 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში.„ჩელსიმ“ პირველ ტაიმში ერთი გოლით უპასუხა „ბაიერნს“. გერმანელებმა საკუთარ საჯარიმოში მარტო დატოვეს ალონსო და მან ადვილად შეძლო გოლის გატანა. 85-ე წუთზე კი, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა მიშუ ბატშუაიმ, რომელმაც „არსენალთან“ წინა მატჩში დუბლი შეასრულა, ანგარიში 2:3 გახადა.ამ მატჩში „ჩელსის“ რიგებში შედგა ალვარო მორატას დებიუტი. ესპანელი 63-ე წუთიდან შევიდა მოედანზე.გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:„ჩელსი“: კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (დავიდ ლუიში, 63), კეჰილი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი (პაშალიჩი, 86), მარკოს ალონსო - ვილიანი, ბოგა (ალვარო მორატა, 63) - ბატშუაი (ბეიკერი, 86).„ბაიერნი“: სტარკე (ფრუხტლი, 46) - რაფინია (ფ. გიოტცე, 63), ჰუმელსი, ხავი მარტინესი, ფრიდლი - სანჩესი, ტოლისო (პანტოვიჩი, 63) - ხამეს როდრიგესი, მიულერი (ვიტნცჰაიმერი, 81), რიბერი (დორში, 81) - ლევანდოვსკი (კომანი, 46).ჩემპიონთა თასის კალენდარი ასეთია:18 ივლისი - „მილანი“-„დორტმუნდი“ 1:319 ივლისი - „ბაიერნი“-„არსენალი“ 1:1 პენ. 1:320 ივლისი - „რომა“-„პსჟ“ 1:1 პენ. 3:521 ივლისი -  „მანჩესტერ იუნაიტედი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:022 ივლისი - „ბაიერნი“-„მილანი“ 0:423 ივლისი - „იუვენტუსი“-„ბარსელონა“ 1:223 ივლისი - „პსჟ“-„ტოტენჰემი“ 2:424 ივლისი - „რეალი“-„მანჩესტერ იუნიტედი“ 1:1 პენ. 1:2
წაკითხვა
ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი თანამდებობას ტოვებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 17:46:00
ჩოგბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი საკუთარი სურვილით თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ კომენტარი თავად მეტრეველმა გააკეთა.26 ივლისს, ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც ალექსანდრე მეტრეველი  თანამდებობას დატოვებს. ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი პრეტენდენტია.
წაკითხვა
"საბურთალოდან" ბელგიურ გუნდში გადასულმა ვაგნერ გონსალვესმა სამი გოლი გაიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 15:47:00
ვაგნერ გონსალვესი "საბურთალომ" 1-წლიანი იჯარით ბელგიის პირველი დივიზიონის "სერკლ ბრიუგეში" გაუშვა. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი, ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალ კლუბს ეგუება და ბელგიელთა შემადგენლობაში თავის გამოჩენა უკვე მოასწრო."უკვე ერთი თვეა ახალ კლუბში ვარჯიშობ, ახლა, შეკრებაზე ჰოლანდიაში ვიმყოფებით, სადაც პარალელურად ამხანაგურ მატჩებს ვმართავთ. ბოლო საკონტროლო შეხვედრა ინგლისის ჩემპიონშიპის "რედინგთან" გვქონდა. ბრიტანელებამდე 2 ამხანაგური შეხვედრა ბელგიურ კლუბებთან გამართეთ. უმაღლეს ლიგელ "ლოკერენს" 2:1 ვაჯობეთ, "ოდენაარდს" კი - 3:0 და ამ ორ მატჩში სამი გოლი გავიტანე. სხვათა შორის, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "საბურთალოს" მატჩებს თვალს ვადევნებ - ჩემი გუნდია და ვგულშემატკივრობ" - ამბობს ვაგნერ გონსალვესი, რომლის ნატურალიზაციასა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
წაკითხვა
"რეალი" "მონაკოს" მოელაპარაკა - კილიან მბაპე თითქმის მადრიდელია
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 15:29:00
მადრიდის "რეალმა" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია "მონაკოსთან" ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერზე.ესპანეთის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელში 160 მილიონ ევროს გადაიხდის. კიდევ 20 მილიონს "მონაკო" მოგვიანებით, ბონუსების სახით მიიღებს.მბაპე შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში. დღეს, რეკორდი ეკუთვნის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, რომელიც "იუვენტუსმა" შარშან, "მანჩესტერ იუნაიტედში" 105 მილიონ ევროდ გაყიდა.როცა "რეალი" და "მონაკო" საბოლოოდ შეათანხმებენ ტრანსფერის ყველა დეტალს, მბაპე მადრიდულ გუნდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი "რეალში" 7 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდუმ „რეალში“ დარჩენა დაადასტურა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 14:33:00
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გაზეთ „მარკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის „რეალიდან“ არსად წასვლას არ აპირებს.„გასულ წელს ჩემს კლუბთან ერთად დიდი ტიტულების მოპოვება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა გახდა. იგივე თქმის ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაზე. კარგი იქნებოდა იგივეს გამეორება „რეალთან“ ერთად. წლიდან წლამდე გავაგრძელებ მონდომებით მუშაობას, რადგან ფეხბურთი - ეს ჩემი ცხოვრებაა“, - განაცხადა რონალდუმ.შეგახსენებთ, რომ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია რონალდუს „რეალიდან“ სავარაუდო წასვლის შესახებ, რაც ესპანეთის საგადასახადო ორგანოების მხრიდან დევნას უკავშირდებოდა.
წაკითხვა
ჯულია რობერტსმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უქომაგა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:52:00
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. სან ფრანცისკოში გამართულ შეხვედრას საპატიო სტუმარი ჰყავდა - ინგლისური გუნდის მხარდასაჭერად მივიდა მისი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი, ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი. ჰოლივუდელმა „ლამაზმანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურში გადაიღო ფოტო, რითაც „წითელმა ეშმაკებმა“ „ტვიტერის“ საკუთარ ​გვერდზე დაიტრაბახეს. „მანჩესტერისა​​“ და „რეალის“ მატჩის კიდევ ერთი უცნაური სტუმარი იყო რონალდ მაკდონალდი, რომელმაც, მსაჯებთან ერთად, მოედანზე გაიყვანა გუნდები და ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი. 
წაკითხვა
NBA-მ 101 წლის ლეგენდა დაკარგა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:48:00
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი, NBA-ის ისტორიაში ათი ყველაზე დიადი მწვრთნელის სიაში შეყვანილი ჯონ კუნდლა ქალაქ მინეაპოლისში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იტყობინება Star-Tribune.კუნდლა ​„მინეაპოლის ლეიკერსის“ პირველი მთავარი მწვრთნელი იყო. ის ამ გუნდს 1947-59 წლებში ავარჯიშებდა და მასთან ერთად, ხუთჯერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1949, 1950, 1952, 1953, 1954). 1951-54 წლებში ის იყო „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ დასავლეთი კონფერენციის მწვრთნელი. აშშ-ის ნაკრებთან ერთად, 1965 წელს ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს კი პანამერიკული თამაშები მოიგო.სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, კუნდლა მინესოტას უნივერსიტეტში მუშაობდა. 1995 წელს ის შეიყვანეს NBA-ის დიდების დარბაზში, 1996 წელს კი ლიგის ისტორიაში ათი უდიადესი მწვრთნელის სიაში მოხვდა.
წაკითხვა
ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდის“ დატოვებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:43:00
„კლივლენდის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ჯერჯერობით არ აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას. ფორვარდმა არ გააუქმა კონტრაქტში არსებული უფლება გაცვლაზე. შესაბამისად, ლებრონს სურს, მომავალი სეზონი „კლივლენდის“ შემადგენლობაში გაატაროს. ჯეიმსს შეუძლია შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდეს 2018 წლის ზაფხულში. გარდა ამისა, ფორვარდს ექნება შესაძლებლობა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი „კლივლენდთან“ 2018-19 წლების სეზონისთვის და 35.6 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს. მანამდე მედია წერდა, რომ „კლივლენდის“ მცველმა, კაირი ირვინგმა კლუბის ხელმძღვანელობას გაცვლის შესახებ სთხოვა, რადგან აღარ სურს ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა. თავად ლებრონი არ ჩაერევა ირვინგის ტრეიდთან დაკავშირებულ სიტუაციაში.
წაკითხვა

უახლესი