საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ნასამ სატურნის ყინულოვანი მთვარის სურათები გამოაქვეყნა
გამოქვეყნებულია: 2015-10-16 13:30:00
აშშ-ის აერონავიგაციისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ სატურნის ყინულოვანი მთვარის სურათები გამოაქვეყნა. ნასას კოსმოსური ხომალდი მთვარის ზედაპირიდან ათას ცხრაასი კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა. ენკელადუსის ჩრდილოეთ ნაწილის ფოტოებზე ნაჩვენებია, რომ პოლარული მხარე ვულკანური კრატერებითაა დაფარული. ნასას კოსმოსური ხომალდი სატურნის მთვარის შესწავლას 28 ოქტომბერს გააგრძელებს.
წაკითხვა
სიმსივნის მკურნალობის ტექნოლოგიური ცენტრის პროექტზე მუშაობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-10-12 17:25:00
სიმსივნის მკურნალობის პროფილის მქონე ტექნოლოგიური ცენტრის პროექტზე მუშაობას უცხოელი ექსპერტების ჯგუფი უახლოეს თვეებში დაიწყებს. მანამდე კი ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდნენ სამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს. შეხვედრების ბოლოს მათ საკუთარი ვიზიტი შეაჯამეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო იტალიის, გერმანიის, ჩინეთისა და იაპონიის შემდეგ, მსოფლიოში მე-5 ქვეყანა გახდება, სადაც მსგავსი დონის სამეცნიერო ცენტრი იარსებებს. საქართველოში ჩამოვლენ ცერნის მეცნიერები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იზრუნებენ. მშენებლობას 5-6 წელი დასჭირდება.
წაკითხვა
რა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაფუძნება იგეგმება საქართველოში - თბილისს ცერნის წარმომადგენლები სტუმრობენ
გამოქვეყნებულია: 2015-10-10 19:20:00
როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და რა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაფუძნება იგეგმება საქართველოში. თბილისს ცერნის წარმომადგენლები სტუმრობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე იმუშავებს. მთავრობასთან გაფორმებული განზრახულებათა ოქმის შემდეგ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრის პროექტებთან  დაკავშირებით, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები შეხვედრებს თბილისში მართავენ. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იდეების განხორციელების გეგმები უკვე განიხილა განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან.  პროექტის განხორციელებაში ჩართული მეცნიერები და ექსპერტები  ქართველ სტუდენტებსაც შეხვდნენ.    ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს.  
წაკითხვა
ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ
განახლებულია: 2015-10-10 16:25:00
მთავრობასთან გაფორმებული განზრახულებათა ოქმის შემდეგ, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან დაკავშირებით მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იდეის განხორციელების გეგმები უკვე განიხილა განათლების მინისტრთან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელთან კი  სამუშაო ჯგუფის წევრებმა სამეცნიერო- საგანმანათლებლო ცენტრში ონკოლოგიური ადრონული თერაპიის დანერგვის საკითხზე იმსჯელეს. პროექტის განხორციელებაში ჩართული მეცნიერები და ექსპერტები ამ წუთებში  ქართველ სპუდენტებს ეროვნულ მუზეუმში   ხვდებიან. ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ცენტრი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე იმუშავებს. 
წაკითხვა
განათლების მინისტრის შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
გამოქვეყნებულია: 2015-10-10 12:07:00
განათლების  მინისტრი  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის სამეცნიერო დირექტორსა   და ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს  შეხვდა. შეხვედრაზე ,,ქართუ’’ ფონდის და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საკვლევი ბაზის დაფუძნებას გულისხმობს. კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრი დაფუძნდება, საკანონმდებლო ინიციატივის სახის უკვე შეტანილია პარლამენტში.
წაკითხვა
ტექნოლოგიური ინსტიტუტის გასახსნელად ქართული მხარე საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან იწყებს თანამშრომლობას
განახლებულია: 2015-10-09 20:14:00
პროექტი, რომელსაც უკვე უწოდეს რევოლუციური. საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის გასახსნელად ქართული მხარე ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან იწყებს თანამშრომლობას. უკვე თბილისში არიან შვეიცარიელი და იტალიელი მკვლევარები, რომლებმაც დღეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ინსტიტუტთან ერთად დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის აშენებაც, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობაზე იქნება ორიენტირებული. ინსტიტუტის და ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ” დააფინანსებს.
წაკითხვა
პრემიერი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, ონკოლოგიური ცენტრის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტებს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2015-10-09 16:17:00
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტზე მსჯელობენ ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, ონკოლოგიური ცენტრის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტებს ხვდება. 
წაკითხვა
NASA პლუტონის შესახებ სენსაციური განცხადების გაკეთებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2015-10-08 13:37:00
ამერიკის კოსმოსური სააგენტო მორიგი სენსაციური განცხადების გასაკეთებლად ემზადება. ამჯერად ახალი ამბავი პლუტონს ეხება. ეს ინფორმაცია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთმა მეცნიერმა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ განცხადება დღეს გაკეთდება, სხვა დეტალებზე საუბრისგან კი თავი შეიკავა. გავრცელებული ვერსიების მიხედვით, ახალი ამბავი, რომლის გაჟღერებასაც NASA აპირებს, აბსოლუტურად შეცვლის დღემდე არსებულ წარმოდგენას მზის სისტემის შესახებ.
წაკითხვა
თხევადი წყალი მარსზე - "ნასას" აღმოჩენა მეცნიერების განხილვის მთავარ თემად რჩება
გამოქვეყნებულია: 2015-09-29 20:45:00
ნასას აღმოჩენა, რომელიც მეორე დღეა მეცნიერების განხილვის მთავარ თემად რჩება - მარსზე თხევად მდგომარეობაში აღმოჩენილ წყალს სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს გუშინდელ სენსაციურ განცხადებას სკეპტიკოსები არ ჰყავს, მარსის გარშემო კი კვლევები ისევ გრძელდება. ნასას მიერ გამოქვეყნებული მასალები ნახეთ თამთა რუხაძის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
ნასა მარსის საიდუმლოს ახსნას ორშაბათს აანონსებს
გამოქვეყნებულია: 2015-09-27 14:37:00
ნასა მარსის საიდუმლოს ახსნას საგანგებო პრესკონფერენციის დროს აანონსებს, რომელიც ორშაბათს, 28 სექტემბერს გაიმართება. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გადასცემს და მაყურებელს პლანეტა მარსის შემსწავლელი მიმდინარე პროექტის მნიშვნელოვანი დეტალების გახმაურებას ჰპირდება. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ნასა-ს მეცნიერები და მარსის შემსწავლელი პროგრამის მონაწილეები.
წაკითხვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თეთრი ხალათების ცერემონიალი" გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2015-09-20 12:55:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თეთრი ხალათების ცერემონიალი" გაიმართა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის - პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორმა, ამერიკის ელჩის მოადგილემ და ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა სიტყვით მიმართეს. პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, ემორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით სამი წელია ფუნქციონირებს. კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ.
წაკითხვა
უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
გამოქვეყნებულია: 2015-09-20 12:47:00
უმაღლეს სასწავლებლებსა  და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღდგენითი სამუშაოები უკვე, ჩაუტარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტსაც. ამ ეტაპზე, შენობა  რეაბილიტირებულია და უახლოეს მომავალში  ინსტიტუტის თანამედროვე  ტექნიკით აღჭურვაც მოხდება. განახლებული  შენობა განთლების მინისტრმა დაათვალიერა. 
წაკითხვა
Apple-მა ახალი პროდუქტები წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2015-09-10 14:22:00
კომპანია Apple-მა iPhone 6s, iPhone 6s+, iPad Pro და Apple TV გააცნო მომხმარებელს. iPhone 6s ზუსტად მისი წინამორბედივით გამოიყურება. მობილური დამზადებულია 7000 სერიის ალუმინისგან, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე წინა მოდელებში გამოყენებული მასალა, ასევე გაძლიერებულია დამცავი მინაც. ახალი iPhone 6s და iPhone 6s+ უკვე ოთხ ფერში იქნება წარმოდგენილი. გამას „ვარდისფერი ოქრო“ დაემატა. რაც შეეხება კამერას, ახალ სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი კამერა ექნება. ასევე, შეცვლილია პროგრამული უზრუნველყოფაც, რომელიც ახალი ძრავის საშუალებით უფრო დეტალური ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. Apple-ის განცხადებით, ახალი პროცესორი 70%-ით უფრო სწრაფი იქნება, ხოლო გრაფიკული ბარათი 90%-ით უფრო ეფექტური.
წაკითხვა
მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სამეცნიერო ფორუმს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2015-09-08 13:18:00
მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მეორე დღეა სამეცნიერო ფორუმს მასპინძლობს. "კავკასიური ცივილიზაცია, ინტერდისციპლინარული კვლევები”- ღონისძიებას კავკასიის ასამდე მეცნიერი-კავკასიოლოგი ესწრება.  ფორუმზე განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ეხება არქეოლოგიურ კვლევებს და ახალ მეთოდოლოგიებს. 
წაკითხვა
„კავკასიური ცივილიზაცია, ინტერდისციპლინური კვლევები“ - სამეცნიერო ფორუმი მესტიის მუზეუმში
გამოქვეყნებულია: 2015-09-07 13:21:00
მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეცნიერო ფორუმი „კავკასიური ცივილიზაცია, ინტერდისციპლინური კვლევები“ დაიწყო. ფორუმში კავკასიის 100-მდე მეცნიერი მონაწილეობს. განიხილება საკითხები, რომლებიც ეხება არქეოლოგიურ კვლევებს და ახალ მეთოდოლოგიებს.
წაკითხვა
საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2015-09-02 13:00:00
საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გორის რაიონის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო. სოფელ ქვემო არცევში არსებულ სკოლას,  წლების განმავლობაში, რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეს, სკოლა სრულად რეაბილიტირებულია. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებსაა მორგებული. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ახალი სასწავლო წლისთვის კი აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
წაკითხვა
მარსზე მისიის იმიტაცია - NASA-ს მორიგი სამეცნიერო ექსპერიმენტი
გამოქვეყნებულია: 2015-08-29 20:37:00
მარსზე მისიის იმიტაცია - ნასას მორიგი სამეცნიერო ექსპერიმენტი. აეროკოსმოსურმა სააგენტომ ჰავაიზე საგანგებოდ მოწყობილ კომპლექსში 6 მოხალისე მიიწვია, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გარესამყაროსგან იქნებიან მოწყვეტილნი. მეცნიერების მიზანი ადამიანის მარსზე პირველი ექსპედიციისთვის მომზადებაა, რომელიც 2030 წლისთვის იგეგმება. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. მათ შორის პროფესიით ასტრობიოლოგი, ფიზიკოსი, მფრინავი, ექიმი, ჟურნალისტი და არქიტექტორი არიან. კომპლექსი ჰავაის მძინარე ვულკან მაუნა-ლოას ფერდობზეა განთავსებული, რომელიც მარსის ლანდშაფტს წააგავს.
წაკითხვა
როგორი იქნება iPhone 6s და 6s+ - „ეფლი“ ახალ მოდელებს 9 სექტემბერს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2015-08-29 16:35:00
9 სექტემბერს „ეფლი“ მომხმარებლებს „აიფონის“ მორიგ მოდელებს - 6s-სა და 6s პლუსს წარუდგენს. ახალი მოდელები A9 ტიპის პროცესორითა და გაუმჯობესებული გრაფიკული მონაცემებითაა აღჭურვილი. აპარატი, ასევე, აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი მთავარი ფოტოკამერით, რომელსაც 4 000-იანი გაფართოების მქონე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება ექნება. ასევე, გაძლიერებულია დამატებითი კამერის ტექნიკური მონაცემებიც, რომელსაც განათების მხარდაჭერაც ექნება. „აიფონის“ ახალი მოდელების მთავარი სიახლე კი „ფორს თაჩის“ ფუნქციაა, რომელიც პირველად მიმდინარე წელს „მაქბუქის“ პორტატულ კომპიუტერებში იქნა წარმოდგენილი. „აიფონ“ 6s და 6s+, ტრადიციულ ფერებთან ერთად, მოვარდისფრო- ოქროსფერ ტონალობაში იქნება წარმოდგენილი.
წაკითხვა
კვლევისა და ინოვაციის პროგრამა - “ჰორიზონტი 2020-ის" ფარგლებში მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2015-08-10 16:41:00
გარემოს  დაცვის მინისტრის მოადგილე  და განათლების  მინისტრი  საქართველოს სამეცნიერო წრეების მკვლევარებს შეხვდნენ. შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის “ ჰორიზონტი 2020” ფარგლებში გაიმართა. სფეროს წარმომადგენლებმა  პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. “ ჰორიზონტი 2020-ის” გარემოსდაცვითი კვლევების მიზანს ბუნებრივი რესურსების მართვა, დაზოგვა, წყლის ეფექტურობა და კლიმატური ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა წარმოადგენს. პროგრამის მილიარდიანი ბიუჯეტის 35%-ზე მეტი გამოყოფილია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წაკითხვა
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2015-07-18 13:35:00
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ატმოსფეროს ზედა ფენა ძირითადად აზოტისგან შედგება, ხოლო შიდა ფენებში ნახშირწყალბადი შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ ნასას აპარატმა “ნიუ ჰორიზონტმა” პლუტონზე ყინულის სქელი პლატოც აღმოაჩინა. "ნიუ ჰორიზონტი" დედამიწიდან 10 წლის წინ გაუშვეს. პლუტონიდან მიღებული პირველი ფოტოები კოსმოსურმა სააგენტომ გასულ კვირას მიიღო. 
წაკითხვა

უახლესი