საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გასაჯაროვდეს მტკიცებულებები - ციანიდის საქმის მოწმეების მოთხოვნა და პატრიარქის განცხადების სრული ვერსია
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 20:05:00
ილია მეორეს პირველი კომენტარის სრული ვესრია. მედიაკავშირი ობიექტივი ბერლინში ჩაწერილ მასალას აქვეყნებს- ირკვევა რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პატრიარქის მიმართვას სწორედ ის მონაკვეთი აკლდა, სადაც საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე იყო.ვიდეო  16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. პარალელუირად ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოივენ პროკურატურის მოწმეები.ადვოკატები სკანდალური შინაარსის ჩანაწერებზე საუბრობენ. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
შსს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას განაგრძობს - ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
განახლებულია: 2017-02-18 16:43:00
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების წარმომადგენლებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, უფროსკლასელ მოსწავლეებს თემაზე ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მოზარდებს ბულინგის შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს. ასევე, სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. 
წაკითხვა
თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში ახალი ორენოვანი რუკები განთავსდა
განახლებულია: 2017-02-18 16:41:00
თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში ახალი ორენოვანი რუკები განთავსდა. გამოსახულია სამარშუტო გადაადგილების სქემები და ასევე დედაქალაქის ღირსეშანიშნავი ადგილები. როგორც პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა განაცხადეს აღნიშნული სქემა  მოსახლეობას და ტურისტებს ქალაქში  გადაადგილებას გაუადვილებს. თბილისის სატრანსპორტო სამსახური ორენოვანი რუკების განთავსებას მომავალში მიკროავტობუსის გაჩერებებზე გეგმავს. 
წაკითხვა
მიზნობრივი პროგრამების 2016 წლის ანგარიში წარადგინეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში
განახლებულია: 2017-02-18 16:38:00
პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. შეხვედრაზე ცენტრის მიზნობრივი პროგრამების 2016 წლის ანგარიში და მიმდინარე სიახლეებიც წარადგინეს. სამუშაო შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე, ცენტრის წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცაიშის ქუჩაზე
განახლებულია: 2017-02-18 16:35:00
ცაიშის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. დაგეგმილია ახალი, 600- მეტრიანი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი გზა.  მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. 
წაკითხვა
საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოხსნილია
განახლებულია: 2017-02-18 16:34:00
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოხსნილია. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის გზაზე გადაადგილება თავისუფალია. ხოლო ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმი შემცირდა და მსუბუქი ავტომობილები გზის ამ ნაწილზე შეუზღუდავად მოძრაობენ. აღარ თოვს იმერეთში, თუმცა ჰაერის ტემპერატურამ ღამის საათებში მინუს 8 გრადუსს მიაღწია. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოიდარა აჭარაშიც. რეგიონში თოვა გუშინ საღამოს შეწყდა, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, გზებზე ისევ პრობლემებია. მოიყინა ქუჩებისა და ტროტუარების ნაწილი. თოვლის საფარმა მთიან აჭარაში 2 მეტრს გადააჭარბა, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და გზების გახსნას უახლოეს დღეებში ვარაუდობენ. რეგიონს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
წაკითხვა
აქცია პარლამენტთან - მოძრაობა „ქართული იდეის“ წევრებმა ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 16:28:00
საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეის’’ ორგანიზებით ჩატარდა. მოძრაობის წევრებმა ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს და მათი შესრულება მოსთხოვეს.  აქციაზე ასევე რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნაც წარმოადგინეს რომელშიც საუბარია, რომ შეჩერდეს უცხოელებზე მიწის გასხვისება,შეჩერდეს აქციზური გადასახადების გაზრდა და გადაიჭრას ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით უმოქმედოა.  
წაკითხვა
მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 16:25:00
მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მსუბუქ ავტომობილში სამი, ხოლო სამარშრუტო ტაქსიში ორი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომთაგან არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 16:20:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან. მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს. დიასპორის წარმომადგენლებმა მიხეილ ჯანელიძეს მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის დამეგობრების წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრებმა რეგულარული სახე მიიღოს.
წაკითხვა
როდის იმსჯელებენ სსმ-ის სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტის მიერ წარდგენლ გეგმასთან დაკავშირებით
განახლებულია: 2017-02-18 16:14:00
როდის იმსჯელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტის მიერ წარდგენლ გეგმასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. სამშაბათს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში მენეჯმენტის მიერ წარდგენილი გეგმის განხილვა არ დგას, - ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი სულხან სალაძე განმარტავს. 21 თებერვლის შეხვედრაზე ბორდის წევრები სატელიტური თეფშით მომსახურების შესაძლო ცვლილების საკითხს განიხილავენ.    
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე:დანაშაული პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ მზადდებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 16:09:00
დანაშაული პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ მზადდებოდა, – ასეთ განცხადებას "მოამბესთან" საუბრისას  საქმის  ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აკეთებს. დღეს ჟურნალისტი ამბობს, რომ მას დაკავებულ დეკანოზთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.  მას შემდეგ კი, რაც დანაშაულის მზადების შესახებ შეიტყო, თავდაპირველად კონსულტაციისთვის ადვოკატებს მიამრთა, რის შემდეგაც მის ხელთ  არსებული მტკიცებულებების პროკურატურისთვის წარდგენა გადაწყვიტა. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ საქმეში, მტკიცებულებების სახით, რამდენიმე აუდიო და ვიდეოჩანაწერი ფიგურირებს. ჟურნალისტი უახლოეს პერიოდში მათი  გასაჯაროების იმედს გამოთქვამს. 
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წუხელ კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს
განახლებულია: 2017-02-18 16:07:00
ე.წ. მატროსოვის ციხიდან დეკანოზი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წუხელ კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგი მამალაძის ადვოკატების განმარტებით, დაკავებულს მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა. პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს ადვოკატმა და სახალხო დამცველმა მოინახულეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
განახლებულია: 2017-02-18 16:05:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის კარდიოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის კურსს განაგრძობს. დღეს ის ადვოკატმა და სახალხო დამცველმა მოინახულეს.  ნათია ქენქაძე დეტალებით.  
წაკითხვა
სახალხო დამცველი დეკანოზ მამალაძეზე: „ის მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს“
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 15:48:00
ის მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, საქმის შინაარსთან დაკავშირებით დღეს არ უსაუბრიათ, ვინაიდან ამის შესაბამისი გარემოება არ იყო. „საქმეში არის მთელი რიგი წინააღმდეგობები. სახალხო დამცველი დეტალურად სწავლობს ამ საქმის გარემოებებს. არის საკითხები, რომლებზე საუბრისგანაც, ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ“ - განაცხადა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველის თქმით, დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საქმის სხვადასხვა დეტალზე ღიად ისაუბროს, ვინაიდან უთანასწორო ბრძოლაა, როდესაც ერთი მხარე სარგებლობს უპირატესობით, ხოლო მეორეს არაფრის თქმის შესაძლებლობა არ აქვს. „აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლონ ის ჩანაწერი, რომელიც საქმეს ახლავს მტკიცებულების სახით, ხოლო დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უპასუხოს იმ არგუმენტებს მაინც, რამდენად არის რეალური ეს ჩანაწერები“ - განაცხადა ნანუაშვილმა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თანამდებობის პირების ნაწილმა გარკვეულ საკითხებზე ბოდიში უნდა მოიხადონ და შეცდომები აღიარონ. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში რჩება. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
სახალხო დამცველი: „რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს გარკვეული დეტალები“
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 14:15:00
რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს  გარკვეული დეტალები და დაიცვას თავი, ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. ნანუაშვილი ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზის მოსანახულებლად მივიდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის კლინიკაში თავისი სურვილით მივიდა. მისი თქმით, ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს. პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც, რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას თავი, დაიცვას ბრალდებული. მაშინ როდესაც, სხვა ყველა მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება აქვს“ - განაცხადა ნანუაშვილმა. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება.კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს საქმის მასალების ნაწილი გადაეცა, სახალხო დამცველი პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში რჩება. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 13:14:00
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გიორგი მამალაძეს  ჩაფიძის გულის ცენტრში მოინახულებს. ნანუაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 14:00 საათზე მივა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში რჩება. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
“სოლიდარობა მშრომელებს” – „აუდიტორია 115-მა“ და პროფკავშირებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 12:28:00
“სოლიდარობა მშრომელებს” – ამ გზავნილით „აუდიტორია 115-მა“  და  პროფკავშირებმა, სხვადასხვა დაწესებულებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად, გუშინ აქცია გამართეს. დემონსტრანტებმა ერთად გააკრიტიკეს საქართველოში არსებული შრომითი უფლებები და მისი დარღვევის ფაქტები. საქმე ეხება რუსთავის "აზოტის" ქარხნიდან გათავისუფლებულ ასობით თანამშრომელს, აგრეთვე სუპერმარკეტ “ფრესკოდან” და “ბიბლუსიდან ”დათხოვნილ პირებს, რომლებმაც მათ სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი პირობების შესახებ ვიდეომიმარვა გაავრცელეს. აქციაზე გათავისუფლებული თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. მსვლელობა თავისუფლების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკთან" დასრულდა, რომელსაც "აუდიტორიის" წევრები რუსთავის "აზოტის" ქარხანაში შექმნილ ვითარებაში ადანაშაულებენ.   
წაკითხვა
საია პროკურატურის იუსტიციის სისტემიდან გამოსვლას და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 12:23:00
საკონსტიტუციო კომისიის მორიგ სხდომაზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ინიციატივა წამოაყენა. საია პროკურატურის იუსტიციის სისტემიდან გამოსვლას და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ითხოვს.საკანონმდებლო ორგანოში კი აცხადებენ, რომ ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიის დონეზეა და მმართველ გუნდში წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ
წაკითხვა
როგორია დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 12:18:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში რჩება, ამის შესახებ  ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა.  „პაციენტი 16 საათია კლინიკაშია შემოსული, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტარდება უცილებელი კვლევები და კონსულტაციები. ამჟამად,  ნეოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით. ჯერჯერობით, პაციენტი კლინიკაში რჩება, ჩატარდება ყველა აუცილებელი კვლევა, ზოგი მათგანი გრძელდება 24 საათის განმავლობაში, როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას მკურნალობის რა ფორმა დასჭირდება“ - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
დასახური და საეთერო ბადეში დასტოვებელი გადაცემების ნუსხა - როგორ შეაფასებს სსმ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარდგენილ გეგმას სამეურვეო საბჭო
განახლებულია: 2017-02-18 12:07:00
მენეჯმენტის მიერ წარდგენილ გეგმას  მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამშაბათს განიხილავს. საუბარია იმ ხედვაზე, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტმა დასახური და საეთერო ბადეში დასტოვებელი გადაცემების  ნუსხა შეიმუშავა.  ამ ხედვის თანახმად, შესაძლოა დაიხუროს პირველი არხის 14 გადაცემა, მათ შორის "რეალური სივრცე", "მთავარი", "წითელი ზონა" და "უცნობი მუსიკა". ყველა მათგანი  ეგრეთ წოდებულ მესამე ზოლში, ანუ იმ გადაცემათა ნუსხაში მოხვდა, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგზე დაბალია. როგორ შეაფასებს ბორდი აღამასრულებელი საბჭოს მიერ წარდგენილ გეგმას, სამშაბათის სხდომაზე გაირკვევა. თუცმა უკვე ცნობილია, რომ სამეურვეო საბჭოს  ახალ ხედვასთან დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია. 
წაკითხვა

უახლესი