საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რა იმალება #NBAvote Zaza Pachulia-ს მიღმა - გაიგე მეტი!
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 16:19:00
წაკითხვა
„ოლ სტარის“ ხმის მიცემის პროცესი, დღეს, გვიან ღამით სრულდება
განახლებულია: 2017-01-16 20:59:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს, გვიან ღამით სრულდება „ოლ სტარის“ ხმის მიცემის პროცესი. ზაზა ფაჩულია, მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, მთლიანად დასავლეთ კონფერენციაში, მეოთხე ადგილზეა. ქართველ კალათბურთელს 823 376 ხმა აქვს. დასავლეთის სასტარტო ხუთეულში, ფაჩულიასთან ერთად, მისი ორი თანაგუნდელი: სტეფ კარი და კევინ დურანტი იმყოფებიან. ასევე, ჰიუსტონ როკეტსის წარმომადგენელი, ჯეიმს ჰარდენი და სან ანტონიოს ლიდერი, კავაი ლეონარდი. მთლიანად „ენ-ბი-ეის“ „ოლ სტარის“ გამოკითხვას ლებრონ ჯეიმსის ლიდერობს, „კლივლენდ კავალიერსის“ კალათბურთელს, მილიონზე მეტი ხმა აქვს. შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის შეხვედრა, 17 თებერვალს, ნიუ ორლეანში ჩატარდება.
წაკითხვა
რადიო „ჯაკომ“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა
განახლებულია: 2017-01-16 18:56:00
რადიო „ჯაკომ“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა. ასევე, დასახელდნენ არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები, რომლებიც სპორტულმა ჟურნალისტებმა დაასახელეს. 2016 წლის საუკეთესო ფედერაციად სამბოს ფედერაცია, ხოლო საუკეთესო სპორტსმენად ვახტანგ ჩიდრაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი ქართულმა ჭიდაობამ დაიკავა. სპორტსმენადკი გიორგი კაციაშვილი დასახელდა. მესამე ადგილზე ჭადრაკის ფედერაცია გავიდა. მესამე ადგილოსანი სპორტსმენი ბაადურ ჯობავა გახდა. გამარჯვებულები სხვადასხვა მედლებით, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  
წაკითხვა
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ზამთრის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია
განახლებულია: 2017-01-16 20:57:00
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები, ზამთრის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ტურნირზე, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ფინალში უკრაინა დაამარცხეს და თასი თბილისში დატოვეს. საფეხბურთო გუნდმა „გაგრამ“ კი ამავე შიჯიბრზე, საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს შორის, უძლიერესის ტიტული მოიპოვა. 
წაკითხვა
„ანდორამ“ „რეალ ბეტისი“ ანგარიშით 95-69 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 18:56:00
გიორგი შერმადინის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში. გუშინ, „რივერ ანდორამ“, საკუთარ დარბაზში, სევილიას „რეალ ბეტისი“, დამაჯერებლად, ანგარიშით 95-69 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი, სწორედ ქართველმა ცენტრმა შეიტანა. შერმადინმა 26 წუთში, 22 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სარგებლიანობის მხრივ, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. „ანდორელთა“ კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე: 6 ქულა და 3 მოხსნაა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ანდორა“ ლიგა ენდეზაში მერვე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში იმყოფება.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 18:56:00
2017 წელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნაკრების გასული წლის შედეგებზე და მიმდინარე წლის მოსამზადებელ ეტაპზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები 13-15 აგვისტოს, თბილისში ტრადიციულ მერიის თასზე ითამაშებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ლიტვისა და საბერძენთის საერთაშორისო ტურნირებზე. ევრობასკეტი კი სტარტს, 31 აგვისტოს აიღებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ისრაელში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად, მასპინძელი ისრაელის, უკრაინის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება.
წაკითხვა

უახლესი