საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რა არის საჭირო ელექტრონული რეცეპტის მისაღებად
გამოქვეყნებულია: 2017-01-22 16:18:00
რა არის საჭირო ელექტრონული რეცეპტის მისაღებად? რა უპირატესობები აქვს მას და როდის ამოქმედდება პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით? თბილისისა და დიდი ქალაქების შემდეგ პროგრამის დანერგვა რეგიონებშიც იწყება. რეცეპტს ექიმი ელექტრონულად გასცემს, მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტს მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა სჭირდება. სააფთიაქო ქსელების დიდი ნაწილი სისტემაში უკვე ჩართულია. 
წაკითხვა
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 21:44:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 21:31:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის (კმ138–კმ193) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ადგილზე მობილიზიებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
წაკითხვა
რა პრობლემებია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არაქართულენოვან სკოლებში
განახლებულია: 2017-01-21 20:28:00
პედაგოგთა კვალიფიკაცია, ენის შესწავლის არასაკმარისი დრო და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - პრობლემები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არაქართულენოვან სკოლებში. სოფელ დუზაგრამასა და კალინინოში ქართულ ენაზე დღეში მხოლოდ ერთი საათით სწავლობენ. საჯარო სკოლის მოსწავლეების ძირითადი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. პრობლემას განათლების მინისტრი ეხმაურება. მარიამ მენაბდე დეტალებით.
წაკითხვა
კახეთის საინფორმაციო ცენტრი: ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ მილიონ 130 ათასი დოლარის ქონება შეიძინა
განახლებულია: 2017-01-21 20:17:00
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ მილიონ 130 ათასი დოლარის ქონება შეიძინა, - სტატიას კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს. ფარცხალაძემ თანამდებობა 2014 წელს დატოვა, 2015-2016 წლებში კი, ინტერნეტგამოცემის ცნობით, ყოფილმა პროკურორმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. შეძენილი ქონების ნუსხაშია უძრავი ქონების კომპანიის 100 % წილიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხის გამოძიება უნდა მოხდეს. ფარცხალაძეს არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. საპარლამენტი უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ საქმით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ. თუმცა აცხადებენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბიზნესსაქმიანობას ეწევა და მისი ქონების ზრდაში უჩვეულო არაფერია. 
წაკითხვა
გაიმიჯნება თუ არა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენდირექტორს შორის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2017-01-21 20:15:00
გაიმიჯნება თუ არა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები - მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.აუდიენციის ფარგლებში მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. გოგა ჩართოლანის თქმით, ცვლილებების მიზანია, კანონის 30-ე მუხლის სამი პუნქტის ჩასწორება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრიც, ესწრებოდა რომელიც ცვლილებების მომხრეა. ირინა ფუტკარაძის განმარტებით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილების შესუსტებისკენ მიმართულ ნაბიჯს არ გადადგამს. საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როდის ჩაინიშნება მომდევნო სამუშაო შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია. სამუშო ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება და განსახილველ საკითხთა ჩამონათვალიც შეიძლება გაიზარდოს
წაკითხვა
მარიხუანა მოზარდის ტვინს აზიანებს - როგორ მოქმედებს ის ზრდასრულ ადამიანზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 17:51:00
თინეიჯერები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მარიხუანას, საკუთარ ტვინს ზიანს აყენებენ და უფრო მეტად არიან მიდრეკილი შიზოფრენიისკენ.ამერიკელი მკვლევრების აზრით, ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანთა იმ ჯგუფისათვის, რომელთაც ფსიქიკური პრობლემების მიმართ გენეტიკური განწყობა აქვთ. მერილენდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის, აზაფ კელერის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მარიხუანას მოხმარება ყველაზე მეტ ზიანს გარდამავალ ასაკში მყოფ თინეიჯერებს აყენებს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „ნეიროფსიქოფარმაკოლოგია“. ცდა ჩაატარეს ახალგაზრდა თაგვებზე, რომლებსაც 20 დღის განმავლობაში მარიხუანას აქტიურ ინგრედიენტს აწვდიდნენ. აღმოჩნდა, რომ ტვინის აქტივობა თანდათანობით სუსტდებოდა. კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც მარიხუანას მოხმარებას 16 წლამდე ასაკში იწყებენ, ტვინის დაზიანების მეტი რისკის ქვეშ არიან და მიდრეკილება უჩნდებათ ფსიქიკური გადახრების მიმართ. „მოზარდობის ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, რა დროსაც მარიხუანას მოხმარებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მოზარდს. ჩვენ ახლა უნდა გამოვიკვლიოთ ბიოლოგიური საფუძვლები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რამდენად რეალურია კვლევის შედეგები და აყენებს თუ არა ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ მარიხუანას პერმანენტული გამოყენება“ - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა სილვინა მულინს რავერმა, რომელიც მერილენდის მედიცინის სკოლის დოქტორობის კანდიდატია. მისი თქმით, ექსპერიმენტი ზრდასრულ ასაკში მყოფ თაგვებზეც ჩაატარეს, თუმცა მათი ქცევა და ტვინის განვითარება არ შეცვლილა. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებაზე გავლენას მხოლოდ მოზარდობის პერიოდში ახდენს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "წიგნების თარო" საჯარო ლექციების ციკლს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 16:37:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "წიგნების თარო" საჯარო ლექციების ციკლს იწყებს.  ახალი პროექტი სამ ლექციას გააერთიანებს, რომლის ფარგლებში გამოყენებული იქნება როგორც ვიზუალური და გრაფიკული მასალა, ასევე ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები. ლექციებს გადაცემის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და სცენარისტი ტორესა მოსი გაუძღვებიან. 
წაკითხვა
განათლების მინისტრის შეხვედრა ბათუმელ პედაგოგებთან
განახლებულია: 2017-01-21 16:28:00
განათლების სისტემაში 2017 წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმელ პედაგოგებთან შეხვედრისას. განათლების მინისტრი მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდა.მისი განცახდებით, სისტემაში განხორციელებული ყველა ცვლილება პედაგოგზე და მოსწავლეზე იქნება ორიენტირებული. ბათუმში მასწავლებლებთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. 
წაკითხვა
კახა კუკავა დიდუბის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 16:26:00
დიდუბის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კუკავა მოვაჭრეებს შეხვდა. მათი განცხადებით, ტერიტორიის მფლობელის მიერ დამონტაჟებულმა კარმა მთავარ ბაზრობასთან მიმავალი გზა ჩაკეტა. მოვაჭრეებმა ასევე ბაზრობაზე არსებულ რთულ ვითარებასა და ანტისანიტარიის შესახებაც ისაუბრეს. 
წაკითხვა
სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღა“ - ანა დოლიძე სახალხო დამცველს შეხვდა
განახლებულია: 2017-01-21 16:20:00
სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ანა დოლიძე სახალხო დამცველს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. პრეზიდენტის დავალებით, საპარლამენტო მდივანმა აღნიშნული რეფორმის შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მოისმინა ადვოკატთა ასოციაციისა და კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები.
წაკითხვა
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 12:46:00
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღეს დილით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
წაკითხვა
სპორტის სასახლის უკან მიმდინარე მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 12:18:00
სპორტის სასახლის უკან მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს მოსახლეობა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსი მათი საცხოვრებელი სახლიდან 3 მეტრის დაშორებით შენდება, რაც დაუშვებელია. მათივე განმარტებით, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობის მტკიცებით, მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრაც იგეგმება. 
წაკითხვა
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 09:29:00
ინტენსიური თოვის  გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც ეხება გზის სხვა მონაკვეთებს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საზოგადოებრივს აცნობეს, შეზღუდვები დაწესებული არ არის.ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისის სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინეტნსიური რეჟიმით მიმდინარეობს.
წაკითხვა
ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 19:09:00
ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან. დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მხატვრებიც უერთდებიან. 150-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. შემოსული თანხა კი მთლიანად ცნობილი მხატვრის ოპერაციას მოხმარდება. აუქციონის გახსნამდე გალერეა “გამრეკელს” თათია კუჭუხიძე ესტუმრა.
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:55:00
დიდი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა, კლუბი მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში მოეწყო.8- დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები ცენტრში ინგლისურის გაკვეთილებს დაესწრებიან, ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე და ონლაინ რესურსებზე, ასევე აუდიო და ვიდეომასალებზე. პროექტის მიხედვით, მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას ინგლისური ენის კონკურსებში. ასევე, გადამზადდებიან პედაგოგებიც. ცენტრის და კლუბის გახსნას ბრიტანეთის ელჩი და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი დაესწრნენ.
წაკითხვა
„ჩემი მკითხველი" - ქვეყნის მასშტაბით, ლიტერატურული ვიქტორინა ტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:55:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურული ვიქტორინა „ჩემი მკითხველი„ ტარდება. ვიქტორინის მიზანი სოფლის ბიბლიოთეკებისთვის მკითხველის დაბრუნებაა. დღეს სამეგრელო- ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში. გამარჯვებული კი  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
წაკითხვა
ე.წ. ფარული მიყურადების გასაღებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:52:00
ე.წ. ფარული მიყურადების გასაღებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო სექტორი მიყურადების გასაღების დამოუკიდებელი უწყებისთვის გადაცემას მოითხოვს. უმრავლესობის პოზიციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში აუცილებელია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და კომპრომისული ვარიანტის შემუშავება. 
წაკითხვა
20 იანვარს აზერბაიჯანი 27 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 16:33:00
20 იანვარს აზერბაიჯანი 27 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. გლოვის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში შეხვედრა გაიმართა.  მასში პარლამენტის წევრები, საქართველოში აზერბაიჯანის საზოგადოებისა და   ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე პარალელი გაავლეს 9 აპრილის მოვლენებთან. 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგები საბჭოთა არმიამ დაარბია. 
წაკითხვა
ვარკეთილში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 12:27:00
ვარკეთილში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ადგილზე გვიან ღამემდე 10 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 
წაკითხვა

უახლესი