საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ადგილი, სადაც ადამიანების ისტორია იყიდება - მშრალი ხიდის სველი ემოციები
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 01:11:00
ისტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იწყება. 1849-51 წლებში აშენებული ხიდი დღეს თბილისური ცხოვრების მთავარი ატრიბუტია. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ხიდი ადამიანების თავშესაფარი გახდებოდა.  თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა. მშრალი ხიდი მხოლოდ სახელწოდებით, ისე ის ცოცხალი ადამიანების სველ ისტორიებს ინახავს. ძველი ხიდი, ანტიკვარული ნივთების ადგილსამყოფელად იქცა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად მშრალ ხიდზე გავიდნენ და პირადი ნივთები გაიტანეს. მალე პირადი ნივთებიც ამოიწურა და გამყიდველებმა ნივთების ჩაბარება დაიწყეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.ხიდი დღის განმავლობაში ცოცხალ გამოფენას ემსგავსება. თითქოს, ადამიანების ჯგუფმა ერთხმად გადაწყვიტა სარეცხი გაეფინა. მეზობლები კი სარეცხის სისუფთავეს ამოწმებენ და თუ მოეწონათ, შეიძლება წაიღონ კიდეც. პასუხები მსგავსია - "ცხოვრებამ მომიყვანა, თავიდან პირად ნივთებს ვყიდდი, შემდეგ შემოვრჩი და დღემდე ამ ხიდის ნაწილი ვარ". აქედან წასვლაზე უფიქრიათ, თუმცა გზა რომისკენ არ მიდიოდა. შესაბამისად, ისევ თბილისის შუაგულში დარჩენა ამჯობინეს. ​რეალურად გამყიდველები მშრალი ხიდიდან ადამიანების პირად ისტორიას ჰყიდიან. ჩაბარებული ნივთი ხომ მისი პატრონის ცხოვრების მატარებელია. თუმცა, ის მოძველდა და თანამოძმეებთან ერთად მშრალ ხიდზე აღმოჩნდა. ახლა დღისით ქუჩაში დგომა და სიკეკლუცე უწევს. იქნებ, როგორმე ახალი პატრონი იშოვოს და სხვა ადამიანების ისტორიის ნაწილი გახდეს. &l
წაკითხვა
წყნეთი-ბეთანიის და წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი შესაძლოა წლის ბოლოს გაიხსნას
განახლებულია: 2017-04-26 20:57:00
13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული გზა შესაძლოა წლის ბოლოს გაიხსნას. წყნეთი-ბეთანიის და წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. გეოლოგების მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და მათი უცხოელი კოლეგები მუშაობენ. ორი წლის წინ ჩამოწოლილი მეწყერის და გზის დაზიანების მასშტაბებიდან გამომდინარე, ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად იქნება ახალი გზა სტიქიური პროცესების დროს დაცული - სალომე სონიშვილი დეტალებით.   
წაკითხვა
არასამთავრობო სექტორი მთავრობას თამბაქოს რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებას სთხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 20:53:00
არასამთავრობო სექტორი მთავრობას თამბაქოს რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებას სთხოვს. სპეციალისტების მოთხოვნაა, კიდევ უფრო გაიზარდოს მანძილი სასწავლო დაწესებულებასა და იმ ადგილს შორის, სადაც თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ნებადართულია. დღეს მოქმედი კანონით, აკრძალვა 50 მეტრის რადიუსზე ვრცელდება, რასაც მეწარმეების ნაწილი არ ეთანხმება. ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი იჩივლა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.        
წაკითხვა
ახალი გადაცემების შესარჩევად საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - საკონსკურსო კომისია 153 განცხადის შესწავლას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 20:44:00
ახალი გადაცემების შესარჩევად საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. 3 აპრილის შემდეგ შემოსულია 153 განაცხადი, რომლებიც ახლა 12-კაციანმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეაფასოს. მონაწილეებს შორის მაუწყებლის თანამშრომლებიც არიან. სამ ეტაპად დაყოფილი კონკურსის საბოლოო შედეგები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. შერჩეული პროექტები მაუწყებლის ეთერში ახალი სეზონიდან ჩაეშვება. 
წაკითხვა
ქართველი ემიგრანტების შესახებ მომზადებული სტრატეგიის პრეზენტაცია ბერლინში - რას ითვალისწინებს პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 20:38:00
ბერლინში ქართველი ემიგრანტების შესახებ მომზადებული სტრატეგიის პრეზენტაციაც მოეწყო. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც უცხო ქვეყნებში მოქმედი ქართული დიასპორების დახმარებას გულისხმობს. იგულისხმება იურიუდიული კონსულტაცების გამართვა და სამედიცინო დახმარებაც. არ არის გამორიცხული, რომ სტრატეგის ერთი ნაწილი არალეგალურად მცხოვრებ ქართველებსაც დაეთმოს. დღეს ცნობილი ხდება, რომ 2016 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა მკვეთრად არის შემცირებული.
წაკითხვა
მოსამართლეების დაცვა თუ სიტყვის თავისუფების შეზღუდვა - იუსტიციის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება
განახლებულია: 2017-04-26 20:05:00
მოსამართლის მწვავე კრიტიკა შესაძლოა დასჯადი გახდეს. ევა გოცირიძის ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მხარდაჭერილია. იდეის ავტორი ითხოვს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დასაშვები კრიტიკა და მოსამართლის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, ასევე განცხადებები, რომლებიც მუქარას და სასამართლო გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის ნიშნებს შეიცავს. ინიციატივის მთავარი ადრესატები მედიის წარმომადგენლები არიან.დღეს მხარდაჭერილ ტექსტში ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებებიცაა მოყვანილი, რომლებიც, იუსტიციის საბჭოს აზრით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. კომენტარები გახმაურებული საქმეების მოსამართლეების მისამართითაა გაკეთებული. ჯერ უცნობია, დასჯის რა ფორმაზე შეთანხმდებიან რეგულაციების დაწესების მომხრეები. ინიციატივის კანონპროექტად ქცევამდე იუსტიციის საბჭო საჯარო დისკუსიების დაწყებას გეგმავს. თუმცა მესამე სექტორის ნეგატიური პოზიცია წინასწარ უკვე ცნობილია. კითხვები აქვთ მმართველ გუნდშიც.მოსამართლის დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - სად გაივლის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის -გიორგი კობერიძე დეტალებით, 
წაკითხვა
სოფელ წყალწმინდასთან თევზით გარევაჭრობა აიკრძალება - როგორია მოსახლეობის პოზიცია
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 18:38:00
გურიაში , სოფელ წყალწმინდასთან თევზით გარევაჭრობა აიკრძალება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მოვაჭრეებისთვის ახალი ალტერნატიული ადგილი უკვე მოძებნილია, თუმცა მოქალაქეები სიახლეს ნეგატიურად ხვდებიან. თეა აბსარიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
შევა თუ არა ცვლილებები დისკრიმინაციის შესახებ მიღებულ კანონში
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 18:35:00
შევა თუ არა ცვლილებები დისკრიმინაციის შესახებ მიღებულ კანონში. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც საკანონმდებლო ნორმაში, ისე მისი აღსრულების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. დაზუსტებების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ მმართველ გუნდში თუმცა კონკრეტიკისგან დეპუტატები თავს იკავებენ.  
წაკითხვა
მაღლაფერიძე - ასეთ აქტიურობას არ ველოდი, ეს სიურპრიზი აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, არამედ ტელევიზიის თანამშრომლებისთვის
განახლებულია: 2017-04-26 18:27:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. აღნიშნულ საკითხზე „მოამბის“ სტუდიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა.კონკურსის ფარგლებში მაუწყებელში 153 განაცხადი შევიდა. როგორც  ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა.„ასეთ აქტიურობას არ ველოდი, ეს სიურპრიზი აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, არამედ ტელევიზიის თანამშრომლებისთვის, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ნიშნავს მაღალ კონკურენციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელში დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი. მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც ამ კომისიას ენდნენ და განაცხადები შემოიტანეს. კომისია გადაწყვეტილებას  მიიღებს მხოლოდ ხარისხით, მხოლოდ საზოგადოების და ტელევიზიის ინტერესებიდან გამომდინარე, არავითარი სხვა ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობენ სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებიც“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.რაც შეეხება კონკურსის მიმართულებებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კონკურსი ხუთი მიმართულებით იყო გამოცხადებული.მისივე თქმით, სამეტაპიანი კონკურსის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რომელი გადაცემები გავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.  „ყველა გადაცემა უნდა იყოს საინტერესო, ყურებადი და შეუწყოს ხელი  ახალგაზრდებს, ბავშვებს ცოდნისა და შემეცნების გაღრმავებაში. აქ იგულისხმება გართობა, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საქმიანობასთან და ამას ენიჭება პრიორიტეტი“, - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.მისივე თქმით, კონკურსში საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიურის წევრები მიიღებენ და გადაცემები, რომლებიც მათ მოწონებას დაიმსახურებს, ახალი სეზონიდან ეთერში გავა.„ფორმალურობა ითვალისწინებს, რომ დირექტორს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. აღმასრულებელმა საბჭომ კი გადაწყვეტილება მიიღო, მოვიწვიეთ კომისია, რომლის 8 წევრი ტელევიზიის თანამშრომელია - რეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები და ამ დარგის სპეციალისტები, რომლებიც არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები, ასევე მოვიწვიეთ ოთხი ადამიანი.  ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ჩვენ უნდა ვენდოთ. ისინი გამოიტანენ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ის, რაც იქნება საინტერესო, იქნება საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“, - განაცხადა ვასილ
წაკითხვა
გახდება თუ არა მოსამართლის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეფითეტები დასჯადი - შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე
განახლებულია: 2017-04-26 18:06:00
გახდება თუ არა მედიით მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეფითეტები დასჯადი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ევა გოცირიძის წინადადებას მხარი დაუჭირა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომლის მიზანიც მოსამართლეთა შეურაცხყოფის აკრძალვაა. ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიაეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სახალხო დამცველის აპარატს ეგზავნება.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა კრიტიკა დასაშვებია, შეურაცხყოფა კი უნდა აიკრძალოს. ევა გოცირიძის ინიციატივა სასამართლო პროცესების გაშუქების გარკვეულ მიმართულებებსაც ეხება. როგორი გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას - გიორგი კობერიძე დეტალებით.
წაკითხვა
სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს
განახლებულია: 2017-04-26 16:44:00
განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის -  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - კონკურსის გამარჯვებულებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი და  განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე შეხვდნენ და პროგრამის მსვლელობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. განათლების საერთაშორისო ცენტრს "კამპუს ფრანსსა" და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გამოცხადებულ სასტიპენდიო  კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.
წაკითხვა
ბათუმში „ბიზნესოლიმპიადის“ სუპერფინალი გაიმართა
განახლებულია: 2017-04-26 16:41:00
ბათუმში „ბიზნესოლიმპიადის“ სუპერფინალი გაიმართა. საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსი საქართველოს ბიზნესის აკადემიისა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ანალოგიური პროექტი წარმატებით განხორციელდა თბილისში, რის შემდეგაც ოლიმპიადის ჩატარება რეგიონებშიც დაიგეგმა. ოლიმპიადა შემოსავლების სამსახურისა და აჭარის განთლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
წაკითხვა
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 16:38:00
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე  სამუშაოები 47 მისამართზე მიმდინარეობს. გურამიშვილის გამზირის #48-50 -ში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
წაკითხვა
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე - კონფერენცია თბილისში
განახლებულია: 2017-04-26 16:37:00
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის და ,,საქპატენტის” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა .კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, აუცილებელია საზოგადოება ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმების თაობაზე, რაც მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება. 
წაკითხვა
საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობა - შეხვედრა ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრთან
განახლებულია: 2017-04-26 16:34:00
რა შეიძლება გაკეთდეს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობისთვის. საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიგრაციის პოლიტიკის მინისტრ იოანის მუზალასს შეხვდა. იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბერძნული მხარე ამ საკითხებზე კომუნიკაციისთვის კონკრეტულ პირს გამოყოფს. ელჩის განცხადებით, ისინი შეისწავლიან ყველა შესაძლებლობას, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და ამის შესახებ ემიგრანტებს ინფორმაციას მიაწვდიან. ფოკუსირება მოხდება იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. “მესამე ქვეყნების” მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. გარდა ამისა, დაიწყება მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებზე საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების შესაძლებლობის მისაცემად, პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები განისაზღვრა.
წაკითხვა
მედიათავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 27,76 ქულით 64-ე ადგილზეა
განახლებულია: 2017-04-26 16:32:00
27,76 ქულით საქართველო მედიათავისუფლების მიმართულებით 64-ე ადგილზეა. საერთო შეფასებით ქვეყანა “შესამჩნევი პრობლემების” კატეგორიაშია, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  2017 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი გამოიკვლია, სადაც საქართველომ წინა წლის შედეგი გაიმეორა და 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესებული მედიაგარემოს მიუხედავად, საქართველოში კვლავ საფრთხედ რჩება მედიის პოლარიზება და სარედაქციო საქმიანობაზე გავლენების ფაქტი. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ძირითადი სატელევიზიო არხების ფლობასთან დაკავშირებული დავა მედიაპლურალიზმის მომავლს საფრთხეს უქმნის. ანგარიშში ნახსენებია „რუსთავი 2-ის“ საქმე, რომლის სამომავლო განვითარებაც, ავტორების თქმით, ქვეყნისთვის  „ტესტი იქნება “. ანგარიშში მკვლევარები მედიათავისუფლების მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით, საფრთხის შემცველ სიგნალებზე მიუთითებენ, საუბარია სახიფათო ტენდენციებსა და პროპაგანდის ზრდაზე.
წაკითხვა
26 მსჯავრდებულის საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 13:46:00
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს პირველ ეტაპზე კი, მიკრო ბიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინმაღაზიის online.moc.gov.ge-ის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება. მიკრო ბიზნესის სტატუსი მათთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს და საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ინიციატივა ხელს უწყობს მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პეროდში  ჰქონდეთ შემოსავალი და ასევე, გათავისუფლების შემდეგაც გამოიყენონ პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა და განაგრძონ იგივე საქმიანობა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით,  2016 წელს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პატიმრებს საშუალება მიეცათ ნივთები, რომელსაც ამზადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში ონლაინმაღაზიის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდონ და მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ მსჯავრდებულების საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება. სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს თავის ბენეფიციარებს პატიმრობის პერიოდში ჰქონდეთ გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ციბაძემ.  შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით  მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ. „შემოსავლების სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების საქმიანობისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს.   ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს არ
წაკითხვა
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 13:22:00
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვია, რის გამოც ხეს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი შენობის ნაწილსაც მოედო, თუმცა ხანძარი მასშტაბური არ არის და ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებს არ გასჭირვებიათ.  ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაცაა მობილიზებული.
წაკითხვა
შემოსავლების სამსახურმა 10 წლის იუბილე მთაწმინდის პარკში აღინიშნა
განახლებულია: 2017-04-26 12:41:00
შემოსავლების სამსახური 10 წლისაა. საიუბილეო საზეიმო ღონისძიება მთაწმინდის პარკში აღინიშნა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მათ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილეს, რომლებიც შემოსავლების სამახურში გატარდა. ღონისძიების ბოლოს პრემიერ-მინისტრმა შემოსავლების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დააჯილდოვა.
წაკითხვა
საია - სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება
განახლებულია: 2017-04-26 12:24:00
სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. საია-ს ცნობით, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პარლამენტში - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა. „წარმოდგენილი განცხადების მიზანს არ წარმოდგენს ახალი კანონის პროექტის სრული და საფუძვლიანი შეფასება, თუმცა გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ საკითხზე, რომელიც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტში მისი ასახვა „პანორამა თბილისის“ პროექტს უნდა უკავშირდებოდეს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. საია-ს ინფორმაციით, ახალ კანონპროექტში კანონის დღეს მოქმედი რედაქციიდან მცირედი ცვლილებით პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. გარდა ამისა, მათი თქმით, დამატებულია კიდევ ერთი ერთი პუნქტი. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ჩამოთვლილია ყველა ის საფუძველი რა დროსაც, საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონის ახალ რედაქციაში, მცირედი ცვლილებით პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. ორგანიზაციის განმარტებით, კანონის განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული, თუ რით არის განპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს საკუთრების ჩამორთმევის დაკანონება. ორგანიზაცია ასევე ასახელებს იმ გარემოებას, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. სოლოლაკის მაღლობი სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. „მიუხედავად იმის, რომ კანონპროექტს მოცულობითი განმარტ
წაკითხვა

უახლესი