საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
10 გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა 2050 წელს დადგება
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 21:30:00
ზოგიერთი საფრთხე, რომელიც კაცობრიობას მომავალში დაემუქრება, ჩვენთვის დღესაც ნაცნობია. პლანეტის მოსახლეობის ზრდა, ატომური ენერგიის გამოყენების უარყოფითი შედეგები, მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული... თუმცა, ასევე არსებობს პრობლემები, რომელთა კონტურებსაც ვხედავთ, თუმცა უფრო მძაფრად კაცობრიობა მათ 2050 წლისთვის შეიგრძნობს.რა ელის სამყაროს 30 წლის შემდეგ? ზუსტად ამის თქმა, არავის ძალუძს, თუმცა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებაზე დაკვირვებით, მომავლის პრობლემებიდან ზოგიერთის გამოცნობა დღესაც შესაძლებელია.1. ადამიანის გენების მოდიფიცირებაადამიანის დე-ენ-ემის რედაქტირების ტექნოლოგიის შესახებ დისკუსია სულ უფრო ხმამაღლა ისმის. უახლეს ტექნოლოგიას სახელწოდებით Crispr თეორიულად შეუძლია, იმგვარად შეცვალოს ადამიანის დე-ენ-ემი, რომ მასში აღარ დარჩება კიბოს ან სხვა მძიმე დაავადების გამომწვევები.ერთი შეხედვით, გადასარევად ჟღერს, თუმცა არსებობს უამრავი ეთიკური საკითხი, რომელიც ჯერ უპასუხოდ რჩება. ბევრი შიშობს რომ ახალი ტექნოლოგია "უნაკლო ახალშობილების" იდეას დაუდებს საფუძველს. შეძლებულ მშობლებს აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი შვილების "დიზაინი" თავადვე შექმნან და ყველა მათ მიერ არარეალიზებული ამბიცია შვილის გენში ჩადონ.
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 21:01:00
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათასი ვარსკვლავის სამოძრაო გზის კვლევის საფუძველზე, მეცნიერებმა გარკვეული გათვლები წარმართეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მათგანს შეუძლია უბიძგოს კომეტებს ორბიტიდან მოწყვეტა და ჩვენს სამეზობლოში შემოჭრა. როგორც აღმოჩნდა, ორ ათეულზე მეტია ისეთი ვარსკვლავი, რომლებიც მზის სისტემასთან საკმარისად ახლოს მოდიან იმისათვის, რათა ეს ავბედითი მოვლენა თავს დაგვატეხონ. თუმცა ნუ შეგეშინდებათ, საუბარია მომდევნო მილიონი წლის პერიოდზე, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია კომეტის შეჯახება კაცობრიობის უდიდეს საფრთხეთა შორის, ფსკერზე მოვათავსოთ.  ირმის ნახტომის დაახლოებით 320 000 ვარსკვლავის ორბიტის საკონტროლებლად, მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, კოსმოსურ ტელესკოპ გაიას მიერ შეგროვილი მონაცემები გამოიყენეს; ყველა მათგანი ირმის ნახტომის გარშემო ნელა მოძრაობს. შედეგად, შესაძლებელი გახდა იმის პროგნოზირება, თუ რომელი მათგანი უნდა მოვიდეს ჩვენი მზის სისტემის გალაქტიკურ ყურისძირში. ამ ეტაპზე, მზის უახლოესი ვარსკვლავური მეზობელია პროქსიმა კენტავრი — 4,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავური ტრიოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. შესაძლოა ეს მანძილიც კი წარმოუდგენლად დიდი გეჩვენოთ, მაგრამ გალაქტიკურ მასშტაბებში საკმაოდ ახლოსაა იმისათვის, რათა მათმა გრავიტაციამ მათ კიდეზე განლაგებული ობიექტებს ფაქიზად აიძულოს შემოიჭრან მზის სისტემის კიდეში — ზონაში, რომელსაც ოორტის ღრუბელს უწოდებენ. ეს ზონა იმდენად შორსაა, რომ იქ არც თუ ისე ბევრი მზის შუქი აღწევს, შესაბამისად, ასტრონომებს ეს ციური ყურე ჯერ კარგად არც უნახავთ. თუმცა, დარწმუნებულნი არიან მის არსებობაში, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ნაწილი მასიურ ორბიტაზე იკლაკნება და მზისკენ ეცემა, რაც წარმოშობს მტვრისა და გაზის გრძელ, საყოველთაოდ ცნობილ კუდს. ოორტის ღრუბელი გადაჭიმულია 20 000-100 000 ასტრონომიულ ერთეულზე; სიმკვრივე პიკს 40 000 ასტრონომიული ერთეულის ნიშნულზე აღწევს. ამ უზარმაზარ არეალზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, იხილეთ დიაგრამა.  
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 19:41:00
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მისიის დასრულებამდე, როდესაც იგი სატურნის ატმოსფეროში ჩაყვინთავს.  15 სექტემბერს, კასინი სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და კომეტის მსგავსად დაიწვება.  უკანასკნელი სვლა ხომალდმა 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო, როცა სატურნის მთვარე ტიტანმა მას გრავიტაციული ბიძგი მისცა და 2,5-ტონიანი ხომალდი სასიკვდილო გზაზე დააყენა.  „კასინის მისია აღჭურვილი იყო მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიებით; უნიკალურ პლანეტარულ ინფორმაციას იგი მისიის ბოლო წუთებამდე გააგრძელებს. კასინი გახდება სატურნის პირველი პლანეტური ზონდი, რომელიც პლანეტის ატმოსფეროს ნიმუშებს სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე შეაგროვებს“, — ამბობს ლინდა სპილკერი, კასინის მისიის მეცნიერი.  როგორც მოსალოდნელია, კოსმოსური ხომალდი დედამიწასთან კავშირს სატურნის ზედა ატმოსფეროში ჩაშვებიდან 1-2 წუთის შემდეგ გაწყვეტს. მაგრამ ჩაშვებისას, კონტაქტის დაკარგვამდე, სრულად იმუშავებს კასინის 12-დან 8 ინსტრუმენტი. განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს ხომალდის იონური და ნეიტრალური მასის სპექტრომეტრი (INMS), რომელიც პირდაპირ აიღებს ატმოსფეროს შემადგენლობის ნიმუშებს, რითაც უმნიშვნელოვანეს ცნობებს მოგვაწვდის გიგანტური პლანეტის ფორმაციისა და ევოლუციის შესახებ. ჩაყვინთვამდე ერთი დღით ადრე, კასინის სხვა ინსტრუმენტები განახორციელებენ დეტალურ, მაღალი რეზოლუციის დაკვირვებებს სატურნის პოლუსების ციალებზე, ტემპერატურასა და ქარიშხლებზე. ფინალური ჩაშვებისას, გამოირთვება კასინის ფოტოკამერა, შესაბამისად, სატურნის სისტემის ბოლო ხედებს იგი წინა დღით მოგვაწვდის (14 სექტემბერი). ფინალურ კვირაში, კასინი რამდენიმე გარდამტეხ საფეხურს გაივლის. 9 სექტემბერი — კასინი უკანასკნელად, ოცდამეორედ გაივლის სატურნსა და მის რგოლებს შორის. ყველაზე ახლოს, პლანეტის ღრუბლებს 1680 კმ-ზე მიუახლოვდება. 11 სექტემბერი — კასინი განახორციელებს შორეულ გადაფრენას სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე. მიუხედავად იმისა, რომ მანძილი მათ შორის 1
წაკითხვა
ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 20:09:00
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენა, რათა შეესწავლათ, შესაძლებელია თუ არა იყოს წყალი წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო მოძრავ დედამიწის მსგავს შვიდ პლანეტაზე. როგორც შედეგები აჩვენებს, სისტემის გარე პლანეტებზე შესაძლოა წყლის მნიშვნელოვანი მარაგი იყოს. მათ შორის არის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარე სამი პლანეტა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ეს პლანეტები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. 2017 წლის 22 თებერვალს, ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ დედამიწიდან 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ულტრაცივ წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო აღმოჩენილი იყო დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა. აღსანიშნავია, რომ  TRAPPIST-1-ის სისტემაში დედამიწის ზომის ყველაზე მეტი პლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.  აღმოჩენის შემდეგ, იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს სისტემის თითოეული პლანეტა, საერთაშორისო ჯგუფმა ჟენევის უნივერსიტეტის ობსერვატორიის ასტრონომის, ვენსან ბურიეს ხელმძღვანელობით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ვიზუალიზაციის სპექტროგრაფი (STIS) გამოიყენა.  „ულტრაიისფერი გამოსხივება მნიშვნელოვანი ფაქტორია პლანეტათა ატმოსფერულ ევოლუციაში. ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში, სადაც მზის ულტრაიისფერი ნათება მოლეკულებს შლის, ვარსკვლავის ულტრაიისფერ შუქს ასევე შეუძლია დაშალოს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლი წყალბადად და ჟანგბადად“, — განმარტავს ბურიე. დაბალი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი რადიაციის მიერ წყლის მოკელულების დაშლას ფოტოდისოციაცია ეწოდება. უფრო ენერგიული ულტრაიისფერი გამოსხივება და რენტგენული გამოსხივება პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილს აცხელებს, რაც ფოტოდისოციაციის შედეგად დარჩენილ პროდუქტებს — წყალბადსა და ჟანგბადს გაქცევის საშუალებას აძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ აირადი წყალბადი ძალიან მსუბუქია, ადვილად გარბის ეგზოპლანეტის ატმოსფეროდან და შესამჩნევი ხდება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის, რაც ატმოსფერული წყლის ორთქლის შესაძლო მანიშნებელია. TRAPPIST-1-ის მიერ გამოყოფილი ულტრაიისფერი
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 19:37:00
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ აღსასრულამდე, როდესაც კოსმოსური ხომალდი პლანეტა სატურნის იდუმალებით მოცულ გულში სამარადისოდ ჩაყვინთავს. ამ მოვლენის აღსანიშნავად, უკვე აღარ მოგიწევთ ძველი სიმფონიის მოსმენა — სწორედ ამიტომ, ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა, სატურნისა და მისი მთვარეების ორბიტული ცეკვისგან მუსიკა შექმნეს. ეს ყველაფერი უკავშირდება ხომალდის 13 წლიან საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მან მონაცემთა წარმოუდგენლად დიდი ოდენობა შეაგროვა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პლანეტის შესახებ. მუსიკა სატურნის რადიოგამოსხივებისგან არაა შექმნილი. ამის მაგივრად, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მუსიკა სატურნისა და მისი მთვარეების ორბიტულ რიტმზე დაყრდნობით შექმნეს.  „NASA-ს კასინის მისიის დიდი ფინალის (15 სექტემბერი) აღსანიშნავად, სატურნის მთვარეები და რგოლები ორ ცალ მუსიკად დავაკონვერტირეთ“, — განმარტავს პრესრელიზში ასტროფიზიკოსი და მუსიკოსი მატ რუსო. მუსიკა მათ ორბიტული რეზონანსისგან შექმნეს. ეს მოვლენა მაშინ ხდება, როცა სხეულები ორბიტაზე განსხვავებული სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ თავიანთ თავდაპირველ პოზიციას იგივე დროში უბრუნდებიან.  მაგალითად, სატურნის პირველი ყველაზე დიდი მთვარე — მიმასი, ორ ორბიტას ასწრებს მანამ, სანამ მესამე მთვარე თეტისი ერთს შეასრულებს.  იგივე მოდელი შეიმჩნევა მეორე და მეოთხე მთვარეების — ენცელადისა და დიონას შემთხვევაშიც. პირველი მუსიკა მთავრდება მეხუთე და მეექვსე დიდი მთვარეების — რეასა და
წაკითხვა
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 19:09:00
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის ცივ ღამეს, სეულში, კორეელმა ასტროლოგებმა ღრინკალის თანავარსკვლავედის კუდში ახალი, უცნაურად კაშკაშა ვარსკვლავი შენიშნეს. ვარსკვლავი 14 დღის განმავლობაში ჩანდა ცაზე, შემდეგ კი გაქრა. ამ უძველესი ჩანაწერების კვლევის შედეგად, თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამეფო-საიმპერატორო კარის ასტროლოგებმა მაშინ ნოვას აფეთქება (ე. წ. ახალი ვარსკვლავი) იხილეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფრით ხერხდებოდა მისი გამომწვევი ბინარული ვარსკვლავის სისტემის პოვნა. 30 აგვისტოს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა ძველი ნოვას ადგილმდებარეობას მიუთითებს, რომელიც ამჟამად მცირემასშტაბიანი „ჯუჯა ნოვას“ ამოფრქვევებს განიცდის. ნაშრომი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ამოფრქვევის შემდეგ, ნოვა ძალიან ხანგრძლივ სასიცოცხლო ციკლს განაგრძობს — ათასობით წელიწადის განმავლობაში წყვდიადში რჩება და საკუთარ თავს ხელახლა აშენებს, რათა კიდევ ერთხელ იქცეს სრულფასოვან ნოვად.   „ეს გახლავთ ისტორიაში პირველი ნოვა, რომელიც თითქმის 2500 წლის განმავლობაში წარმოებული ძველი ჩინური, კორეული და იაპონური ჩანაწერების საფუძველზე აღმოვაჩინეთ“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი მაიკლ შარა, ამერიკის ბუნების ისტორიის ასტროფიზიკის დეპარტამენტის კურატორი. ნოვა წყალბადის უზარმაზარი ბომბია, რომელიც ბინარულ სისტემაში წარმოიქმნება, სადაც ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავს სხვა, მკვდარი ვარსკვლავი — თეთრი ჯუჯა ჭამს. თეთრ ჯუჯას დაახლოებით 100 000 წელი ესაჭიროება, რათა მზის მსგავსი ვარსკვლავისგან მოპარული მატერიის ხარჯზე, წყალბადის კრიტიკულ ფენას დააგროვოს. როდესაც ის ამას მიაღწევს, მისი საბურველი ირღვევა და წარმოიქმნება სინათლის აფეთქება, რის შედეგადაც, ვარსკვლავი მზეზე 300 000-ჯერ კაშკაშა ხდება და ეს მდგომარეობა რამდენიმე დღე ან თვე გრძელდება. დიურჰემის უნივერსიტეტისა და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, შარა წლების განმავლობაში ცდილობდა იმ ბინარული ვარსკვლავის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელშიც 1437 წელს ნოვას აფეთქება მოხდა. ბოლო დროს, მათ საძიებო ველი გააფართოვეს და ადვილად მიაგნეს კლასიკური ნოვას ამოტყორცნილ საფარს. შედეგად, მათ დაადასტურეს კიდევ ერთი ისტორიული ჩანაწერი: ფოტოგრაფიული ფირფიტა, რომელიც1923 წელს ჰარვარდის ობსერვატორიის პერუში განთავსებული სადგურიდანაა გადაღებული. მასალა ამჟამად ინტერნეტშია ხელმისაწვდომი პროექტ Digitizing a Sky Century at Harvard-ის (DASCH) ფარგლებში.  
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 23:58:00
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ გალაქტიკური მაგნიტური ველები გალაქტიკის სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება და შემდეგ, შედარებით სტაბილური რჩება. აღმოჩენა ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაზე დაკვირვების შედეგად გაკეთდა.  ამ გალაქტიკის გარშემო არსებული მაგნიტური ველი სიძლიერითა და კონფიგურაციით ჩვენი ირმის ნახტომის მსგავსია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასტრონომებმა მისგან შესაძლოა ძალიან ბევრი შეიტყონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს სამყაროში მაგნეტიზმი.  ამ დრომდე, გალაქტიკური მაგნიტური ველი ჯერ არავის გაუზომია ასე შორის, ანუ მისი სიცოცხლის ასე ადრეულ ეტაპზე — შორეული გალაქტიკა ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაზე 5 მილიარდი წლით ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, მას უკვე აქვს თითქმის იგივე მაგნიტური ველი.  „ეს იმას ნიშნავს, რომ მაგნეტიზმი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიქმნება გალაქტიკის სიცოცხლის ძალიან ადრეულ ეტაპზე და შესაბამისად, თითქმის ყველა ციური სხეული მაგნიტურია. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამყაროს შესაცნობად, აუცილებლად საჭიროა ჯერ მაგნეტიზმი შევიცნოთ“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი ბრაიან გენსლერი. გალაქტიკათა გარშემო არსებული მაგნიტური ველი გაცილებით სუსტია, ვიდრე პლანეტათა გარშემო არსებული. მაგალითად, ირმის ნახტომის ველი დედამიწისაზე დაახლოებით მილიონჯერ სუსტია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, გალაქტიკური მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში ძლიერდება. თუმცა, ეს მოსაზრება არ დადასტურდა გალაქტიკა CLASS B1152+199-ის კვლევისას, რომელიც ნიუ-მექსიკოში განთავსებულმა რადიოტელესკოპმა Very Large Array-მ ჩაატარა. მსგავსი მონაცემების მიღება ძალიან რთულია, რადგან შეუძლებელია მაგნიტური ველის დაფიქსირება ასეთ წარმოუდგენლად შორ მანძილზე. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა ველი გაზომეს იმ ეფექტის საშუალებით, რომელიც მას მის უკან მდებარე კვაზარის შუქზე ჰქონდა. ფარადეის სახელით ცნობილი ამ ეფექტის დროს, მაგნიტური ველი ახდენს მასში გამავალი სინათლის პოლარიზებას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ კვლევის შემთხვევაში. თუკი კვაზარი და გალაქტიკა CLASS B1152+199 ასე მოხდენილად არ ჩამწკრივდებოდნენ, ვერ შევძლებდით მისი მაგნიტური ველის გაზომვას, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ის ძალიან ჰგავს ირმის ნახტომის მაგნიტურ ველს. „ეს აღმ
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 21:08:00
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების მაძიებელმა მკვლევრებმა, 5 საათის განმავლობაში კოსმოსში 15 ფეთქებადი რადიოსიგნალი დააფიქსირეს. ყველა მათგანი 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ციცქნა გალაქტიკიდან მოდიოდა. ეს სწორედ ის გალაქტიკაა, რომლიდანაც განმეორებადი სიგნალები წარსულშიც მივიღეთ. თუმცა, „სწრაფი რადიოიმპულსების“ (FRB) სახელით ცნობილი სიგნალები არასოდეს ყოფილა ისე ხშირი, როგორც ბოლო აღმოჩენისას იყო, რამაც მეცნიერთა ჯგუფი აიძულა, დახმარება სხვა მკვლევართათვისაც ეთხოვათ, რათა გაერკვიათ ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი. „ამ წყაროდან წამოსული იმპულსები ასე ხშირი არასოდეს ყოფილა“, — ამბობს ენდრიუ სიმიონი, ბერკლის კალიფორნიის პროექტ Breakthrough Listen-ის დირექტორი, რომელმაც ეს სიგნალები დააფიქსირა. ჯგუფის მთავარი მიზანი არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების პოვნაა სამყაროში.  სპექტრის გასწვრივ, შეგიძლიათ თვალი შეავლოთ 15-დან 14 სიგნალს.  მიზეზი, რის გამოც ისინი ასე აღფრთოვანებულნი არიან ისაა, რომ სწრაფი რადიოიმპულსები ჩვენ მიერ სამყაროში ამ დრომდე  დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ფეთქებადი ფენომენია. სულ რაღაც მილიწამებში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენივე ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე გამოიმუშავებდა. თუმცა, ჯერჯ
წაკითხვა
რა გავლენას ახდენს ლატარიაში მოგება ბედნიერებაზე - ფსიქოლოგიური კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 20:17:00
წარმოიდგინეთ, რომ ლატარიაში მილიონი ლარი მოიგეთ. ალბათ გაფიქრებაზეც კი გაგაჟრჟოლათ.  პირველი იმედგაცურება მაშინ გელით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მოგებული თანხა იბეგრება და მისი საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმწიფოს უნდა მისცეთ.  ბილეთის ყიდვა შეიძლება სულაც არ იყოს ფინანსურად რაციონალური გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც წარმოიდგენთ, რომ თუნდაც ცოტა ფულის მოგება უსაზღვროდ ბედნიერს გაგხდით, არა? თუ ჯერ არ ხართ ბედნიერი, სხვაობა გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ვერც ლატარიის მოგების შემდეგ იგრძნოთ. ლატარიების ფსიქოლოგიას რამდენიმე საოცარი კვლევა მიეძღვნა. როგორც გაირკვა, ხალხი ლატარიის ბილეთებს ყიდულობს იმიტომ, რომ ცუდი წარმოდგენა აქვთ თუ რამდენად მცირეა მოგების შანსი და საკუთარ თავს აიძულებენ იფიქრონ, რომ როგორღაც მაინც მოიგებენ. ზოგიერთი კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ლოტოს თამაშის სურვილი გაცილებით ძლიერია დაბალშემოსავლიან ადამიანებში, რომელთაც მოგება ფინანსური სირთულეებისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ესახებათ. მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როგორც კვლევა მიუთითებს, ლატარიის მოგება ადამიანს გრძელვადიან პერსპექტივაში ბედნიერს ვერ ხდის. პოპულარული მითის საწინააღმდეგოდ, არ შეიმჩნევა, რომ მოგებულები ფულს მხიარულებასა და თავშექცევაში ხარჯავდნენ, რაც შემდეგ, მათ გულისტკივილსა და სევდას ანიჭებს. უმეტეს შემთხვევაში, მოგებულები საბოლოოდ ზუსტად ისევე არიან ბედნიერნი, როგორც მოგებამდე იყვნენ. 1978 წელს, ამ თემაზე ჩატარებული კლასიკური კვლევის ფარგლებში, ლოტოს 22 გამარჯვებული შეადარეს კონტროლ-ჯგუფის (ვინც ვერ მოიგეს) 22 ადამიანს და სხვადასხვა ინციდენტის შედეგად პარალიზებულ 29 პირს. შედეგებმა მკვლევრები გააოცა. აღმოჩნდა, რომ ლოტოს გამარჯვებულები მნიშვნელოვნად ბდენიერნი არ იყვნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც ვერაფერი მოიგეს, ავარიებში დაზარალებულნი კი სკალის სადღაც შუაში იმყოფებოდნენ.  საერთო ჯამში, ლატარიის მოგებას ისეთი ბედნიერება სულაც არ მოაქვს, როგორსაც მოელიან, კატასტროფული ინციდენტები კი ადამიანებს სულაც არ აუბედურებს ისე, როგორც შეიძლება წარმოგვედგინოს. როგორც ჟურნალი Science of Us შენიშნავს, იმ ფაქტს, რომ ლატარიის მოგებამ შესაძლოა გაართულოს ყ
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 21:11:00
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამყაროში, თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი ასპექტია. მისი სამეცნიერო მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდი რესურსები ეძღვნება ახალგაზრდა მეცნიერებას — ასტრობიოლოგიას, იქნება ეს მარსზე გაგზავნილი მავალები თუ ტელესკოპური დაკვირვებები სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ პლანეტებზე.  ამ ყველაფრის წმინდა გრაალი იქნებოდა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა; თავის მხრივ, ამ აღმოჩენას ძირეული სამეცნიერო და ფილოსოფიური შედეგი ექნებოდა. თუმცა, არამიწიერი სიცოცხლე ჯერ აღმოჩენილი არაა და შესაძლოა ის საერთოდაც არ არსებობდეს. საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მას ვერასოდეს აღმოვაჩენთ, ყველაფერი დაკარგული არაა: უბრალოდ მისი ძიება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საზოგადოებას.  რატომ? პირველი — ასტრობიოლოგია არსებითად მრავალდისციპლინურია. არამიწიერი სიცოცხლის ძიება მოითხოვს, სულ მცირე, ასტრონომიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას და პლანეტარულ მეცნიერებას. ასტრობიოლოგიის დამამთავრებელი კურსები მოითხოვს, რომ გავლილი გქონდეს ყველა ეს დიციპლინა, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევებისთვის კი საჭიროა კარგად ერკვეოდეთ ყველა მათგანში. მრავალი სამეცნიერო დისციპლინის ერთმანეთთან ურთიერთქმედების გზით, ასტრობიოლოგია მეცნიერებების ნაწილობრივ გაერთიანების სტიმულს იძლევა. იგი ეხმარება 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რათა არ დარჩეს უკიდურესად სპეციალიზებული დღეს და შეახედოს უფრო დისციპლინათშორის მსოფლმხედველობაში, რაც წარსულში ჭარბობდა.  იქიდან გამომდინარე, რომ მას უდიდესი გონის მქონე მეცნიერები ქმნიან, რომლებიც კარგად არიან გარკვეულნი ბუნებრივი სამყაროს მრავალ ასპექტში, ასტრობიოლოგიის სწავლება ამდიდრებს მთლიან სამეცნიერო სფეროს. ეს ყველაფერი მომდინარეობს მრავალი იდეიდან, რომ შესაძლებელია სამომავლო აღმოჩენების პროგნოზირება, ასეთი აღმოჩენები კი ასტრობიოლოგიის სამუდამო მემკვიდრეობად დარჩება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იქნება თვად არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა. მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ასტრობიოლოგია ღია მეცნიერებაა. 
წაკითხვა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 19:50:00
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავსად, მსოფლიოს უდიდესი წყალსატევი — კასპიის ზღვა — სიცხის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ზომაში მცირდება. ამ შემთხვევაში, მიზეზი მწველი კლიმატია, ისეთი, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს ჯერ არ გამოუცდია.  როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე კასპიის ზღვა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდება, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტემპერატურის მატებაა.  ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, 1996 წლიდან, კასპიის ზღვის წყლის დონე ყოველწლიურად 7 სანტიმეტრით მცირდება. მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი დრო არ დარჩა მანამდე, სანამ ეს ჩაკეტილი მეგა-ტბა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ყაზახეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს — 1970-იან წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ დაბალ ნიშნულს ჩამოსცდება. მეცნიერთა თქმით, 1979 წლის შემდეგ, კასპიის ზღვის ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რის შედეგადაც გაიზარდა აორთქლება, ამ ყველაფრის უკან კი კლიმატის ცვლილება დგას. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის წყლის დონე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მერყეობდა, გასულ წელს დაფიქსირებული სასტიკი ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ უფრო თბილი ტემპერატურით გამოწვეულ აორთქლებას უდიდესი გავლენა აქვს წყალსატევზე. „ყველაზე დიდი ალბათობით, კასპიის წყლის დონის ცვალებადობა გრძელი პერიოდის მანძილზე,  გამოწვეულია აორთქლებით, რომელსაც თითქმის მთლიანად აკონტროლებს ტემპერატურა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, გეოფიზიკოსი კლარკ უილსონი. ჯგუფმა კვლევა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ისინი ჩართულები იყვნენ 2002 წელს გაშვებულ თანამგზავრ GRACE gravity field mission-ის მონაცემთა კალიბრაციაში. როდესაც GRACE-ის მონაცემები დედამიწიდან შეგროვილ მონაცემებს შეადარეს, რომელთა შორის კასპიის ზღვის ჩანაწერებიც იყო, წყლის დონის მერყეობა შენიშნეს. „გაგვიჩნდა სურვილი გაგვერკვია თუ რა იყო ამ მრავალმეტრიანი ცვლილებების გამომწვევი მიზეზი“, — ამბობს უილსონი. „საინტერესო ადგილია, დიდი ხნის განმავლობაშიც სწავლობდნენ, თუმცა რეალური მიზეზი ბოლომდე არასოდეს გარკვეულა“. თანა
წაკითხვა
YouTube-ს ახალი ლოგო აქვს - დიდი ცვლილებები კომპანიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 19:21:00
2017 წლის დასაწყისში, YouTube-მა საიტის დესკტოპ-ვერსიის მნიშვნელოვანი რედიზაინი მოახდინა. ცვლილებებს შორის იყო უფრო სუფთა იერსახე და რამდენიმე ახალი მახასიათებელი, მათ შორის აღსანიშნავია „მუქი რეჟიმი“ ღამით ყურებისათვის. უკვე დღეს, კომპანიამ ყველა ეს განახლება ბეტა-სტადიიდან გაიყვანა და ხელმისაწვდომი გახადა ყველა მომხმარებლისთვის. დიზაინის განახლებასა და ახალი მახასიათებლების დამატებას კომპანია საკუთარი მობილური აპლიკაციისთვისაც გეგმავს. გარდა ამისა, განახლდა ლოგოც. ეს გახლავთ უდიდესი ცვლილება მათ შორის, რაც YouTube-ის ლოგოს წლების განმავლობაში განუცდია, რადგან წინა განახლებები ძირითადად უმნიშვნელო, ძალიან მცირე იყო.  Google-ის განცხადებით, ახალი ლოგო YouTube-ის სავაჭრო ნიშნისა და ხატულას დაწმენდილი ვერსიაა, რომელიც ისეა შესრულებული, რომ ერთნაირად მოქნილი იყოს სხვადასხვა მოწყობილობებსა და ეკრანის ზომებს შორის. ლოგოს შემოკლების მიზნით, YouTube-ს უკვე შეუძლია პატარა ეკრანებზე გამოიყენოს მხოლოდ „ხატულა“ ისე, რომ ის მაინც კარგად შესამჩნევი იყოს. როგორც კომპანია აღნიშნავს, განახლებული ლოგო და ხატულა დესკტოპებსა და მობილურ ვერსიებში უკვე გაეშვა, სხვა აპლიკაციებსა და სერვისებში კი მოგვიანებით გამოჩნდება. დესკტოპის რედიზაინი მაისში შემუშავდა და ბეტა-სტადიის დროს, მისი გამოჩენა სურვილისამებრ იყო შესაძლებელი. ამჯერად, მომხმარებლებს ის უკვე საწყის პარამეტრებში ხვდებათ.  ძველისგან განსხვავებით, ახალ ლოგოში ფოკუსმა სიტყვა „Tube“-დან დაკვრის ღილაკზე გადაინაცვლა.  ახალი ლოგო და ხატულა მხოლოდ მცირე ნაწილია სხვა ახალ მახასიათებელთა შორის, რომელთა გაშვებასაც კომპანია უახლოეს თვეებში გეგმავს იმ ევოლუციის წარმოსაჩენად, რაც YouTube-მა არსებობის 12 წლის განმავლობაში განიცადა. YouTube-ი აღარ არის მხოლოდ ვიდეოების მხარდამჭერი უბრალო საიტი. დღეს იგი ერთგვარი კომპლექტია, რომელიც მრავალ პლატფორმაზე ვრცელდება ყველასათვის — მელომანებისთვი
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 23:06:00
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ტექნიკისთვის. შესაბამისად, სასიცოცხლო ინსტრუმენტებს საათის მექანიზმივით მუშაობა სჭირდება; ზოგჯერ, საათის მექანიზმი სწორედაც რომ გამოსავალია. NASA სერიოზულ ყურადღებას ამახვილებს მავალის დიზაინზე, რომელიც სავარაუდოდ, მოძველებულ მექანიკას გამოიყენებს, რათა კვლევა აწარმოოს ისეთ დაძაბულ გარემოში, რომელიც ელექტრონიკის უდიდეს ნაწილს დაწვავდა. პლანეტა ვენერა ნამდვილად არაა სუსტებისთვის განკუთვნილი ადგილი. იგი მზის სტსტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა — მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 462 °C-ია.  ამას ემატება დედამიწაზე 90-ჯერ მაღალი ზედაპირის წნევა, გოგირდმჟავას მწველი ღრუბლები და შედეგად, ჩვენ წინაშეა იმდენად არასტუმართმოყვარე სამყარო, რომელიც მარსმავალ Curiosity-ს სულ რამდენიმე წუთში გაანადგურებდა. ექსტრემალური გარემოს ავტომატური მავალის (AREE) დიზაინი 2015 წელს, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მექანიკურმა ინჟინერმა ჯონათან სოდემ წარმოადგინა. „ვენერა ზედმეტად არახელსაყრელია კონტროლის სისტემების  იმ სახის კომპლექსისთვის, რომელიც ჩვენ მარსმავალზე გვაქვს“, — ამბობს სოდე. „მაგრამ მთლიანად მექანიკური მავალი, ვენერაზე ერთ წელიწადსაც კი გასძლებს“. ერთი წელიწადი სერიოზული მიღწევა იქნებოდა წინა მცდელობასთან შედარებით. 1967 წელს, საბჭოთა კავშირის კოსმოსური ზონდი ვენერა 4 პირველი ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტის ატმოსფეროში შეაღწია და ინფორმაცია გამოაგზავნა. სამი წლის შემდეგ, ვენერას ზედაპირზე წარმატებით დაეშვა ზონდი ვენერა 7, თუმცა იქ მხოლოდ 23 წუთს გასძლო, შემდეგ კი მონაცემთა გადმოცემა შეწყვიტა.  1975 წელს, ვენერაზე დაეშვა სითხის გაგრილების მქონე ზონდი ვენერა 9, რომელმაც გამოაგზავნა მიმდებარე გარემოს რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო, 53 წუთის შემდეგ კი მტვრად იქცა. ნამდვილი ჩემპიონი აღმოჩნდა ვენერა 13, რომელმაც 1982 წელს დედამიწაზე გამოგზავნა 14 ფერადი და 8 შავ-თეთრი ფოტო; ორსაათიანი სიცოცხლის განმავლობაში, მან ვენერას ქანებისთვის ანალიზის ჩატარებაც მოასწრო. გასული სამი ათწლეულის მანძილზე, ვენერა შედარებით დააიგნორეს, არ გაგზავნილა არც ერთი მავალი, კვლევა კი მხოლოდ მის ორბიტაზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრთა დის
წაკითხვა
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჭიანჭველათა კოლონიები თავის გადასარჩენად მოტივტივე „ნავებს“ ქმნიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 20:19:00
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჰიუსტონის ზონის მცხოვრებნი უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: წყალდიდობისას, ე. წ. ცეცხლის ჭიანჭველების (Solenopsis) კოლონიები ერთიანდებოდნენ, რათა წყალზე მოტივტივე „ნავი“ შეექმნათ. ცეცხლის ჭიანჭველა სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ინვაზიური სახეობაა, რომელმაც აშშ-ის სამხრეთ ნაწილშიც წარმატებით შეაღწია.  წყალდიდობისაგან გასაქცევად, შხამიანი მწერები სწრაფად იყრიან თავს ერთად; შექმნილი „ნავის“ ცენტრში ათავსებენ დედა-ჭიანჭველას და ჭუპრებს.  ჭიანჭველები ერთმანეთს იმდენად მჭიდროდ ეკვრიან, რომ შუაში ინარჩუნებენ ჰაერს, ასევე მჭიდროდ ეკვრიან ფსკერზე მყოფი ჭიანჭველები და შეუძლებელი ხდება წყლის შეღწევა.  სვლასთან ერთად, „ნავი“ ფორმას იცვლის. როგორც ერთ-ერთმ კვლევამ აჩვენა, ზედაპირზე მყოფი ჭიანჭველები დროდადრო ენაცვლებიან ფსკერზე მყოფთ,  კვლევის ავტორთა ცნობით, ზოგიერთ ასეთ „ნავში“ 100 000-ზე მეტი ჭიანჭველაა თავმოყრილი. ამ სტრუქტურაში, ცეცხლის ჭიანჭველებს კვირაზე მეტხანს შეუძლიათ გადარჩენა; მსვლელობისას კი მუდმივად ეძებენ მშრალ მიწას, რათა ხელახლა შეერთდნენ და ტივტივი განაგრძონ. ამ მიზეზის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მენავეებს, რადგან თუკი შემთვევით გადაეყრებიან წყალში მოტივტივე ასეთ კოლონიას, ჭიანჭველები უმალ შეესევიან მის ნავს. აშშ-ის ამინდის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ტეხასისა და ლუიზიანის შტატების მოსახლეობას და ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად აარიდონ თავი წყალდიდობის შედეგად დარჩენილ ტბორებს, რადგან ჭიანჭველათა კოლონია შესაძლოა შეესიოს სტიქიის შედეგად დაბლა ჩამოწეულ ელექტროგადამცემ ხაზებს და შედეგად, დენი წყალში გადავიდეს.  Pro tip: Don't touch the floating fire ant colonies. They will ruin your day. #Harvey pic.twitter.com/uwJd0rA7qB— Mike Hixenbaugh (@Mike_Hixenbaugh) August 27, 2017
წაკითხვა
რატომ გაითიშა ფეისბუქი - სოციალური ქსელის დრამატული რეაქციები
გამოქვეყნებულია: 2017-08-27 18:01:00
​სოციალური ქსელი ფეისბუქი პრობლემების წინაშეა. ბოლო რამდენიმე დღეა საიტზე შესვლა და მისი გამოყენება რთულდება. ფეისბუქის გარდა პრობლემები აქვს ინსტაგრამსაც. ​სოციალური ქსელი ყველაზე ცუდად პარასკევს მუშაობდა. ფეისბუქის მომხმარებლები წერდნენ, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საიტზე შესვლას, ან თუ შედიოდნენ არ შეეძლოთ გვერდის განახლება, დაკომენტარება და ფოტოს გაზიარება. ​მომხმარებელთა უმრავლესობა წერდა, რომ მათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ფეისბუქის გარეშე. საიტზე წვდომა ღამის 2:13 წუთზე თითქმის შეუძლებელი იყო.​პრობლემები გამოიკვეთა როგორც ფეისბუქის დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაში.Down Detector-ის რუკის მიხედვით ფეისბუქზე შესვლა არ შეეძლოთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს: აშშ, ბრაზილია, იაპონია, ავსტრალია და თითქმის მთელი ევროპა. ფეისბუქის კუთვნილ აპლიკაცია ინსტაგრამის მომხმარებლებს მართალია სოციალურ ქსელში შესვლა შეეძლოთ, თუმცა ისინი ვერ აზიარებდნენ ფოტოებს და ასევე, შეზღუდული ჰქონდათ დაკომენტარების ფუნქცია.​ამ დროისათვის ძირითადი პრობლემები უკვე მოგვარებულია.სოციალური ქსელის რეაქციები:
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 18:20:00
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თავის ინფრაწითელ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა შეისწავლოს მზის სისტემის „ოკეანური სამყაროები“ — იუპიტერის მთვარე ევროპა და სატურნის მთვარე ენცელადი. შედეგად, ახალი ცნობები დაემატება NASA-ს გალილეოსა და კასინის კოსმოსური ხომალდების მიერ წარსულში ჩატარებულ კვლევებს. გარდა ამისა, ვების ტელესკოპი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ყინულოვანი მთვარეების სამომავლო მისიებსაც. ევროპა და ენცელადი უკვე შეტანილია ტელესკოპის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეთა სიაში. მისი უმთავრესი სამეცნიერო მიზანია ისეთი პლანეტების შესწავლა, რომელთაც შესაძლოა ნათელი მოჰფინონ სიცოცხლის წარმოშობას; აღსანიშნავია, რომ აქ მხოლოდ ეგზოპლანეტები არ იგულისხმება. ვები ასევე დაგვეხმარება მზის სისტემაში არსებულ ობიექტთა მრავალი საიდუმლოს ამოხსნაში.  ჯეიმს ვების დაკვირვებებს ევროპასა და ენცელადზე უხელმძღვანელებს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის პლანეტური მეცნიერი ხერონიმო ვილიანუევა. მისი ჯგუფის უფრო ფართო მიზანია მზის სისტემის უკეთესად შესწავლა ამ ტელესკოპით. მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია ევროპასა და ენცელადის ზედაპირზე დაფიქსირებული წყლის ჭავლები, წყლის ორთქლისა და მარტივი ორგანული ორგანული ნაერთების ნაზავი. NASA-ს კასინი-ჰიუგენსისა და გალილეოს მისიებმა და ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა წარსულში უკვე შეაგროვა მტკიცებულებები, რომ ეს ჭავლები გეოლოგიური პროცესების შედეგია, რომლებიც ზედაპირქვეშა ოკეანეს აცხელებს.  „ეს ორი მთვარე შევარჩიეთ მათი პოტენციალის გამო, რადგან მათზე ფიქსირდება ასტრობიოლოგთათვის საინტერესო ქიმიურ ნაერთთა ხელწერა“, — ამბობს NASA-ს ასტრონომი ჰეიდი ჰამელი. ვილიანუევა და მისი ჯგუფი ვების თითქმის-ინფრაწითელი კამერის (NIRCam) გამოყენებით, ევროპასთვის მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღებას გეგმავენ, რომლებსაც შემდეგ ისინი მისი ზედაპირის შესასწავლად გამოიყენებენ, რათა მოძებნონ ზედაპირის ცხელი რეგიონები, რაც ჭავლევის აქტივობისა და გეოლოგიური პროცესების მიმანიშნებელი იქნება. მას შემდეგ, რაც წყლის ჭავლის ადგილმდებარეობას განსაზღვრავენ, გამოიყენებენ ჯეიმს
წაკითხვა
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 17:46:00
ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო დეტალებში გადაეღოთ მზის გარდა სხვა რომელიმე, უცხო ვარსკვლავი. ფოტო ასახავს წითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავ ანტარესის მგზნებარე ზედაპირს და წარმოაჩენს მოულოდნელ მღელვარებას მის ამტოსფეროში, რაც მიანიშნებს იქ მიმდინარე იდუმალებით მოცულ პროცესებზე, რომლებიც ვარსკვლავის წიაღიდან ძლიერად გამოტყორცნის მასას.  ანტარესი წითელი სუპერგიგანტია; მდებარეობს დედამიწიდან 620 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედში. ანტარესი გაბერილი ვარსკვლავური მონსტრია, აქვს ჩვენს მზეზე 12-ჯერ მეტი მასა, დიამეტრით კი 700-ჯერ აღემატება. შესაბამისად, ანტარესი ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უდიდესი და უკაშკაშესი ვარსკვლავია. ამჟამად, იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ითვლის. ასტრონომთა ვარაუდით, უახლოეს რამდენიმე ათას წელიწადში, იგი სუპერნოვად აფეთქდება.  ახლახან, ჩილეში განთავსებული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის ინტერფერომეტრის (VLTI) გამოყენებით, ასტრონომებმა გადაიღეს ვარსკვლავის ყველაზე გარე ფენების მგზნებარე სტრუქტურა და პირველად ისტორიაში, დეტალურად გამოავლინეს შორეული ვარსკვლავის ზედაპირი, რითაც სავარაუდოდ, ამოავსეს ჩვენს ცოდნაში არსებული ნაპრალი მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილთან დაკავშირებით. „თითქმის ნახევარი საუკუნეა, პრობლემა იყო იმის გარკვევა, თუ როგორ კარგავენ ანტარესის მსგავსი ვარსკვლავები მასას ასე სწრაფად თავიანთ ევოლუციის ფინალურ ფაზაში“, — ამბობს განცხადებაში ჩილეს ჩრდილოეთის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარი კეიჩი ოჰნაკა. „VLTI ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ხელსაწყოა, რომელსაც შეუძლია პირდაპირ გაზომოს გაზების მოძრაობა ანტარესის გაფართოებულ ატმოსფეროში, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია ამ პრობლემისთვის სინათლის მოსაფენად. შემდეგი გამოწვევაა იმის იდენტიფიცირება, თუ რა განაპირობებს ტურბულენტურ მოძრაობებს. VLTI შედგება ოთხი ტელესკოპისგან. 8,2-მეტრიანი Unit Telescopes-ი და უფრო პატარა 1,8-მეტრიან Auxiliary Telescopes-ი, რომლებიც ინტერფერომეტრის საშუალებით შეგროვილ ინფრაწითელ შუქს აერთიანებენ, რათა წარმოქმნან 200 მეტრის სიგანის ვირტუალური ტელესკოპი. შედეგად, შესაძლებელია შორეული ობიექტის ძალიან მაღალი კუთხური რეზოლუციის მიღწევა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დეტალურად შევისწავლოთ ანტარესის დრამატული, მობუყბუყე ზედაპირი. ინსტრუმენტ AMBER-ის წყალობით, ოჰნაკას ჯგუფმა გაზომა
წაკითხვა
სექტემბრიდან, თურქეთის სკოლებში ევოლუციის სწავლება აიკრძალება
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 14:57:00
2019 წლიდან, თურქეთის საშუალო სკოლების სამეცნიერო კურიკულუმში ცვლილებები  უნდა შესულიყო, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ძალაში ის შემდეგი 2017 წლის სექტემბრიდან შევა.  თურქეთის ხელისუფლება ამ ყველაფერს მარტივად ხსნის, „ღირებულებებზე დაფუძნებული“ განათლების სისტემით, მაგრამ ბევრი ქვეყნისათვის, ეს ცვლილება რელიგიური გავლენის აშკარა ნიშანია. წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგანმანათლებლო სასწავლო გეგმაში აღარსად იყო ნახსენები სიტყვა „ევოლუცია“, რამაც მეცნიერების დამცველი ჯგუფების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, შეშფოთდა ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის საზოგადოებაც. ამის შემდეგ, თურქეთის განათლების საბჭოს თავმჯდომარემ, ალფასლან დურმუშმა, საბჭოს ვებგვერდზე განმარტა ქვეყნის დაწყებით და საშუალო საგანმანათლებლო-სასწავლო პროგრამაში შესული ცვლილებები, რომლებიც ძირითადად ეხება მე-9 კლასის თემას „სიცოცხლის წარმოშობა და ევოლუცია“. „ამოვიღეთ ისეთი საკამათო თემები, რომლებსაც ამ ასაკის მოსწავლეები ჯერ კიდევ ვერ გაიგებენ“, — აცხადებს დურმუში და იქვე დასძენს, რომ მსგავსი საკითხების შესწავლა მოსწავლეების შემდეგ შეეძლებათ, უნივერსიტეტებში. საბჭოს თავმჯდომარის თავის მართლება გაიმეორა თურქეთის განათლების მინისტრმა ისმეთ ილმაზმაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა:  „ეს თეორიაა, რომელიც მაღალ ფილოსოფიურ გაგებას მოითხოვს, რაც სკოლის მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ“. რამდენიმე დღის შემდეგ, სექტემბრიდან, 14 წლის მე-9 კლასელი თურქი ბავშვები, სასკოლო წიგნებში სიტყვა „ევოლუციას“ ვეღარსად წააწყდებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთო არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. გაკეთდა შედარებები აშშ-სთანაც, სადაც რამდენჯერმე სცადეს მსგავსი „საკამათო“ თემების ამოღება სილაბუსიდან. მას შემდეგ, თურქმა მშობლებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება, რადგან ისეთი ფუნდამენტური საკითხის შესახებ შესაფერისი საფუძვლის გარეშე, როგორიცაა თუ როგორ და რატომ წარმოიშვა და განვითარდა სიცოცხლე — მნიშვნელოვნად დაზიანდება მომავალ მეცნიერთა თაობები. „როცა საქმე ეხება სამეცნიერო განათლებას, ჩვენი ბავშვები ძალიან უკან დარჩებიან სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან შედარებით“, — უთხრა NPR-ს ყოფილმა ქიმიკოს-ინჟინერმა ემელ იშაკოღლუმ. ყველაზე სამწუხარო კი ალ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 20:40:00
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლავი, იგივე KIC 8462852, რომელსაც სიკაშკაშის უჩვეულო, არარეგულარული ჩაბნელებები ახასიათებს. მისი უცნაური ქცევა ასტრონომებმა ბოლო წლებში შენიშნეს, წარმოიშვა მრავალი შესაძლო ახსნა, თუმცა, რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავის თავს, ამ დრომდე გაურკვეველია. ამჯერად, კოლუმბიელ მეცნიერთა ჯგუფი ანტიოკიის უნივერსიტეტის მკვლევრის, მარიო სუსერკიას ხელმძღვანელობით, ტაბის ვარსკვლავის შესახებ ახალ ახსნას გვთავაზობს. საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავური ჩაბნელების საიდუმლო შესაძლოა სატურნის მსგავსი ეგზოპლანეტის ტრანზიტში მდგომარეობდეს. „ახლომდებარე რგოლებიანი პლანეტების ტრანზიტის არარეგულარული და ანომალიური სიგნალების ასახსნელად, ასევე რგოლების ადრეული ევოლუციური ეტაპის ასახსნელად, შევისწავლეთ დახრილობის დინამიკა“, — წერენ მკვლევრები.  ვარსკვლავ KIC 8462852-ის უცნაური ქცევა ასტრონომთა ჯგუფმა იელის უნივერსიტეტის მკვლევრის, ტაბეთა ბოიაჯიანის ხელმძღვანელობით, პირველად 2015 წელს შენიშნა. როგორც წესი, დედამიწიდან დაკვირვებისას, პლანეტათა სინათლეში  ჩაბნელება მაშინ შეინიშნება, როცა მის წინ პლანეტა ჩაივლის, რასაც ტრანზიტს უწოდებენ.  თუმცა ამ მოვლენას ადგილი არ ჰქონია KIC 8462852-ის შემთხვევაში, რომელსაც მოგვიანებით „ტაბის ვარსკვლავი“ უწოდეს. წამოვიდა შესაძლო ახსნათა მთელი ნაკადი. მათ შორის იყო მოხეტიალე კომეტათა ჯგუფი თუ ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი მეგასტრუქტურა, რომელიც არამიწერი ცივილიზაციის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო აგებული. სუსერკიამ და მისმა კოლეგებმა თავიანთ მოსაზრება გატესტეს სიმულაციებით — როგორ გაიღუნებოდა სინათლე, როდესაც დედავარსკვლავთან რგოლებიანი პლანეტა ჩაივლიდა დედამიწა-მზეს შორის არსებულის ერთი-მეათედ მანძილზე.  
წაკითხვა
3700 წლის წინანდელი ბაბილონური თიხის ფირფიტა, რომელმაც მათემატიკის ისტორია შეცვალა - საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 20:14:00
3700 წლის წინანდელი ბაბილონური თიხის ფირფიტა მსოფლიოს უძველეს და უზუსტეს ტრიგონომეტრიულ ცხრილად გამოცხადდა, რის შედეგადაც აშკარა ხდება, რომ ბაბილონელებმა ტრიგონომეტრიის გამოგონება ძველ ბერძნებს 1000 წლით დაასწრეს.  ფრიფიტა სახელად Plimpton 322 ადრეულ 1900-იან წლებში აღმოაჩინეს ამჟამინდელი ერაყის სამხრეთ ნაწილში და მას შემდეგ, მისი დანიშნულების გარკვევას მკვლევრები გამუდმებით ცდილობდნენ. ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის მკვლევართა ჯგუფის წყალობით, საიდუმლო ბოლოსდაბოლოს ამოიხსნა. გაირკვა, რომ ტრიგონომეტრიული სიდიდეების დაანგარიშების ბაბილონურ მეთოდს დღესაც კი შეუძლია რაღაც ახალი ასწავლოს მათემატიკოსებს. „როგორც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, Plimpton 322 აღწერს მართკუთხა სამკუთხედის ფორმებს ახალი სახის ტრიგონომეტრიის გამოყენებით, რომელიც ეფუძნება პროპორციებს და არა კუთხეებსა და წრეებს“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი დანიელ მენსფილდი. „ეს გახლავთ მომაჯადოებელი მათემატიკური ნაშრომი, რომელიც წარმოაჩენს უდავო გენიას“. ექსპერტებმა  Plimpton 322-ზე ადრევე ამოიკითხეს პითაგორას რიცხვების სია — რიცხვების სერია, რომელიც მართკუთხა სამკუთხედის გვერდების გამოსათვლელად, ტრიგონომეტრიულ მოდელებს არგებს. კამათი ძირითადად იმაზე მიმდინარეობდა, თუ რისთვის იყო სინამდვილეში ეს რიცხვები. მაგალითად, ხომ შეიძლება, ისინი უბრალოდ სასწავლო სავარჯიშოებია? ან იქნებ რაღაც უფრო სიღრმისეულია? ბაბილონელი მათემატიკოსები 6-ათეულიან თვლის სისტემას იყენებდნენ, რომლის ფუძეც იყო 60. დღეს კი ჩვენ ათობით თვლით სისტემას ვიყენებთ, რომლის ფუძეც არის 10. ბაბილონური მათემატიკური მოდელების გამოყენებით, მკვლევრებმა შესძლეს ეჩვენებინათ, რომ ფირფიტას თავდაპირველად 6 სვეტი და 38 მწკრივი უნდა ჰქონოდა. ასევე აჩვენეს თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ იმ დროის მათემატიკოსებს ბაბილონური სისტემა ფირფიტაზე რიცხვების ჩამოსაყალიბებლად.  მკვლევართა ვარაუდით, ამ ფირფიტას უძველესი აღმწერნი შესაძლოა კარგად იყენებდნენ სასახლეების, ტაძრებისა თუ არხების აშენებისათვის საჭირო გამოთვლებში. 
წაკითხვა