საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
Bloomberg - 12 სექტემბერს Apple-ი Iphone 8-ს, Iphone 8 Plus-ს და Iphone X-ს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 03:57:00
მედიამ Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ მათ ოფიციალურ პრეზენტაციამდე შეიტყო. Bloomberg-ის ცნობით, 12 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე კომპანია Iphone 8-ს, Iphone 8 Plus-ს და Iphone X-ს წარადგენს. როგორც მედიასაშუალებები წერენ, Iphone X ტელეფონის პრემიუმ მოდელს წარმოადგენს. მას ექნება სახის ამომცნობი ფუნქცია Face ID, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ტელეფონს შეხების გარეშე მოხსნის ბლოკს. ამასთან ერთად, ახალ Iphone-ს სახის გამომეტყველების აღქმა და მისი ვირტუალურ გამოსახულებად - ე.წ. ემოჯად გადაქცევა შეეძლება. როგორც ვარაუდობენ, ტელეფონს სახელი ტყუილუბრალოდ არ შეურჩიეს. წელს Apple-ის ტელეფონი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. მედიის ინფორმაციით, 12 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრებენ ახალ Apple Watch-ზე. კომპანიაში ინფორმა
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 22:05:00
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია სატურნის რგოლების ტალღოვანი სტრუქტურა, რომელსაც იანუს 2:1 სპირალური სიმჭიდროვის ტალღას უწოდებენ. იგი ზუსტად იმავე პროცესებითაა წარმოქმნილი, რითაც სპირალური გალაქტიკები, თუმცა, რა თქმა უნდა, სატურნის რგოლების ტალღები გაცილებით მჭიდროა. ამ შემთხვევაში, ყოველი მეორე ტალღის შვერილი სინადვილეში იგივე სპირალური მკლავია, რომლებიც პლანეტას გარს აკრავს მრავალგზის. ეს გახლავთ სატურნის B რგოლზე შემჩნეული ერთადერთი სიმჭიდროვის ტალღა. B რგოლის უმეტეს ნაწილში სხვა სტრუქტურები დომინირებს, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, იქაც რგოლები წარმოიქმნებოდა, თუმცა რგოლის უკიდურესი შიდა ნაწილი  განსხვავებულია. რადიუსი სატურნიდან, რომელზეც ტალღები წარმოიქმნება პლანეტიდან 96 233 კილომეტრითაა დაშორებული. ამ ადგილას, რგოლის ნაწილაკები სატურნს გარს ორჯერ უვლის იმ დროში, რომელშიც მთვარე იანუსი ერთხელ შემოვლას ასწრებს, რაც ორბიტულ რეზონანსს წარმოშობს. რეზონანსიდან დაშორებასთან ერთად (შესაბამისად სატურნთანაც), ტალღები იმატებს, რაც კარგად ჩანს ფოტოს მარცხენა ზედა ნაწილში. რაღაც ისეთი მიზეზით, რომელსაც მკვლევრები ჯერ ბოლომდე ვერ არკვევენ, ამ ადგილას ტალღებს ძალიან სუსტად ახშობს რგოლების უფრო დიდი სტრუქტურა, შესაბამისად, წარმოიქმნება ასობით კაშკაშა ტალღის შვერილი, რაც სულაც არ ჰგავს სატურნის A რგოლის სიმჭირდოვის ტალღებს. ფოტო წარმოქმნის ილუზიას, თითქოს რგოლის გეგმა კამერისგან დახრილი იყოს ზედა მარცხენა მიმართულებით, თუმცა ეს ასე არაა. ფოტოს ეს ნაწილი კამერასთან ახლოს იყო, სი,ჭიდროვის ტალღების ტალღის სიგრძე კი უბრალოდ მოკლე.  ეს ტალღა გამორჩეულია იმის გამო, რომ იანუსი — სატურნის მთვარე, რომელიც მას წარმოქმნის, უცნაურ ორბიტულ კონფიგურაციაშია. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, იანუსი და კიდევ ერთი მთვარე — ეპიმეთე პრაქტიკულად ერთ ორბიტას იყოფენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ორბიტათა გაცვლა ხდება, საპასუხო რეაქცია აქვს ამ ადგილას არსებულ რგოლს — ტალღაში წარმოქმნის ახალ შვერილს.  ამ ადგილას ტალღებს ასევე წარმოქმნის ეპიმეთეც, თუმცა მათ მიმოფანტავს იანუსის ტალღები, რადგან იანუსი ეპიმეთეზე დიდია. ფოტო 2017 წლის 4 ივნისს, კასინის ვიწრო კუთხის კამერამ გადაიღო 76 000 კმ მანძილიდან. კასინი 1997 წელს გაუშვეს. მისმა აღმოჩენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სატურნის, მისი რგოლების კომპლექსის, გასაოცარი მ
წაკითხვა
მეცნიერები ანტარქტიდის ქვეშ არსებულ თბილ მღვიმეებში საიდუმლო სიცოცხლის კვალს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 21:08:00
ავსტრალიელი მეცნიერები ანტარქტიდის მყინვართა ქვეშ არსებულ ყინულოვან მღვიმეებს იკვლევენ. მათი თქმით, ეს მღვიმეები იმდენად თბილია, რომ შესაძლებელია იქ ცხოველები და მცენარეებიც იყვნენ. ანტარქტიკის კუნძულ როსზე მდებარე აქტიური ვულკანის — ერებუსის გარშემო, ორთქლმა სააშკარაოზე გამოიტანა მღვიმეთა ვრცელი სისტემა. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გარემოსა და საზოგადოების ფენერის სკოლის მკვლევრის, დოქტორ სერიდუენ ფრასერის თქმით, ამ მღვიმეთა ქანების ნიმუშების ანალიზებმა გამოავლინა წყალმცენარეების, ხავსებისა და პატარა ცხოველების დნმ-ის დამაინტრიგებელი კვალი.  „ზოგიერთ მღვიმეში მართლა ძალიან თბილა, ტემპერატურა 25 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს“, — ამბობს ფრასერი. „შეგიძლიათ იქ მაისურით იაროთ და თავი ძალიან კომფორტულად იგრძნოთ. მღვიმის შესასვლელებთან სინათლეცაა, ზოგიერთ მღვიმეში კი, სადაც გადაფარებული ყინული თხელია, სინათლე გარედანაც აღწევს“. მღვიმეებში აღმოჩენილ დნმ-თა უმეტესობა ანტარქტიდის დანარჩენ ნაწილებში ნაპოვნი მცენარეებისა და ცხოველების დნმ-ის მსგავსია, მაგრამ ყველა მათგანი ბოლომდე იდენტიფიცირებული არაა. „ამ კვლევის შედეგები უდიდეს სურვილს გვიღვიძებს გავარკვიოთ, რა შეიძლება ცოცხლობდეს ანტარქტიკული ყინულების ქვეშ — შესაძლოა კი სრულიად ახალი სახეობის მცენარეები და ცხოველებიც იყვნენ“, — აღნიშნავს ფრასერი. შემდეგი ნაბიჯი იქნება მღვიმეების უფრო ღრმად კვლევა და ცოცხალი ორგანიზმების ძებნა. კვლევაში ჩართული კიდევ ერთი მეცნიერის, ახალი ზელანდიის ვაიკატოს უნივერსიტეტის პროფესორ კრეიგ კერის თქმით, წინა კვლევამ დაადგინა, რომ ანტარქტიდის ვულკანურ მღვიმეებში სხვადასხვა სახის ბაქტერიათა და სოკოთა საზოგადოებები იყო გავრცელებული. „როგორც ახალი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, იქ შესაძლებელია უფრო მაღალი მცენარეები და ცხოველებიც იყვნენ“, — ამბობს პროფესორი კერი. ვაიკატოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი მკვლევარი, დოქტორი ჩარლზ ლი აღნიშნავს, რომ ანტარქტიდაზე კიდევ სხვა ბევრი ვულკანია და შესაბამისად, ყინულის მღვიმეთა სისტემა შესაძლოა საკმაოდ გავრცელებული იყოს მთელი ყინულოვანი კონტინ
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 19:15:00
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა ეგზოპლანეტებზე ნადირობა საკუთარ თავზე შემოაბრუნეს. ახალ კვლევაში  მათ სცადეს გაერკვიათ, როგორ შესძლებდნენ არამიწიერი ცივილიზაციები დედამიწის პოვნას იგივე მეთოდებით, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს სულ მცირე ცხრა ისეთი ეგზოპლანეტა, საიდანაც იდეალურად მოხდებოდა დაკვირვება დედამიწის ტრანზიტზე. კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. ისეთ ხელსაწყოთა და ტელსკოპთა წყალობით, როგორიცაა SuperWASP-ი და კეპლერი, უკვე აღმოჩენილი გვაქვს ათასობით ისეთი პლანეტა, რომლებიც სხვა ვარსკვლავებთან, ანუ სხვა მზეებთან ბრუნავენ; მათ „ეგზოპლანეტები“ ეწოდება. უმეტესი მათგანი აღმოჩენილია მაშინ, როცა ისინი დედავარსკვლავის წინ ჩაივლიან, ამ მეთოდს „ტრანზიტი“ ეწოდება. ტრანზიტის საშუალებით, ასტრონომები დედავარსკვლავის სინათლეში ოდნავ ჩაბნელებებს ხედავენ რეგულარულ ინტერვალებში, ყოველ ჯერზე, როდესაც პლანეტა ჩვენსა და მის შორეულ ვარსკვლავს შორის ჩაივლის.  ახალ კვლევაში, ავტორებმა ეს კონცეპტი შეაბრუნეს და დასვეს კითხვა — „როგორ დაინახავდნენ არამიწიერი დამკვირვებლები მზის სისტემას?“ მათ გამოავლინეს შორეული ცის ის ნაწილები, საიდანაც შესაძლებელია ჩვენი მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტების ჩავლა მზის წინ — ე. წ. „ტრანზიტული ზონები“. შედეგად დაასკვნეს, რომ უფრო ადვილი შესამჩნევია დედამიწის ჯგუფის პლანეტების (მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი) დანახვა, ვიდრე უფრო შორეული, იუპიტერის ჯგუფის პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) შემჩნევა, მიუხედავად მათი გაცილებით დიდი ზომებისა.  „დიდი პლანეტები თავიანთ ვარსკვლავთან ჩავლისას ბუნებრივად ბლოკავენ გაცილებით მეტ შუქს. თუმცა სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რამდენად ახლოს მდებარაობს პლანეტა თავის ვარსკვლავთან; იქიდან გამომდინარე, რომ კლდოვანი პლანეტები უფრო ახლოსაა მზესთან, ვიდრე გაზის გიგანტები, დიდი ალბათობით, ტრანზიტისას ისინი უფრო შესამჩნევი იქნება“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი რობერტ უელსი. იმ პლანეტების მოსაძებნად, საიდანაც იქაურ ცივილიზაციებს მზის სისტემის შემჩნევის საუკეთესო შანსი ექნებოდათ, ასტრონომები იკვლევდნენ ცის იმ მონაკვეთებს, საიდანაც მზის წინ ჩავლისას ერთ პლანეტაზე მეტი გამოჩნდებოდა. აღმოჩნდა, რომ მზის სისტემის მიღმა, ნებისმიერ ადგილიდან, გამოჩნდებოდა მაქსიმუმ სამი პლანეტა, თუმცა, სამივე პლანეტის დანახვას არ იძლეოდა ყველა კომბინაცია.  „გამოვიანგარიშეთ, რო
წაკითხვა
ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 21:38:00
​ფეისბუქი განვითარების ტემპს არ ანელებს და სიახლეებს გვთავაზობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმა ფერად კომენტარებს ტესტავს. აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით მომხმარებლების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გააქტიურებული.​ფერადი კომენტარების ინსპირაცია ფერადი სტატუსებია. ფუნქციის მიზანია, მომხმარებლების კიდევ უფრო გააქტიურება და წერის ფუნქციის დახვეწა. ფერადი კომენტარების ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება და ის დესკტოპ-ვერსიაში არ იქნება ხელმისაწვდომი. ფუნქციას უკვე იწუნებენ ის მომხმარებლები, რომელთა გემოვნება სისადავეზეა ორიენტირებული. თუმცა, ბუნებრივია ფერადი კომენტარების გააქტიურების შემთხვევაში, ტრადიციული გზითაც შეგვეძლება დაკომენტარება. ​ჯერჯერობით უცნობია, როდის გააქტიურდება ყველა მომხმარებლისათვის ფერადი კომენტარების ფუნქცია. 
წაკითხვა
აღმოჩენილია უძველესი კანადური სოფელი, რომელიც ეგვიპტის პირამიდებზე 10 000 წლით ძველია
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 21:36:00
კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მცხოვრები ადგილობრივი ჯგუფი —ჰეილცუკის ხალხი ასობით (შეიძლება ათასობით) წლის განმავლობაში თაობიდან თაობას თქმულებების სახით გადასცემდა თავიანთ წარმომავლობის ამბავს. ჰეილცუკის გადმოცემის მიხედვით, მათი წინაპრები, გადარჩენის მიზნით, კანადის სანაპირო ზოლში გაიქცნენ, რომელიც გამყინვარების ხანაში არასოდეს გაყინულა.  როგორც ადგილობრივი გამოცემა CBC-ი იუწყება, ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალურ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ტრიკეზე მიმდინარე გათხრებმა მათი თქმულება გაამყარა. 2016 წელს, ძეგლის გათხრებს ვიქტორიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, არქეოლოგი ელიშა გოვრო ხელმძღვანელობდა. თხელ ჰორიზონტალურ ფენაში, რომელსაც პალეოზოლს უწოდებენ, ჯგუფმა რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ უძველეს სოფელს ეკუთვნის. მათ შორისაა ხისგან გამოთლილი იარაღები და ნახშირი. ამის შემდეგ, ნახშირის ნატეხები ლაბორატორიაში გაგზავნეს რადიონახშირბადული მეთოდით დათარიღებისთვის. აღმოჩნდა, რომ ნახშირი დაახლოებით 13 613-14 086 წლის წინანდელია, ეგვიპტის პირამიდებზე ათასობით წლით ძველი. არტეფატქები ერთ-ერთი უძველესია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ჩრდილოეთ ამერიკაში. 1977 წელს, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ვაშინგტონის შტატის ოლიმპიურ ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს შუბის წვერი და მასტედონტის ნეკნის ძვალი. 2011 წელს, კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებისას დადგინდა, რომ ეს ნამარხები დასავლეთ სანაპიროს უძველეს დასახლებებს 800 წლით სწევდა წარსულში (დაახლოებით 13 800 წლის წინ). ეს ბოლო აღმოჩენა არქეოლოგებს დიდ დახმარებას გაუწევს, რათა უფრო დეტალურად განსაზღვრონ თუ როგორ წარმოიშვა ჩრდილოამერიკული ცივილიზაციები, მაგალითად ჰეილცუკის ხალხი.  ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, გამყინვარების ხანაში, ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მკვიდრნი აზიიდან მოვიდნენ, ხმელეთის ხიდის საშუალებით, დღევანდელი კანადის ცენტრალურ ნაწილში.  კიდევ ერთი თეორიის თანახმად, რომელსაც ვიქტორიას უნივერსიტეტის ჯგუფის კვლევებიც უჭერს მხარს, ისინი ზღვის ძუძუმწოვრებზე მონადირეები იყვნენ და ნავებით მოგზაურობდნენ. 2016 წლის დოკუმენტში, გოვრო ასევე შენიშნავს, რომ არქეოლოგიური გათხრების
წაკითხვა
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 20:56:00
რაც უფრო ბევრ ახალს ვიგებთ იუპიტერის შესახებ, მით უფრო მეტად ვხვდებით, რომ ის სულაც არაა ისეთი, როგორსაც მოველოდით. ამჯერად, გაზის გიგანტმა კიდევ ერთხელ შეაცბუნა მეცნიერები ახალი ცნობებით; შესაძლოა საქმე გვქონდეს მის ამ დრომდე უდიდეს საიდუმლოსთან. იუპიტერის მომხიბვლელი პოლარული ნათება უდიდესი ციალია მთელ მზის სისტემაში. როგორც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ ახლახან გაარკვია, იუპიტერის პოლარულ ნათებას სრულიად მოულოდნელი და გაურკვეველი ენერგიის წყარო წარმოქმნის. „იუპიტერზე, ყველაზე კაშკაშა პოლარული ნათება გამოწვეულია გარკვეული სახის ტურბულენტური აჩქარების პროცესებით, რომელთა შესახებაც ჯერ ბევრი არაფერი ვიცით“, — ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ბერი მაუკი. გაზის გიგანტის ჩრდილოეთ პოლუსზე ჯუნოს 160 000 კმ/სთ სიჩქარით გადაფრენისას, იუპიტერის ენერგეტიკული ნაწილაკების დეტექორ-ინსტრუმენტმა (JEDI) ენერგიის ხელწერა დააფიქსირა. ამ სიჩქარით მოძრაობისას, ინსტრუმენტს მონაცემთა ასაღებად მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა, თუმცა ეს მაინც შესძლო და შესაბამისად, პირველი შანსი მისცა მეცნიერებს პირდაპირ დააკვირდნენ იუპიტერის პოლარული ნათების გამოყოფის მიღმა მიმდინარე პროცესებს — როგორც ჩანს, ეს პროცესები სრულიად გასხვავდება დედამიწაზე მიმდინარეთაგან. ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე, ყველაზე ინტენსიური პოლარული ციალები ნაკადის ელექტრული პოტენციალისგან წარმოიქმნება, როდესაც მზიდან მომავალი აჩქარებული ელექტრონები დედამიწის მაგნიტური ველის გასწვრივ მოძრაობენ. როცა ეს დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილის აირებს ეჯახებიან, აირის მოლეკულები გამოათავისუფლებენ ფოტონებს, რაც წარმოქმნის კაშკაშა, მბრუნავ ნათებას პოლარული რეგიონების თავზე. როგორც ჯუნოს გადაფრენისას გაირკვა, იუპიტერის ატმოსფეროში პლანეტისკენ მიმავალი ელექტრონები აჩქარებულია 400 000 ელექტრონვოლტ ენერგიაზე, რაც 30-ჯერ მეტია დედამიწის ყველაზე დიდ ციალთა პოტენციალზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუპიტერის პოლუსების თავზე მიმდინარე სინათლის შოუ გასაოცარი და უცნაურია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დედამიწაზე არსებულისგან განსხვავებული გზით წარმოიქმნება. ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, იუპიტერზე ცის ნათებაც ძალიან განსხვავებულია. „არსებითად, იუპიტერის პოლარული ნათება 10-ჯერ უფრო კა
წაკითხვა
ასტეროიდი, რომელმაც დედამიწას ჩაუარა, იმდენად დიდია, რომ 2 მთვარე ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 19:27:00
1 სექტემბერს, ასტეროიდმა 3122 ფლორენსმა დედამიწას 7 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა. ეს იყო უდიდესი ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ასე მოუახლოვდა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში. როგორც NASA-ს მიერ გადაღებული რადარული ფოტოებიდან ირკვევა, ასტეროიდი იმდენა დიდია, რომ ორი ციცქნა მთვარე ჰყავს. „მიუხედავად იმისა, რომ დედამიწისთვის ფლორენსზე ახლოსაც ჩაუვლიათ ასტეროიდებს, ყველა მათგანი მაინც გაცილებით პატარა იყო“, — ამბობს NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევის ცენტრის მენეჯერი პოლ ჩოდასი. „ფლორენსი უდიდესი ასტეროიდია, რომელსაც ჩვენი პლანეტისთვის ჩაუვლია მას შემდეგ, რაც ფუნქციონირება დაიწყო დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა გამოვლენისა და თვალთვალის NASA-ს პროგრამამ“. საინტერესოა, რა ზომის უნდა იყოს ასტეროიდი, რომ მთვარეების ყოლა შესძლოს? ფლორენსის სიგანე მხოლოდ 4,4 კმ-ია. მისი მთვარეები კი მართლაც ციცქნაა, 100-300 მეტრი სიგანის; შიდა მთვარე ასტეროიდს გარს უვლის 8 საათში, გარე კი 22-27 საათში ერთხელ. სინამდვილეში, ასტეროიდთათვის მთვარეების ყოლა სულაც არაა უჩვეულო. დედამიწასთან ახლომდებარე ჩვენთვის ცნობილი 16 400 ასტეროიდიდან, დაახლოებით 60-ს სულ მცირე ერთი მთვარე ჰყავს.  უფრო იშვიათია სამმაგი ასტეროიდები, რომლებსაც ორი მთვარე ჰყავთ. ფლორენსი ამ დრომდე აღოჩენილი მხოლოდ მესამე სამმაგი ასტეროიდია. დანარჩენ ორის შორისაა ასტეროიდი 1994 CC, რომლის ორი მთვარეც 2009 წელს აღმოაჩინეს, ასტეროიდ 2001 SN263-ის კი 2008 წელს. არც ერთ მათგანს დედამიწასთან ისე ახლოს არ ჩაუვლია, როგორც ფლორენსს, რომელმაც მეცნიერებს დეტალური კვლევის უიშვიათესი შანსი მისცა. გარდა მთვარეებისა, NASA-ს რადარულმა ფოტოებმა გარკვეული მონაცემები გამოამჟღავნა თავად ფლორენსის შესახებაც. იგი უხეშად მრგვალია, ეკვატორთან გასდევს ქედი და აქვს სულ მცირე ერთი მოზრდილი კრატერი. ასე ახლოს ფლორენსი დედამიწასთან ბოლოს 1890 წელს მოვიდა, მომავალში კი იგივე მანძილზე 2500 წელს ჩაუვლის. 
წაკითხვა
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 21:39:00
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში (PNAS), უდაბნოს კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ ჯოზეფ მაკკონელისა და მისი კოლეგების კვლევა გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღწერილია 17 700 წლის წინ, ანტარქტიდაზე 192 წლის განმავლობაში მიმდინარე ვულკანურ ამოფრქვევათა სერია, რომელიც თანხვედრაში მოდის ყინულოვანი საფარის შემცირებასთან.  „როგორც ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის დეტალური ქიმიური ანალიზები აჩვენებს, დასავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე ვულკან ტაკაჰეს ჰალოგენებით მდიდარი, მასიური ამოფრქვევები ზუსტ თანხვედრაში მოდის სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, ფართომასშტაბიან ცვლილებასთან, რომელიც ბოლო გამყინვარების დასასრულს მიმდინარეობდა და რომლის წყალობითაც, დაიწყო გლობალური სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა“, — აცხადებს მაკკონელი. დაახლოებით 17 700 წლის წინ დაწყებული კლიმატის ცვლილება მოიცავდა პოლუსისკენ მიმართული ქარების დასავლეთით უცაბედ გადაადგილებას; ეს ქარები გარს უვლიდა მთელ ანტარქტიდას და დაკავშირებული იყო ზღვის ყინულოვანი საფარის ცვლილებასთან, ოკეანის ცირკულაციასთან და ოკეანის სიღრმეების ვენტილაციასთან. ამ ცვლილებათა მტკიცებულება სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრ ადგილასაა ნაპოვნი, მათ შორის პალეოკლიმატურ არქივებში, მაგრამ ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა ცვლილებათა გამომწვევი მიზეზი.  „ვიცით, რომ იმ დროის კლიმატის ცვლილება ძირითადად გამოწვეული იყო მზის ინსოლაციისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მყინვარული საფარის ცვლილებით. გლაციალური და ინტერგლაციალური ციკლები მზის და დედამიწის ორბიტული პარამეტრების მიერაა მართული, რაც გავლენას ახდენს მზის ინსოლაციაზე (მზის სხივების ინტენსიურობა), ისევე როგორც კონტინენტური მყინვარული საფარის ცვლილებებსა და სათბურის გაზების კონცენტრაციაზე“, — განმარტავს მაკკონელი. „ვასკვნით, რომ ჰალოგენებით მდიდარმა ამ ამოფრქვევებმა ანტარქტიდის თავზე წარმოქმნა ამჟამინდელი ოზონის ხვრელის ანალოგიური ატმოსფერული ოზონის ხვრელი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ცვლილებები სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფერულ ცირკულაციასა და ყოველმხრივ ჰიდროკლიმატში. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის სისტემა უკვე მომზადებული იყო ცვლილებისთვის, ჩვენ ვასკვნით, რომ ამ ცვლილებებმა განაპირობა გადასვლა ძირითადად გლაციალური კლიმატური მდგომარეობიდან ინტერგლაციალურ მდგომარეობაში. იმის ალბათობა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, უმნიშვნელოა“, — ამბობს მაკკონელი. გარდა ამისა, ამ ამოფრქვევათა შედეგად გამოყოფილი ნალექები, მათ შორის ფტორწყალბადმჟავასა და ტოქსიკური მძიმე მეტალების გაზრდილი დონე — ტაკაჰეს მთიდან 2800 კილომეტრზე განივრცო და სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკამდე
წაკითხვა
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 20:42:00
კარნეგის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა დასვა საკითხი, შესაძლებელია თუ არა, რომ ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო გაზის გიგანტი პლანეტებიც მოძრაობდეს, ჩვენთვის ცნობილი შვიდი პლანეტისგან ბევრად შორს. სისტემის გარე კიდეებზე გაზის გიგანტი პლანეტების პოვნა მეცნიერებს დაეხმარება გაარკვიონ, თუ როგორ წარმოიქმნა ჩვენი მზის სისტემის გაზის გიგანტები, მაგალითად, იუპიტერი და სატურნი. წლის დასაწყისში, NASA-ს სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა მთელ მსოფლიოს ამცნო მღელვარე აღმოჩენის შესახებ — ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავი TRAPPIST-1 მერწყულის თანავარსკვლავედში — ჩვენთვის ცნობილი პირველი სისტემა, რომელშიც დედავარსკვლავის გარშემო დედამიწის ზომის შვილი პლანეტა მოძრაობდა. სამი მათგანი განთავსებულია ე. წ. სასიცოცხლო ზონაში — მანძილი ცენტრალური ვარსკვლავიდან, რომელზეც შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენი მზის სისტემის მსგავსად, TRAPPIST-1-ის გარშემოც მოძრაობდეს გაზის გიგანტი პლანეტები, მაგრამ ვარსკვლავისგან იმაზე უფრო შორს, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა. „მრავალი ის სხვა ვარსკვლავური სისტემა, რომლებშიც დედამიწის ზომის ან სუპერდედამიწის ტიპი პლანეტებია, ასევე მოიცავს სულ მცირე ერთ გაზის გიგანტს. ამიტომ, მნიშვნელოვანია კითხვა, ჰყავთ თუ არა ამ შვიდ პლანეტას გაზის გიგანტი და-ძმები უფრო გრძელპერიოდიან ორბიტაზე“, — ამბობს კარნეგის მეცნიერი ალან ბოსი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავის კოლეგებთან ერთად, ბოსი პლანეტებზე ნადირობის საკუთარ პროექტს მიუბრუნდა. კარნეგის ლას-კამპანასის ობსერვატორიაში, დი-პონის ტელესკოპზე მათ სპეციალური ინსტრუმენტი აქვთ, რომელსაც CAPSCam ეწოდება (პლანეტების საძიებელი კარნეგის ასტრონომიული კამერა). ეგზოპლანეტებს იგი ასტრომეტრიული მეთოდით ეძებს, რომლის ფარგლებშიც, ეგზოპლანეტის დაფიქსირება შესაძლებელია არაპირდაპირ, დედავარსკვლავის მერყეობით ვარსკვლავური სისტემის მასის ცენტრის გარშემო. CAPSCam-ის გამოყენებით, ბოსმა და მისმა კოლეგებმა
წაკითხვა
შექმნილია ახალი კამერა, რომელიც ადამიანის სხეულში ყველაფერს დაინახავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 20:15:00
ადამიანის სხეულს შიგნით შეხედვის სამედიცინო ტექნოლოგიებმა გრძელი გზა გაიარა. თუმცა, როგორც ჩანს, მომავალში ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კანს მიღმა ხდება. მკვლევრებმა გამოიგონეს ახალი ტიპის კამერა, რომელიც ხედავს ადამიანის სხეულის შიდა სტრუქტურებს და სინათლის წყაროებს სხეულის ქსოვილებში 20 სანტიმეტრის სიღრმეშიც გამოავლენს. ამჟამინდელი პროტოტიპი ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და განკუთვნილია ენდოსკოპთან ერთად მუშაობისათვის. ენდოსკოპი გრძელი, წვრილი ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად აღჭურვილია კამერით, სენსორებითა და სინათლით, რათა კარგად ჩაიხედოს ადამიანის სხეულის ღრუებში. ენდოსკოპი ღირებული ინსტრუმენტია მრავალი სამედიცინო პროცედურისათვის, მაგრამ ამ დრომდე, რთული იყო გარეგნულად იმის დადგენა, თუ სხეულის ზუსტად რომელ შიდა ნაწილს ათვალიერებდა ინსტრუმენტი, რისთვისაც საჭირო ხდებოდა რენტგენული სკანირების გამოყენება.  დღეიდან, ეს უკვე პრობლემა აღარ იქნება, რადგან ახალ კამერას აქვს სხეულს შიგნით სინათლის წყაროს დაფიქსირების უნარი, მაგალითად, შეუძლია გამოავლინოს ენდოსკოპის გრძელ, მოქნილ თოკზე მიბმული განათების წყარო. კამერაში ინტეგრირებული ფოტონის ათასობით დეტექტორის წყალობით, მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს ადამიანის ქსოვილებზე დაცემული სინათლის ინდივიდუალური ნაწილაკი.  როდესაც ფოტონები სხეულის ქსოვილებთან კონტაქტში შედის, როგორც წესი, სინათლე ქსოვილზე მიმოიფანტება ან სხლტება, თუმცა, კამერა საკმაოდ მგრძნობიარეა, რათა მისი ნებისმიერი კვალი დააფიქსიროს. მიმოფანტული ფოტონებიდან პირდაპირ კამერასთან მისული სინათლის სიგნალების დალაგების გზით, რომლებმაც მასთან მისაღწევად დიდი მანძილი გაიარეს — მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს, კონკრეტულად სად არის სხეულში მოთავსებული სინათლის გამომყოფი ენდოსკოპი. ამ ტექნიკას, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებს მიმოფანტულ და ბალისტიკურ (პირდაპირ) ფოტონებს — ბალისტიკურ ვიზუალიზაციას უწოდებენ. მას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ექიმებს სხეულის ინტერიერის ენდოსკოპით დათვალიერებისას, რასაც თავის მხრივ შესაძლოა უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს სწორ მკურნალობაში.  
წაკითხვა
სად და როგორ წარმოიქმნება ტროპიკული ქარიშხლები
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 17:42:00
ქარიშხლები (ურაგანი) ყველაზე მძლავრი შტორმებია დედამიწაზე. ადამიანები ამ შტორმებს სხვა სახელებსაც უწოდებენ, მაგალითად ტაიფუნს ან ციკლონს, რაც მათი წარმოქმნის ადგილზეა დამოკიდებული. ყველა მათგანის სამეცნიერო სახელია ტროპიკული ციკლონი. თუმცა, „ურაგანი“ (ინგლ. Hurricanes) ეწოდება მხოლოდ იმ ტროპიკულ ციკლონებს, რომლებიც ატლანტის ოკეანეში ან წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოიქმნება.  რაც არ უნდა ერქვათ, ყველა ტროპიკული ციკლონი ერთი და იგივე გზით წარმოიქმნება. ტროპიკული ციკლონები გიგანტური ძრავებივითაა, რომლებიც საწვავად თბილ, ტენიან ჰაერს იყენებს. სწორედ ამიტომ ყალიბდება ისინი ეკვატორის სიახლოვეს, თბილი წყლების თავზე. ოკეანის თავზე არსებული თბილი, ნოტიო ჰაერი ზედაპირიდან მაღლა მიემართება. იმის გამო, რომ ეს ჰაერი ზედაპირს შორდება და მაღლა მიიწევს, ზედაპირის სიახლოვეს ცოტა ჰაერიღა რჩება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თბილი ჰაერის მაღლა აწევის შედეგად, დაბლა ზონაში ჰაერის წნევა ვარდება. ჰაერის მაღალი წნევის მქონე ზონის მიმდებარე აირები დაბალი წნევის ზონას ურტყამს. შედეგად, ეს „ახალი“ ჰაერიც თბილი და ტენიანი ხდება და ისიც მაღლა მიემართება. თბილი ჰაერის მაღლა ასვლასთან ერთად, გარემომცველი სხვა ჰაერი მორევივით იგრიხება, რათა მისი ადგილი დაიკავოს. თბილი ჰაერის აწევასა და გაციებასთან ერთად, ჰაერში არსებული წყალი წარმოქმნის ღრუბლებს. ღრუბლებისა და ქარის მთლიანი სისტემა ბზღრიალებს და იზრდება, პარალელურად იკვებება ოკეანის სიცხითა და ზედაპირიდან აორთქლებული წყლით. ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი შტორმები საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბზღრიალებს, ეკვატორის სამხრეთით კი საათის ისრის მიმართულებით. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია დედამიწის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო. თანდათანობით, შტრომის სისტემა ძალას იკრებს და უფრო და უფრო სწრაფად მოძრაობს, ცენტრში ვითარდება თვალის ფორმის წარმონაქმნი. თვალი ძალიან მშვიდი და სუფთაა, ჰაერის ძალიან დაბალი წნევით. ზემოთ განთავსებული მაღალი წნევის ჰაერი დაბლა მიემართება და თვალში ჩადის. როდესაც მბრუნავ შტორმში ქარის სიჩქარე 63 კმ/სთ-ს აღწევს, მას უკვე „ტროპიკულ შტორმს“ უწოდებენ. ხოლო როდესაც სიჩქარე 119 კმ/სთ-ს მიაღწევს, მას უკვე ოფიციალურად ეწოდება „ტროპიკული ციკლონი“ ან „ურაგანი“. როგორც წესი, ტროპიკული ციკლონები ხმელეთზე შესვლისას სუსტდება, რადგან ამ დროს მათ ეცლებათ „საკვები“, რომელსაც ისინი ოკეანის თბილი წყლის ენერგიისგან იღებენ. თუმცა, ქარიშხლები ხშირად გადაადგილდება ხმელეთის სიღრმეში, სადაც მისი ღრუბლები მრავ
წაკითხვა
აღმოჩენილია უცნაური ნამარხი, რომელიც ხმელეთზე განვითარებულ არსებათა ევოლუციურ ამბავს ცვლის
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 22:30:00
ყოველი ნამარხისგან რაღაც ახალს ვსწავლობთ. უძველეს ქმნილებათა ზოგიერთი განმარხებული ნაშთი მართლაც განსაცვიფრებელია.  მათ შორისაა ახლახან შესწავლილი თევზის ნამარხი Hongyu chowi, რომელიც მიუთითებს, რომ ევოლუციის პროცესში, ხმელეთზე ცხოვრებისთვის იმაზე მეტი სახეობა ჩამოყალიბდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. 2002 წელს, ჩრდილოეთ ჩინეთის ერთ-ერთ კარიერში აღმოჩენილმა H. Chowi-მ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ამბავი იმისა, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც გავჩნდით ზღვაში, სანამ ხმელეთის ცხოველებად განვვითარდებოდით. თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, შედარებით გაურკვეველია. დაახლოებით 360 მილიონი წლის წინ, დევონურ პერიოდში, მტევანფარფლიანი თევზების ერთი განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ფარფლების ადგილას კუნთოვანი, ძვლიანი ქსოვილი ჰქონდა, ოთხკიდურიან არსებებად ჩამოყალიბდა. ამ კიდურებს შეიძლება ფრთები და ფარფლებიც ჰქონდა  — შესაბამისად, ყოველი ოთხკიდურიანი ქმნილება, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე, მათ შორის ფრინველები, კუები, სელაპები და ჩვენ, ადამიანები — მათი შთამომავლები ვართ.  H. Chowi 1,5-მეტრიანი მტევანფარფლიანი თევზია, რომელიც დაახლოებით 370-360 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ჰქონდა ისეთი მახასიათებლები, რომ რთულია მისთვის ფილოგენეტიკური ადგილის მიჩენა. ზოგიერთი მახასიათებელი მას საერთო აქვს მტაცებელ მტევანფარფლიან თევზ რიზოდონტიდასთან, რომელიც ოთხკიდურიან ჯგუფს მანამ გამოეყო, სანამ ისინი კიდურებიან ცხოველებად გადაიქცეოდნენ. მისი ზომა და ძვლების ზოგიერთი ფორმა კარგად ეთავსება იზოდონტიდას.  მეორე მხრივ, იგი მახასიათებლებს ასევე იზიარებს მტევანფარფლიანთა კიდევ ერთ გადაშენებულ ჯგუფ ელპისტოტსეგალიდებთან. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მსგავსებას ამჟღავნებს ადრეულ ოთხკიდურიანებთან, H. Chowi კი ორივე მათგანთან. სახელდობრ, მსგავსი აქვს მხრების სარტყელი და ლაყუჩების ფუძე.  მკვლევართა თქმით, ეს ყველაფერი ორ რამეზე მიუთითებს. პირველი — H. chowi რიზოდონტია, რომელსაც დამოუკიდებლად ჩამოუყალიბდა ოთხკიდურიანის მახასიათებლები. მეორე — ზოგიერთი რიზოდონტი შესაძლოა იმაზე მეტად დაკავშირებული ყოფილიყო ელპისტოტსეგალიდებთან და ოთხკიდურიანებთან, ვიდრე გვეგონა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მოსაზრებაა უფრო მართებული, დასკვნა საკმაოდ მნიშვნელოვანია: საერთო მახასიათებლები განსხვავებულ ჯგუფებს შორის უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე ვიცოდით, რაც ზრდის პარალელებს რიზოდონტებს, ლპისტოტსეგალიდებსა და ოთხკიდურიანებს შორის. 
წაკითხვა
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:31:00
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგეს — განავითარეს სიმსივნის უჯრედების მოკვლის სრულიად ახალი გზა, რომლის წყალობითაც, შესაძლოა მივიღოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ამჟამინდელზე ბევრად უკეთესი მეთოდი.  მეთოდს Caspase-Independent Cell Death (CICD) უწოდეს და როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში მან სრულად შესძლო კოლორელაქტური კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი იგივე ეფექტების მიღება ადამიანთა შემთხვევაშიც მოხერხდა, შემდეგ მოგვიწევს ისეთი მეთოდის ძებნა, რომელიც ნაკლებ საზიანო იქნება ადამიანის სხეულისთვის და დაბალი იქნება კიბოს განვითარების ხელახალი შანსი. „იდეაში, ამ მექანიზმს აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობა და შეამციროს არასასურველი ტოქსიკურობა. ჩვენი აღმოჩენების მხედველობაში მიღებით, მიგვაჩნია, რომ CICD-ის კიბოს საწინააღმდეგო თერაპია შემდგომი კვლევების გარანტიას იძლევა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სტივენ ტაიტი. კიბოს საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მკურნალობა აპოპტოზის გზით მოქმედებს. აპოპტოზი დაპორგრამებული უჯრედის სიკვდილის სახეა, როდესაც უჯრედები ცილა კასპაზის მეშვეობით საკუთარ თავს ეფექტიანად ანადგურებენ. მაგალითად, სწორედ ასე მოქმედებს ქიმიოთერაპია და კარგადაც, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ამ თერაპიას შეიძლება ზოგიერთი სამიზნე გამორჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები არ ნადგურდება და მეტასტაზებს ხელახლა წარმოქმნის ბრწყინვალე შანსი აქვთ. გარა ამისა, შესაძლებელია დაზიანდეს ჯანმრთელი უჯრედებიც.  CICD აპოპტოზის ზოგიერთ მექანიზმს იყენებს, მაგრამ იღებს ცილა კასპაზის სხვადასხვა რაოდენობებს. როდესაც ამ მეთოდით უჯრედები დაიხოცნენ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიგნალები გაეგზავნა ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც შემდეგ კიბოს დარჩენილ უჯრედებს ესხმოდა თავს და ანადგურებდა. ეს გახლავთ სუფთა და იმედიანი გზა სხეულიდან სიმსივნის გამოსაძევებლად, თუმცა საჭიროა იმის ხასგაზმა, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა. „როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ნაწილობრივი თერაპიული რეაქციის პირობებში, CICD შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო გაცილებით
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 20:31:00
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა. მეორე აფეთქება უმძლავრესი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.  აღმოსავლეთის სასაათო ზონის დროით 5:10 a.m-ზე, მზის ზედაპირზე არსებული მოზრდილი ლაქიდან ამოიფრქვა X-კლასის ჭავლი, რომელიც მზის შტორმთა უძლიერეს კატეგორიას მიეკუთვნება. ანთება უძლიერესი იყო 2015 წლის შემდეგ, მაგრამ იგი სრულიად დაჩრდილა სამი საათის შემდეგ, 8:02 a.m-ზე მომხდარმა ამოფრქვევამ, რომელსაც X9.3 კლასი მიენიჭა. ინფორმაციას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWPC) ავრცელებს. ბოლო X9 ამოფრქვევა 2006 წელს დაფიქსირდა. SWPC-ის განცხადებით, მზის ანთებამ რადიოსიგნალთა დროებითი ჩახშობა გამოიწვია: დედამიწის მზით განათებულ მხარეზე, მაღალი სიხშირის რადიოტალღების დიდმა ნაწილმა, ერთი საათის განმავლობაში კონტაქტი დაკარგა, ნავიგაციაში გამოყენებული დაბალი სიხშირის კომუნიკაციები კი, ასევე ერთი საათის განმავლობაში გაუარესდა. მზის ამოფრქვევა ხდება მაშინ, როდესაც მზის მაგნიტური ველი — რომელიც მუქ ლაქებს წარმოქმნის ვარსკვლავის ზედაპირზე — იგრიხება და ერთმანეთს უერთდება, რაც გამოაფრქვევს ენერგიას და აცხელებს მზის ზედაპირს. X-კლასის ვარსკვლავურ ანთებებს, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში რადიაციული შტორმების გამოწვევა და რადიოტალღათა დაბლოკვა შეუძლია, რაც ამჯერადაც მოხდა. ვარსკვლავური ამოფრქვევის დროს, მზეს საკუთარი სხეულიდან ასევე შეუძლია გამოტყორცნოს პლაზმის ენერგეტიკული ღრუბელი — მოვლენა, რომელსაც კორონალური მასის ამოტყორცნა ეწოდება. „მოთმინება გვმართებს, სანამ მივიღებთ გარკვეულ კორონალურ ვიზუალიზაციას, რაც გადაჭრით გაგვცემს პასუხს ამ მოვლენასთან დაკავშირებით“, — უთხრა Space.com-ს SWPC-ის კოსმოსურმა მეცნიერმა რობ სტინბურგმა. მზის ლაქას, საიდანაც ამ დილის ამოფრქვევა მოხდა, აქტიურ რეგიონ 2673-ს უწოდებენ და უმცირესია მზის ზედაპირზე არსებულ ორ მასიურ ლაქას შორის. ასტროფიზიკოს კარლ ბატამსის ცნობით, ამ ლაქის სიგანე დედამიწისას შვიდჯერ აღემატება, სიმაღლ
წაკითხვა
40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 21:25:00
„კოსმოსურ ოკეანეში ამ ბოთლის გაშვება ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის შესახებ რაღაც იმედისმომცემს ამბობს“, — თქვა კარლ სეიგანმა 1977 წელს, ხომალდ ვოიაჯერების გაგზავნისას. ამჟამად, 40 წლის შემდეგ, ორი კოსმოსური ხომალდი ჯერ კიდევ ელვის სისწრაფით შორდება მკრთალ ლურჯ წერტილს — ჩვენს ციცქნა პლანეტას. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორეული და ხანგრძლივი კოსმოსური მისიაა. საიუბილეოდ, NASA საოცარ პოსტერებს აქვეყნებს.  მისიის პატივსაცემად, 5 სექტემბერს, ეროვნულ საჰაერო და კოსმოსურ მუზეუმში, NASA საჯარო ღონისძიებას მოაწყობს. და როგორც მათ სტილს სჩვევია, სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა პოსტერები, რომლებიც მთელ მსოფლიოს ამცნობენ ვოიაჯერთა დიადი ტურის შესახებ.  თავდაპირველად, ტყუპმა ხომალდმა უპრეცედენტო ლაშქრობა დაიწყო გაზის ორი გიგანტის — იუპიტერისა და სატურნისკენ. იქიდან, ვოიაჯერ 1 მზის სისტემის კიდეებისაკენ გაეშურა და 2012 წელს, პირველი (და ამ დრომდე ერთადერთი) კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა. ამასობაში, ვოიაჯერ 2 გარე პლანეტებს — ურანსა და ნეპტუნს სტუმრობდა და გახდა ერთადერთი ხომალდი, რომელიც ესტუმრა მზის სისტემის ყინულისა და გაზის ოთხივე გიგანტ პლანეტას. ზონდებმა მზის სისტემის შორეულ ნაწილში აღმოაჩინეს მანამდე უხილავი მრავალი მთვარე და მათზე მიმდინარე პროცესები, მათ შორის — ვულკანური აქტივობა იუპიტერის მთვარე იოზე და ყინულის გეიზერები ნეპტუნის მთვარე ტრიტონზე.  გარდა მრავალი მსგავსი ჩანაწერისა და სამეცნიერო აღმოჩენისა, ვოიაჯერის მისია ასევე ცნობილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით. „კოსმოსურ ოკეანეში“ მათ შეტყობინებები მიაქვთ — ოქროს ორი ჩანაწერი, რომლებზეც ჩაწერილია ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები დედამიწიდან იმ იმედით, რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, მათ რომელიმე სხვა, კოსმო
წაკითხვა
აღმოჩენილია 1700 წლის წინ ცუნამის მიერ განადგურებული რომაული ქალაქი
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 20:51:00
არქეოლოგებმა წყალქვეშ ნანგრევების ფართო ქსელი აღმოაჩინეს, რომელიც ძველრომაულ ქალაქ ნეაპოლისს ეკუთვნის. 1700 წლის წინ, ნეაპოლისი მძლავრმა ცუნამიმ შთანთქა. ზღვის სიღრმეში აღმოჩენილია ქუჩები, მონუმენტები და ავზები, რომლებშიც აწარმოებდნენ გარუმს — ფერმენტირებული თევზის სოუსს, რომელიც საკმაოდ პოპულარული საკმაზი იყო ძველ რომსა და საბერძნეთში; სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნეაპოლისის ეკონომიკაშიც. ნეაპოლისის აღმომჩენ ექსპედიციაში შედიოდნენ ტუნისის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტისა და იტალიის სასარის უნივერსიტეტის მკვლევრები. ჯგუფი ქალაქს 2010 წლიდან ეძებდა, თუმცა მისი აღმოჩენა შესაძლებელი მხოლოდ ახლა გახდა, შესაფერისი ამინდის წყალობით. „აღმოჩენის მნიშვნელობა უზარმაზარია. მკაფიოდ დასტურდება, რომ ნეაპოლისი გარუმისა და დამარილებული თევზის წარმოების მთავარი ცენტრი ყოფილა, სავარაუდოდ უდიდესიც მთელ რომაულ სამყაროში“, — უთხრა ჯგუფის ხემლძღვანელმა მუნირ ფანტარმა AFP-ს. ჯგუფის განცხადებით, ნანგრევები 50 ჰექტარზეა გადაჭიმული და ნათლად ჩანს, რომ ახ. წ. 365 წელს ნეაპოლისი მიწისძვრით გამოწვეულ ცუნამს შთაუნთქავს. ეს მოვლენა აღწერილი აქვს ძველრომაელ ისტორიკოს ამიანე მარცელინუსს. მიჩნეულია, რომ ამ ბუნებრივი კატასტროფის დროს ნაწილობრივ დაზიანდა ეგვიპტის ქალაქი ალექსანდრია და საბერძნეთის კუნძული კრეტაც. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სამეცნიერო ხელსაწყოები არ არსებობდა, ისტორიკოსები აღწერენ, რომ მიწისძვრის დროს დაფიქსირდა ორი რყევა, რომელთაგან უდიდესი, თანამედროვე გათვლებით 8 მაგნიტუდის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო. ეს კი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რათა კუნძული კრეტა 10 მეტრით აწეულიყო. ნეაპოლისი ძვ. წ. მე-5 საუკუნეში დაარსდა. სახელი ბერძნულად „ახალ ქალაქს“ ნიშნავს. წყალქვეშა ძეგლი მდებარეობს თანამედროვე ტუნისის ქალაქ ნაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნეაპოლისი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში. აღმოჩენა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ წერილობითი წყაროები ნეაპოლისის შესახებ რომაულ ლიტერატურაში ძალიან მწირია, რადგან სავარაუდოდ, რომაელები ამ ქალაქს ღალატისთვის სჯიდნენ. ძვ. წ. 149-146 წლებში, მესამე პუნიკური ომის დროს, ნეაპოლისმა კართაგენის მხარე დაიჭირა. საბოლოოდ, რომაელებმა გაიმარჯვეს და ქალაქზე კონტროლი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 19:52:00
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებულია შავი ხვრელი, რომლის მასაც ჩვენი მზისას 100 000-ჯერ აღემატება. შედეგად, იგი ჩვენი გალაქტიკის ამ დრომდე ცნობილი მეორე უდიდესი შავი ხვრელია მის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის — მშვილდოსანი A*-ს შემდეგ. ახალ ობიექტს მოლეკულური გაზის უზრმაზარ ღრუბელში მიაგნეს. ამ ეტაპზე, იგი საუკეთესო მტკიცებულებაა „საშუალომასიანი შავი ხვრელების“ კლასისა, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ; სწორედ მას შეუძლია ახსნას, თუ როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოუდგენლად დიდ ზომებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი უზარმაზარია და ჩვენს მზეზე 100 000-ჯერ მეტი მასა აქვს, მაინც ციცქნა წერტილია სუპერმასიურ შავ ხვრელებთან შედარებით. ეს უკანასკნელნი გალაქტიკათა ცენტრში არიან გაწოლილი და მათი მასა 10 მილიარდ მზის მასამდე აღწევს. როგორ წარმოიქმნებაიან ამ მასშტაბის შავი ხვრელები — მეცნიერებისთვის ბოლომდე გაურკვეველია, რადგან ჯერ კიდევ არ შეგვიძლია თეორიულად ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ასეთი უძველესი, კოლოსალური ფენომენი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც სამყარო ახალგაზრდა იყო. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ, უნდა არსებობდეს ე. წ. საშუალომასიანი შავი ხვრელები, რომლებიც, მკვლევართა აზრით, უფრო დიდ თანამოძმეთა ერთგვარი თესლია. ამჯერად, შესაძლოა საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს. გაზის ღრუბელ CO–0.40–0.22-ში ახლად აღმოჩენილი საშუალო მასის შავი ხვრელი ნელა, ერთი მიმართულებით მოძრაობს მშვილდოსანი A*-ს მიმართულებით და საბოლოოდ, შესაძლოა მას შეერწყას. მინიშნება ახალი შავი ხვრელის არსებობის შესახებ, შარშან გაკეთდა, როდესაც ირმის ნახტომის ცენტრიდან 200 სინათლის წლის მანძილზე, იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის ჯგუფმა გაზის ღრუბელი აღმოაჩინა.  CO–0.40–0.22-ში დაფიქსირებული გაზის უჩვეულო მოძრაობები მკვლევრებს აფიქრებინებდა, რომ ღრუბელში მატერიას აჩქარებდა რაღაც მასიური ძალები; მათი აზრით, ღრუბელში სწორედ საშუალო მასის შავი ხვრელი იმალებოდა. ამჯერად, იგივე ჯგუფმა ასტროფიზიკოს ტომოჰარუ ოკას ხელმძღვანელო
წაკითხვა
შოტლანდია ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 19:31:00
შოტლანდიის ხელისუფლება მიზნად ისახავს, რვა წლით დაასწროს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გეგმას და 2032 წლისთვის ქვეყანაში აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ყველანაირი ავტომობილი.  შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა წარმოადგინა ელექტრომობილთა დასატენი სადგურების მასობრივად გაფართოების გეგმა და ელექტრომობილთა პარკის განახლების საპილოტე პროექტი.  მისივე განცხადებით, შეიქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგალითად, მჭიდროდ დასახლებულ ზონებში გაიხსნება ელექტრომობილთა დასატენი ახალი სადგურები. „ჩვენი მიზანია, 2032 წლისთვის შოტლანდიაში აიკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება“, — განაცხადა სტარჯონმა.  შოტლანდიას ამჟამად გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო ბაზრის 10%-ზე ნაკლები უჭირავს. ივლისში, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების მიზნით, 2040 წლიდან ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.  იგივე გეგმა უკვე დაამტკიცეს საფრანგეთმა და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქმა — მადრიდმა, მეხიკომ და ათენმა. მთავრობის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების აუცილებლობა დღის წესრიგში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესების შემდეგ დადგა, რაც დიდი ზიანს აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას. აღსანიშნავია, რომ იგივე პირობას ლონდონის მერიც დებს. სადიქ ხანის განცხადებით, ლონდონის მთლიან სატრანსპორტო სისტემას 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება, მანამდე კი, 2025 წლისთვის, ქალაქში „ნულოვანი გამონაბოლქვის ზონა“ შეიქმნება. წყარო: The Independent 
წაკითხვა
ადამიანთა მოდგმა შესაძლოა სულაც არ მოდის აფრიკიდან - ამტკიცებს ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 18:41:00
დღეს ფართოდ აღიარებულია მოსაზრება, რომ მილიონობით წლის წინ, ადამიანები აფრიკიდან წამოვიდნენ. თუმცა, როგორც ახალი კვლევის ავტორები ირწმუნებიან, ეს ისტორია შესაძლოა მთლიანად ხელახლდა დასაწერი გახდეს. კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილია ფეხის ნაკვალევი, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ადამიანთა ადრეული ევოლუციის ნარატივი; აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი წინაპრები თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე იმაზე ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. ადამიანთა მოდგმის შესახებ ამჟამად საყოველთაოდ მიღებულ ამბავს საფუძველი დაუდო მეოცე საუკუნუს შუა წლებში სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილმა ჩვენი უძველესი წინაპრების ნამარხებმა. როგორც შემდგომი აღმოჩენებიდან ირკვეოდა, წინაპართა ის ნაწილი, რომელიც აფრიკაში დარჩა, იქვე იყო იზოლირებული მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ, ისინიც ევროპისა და აზიისკენ გადაადგილდნენ. თუმცა, ამ ისტორიას სრულიად ცვლის კუნძულ კრეტაზე ახლახან აღმოჩენილი ფეხის ნაკვალევი, რომელიც ადამიანის 5,7 მილიონი წლის წინანდელ წინაპარს ეკუთვნის. ადამიანებმა შეიძლება აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და სხვა კონტინენტებს, მათ შორის ევროპასაც მოედვნენ, ვიდრე ვიცოდით. „ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ადამიანთა ადრეული ევოლუციის შესახებ ამჟამად გაბატონებულ ნარატივს და ალბათ, დიდ დებატებსაც გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ადამიანთა წარმოშობის კვლევით დაკავებული საზოგადოება აღმოჩენილ ნაკვალევს იმის დამაჯერებელ მტკიცებულებად, რომ ჰომინინები კრეტაზე უკვე მიოცენის ეპოქაში არსებობდნენ“,  — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი პერ აჰლბერგი. კვლევამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფეხის ანაბეჭდების მახასიათებლებზე, განსაკუთრებით კი ფეხის თითებზე. აღმოჩნდა, რომ თითებს არ ჰქონია ბრჭყალები, მისი მეპატრონე დადიოდა ორ ფეხზე და ჰქონდა სხვა თითებთან შედარებით გაცილებით გრძელი ცერა თითები.  ამ ყველაფერმა ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ფეხი ჩვენს ადრეულ წინაპრებს ეკუთვნის, რომლებიც ევროპაში იმაზე ბევრად ადრე დაიარებოდნენ, ვიდრე გვეგონა. ასევე ნათლად ჩანს, რომ ფეხის ნაკვალევის მეპატრონესა და მთლიანად მის სახეობას შესაძლოა დამოუკიდებლად განვითარებოდა ზუსტად იგივე თვისებები, რაც აფრიკაში დარჩენილებს განუვითარდათ. იმ პერიოდში, რომელსაც ნაკვალევი მიკეუთვნება, არ არსებობდა საჰარის უდაბნო, აფრიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთ აფრიკისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ სავან
წაკითხვა