საზოგადოებრივი
104.5 FM
თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ მოაგებინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:52:00
თორნიკე შენგელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „ბასკონიას“ შემადგენლობაში. გუნდის კაპიტანმა, „ლიგა ენდეზას“ მორიგი ტურის შეხვედრაში „გიპუზკოას“ წინააღმდეგ 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო გახლდათ. მარგი ქმედების კოეფიციენტი, შენგელიას 33 ჰქონდა. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ბასკონიელებმა, ურთულეს გამარჯვებას მიაღწიეს. პაბლო პრიჯიონის გუნდი, პრაქტიკულად მთელი მატჩი, მდევრის როლში იყო. ერთ ეპიზოდში ბასკები, 14 ქულასაც აგებდნენ. თუმცა, მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედში, მასპინძლებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. „ბასკონიამ“ შენგელიას და როდრიგ ბობუას შესანიშნავი თამაშის წყალობით, მეტოქე ანგარიშთ 88-86 დაამარცხა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, ეს გამარჯვება ბასკონიელთათვის მხოლოდ მეორე გამოდგა. გუნდი ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში მე-11-ე ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს „ბასკონია, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროლიგის ეგიდით კი, ესპანური კლუბის მეტოქე „ვალენსია“ იქნება.
წაკითხვა
ზაგრებში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:29:00
ძიუდოში მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრები პირველივე წრეში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.როგორც ცნობილია, ახალი რეგლამენტის თანახმად, ამ დისციპლინაში გუნდები შერეული შემადგენლობებით გამოდიან. ნაკრებში გაერთიანებულნი არიან ოთხ-ოთხი ბიჭი და გოგონა. საქართველოს ნებისმიერი ასაკის ნაკრებისთვის, ამგვარი ფორმატი ზარალის მომტანი აღმოჩნდა, რადგან გოგონებს ქულების აღება უჭირთ.პირველ წრეში ჰოლანდიის წინააღმდეგ მატჩში სამივე ქართველმა გოგონამ წააგო - ეთერ ლიპარტელიანმა (57 კილოგრამი), მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ). ასევე დამარცხდა გელა ზაალიშვილი (+100 კგ). მოგებები ჩაიწერეს - თემურ ნოზაძემ (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ). საბოლოოდ, 3:5 საქართველოს ნაკრები დამარცხდა. მეხუთე ქულა მეტოქემ იმის წყალობით აიღო, რომ გოგონებს შორის 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ჰყავდათ.
წაკითხვა
დუდა სანაძის „პისტოია“ „აველინოსთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:01:00
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში, მეოთხე ტურის ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა. დუდა სანაძის „ფლექს პისტოიამ“ საკუთარ დარბაზში, „აველინოსთან ანგარიშით 71-86 წააგო. მასპინძლებმა მაღალ დონეზე, მხოლოდ მატჩის პირველი მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 5 ქულის სხვაობით მოიგეს. დარჩენილ დროში კი, „აველინო“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოო გამარჯვებასაც მიღწია. „პისტოიას“ ქართველმა ლეგიონერმა, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში გუნდს, 10 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2 დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მასპინძელთა შორის, საუკეთესო მაჩვენებელი, რონალდ მურს ჰქონდა. ამერიკელმა გამთამაშებელმა, 15 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. გამარჯვებულ გუნდს, 28 ქულით, ჯეისონ რიჩმა ულიდერა. „ფლექს პისტოია“ ორ ორი მოგება-წაგებით, იტალიის „სერია ა“-ში მე-8-ე ადგილზეა. ვიჩენცო ესპიზიტოს გუნდი, მორიგ შეხვედრას, 29 ოქტომბერს სტუმრად, „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს
წაკითხვა
ნეიმარსა და უნაი ემერის შორის უთანხმოებაა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 13:14:00
"პარი სენ-ჟერმენში" უთანხმოებაა გუნდის ლიდერს ნეიმარსა და მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის შორის. ინციდენტი პარასკევს, ვარჯიშზე მოხდა. როგორც გაზეთი Le Figaro იტყობინება, ბრაზილიელმა უკმაყოფილება გამოთქვა ემერის მიერ ჩატარებული ვარჯიშით.როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მწვრთნელმა მოითხოვა მეცადინეობის ადრე დასრულება მათთვის, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩზე "ანდერლეხტის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაგრამ ნეიმარმა ვარჯიშის გაგრძელება მოითხოვა. ემერიმ არ დათმო, რის შემდეგაც, ფეხბურთელს მწვრთნელის ბრძანებაზე დამორჩილება მოუწია, მაგრამ, მანამდე, ბურთს გაბრაზებულმა მოუქნია ფეხი და ჩუმად გაემართა გასახდელისკენ.
წაკითხვა
დედაქალაქში საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისი მარათონი“ იმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:54:00
დედაქალაქში საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისი მარათონი “ მიმდინარეობს -  ეს არის მასშტაბური ღონისძიება - ნახევარ-მარათონი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.პროექტი ჰაიდელბერგ ცემენტის ორგანიზებით ტარდება. ნახევარ-მარათონში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს - მოყვარულს თუ პროფესიონალს.„თბილისი მარათონი“ პირველად 2012 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა და მას შემდეგ ტრადიციულ ხასიათს ატარებს.მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.
წაკითხვა
„ოკლაჰომა სიტი სანდერი“ „იუტა ჯაზთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:45:00
მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მესამე სათამაშო დღეს. „ოკლაჰომა სიტი სანდერი“ სტუმრად „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და 96-87 დამარცხდა. „ოკლაჰომა“ მიმდინარე სეზონზე პირველად დამარცხდა. რასელ უესტბრუკმა მხოლოდ 6 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. გასული სეზონის MVP-იმ ბურთი 13 ჯერ მოხსნა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე 22 ქულაა. კარმელო ენტონის აქტივში კი 26 ქულა იყო. „იუტამ“ გუნდური კალათბურთი აჩვენა. ჯო ინგლესმა 19, დერიკ ფეივორსმა 13, რუდი გობერმა და რიკი რუბიომ კი 16-16 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. სხვა მატჩები ასე დასრულდა:ტორონტო - ფილადელფია 128-94მაიამი - ინდიანა 112-108ნიუ იორკი - დეტროიდი 107-111ჩიკაგო - სან ანტონიო 77-87ჰიუსტონი - დალასი 107-91მილუოკი - პორტლენდი 113-110დენვერი - საკრამენტო 96-79კლიპერსი - ფინიქსი 130-88
წაკითხვა
„კლივლენდი" „ორლანდოსთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:20:00
„კლივლენდ კავალიერსმა“ საკუთარ „ქუიქენ ლოან არენაზე“ „ორლადნოს“ უმასპინძლა და 21 ქულის სხვაობით 114-93 დამარცხდა.სტუმართა რიგებში 21 ქულითა 7 მოხსნით და 5 პასით ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა. სიმონსმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა. ევან ფურნიეს ანგარიშზე 13 ქულაა. „კავალიერსში" ყველაზე მეტი 22 ქულა ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზეა. იმან შამპერტმა 21 ქულის დაგროვება შეძლო. კევინ ლავმა კი 19 ქულა ჩააგდო. მიმდინარე სეზონზე ეს „კლივლენდის" პირველი მარცხია. „კავალიერსი" მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს კვლავ „ქუიქენ ლოან არენაზე" „ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
„გოლდენ სტეიტის“ მეორე მოულოდნელი მარცხი, ამჯერად მემფისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:02:00
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა" დღეს გამთენიისას რეგულარული სეზონის რიგით მესამე შეხვედრა გამართა და დამარცხდა.„მემფისმა“ სტივ კერის გუნდს პირველი ტაიმი ხუთი ქულის სხვაობით მოუგო. „გრიზლისმა“ არც მესამე მეოთხედი დაუთმო უძლიერეს მეტოქეს. „გოლდენ სტეიტმა“ უკანასკნელი მეოთხედი 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა. მატჩი „მემფისის“ გამარჯვებით 111-101 დასრულდა. მასპინძელთა შორის საუკეთესო მარკ გასოლი იყო. ესპანელმა 34 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი კი 37 ქულით სტეფ კარი გამოდგა. კევინ დიურანტის აქტივში 29 ქულაა. სასტარტო ხუთეულში დაიწყო მატჩი ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც არასრულ 13 წუთში ვერც ერთი ქულის დაგროვება ვერ შეძლო. ქართველი ცენტრის მონაგარი 6 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. მომდევნო შეხვედრას „უორიორზი“ 24 ოქტომბერს სტუმრად „დალასთან“ გამართავს.
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 09:54:00
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს. ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ საწყის რაუნდშივე წააგო უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან - 1:6, 5:7. შეხვედრა საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც ბასილაშვილმა ორი ბრეიკ პოინტიდან ერთი გამოიყენა, უკრაინელს კი 10 ბრეიკ პოინტი ჰქონდა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. აღსანიშნავია, რომ მეორე პარტიაში ბასილაშვილი 5:3-ს იგებდა და სეტზე ჩაწოდება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც, ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და ბრძოლას გამოეთიშა.
წაკითხვა
ლიონელ მესის პრიმერაში 500 ქულა დაუგროვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 09:15:00
ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ბარსელონამ“ პრიმერაში მერვე გამარჯვება მოიპოვა. კატალონელებმა საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსანი „მალაგა“ მიიღეს და დეულოფეოსა და ინიესტას გოლებით 2:0 დაამარცხეს.ამ მატჩში ერთი საგოლე პასი მიითვალა ლიონელ მესიმ, რის შემდეგაც, 30 წლის ფეხბურთელს „გოლი+პასის“ სისტემით ესპანეთის ჩემპიონატში 500 ქულა დაუგროვდა.391 შეხვედრაში არგენტინელის მონაგარია - 360 გოლი და 140 შედეგიანი პასი.„ბარსელონა" 25 ქულით ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. მეორეზეა „ვალენსია“ 21 ქულით. ამ გუნდმა „სევილია" გაანადგურა 4:0 და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გაიფორმა.
წაკითხვა
მაიკლ დიქსონის „სტრასბურგმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:47:00
საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „სტრასბურგმა“ მესამე გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნულ წარმატებაში საკუთარი, საკმაოდ სოლიდური წვლილი, მაიკლ დიქსონმაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა „ტულონის“ წინააღმდეგ 13 ქულა და ოთხი პასი მიითვალა აქტივში. დიქსონმა შეხვედრა კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 6-დან სამი ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მასპინძლებმა თამაში საკმაოდ მარტივად, ანგარიშით 90-60 მოიგეს. ვინსენ კოლეს გუნდს 6 ტურის შემდეგ 3-3 მოგება და წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე- 11-ე ადგილზეა. სტრასბურგელები მორიგ შეხვედრას ეროვნულ ჩემპიონატში სტუმრად, „ნანტის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. მანამდე კი „ევროთასის“ ეგიდით, საკუთარ დარბაზში ესპანურ „ესტუდიანტესს“ მიიღებენ.
წაკითხვა
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბადრი ხუციშვილი ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:40:00
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 64 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბადრი ხუციშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა.1/16 ფინალურ ეტაპზე მან ავსტრიელი ესად ავჩიჩი მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაამარცხა.მომდევნო წრის ბრძოლას ხუციშვილი 23 ოქტომბერს ჩაატარებს და მისი მეტოქე რუმინელი ფლორინ გაბრიელ დინუ იქნება.
წაკითხვა
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მეორე ტური „კაქტუსისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:10:00
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მეორე ტური „კაქტუსისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდა. დღეს სუპერლიგის გათამაშებაში ანგარიში 85:76 დაფიქსირდა და ეს „კაქტუსის“ მეორე გამარჯვებაა.სუპერლიგის გათამაშების მესამე ტური სტარტს ხვალ რუსთავში აიღებს. ქვემო ქართლში ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი - „რუსთავი“ და „დინამო“ შეხვდებიან. ტურის დარჩენილი სამი მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
წაკითხვა
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა 24 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:59:00
ძალოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 24 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, რაც ქართული ძალოსნობის ისტორიის რეკორდული მაჩვენებელია.მძიმე წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე გახდა, რომელმაც ექვსივე მისვლა გამოიყენა და ატაცისა და აკვრის მსგავსად ვერცხლის მედალი ორჭიდის ჯამშიც დაისაკუთრა.ახალგაზრდა ქართველი ძალოსნები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.
წაკითხვა
ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის 22 ოქტომბერს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გამოვლინდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:50:00
ზაგრებში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები დღესაც წარუმატებლად გამოვიდნენ. 100 კგ. წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე პირველივე შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ არმად ადამიანთან იპონით დამარცხდა.მძიმე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელ ერიკ აბრამოვს იპონით სძლია, თუმცა შემდეგ სლოვენიელ ენეჯ მარინიჩთან იპონით წააგო.სოფიო სომხიშვილმა (+78) ბოსნიელი ბარბარა ციკიჩი იპონით დაამარცხა. ჩილელ ჟოზეფინა ფუენტეალბასთან ასევე იპონით წაგების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ კამილა ბერლიკაშთან ორი გაფრთხილებით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, მაგრამ ბეატრის სოუზასთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. ოქროს მედალი ჯაბა პაპიანშვილმა (55) მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედლები ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ტატო გრიგალაშვილმა (73) მოიპოვეს.22 ოქტომბერს ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ხვალ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გამოვლინდება.
წაკითხვა
მორის ყვითელაშვილმა რუსეთის გრანპრი მეხუთე ადგილზე დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:12:00
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში 2017-18 წლების სეზონის პირველი ოფიციალური სტარტი - რუსეთის გრანპრი. მასში მონაწილეობას იღებდა 22 წლის მორის ყვითელაშვილი.ქართველმა უდიდესი კონკურენციის პირობებში ძალიან მაღალი - მეხუთე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ყვითელაშვილი მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, დღეს კი თავისუფალ პროგრამაში 169.59 ქულა აიღო და მეხუთე შედეგი დააფიქსირა, რამაც, საბოლოო ოქმში ასევე მეხუთე პოზიცია მოუტანა.გამარჯვება ამერიკელმა ნათან ჩენმა მოიპოვა - 293.79 ქულა, მეორეზე გავიდა მსოფლიოს და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი იუძურუ ჰანიუ - 290.77 ქულა, მესამეზე აღმოჩნდა რუსი მიხაილ კოლიადა - 271.06.
წაკითხვა
„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:55:00
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.სერბულმა კლუბმა პოდგორიცეში, ადგილობრივ „ბუდუჩნოსტთან“ ანგარიშით 64-84 წააგო. საქართველოს ნაკრების ცენტრი, გუნდის ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, 18 წლის კალათბურთელმა ცხრა ქულა,  ხუთი მოხსნა და ერთი დაფარება გააკეთა. ბითაძემ 6-დან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ბითაძეს ხუთი პერსონალური ფოლის გამო, მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია. სტუმართა შორის, საუკეთესო სტატისტიკა დილან ენისს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს 17 ქულით ბოსნიელმა ნემანია გორდიჩმა ულიდერა. დღევანდელი მარცხის შემდეგ, „მეგა ბიმაქსს“ ორი მოგება და სამი წაგება მოუგროვდა. სერბული კლუბი მეექვსე ტურში საკუთარ მოედანზე, ზაგრების „ცედევიტას“ უმასპინძლებს.
წაკითხვა
მიხეილ გაჩეჩილაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:49:00
„ჩელენჯის თასის“ გათამაშების მეორე ტურში რუსულმა "ენისეიმ", შინ უელსურ "დრაგონზს" უმასპინძლა და 21:28 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი მიხეილ გაჩეჩილაძე გახდა, რომელმაც შეხვედრა 6 ნომრის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. "ენისეის" შემადგენლობაში თამაშობდა ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით კაჭარავაც.პირველ ტაიმში სტუმრებმა რუსულ კლუბს ორი უპასუხო ლელო დაუდეს და შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში "ენისეი" უკეთ ათამაშდა და მეტოქეს სამი ლელო დაუდო, თუმცა თავად კვლავ ორი გაუშვა. დღის პირველ შეხვედრაში "ედინბურგი" მეორე რუსულ კლუბ "კრასნი იარს" ესტუმრა და 73:14 გაანადგურა. ასევე სტუმრების გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა "ზებრესა" და "სექსიონ პალუაზს" შორის, ანგარიში 33:38."კონოტი" "ვუსტერ ვორიორზს" დაუპირისპირდა და 15:8 სძლია.სათამაშო დღის დასრულებამდე ორი შეხვედრა დარჩა - "ბორდო ბიგლი" - "ნიუქასლ ფალქონზს" დაუხვდება, ხოლო პარიზული "სტად ფრანსე" კი "ლონდონ აირიშს".
წაკითხვა
"ბათუმის" პირველი გამარჯვება "კონტინენტის ფარზე"
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:57:00
ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩში "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" 33:16 დაამარცხა და პირველ გამარჯვებასთან ერთად პირველი ბონუს ქულაც მოიპოვა.მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. თავიდან ბათუმელები ორი საჯარიმო დარტყმით გავიდნენ წინ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე "ჰაიდელბერგმა" მეტოქეს სამი ჯარიმით უპასუხა და ნახევარი 6:9 მოიგო.42-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ ბურთი თუთბერიძეს გადააწოდა, რომელმაც ძელებს შორის დაამიწა და "ბათუმი" ოთხი ქულით გავიდა წინ (13:9). 59-ე წუთზე კობახიძემ გუნდს საჯარიმო დარტყმით შვიდქულიანი უპირატესობა მოუტანა. ოთხიოდ წუთში თამაშის მეორე ლელო გოგიტიძემ დადო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის ბოლო ათ წუთში ბათუმელებმა კიდე ორი ლელო დადეს (ერისთავი 74'; ტრაპაიძე 80') და მიუხედავად იმისა, რომ 79-ე წუთზე ლელო თავადაც გაუშვეს (ფერეირა), მაინც დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს.ორი ტურის შემდეგ "კონტინენტის ფარზე " "ბათუმს" ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას ისინი იტალიური "ვაიდანას" წინააღმდეგ 9 დეკემბერს ჩაატარებენ.
წაკითხვა
„ბლედისლოუს თასის“ მესამე შეხვედრაში ავსტრალიამ ახალი ზელანდია დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 15:55:00
"რაგბი ჩემპიონშიფის" გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა. მათ ტურნირის მანძილზე ავსტრალია ორივეჯერ დაამარცხეს და "ბლედისლოუს თასი" მეექვსედ შეინარჩუნეს. "ბლედისლოუს" მესამე ტესტმატჩს თითქოს ინტრიგა უნდა ჰქონოდა დაკარგული, თუმცა დაუმარცხებელ "შავებთან" შინ, ბრისბენში, "სანქორფ სთედიუმზე" გამარჯვების მოპოვება ავსტრალიელთათვის საკმარისი მოტივაცია გამოდგა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მე-6 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო რის ჰოჯმა დაამიწა და ბერნარდ ფოლიმ გარდასახა - 7:0. შემდეგ მოქმედი ჩემპიონები გამოცოცხლდნენ, მე-13 წუთზე ბურთი ლელოში ნაჰოლომ დადო, სოპოანგამ გარდასახვას ტაიმის დასრულებამდე ორი ზუსტი საჯარიმო მიაყოლა და ზელანდიელთა მონაგარი 13 ქულამდე გაზარდა.ტაიმის ბოლო წუთზე ავსტრალიელთა ფულბეკმა, ისრაელ ფოლაუმ გაიბრწყინა, მეტოქე დაალელოვა და 2017 წლის სანაკრებო ლელოების რაოდენობა თორმეტამდე გაზარდა. ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო ასპარეზზე მოთამაშის მიერ დადებული ლელოების რეკორდი ჩვიდმეტია.პირველი ტაიმის შემდეგ "კენგურუები" მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ - 12:13.მეორე ტაიმის პირველი ლელოც ავსტრალიელებმა დადეს. რაგბი ლიგიდან გადმოსულმა ფრთამ მარიკა კორობეტემ გუნდს ხუთი ქულა მოუტანა. ამას რის ჰოჯის შორეული საჯარიმო დარტყმა და ანგარიშში სხვაობის რვა ქულამდე გაზრდა მოჰყვა.ახალ ზელანდიელებს ბოლო წუთებზე ლელო სჭირდებოდათ და სონი ბილ ვილიამსის შესანიშნავი ოფლოუდის შემდეგ წამოწყებული შეტევა რეიკო იოანემ აუტის ხაზთან ახლოს შედეგიანად დაასრულა. მატჩის მიწურულს რის ჰოჯმა კიდევ ერთი შორეული ჯარიმა გაიტანა და "კენგურუებს" ხუთქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.ბოლო წამებზე "შავები" ლელოსთან ახლოს იყვნენ, თუმცა სემ ქეინს ბურთი რაქში წინ გაუვარდა.სა
წაკითხვა