საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქართული მედია და სსმ-ში მიმდინარე მოვლენები - საჯარო დისკუსია თსუ-ში
განახლებულია: 2017-02-21 13:08:00
ყოველკვირეული საჯარო დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - შეხვედრა ანალიტიკური მედიაპლატფორმა "ევროპიან ჯის" ორგანიზაებით გაიმართა. საუბარი ქართულ მედიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ღია დისკუსიის მომხსენებლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მარინა მუსხელიშვილი და მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე იყვნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობისა და როლის შესახებ დისკუსია მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ გაიმართება და მას, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები დაესწრებიან. 
წაკითხვა
გუგული მაღრაძე: საქართველო მწეველთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 13:01:00
„საქართველო მწეველთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა“, - აცხადებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი გუგული მაღრაძე. მისვე თქმით, მსოფლიოში ყოველ ერთ წამში ერთი მწეველი იღუპება. სწორედ ამ სტატისტიკას ასახელებს კანონპროქტის ავტორი ცვლილებების მიზეზად. გუგული მაღრაძის თქმით, გამოსავალი ეფექტური კანონპროექტის შემუშავება, მისი ამოქმედება და ჯარიმის გამკაცრებაა. ჯარიმა ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან დაიწყება, ხოლო იურიდიული პირის მხრიდან კანონდარღვევა 500ლარიდან დაჯარიმდება.კანონპროექტის მიხედვით სრულად აიკრძალება მოწევა საჯარო თავშეყრის და დახურული ტიპის დაწესებულებებში, ასევე რეალიზატორს აეკრძალება თამბაქოს ღია ვიტრინაში განთავსება. ცვლილებების საკომიტეტო მოსმენა დღეს დასრულდება და ის უახლოეს სესიაზე კენჭის საყრელად გავა. მისი სრული ამოქმედება 2018 წელს იგეგმება.
წაკითხვა
ამ წუთებში პრეზიდენტი პატრიარქს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 13:00:00
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება. ქვეყნის პირველი პირი საპატრიარქოში ამ წუთებში მივიდა. გიორგი მარგველაშვილი კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა უწმინდესი გუშინ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოინახულა.
წაკითხვა
მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი: რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:49:00
„რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე“, - ასე შეაფასა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა საპატრიარქოში შესვლამდე.მისი თქმით, პატრიარქი კარგად არის, ყველაფერი გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება.„პატრიარქი ჩამობრძანდა და მინდა მივიდე ვნახო როგორ არის. რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე.მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის, ის დაბრუნდა. ყველაფერი გაირკვევა, დალაგდება და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაში. დაველოდოთ გამოძიებას, ნუ უსწრებთ მოვლენებს, სიმართლე არ დაიმალება, სიმართლე ყოველთვის იზეიმებს.ძალიან გთხოვთ, სენსაციებზე ნუ დადიხართ, გაუფრთხილდით ჩვენ ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას.ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს და არ გვინდა ეს სენსაციები ავაგოთ რაღაც კომპრომატებზე“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა.კითხვაზე  - სჯერა თუ არა გამოძიების, ის აცხადებს, რომ ზოგიერთი რაღაცის სჯერა ზოგი რაღაცის არა. „ნუ გახადეთ მამა გიორგი მოწამე, ის არის რიგითი სასულიერო პირი,როგორც ყველა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა ყველაფერი",- განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა.საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობენ.შეხვედრას სასულიერო პირები ესწრებიან.
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ - რას აპროტესტებენ მოქალაქეები
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:36:00
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. პროცესში ყოველ დღე 3-3 დაზარალებული ჩაერთვება. ისინი დამწვარი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებენ, სადაც საინფორმაციო პრესკონფერენციებს სისტემატურად გამართავენ. დაზარალებულთა განცხადებით, შიმშილობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ კერძო ბანკებთან შუამავლობის შესახებ დადებული დაპირება არ შეასრულა. 
წაკითხვა
პირველი არხის სიგნალის სატელიტით გავრცელების მომსახურების შეძენის საკითხი - სსმ-ის სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:25:00
პირველი არხის სიგნალის სატელიტით გავრცელების მომსახურების შეძენის საკითხზე მჯელობს სამეურვეო საბჭო. ბორდს მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მიმართა. ვასილ მაღლაფერიძის სამსახურებრივ ბართს საბჭო ამ წუთებში განიხილავს.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:12:00
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას ითვალისწინებს.ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.„ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას. ამევე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ვართ ძალიან აქტიურ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რომელთათვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება “, - განაცხადა ქუმსიშვილმა.2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან.ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.  საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი ნორმის მოქმედება შეაჩერა.
წაკითხვა
ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა - რას აცხადებს უფლებადამცველი
განახლებულია: 2017-02-21 12:09:00
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა. მისი თქმით, ილია მეორეს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კაკაბაძის განმარტებით, ის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსაც შეხვდა  და განაცხადა, რომ მისი სახელი კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენეს, ვისაც საპატრიარქოს გავლენის შესუსტება ჰქონდა მიზნად. 
წაკითხვა
სასულიერო პირები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
განახლებულია: 2017-02-21 12:08:00
საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სასულიერო პირები. მეუფე ზენონის აზრით, ყველა შეიძლება შეცდეს, თუმცა მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის მიუღებელია. მისი აზრით, შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანი არ არის. მეუფე ზენონის განმარტებით, კარგი იქნება თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს და წმინდა სინოდის სხდომა დაინიშნება. 
წაკითხვა
მოინახულებს თუ არა ილია მეორე ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ სასულიერო პირს და როგორია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:07:00
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მოინახულებს თუ არა ილია  მეორე ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ სასულიერო პირს, ეს ჯერ უცნობია. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით, რომელიც ჩაფიძის გულის ცენტრთან იმყოფება. 
წაკითხვა
საპატრიარქოში შეხვედრა იწყება, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 11:01:00
საპატრიარქოში შეხვედრა იწყება, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ. შეხვედრას სასულიერო პირები დაესწრებიან.ჯერჯერობით უცნობია, შეხვედრაზე განიხილავენ თუ არა სინოდის კრების მოწვევის საკითხს, თუმცა ცნობილია, რომ მთავარი საკითხი ე.წ. ციანიდის საქმე იქნება.სავარაუდოდ, შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება.საპატრიარქოში მივიდა მეუფე პეტრეც.მისი თქმით, მთავარია ყველაფერი გაირკვეს მამა გიორგის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მთელი საქართველო დაინტერესებულია გაირკვეს დეტალები მამა გიორგის დაკავების საქმეზე„ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა“,- განაცხადა თევდორაშვილმა.
წაკითხვა
ნანუაშვილი: პატრიარქი ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:50:00
„პატრიარქი ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს“- ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.უჩა ნანუაშვილის განმარტებით,  გუშინ, ის  ილია მეორე  და ე.წ. ციანიდის საქმეზე შეხვდა და პატრიარქის პოზიცია მოისმინა.ომბუდსმენის თქმით, პატრიარქს სურვილი აქვს მღელვარება დაცხრეს, ამ საქმეზე მეტი ინფორმაცია მიიღოს და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.სახალხო დამცველმა კომენტარი, პროკურატურის მიერ მამა გიორგის ახალი ადვოკატისთვის გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის მოთხვნაზეც გააკეთა.უჩა ნანუაშვილის შეფასებით, „ახალი ადვოკატისთვის ამ პირობის წაყენება ამ საქმეზე კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს".სახალხო დამცველის განმარტებით, დანარჩენი ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა აუცილებელია, რადგან დაცვის მხარეს ბრალდებულის დაცვა უნდა შეეძლოს.
წაკითხვა
რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - საკითხზე საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:17:00
რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - თემაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,,განათლების, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები წარდგებიან. ოპოზიცია ამბობს, რომ უწყებები ომბუდსმენის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ,უმრავლესობაში კი საპირისპირო მოსაზრება აქვთ.საუბარია 2015 წლის ომბუდსმენის ანგარიშზე, რომელშიც სახალხო დამცველი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
წაკითხვა
პარლამენტში ინკლუზიური განათლების კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს
განახლებულია: 2017-02-20 20:41:00
პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ შეხვედრაზე, სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს. მათი თქმით, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის მიზნით, საჭიროა მათზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ ბავშვების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება. 
წაკითხვა
რამდენად მიზნობრივად იხარჯება დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი - NGO-ებს კითხვები აქვთ
განახლებულია: 2017-02-20 20:40:00
ცხოველთა მონიტორინგის თბილისის სააგენტო კრიტიკის ობიექტი ხდება. პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისმის. მესამე სექტორის წარმომადგენლები სააგენტოს არაეფექტურ საქმიანობაზე, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და ხელმძღვანელების მაღალ ხელფასებზე საუბრობენ. ბრალდებების ადრესატი კრიტიკას სტატისტიკური მონაცემებით პასუხობს. 
წაკითხვა
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, შესაძლოა, წელს ამოქმედდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 20:30:00
ერთწლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი ცნობილ კანონპროექტს უბრუნდება. მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, შესაძლოა, წელს ამოქმედდეს. კანონში შესატანი ცვლილებებით თუ დაგროვილი ჯარიმების გამო ქულები ამოიწურება, მძღოლს მართვის მოწმობის ასაღებად ხელახალი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, თუმცა, შესაძლოა, პროექტის ეს პუნქტი შეიცვალოს. დეპუტატები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდის ნაცვლად მართვის უფლების დროებით ჩამორთმევის წესს სთავაზობენ. მომზადებული კანონპროექტი უკონტაქტო პატრულს და ცალკეულ დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასაც გულისხმობს.      
წაკითხვა
მილიონერი დეპუტატები - როგორია პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაცია
განახლებულია: 2017-02-20 20:18:00
მილიონერი დეპუტატების სია: არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პარლამენტის 41 წევრის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება მილიონს აჭარბებს. მმართველ პარტიასთან ერთად იგულისხმება ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატიც. ცალკეა მოცემული ექვსი მილიონერი მინისტრის ჩამონათვალიც. მონაცემები მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა” ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოაქვეყნა. იკვეთება თუ არა დოკუმენტების შევსების დროს დარღვევები და აქვს თუ არა ადგილი ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას: მომავალში ამ კითხვებზე პასუხებს საჯარო სამსახურის ბიურო გასცემს, რომელიც დეკლარაციების მონიტორინგს იწყებს. საჯარო მოხელეების ახალი ვალდებულებებით და მოსალოდნელი სანქციებით ქეთევან ბერაია დაინტერსდა.
წაკითხვა
„ენგურჰესი” დროებით გაჩერებულია - ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს და რუსეთის ელექტროსისტემებიდან მომარაგდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 20:13:00
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს და რუსეთის ელექტროსისტემებიდან მომარაგდება. მოკვლევითი სამუშაოების გამო „ენგურჰესი” დროებით გაჩერებულია. დღეს, „მოამბე” შეეცადა გაერკვია, რა თანხის დახარჯვა მოუწევს ენერგეტიკის სამინისტროს რეგიონისთვის ელექტროენერგიის შესაძენად. საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, თანხა დაახლოებით ექვს მილიონახევარ ლარს შეადგენს. რაც შეეხება მომწოდებლებს, როგორც ირკვევა, საქართველო დენს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყიდის.
წაკითხვა
„აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“ - საქართველოში დაბრუნებული პატრიარქი ე.წ ციანიდის საქმეზე საუბრობს
განახლებულია: 2017-02-20 20:09:00
„აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“,-ეს ბერლინიდან დაბრუნებული პატრიარქის სიტყვებია.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქს მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. უწმინდესმა და უნეტარესმა ბერლინის კლინიკა ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ დატოვა. ექიმების შეფასებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  აეროპორტიდან ილია მეორე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრა.ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ სამებიდან პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
ე.წ ციანიდის საქმე - პროკურატურის მოწმეები გასაიდუმლოებული საქმის დეტალებს ასაჯაროებენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 20:00:00
18-დღიანი მკურნალობის და ოპერაციის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოშია. ახლა საზოგადოება საპატრიარქოს განცხადებას ელის დაკავებული დეკანოზის საქმეზე, რომელიც მეორე კვირაა, ინტერპრეტაციების საგანია. მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებულ ბრალს ახალი ადვოკატი აზუსტებს და ამბობს, რომ ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.გასაიდუმლოებული საქმის დეტალებს ასაჯაროებენ პროკურატურის მოწმეებიც. როგორც ირკვევა, ფარული ჩანაწერების გარდა, საქმეში წერილობითი დოკუმენტიც დევს. ფიგურირებენ თუ არა ჩანაწერში სხვა სასულიერო პირებიც და რატომ გავრცელდა პატრიარქის მიმართვის არასრული ვერსია: სალომე ქოქიაშვილი ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის. 
წაკითხვა

უახლესი