საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ათენის მიმართულებით ისტორიული ავიარეისი შესრულდა
განახლებულია: 2017-03-28 07:18:00
ისტორიული რეისი, ნომრით - A9 1703 ათენის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  07:00 საათზე შესრულდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ათენში გაეგმგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. ათენის შემდეგ, დელეგაციის წევრები, დღესვე, ბრიუსელსაც ეწვევიან. რეისის მგზავრებს შორის არიან „მოამბის“ ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი და ოპერატორი გიორგი პაჭიკაშვილი. ისტორიული რეისის მგზავრებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს და საქართველოს საზღვარიც გადაკვეთეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გახსნის კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“, რომელსაც ქა
წაკითხვა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი შესრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 05:53:00
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდა. თბილისი-ვარშავის რეისის მგზავრები შენგენის ზონაში უვიზოდ შევლენ. შემდეგი თვითმფრინავი უკვე მიუნხენის მიმართულებით გაფრინდა. 07:00 საათზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ათენში გაემგზავრება. დღეიდან, 28 მარტდიან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.  ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.
წაკითხვა
ნიკა გვარამია „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 01:34:00
„რუსთავი 2-ში“ დღეს გამართული თათბირის შემდეგ, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე. არსებული ინფორმაციით, თათბირზე განიხილეს „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის, თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირების, ასევე წილების გადანაწილების დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხები. ინფორმაციის გადასამოწმებლად, საზოგადოებრივი „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა. ნიკა გვარამიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არცერთი ზემოხსენებული საკითხი თათბირზე არ განუხილავთ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე.  ინფორმაციას, თითქოს თათბირზე „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის, თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირების საკითხები განიხილებოდა, არ ადასტურებს „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელი და „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი.შეგახსენებთ, რუსთავი 2-ში" თათბირის დანიშვნის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი. შეხვედრა 22.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენობიდან გამოსულმა თანამშრომლებმა არ დააკონკრეტეს, რა საკითხები განიხილეს თათბირზე. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ჟურნალისტებთან, მთავრობის წევრებთან ერთად ათენსა და ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:06:00
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გახსნის კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე,“ რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისს დაათვალიერებს. ათენის შემდეგ საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე,, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ც
წაკითხვა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:05:00
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა 04:55 საათზეა დაგეგმილი.ამასთან, შემდეგი რეისი ათენის მიმართულებით 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს. რაც შეეხება მესამე პირდაპირ რეისს, თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისი მიუნხენის მიმართულებით 05:35 საათზე შედგება.რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებს, როგორც აეროპორტში საზოგადოებრივს განუცხადეს, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი 05:45 საათზე შესრულდება, ასევე, ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.28 მრტდიან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.  ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - მესაზღვრეებს დაევალებათ, გაესაუბრონ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:04:00
მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი  მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ შსს-ზე მოდიოდა. "მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას, გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ პირს მაღალი ალბათობით არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც გააცნობს", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
„რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები არ აკონკრეტებენ, რას უკავშირდებოდა გვიან საღამოს ჩატარებული თათბირი
განახლებულია: 2017-03-28 00:04:00
„რუსთავი 2-ის" თანამშრომლები ტელეკომპანიის შენობას ტოვებენ. ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რას უკავშირდებოდა დღევანდელი თათბირი და რა თემები განიხილეს მასზე.ჟურნალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ეს იყო რიგითი თათბირი. შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ში" თათბირის დანიშვნის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი. შეხვედრა 22.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
წაკითხვა
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:03:00
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 23 მარტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს. „როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებზე და, როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი. მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, რათა მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი,“ - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. „მინდა, ჩვენმა ყველა მოქალაქემ იცოდეს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ  მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ. მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წაკითხვა
რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობის წესებში
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:02:00
შემდეგი გაჩერება ევროპა - რომელიც 28 მარტიდან საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხსნის. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი ხდება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 სახელმწიფოს და ოთხ არაწევრ ქვეყანას. ამავე დღეიდან უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი ხდება შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაშიც. რა იცვლება მოგზაურობის წესებში - პირველ რიგში მოგზაურობისთვის მზადების პროცედურები და ხანგრძლივობა. 28 მარტიდან აღარ არის საჭირო ერთი თვით ადრე საელჩოში გასაუბრების დანიშვნა, აღარც სავიზო აპლიკაციის შევსება, საელჩოსა თუ სავიზო ცენტრში სულ მცირე ორი ვიზიტი რიგში დგომით. უქმდება სავიზო მოსაკრებელიც - 35 ევროც, რომელიც, კურსის ცვლილებასთან ერთად, ეროვნულ ვალუტაში ხშირად 100 ლარს უტოლდებოდა. ახლა მოგზაურობისთვის მომზადება გაცილებით მარტივია - სასურველი მიმართულებით ბილეთის შეძენის შემდეგ მხოლოდ აეროპორტში მისვლაა საჭირო. მთავრი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტია. პასპორტთან ერთად, მესაზღვრეს სამშობლოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოთ. ასეთი შეიძლება იყო ამონაწერი ბანკიდან ან ნაღდი ფული - მოგზაურობის ერთ დღეზე საშუალოდ 50 ევრო. თუმცა, უვიზო მიმოსვლა უსაზღვრო ევროპას არ ნიშნავს - ვიზალიბერალიზაცია სხვადასხვა მიზნით მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს და 6 თვის განმავლობაში, ცალ-ცალკე ან ერთად,შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენის საშუალებას იძლევა. რაც აქედანვე გამორიცხავს ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრების, მუშაობის და ხანგრძლივი სწავლის უფლებას. წესები მარტივია, თუმცა არსებობს რამდენიმე შეკითხვა და პასუხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, მაგალითად: რა შემთხვევში შეიძლება არ შეგვიშვან ევროკავშირის ქვეყნებში? პასუხი - თუკი მესაზღვრეს აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, ან თუ ამ ადამიანს აქვს მოხდილი სასჯელი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.კითხვა - რა მოხდება, თუ დავარღვევთ უვიზო რეჟიმს?პასუხი - შესაძლებელია, რომ ჩვენ აგვეკრძალოს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლა 5 წლის ვადით და შესაძლებელია 3000 ევროიანი ჯარიმაც დაგვეკისროს.კითხვა - ვიზალიბერალიზაციამდე
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობა უკვე ძალაშია
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 00:01:00
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას დღეიდან, 28 მარტიდან ვიზის გარეშე შეძლებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, აგრეთვე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია).საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ნათესავების ან/და ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვ.შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ ამ ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ 3,000 ევრომდე ოდენობით ჯარიმის გადახდა.
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე მივიდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 22:47:00
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდნენ. საქართველოს პრემიერი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კიევიდან, სადაც სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა. ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი კონცერტი ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. 
წაკითხვა
„რუსთავი 2-ში“ თათბირი დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 21:56:00
„რუსთავი 2-ში“ ამ წუთებში თათბირი იწყება. როგორც საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანიაში თათბირი 22.00 საათისთვის დაინიშნა. ტელეკომპანიის შენობაში უკვე შედიან თანამშრომლები, რომელთა თქმით, მათ თათბირის დანიშვნის შესახებ შეატყობინეს და მასზე დასასწრებად მივიდნენ, თუმცა ვინ ჩაატარებს თათბირს და რა თემებს განიხილავენ შეხვედრაზე, ეს თანამშრომლების განცხადებით, მათთვის უცნობია. ადგილზე მუშაობს „მოამბის“ ჯგუფი, რომელიც დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. 
წაკითხვა
რას ფიქრობენ ახალგაზრდები უვიზო რეჟიმზე - ქუჩის გამოკითხვა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:50:00
უვიზო რეჟიმი ევროპასთან დღეს ღამის 12 საათზე ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. პირველი მგზავრები საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სტუდენტები იქნებიან. ქუჩის გამოკითხვაში ახალგაზრდები ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას აფასებენ. ისინი საუბრობენ იმ ცდუნებაზეც, რასაც ევროპაში დარჩენა ჰქვია, თუმცა ყველა მათგანისთვის ეს პოზიტიური მოვლენაა. ისინი იმედოვნებენ, რომ უვიზო რეჟიმი მოგზაურობასა და მოკლევადიან სასწავლო კურსებში მონაწილეობასაც გაუადვილებთ. 
წაკითხვა
ბაღდათში „წითელ ნუსხაში" შეტანილი არჩვი მოკლეს 
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 14:26:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია.მათივე ინფორმაციით, მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება. 
წაკითხვა
საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 12:44:00
საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი 25 ბენეფიციარზეა გათვლილი, მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს შეეძლება.დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები. ცენტრში მომსახურება ხდება მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოში იაპონიის ელჩი დაესწრო.ამასთან, გახსნის ცერემონიაზე შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.
წაკითხვა
რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობის წესებში
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 11:20:00
შემდეგი გაჩერება ევროპა - რომელიც 28 მარტიდან საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხსნის. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი ხდება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 სახელმწიფოს და ოთხ არაწევრ ქვეყანას. ამავე დღიდან უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი ხდება შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაშიც. რა იცვლება მოგზაურობის წესებში - პირველ რიგში მოგზაურობისთვის მზადების პროცედურები და ხანგრძლივობა. 28 მარტიდან აღარ არის საჭირო ერთი თვით ადრე საელჩოში გასაუბრების დანიშვნა, აღარც სავიზო აპლიკაციის შევსება, საელჩოსა თუ სავიზო ცენტრში სულ მცირე ორი ვიზიტი რიგში დგომით. უქმდება სავიზო მოსაკრებელიც - 35 ევროც, რომელიც, კურსის ცვლილებასთან ერთად, ეროვნულ ვალუტაში ხშირად 100 ლარს უტოლდებოდა. ახლა მოგზაურობისთვის მომზადება გაცილებით მარტივია - სასურველი მიმართულებით ბილეთის შეძენის შემდეგ მხოლოდ აეროპორტში მისვლაა საჭირო. მთავრი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტია. პასპორტთან ერთად, მესაზღვრეს სამშობლოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოთ. ასეთი შეიძლება იყო ამონაწერი ბანკიდან ან ნაღდი ფული - მოგზაურობის ერთ დღეზე საშუალოდ 50 ევრო. თუმცა, უვიზო მიმოსვლა უსაზღვრო ევროპას არ ნიშნავს - ვიზალიბერალიზაცია სხვადასხვა მიზნით მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს და 6 თვის განმავლობაში, ცალ-ცალკე ან ერთად,შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენის საშუალებას იძლევა. რაც აქედანვე გამორიცხავს ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრების, მუშაობის და ხანგრძლივი სწავლის უფლებას. წესები მარტივია, თუმცა არსებობს რამდენიმე შეკითხვა და პასუხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, მაგალითად: რა შემთხვევში შეიძლება არ შეგვიშვან ევროკავშირის ქვეყნებში? პასუხი - თუკი მესაზღვრეს აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, ან თუ ამ ადამიანს აქვს მოხდილი სასჯელი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.კითხვა - რა მოხდება, თუ დავარღვევთ უვიზო რეჟიმს?
წაკითხვა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 11:10:00
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა 04:55 საათზეა დაგეგმილი.ამასთან, შემდეგი რეისი ათენის მიმართულებით 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს. რაც შეეხება მესამე პირდაპირ რეისს, თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისი მიუნხენის მიმართულებით 05:35 საათზე შედგება.რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებს, როგორც აეროპორტში საზოგადოებრივს განუცხადეს, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი 05:45 საათზე შესრულდება, ასევე, ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.  ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ. 
წაკითხვა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს და დამსახურებულს უწოდებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 00:40:00
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება და მას დამსახურებულს უწოდებს. მიროსლავ ლაიჩეკი ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და ამბობს, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდა.„28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას 90 დღის განმავლობაში. მშვენიერია! ეს ნამდვილად დაიმსახურეს და დიდხანს ელოდნენ“, - წერს მიროსლავ ლაიჩეკი.
წაკითხვა
როგორ წავიდეთ უცხოეთში სასწავლებლად - ქართველი სტუდენტების რჩევები და გზამკვლევი
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 19:03:00
წაკითხვა
ვარაზისხევში გამართული აქციის მონაწილეები ადგილზე არსებული ქვაფენილის ასფალტით შეცვლას ითხოვენ
განახლებულია: 2017-03-26 16:23:00
ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით - „დავიხრჩვით“ იმართება.თბილისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიას მიმართავენ, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს, რადგან, მათი მტკიცებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით მტვერს და ხმაურს უჩივიან.აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს,რომ დედაქალაქის მთავრობას ოფიციალური განცხადებით ათი დღის წინ მიმართეს, რეაგირებას კი დღემდე ელოდებიან.მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები სამომავლოდ, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
წაკითხვა

უახლესი