საზოგადოებრივი
104.5 FM
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სვავის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 17:21:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სვავის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, "საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა. ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.
წაკითხვა
ბათუმში, ახალი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა [ფოტოები]
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 11:43:00
ბათუმში, ახალი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,7 მილიონი ლარია.უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება.შპს „სტადიონის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს, 16.30 საათზე დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში უნდა ააშენოს. შესაბამისად, ბათუმში ახალი სტადიონი, სავარაუდოდ, 2021 წლამდე გაიხსნება.შეგახსენებთ, რომ მშენებლობის ვადები სხვადასხვა მიზეზთა გამო უკვე არაერთხელ შეიცვალა.იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია. 
წაკითხვა
დმანისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი ავარიაში მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 09:08:00
დმანისის 33-ე საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი ავარიაში მოყვა. როგორც პირველ არხთან საუბრისას დმანისის 24-ე საოლქო კომიიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა განაცხადა, მდივანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას თავი აქვს გატეხილი.„ავარიაში მოყვა მდივანი, თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. უბანზე აირჩიეს უკვე ახალი მდივანი და ჩვეულებრივად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი“ - განაცხადა ლონგინოზ ყულიაშვილმა.
წაკითხვა
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ - რა ტენდენციები გამოიკვეთა ანგარიშში
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 16:14:00
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წინასაარჩევნო  გარემოს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სოციალურ ქსელებში აგიტაცია და მედიაგარემოს შეფასება, -რა ტენდენციები გამოიკვეთა საანგარიშო დოკუმენტში - ანა ბროლაძის ჩართვა.
წაკითხვა
არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:34:00
არჩევნების დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდება.სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის თქმით საარჩევნო უბანზე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.ცხელი ხაზი 21 ოქტომბერს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ცხელი ხაზის ნომერია 240 10 10 .
წაკითხვა
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
განახლებულია: 2017-10-20 18:28:00
ხმაურით ჩაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრამ.საბჭომ 38 კანდიდატიდან მხარი 34-ს დაუჭირა და ისინი თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნენ.კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო საბჭოს წევრების ხმაურიანი ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ვითარება არც კენჭისყრის შემდეგ განიმუხტა.მარიამ ქურდიანი დეტალებით.
წაკითხვა
ყიზილაჯლოში მომხდარ სისხლიან თავდასხმას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:07:00
ყიზილაჯლოში მომხდარი სისხლიანი თავდასხმა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქართული ოცნების წევრების დაჭრას ეხმაურება არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსი.  
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება დააკვირდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 11:55:00
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება IUSY დააკვირდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დღეს საკუთარი გეგმის პრეზენტაცია გამართა. საარჩევნო პროცესს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის რვა წარმომადგენელი დააკვირდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ესენი იქნებიან მობილური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ივლიან და პროცესს მონიტორინგს ადგილზე გაუწევენ. არჩევნების შემდეგ დაგეგმილია პრესკენფორენცია, სადაც ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. ასევე, დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო ორგანიზაციის შესახებაც. ორგანიზაცია IUSY - დაფუძნებულია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში 1907 წელს. ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია. იგი შედგება 136 წევრი ორგანიზაციისგან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
წაკითხვა
"რანინას" კასტინგი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 21:01:00
პირველი არხის საბავშვო მუსიკალური მეგაშოუს "რანინას" კასტინგი გრძელდება. 23 ოქტომბერს, 8-დან 13 წლამდე ბავშვებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ გახდნენ საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო მუსიკალური კონკურსის მონაწილეები. პროექტის გამარჯვებული საქართველოს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. კასტინგი 12 საათზე დაიწყება და 5 საათამდე გაგრძელდება.  
წაკითხვა
„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, 22 ოქტომბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მოძრაობა აიკრძალება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 07:32:00
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22  ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე,  დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 08:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის  ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს ავლაბრის მოედნის მიმართულიებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანები კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებენ რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ.უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშ
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები: ყიზილაჯლოს ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 16:11:00
სოფელ ყიზილაჯლოში მომხარი ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს - ასეთია გუშინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. მესამე სექტორი სამართალდამცავ უწყებებს ფაქტის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ყველას, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება აკეთებს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია და ეს ყველაფერი არ გამოიყენონ პოლიტიკური მოტივებისთვის.
წაკითხვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ანგარიშს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:05:00
საერთაშორისო გამჭვირვალობა ანგარიშს აქვეყნებს. თუმცა დოკუმენტის პრეზენტაციამდე, ორგანიზაციაში ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შემთხვევას გამოეხმაურნენ და მისის დროული გამოძიება მოითხოვეს.რაც შეეხება კვლევას,  საუბარია პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:29:00
ხმაურიანი სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია. პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ნინო გვენატაძეს აინტერესებს, რა ბედი ეწევათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც დღეს საბჭომ უვადოდ არ განამწესა, თუმცა მათ მალე სამოსამართლო ვადა ამოეწურებათ. კენჭისყრის დაწყებას წინ რამდენიმესაათიანი თათბირი ჩატარდა, სადაც ურთიერთბრალდებები ისმოდა. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, უვადო მოსამართლეების არჩევის პროცესში მის მიერ ერთ-ერთი კანდიდატისთვის დაწერილი ქულა საჯარო გახდა. 
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:07:00
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო დღეს კენჭს უყრის. გადაწყვეტილებას 38 კანდიდატის თაობაზე იქნება მიღებული. კენჭისყრა ფარულ რეჟიმში გაიმართება, იმისათვის რომ მოსამართლე უვადოდ დაინიშნოს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების 2/3 უნდა დაუჭიროს მხარი.მარიამ ქურდიანი დეტალებით.
წაკითხვა
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
განახლებულია: 2017-10-21 08:29:00
საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე საარჩევნო უბანზე მივიდეს და საკუთარი არჩევანი გამოხატოს.
წაკითხვა
როგორ უნდა მისცეთ ხმა არჩევნებზე - საარჩევნო პროცედურები „მოამბეში“
განახლებულია: 2017-10-21 08:26:00
როგორ უნდა მისცეთ ხმა არჩევნებზე – მიშა ფეიქრიშვილი გაგაცნობთ ყველა დეტალს საარჩევნო პროცედურების და იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ. 
წაკითხვა