საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
იაპონია მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 19:37:00
იაპონიამ წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ 2030-იანი წლებისთვის მთვარეზე ასტრონავტი უნდა გაგზავნოს. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიღმა ასტრონავტის გაგზავნის გეგმას ამჟღავნებს“, — უთხრა სააგენტოს პრესსპიკერმა AFP-ს. იდეის მიზანი პირველ რიგში არის NASA-სთან თანამშრომლობა 2025 წლისთვის მთვარეზე ბაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ეს ბაზა, NASA-ს გრძელვადიან პერსპექტივაში მარსზე მისაღწევად ესაჭიროება. ტოკიო იმედოვნებს, რომ მრავალეროვნულ მისიაში საკუთარ წვლილს შეიტანს, იაპონურ ტექნოლოგიები კი მისიას წარმატებაში დაეხმარება და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს სადგურზე, საიდანაც ის შემდეგ ასტრონავტს მთვარეზე გაგზავნის. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, გეგმა რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოადგინეს. იაპონიის პარალელურად, მთვარესთან მიმართებაში საკუთარ გეგმას ამუშავებენ ჩინეთი და ინდოეთიც. ნოემბერში, დედამიწაზე დაბრუნდა ჩინეთის კოსმოსური ხომალდი Shenzhou-11, რომელმაც ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ორბიტული მისიიდან სახლში დააბრუნა ორი ასტრონავტი. ასევე, ჩინეთი გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის დამალულ მხარეს ზონდს დასვამს.გარდა ამისა, პეკინმა წარმოადგინა მარსის ზონდისა და მავალის ილუსტრაციებიც, რომელთა გაგზავნასაც ჩინეთი წითელ პლანეტაზე დეკადის მიწურულს გეგმავს. NASA და სხვა გლობალური კოსმოსური სააგენტოები აქტიურად მუშაობენ ერთობლივად, რათა 2030-იან წლებში მარსზე ასტრონავტები გაგზავნონ. მარტში, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც NASA-ს 2033 წლისთვის მარსზე პილოტირებული მისიის გაგზავნას ავალებს. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 
წაკითხვა
მამაკაცი თვითმფრინავში თარაზოთი ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 16:07:00
კონსპირაციული თეორიის მიმდევარი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია, თვითმფრინავში თარაზოთი შეიარაღებული ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია. ეს ყველაფერი მან ვიდეოზეც გადაიღო.  YouTube-ის მომხმარებელი D Marble ჩრდილოეთ კაროლინიდან სიეტლში გაფრინდა, რათა დაკვირვებოდა, დახრიდა თუ არა პილოტი თვითმფრინავის ცხვირს დედამიწის „გამრუდების კომპენსირებისთვის“. „გადავიღე 23 წთ და 45-წამიანი ტაიმლეპსი, რომლის გამოთვლებით დავადგინე, რომ თვითმფრინავმა 203 მილზე ცოტა მეტი იფრინა. მრგვალი დედამიწის მოდელის ამხსნელი მათემატიკური წესებიდან გამომდინარე, გამრუდების კომპენსაცია 5 მილი უნდა ყოფილიყო. როგორც ხედავთ, გაზომვებით არანაირი გამრუდების კომპენსაცია არ ფიქსირდება“. D Marble-ის პოსტი ინტერნეტ-სივრცეს ვირუსულად მოედო, თუმცა არა იმ მიზნით, რისი იმედიც მას ჰქონდა... წყარო: indy100.com
წაკითხვა
უჩვეულო გამოგონებები, რომელთა არსებობა არარეალურად მოგეჩვენებათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 11:15:00
თანამედროვე მსოფლიო ხშირად ძალიან უცნაურია. ამ უცნაურობის შესახებ წარმოდგენებს არარეალური გამოგონებებიც გვიდასტურებენ. მაგალითად, გინახავთ თავზე დამაგრებული ქაღალდის რგოლი, რომელსაც გაციების დროს გამოვიყენებთ? - თუ არა, ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენი პასუხი დადებითი იქნება. ​წარმოგიდგენთ საინტერესო და უცნაურ გამოგონებებს, რომელიც ამავდროულად ძალიან მარტივია. ვინ იცის, იქნებ, შემდეგი გამოგონება თქვენს ანგარიშზეა. 
წაკითხვა
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარსკვლავი? ცრუ და ნამდვილ ვარსკვლავებს შორის ზღვარი დადგენილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 21:22:00
საინტერესოა, როგორ განარჩევთ ნამდვილ ვარსკვლავს სამყაროს სხვა ვარსკვლავური წარმონაქმნებისგან? მონაცემების შეგროვების ათწლიანი პროცესის შემდეგ, ასტრონომი ტრენტ დიუპი ფიქრობს, რომ მას ბოლოსდაბოლოს აქვს პასუხი.  იქიდან გამომდინარე, რომ გიგანტურ პლანეტებსა და ციცქნა ვარსკვლავებს შორის დიაპაზონში საკმაოდ ბევრი სხვა ობიექტია, მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხის მარტივად გაცემა უჭირდათ. თუმცა, დიუპიმ ყველაფერი მასამდე დაიყვანა. „მასა ვარსკვლავების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან ის განაგებს მათ მთლიან სიცოცხლეს“, — განმარტა ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომმა ტრენტ დიუპიმ ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების საზაფხულო შეხვედრაზე.  დედამიწელებს საკმაოდ გაგვიმართლა, რადგან ჩვენი მზე მოთავსებულია ვარსკვლავურ სასიცოცხლო ზონაში, აქვს საკმარისი მასა, რათა საკუთარ ბირთვში მილიარდობით წლის მანძილზე შეინარჩუნოს ბირთვული სინთეზი; ამ ყველაფერმა კი განაპირობა სიცოცხლის წარმოშობა და განვითარება ჩვენს პლანეტაზე. თუმცა, გალაქტიკაში ყველაფერი ასე ლამაზი და სტაბილური როდია. უფრო მასიური ვარსკვლავები თავიანთ ბირთვულ საწვავს მალე ამოწურავენ, კვდებიან ახალგაზრდები და სუპერნოვას სახით უმძლავრესად ფეთქდებიან. გაცილებით დაბალმასიური ვარსკვლავები, მაგალითად ყავისფერი ჯუჯები, ერთგვარი ცრუ ვარსკვლავებია, რომლებსაც უფრო მეტი მასა აქვთ, ვიდრე პლანეტებს, მაგრამ არც იმდენი, რომ სრულფასოვან ვარსკვლავებად იქცნენ. არშემდგარ ვარსკვლავებად წოდებული ეს ობიექტები სამყაროში ყველგანაა, მაგრამ უკიდურესად დაბალი სიკაშკაშის გამო, ისინი საკმაოდ რთულად შესასწავლია. ამ ამოუცნობ ობიექტთა არსებობა პირველად 50 წლის წინ იწინასწარმეტყველეს და დღეისათვის, მათ ერთგვარი ხიდი გადეს ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის არსებულ ნაპრალზე. თუმცა, მათი დეტალურად შესწავლა ასტრონომებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. „როდესაც ღამით ცაში ვიხედებით და მოციმციმე ვარსკვლავებს ვუცქერთ, ჩვენ ამბის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ვხედავთ“, — განმარტავს დიუპი. „შესაძლოა ობიექტს ყველა საჭირო ინგრედიენტი ჰქო
წაკითხვა
„ნიაგარას ჩანჩქერი“ მარსზე - ახალი ფოტო წითელი პლანეტიდან
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 20:45:00
მკვლევრები ხშირად ეძებენ თხევადი წყლის ნაკადის კვალს მარსზე. თუმცა, მოცემულ ფოტოზე, რომელიც მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს ხელოვნურმა თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter (MRO)-მა გადაიღო, ასახულია ადგილი, სადაც ერთ დროს ლავა სწორედ ისე გაედინებოდა, როგორც თხევადი წყალი. 3D ფოტოზე ასახულია 30 კმ დიამეტრის მქონე კრატერის ჩრდილოეთი დაბოლოება. როგორც სურათზე ჩანს, კრატერიდან მომდინარე ლავა ოთხ ტოტად იყოფოდა, რის შედეგადაც, წარმოიქმნებოდა მრავალდონიანი ლავის ჩანჩქერი, რომელიც კასკადურად მიემართება დაბლა და კრატერის ტერასებს წარმოქმნიდა.  ფოტოზე წარმოდგენილია კრატერის კედლის ჩრდილო-ცენტრალური რეგიონის სამი ჩანჩქერი, რაც საკმაოდ წააგავს ნიაგარას ჩანჩქერს. სურათის მასშტაბია 50 სანტიმეტრი პიქსელზე.  მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით 
წაკითხვა
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 19:27:00
იელოუსტოუნს მშფოთვარე ივნისი დაუდგა. ეროვნული პარკის ქვეშ გაწოლილი სუპერვულკანის მიდამოებში, 878 მიწისძვრა დაფიქსირდა.  მიწისძვრათა მთელი სერია 12 ივნისს დაიწყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში, 464 მიწისძვრა აღირიცხა.  „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებულ მიწისძვრათა უმაღლესი რიცხვია იელოუსტოუნში“, — იუწყება განცხადებაში აშშ-ის გეოლოგიური სამსახური. მიწისძვრათა უმრავლესობა 1 მაგნიტუდას არ აღემატებოდა, თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერმა 4,4 მაგნიტუდას მიაღწია, რაც უდიდესი მაჩვენებელია 2014 წლის მარტის შემდეგ. საბედნიეროდ, განგაშის საფუძველი არ არსებობს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიწისძვრათა ამ სერიამ სუპერვულკანი დაძრას. აშშ-ის გეოლოგიური სააგენტო უახლოეს წლებში ამოფრქვევის შანსს აფასებს როგორც 1-ს 730 000-ში, ვულკანის განგაშის დონეს კი მწვანე ფერს ანიჭებს. „იელოუსტოუნისთვის მიწისძვრათა სერიები უცხო არაა“, — უთხრა Newsweek-ს იუტის უნივერსიტეტის პროფესორმა ხაიმე ფარელმა. „საშუალოდ, იელოუსტოუნში წელიწადში 1500-2000 მიწისძვრა ხდება. მათგან 40-50 % მიწისძვრათა ნაკადს მიეკუთვნება“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნაკადი საშუალოზე მაღალია, ფარელის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ ეს აქტივობა მიწისქვეშ მაგმის მოძრაობასთან იყოს დაკავშირებული. იელოუსტოუნის სუპერვულკანის უჩვეულო აქტივობას გეოლოგები გამუდმებით აკვირდებიან. თუკი ვულკანი აფეთქების ზღვართან მივა, ფარელი აღნიშნავს, რომ გაიზრდება სეისმური აქტივობა, საკმაოდ შეიცვლება ზედაპირის ფორმა, ჰიდროთერმული სისტემა და დაიწყება გაზების გამოყოფა.  „როგორც წესი, თუკი მათგან მხოლოდ რომელიმე ერთს ვხედავთ, ეს არ ნიშნავს  ამოფრქვევის მოახლოებას. თუკი დავინახავთ, რომ ყველა ეს ცვლილება ერთდროულად დაიწყება,  მაშინ აშკარად განგაშის წითელ ზღვართან გვაქვს საქმე“, — ამბობს ფარელი. იელოუსტოუნის სუპერვულკანი ხშირად არ იფრქვევა. გასული ორი მილიონი წლის მანძილზე, მასზე მხოლოდ სამი უდიდესი ამოფრქვევა ფიქსირდება.  მაგრამ თუ ამოფრქვევა მაინც მოხდება, იგი საკმაოდ არათანმიმდევრული იქნება. „თუ იელოუსტოუნი ამოიფრქვევა, დიდი ალბათობით, ეს იქნება ლავის ნაკადი, როგორც აქამდე დაფიქსირებული 80 ამოფრქვევა
წაკითხვა
Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა - Volvo უპილოტო ავტომობილების წარმოებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-28 21:28:00
მას შემდეგ, რაც Volvo-მ გაავრცელა განცხადება, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს გამოწვევას შეეცდება, ავტომწარმოებელი მორიგ სვლას აკეთებს და უპილოტო ავტომობილთა ბრძოლაში ერთვება. შვედური საავტომობილო გიგანტი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, ლიდარიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან. Volvo-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკან სამუელსონის განცხადებით, Tesla-სთან ერთად, მისი კომპანია დიზელის ძრავიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტას გეგმავს. როგორც იგი Reuters-ისთვის მიწერილ იმეილში განმარტავს, „გავაცნობიერეთ, რომ Tesla-მ ხალხს ისეთი ავტომობილები შესთავაზა, როგორიც მათ სურთ. ამ არეალში, სივრცე ჩვენთვისაც იქნება, მაღალი ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით“. პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციონირებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც Volvo-მ პარტნიორობა ახალი სახელით Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად Volvo-სთვის იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც Autoliv-ი შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება. Volvo და Nvidia უპილოტო მანქანის პროგრამა Drive Me-ს ფარგლებში ადრეც თანამშრომლობდნენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი კომერციულად ხელმისაწვდომი მანქანის გარშემო გაერთიანდნენ, რომელიც კომპანიის განცხადებით, ბაზარზე 2021 წელს გავა. უპილოტო ავტომობილთა სულ უფრო მზარდმა ინდუსტრიამ — რომელსაც აქვს პოტენციალი საავტომობილო გზები სწრაფი და უსაფრთხო გახადოს — კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე წაახალისა ავტომწარმოებელთა და კომპიუტერულ ბაზარზე, რათა ამ ტექნოლოგიის საკუთარი ვარიანტები აწარმოონ. მათ შორის აღმოჩნდა Volvo-ც — კომპანია დიდი სახელითა და დიდი ფულით.  მომავლის ტრანსპორტის მარათონში ასევე ჩართულნი არიან Tesla, რომელიც ამ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერია, Google-ი და ახლა უკვე Volvo-ც. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე ასევე შედის Ford-ი, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა. ფაქტია, რომ ავტომწარმოებლებს შორის ამ სეგმენტში სასტიკი კონკურენცია იწყება, კონკურენცია კი როგორც წესი, ყოველთვის ასაზრდოებს ინოვაციებს. მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 
წაკითხვა
შექმნილია ლაზერი, რომელსაც მილიარდი მზის სიკაშკაშე აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-28 21:08:00
ახლახან, მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ექსპერიმენტის შედეგები, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნა ყველაზე კაშკაშა შუქი, რაც კი ოდესმე დედამიწაზე წარმოქმნილა — ელვარება, რომელის გამომუშავებასაც ერთი მილიარდი მზე დასჭირდებოდა. ამ უკიდურესად საინტერესო კვლევას ასევე გააჩნია მინიშნება ახალი ტიპის რენტგენულ გამოსხივებაზე და ადასტურებს ელექტროდინამიკის ზოგიერთ საფუძველს. „მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი ისეთი თეორია იყო, რომლებიც ლაბორატორიაში არასოდეს შემოწმებულა, რადგან არასოდეს გვქონია საკმარისად კაშკაშა სინათლის წყარო, რათა ექსპერიმენტი წარგვემართა“, — ამბობს პროექტის უფროსი მკვლევარი დონალდ უმშტადტერი. „მრავალი პროგნოზი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო; ჩვენ ზოგიერთი ეს პროგნოზი დავამტკიცეთ“. ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ულტრა-კაშკაშა შუქის შესაქმნელად აშშ-ის ერთ-ერთი უმძლავრესი ლაზერი — DIOCLES laser-ი გამოიყენეს. ჯგუფმა ლაზერი ჰელიუმით შეჩერებული ელექტრონებით აანთო, რათა ეხილათ თუ როგორ იფანტებოდა ერთი ელექტრონიდან გამომავალი ფოტონები ყოველი დარტყმისას. სინათლის ჩვეულებრივ პირობებში, ფოტონების მიმოფანტვა შესაძლებელს ხდის მხედველობას, მაგრამ ელექტრონები როგორც წესი, მხოლოდ ერთ ფოტონს ამოაფრქვევენ. წარსულში ჩატარებული ზოგიერთი ლაზერული ექსპერიმენტის დროს, ერთი და იმავე ელექტრონიდან წყვილი ფოტონიც ამოფრქვეულა, მაგრამ ამ ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთდროულად ამოიფრქვა 1000 ფოტონი! ამოფრქვევა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ობიექტთა იერსახეც კი შეცვალა. „როდესაც ხელთ გვაქვს ასეთი წარმოუდგენლად კაშკაშა შუქი, გამოდის, რომ გაფანტვა — ფუნდამენტური რაღაც, რაც ყველაფერს თვალით ხილვადს ხდის, ფუნდამენტურად იცვლის ბუნებას“, — ამბობს უმშტადტერი. ელექტრონებზე დარტყმამდე და მის შემდეგ, ფოტონების ერთი და იმავე კუთხითა და ენერგიით ამოფრქვევის ნაცვლად, რაც ნორმალური წყაროს შემთხვევაში ხდება ხოლმე, სუპერ-კაშკაშა ლაზერმა ეს კუთხე და ენერგია შეცვალა. „ეს დაახლოებით ისეთივე შემთხვევაა, როცა საგნები სხვანაირ იერსახეს იღებენ, როდესაც სინათლის სიკაშკაშეს შეცვლით“, — ამბობს უმშტადტერი. „სინათლე მოემართება სხვადასხვა კუთხეებიდან, განსხვავებული ფერით, რაც მის სიკაშკაშეზეა დამოკიდებული“. &l
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-06-28 19:49:00
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონი სინათლის წლის მოშორებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს  სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ.   აღნიშნული აღმოჩენა ოცწლიანი მუშაობისა და უზუსტესი, უკიდურესად რთული გაზომვების შედეგია. მსგავსი ურთიერთქმედების ბუნების გაგება უზარმაზარ ინფორმაციას მოგვცემს გალაქტიკებისა და თავად სამყაროს ფორმირება-განვითარების შესახებ. „დიდი ხნის მანძილზე, ცაში უიმედოდ ვიყურებოდით და ამაოდ ვეძებდით სუპერმასიურ შავ ხვრელთა მსგავს წყვილს, რომელთაც ორი გალაქტიკის შერწყმის შემდეგ, ერთმანეთის გარშემო მოძრაობა უნდა დაეწყოთ“, — ამბობს გრეგ ტეილორი, ერთ-ერთი მკვლევარი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეორიის მიხედვით მსგავსი რამ შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, მისი ხილვა ამ დრომდე ვერავინ შესძლო“. სუპერმასიური შავი ხვრელები ჯგუფმა დედამიწიდან 750 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა 0402+379-ში აღმოაჩინა. კვლევის ავტორის, ასევე ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მეცნიერის, კეტრინ ბანსალის განცხადებით, ამ შავ ხვრელთა საერთო მასა ჩვენი მზისაზე 15 მილიარდჯერ მეტია, ორბიტული პერიოდი კი 24 000 წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად 20-წლიანი დაკვირვებისა, მკვლევართა ჯგუფი მათი ორბიტის მცირე გამრუდებასაც კი ვერ დააფიქსირებდა. „წარმოიდგინეთ, ლოკოკინა, რომელიც ჩვენგან 4,243 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახლახან აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ბინადრობს და წამში 1 სანტიმეტრი სიჩქარით მოძრაობს; სწორედ მსგავსი იმპულსის მომენტი გადავწყვიტეთ ამ შემთხვევაში“, — განმარტავს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი როჯერ რომანი. შავი ხვრელები უკიდურესად ძნელი შესასწავლია, რადგან მათზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია; მათი გამოვლენა მხოლოდ ახლომდებარე მატერიის წყალობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ამ შავ ხვრელთა ორბიტის საპოვნელად, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ტელესკოპი Very Long Baseline Array (VLBA), რომელიც 10 რადიოტელესკოპისაგან შედგება. შავ ხვრელთა მიერ გამოყოფილი სხვადასხვა სიხშირის რადიოსიგნალების გაზომვის გზით, ჯგუფმა მათი ტრაექტორიის გეგმის განსაზღვრა შესძლო. 
წაკითხვა
მესენჯერის ვიდეოჩატს ახალი ფუნქციები დაემატა - "მეტი მხიარულება"
გამოქვეყნებულია: 2017-06-28 19:44:00
​ფეისბუქის მესენჯერის ჩატს ახალი ფუნქციები დაემატა. დღეიდან ვიდეოჩატის გამოყენება უფრო მეტ მხიარულებასთან იქნება დაკავშირებული. ახალი ფილტრები, ემოციები, ნიღბები და პერსონალური ასისტენტი - მესენჯერის გამოყენებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. რეაქციები - ჯგუფური ვიდეოზარის დროს საუბრის გახალისებას მხიარული რეაქციებით შეძლებთ.​ნიღბები - ვიდეოჩათში შესაძლებლობა გეძლევათ საინტერესო და ახალი ნიღბები მოირგოთ.​ფილტრები - ახალი ფილტრების დახმარებით საკუთარ თავს მეტ მომხიბვლელობას მიანიჭებთ.​მომენტების დამახსოვრება - თქვენ შეგიძლიათ ვიდეოჩატში საინტერესო მომენტებს სქრინები გადაუღოთ და შეინახოთ. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ფეისბუქმა მესენჯერის ჩატს პერსონალური ასისტენტიც დაამატა. ასისტენტი შემდეგ ფუნქციებს აერთიანებს: შეინახე და ნახე მოგვიანებით, დაბადების დღის მილოცვები, ზარის წამოწყების ფუნქცია. პერსონალური ასისტენტი ჯერჯერობით მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვისაა გააქტიურებული. 
წაკითხვა
პირადი ინფორმაციისა და ფულის მიტაცება - ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმები
გამოქვეყნებულია: 2017-06-28 14:04:00
რამდენიმე საათის წინ, ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მსხვილ კომპანიებზე და სახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის, საქართველოში, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ვირუსი Petya მონაცემებს შირფრავს და თანხებს იტაცებს. ერთი თვის წინ, მსგავსი ვირუსით WannaCry150 მსოფლიოში 511 ათასი კომპიუტერი დაზარალდა. ჰაკერებმა დაახლოებით 116.5 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლეს. საზოგადოებრივი ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ჰაკერული თავდასხმებით დაინტერესდა.პერსონალური მონაცემების უმსხვილესი თავდასხმა ამერიკის ისტორიაში2015 წლის ივლისში ჰაკერებმა აშშ-ის 22 მილიონი მოქალაქის მონაცემები მოიპოვეს. მათ შორის, იყვნენ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები. მონაცემების მიტაცებას აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი უწოდეს, კიბერთავდასხმის ორგანიზატორად კი, ჩინეთის მთავრობაც დასახელდა.
წაკითხვა
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 21:55:00
წაკითხვა
10 ცხოველი, რომლებიც ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 21:25:00
თუკი ადამიანებს სამარადისო სიცოცხლის რაიმე იმედი აქვთ, ალბათ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ იმ ცხოველებისგან, რომლებიც ჩვენზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ. ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს, გრენლანდიური ზვიგენია, რომლის ხანგრძლივი სიცოცხლის ამბავიც მეცნიერებმა სულ ახლახან შეიტყვეს. 2017 წლის ექსპედიციაში, მკვლევრებმა ამ ზვიგენის შესახებ მრავალი მომაჯადოებელი დეტალი გამოააშკარავეს; გაირკვა, რომ გასაოცრად დაბალია მისი გულისცემის მაჩვენებელი — მხოლოდ ერთი დარტყმა ყოველ ათ წამში. წარმოგიდგენთ დედამიწის იმ ცხოველთა ათეულს, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ: მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით 
წაკითხვა
წყალი ორი განსხვავებული სითხის სახით არსებობს - ისტორიული აღმოჩენა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 20:46:00
წყალი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოლეკულებია დედამიწაზე; მეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ იმის შესწავლას, თუ რამდენად უცნაური ნივთიერებაა ის სინამდვილეში.  მაგალითისათვის: ახლახან, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ წყალი არსებობს არა ერთ, არამედ სითხის ორ განსხვავებულ ფაზაში, რომელთაგან თითოეულს ძალიან განსხვავებული სტრუქტურა და სიმჭირდოვე აქვს. H2O-ს უპრეცედენტო დეტალებში შესწავლის მიზნით, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა რენტგენული გამოსხივება გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ჩვენთვის ასე საყვარელი თხევადი წყალი მხოლოდ ერთ ფაზაში არ იმყოფება, სინამდვილეში ის ორ ფორმას შორის მერყეობს — მაღალი და დაბალი სიმჭიდროვის. „ახალი შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ოთახის ტემპერატურაზე, წყალს არ შეუძლია გადაწყვიტოს რომელ ფორმაში დარჩეს ამ ორიდან, მაღალ თუ დაბალ სიმკვრივეში, რაც სრულდება ამ ორ ფორმას შორის ადგილობრივი მერყეობით“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ლარს პეტერსონი. „წყალი რთული სითხე არაა, მაგრამ არის ორი მარტივი სითხე გართულებული ურთიერთობით“. სკოლებში უმრავლეს ჩვენგანს გვასწავლიდნენ, რომ წყალი სამ განსხვავებულ მდგომარეობაში არსებობს: თხევადში, მყარში და აირადში. მაგრამ სინამდვილეში, საქმე არც ასე მარტივადაა: წყალს არსებობა ასევე შეუძლია უცნაურ, პლაზმის მსგავს მდგომარეობაში. გარდა ამისა, წყლის ის სამი სტანდარტული ფაზა, რომლებსაც ჩვენ ასე კარგად ვიცნობთ, სინამდვილეში ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით. მაგალითად, მერკურის გარდა, წყალს ყველა სხვა დანარჩენ სითხეზე უფრო მაღალი ზედაპირის დაძაბულობა აქვს; ასევე, თითქმის ყველა სხვა ცნობილი ნივთიერებისგან განსხვავებით, წყალი გაყინვისას ფართოვდება. გარდა ამისა, სხვა ჰიდრიდების, მაგალითად წყალბადის ტელურიდისა და წყალბადის სულფიდის დუღილის ტემპერატურა მცირდება მათი მოლეკულების ზომის შემცირებისას, H2O-ს კი ასეთ დაბალ მოლეკულურ წონაზე გასაოცრად დიდი დუღილის ტემპერატურა აქვს. მეცნიერებს იდენტიფიცირებული აქვთ თხევადი წყლის 70 ისეთი თვისება, რომლებიც აბსოლუტურად უნიკალურია და განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა თხევადი ნივთიერებისგან. ერთი უცნაურობა, რაც დიდი ხნის მანძილზე იწვევდა კამათს, არის ის, აქვს თუ არა წყალს სითხის ერთზე მეტი ფაზა. ეს მოსაზრება დაფუძნებულია იმ ფაქტზე,
წაკითხვა
NASA სულ მალე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ განაცხადებს - ირწმუნება ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 19:51:00
ჰაკერთა ქსელი Anonymous-ი ახალ განცხადებებს ავრცელებს. ამჯერად, ისინი ამტკიცებენ, რომ NASA სულ მალე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ განაცხადებს. განცხადება საკმაოდ გაბედულია, მაგრამ სანამ ძალიან აღფრთოვანდებოდეთ, გადავხედოთ სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ნათელი გახდეს, რომ Anonymous-ს მსგავსი სპეკულაციების გასავრცელებლად არანაირი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ გააჩნია.  სინამდვილეში, ჰაკერთა ჯგუფის ბოლო ვიდეო-განცხადება ეყრდნობა ცოტა ხნის წინ, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ  219 ახალი პლანეტის აღმოჩენას მზის სისტემის მიღმა; ასევე NASA-ს ადმინისტრატორის, თომას ზურბუხენის კომენტარებს, რომელიც მან აპრილში, აშშ-ის მთავრობის წინაშე წარდგენისას გააკეთა. „თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა იმ სხვადასხვა აქტივობასა და მისიას, რომლებიც არამიწიერი სიცოცხლის ძიებას ეძღვნება, ჩვენ უკვე ვიმყოფებით ისტორიაში ყველაზე ღრმა, უპრეცედენტო აღმოჩენის ზღვარზე“, — განაცხადა ზურბუხენმა 26 აპრილს კონგრესში, არამიწიერი სიცოცხლის ძიების კომიტეტის გამოსვლის წინაშე. ზურბუხენი ასევე ძალიან აღფრთოვანებული იყო გასულ კვირას, კეპლერის აღმოჩენის შესახებ განცხადებისას. Anonymous-ს აღებული აქვს ზურბუხენის ამ გამოსვლისას წარმოთქმული ენთუზიასტური მტკიცებულებები, კეპლერის ბოლო აღმოჩენა, ასევე რამდენიმე ყოფილი ასტრონავტისა და არამიწიერი სიცოცხლის მაძიებელი ენთუზიასტის განცხადება — როგორც მტკიცებულება, რომ „ზემოთ, ცის მიღმა, რაღაც ხდება“. ჰაკერების განცხადება თავად შეგიძლიათ იხილოთ.  საინტერესოა, რა ხდება? მართლა ვართ თუ არა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის ზღვარზე? ალბათ არა. Anonymous-ს აშკარად ზედმეტი მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის შეხვედრაზე ზურბუხენის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმაოდ ორაზროვანი ჩანს, თუკი მას კონტექსტიდან ამოვარდნილად შევხედავთ, სინამდვილეში ყველაზე ამაღელვებელი მაინც ის პროგრესია, რაც ჩვენი შესაძ
წაკითხვა
სატურნის განთიადი - კასინი ახალ ფოტოს აგზავნის
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 17:58:00
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ თვალი გაუსწორა სატურნის მზით განათებულ, ვერცხლისფერ ატმოსფეროს. პლანეტის ყინულოვანი რგოლები ფოტოზე წინა პლანზე ჩანს, მუქი სარტყლების სახით. ხედი გადაღებულია პლანეტის ჩაბნელებული მხრიდან, რგოლების გეგმიდან 7 გრადუსით დაბლიდან. ფოტო კასნინის ფართო კუთხიანმა კამერამ 2017 წლის 31 მარტს გადაიღო. კადრის გადაღების მომენტში, კასინი სატურნიდან 1 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. სურათის მასშტაბია 61 კმ ერთ პიქსელზე. წყარო: Jet Propulsion Laboratory 
წაკითხვა
ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს აშენებს - 40 ათასი ხე ერთ ქალაქში
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 16:30:00
​მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშა, მსოფლიო პლანეტის მომავალს კიდევ უფრო ნეგატიურად უყურებს. თუმცა, საბედნიეროდ ჰორიზონტზე გამოჩნდა კარგი სიახლეც. ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს ააშენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით ქალაქში 40 000 ხე დაირგვება. შესაბამისად, ეს პროცესი ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებას და ქვეყანას ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემებისგან დაიცავს. ​ქალაქის დიზაინი სტეფანო ბოერის ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორი ვერტიკალური მწვანე ცათამბრჯენი შემოგვთავაზა. ტყის ქალაქი ჩინეთში გუანგხის პროვინციაში გაშენდება. ​წინასწარი ვარაუდით, ქალაქი 30 000 ადამიანის დატევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მრავალი ჯიშის ხე დაირგვება და მათ შორის ბევრი, უნიკალური სახეობა იქნება. 
წაკითხვა
Google 2,42 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 14:59:00
ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, საძიებო სისტემა „გუგლი“ ევროკომისიამ სოლიდური თანხით დააჯარიმა. კომისიაში მიიჩნევენ, რომ კომპანია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემებში დომინანტ პოზიციას და საქონლის ძიებისას მომხმარებელს საკუთარ სერვისს google shopping-ს სთავაზობს. ევროკომისიის აზრით, გარდა იმისა, რომ ეს ანტიმონოპოლიურ კანონს ეწინააღმდეგება, იგი ზღუდავს მომხმარებლის უფლებებსაც. შესაბამისად, კორპორაცია 2,42 მილიარდ ევროს გადაიხდის, რაც ანტიმონოპოლიურ საქმეებს შორის რეკორდულ თანხას წარმოადგენს. „უკანონო ქმედების“ შეწყვეტისთვის "გუგლს" 90 დღე მიეცა."გუგლის" საქმეს ევროკომისია 2010 წლიდან, კომპანია MICROSOFT-ის სარჩელის საფუძველზე იძიებს.
წაკითხვა
მეცნიერებმა თეთრი ღამეების საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 18:31:00
„თეთრი ღამეების“ ფენომენი, ანუ როდესაც ღამის ცა იმდენად კაშკაშაა, რომ წიგნის წაკითხვა მთვარის შუქის გარეშეც კი შესაძლებელია — უკვე საუკუნეებია, მეცნიერებს თავსატეხს უჩენს. თუმცა, სულ ახლახან, ეს საიდუმლო ამოიხსნა. როგორც ახალი კვლევა ამტკიცებს, ეს ეფექტი გამოწვეულია ატმოსფეროს ზედა ფენებში ნელა მოძრავ ტალღათა ერთმანეთთან შერწყმის გზით, რის შედეგადაც ძლიერდება ბუნებრივად წარმოქმნილი ატმოსფერული ნათება — აირის ატომები, რომლებიც როგორც წესი, უხილავია. კანადის იორკის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა ერთმანეთს შეუსაბამა ატმოსფერული ნათებიდან აღებული ნიმუშები და ატმოსფერულ ტალღათა მონაცემები; დადგინდა, რომ მათ შორის კავშირი არსებობს. არ შეგეშინდეთ, თუ ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი — თეთრი ღამეები იშვიათად ხდება და ღამის ცის სინათლით დაბინძურების გამო, დღეისათვის განსაკუთრებით იშვიათია. ეს ფენომენი პირველად ძველ რომაელ ფილოსოფოს ბუნებისმეტყველს, პლინიუს უფროსს აქვს მოხსენიებული, ახ. წ. I საუკუნეში. შემდეგ წლებში, მოვლენა აღწერილია სხვა სამეცნიერო დოკუმენტებშიც. „ისტორიული ჩანაწერი ძალიან თავსებადია, გვაბრუნებს საუკუნეებით უკან, აღწერები ძალიან მსგავსია“, — ამბობს უფროსი მკვლევარი გოლდენ შეფერდი. „თეთრი ღამეეები არსებობს და ისინი ატმოსფერული ნათების ცვალებადობის ნაწილია, რაზე დაკვირვებაც თანამგზავრული ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი“. ატმოსფერული ნათება წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა ფენაში მიმდინარე მრავალგვარი ქიმიური რეაქციების შედეგად, მათ შორისაა ჰაერის მწვანე ელფერიც, რაც მაშინ ხდება, როდესაც მზის სხივების შედეგად გახლეჩილი ჟანგბადის მოლეკულები კვლავ ერთიანდებიან. შეფერდმა და მისმა კოლეგა იანგმინ ჩომ აღმოაჩინეს, რომ როდესაც ატმოსფერული ნათება ამინდის შედეგად წარმოქმნილ ატმოსფერულ ტალღებს ერწყმის, თეთრმა ღამეებმა შესაძლოა რამდენიმე ღამის მანძილზეც გასტანოს და სინათლე ნორმალურზე 10-ჯერ მეტიც იყოს. „ეს კვლევა ძალიან ზედმიწევნითია, წარმოადგენს ახალ მიდგომას ძველი გამოცანისადმი, თუ რა ხდიდა ღამის ცას ზოგჯერ კაშკაშას; პასუხი ერთია — ატმოსფერული დინამიკა“, — ამბობს ხურხენ შეერი, არგენტინის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.  „უკვე კარგად ვიცით, თუ რომელი დინამიკური ფენომენები დგას თეთრი ღამეების უკან“. მკვლევართა
წაკითხვა
გულმავიწყობა შესაძლოა ტვინის მექანიზმი იყოს, რათა უფრო ჭკვიანები გავხდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 18:13:00
ახალი კვლევის მიხედვით, გულმავიწყობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის უსაფრთხოების მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ზედმეტი ინფორმაციისგან არ გადავიტვირთოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ტვინის მოქმედების ჯანსაღი ნაწილია. თუკი ყოველთვის გავიწყდებათ სად დადეთ სახლის გასაღები — დისკომფორტია, მაგრამ შესაძლოა ეს ტვინს პირიქით, ეხმარებოდეს. ამ ყველაფრის შედეგად, შეიძლება კიდევ უფრო ბევრი ვისწავლოთ ტვინის ფუნქციონირების შესახებ, რაც მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ აქვთ ამოხსნილი. ტორონტოს უნივერსიტეტის ორი მკვლევრის მტკიცებით, მეხსიერება არ არის განკუთვნილი ყველაზე ზუსტი ინფორმაციის გადასაცემად, მისი მთავარი მიზანი უფრო  საჭირო ინფორმაციის შენახვაა, რომელიც სამომავლოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. „მნიშვნელოვანია, რომ ტვინი ივიწყებს შეუსაბამო დეტალებს და ამის სანაცვლოდ, ფოკუსირდება ისეთ საგნებზე, რომლებიც რეალურ სამყაროში გადაწყვეტილებათა მიღებაში გვეხმარება“, — განმარტავს მკვლევარი ბლეიკ რიჩარდსი. რიჩარდსმა და მისმა კოლეგა პოლ ფრანკლანდმა მიმოიხილეს ადრე გამოქვეყნებული დოკუმენტები მეხსიერებასთან დაკავშირებული განსხვავებული მიდგომების შესახებ. ზოგიერთი მათგანი ეხებოდა მახსოვრობის ნეირობიოლოგიას, ზოგიერთი გამძლეობას, ზოგიერთი კი გულმავიწყობის ნეირობიოლოგიას. „ბოლო პერიოდის კვლევებში ვიპოვეთ მრავალი მტკიცებულება, რომ არსებობს მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების დაკარგვას, რაც განსხვავდება ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი მექანიზმებისგან“, — ამბობს ფრანკლანდი. მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს ნეირონებს შორის არსებული სინაპტიკური შეერთებების მიზანმიმართული შემცირება, რაც ტვინს მეხსიერების დაშიფვრაში ეხმარება; ასევე აღმოაჩინეს იმის ნიშნები, რომ ახალი ნეირონები ზედმეტად ტვირთავს არსებულ მეხსიერებას, რაც მათ უფრო ძნელად მისაწვდომს ხდის. რატომ ხარჯავს ტვინი დროს, რათა რაიმეს დავიწყება სცადოს? რიჩარდსისა და ფრენკლანდის აზრით, არსებობს ამის ორი მიზეზი. პირველი — დავიწყება გვეხმარება მოვერგოთ ახალ სიტუაციას იმ მეხსიერების მოშორების გზით, რომელიც არ გვჭირდება — ანუ, თუკი თქვენი საყვარელი ყავის მაღაზია ქალაქის მეორე ნაწილში გადავიდა, მისი ძველი მისამართის დავიწყება გეხმარებათ, რათა ახალი დაიმახსოვროთ. მეორე — დავიწყება საშუალებას გვაძლევს
წაკითხვა

უახლესი