საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში - პირველი მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაზღვევის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 18:05:00
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. პირველი მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაზღვევის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირები განსხვავებულ პაკეტს მიღებენ. საყოველთაო ჯანდაცვას მედიკამენტების კომპონენტი ემატება. ასი ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს დაუფინანსდებათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. მოქალქეების ნაწილს საშუალება ექნება ისარგებლოს როგორ საყოველთაო, ისე კერძო დაზღვევის კომპონენტებით.    
წაკითხვა
ექიმი რეზო გაგუა გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 17:23:00
ცნობილი ონკოლოგი, პროფესორი რეზო გაგუა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (თოდუას კლინიკა) გარდაიცვალა.ინფორმაცია საზოგადოებრივს მისმა კოლეგებმა დაუდასტურეს. მათივე ცნობით,  გაგუა საოპერაციოდან გამოვიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.რეზო გაგუა  საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი  და საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. 2007 წელს, საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, გაგუა დააჯილდოვეს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელით.რეზო გაგუა 1945 წელს ქალაქ  ფოთში დაიბადა.
წაკითხვა
„ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 16:57:00
„ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა, რომელიც წელს, 24-25 აპრილს აღინიშნება. პარკი თბილისში ,,ისრაელის სახლის“ ინიციატივით, დედაქალაქის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე მოეწყობა. პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომლებზეც ქართველი შინდლერების სახელები და გვარები ამოიტვიფრება.
წაკითხვა
„მოითხოვე ქართული“ - კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 16:51:00
„მოითხოვე ქართული“ - კამპანიის ფარგლებში დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.დაგროვების ბარათის მიზანია ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება.  ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ბარათზე ვირტუალური ქულები, ე.წ. ქართულები დაერიცხება.
წაკითხვა
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 16:31:00
ბელორუსის დედაქალაქში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის. შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ფინალში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია ასპარეზობდნენ, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ იტალიას 45-36 მოუგო.  მანამდე ჩვენმა ახალგაზრდებმა ნახევარფინალში რუსეთს 45-41, მეოთხედფინალში რუმინეთს  45-31 და მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს.შეგახსენებთ, რომ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს საქართველოს დელეგაციის მეორე მედალია. შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.
წაკითხვა
ლაგოდეხის მოსახლეობა სადავო საძოვრების გამო კერძო მესაკუთრეებს დაუპირისპირდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 15:13:00
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, მოსახლეობა და კერძო მესაკუთრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირება სადავო საძოვრების გამო დაიწყო.მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პოლიცია გამოიძახეს. სადავო გახდა 9 ჰექტარი, სადაც დღეს, მიწის დამუშავების მიზნით, ოფიციალური მეპატრონე ტექნიკის შეტანას ცდილობდა, მოსახლეობამ კი ამის საშუალება არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით, მესაკუთრეებმა ისინი მოატყუეს და 30 ათასი ლარის გადახდის მიუხედავად, მიწა სარგებლობაში ვერ მიიღეს. მესაკუთრეები ირწმუნებიან, რომ სოფლის მიერ საძოვრების გამოსასყიდად შეგროვილი თანხა არ იყო საკმარისი და ფულის ნაწილი უკან დააბრუნეს. მათივე თქმით, სოფელი საძოვარს ახლაც იყენებს და მესაკუთრეები მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობენ. დაპირისპირებული მხარეების თქმით, დავა სასამართლოში გაგრძელდება.
წაკითხვა
არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის შესახებ ჩანაწერს ეწინააღმდეგება
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 15:11:00
“ქორწინება,როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას”კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორმა.საკითხთის განხილვის მიზნით, დღეს “თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით გაფართოებული შეხვედრა გამართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმ მექანიზმებზეც იმსჯელეს, რომელთა გამოყენებასაც დაგეგმილი ცვლილებების საწინააღმდეგოდ აპირებენ.შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების ისინიც ესწრებოდნენ,,ვინც საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო. მათი წინადადებით,თუ ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს, მაშინ ისიც  უნდა ჩაიწეროს, რომ დასაშვებია სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება.
წაკითხვა
„მზიურში“ მდებარე საჩოგბურთო კორტები ფედერაციას გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 13:50:00
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  "მზიურის" კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცემა ჩოგბურთის ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის. ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი ნაკრები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს კორტით. ტერიტორიაზე ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს ორ საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.
წაკითხვა
ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლა - ინფოტური სამეგრელოში
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:35:00
ინფოტური სამეგრელოში - მიზანი ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლაა. 16 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა კაღუს ჩანჩქერი, პალიასტომის ტბა, მარტვილის  და შურუბუმუს კანიონები დაათვალიერა. ტუროპერატორებმა სალხინოში დადიანების სასახლე დაათვალიერეს, ასევე ეწვივნენ ოცინდალის მამათა მონასტერს.  ინფოტურის შემდეგ ტურისტული კომპანიები ახალ ტურისტულ მარშრუტებს შექმნიან და ახალ პაკეტს, როგორც შიდა, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ. Pროექტს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  იუ ეს აი დის მხარდაჭერით ახორციელებს. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ კოლეგასთან ერთად, ბერლინში საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის
განახლებულია: 2017-04-25 12:32:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის დღეს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ კოლეგასთან ერთად, ბერლინში საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან. 
წაკითხვა
რას ითვალისწინებს ანტიკორუფციული საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმა
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:25:00
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.საბჭოს სამდივნომ მონიტორინგის ანგარიშებიც წარადგინა. ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვას; ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას;  პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალეობას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას; მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებას. 
წაკითხვა
ენმ-ის ორგანიზებით მოდულის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:25:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით მოდულის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა გამოიძიონ გოგაშვილის კორუფციული საქმიანობა და ასევე მოხდეს მისი გადადგომა.აქციის მონაწილეების თქმით, კორუფციული საქმიანობა ყველა უწყებაში ხდება. მოდულის შენობასთან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ასევე არიან "თავისუფალი ზონის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორი" და "რეფორმების ცენტრი".
წაკითხვა
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება - საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:10:00
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდებადა.  შესაბამისი ცვლილებათა პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის  მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევით სარგებლობის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან,  მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველ
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - სსმ-ში ბორდის სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:05:00
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - ბორდის სხდომა საზოგადოებრივ მაუყებელში ამ წუთებში მიმდინარეობს.  კენჭისყრის დაწყებამდე წესდების განსაზღვრა და დამტკიცება მოხდება. თამარ წიკლაური დეტალებით.
წაკითხვა
საქართველო და არგენტინა დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან იუბილეს აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 10:22:00
საქართველო და არგენტინა დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან იუბილეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით თბილისში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ღონიძიებების ფარგლებში ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი მოეწყო. შეკრებილებს უწყებების წარმომადგენლებმა მიმართეს. ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალი ეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში 29 აპრილიდან და 30 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 
წაკითხვა
მეტრო​ „ახმეტელთან“​ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 09:15:00
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.„ჩვენ მათ  ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება - პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- განაცხადა  გიგა ნიკოლეიშვილმა.თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის ტერიტორიაზე  ერთ-ერთი ბაზრის ხელმძღვანელობას  უკვე მიმართა 80-მდე მოვაჭრემ. ადმინისტრაციის განცხადებით, მათ დღესვე შეუძლიათ კიდევ 120 ადგილის შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შეძლებენ დამატებითი ადგილების გამოყოფას.დედაქალაქის მთავრობის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი  მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა
წაკითხვა
ქუთაისის შემოვლითი გზა - რა იწვევს გახშირებულ ავარიებს და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს
განახლებულია: 2017-04-24 20:45:00
ავტობანის საშიში მონაკვეთი, რომელმაც უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქუთაისის შემოვლით გზაზე ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა შაბათს მოხდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი. გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, ავარიების დიდი ნაწილი გადაჭარბებულ სიჩქარეს და არასწორ მანევრირებას უკავშირდება. მძღოლების და სპეციალისტების ნაწილი გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს გზის სივიწრივოთ, ასევე გამყოფი ზოლის და განათების ბოძების არარსებობით ხსნის.    
წაკითხვა
ინტერნეტიზაციის პროგრამა - ინტერნეტზე წვდომისა და თავისუფალი სარგებლობის უფლება კანონში ჩაიწერება
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 20:28:00
დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციით მოქალაქის კიდევ ერთი უფლება იქნება გარანტირებული. ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ მომზადებული პროექტის მიხედვით, ქვეყნის უზენაეს კანონში ინტერნეტზე წვდომის და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლებაც გაიწერება. ქვეყანაში ინტერნეტიზაციის მასშტაბური პროგრამის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის დასრულების შემდეგ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ყველა რეგიონი ისარგებლებს. 
წაკითხვა
უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა - დასავლეთ საქართველოში ზარალს ითვლიან
განახლებულია: 2017-04-24 20:12:00
სტიქიის გამო მძიმე სურათია დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო, გურია, აჭარა - ძლიერმა ქარმა რეგიონებში ათეულობით ოჯახი საცხოვრებელი სახლების გარეშე დატოვა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, დენის მიწოდება ამ დრომდე შეფერხებულია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში-წინასწარი მონაცემებით, მარტო ამ რეგიონში ზარალი 5 მილიონ ლარს აღწევს.
წაკითხვა
„ამერიკიის დღეები“ - საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის 25 წლისთავს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 18:31:00
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ამერიკის დღეების გახსნა თელავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ერეკლე მეორის ქუჩაზე მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა და ქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ამერიკის დღეების ფარგლებში რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
წაკითხვა

უახლესი