საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 19:46:00
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტის გარშემო წყლის „მოკაშკაშე“ მოლეკულები დააფიქსირეს. შედეგად, ხელთ გვაქვს სტრატოსფეროს მქონე პირველი ეგზოპლანეტის მტკიცებულება.  აღმოჩენის მნიშვნელობა უზარმაზარია. შესაძლოა მან ძალიან ბევრი ცნობა მოგვაწოდოს ცხელი იუპიტერების შესახებ; ეს პლანეტები იუპიტერის მსგავს გაზის გიგანტთა საიდუმლოებით მოცული კლასია, საკმაოდ გავრცელებულია მთელ გალაქტიკაში, მაგრამ ამ დრომდე არაა აღმოჩენილი ჩვენი მზის სამეზობლოში. იუპიტერისაგან განსხვავებით, პლანეტათა ეს კლასი გავარვარებულია. სანამ სტრატოსფერული აღმოჩენის შესახებ უფრო დეტალებში შევიდოდეთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ცხელი იუპიტერები, მაგალითად დედამიწიდან 900 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეს პლანეტა WASP–121b, მხურვალე გარემოს გამო, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ არის. თუმცა, მათი ატმოსფეროს შესახებ კიდევ უფრო მეტის გარკვევა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია უცხო პლანეტათა ფიზიკური და ქიმიური პირობების გასარკვევად; ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ეს პლანეტები არც ისე უცხო აღმოჩნდეს. „ეს შედეგები ამაღელვებელია, რადგან როგორც ის აჩვენებს, ჩვენი მზის სისტემის ატმოსფეროთა უმეტესობის ზოგადი მახასიათებელი — თბილი სტრატოსფერო — შეიძლება ასევე ჰქონდეს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს“, — ამბობს NASA-ს ამისის კვლევითი ცენტრის მკვლევარი მარკ მერლი. „ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები ახლა უკვე შეგვიძლია შევადაროთ იგივე პროცესებს, რომელბიც ჩვენი მზის სისტემაში, სრულიად სხვა პირობებეში მიმდინარეობს“. პლანეტა WASP–121b-ის ატმოსფეროში წყლის კაშკაშა მოლეკულები ჯგუფმა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინა. როგორც სპექტროგრაფიულმა ანალიზებმა აჩვენა, წყლის მოლეკულები ინფრაწითელ რადიაციას გამოყოფდნენ, რადგან ენერგიას კარგავდნენ პლანეტის უკიდურესად ცხელ სტრატოფეროში ტემპერატურის გაზრდის გამო. საუბარია ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებულ 2500°C-ზე. მართალია, ხშირად ვფიქრობთ, რომ შორეულ ობიექტებთან წყლის არსებობა შეიძლება სიცოცხლის უტყუარი ნიშანი იყოს, WASP–121b-ის შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა. ზომით ეს პლანეტა იუპიტერზე ორჯერ დიდია, მასით 1,2-ჯერ აღემატება
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 18:45:00
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ შესაძლოა ამ პოზიციის დასახელება ეს ერთ-ერთი ყველაზე დიადი იყოს, რაც კი ოდესმე მოუფიქრებიათ: პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი.  წლიური ხელფასი საშუალოდ 124 000$ — 187 000$ იქნება. პოზიციაზე ხუთი წლით დაგნიშნავენ, მუშაობა მოგიწევთ ნამდვილად ჭკვიან ხალხთან და არ დაგევალებათ თითქმის არაფრის მართვა. თქვენი სამუშაო სავარაუდოდ იქნება დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შემოჭრის თავიდან აცილება ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხვა პლანეტების დაცვა ჩვენგან. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოხატა მზარდი ენთუზიაზმი ამერიკის კოსმოსური პროგრამისადმი, გასულ წელს ხელი მოაწერა ეროვნული კომსოსური საბჭოს აღდგენის დოკუმენტს, რომელიც 1990-იანი წლებიდან აღარ არსებობდა; გარდა ამისა, სიხარულით განიხილავს ადამიანების მარსზე გაგზავნის პრესპექტივას. როგორც The Washington Post-ი იუწყება, მის მიერ NASA-სთვის შეთავაზებული ბიუჯეტი მთლიანობაში ოდნავ შემცირებულია, მაგრამ მისი სურვილია, დანახარჯები წირითადად წარიმართოს ღრმა კოსმოსურ კვლევებზე, ვიდრე დედამიწაცენტრულზე.  საინტერესოა, როგორ მოვა თანხვედრაში პლანეტარული დაცვის ერთკაციანი ოფისი NASA-ს ბევრად უფრო ფართო მიზნებთან? NASA-ს მეცნიერი კატრინ კონლი, რომელიც ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, გულწრფელად საუბრობს თვალსაწიერსა და პასუხისმგებლობებზე; როგორც მან 2014 წელს Scientific American-ს განუცხადა, მისი საქმიანობის ძირითადის ფოკუსია იმის გარანტირება, რომ სააგენტოს საქმიანობა თანხვედრაში მოვიდეს 50-წლის წინ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომელიც სტანდარტებს აწესებს დედამიწის მიღმა სივრცის ბიოლოგიური დაბინძურების პრევენციისა და პლანეტის ბიოსფეროს არამიწიერი სიცოცხლისაგან დაცვისათვის. ბოლოს, გამოცემამ კონლის ბევრი კითხვა დაუსვა მარსის შესახებ, სადაც NASA ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ამუშავებს კვლევით ხომალდებსა და რობოტებს წყლისა და შესაძლო სიცოცხლის კვალის საძიებლად.  NASA-ს ადრეული მისიები პროგრამა „ვიკინგის“ ფარგლებში, მკაცრად კონტროლდებოდა, რათა არ მომხდარიყო მარსის ზედაპირის დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით.  „მარსმავალები იფუთებოდა სპეციალურ ბიოფარში და თავსდებოდა ღუმელში, რათა განაგდურებულიყო ყველა ორგანიზმი. ჩვენ მას სისტემის სრულ სტ
წაკითხვა
ასტრონავტები კოსმოსიდან გადაღებულ სუპერტაიფუნ „ნორუს“ ფოტოებს აქვეყნებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 14:40:00
წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტაიფუნი „ნორუ“ გრგვინავს. შაბათ-კვირას, იგი იაპონიას, კორეასა და ჩინეთს მიაღწევს. სინოპტიკოსები შტორმს გამუდმებით აკვირდებიან. Weather Channel-ის ცნობით, კვირას მას მე-5 კატეგორიის სუპერტაიფუნის კატეგორია მიანიჭეს,  ქარის სიჩქარე 257 კმ/სთ-ს აღწევდა, რაც მე-2 კატეგორიის ქარიშხლის ეკვივალენტია და ამჟამად, დედამიწის ყველაზე ძლიერი შტორმია. „შაბათ-კვირას, სამხრეთ იაპონიის გარკვეულ ნაწილებში მოსალოდნელია გამანადგურებელი ქარები, მასთან დაკავშირებული ნალექები და წყალდიდობები. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები“, — წერია Weather Channel-ის საიტზე. ამავე დროს, ტაიფუნ ნორუს შესცქერიან საერთაშორსო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები და კოსმონავტები; პარალელურად, ისინი დედამიწაზე თვალწარმტაც ფოტოებს აგზავნიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარ Twitter-ზე ტაიფუნის ფოტოები გამოაქვეყნა, რუსი კოსმონავტი სერგეი რიაზანსკი იყო. სერგეი რიაზანსკი / როსკოსმოსი / Twitter
წაკითხვა
სხვა პლანეტები შესაძლოა არასოდეს გახდეს დედამიწასავით სტუმართმოყვარე
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 21:03:00
მეცნიერები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ეძებენ დედამიწის მიღმა, სხვა პლანეტებზე — აცხადებენ, რომ ჩვენი პლანეტა უჩვეულოა თავისი უნარით, შეინარჩუნოს სიცოცხლის მთავარი ინგრედიენტი — თხევადი წყალი. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ შორეულ პლანეტებს ოდესმე აუცილებლად უნდა გაევლოთ წყლით მდიდარი ფაზა. ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ახალგაზრდა, მკრთალი ვარსკვლავი, რომელსაც ყინულოვანი, დაახლოებით ახალგაზრდა დედამიწის მსგავსი უსიცოცხლო პლანეტა ჰყავს — გათბება, მზის მსგავსი გახდება და გაათბობს იმ პლანეტის ყინულებს, რომელიც მის გარშემო გარკვეულ მანძილზე, ე. წ. სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ამ მიდგომით, მზის სისტემის ყინულოვანი სფეროები, მათ შორის იუპიტრის მთვარე ევროპა და სატურნის მთვარე ენცელადი ან სხვა ვარსკვლავურ სისტემათა ეგზოპლანეტები ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისნი გახდნენ.  თუმცა, როგორც ჟურნალ Nature Geoscience-ში მკვლევართა ჯგუფი წერს, ეს სცენარი იმაზე ნაკლებ წარმოსადგენია, ვიდრე ვიფიქრებდით. პეკინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჯან იანგის ხელმძღვანელობით, ყინულოვან პლანეტათა ევოლუციის სიმულირებისთვის კლიმატის მოდელები გამოიყენეს. დადგინდა, რომ დედამიწის ერთ-ერთი მახასიათებლის — ატმოსფერული სათბურის გაზების გარეშე, იმდენად მაღალი იყო ყინულოვან პლანეტათა გადნობისათვის საჭირო ენერგია, რომ ყინულოვან სხეულს ის პირდაპირ ჯოჯოხეთად გადააქცევდა გარდამავალი, სიცოცხლისათვის შესაფერისი ფაზის გამოტოვებით. „აღმოვაჩინეთ, რომ პლანეტათა თავდაპირველი, ყინულოვანი მდგომარეობის დაძლევისათვის საჭირო ვარსკვლავური ნაკადები იმდენად ვრცელია, რომ განაპირობებს წყლის მნიშვნელოვან დანაკარგებსა და პლანეტის სასიცოცხლო ეტაპის თავიდან აცილებას“, — წერს ჯგუფი. მათი ვარაუდით, ზოგიერთმა ყინულოვანმა სხეულმა შესაძლოა არც არასოდეს გაიაროს სასიცოცხლო, დედამიწის მსგავსი ფაზა. 
წაკითხვა
ჩრდილოეთ ამერიკაში დინოზავრების ეპოქის ცოცხალი მცენარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 20:29:00
დინოზავრები, რომლებიც დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ დააბიჯებდნენ, მართალია სამუდამოდ გაქრნენ, მაგრამ როგორც  აშშ-ში გაკეთებული ახალი აღმოჩენა მეტყველებს, დღემდე ჩვენთანაა ზოგიერთი ის მცენარე, რომელსაც ისინი ფეხქვეშ თელავდნენ. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში შენიშნეს პრეისტორიული მცენარე Lychnothamnus barbatus-ი, რომელიც მანამდე იზოლირებულ ჯგუფებად ჰქონდათ შემჩნეული ევროპასა და ავსტრალიაში. დიდი, მწვანე წყალმცენარე საკვებსა და საცხოვრებელს წარმოადგენს თევზებისა და წყლის სხვა ორგანიზმებისთვის; იგი პლანეტაზე ათობით მილიონი წელიწადის განმავლობაში ყვაოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია აღმოვაჩინოთ სხვა ისეთი მცენარეებიც, რომლებიც დიდი ხნის წინ გადაშენებულად მიგვაჩნდა. „მისი გადარჩენა განსაკუთრებული ეკოლოგიური ფაქტი არაა, მაგრამ ნამდვილად ცვლის ჩვენს ხედვას ჩრდილოეთ ამერიკის წყალმცენარეთა ფლორის შემადგენლობის შესახებ და შთაგვაგონებს განვაგრძოთ ნადირობა ახალ აღმოჩენებზე“, — ამბობს პენსილვანიის დრექსელის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი რიჩარდ მაკკურტი. „წყალმცენარე 2012-2016 წლებში აღმოაჩინეს უისკონსინისა და მინესოტის შტატების 16 ტბაში. როგორც კი მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ მათ ხელთ რაღაც უჩვეულო ჩაუვარდათ, გამოყვეს მისი დნმ, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ წინაშე Lychnothamnus barbatus-ი იყო. ამ აღმოჩენამდე, ამ მცენარის ერთადერთი ნიმუში ევროპისა და ავსტრალიის გარეთ, არგენტინაში იყო ნაპოვნი ცარცული პერიოდის ნამარხის სახით, რომელიც ზუსტად ტირანოზავრ რექსის პერიოდს მიეკუთვნებოდა. „მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ შესაძლებელი იყო საქმე გვქონოდა რაღაც ისეთთან, რომელიც მანამდე გადაშენებულად მიგვაჩნდა, რადგან იგი აშკარად განსხვავდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ სხვა ნებისმიერ სახეობათაგან“, — ამბობს მაკკურტი. მკვლევართა აზრით, ეს წყალმცენარე შესაძლოა ახლად შეჭრილი იყოს და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე და ის იქ გემების მიერ შეტანილ წყალს შეჰყოლოდა. მეორე ალტერნატივის მიხედვით, მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სულ იქ იყო, მაგრამ აქამდე შემჩნეული არ გვქონდა. მა
წაკითხვა
როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 19:48:00
ალბათ ყველა ჩვენგანს, მობილური ტელეფონის მომხმარებლებს გვსურს, რომ ბატარეამ ერთი დღის განმავლობაში მაინც გაგვიძლოს. სამწუხაროდ, რაც უფრო ძველია მოწყობილობა, ნაკლები სიმძლავრე აქვს მის ბატარეასაც. სინამდვილეში, ჩვენი მობილურების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ნებისმიერ მოცემულ დღეს დამოკიდებულია ორ მთავარ ფაქტორზე: როგორ ვიყენებთ მას იმ კონკრეტულ დღეს და როგორ ვიყენებდით წარსულში.  მობილური ტელეფონები ენერგიის საცავად ლითიუმის იონურ ბატარეას იყენებს. ამ ტიპის ბატარეაში, მეტალი ლითიუმი და ლითიუმის იონები შედის და გადის ინდივიდუალურ ელექტროდებში, რაც მათ ფიზიკურ გადიდებას და შეკუმშვას იწვევს.  სამუწაროდ, ეს პროცესი სრულიად შექცევადი არაა და დატენვა-დაცლის ციკლის ოდენობის ზრდასთან ერთად, ბატარეა დამუხტვის მოცულობასა და ვოლტაჟს კარგავს. უარესი კი ისაა, რომ ამ ციკლების პარალელურად, ასევე დეგრადირდება ელექტროდების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელექტროლიტი (ელექტროგამტარი სითხე). ლითიუმის იონურ ბატარეათა უნარი, შეინარჩუნონ მუხტები, დამოკიდებულია მათი დეგრადაციის ხარისხზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ხელმისაწვდომი მუხტების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიხმართ დღეს ჩვენს მოწყობილობებს. რამდენიმე მარტივი ხერხის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმამდე შეამცირონ ბატარეის დეგრადაცია და გაახანგრძლივონ თავიანთ მოწყობილობათა სიცოცხლის ხანგრძლივობა.  აკონტროლეთ ბატარეის დაცლა მობილურ ტელეფონებში გამოყენებული ლითიუმის იონური ტიპის ბატარეები დამუხტვა/დაცლის 300-500 ციკლის შემდეგ, დამუხტვის მოცულობის 80%-ს ინარჩუნებს. თუმცა, შესრულების ასეთ დონეს ბატარეები იშვიათად ინარჩუნებს და დამუხტვის მოცულობის 80%-ის შენარჩუნება უკვე 100 ციკლის შემდეგაც ჭირს. საბედნიეროდ, ბატარეის სამომავლო მოცულობის გაზრდა შეგვიძლია მობილურების ბატარეათა დაცლის ოდენობის შემცირების გზით. ბატარეათა უმეტესობის დეგრადაცია დამუხტვა/დაცლის ღრმა ციკლების დროს ხდება; გაცილებით უკეთესია, შევზღუდოთ ბატარეის დაცლა ნებისმიერი ერთი ციკლის განმავლობაში, ვიდრე მას ხელახლა დავტენიდე
წაკითხვა
ვენერა შესაძლოა ერთ დროს ოკეანით ყოფილიყო დაფარული
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 20:30:00
პარიზ-საკლაეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მინიშნება, რომლის მიხედვითაც, პლანეტა ვენერას შესაძლოა ერთ დროს ოკეანე ჰქონდა. კომპიუტერულ სიმულაციაში დიდძალი მონაცემების შეყვანისა და განსხვავებული პარამეტრებით მათი წარმართვის შემდეგ, გამოიკვეთა დიდი ალბათობა, რომ ვენერას ერთ დროს გარს ეკრა სქელი ღრუბლები და ჰქონდა თხელი ოკეანე. ვენერას ამჟამად უსიცოცხლო, უკიდურესად ცხელი ზედაპირი აქვს, იმდენად ცხელი, რომ შეუძლებელია იქ სიცოცხლის არსებობა. მაგრამ ამ ახალი კვლევის შემდეგ, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ შორეული წარსულის რაღაც პერიოდში, პლანეტას ღრუბლების საკმარისი საფარი უნდა ჰქონოდა იმისათვის, რათა ზედაპირზე გრილი გარემო და ოკეანე შენარჩუნებულიყო. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ვენერა დედამიწასთან შედარებით გაცილებით ნელა ბრუნავს — ამ პლანეტის ერთი დღე დედამიწის 116 დღეს უდრის. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც მკვლევრებმა მოდელის შექმნისას მხედველობაში მიიღეს. გარდა ამისა, მათ დაამატეს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ნახშირორჟანგის დონე, მზიდან მომდინარე სიცხე და სავარაუდო წყალი, ისევე როგორც პლანეტის ფორმირებასთან დაკავშირებული წინა კვლევების მონაცემების შედეგად ჩამოყალიბებული თეორიები. უმეტეს ამ თეორიათა მიხედვით, ვენერას მსგავსი კლდოვანი პლანეტები ადრეულ ეტაპზე უკიდურესად ცხელი უნდა ყოფილიყო, ფორმაციაში ჩართული ენერგიის წყალობით. მკვლევართა ვარაუდით, სწორედ ასე იყო ვენერას შემთხვევაშიც და შეეცადნენ, ეს ადრეული გარემო პირობები სიმულაციებში ხელახლა შეექმნათ, რათა ეჩვენებინათ თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ, როცა პლანეტა გაცივდა. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ თუ ადრეულ ვენერას ნახშირორჟანგის იგივე მოცულობა ჰქონდა, რაც დღეს აქვს, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რათა ზედაპირზე, ცივ გარემოში, თხევად წყალი შენარჩუნებულიყო. როგორც სიმულაციებმა აჩვენა, თუკი იქ საკმარისი ოდენობის ღურბლოვანი საფარიც იყო, პლანეტას დედამიწის ოკეანეთა მასის მხოლოდ 30% უნდა დასჭირვებოდა, რათა საკუთარი თავთხელი ოკეანე წარმოექმნა. მკვლევრები იმასაც აღიარებენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები სულაც არ ამტკიცებს ვენერაზე ერთ დროს ოკეანის არსებობას — უბრალოდ, გვთავაზობს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამ დრომდე, ვენერას ზედაპირზე დაჯდომა რამდენიმე ხომალდმა მოახერხა (საბჭოთა კავშირის ვენერას სერიები 1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისში), მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შესძლო ზედაპირის გაბურღვა, რათა ეხილა თუ რამდენი წყალი იყო იქ, ან საერთოდ იყო თუ არა. თუკი ოდესმე ვენერას ზედაპირქვეშ წყლის აღმოჩენა მოხერხდა, კიდევ უფრო გაძლიერდება მოსაზრება, რომ ამ პლანეტაზე ოდესღაც შესაძლოა ოკეანე ყოფილიყო. 
წაკითხვა
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 19:24:00
მზის ყველაზე შიდა რეგიონი, რომელსაც შეუარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, როგორც ირკვევა, დიდ საიდუმლოს მალავს. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის ბირთვის ბრუნვის სიჩქარის ზუსტი გაზომვა შესძლეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ის იგივე სიჩქარით არ ბრუნავს, რითაც ზედაპირი — ბირთვის ბრუნვის სიჩქარე ზედაპირისას ხუთჯერ აღემატება. მკვლევრები აქამდეც ეჭვობდნენ, რომ მზის ბირთვის ბრუნვა შესაძლოა არ ემთხვეოდა ზედაპირისას, მაგრამ ამ დრომდე, არ არსებობდა ამ მოსაზრების მტკიცებულებები; შესაბამისად, ბევრს მიაჩნდა, რომ მზე ბრუნავდა როგორც ერთი, მთლიანი სხეული.  თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს მზის ჰელიოსფერული ობსერვატორიის (SOHO) მონაცემებმა წარმოაჩინა მზიდან მომავალი დაბალი სიხშირის გრავიტაციის ტალღების (არ უნდა აგვერიოს გრავიტაციულ ტალღებში) პირველი მტკიცებულება, რაც საკვანძო აღმოჩნდა მზის ბირთვის ბრუნვის სიჩქარის განსაზღვრისთვის. „გრავიტაციის ამ მოუხელთებელ ტალღებს ჩვენს მზეში თითქმის 40 წლის განმავლობაში ვეძებდით და მიუხედავად იმისა, რომ მათზე მრავალი ადრეული მცდელობა მიუთითებდა, საბოლოოდ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა“, — ამბობს საფრანგეთის კოტ-დ'აზურის ობსერვატორიის ასტრონომი ერიკ ფოსატი. „საბოლოოდ, მათი დაფიქსირება მაინც შევძელით“. ამ დრომდე, მეცნიერებს შეეძლოთ მაღალი სიხშირის ტალღების გაზომვა, რომლებსაც წნევის ან პირველად ტალღებს უწოდებენ და რომლებიც მზის ზედა ფენებს გაივლიან; მათი გამოვლენა საკმაოდ ადვილია მზის ზედაპირზე. შედარებისათვის, გრავიტაციის ტალღები მზის სიღრმეში ირხევა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ბირთვის ქცევის შესახებ, ზედაპირზე მათი აშკარა ხელწერა არ შეიმჩნევა. SOHO-ს ობსერვატორიის მიერ 16 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა შესძლეს გრავიტაციის ტალღების გამოცალკევება, რისთვისაც გააანალიზეს თუ რამდენი ხანი ესაჭიროებოდა ხმის ტალღებს მზეში გასავლელად და უკან, ზედაპირზე დასაბრუნებლად; ეს დრო 4 საათი და 7 წუთი აღმოჩნდა. მონაცემების კომბინირების შემდეგ, აღმოაჩინეს მოდულაციათა სერია — წყალქვეშა ტალღების რყევის მსგავსი — რამაც მკვლევრებს აჩვენა, თუ როგორ არყევდა გრავიტაციული ტალღები მზის ბირთვს. როგორც შედეგებიდან ირკვევა, მზის ბირთვი ერთ სრულ ბრუნს ერთ კვი
წაკითხვა
ფეისბუქი თქვენს პირად ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაიცავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 18:23:00
ფეისბუქი ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას დაიცავს. ახალი ფუნქციის დახმარებით, ჩვენი პირადი ცხოვრების ფოტოების უნებართვოდ გავრცელება საგრძნობლად შეიზღუდება. როგორც ჩანს, სოციალური ქსელი მსგავსი პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას. სწორედ ამიტომ, მათ პრობლემის გადაჭრის გზები შემოგვთავაზეს.​ჯერ კიდევ აპრილის თვეში ფეისბუქმა ფოტოების დარეპორტების ფუნქცია შეიმუშავა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეუსაბამო ფოტოები დაარეპორტონ (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თვითონ დათაგულები). დარეპორტების შემდეგ შინაარსი განიხილება და თუ ის მართლა არღვევს ფეისბუქის სტანდარტებს, იშლება. ხოლო, გამავრცელებელი ექაუნთი შეიძლება, დაიბლოკოს.​ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, პროგრამა თავადვე დააფიქსირებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და მათ თქვენი დარეპორტების გარეშე წაშლის ან უბრალოდ, მომხმარებელს მისი ატვირთვის უფლებას არ მისცემს. ​ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ფეიბსუქის სივრცეში არ იქნება აქტიური. მისი ფუნქციონირება მესენჯერსა და ინსტაგრამზეც გავრცელდება. 
წაკითხვა
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 21:36:00
ნელამავალთა გენომის ახალმა ანალიზებმა მსოფლიოს ყველაზე გამძლე არსებათა შესახებ ახალი საიდუმლოებები გამოამჟღავნა; შედეგად, ეჭვქვეშ დადგა წინა დასკვნა. ნელამავალთა ორი სხვადასხვა ტიპისგან აღებული გენების შედარებით, მკვლევრებმა გამოარკვიეს გენები, რომელთა წყალობითაც, ამ ქმნილებებს გამოშრობისა და დაჭკნობის შემდეგაც კი შეუძლიათ გადარჩენა და განსაზღვრეს თუ როგორ არის ეს ჯგუფი დაკავშირებული სხვა ცხოველებთან. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შოტლანდიის ედინბურგისა და იაპონიის კეიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა ხელმძღვანელობით, მოახდინეს ნელამავალთა ორი სახეობის — Ramazzottius varieornatus-ისა და Hypsibius dujardini-ის გენების სეკვენსირება და შემდეგ, ის იმ სხვა ცხოველებისას შეადარეს, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად ჰგვანან ნელამავალებს. მილიმეტრამდე სიგრძის ნელამავალი, რომელსაც ასევე უწოდებენ წყლის დათვს ან ხავსის ღორს — მსოფლიოს ყველაზე გამძლე ცხოველის უპირობო კანდიდატია. მაგრამ ზომამ არ შეგაცბუნოთ. ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი მშვიდად იცეკვებენ ჩვენს ნარჩენებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს პლანეტას რაიმე ასტრონომიული აპოკალიფსი დაატყდება თავს. ნელამავალს შეუძლია გადაურჩეს როგორც +150°C ტემპერატურას, ისე აბსოლუტურ ნულ გრადუსს, იშიმშილოს ათ წელიწადს, დროებით სრულიად შეაჩეროს სასიცოცხლო ფუნქციები (ანაბიოზი) და დაელოდოს ხელსაყრელი გარემო პირობების აღდგენას. სხვა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აღმოაჩინა, რომ თითქმის სრულ გაუწყლოებასთან გაძლების უნარი შესაძლოა გამომდინარეობდეს ცილაზე დაფუძნებული „ბიომინისგან“, რომელიც მათ უჯრედულ სტრუქტურას წყლის დაბრუნებამდე ინარჩუნებს. იმის დასადგენად, თუ ზუსტად რომელი გენი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული ამ კომპლექსურ პროცესში, ახალ კვლევაში მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ თუ რომელი გენები მუშაობდნენ ყველაზე მტკიცედ მაშინ, როდესაც წყლის დათვის ორი სახეობა სრულიად შრებოდა და შემდეგ, ხელახლა ტენიანდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დნმ-ის აღდგენაში ჩართული აღმოჩნდა გამოხატულ გენთა დიდი პროპორცია —
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 21:02:00
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცევა შესძლო, ნაწილმა კი ვარსკვლავის გრავიტაცია და მაგნიტური ძალები ვერ დაძლია და კვლავ უკან, მზეში ჩაეშვა. პროცესი 3,5 საათს გრძელდებოდა და NASA-ს მზის დინამიკის თანამგზავრულმა ობსერვატორიამ ის უკიდურეს ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო, რაც როგორც წესი, ადამიანის თვალისთვის უხილავია.  წყარო: sdo.gsfc.nasa.gov 
წაკითხვა
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 19:53:00
ჩვენი მზის სისტემა სავსეა კოსმოსური კლდოვანი ნარჩენებით, რომლებიც სხვადასხვა ორბიტებზე სხვადასხვა სიჩქარით დაჰქრიან — მაგრამ ეს დიდი არაფერია მანამ, სანამ რომელიმე ასეთი კოსმოსური კლდე მოულოდნელად ტრაექტორიას შეიცვლის და დედამიწისკენ შესაჯახებლად წამოვა. მსგავსი აპოკალიფსური სცენარი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ 10 000-ში ერთი შანსის პირობებშიც კი, სიფხიზლე და თვალყურის დევნება ნამდვილად უპრიანი იქნებოდა. ამჯერად, NASA-ს მეცნიერებს ნამდვილად აქვთ აღელვების მიზეზი, რადგან ბოლოსდაბოლოს მიეცათ შესაძლებლობა, ოქტომბერში, ასტეროიდის ჩავლისას, თავიანთ თავდაცვითი სისტემა გატესტონ. ასტეროიდის ჩაფრენის გამო პანიკამ არ შეგიპყროთ — ასტეროიდი სახელად 2012 TC4, ჩვენს პლანეტას უსაფრთხოდ ჩაუვლის 6 800 კმ მანძილზე. უფრო კონკრეტული ციფრები ამ ეტაპზე არ გვაქვს, რადგან 2012 წლიდან, ეს ობიექტი ტელესკოპთა მხედველობის არეალიდან გაქრა. TC4 საკმაოდ პატარაა, მისი სიგანე მხოლოდ 10-30 მეტრია. სხვათა შორის, ასტრონომებმა მას თვალი მხოლოდ ერთხელ შეავლეს, როდესაც მან 2012 წელს დედამიწას იმაზე უფრო ახლო მანძილზე ჩაუარა, ვიდრე ჩვენგან მთვარე მდებარეობს.  ამის შემდეგ, მათ მხოლოდ 7 დღის განმავლობაში ჰქონდათ ამ ასტეროიდზე დაკვირვებისა და გამოთვლების შესაძლებლობა. თუმცა, როგორც მონაცემები მიუთითებს, ასტეროიდი TC4 კვლავ გამოჩნდება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს და ამჯერად, მკვლევრები ემზადებიან ამ განსაკუთრებულ ობიექტზე არა მხოლოდ დაკვირვებისათვის, არამედ თავიანთ პლანეტარული თავდაცვის გარკვეული სტრატეგიების გასატესტადაც. „ამჯერად, ჩვენს ძალისხმევას კიდევ ერთ შრეს შევმატებთ — ამ ასტეროიდის ჩავლას გამოვიყენებთ ასტეროიდთა გამოვლენისა და თვალთვალის მსოფლიო ქსელის გასატესტად, შევაფასებთ ჩვენი ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას ასტეროიდებისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი მაიკლ კელი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NASA-ს მკვლევრები მთელი მსოფლიოს ასტრონომებთან ერთად, პლანეტარული თავდაცვის სისტემის გასატესტად ნამდვილ კოსმოსური სხეულს იყენებენ. პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის ოფისი (PDCO) მხოლოდ გასულ წელს შეიქმნა და მისი მიზანია დედამიწასთან ახლომდებარე იმ ობიექტთა კვლევა, რომლებსაც საკმარისი ზომა აქვთ და ისე ახლოსაც არიან, რომ ჩვენი პლანეტისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. გასული წლის ოქტომბერში,
წაკითხვა
ფინელმა მეცნიერებმა ელექტროდენისგან საკვები შექმნეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 19:18:00
ფინელმა მკვლევრებმა განახლებადი ენერგიის სისტემის გამოყენებით შექმნეს ერთუჯრედიანი ცილის ჯგუფი, რომელიც იმდენად ნოყიერია, რომ შესაძლებელია მისი საკვებად გამოყენება. მთელი პროცესი მოითხოვს მხოლოდ ელექტროდენს, წყალს, ნახშირორჟანგსა და მიკრობებს. სინთეთიკური საკვები პროექტ Food From Electricity-ის (საკვები დენისგან) ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ ფინეთის ლაპარეენრატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და VTT-ის ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი. მას შემდეგ, რაც ნედლი მასალა ელექტროლიზისთვის ბიორეაქტორში მოათავსეს, პროცესის შედეგად წარმოიქმნა ფხვნილი, რომელიც შედგება 50%-ზე მეტი ცილებისა და 25% ნახშირწყლებისაგან. ტექსტურის შეცვლა ასევე შესაძლებელია წარმოებაში გამოყენებული მიკრობების შეცვლის გზით. VTT-ის წამყვანი მეცნიერის, ჯუჰა-პეკა პიტკანენის განცხადებით, შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის ოპტიმიზება, რადგან ამჟამად, ყავის ფინჯნის ზომის ბიორეაქტორს ერთი გრამი ცილის წარმოსაქმნელად დაახლოებით ორი კვირა ესაჭიროება.  „ამჟამად მთელი ჩვენი ძალისხმევა ტექნოლოგიის განვითარებისკენაა მიმართული: რეაქტორის კონცეპტი, ტექნოლოგია, ეფექტიანობის გაზრდა და პროცესის კონტროლირება“, — ამბობს პრესრელიზში პიტკანენი. მისი პროგნოზით, სისტემის ეფექტიანობის გაზრდა ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით ათ წელიწადში.  „ათი წელი ალბათ რეალისტური ვადაა კომერციული მოცულობის მისაღწევად, თუ გავითვალისწინებთ კანონმდებლობასა და ტექნოლოგიის პროცესს“. ელექტროდენითა და სხვა ფართოდ ხელმისაწვდომი ნედლი მასალებისაგან დამზადებული საკვების პოტენციური გავლენა უზარმაზარია. პირველ რიგში ალბათ აღსანიშნავია იმ არეალების მშიერი ხალხის გამოკვება და საკვები წყაროებით უზრუნველყოფა, სადაც შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოება. პიტკანენის თქმით, მომავალში „შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიის ტრანსპორტირება მაგალითად უდაბნოებსა და შიმშილის წინაშე მდგარ სხვა არეალებში“, რაც შექმნის იაფი და ნოყიერი საკვების წყაროს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გარდა ამისა, მოწყობილობა გარემო ფაქტორებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას განუწყვეტლივ შეეძლება ხალხის გამოკვება — ამბობს პროფესორი ჯერო ა
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 18:24:00
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში სინათლის შოუს დააკვირდა: გაზურ ატმოსფეროში მოკაშკაშე ციალს. დედამიწის ციალის მსგავსად, სატურნის ციალებიც პლანეტისაკენ მიმავალი დამუხტული ნაწილაკების წყალობით წარმოიქმნება, პლანეტის ატმოსფეროსთან მათი შეჯახების შედეგად. დამუხტული ნაწილაკები მზის ქარისგან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მზისგან წამოსული მატერიის უწყვეტ ნაკადს. NASA-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია სატურნის ატმოსფეროში მოელვარე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“. შავ-თეთრი ვიდეო 20 ივლისსაა გადაღებული, ხილულ სინათლეში; ვიდეოს ფონური, ფერადი ფოტო 2008 წელსაა აღბეჭდილი თითქმის ინფრაწითელ სინათლეში; ფერები ყალბია, რათა უკეთესად წარმოჩენილიყო სამხრეთ პოლუსის ციალის რგოლები. NASA-ს განცხადებით, სატურნის გარშემო მოძრავი „კასინი“ ამ კონკრეტულ წერტილს საათზე მეტხანს აკვირდებოდა. „მარჯვენა მხარეს ზოგიერთი ვარსკვლავიც მოჩანს, რომლებიც თანდათან მხედველობის არეალიდან გადიან. ეს ეფექტი გარდატეხის დამსახურებაა — როდესაც ატმოსფეროში შესვლისას ვარსკვლავის სინათლე გარდატყდება; ატმოსფერო ამ დროს ლინზასავით მოქმედებს“, — ნათქვამია განცხადებაში. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონომებმა სატურნზე ციალი შენიშნეს. როგორც NASA იუწყება, ეს ფენომენი იქ პირველად ზონდმა პიონერ 11-მა შენიშნა, შემდეგ კი მისი შესწავლა განაგრძეს ვოიაჯერებმა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა და „კასინიმ“. 1997 წელს გაშვებული ხომალდი კასინი ამჟამად მისიის ბოლო დღეებს ითვლის. 2017 წლის 15 სექტემბერს, იგი სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და მეტეორიტის სახით დაიწვება — კასინი საკუთარ აღმოჩენებს ეწირება, რადგან არსებობს შანსი, რომ ოდესმე იგი შეეჯახოს სატურნის ერთ-ერთ მთვარეს, ენცელადს და დედამიწისეული მიკრობებით „დააბინძუროს“ ბოლო დროს იქ აღმოჩენილი სასიცოცხლო გარემო. მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით 
წაკითხვა
რუსეთი VPN სერვისებსაც დაბლოკავს, ინტერნეტმომხმარებლები აკრძალულ საიტებზე ვეღარ შევლენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-31 16:00:00
​რუსეთი იმ საიტებსაც დაბლოკავს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები მთავრობის მიერ დაბლოკილ საიტებს სტუმრობდნენ. კონკრეტულად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, VPN საიტები დაიბლოკება. VPN ეს არის ვირტუალური შიდა ქსელი, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყველა საიტი დაცულად დაათვალიეროს, მათ შორის, ისიც რომელიც კონკრეტული ქვეყნის მიერ არის დაბლოკილი. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში VPN სერვისების გამოყენება შეიზღუდება. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ VPN სერვისების გამოყენებას, შესაბამისად ისინი მთავრობის მიერ აკრძალულ საიტებზე ვეღარ შევლენ.​კანონპროექტი ძალაში 1 ნოემბერს შევა. ​როგორც წესი, ცნობილი VPN სერვისები ფასიანია და მსოფლიოში არსებობს რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომელიც აღნიშულ სერვისს სთავაზობდა მოქალაქეებს. VPN სერვისების ღირებულება თვეში 10$-დან იწყება. ​დღესდღეისობით, რუსეთის ინტერნეტ რეგულატორი ინარჩუნებს ათობით შავ საიტს, რომელზე წვდომა მომხმარებლებს აქამდე მხოლოდ VPN სერვისების საშუალებით ჰქონდა. თუმცა, ახალი კანონის მიხედვით ეს წვდომაც შეიზღუდება.​საინფორმაციო პოლიტიკისა და კომუნიკაციების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ​რუსეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც VPN სერვისებს აკრძალავს, მსგავსი პოლიტიკა აქვს ჩინეთსაც. ჩინეთის მთავრობამ ამის შესახებ განცხადება იანვარში გააკეთა. ისინი ქვეყანაში მსხვილი VPN სერვისების მიწოდებას შეზღუდავენ. 
წაკითხვა
მესენჯერის ახალი შესაძლებლობები - რა ცვლილებებს აღმოვაჩენთ ჩვენს აპლიკაციაში
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 19:05:00
​ფეისბუქი მესენჯერს სისტემატიურად აახლებს და მას მომხმარებელზე ორიენტირებულს ხდის. კომპანია ცდილობს პლატფორმა კიდევ უფრო დახვეწილი და ინოვაციური გახადოს. 27 ივლისს ფეისბუქმა Messenger Platform 2.1-ის ჩაშვების შესახებ გააკეთა განცხადება. პლატფორმის ახალი შესაძლებლობები ბიზნესს საშუალებას მისცემს, მრავალფეროვანი გზებით დაუკავშირდნენ მომხმარებლებს და მათი სასაუბრო გამოცდილებაც გაამდიდრონ.​გადახდის შესაძლებლობა მესენჯერში - მესენჯერში გადახდის სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია უკვე ზრუნავს ამ სერვისის გაუმჯობესებაზე. Platform 2.1 მესენჯერით გადახდას უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის: ეს იქნება ერთსაფეხურიანი პროცესი. ამის განხორციელებას კი კომპანია ახალი SDK-ს (software development kit) მეშვეობით გეგმავს. NLP - ავტომატიზირებული საუბრების გასაძლიერებლად - მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ ტექსტს მესენჯერის ბოტში ჩაშენებული NLP ავტომატურად გაშიფრავს, გაიგებს შინაარსსა და ინფორმაციას მანამდე, სანამ ბოტს გადაეცემა.ახალი Call to action ღილაკები - 27 ივლისს ფეისბუქ გვერდებს 5 ახალი Call to action ღილაკი დაამატა:  Shop Now, Get Support, Get Updates, Play Now და Get Started. ამ ღილაკების მეშვეობით მომხმარებლებს ბიზნესთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდებათ.
წაკითხვა
აღმოჩენა ტიტანზე - ქიმიური ნაერთი, რომელსაც უჯრედის მემბრანის წარმოქმნა შეუძლია
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 20:31:00
სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანის ატმოსფეროში აღმოჩენილია ორგანული ნაერთი, რომელიც პლასტმასის წარმოებაში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ნივთიერება ვინილის ციანიდის (აკრილონიტრილი) პოლიმერები დედამიწაზე აკრილის ტანსაცმლისა და ტენტების წარმოებაში უხვად გამოიყენება, შესაძლებელია, რომ ტიტანის გარემოში მან მოქნილი სტრუქტურა წარმოქმნას, ჩვენი უჯრედების მემბრანის მსგავსი. წინა კვლევებმა უკვე  არაერთხელ, ძლიერ მიგვითითა ტიტანის ატმოსფეროს ზედა ნაწილში მოლეკულა C2H3CN-ის (აკრილონიტრილი, იგივე ვინილის ციანიდი) არსებობაზე, მაგრამ ამჯერად, მისი იქ ყოფნა NASA-ს მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს ჩილეში მდებარე უმძლავრეს ტელესკოპ ALMA-ს საშუალებით. დედამიწაზე მას სინთეზურად აწარმოებენ, მეთილ-ეთილენის ნახშირწყალბადის (პროპილენი) გარდაქმნით; მოლეკულათა ერთობა იმდენად ძლიერია, რომ წარმოქმნიან პოლიმერებს ან ერევიან სხვა ქიმიური ნივთიერებებს, შედეგად წარმოქმნილი ბოჭკო კი გამოიყენება ტანსაცმლის, იალქნებისა თუ უამინდობისაგან დამცავი საგნების წარმოებაში. ტიტანის ატმოსფეროში არსებულ ნახშირწყალბადთა ნაზავის შერევა მისსავე ციანიდის ღრუბლებთან, თეორიულად, იგივე საქმეს უნდა აკეთებდეს. ამჯერად, ამის მტკიცებულება უკვე გვაქვს. „ჩვენ ვიპოვეთ დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ტიტანის ატმოსფეროში წარმოდგენილია აკრილონიტრილი და ვფიქრობთ, რომ ამ ნედლი ნივთიერების მნიშვნელოვანი ოდენობა ზედაპირზეც აღწევს“, — ამბობს  NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის უფროსი მკვლევარი მორინ პალმერი. უკვე ათწლეულებია, ტიტანი ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია კოსმოსის ენთუზიასტთა და არამიწიერი სიცოცხლისთვის იმედის თვალით მომზირალთათვის. კოსმოსურ ზონდ კასინის მახვილი თვალისა და დედამიწაზე არსებულ ტელესკოპთა მონაცემების კომბინაციით, ბოლო წლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მთვარეს აზოტის სქელი ატმოსფერო აქვს და იქ ასევე არსებობს თხევადი ნახშირწყალბადების აორთქლებასა და შემდეგ კვლავ სითხედ ქცევაზე დამყარებული ამინდის სისტემა. ტიტანის ზე
წაკითხვა
საბურღი გემი დაკარგული კონტინენტის - ზელანდიის კვლევას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 19:33:00
ავსტრალიის აღმოსავლეთით, წყალქვეშა კონტინენტ ზელანდიის საიდუმლოს ამოსახსნელად, ექსპედიცია დაიწყო. პროექტ International Ocean Discovery Program-ის ფარგლებში (IODP), საბურღი გემი JOIDES Resolution-ი ორთვიან ექსპედიციაში გაემგზავრა. ექსპედიცია, რომელსაც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი აწყობს, ასევე შეისწავლის ვულკანებითა და მიწისძვრებით ყველაზე აქტიურ ზონას დედამიწაზე — წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელს. პროფესორ ნევილ ექსონის განცხადებით, ექსპედიცია დაგვეხმარება უკეთესად შევისწავლოთ გლობალურ ტექტონიკურ კონფიგურაციაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც 53 მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცეცხლოვანი სარტყელი გაჩნდა. 75 მილიონი წლის წინ, ზელანდია, ისევე როგორც ლორდ-ჰაის წყალქვეშა შემაღლება მნიშვნელოვანწილად ავსტრალიის ნაწილი იყო. თუმცა შემდეგ, მან მოწყვეტა და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაადგილება დაიწყო. გადაადგილება 53 მილიონი წლის წინ შეჩერდა. ზელანდიის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია და ვრცელდება ახალი ზელანდიის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით — ახალ კალედონიამდე, დასავლეთით კი ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონის სანაპიროებთან მდებარე წყალქვეშა პლატო კნენამდე. იმის გასარკვევად, თუ როგორ იქცეოდა ავსტრალიიდან ასობით კილომეტრით აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი გასული 53 წლის განმავლობაში, საბურღი გემი 5 კილომეტრიან დანალექებს შეაგროვებს. „ავსტრალიისგან გამოყოფამდე, ზელანდიის კონტინენტური ქერქი გაჭიმვისგან გათხელდა, შესაბამისად, ის ავსტრალიაზე დაბლა მდებარეობს“, — ამბობს პროექტის მეცნიერი, ახალი ზელანდიის მხარის წარმომადგენელი პროფესორი რუპერტ საზერლენდი. „მიუხედავად ამისა, ზელანდიის კონტინენტური ქერქი მიმდებარე ოკეანური ქერქისაზე სქელია, შესაბამისად, ის მასზე მეტადაა შემაღლებული“. საბურღ გემს შეუძლია შეაგროვოს კლდოვანი ქანების გულის კილომეტრზე გრძელი უწყვეტი დანალექები. გემის სიგრძე 143 მეტრია, აღჭურვილია 61 მ სიმაღლის საბურღი კოშკით,
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 18:02:00
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები, რომლებიც სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობენ. თუმცა, ამჯერად უკვე ეგზომთვარეების — ამ პლანეტათა გარშემო მოძრავ ბუნებრივ თანამგზავრებზე ნადირობის დრო დადგა. ასტრონომთა განცხადებით, სავარაუდოდ პირველი ასეთი მთვარე მათ ახლახან იპოვეს. პოტენციური ეგზომთვარის აღმოჩენა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის სიმძლავრის წყალობით მოხერხდა. შედეგად, შესაძლოა ბევრი რამ ვისწავლოთ პლანეტების, მთვარეებისა და ვარსკვლავური სისტემების წარმოქმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პოტენციურმა ეგზომთვარემ უკვე გაიარა პირველადი ტესტები — კარგად გამოჩნდა სამი ჩაბნელება ვარსკვლავის შუქში — ერთ-ერთი აშკარა ნიშანი იმისა, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. მას უკვე სახელიც შეურჩიეს კეპლერ-1625b I. „ძალიან აღელვებულები ვართ. სტატისტიკურად, ოფიციალურად, მას ძალიან მაღალი ალბათობა აქვს. მაგრამ მართლა უნდა ვენდოთ თუ არა სტატისტიკას?“, — უთხრა მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დევიდ კიპინგმა BBC-ს. აღმოჩენა მსხვილ პროექტ  The Hunt for Exomoons with Kepler (HEK)-ის ფარგლებში მოხდა. ეს გახლავთ ირმის ნახტომს მიღმა არსებული გალაქტიკების სისტამატიური ძიების მცდელობა კეპლერის შესაძლებლობათა გამოყენებით. კეპლერი დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელსაც შეუძლია უთვალთვალოს ხედვის არეალში მოქცეულ 145 000-ზე მეტი ვარსკვლავის სინათლეს.  ახალი ეგზომთვარეობის კანდიდატი დედამიწიდან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო დაფიქსირდა და სავარაუდოდ, იგი ნეპტუნის ზომისაა. პლანეტა Kepler-1625b, რომლის გარშემოც ის მოძრაობს, დაახლოებით იუპიტერის ზომისაა. ამჟამინდელი ჰიპოთეზის მიხედვით, ოდესღაც, Kepler-1625b-ის გრავიტაციამ მთვარე Kepler-1625 I ჩაიჭირა და თავის ორბიტაზე მოძრაობა დააწყებინა.  შემდეგი ეტაპია მისი კვლევა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით, რაც ოქტომბერში იგეგმება. შედეგად, საბოლოოდ დადასტურდება, საქმე მართლა ეგზომთვარესთან გვაქვს თუ არა. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მეტია, ვიდრე უბრალოდ ეგზ
წაკითხვა
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 22:04:00
წაკითხვა