საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ჰემოსტაზიოლოგიის აქტუალური პრობლემები - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
განახლებულია: 2017-04-22 16:44:00
ჰემოსტაზიოლოგიის აქტუალური პრობლემები კლინიკურ მედიცინაში და უახლესი მონაცემები თრომბოზის შესახებ, - ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. შეხვედრის მიზანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამდეროვე მეთოდების დანერგვა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ახალი გაიდლაინების შემუშავებაა. კონეფერნციაზე, ქართველ ექიმებთან ერთად, მოხსენებით გამოვიდნენ ისრაელიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან მოწვეული ექსპერტები. რიგით მესამე კონფერენცია საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის ეგიდით გაიმართა.  
წაკითხვა
სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა - საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობოებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
განახლებულია: 2017-04-22 16:41:00
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანზაციებთან დევნილთა სამინისტრომ ხელშეკრულებები გააფორმა. სამინისტრო პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 590 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც, გრანტის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება.  2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. გრანტები დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და  საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
წაკითხვა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა
განახლებულია: 2017-04-22 16:39:00
გამწვანების აქციით აღნიშნა დედამიწის დღე სასჯელაღსრულების სამინისტრომ. ღონისძიება 16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწყო.აქციის ფარგლებში 150-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტოლეები გადასცეს.
წაკითხვა
სუფთად ევროპისკენ - დასუფთავების კვირეული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო
განახლებულია: 2017-04-22 16:37:00
სუფთად ევროპისკენ - ამ სლოგანით საქართველო დედამიწის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით  დღეს დასუფთავების კვირეული დაიწყო, რომელმაც სტარტი  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მასში სამინისტროს თანამშრომლები, მოხალისეები და სტუდენტები მონაწილეობენ. აქციას უერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად ტოლერანტობის სკვერში „წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზის ნერგები დარგო. დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში ღონისძიება გამართა ამერიკის საელჩომ.  
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად, „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციებს იწყებს
განახლებულია: 2017-04-22 16:10:00
საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად, მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციებს იწყებს. ისინი საპროტესტო აქციების გამართვისკენ სხვა არასაპარლამენტო პარტიებსაც მოუწოდებენ. „თავისუფალი საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის წინ ერთობლივი აქცია გამართეს. ისინი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. ისინი კომისიის წევრებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ ამ პროექტს.სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება.
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა
განახლებულია: 2017-04-22 14:17:00
ძლიერმა ქარმა რუსთავში ხეები მოგლიჯა და რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავი გადახადა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მათ შორის, სახურავი გადახადა რუსთავის მზურნველობამოკლებულთა ბავშვთა სახლსის ყოფილ შენობასაც.ამასთან, მოგლეჯილმა ხემ ერთი ავტომობილი დააზიანა.ქარის მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ, ცხელ ხაზზე ამ დრომდე შედის ზარები. მუნიციპალიტეტმა უკვე შექმნა ზარალის შემსწავლელი კომისია. ძლიერმა ქარმა პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შექმნა.
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორი ჩაის რეაბილიტაციის პროექტში ჩართვითაა დაინტერესებული
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 13:54:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესტონელ ინვესტორებს შეხვდა. გუბერნატორმა ინვესტორებს  ჩაის პლანტაციებში არსებული მდგომარეობა და პოტენციალი გააცნო. ბიზნესმენი ჰანნეს საარტუ პარტნიორებთან ერთად, ჩაის რეაბილიტაციის პროექტში ჩართვითაა დაინტერესებული.შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ხობის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს გამგებლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის  მომსახურების ცენტრის უფროსი და ჩაის მეწარმეები ესწრებოდნენ.ინვესტორები, ჩაის პლანტაციებს ადგილზე შეისწავლიან.
წაკითხვა
თბილისში, ბავშვი ძლიერი ქარის გამო დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 13:35:00
ვარკეთილში, 8 წლის ბავშვი დაშავდა. ის თავზე მიყენებული დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი - ამის შესახებ საზოგადოებრივს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, როგორც სამედიცინო ბრიგადას ადგილზე განუცხადეს, ბავშვი ძლიერი ქარის გამო დაეცა და დაშავდა.
წაკითხვა
წალკაში მოსახლეობა აქციების გამართვას კვლავ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 13:25:00
წალკაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, რამდენიმე დღეში, ისინი აქციების განახლებას აპირებენ.ადგილზე ხმაური იყო, აქციის მონაწილეებმა სოფელ ქიზილკილისას გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს - ისინი კომპანია „ბი-პი“-ს ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ადგილობრივი მოსახლეობა წალკაში მიმდინარე გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ​„ბი-პი“-ს კონტრაქტორ კომპანია „ბეხტელენკას“ ადგილზე 2 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და აქედან, მხოლოდ 600-ია ადგილობრივი. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პირველ ეტაპზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.საუბარია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე. წალკაში ამ დროისთვის გაზის საკომპრესორო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.როგორც საზოგადოებრივს „ბი-პი“-ს წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიის პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა და სხვადასხვა პროექტში დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქეა. რაც შეეხება წალკას, ახალი თანამშრომლების მიღება სამუშაოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.
წაკითხვა
მესამე სექტორი საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებს
განახლებულია: 2017-04-22 12:29:00
საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დღეს, კომისიის დასკვნით სხდომაზე არასამთავრობოები ალტერნატიულ ვარიანტს წარადგენენ. „დღეს შევთავაზებთ ალტერნატიულ ვერსიებს საკონსტიტუციო კომისიას. შემოთავაზებული ცვლილებები პოზიტიურია იმ აზრით, რომ აუქმებს მაჟორიტარულ სისტემას და გადადის პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ გაუნაწილებელი მანდატების წესი, ძალიან დიდ უპირატესობას და უსამართლო უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს. ჩვენ გადავწყვიტეთ კომისიის ერთმა ნაწილმა კონსოლიდირება მოვახდინოთ ამ ერთ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, ამ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს ბალანსს და ძალაუფლებას და შევთავაზოთ ალტერნატივა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არასამთავრობოების მიერ გამართულ ბრიფინგზე ვახუშტი მენაბდემ.მისივე თქმით, პირველი ალტერნატივა ეს არის ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას.„თუმცა, ეს არ არის ისეთი დრამატული, როგორიც შემოთავაზებულია და მეორე ალტერნატივა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, შეევსება მანდატები 80 დეპუტატამდე, იმისთვის რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ეფექტურად განახორციელოს ხელისუფლება. ეს ორი ვერსია არის კონსესუსური ვერსია და ამდენად, მიგვაჩნია, რომ მათი გათვალისწინება არსებითად გააუმჯობესებს და უფრო მეტად დემოკრატიულს და დაბალანსებულს გახდის, კონსტიტუციის იმ პროექტს რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება“, - განაცხადა მენაბდემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. 
წაკითხვა
თავდაცვის უწყება - ქართველი სამხედროები ავღანეთში იმ ბაზიდან მოშორებით იმყოფებიან, სადაც თავდასხმა მოხდა
განახლებულია: 2017-04-22 12:20:00
ქართველი სამხედროები ავღანეთში იმ ბაზიდან მოშორებით იმყოფებიან, სადაც თავდასხმა მოხდა - ამის შესახებ საზოგადოებრივს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მაზარ-ი-შარიფის გარეუბანში მომხდარი ფაქტის შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან და უსაფრთხოდ არიან. მოძრაობა თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაზარი-შარიფის გარეუბანში სულ მცირე, 140 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სამთავრობო არმიის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან არიან დაჭრილებიც. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცები პარასკევის ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელებმა სასადილოში მყოფი ჯარისკაცებიც დაცხრილეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით ათი თალიბიც.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 12:19:00
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. საკუთარი მოვალეობის პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის მათ შესაბამისი სიგელებიც გადაეცათ. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახების წევრები დაესწრნენ.სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.
წაკითხვა
შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-04-22 12:17:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ხოლო, 24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
წაკითხვა
აქცია წალკაში - ადგილობრივები გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ
განახლებულია: 2017-04-22 12:16:00
წალკაში ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ქიზილკილისას გზა გადაკეტა - აქციის მონაწილეები კომპანია „ბი-პი“-ს ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა წალკაში მიმდინარე გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ​„ბი-პი“-ს კონტრაქტორ კომპანია „ბეხტელენკას“ ადგილზე 2 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და აქედან, მხოლოდ 600-ია ადგილობრივი. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პირველ ეტაპზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.საუბარია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე. წალკაში ამ დროისთვის გაზის საკომპრესორო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.როგორც საზოგადოებრივს „ბი-პი“-ს წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იცნობენ, ამ დროისთვისაც, ხვდებიან ადგილობრივებს. ამასთან, კომპანიაში დასძენენ, რომ მათი პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა და სხვადასხვა პროექტში დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქეა. რაც შეეხება წალკას, ახალი თანამშრომლების მიღება სამუშაოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.
წაკითხვა
რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები - გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხთან
განახლებულია: 2017-04-22 12:15:00
რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა. შეხვედრაზე აზერბაიჯანელი მოსახლეობის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 
წაკითხვა
რა თანხით დაჯარიმდები ქუჩაში ნარჩენების დაყრის შემთხვევაში? - ტესტი
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 22:11:00
20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის აჯარიმებენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად აჯარიმებენ. გააკეთეთ ტესტი და უკეთ გაერკვიეთ ჯარიმების პრინციპსა და ოდენობაში.
წაკითხვა
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა პროფესიული სასწავლებლების მოთხოვნადი სპეციალობებისთვის დაიხარჯება
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 20:59:00
პროფესიული სასწავლებლები ფინანსურ დახმარებას იღებენ. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებისთვის დაიხარჯება. საუბარია სასწავლებლების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით აჭურვაზე. თანხა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღალებასაც მოხმარდება. პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ შედეგად ბაზარზე მოთხოვნადი კადრების რაოდენობა გაიზრდება. 
წაკითხვა
ბიზნესფორუმი აქციის ფონზე - ვიქტორ ორბანს თბილისში, სასტუმროსთან სტუდენტები პროტესტით დახვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 20:43:00
ბიზნესფორუმმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. უნგრეთის პრემიერს ფორუმის მასპინძელ სასტუმროსთან კონტრაქციებით დახვდნენ. ახალგაზრდებმა ვიქტორ ორბანის მიერ მომზადებული და უკვე დამტკიცებული ის კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, ბუდაპეშტში გახსნილ და ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტს უნგრეთში საქმიანობის უფლება ეზღუდება. მითითებული უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულები ორბანს ლიბერალ-დემოკრატიული იდეების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ. მათ პროტესტს "აუდიტორია 115" შეუერთდა. სეუს საფრთხე არ ემუქრება - ამ გზავნილით დატოვა ორბანმა სსსაქართველო. 
წაკითხვა
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა - რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 20:41:00
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად ოთხ კანონში შეტანილი ცვლილები მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს ენიჭება 100 ქულა. მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი სამართალდარღვევების გათვალისწინებით, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება. ყოველი მომდევნო წლის 1-ელ იანვარს მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა და წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.როგორ დაგაკლდებათ ქულებიმართვის მოწმობაზე ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათმართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება. მაგალითად, თუ ავტომობილის მართვის დროს მძღოლი მობილური ტელეფონით ისარგებლებს, 15 ქულა დააკლდება, ხოლო ღვედის გამოუყენებლობა შესაბამისი რაოდენობის ჯარიმის გარდა, 5 ქულის დაკლებას გამოიწვევს. 
წაკითხვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ერთი წელი შეაჯამა
განახლებულია: 2017-04-21 20:32:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ერთი წელი შეაჯამა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წინაშე გამოსვლის დროს ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა სრულად იყო უზრუნველყოფილი. გაზრდილია მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხიც. სახელწმიფო მინისტრის თქმით, ეთნიკური უმცირესობისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესი  განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი საინფორმაციო სამსახური, რომლის ახალი ამბებიც აზერბაიჯანული და სომხური ენის ხმოვანი ბილიკების მეშვეობით გადაიცემა.  
წაკითხვა

უახლესი