საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მაკა ჩიჩუამ მისი ძმის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 19:57:00
საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას იმედი აქვს, გამოძიების შედეგად, ყველა მიხვდება, რომ მისი ძმა კრიმინალი არ არის. ამის შესახებ ჩიჩუამ ჟურნალისტებს მისი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა. პირველი ლედი აცხადებს, რომ სამართლიანობის იმედი აქვს.„ვიცი, ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს - არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე.თქვენ რომ შეიხედოთ იმ სახელოსნოში, სადაც ხატავს, ნამდვილად მიხვდებით, რომ მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რითიც არის დაკავებული, ძირითადად, ეს არის ხატვა. ასე რომ, თავად ამ პრეცედენტს რაც შეეხება, არის გამოძიების საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელები დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. ამის დიდი იმედი მაქვს - მას ჰყავს ადვოკატი და მისი საშუალებით, ალბათ, ყველაფერი წავა ისე, როგორც საჭიროა. მე ვენდობი სამართლიანობას“, - განაცხადა პირველმა ლედიმ.მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობთ, მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. მგალობლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 19:14:00
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის  თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე  5642 მეტრია ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა -50 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული მედიასაშუალებაა, რომელიც ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.შეგახსენებთ რომ 2012 წელს დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზეც პირველები საზოგადოებრივის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
საცობების შემცირების სტრატეგიები - შეხვედრა თბილისში
განახლებულია: 2017-01-17 18:49:00
საცობების შემცირების სტრატეგიები - ეს საკითხი განიხილეს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. კონფერენციაზე თბილისის მერიამ და საკრებულომ თავიანთი უკვე შემუშავებული სტრატეგიები წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე შეხვედრაზე მოწვულები იყვნენ უცხოელი პარტნიორები რომლებმაც სატრანსპორტო სისტემის მართვის გაუმჯობესებისათვის საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე მიწვული იყვნენ უცხოელი პარტნიორები, რომლებმაც სატრანსპორტო სისტემის მართვის გაუმჯობესებისთვის საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს. 
წაკითხვა
ბავშვთა პირველი ჰოსპისი საქართველოში - რა სახსრების მოზიდვაა აუცილებელი, ამ მიმართულების გასაძლიერებლად - ქეთევან ხუციშვილი "მოამბეში"
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 18:38:00
"მოამბის" კითხვებს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა უპასუხა. 
წაკითხვა
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა
განახლებულია: 2017-01-17 18:36:00
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა. სოფელ დიღომში ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო.  ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს - 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. 
წაკითხვა
რა მდგომარეობაა თბილისის სკოლების ტუალეტებში - სპეციალური რეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 17:16:00
განათლების მინისტრის ფრაზამ "სკოლებში ტუალეტების პრობლემას დავერევი" ახალი თემა წამოწია და ქართული განათლების სისტემას ჰიგიენური პრობლემებიც "შეუქმნა". დირექტორი, რომელიც სკოლის ტუალეტს ვერ მიხედავს, ის ბუნებრივია სკოლასაც ვერ მართავს. ასეთია განათლების მინისტრის დამოკიდებულება. ალექსანდრე ჯეჯელავა აღნიშული პრობლემის მოგვარებას გვპირდება, მანამდე კი, საზოგადოებრივის ონლაინ მედია სპეციალურ რეპორტაჟს გთავაზობთ.ჩვენ თბილისის ოთხ სკოლას ვეწვიეთ და ტუალეტებში არსებული მდგომარეობით დავინტერესდით.პრობლემებზე თავად ბაშვებიც საუბრობენ. მათი თქმით, ტუალეტებში ყოველთვის ცუდი სუნი იგრძნობა და არ ტარდება დეზინფექცია.ლანა, 13 წლის: "საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. გოგონების ტუალეტში არ გვაქვს კარები და ეს უხერხულია. სულ ცუდი სუნია ხოლმე და ძირითადად უსუფთაობაა" გიორგი, 15 წლის: "არასდროს არ არის ტუალეტში ქაღალდი და არ ასუფთავებენ. თუ ძალიან არ გვიჭირს, ვცდილობთ, ჩვენი სკოლის ტუალეტით არ ვისარგებლოთ".198-ე საჯარო სკოლა
წაკითხვა
თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა
განახლებულია: 2017-01-17 16:43:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების  მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსს, ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორ ამალია მოსერს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორ პიტერ ლიდიარდს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვოლფგანგ ვენგს მიენიჭათ. ღონისძიების შემდეგ პროფესროებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს. დაჯილდოების ცერემონიალს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
"სოლიდარობის ფონდსა" და სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
განახლებულია: 2017-01-17 16:42:00
"სოლიდარობის ფონდსა" და სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, 27 და 28 იანვარს დაგემილი კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება, და სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს მოხმარდება. შეგახსენებთ, მოცეკვავეთა ეროვნული ანსამბლი ღონისძიებას თბილისის საკონცერტო დარბაზში ილიკო სუხიშვილის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.
წაკითხვა
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა
განახლებულია: 2017-01-17 16:41:00
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საგანმანათლებლო პროცესში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასევე, მისი მიზანია, მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება. ქართველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საერთო პროგრამულ სახელმძღვანელო პრინციპებს განათლების საერთაშორისო ცენტრი და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი ერთობლივად შეიმუშავებენ. 
წაკითხვა
"გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება - არასამთავრობოების შეფასებები
განახლებულია: 2017-01-17 16:09:00
სკეპტიკურად აფასებენ  ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციები. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. წერილში საუბარია, რომ ხელშეკრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურად იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც, არსებულ სარგებელთან შედარებით, რამდენჯერმე ნაკლებია. წერილში საუბარია ასევე, რომ ახალი მიდგომა ამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალში ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა კიდევ მეტ დათმობაზე. ეს კი მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტით მიღებულ სარგებელს. 
წაკითხვა
პოლიციის მანქანას „ოპელი“ შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:27:00
გონიოში, პოლიციის მანქანას „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი. ამის შესახებ საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტოავარიის შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა, ასევე, დაშავებულია „ოპელის“ მძღოლიც. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ბაჩუკი ქარდავამ, მამუკა გამყრელიძემ, პაატა დავითაიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:18:00
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დაფუძნდა.ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის თვისობრივად განსხვავებული პლატფორმა ქართულ პოლიტიკაში, რომლის მთავარი იდეა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე მუშაობა იქნება. მოძრაობაში გაერთიანება შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც იზიარებს მოძრაობის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს.მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრებს შორის არიან ბაჩუკი ქარდავა, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, მამუკა ჟღენტი. როგორ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, რათა თავიანთი ხედვები შესთავაზონ ამა თუ იმ საკითხზე. ერთადერთი, ვისთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ახალი მოძრაობა გამორიცხავს, პრორუსულად განწყობილი ძალები არიან. რაც შეეხება მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის საკითხს, როგორც მოძრაობის წარმომადგენელი პაატა დავითაია აცხადებს, ამ ეტაპზე ეს საკითხი არც კი განიხილება, თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არ არის.
წაკითხვა
სამეცნიერო დარგში გამორჩეული კვლევები დაფინანსდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:38:00
სამეცნიერო დარგში გამორჩეული კვლევები დაფინანსდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ევროკომისიის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს. კონფერენცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 
წაკითხვა
ჯეჯელავა:სკოლებში სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:36:00
სკოლებში სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. განათლების მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, ბევრ სკოლაში, აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში, სველი წერტილების პრობლემაა რჩება
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლების კონტრაბანდის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-17 12:30:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.   საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 10:30:00
საქართველოს პრეზიდენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა. თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ასევე ვიცეპრეზიდენტი და პროგრამის ხელმძღვანელი. მხარეებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით, წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაზე სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ქართული ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
წაკითხვა
საჯარო სკოლებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება
განახლებულია: 2017-01-16 20:48:00
სიახლეა საჯარო სკოლებშიც. სასწავლო დაწესებულებებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება. მიზანი მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. შესაბამისი პროგრამების მომზადებაში სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებიც ჩაერთვებიან. ლიზა ზუბაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
სტუდენტების დაფინანსების საგრანტო სისტემა შეიძლება შეიცვალოს
განახლებულია: 2017-01-16 20:44:00
სტუდენტების დაფინანსების საგრანტო სისტემა შეიძლება შეიცვალოს. საკითხს განათლების სამინისტრო ამუშავებს. ცვლილება დაფინანსების მიღების წესს შეეხება. თუ აქამდე, ის, ეროვნული გამოცდების შედეგზე იყო მიბმული, ცვლილების გატარების შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება მათ ყოველწლიურ აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. მარიამ აფციაური თემის დეტალებით. 
წაკითხვა
შსს-მ ძაღლების ჩხუბის ორგანიზებაზე გამოძიება დაიწყო
განახლებულია: 2017-01-16 20:41:00
ძაღლების ჩხუბის ორგანიზებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხება, რომელშიც მოქალაქეთა ჯგუფი ნაგაზებს აჩხუბებს. ფაქტს საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტში ცხოველების უფლებადამცველები საპროტესტო აქციის ორგანიზებასაც გეგმავენ. მანანა გიგინეიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
რამდენად დაცულია დამსვენებელთა უსაფრთხოება კურორტ გოდერძიზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 20:38:00
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ „მოამბე“ კურორტ გოდერძიზე ჩავიდა. ერთი წლის წინ გახსნილ სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასწრაფო დახმარების მხოლოდ ერთი ბრიგადა მუშაობს, დამსვენებლების უსაფრთხოებაზე კი ექვსი მაშველი და ხუთი მოთხილამურე პატრული ზრუნავს. საკმარისია თუ არა მსგავსი ზომების მიღება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად-კითხვა აქტუალური პირველ იანვარს მომხდარი შემთხვევის გამო გახდა. 32 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი მოთხილამურის შეჯახების შედეგად დაიღუპა. როგორც ირკვევა, მძიმედ დაშავებულის ბათუმამდე ტრანსპორტირებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
წაკითხვა

უახლესი