საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ახალი თაობის "სკაიპი" - შექმენი ისე, როგორც არასდროს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:42:00
ტექნოლოგიების მოყვარულთათვის სიახლეა - ერთ-ერთი უძველესი საკომუნიკაციო პლატფორმა "სკაიპი" განახლდა. გააზიარე, ისაუბრე და შექმენი, ისე როგორც არასდროს - ეს განახლებული აპლიკაციის ახალი დევიზია. "სკაიპი" დაემსგავსა ფეისბუქ მესენჯერს, დაემატა ახალი ფერები, ფუნქციები და ბევრად ფერადი გახდა. დაიხვეწა ჯგუფური ჩეთის ფუნქცია და ის გამოსაყენებლად, ბევრად მოსახერხებელია. "სკაიპი" ცხოვრებისეული მომენტების გაზიარების უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. კომპანიამ ფაქტობრივად ფეისბუქისა და სნეპჩეტის ფუნქციების გაერთიანება მოინდომა და ბაზარზე "ახალი" სიტყვით შემოვიდა.  ფუნქციები, რომელიც "სკაიპს" დაემატა: ფილტრები, ფერები, ემოციები, მომხმარებლების დაფოლოვება, შეტყობინებებზე რეაქციით პასუხი. ასევე, კომპანია სხვადასხვა დამატებებსაც გვთავაზობს: ამინდი, Youtube, Giphy, გამოკითხვები და სხვა უამრავი მარტივი "ექსთენშენები"."სკაიპის" მომხმარებელი თავადვე ირჩევს აპლიკაციის ფერებს და სნეპჩეთის მსგავსად ცხოვრებისეულ მომენტებსაც, კრეატიული ხელსაწყოების დახმარებით აზიარებს.​განახლებული "სკაიპი" ჯერჯერობით მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, IOS-ისა და დესკტოპ კომპიუტერების მომხმარებლებს კი, ლოდინი მოუწევთ.
წაკითხვა
ევროპამ არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროექტი დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 21:41:00
ევროპამ დაამტკიცა ღრმა კოსმოსური ობსერვატორიის გაშვების პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს სხვა ვარსკვლავურ სისტემებში მდებარე სიცოცხლისათვის შესაფერის პლანეტათა შესწავლა და გაირკვეს, არის თუ არა რომელიმე მათგანზე რაიმე სახის სიცოცხლე. „მისია PLATO მიმართული იქნება ისეთ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორებიცაა „რამდენად ხშირია კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტები?“ და „არის თუ არა ჩვენი მზის სისტემა უჩვეულო ან უნიკალური?“ — აღნიშნულია ინგლისის უირვიკის უნივერსიტეტის განცხადებაში; პროექტში მათი მეცნიერებიც ჩაერთვებიან. მრავალ მილიონ ევროდ ღირებულ პროექტს „შეეძლება თანდათანობით მოიძიოს არამიწიერი სიცოცხლე“, — წერია განცხადებაში.  მადრიდში გამართულ შეხვედრაზე, ევროპის კოსმოსური სააგენტოს  (ESA) კომიტეტმა მისიას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავს, რომ „პროექტი ქაღალდიდან მშენებლობაში გადაინაცვლებს“, — აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში. კანდიდატი პროექტი პირველად სამი წლის წინ წარმოადგინეს და მაშინ, მისი ღირებულება 600 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. 26 ტელესკოპით აღჭურვილი PLATO შეუერთდება NASA-ს კეპლერის კოსმოსურ ობსერვატორიას და მასთან ერთად მოძებნის ჩვენი მზის მიღმა მდებარე სხვა ვარსკვლავებთან არსებულ პლანეტებს. სხვათა შორის, კელპერს უკვე აღმოჩენილი აქვს 3400 ეგზოპლანეტა. მათგან 30 პლანეტა დედამიწაზე თითქმის ორჯერ დიდია და თავიანთ დედა-ვარსკვლავის გარშემო ე. წ. სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ — არც ისე ახლოს, რომ წყალი აორთქლდეს და არც ისე შორს, რომ გაიყინოს. თხევადი წყალი საკვანძო მოთხოვნაა სიცოცხლის იმ ფორმისათვის, რომელიც ჩვენ ვიცით. PLATO (PLAnetary Transits and Oscillations of stars) ჩვენგან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაეშვება კოსმოსში და მონიტორინგს გაუწევს ათასობით ვარსსკვლავს ცის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე. 
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 21:15:00
მაისში, სახელგანთქმულმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, კაცობრიობას მხოლოდ 100 წელიწადი აქვს დედამიწის დასატოვებლად. გასული წლის ნოემბერში, ჰოკინგი ადამიანებს დედამიწის დასატოვებლად მაქსიმუმ 1000 წელს აძლევდა. ახალ შეფასებაში ჰოკინგი ვარაუდობს, რომ კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა ახალი სახლის, სხვა პლანეტის პოვნა. ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში, სტრამუსის ფესტივალზე გამოსვლისას, ჰოკინგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავის ხედვა.  „თუკი კაცობრიობას სურს კიდევ იარსებოს მილიონობით წლის მანძილზე, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია გაბედულად გავემგზავროთ იქ, სადაც მანამდე არავინ ყოფილა“, — განმარტა ჰოკიგნმა, როგორც ამას BBC იუწყება. გარდა ამისა, ჰოკინგი აღნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ მისიაზე, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს მთვარეზე ხომალდს დავსვამთ, მომდევნო 30 წლის განმავლობაში კი მთვარეზე ბაზა უნდა შევქმნათ — პროექტები, რომლებიც 2025 წლისთვის მარსზე ადამიანთა გაგზავნაში დაგვეხმარება.  „კოსმოსში ვიმყოფებით და ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა შეგვიძლია, სხვა მსოფლიოებია. დროა, გამოვიკვლიოთ სხვა მზის სისტემები. გავრცელება ალბათ ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ ყველას ჩვენივე თავებისგან გადაგვარჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს დედამიწის დატოვება სჭირდებათ“, — დაამატა ჰოკინგმა. ჰოკინგმა ეს განცხადება თითქმის 45 წლის შემდეგ გააკეთა იმ დროიდან, როცა NASA-მ მთვარის მისია გაუშვა. იგი ერთადერთი არაა, რომელიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ხელახლა მონახულების შესახებ ფიქრობს. 2020 წლისთვის მთვარეზე ადამიანთა გაგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც კი სურს. აღნიშნულ საკითხზე უკვე აქტიურად მუშაობენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო კოსმოსური სააგენტოები. მაგალითად, NASA-ს მარსის მისია შენიშნავს, რომ მთვარის ორბიტაზე სადგურის შექმნა საკვანძო ნაბიჯი იქნება წითელი პლანეტის სამომავლო მისიებისათვის. იგივე მიზნის მისაღწევად სხვა ქვეყნებიც მუშაობენ: 2020-იან წლებში მარსზე ჩაღწევას ჩინეთი და ევრო
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 19:40:00
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ სამყაროში, რომელთაც, უზარმაზარი გრავიტაციული ძალებით სინათლის დაჭერა შეუძლიათ . მეცნიერთა რწმენით, ისინი წარმოიქმნება მასიური ვარსკვლავის საკუთარ თავში კოლაფსირების შედეგად, როდესაც ის იმდენად მკვრივი ხდება, რომ ამრუდებს დროისა და სივრცის სტრუქტურას. ნებისმიერი მატერია, რომელიც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს გადაკვეთს, რომელსაც უკან დაუბრუნებლობის წერტილსაც უწოდებენ — ობიექტისკენ სპირალურად გაიჭიმება და შთაინთქმება. მიუხედავად ათწლეულობით კვლევისა,  ეს მონსტრი კოსმოლოგიური ფენომენი დღემდე საბურველით რჩება მოცული. ისინი ჯერ კიდევ აშფოთებს იმ მეცნიერთა გონებას, რომლებიც მას სწავლობენ. წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, თუ რატომ: 1.შავი ხვრელები არ ყლაპავენ  ზოგიერთი ფიქრობს, რომ შავი ხვრელები კოსმოსური ვაკუუმივითაა, რომლებიც მათ გარშემო არსებულ სივრცეს ყლაპავს, მაგრამ სინამდვილეში, შავი ხვრელები კოსმოსში არსებულ სხვა ობიექტებივითაა, თუმცა აქვთ ძალიან ძლიერი გრავიტაციული ველი.  თუკი ჩვენს მზეს იგივე მასის შავი ხვრელით ჩავნაცვლებდით, დედამიწას იგი არ ჩაყლაპავს, ჩვენი პლანეტა მის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობას გააგრძელებს ზუსტად ისე, როგორც დღეს მზის გარშემო ბრუნავს. ხალხში გავრცელებული აზრი, რომ ისინი მათ გარშემო არსებულ მატერიას მთლიანად ყლაპავენ, შეცდომაა. კომპანიონი ვარსკვლავები თავიანთ მასას ვარსკვლავური ქარის სახით კარგავენ, ამ ქარის მატერია კი მშიერ მეზობელში — შავ ხვრელში შთაინთქმება.  
წაკითხვა
ბუნების ენაზე მოსაუბრე ადამიანები თბილისის ფიზიკური ობსერვატორიიდან
განახლებულია: 2017-06-21 05:39:00
თბილისში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე, ჩიხში უცნაური ფორმის შენობა დგას. თუ, მის შესახებ არაფერი იცით და ადგილმდებარეობაც არავინ მიგასწავლათ, თქვენით ვერ იპოვით.
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანის უცნაური ლაბირინთების საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 21:50:00
სატურნის უდიდესი მთვარის — ტიტანის ზედაპირზე არსებული იდუმალი ღარები შესაძლოა ჭირვეული ამინდისა და წვიმების შედეგად იყოს წარმოქმნილი. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ხეობების, არხებისა და მწვერვალების ეს ლაბირინთები მეცნიერებს ჯერ კიდევ 2004 წლიდან აგდებს საგონებელში, მას შემდეგ, რაც ისინი 2004 წელს ხომალდმა კასინიმ გადაიღო. ცოტა ხნის წინ, ზონდმა ლაბირინთის მსგავსი ზედაპირის კიდევ უფრო დეტალური რუკა შეადგინა. ხმელეთის ეს მახასიათებლები ზუსტად ემთხვევა დედამიწის რამდენიმე ადგილისას, რაც მეცნიერებს მნიშვნელოვნად დაეხმარა გაერკვიათ, თუ რა მოხდა ტიტანზე. NASA-სა და საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოჩენათა შედეგები მარტში, მთვარეთა და პლანეტურ მეცნიერებათა კონფერენციაზე წარმოადგინეს. აღმოჩენები ზედაპირის სიმულაციებს ეფუძნება. „როდესაც ეს ღარები პირველად ვიხილეთ, მივხვდით, რომ საქმე გვქონდა განსაკუთრებულ ხმელეთთან“, — უთხრა Space.com-ს კასინის ჯგუფის წევრმა მაიკლ მალასკამ. რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ, ირკვევა, რომ ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს რამდენიმე პროცესი. ერთ-ერთი მათგანია დაშლა, განზავება. ტიტანის ციდან თხევადი მეთანისა და ეთანის წვიმა მოდის, რომელიც ზედაპირზე არსებულ ორგანულ ნივთიერებებს შლის. შედეგად, წარმოიქმნება იზოლირებული ორმოები, რომლებიც თანდათან ერთმანეთს ერწყმის და ყალიბდება არხები. პროცესში გარკვეულ როლს ასრულებს ქარიც, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე. კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორია სუბლიმაცია: როდესაც მყარი ნივთიერებები პირდაპირ აირადში გადადის, თხევადის გამოტოვებით, რის შედეგადაც, ზედაპირზე წარმოიქმნება ნაპრალები ან ღარები.  მიჩნეულია, რომ სუბლიმაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარსის პოლუსების ზედაპირის ფორმირებაშიც
წაკითხვა
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 20:36:00
ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარშემო ადამიანთა მიერ გაშვებული ზონდები დაცურავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ ზედაპირზე დაცოცავენ. მზიდან უფრო შორს მდებარე პლანეტები ხშირად ზედმეტი ყურადღების გარეშე რჩება, თუმცა სიტუაცია შესაძლოა სულ მალე გამოსწორდეს, რადგან NASA უკვე გეგმავს გარკვეულ მისიას, რომელიც ურანის შესახებ ამ დრომდე ყველაზე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. თეორიულ მისიას, რომლის ფარგლებშიც NASA კოსმოსური ხომალდის გაგზავნას  ურანთან და ნეპტუნთან გეგმავს, უზარმაზარი სამეცნიერო მნიშვნელობა ექნება. მისიის მთავარი მიზანია განისაზღვროს თუ რისგან შედგება ეს პლანეტები, დადგინდეს მათი ატმოსფეროს შემადგენლობა და რა თქმა უნდა, გადაიღოს ფანტასტიკური ფოტოები. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შეისწავლიან ამ პლანეტების ამინდსა და ყოველმხრივ კლიმატს, ამავე დროს განსაზღვრავენ თუ  როგორ მოდის ისინი შესაბამისობაში მზის სისტემის ზოგად შემადგენლობასთან. როგორც ურანი, ისე ნეპტუნი დღემდე მრავალ საიდუმლოს მალავს. სავარაუდო მისიები მოიცავს როგორც გადაფრენებს, ისე ორბიტერს, რომელიც ურანისკენ ატმოსფერულ ზონდს გაგზავნის, რათა მოხდეს მისი გაზების ნიმუშების აღება და შემადგენელი ელემენტების განსაზღვრა. მსგავსი გეგმა არსებობს ნეპტუნთან მიმართებაშიც, თუმცა, ორივე მისია ამჟამად მხოლოდ მოსაზრების დონეზეა და საჭიროებს ხორცშესხმას. მისიების სისრულეში მოყვანამდე ჯერ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით.  NASA-ს განცხადებით, ურანის მისია სავარაუდოდ 2030-2036 წლებში უნდა განხორციელდეს, ნეპტუნის კი 2030-2040 წლებში, რადგან მანამდე, დიდ დროს წაიღებს ზონდების აჩქარება იუპიტერის გრავიტაციის საშუალებით. მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით 
წაკითხვა
რატომ აქვთ მამაკაცებს სარძევე ჯირკვლები? - ევოლუციური ბიოლოგის პასუხი
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 19:47:00
არსებობს ერთი შეკითხვა, რომელიც ადამიანებს საუკუნეების მანძილზე აწვალებდა, მანამდე ბევრად ადრეც, ვიდრე ევოლუციის თეორია ჩამოყალიბდებოდა. რატომ აქვთ მამაკაცებს და მამრ ცხოველებს სარძევე ჯირკვლები, თუკი ისინი თავიანთ პატარებს არასოდეს კვებავენ? რაში მდგომარეობს საქმე? „უამრავი ადამიანი მომმართავს, რათა ავუხსნა, როგორ შეეძლო ევოლუციას დაეშვა და წარმოექმნა ასეთი უსარგებლო სტრუქტურა“, — წერდა 1993 წელს ევოლუციური ბიოლოგი სტივენ ჯეი გულდი.  გარდა ამ ყველაფრისა, მამაკაცთა აბსოლუტური უმრავლესობა რძეს არასოდეს გამოიმუშავებს, გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა, რომელთაც გარკვეული ჰორმონული პრობლემები აქვთ. მაგრამ როდესაც ნიშან-თვისებებზე ევოლუციური პერსპექტივიდან ვფიქრობთ, ხშირად მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ვსვამთ კითხვას, „რისთვის არის ეს რაღაც საჭირო?“ როგორც ჩანს, მამაკაცის სარძევე ჯირკვლების შემთხვევა ამ საკმაოდ აქტუალურ კითხვას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება. ყველაზე მოკლე პასუხი ისაა, რომ აუცილებელი არაა მახასიათებელი ევოლუციის მიერ იყოს წარმოქმნილი. სანაცვლოდ, დიდი ალბათობით იგი უფრო ისეთი მახასიათებელია, რომლის განვითარებასაც ევოლუციამ უბრალოდ ხელი არ შეუშალა ან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. „სიცოცხლისადმი ჩემი შეხედულების მიხედვით, მამაკაცის სარძევე ჯირკვლები მოულოდნელობაა, რომელიც ეყრდნობა სექსუალური განსხვავების გზას ძუძუმწოვართა ემბრიოლოგიაში“, — წერდა გულდი. მკვლევარი ძირითადად იმას გულისხმობდა, რომ ყველა ძუძუმწოვრის ემბრიონი — მამრისაც და მდედრისაც — დასაწყისში თითქმის აბსოლუტურად ერთნაირია, მაგრამ აქვს საკუთარი სქესის განვითარების პოტენციალი. მაგრამ თუ ემბრიონს XY ქრომოსომათა წყება აქვს, პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, მათში შედის გენი სახელად SRY, იწვევს გენეტიკურ გადართვას, რომელიც ემბრიონს მამრობითი განვითარების გზაგზე აყენებს. თუმცა, არის ერთი მომენტი — სარძევე ჯირკვლები განვითარებას იწყებს ძალიან ადრე, მანამდე, სანამ გენი SRY თავის საქმეს გააკეთებს. შესაბამისად, სარძევე ქსოვილების, ძუძუს თავების და ყველაფრის წინამორბედები უკვე შემონახულია, როდესაც ემბრიონი ბიოლოგიურად მამრი გახდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სარძევე ჯირკვლები ზედმეტად ძვირფასი მახასიათებელი იყოს. როგორც ჩანს, ევოლუციას შეეძლო პროცესში ჩარეულიყო და ისინი მამაკაცებისათვის თავიდან აეცილებინა, თუმცა როგორც ირკვევა, მან ამისათვის
წაკითხვა
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 19:18:00
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია კაშკაშა გაზისა და ბნელი მტვრის მორევი, რომელიც ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკა მაგელანის დიდ ღრუბელში მძვინვარებს. ქარიშხლიან სცენაზე ასახულია ვარსკვლავთა ინკუბატორი N159, რომლის სიგანე 150 სინათლის წელიწადია. იგი HII რეგიონის სახელითაა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მდიდარია იონიზებული წყალბადით. შეიცავს მრავალ ახალგაზრდა, ცხელ ვარსკვლავს, რომლებიც ინტენსიურ, ულტრაიისფერ შუქს გამოყოფენ, რაც ახლომდებარე გაზური წყალბადის მხურვალებასაც იწვევს. მიმოფანტული მატერიისაგან, მგრგვინავი ქარიშხლები გამოკვეთს ქედების, თაღებისა და ბოჭკოს ფორმის მახასიათებლებს. კოსმოსური ღრუბლის გულში გაწოლილია პეპლის ნისლეული, პეპლის ფორმის ნისლიანი რეგიონი, რომელიც კარგად ჩანს ფოტოს მარცხენა ნაწილში. ეს კომპაქტური ნისლეული სავარაუდოდ მოიცავს ფორმაციის ძალიან ადრეულ ეტაპზე მყოფ მასიურ ვარსკვლავებს. პირველად ჰაბლმა იგი 1999 წელს გადაიღო. ვარსკვლავთა აკვანი N159 დედამიწიდან 160 000 სინათლის წლითაა დაშორებული. გადაჭიმულია ტარანტულის ნისლეულის სამხრეთით, რომელიც თავის მხრივ, მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარე კიდევ ერთი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია. წყარო: European Space Agency 
წაკითხვა
იუპიტერის მრავალფერი ღრუბლები - ჯუნოს ახალი ფოტო
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 18:41:00
NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ჯუნო“ შვიდი ახლო გადაფრენის შემდეგ იუპიტერს შედარებით მოსცილდა და 2017 წლის 19 მაისს, 46 900 კმ მანძილიდან პლანეტას კიდევ ერთი მომხიბვლელი ფოტო გადაუღო. იუპიტერის სამხრეთ პოლუსის რეგიონის ამ თვალწარმტაცი ხედის გადაღებისას, ხომალდი სამხრეთ განედთან 65,9 გრადუსზე იმყოფებოდა. დამუშავების შედეგად, ფოტოზე მომატებულია ფერები და ასახულია იუპიტერის შტრომული ატმოსფეროს საოცარი მრავალფეროვნება. ფოტოს ზედა ნაწილში კარგად ჩანს „მარგალიტის ზონარის“ სახელით ცნობილი ოთხი თეთრი, ოვალური შტორმი. საინტერესოა, რომ სარტყლის ზონის საზღვართან მოჩანს ნარინჯისფერი შტორმიც, პლანეტის სხვა შტორმები კი უფრო ნაღებისფრადაა გამოსახული. წყარო: NASA 
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 22:05:00
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფი მისიის ახალ კატალოგს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია 219 ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ. მათ შორისაა თითქმის დედამიწის ზომის 10 ახალი პლანეტა, რომლებიც თავიანთ დედა-ვარსკვლავებს სასიცოცხლო ზონაში უვლიან გარს. ვარსკვლავის ამ რეგიონში, მყარ პლანეტებს თხევადი წყლის შენარჩუნება შეუძლია.  ეს გახლავთ მზის სისტემის მიღმა არსებული პოტენციური პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების ყველაზე დეტალური კატალოგი კეპლერის მისიის გაშვების პირველი წლების შემდეგ. გარდა ამისა, ის საბოლოო კატალოგია, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა გედის თანავარსკვლავედის კვლევისას შეადგინა. კატალოგი დაემატა NASA-ს ეგზოპლანეტათა არქივს, რომელშიც კეპლერის მიერ გამოვლენილ პოტენციურ პლანეტათა ოდენობამ უკვე 4034-ს მიაღწია. მათგან 2335 იდენტიფიცირებულია ეგზოპლანეტად. კეპლერს სულ გამოვლენილი აქვს სასიცოცხლო ზონაში მოძრავი თითქმის დედამიწის ზომის 50 პოტენციური პლანეტა, რომელთაგან 30-ის ნამდვილობა უკვე იდენტიფიცირებულია.  გარდა ამისა, კეპლერის მონაცემების შედეგად, მცირე პლანეტათა ჯგუფში იკვეთება ორი განსხვავებული ზომა. ორივე მათაგანი საკმაოდ მნიშვნელოვანია არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად. კეპლერის დეტალური მონაცემები ერთგვარი ფუნდამენტის როლს შეასრულებს ჩვენი გალაქტიკის პლანეტათა გავრცელებისა და დემოგრაფიის უფრო მეტად შესწავლის საკითხში. პლანეტათა ორი განსხვავებული პოპულაციის აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკაში ჩვენთვის ცნობილ პლანეტათა დაახლოებით ნახევარს ან ზედაპირი არ გააჩნია, ან ის ღრმა, გამანაგდურებელი ატმოსფეროს ქვეშ იმალება — გარემოში, რომელიც სიცოცხლისათვის სრულიად შეუფერებელია. აღმოჩენები NASA-მ რამდენიმე საათის წინ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. „კეპლერის მონაცემები უნიკალუ
წაკითხვა
აღმოჩენილია 3000 წლის ნიღაბი, რომელმაც შესაძლოა სამხრეთ ამერიკის ისტორია გადაწეროს
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 20:52:00
ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში აღმოაჩინეს ოთხკუთხედის ფორმის სპილენძის ნიღაბი, რომლის ასაკიც 3000 წელია. აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ჩვენი მოსაზრებები ამ რეგიონის უძველესი მოსახლეობის შესახებ, კერძოდ, თუ როდის დაიწყეს ამ აქ ადამიანებმა მეტალის დამუშავება. ექსპერტთა უმეტესობას სჯერა, რომ მეტალურგია სამხრეთ ამერიკაში პერუში ჩაისახა. თუმცა ახლა, ამ ქვეყნიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, ანდების მთისწინეთში აღმოჩენილია სპილენძის ნიღაბი, რომელიც პერუში ნაპოვნ მსგავს არტეფაქტებზე ძველია. როგორც ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის არქეოლოგები აცხადებენ, მეტალურგიაში დახელოვნება მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნახტომია  უძველეს ისტორიულ თაიმლაინზე, შესაბამისად, ამ ხაზზე საგნების დაბლა დაწევა ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს ნიღაბი ანდებში აღმოჩენილი უძველესი, განზრახ დამუშავებული სპილენძის ნივთია. რადიონახშირბადული დათარიღება კი მიუთითებს, რომ მეტალის დამუშავების ტექნოლოგია სათავეს იღებს ანდების რამდენიმე და არა ერთი კონკრეტული რეგიონიდან“, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფი. ნიღაბი სიგრძეში 18 სანტიმეტრია, სიგანეში 15 სმ. ის 2005 წელს, სოფლის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, თუმცა მისი დათარიღება მხოლოდ ახლა მოხერხდა. ნიღბის გვერდით არქეოლოგებმა 14 ჩონჩხს მიაკვლიეს, რაც სავარაუდოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ეს ნივთი დასაფლავების რიტუალის ნაწილი იყო.  როგორც ფოტოზე ხედავთ, ნიღაბს ცხრა პატარა ნახვრეტი აქვს, მათ შორის, ამოჭრილია თვალების, ცხვირისა და პირის ადგილებიც.  ზოგიერთ ძვალს მწვანე შეფერილობა დაჰკრავს, რაც ნიღბიდან გადასული სპილენძის კარბონატით უნდა იყოს გამოწვეული.  ძვლები ძვ. წ. 1414-1010 წლებით თარიღდება და თუკი ნიღაბიც ამავე პერიოდშია ჩამარხული, გამოდის, რომ მჭედლები არგენტინაში იმაზე ბევრად უფრო ადრე ფუსფუსებდნენ, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.  ნიღაბი აღმოჩენილია კიდევ ერთ არქეოლოგიურ ძეგლ ბორდო-მარსიალის სიახლოვეს, სადაც 2000 წლის წინ ძალზე საქმიანი საზოგადოება სახლობდა. თუმცა, ეს სამარხი ათასი წლით უფრო ადრინდელია.  ექსპერტთა შეფასებით, ნიღაბი განმეორებადი ტექნიკის გამოყენებითაა დამზადებული, როცა სპილენძს აცხელებენ და შემდეგ, გაციებისას ჩაქუჩით ამუშავებენ. დამზადებულია სუფთა სპილენძისგან, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია 70 კმ-ის მოშორებით მდებარე უალფინის ხეობაში.  
წაკითხვა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 20:05:00
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mission) დახურვის ფაზაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, ალბათ ვეღარ ვიხილავთ მთვარის ორბიტაზე მოძრავ გიგანტური კლდეს. პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი იყო შეექმნა პირველი მისია, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ადამიანურ და რობოტულ ძალისხმევას. გეგმის მიხედვით, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდზე უნდა გაგზავნილიყო რობოტული ეკიპაჟი, რომელიც მას უზარმაზარ ნატეხს მოაცლიდა და მთვარის გარშემო სტაბილურ ორბიტაზე გადაამისამართებდა. ამის შემდეგ, 2020-იან წლებში ასტრონავტები აპირებდნენ ეს მრავალტონიანი კლდე მარსის მისიისათვის შემუშავებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გასატესტად გამოეყენებინათ. გარდა ამისა, იგეგმებოდა ასტეროიდის ნამტვრევის გამოყენება კომერციული კოსმოსური მოპოვებითი საქმიანობისა და პლანეტის თავდაცვითი მეთოდების ტესტირებისათვის. თუმცა, NASA-ს ბიუჯეტის ბოლო კორექტირებამ ამ ძალისხმევას ხელი შეუშალა. კვირის დასაწყისში, NASA-ს მცირე სხეულთა შეფასების ჯგუფის (SBAG) ყოველწლიურ შეხვედრაზე, მისიის პროგრამის დირექტორმა მიჩელ გეიტსმა განაცხადა, რომ ასტეროიდთა დაშლის საოცარი პროექტი აღარ განხორციელდება. „ვიმყოფებით დახურვის ფაზაში, ვაჩერებთ ყველა იმ კარგ სამუშაოს, რაც ჩვენმა ჯგუფმა გასწია. ეს პროექტი ძალიან სასურველი იყო შთამაგონებელი იყო მრავალი ჩვენგანისთვის“. ასტეროიდის გადამისამართება კომპლექსური ძალისხმევა იყო, რომელიც NASA-ს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების ერთობლივ გამოცდილებას მოითხოვდა. მისიის პირველ ფაზაზე, გეიტსმა ჩამოაყალიბა ბრწყინვალე თანამშრომლობა ჩართულ ჯგუფებს შორის. მისია გასული წლის სექტემბრამდე აქტიურად მუშავდებოდა, სანამ აშშ-ის კონგრესი NASA-ს ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებდა, რამაც სააგენტოს მისი ზოგიერთი მისიის გადაფასება აიძულა, მათ შორის მოხვდა ასტეროიდთა გადამისამართება. ამ წლის მარტში, NASA-ს ადმინისტრატორმა რობერტ ლაითფუტმა გამოაქვეყნა განცხადება ბიუჯეტის შეთავაზების შესახებ, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ზოგადი დაფინანსება სტაბილური რჩებოდა, მაგრამ სააგენტოს ფოკუსი უნდა შეეცვალა ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისად. „ერთგულნი ვრჩებით ღრმა კოსმოსში ადამიანთა გაგზავნის მისიებისადმი, მაგრამ ამ ბიუჯეტით, ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისიის განხორციელებას ვერ შევძლებთ“, — აღნიშნა მან. „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რთული სამუშაო, რაც ჩვენმა ჯგუფმა ამ მისიის ირგვლივ ჩაატარა, წყალში ჩაიყ
წაკითხვა
ერთ-ერთი ასტრონომის აზრით, არამიწიერ სიცოცხლეს უახლოეს 10-15 წელიწადში აღმოვაჩენთ
განახლებულია: 2017-06-16 21:33:00
კაცობრიობა ნამდვილად არ განიცდის ისეთ ადამიანთა ნაკლებობას, რომელთა მთავარ მიზანსაც დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენა წარმოადგენს. ამ საქმეში აქტიურად ჩართულთა შორის ერთნაირად შეხვდებით კვლევითი ინსტიტუტების მაღალკვალიფიციურ მეცნიერებსა თუ უბრალო მოყვარულებს.  სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე, რომელიც ტრილიონობით გალაქტიკას მოიცავს, არსებობს მრავალი მოსაზრება, რომ არამიწიერ სახეობებს ჩვენ უკვე შევხვდით. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ამხელა სამყაროში მარტონი არ ვართ. თუმცა, როგორც არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კრის იმპეი აცხადებს, არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობა სულ მალე შედეგს გამოიღებს. როგორც მან გამოცემა Futurism-თან ინტერვიუში აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელზე ნაკლებ დროში, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ვიპოვით არამიწიერ სიცოცხლეს... მაგრამ შესაძლოა ის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც ვიმედოვნებთ. „ფსონს ვდებ, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში აღმოვაჩენთ მიკრობულ სიცოცხლეს, მაგრამ ჯერ ვერ შევძლებთ გონიერი სიცოცხლის პოვნას“. მიუხედავად იმისა, რომ იმპეი ჩვენს თვალთახედვაში გონიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ სკეპტიკურადაა განწყობილი, მას აქვს რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლის ფორმები, გონიერი თუ მის გარეშე. პირველი მათგანია ჩვენივე ეზო, უფრო კონკრეტულად — მზის სისტემა. Futurism-თან საუბრისას იმპეი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა მარსზე სიცოცხლე ახლაც არსებობდეს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ალბათობით, სიცოცხლის ფორმები წითელი პლანეტის ზედაპირქვეშ უნდა იმალებოდეს და შესაბამისად, ურთულესი იქნება მათი გამოვლენა. როგორც იგი ამტკიცებს, სიცოცხლის პოვნის ბევრად უკეთესი შანსი გვექნება თუკი ის წითელ პლანეტაზეც არსებობს. „თუკი შევძლებთ და მარსის ქანებს აქ, დედამიწაზე ჩამოვიტანთ  იმ ადგილებიდან, რომლებზეც ყველაზე მეტად ვეჭვობთ, რომ წარსულში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყო, ალბათ ადვილად ვიპოვით ადრე არსებული სიცოცხლის ნიშნებს“. მზის
წაკითხვა
შავი ზღვის დიდი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფერი გახდა - NASA ფოტოებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 20:37:00
შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფრი გახდა, რაც კარგად ჩანს NASA-ს თანამგზავრ Aqua satellite-ის მიერ 29 მაისს გადაღებულ ფოტოებზე.  აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ამ ფენომენის მიზეზია ფიტოპლანქტონის აკუმულაციის ზრდა. ფიტოპლანქტონები მიკროსკობული ორგანიზმებია, რომლებიც მზის შუქზე, ფოტოსინთეზის შედეგად იკვებებიან და  საკვებ ნივთიერებებს წყალში შლიან. როგორც ფოტოზე ჩანს, ორგანიზმების ოდენობა განსაკუთრებით დიდია მდინარე დუნაისა და დნეპრის შესართავებთან, რადგან მათ საკვები ნივთიერებები ზღვაში უხვად ჩააქვთ. თავის მხრივ, ამ ორგანიზმებს ჭამენ უფრო დიდი ცხოველები და თევზები. გარკვეულ დროს, ფიტოპლანქტონები ოდენობა კატასტროფულად იზრდება, ხდება ე. წ. „აყვავება“, რის შედეგადაც წყალი გარდაიქმნება და ნაკლებად გამჭვირვალე ხდება. შავ ზღვაში გავრცელებულია ფიტოპლანქტონის საზოგადოება კოკოლიტოფორიდები. როგორც NASA-ს განცხადებაშია ნათქვამი, ძალიან დიდი მანძილიდან ისინი ხილვადია იმის გამო, რომ მათი სხეული დაფარულია კალციუმის კარბონატის თეთრი ფენით. შავ ზღვაში ბინადრობს ფიტოპლანქტონის კიდევ ერთი ტიპი —  დიატომეები, რომლებიც წყალს უფრო მუქ შეფერილობას აძლევენ.  ფიტოპლანქტონთა ოდენობის განსაკუთრებული ზრდა იწვევს ევტროფიკაციას, ანუ როდესაც წყალი კარგავს ჟანგბადს, რაც შემდეგ ზღვაში არსებული სიცოცხლის მოსპობას იწვევს. მომზადებულია space.com-ის მიხედვით 
წაკითხვა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის გეგმას ასაჯაროებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 19:45:00
ალბათ გსმენიათ, რომ მილიარდერ ელონ მასკს სურვილი აქვს, უახლოეს მომავალში მარსზე მილიონი ადამიანი გაგზავნოს, რაც თითოეულ მათგანს სულ რაღაც 200 000 $ დაუჯდება.  გასული წლის სექტემბერში, მასკმა განმარტა თუ როგორ აპირებს გეგმის განხორციელებას, ამჯერად კი ეს ყველაფერი თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ, რადგან მილიარდერმა დეტალები ონლაინ გამოაქვეყნა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ქალაქების ქვეშ გვირაბების გათხრის, ფუტურისტული ადამიანი-კომპიუტერისა და ელექტრომომარაგების პრობლემის გადაჭრის იდეების შემდეგ, მასკს სურს, ერთ მშვენიერ დღესაც წითელ პლანეტაზე გადასახლების შანსი მოგვცეს. საინტერესოა, თქვენ რას გააკეთებდით 17 $ მილიარდს რომ ფლობდეთ? გასული წლის ოქტომბერში, მასკის მიერ Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მომდევნო საუკუნეში, მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას თან ახლავს ოთხი გადამწყვეტი მომენტი: ზედაპირის დაზვერვა, საწვავის მწარმოებელი ქარხნის დაშლა, რამდენიმე პიონერის გაგზავნა, შემდეგ კი უფრო მეტის გამგზავრება. მარტივად ჟღერს, არა? მაგრამ რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია, რაც თავადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ და განსაჯოთ. გამოცემა New Space-მა მასკის წადილს უწოდა „ადამიანების გადაქცევა მულტიპლანეტურ სახეობად“. 15-გვერდიან კომენტარში მასკი განმარტავს, თუ რატომაა კოსმოსური დანიშნულების ადგილად მარსი მისი პირველი არჩევანი.  გარდა ამისა, მასკი ასევე ნათელს ჰფენს რამდენიმე საკითხს: როგორ შევამციროთ მარსზე გაგზავნის ღირებულება 5 მლნ პროცენტით — ამჟამად ერთი ადამიანის გაგზავნა 10 $ მილიარდადაა შეფასებული, მასკს კი ღირებულების ჩამოყვანა 200 000 $-მდე სურს; როგორ იფუნქციონირებს საპლანეტათშორისო სატრანსპორტო სისტემა; რა დრო იქნება საჭირო; სად წავიდეთ მარსზე დასახლების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მასკი ზუსტი თარიღების დასახელებისას სიფრთხილეს იჩენს, იქვე აღნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა პირველი ფრენა მარსისაკენ 2023 წელს განხორციელდეს. ამის შემდეგ, მომდევნო 5-10 ათწლეულის განმავლობაში, მისიათა მთელი სერია მარსზე მილიონამდე ადამიანს წაიყვანს, რათა იქ დასახლდნენ და დაიწყონ ახალი მსოფლიოს შექმნა. 
წაკითხვა
NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 20:44:00
თითქმის 50 წლის შემდეგ, რაც ინგლისელმა ასტროფიზიკოსმა ჯოსელინ ბელმა სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავთა არსებობა აღმოაჩინა, ამ უჩვეულო ობიექტთა შესასწავლად, NASA მსოფლიოში პირველ მისიას გაუშვებს. სააგენტო გეგმავს გაუშვას ორი-ერთში Neutron Star Interior Composition Explorer-ი, იგივე NICER-ი, რისთვისაც გამოიყენებს SpaceX CRS-11-ს, ტვირთების მიწოდების მისიას, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა Falcon 9 წაიღებს. დამონტაჟებიდან ერთი კვირის შემდეგ, დაიწყება დაკვირვება სამყაროს ყველაზე მკვრივ ობიექტებზე — ნეიტრონულ ვარსკვლავებზე. მისია განსაკუთრებით ფოკუსირდება პულსარებზე — იმ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, რომლებიც ციმციმებენ, რადგან ღერძის გარშემო ბრუნვისას, ჩვენი მიმართულებით რადიაციის ნაკადებს უშვებს, შუქურას მსგავსად. „მისიის გაშვებისთვის უკვე შესაფერისი დროა“, — ამბობს NASA-ს მეცნიერი კეით გონდრო. მკვლევართა ჯგუფმა მაცივრის ზომის მარგ ტვირთზე მუშაობა გასულ ზაფხულს დაასრულა. იგი მოიცავს რენტგენული გამოსხივების 56 ტელესკოპსა და სილიციუმის დეტექტორებს. მიუხედავად ამისა, გაშვების შესაძლებლობა 2017 წლამდე არ არსებობდა. ექსტრემალური ბუნების გამო, ნეიტრონულმა ვარსკვლავები და პულსარები დიდი ინტერესის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც 1939 წელს მათი არსებობა თეორიულად ივარაუდეს, აღმოჩენა კი 1967 წელს მოხერხდა. ეს ობიექტები იმ მასიურ ვარსკვლავთა ნარჩენებია, რომლებიც ბირთვული საწვავის ამოწურვის შემდეგ აფეთქდნენ და დაახლოებით ნიუ-იორკის ზომის სუპერ-მკვრივ სფეროებად კოლაფსირდნენ. მათი ინტენსიური გრავიტაცია შთანთქავს განსაცვიფრებელი ოდენობის მატერიას და ქალაქის ზომის სფეროებში თავს უყრის 1,4 მზის მასას, ანდა სულ მცირე 460 000 დედამიწის მასას. შედეგად, წარმოიქმნება სტაბილური, იმდენად მკვრივი მატერია, რომ მისი მსგავსი სამყაროში ჯერჯერობით სხვა არ გვინახავს. ნეიტრონული ვარსკვლავის ერთი ჩაის კოვზი მატერია დედამიწაზე მილიარდობით ტონას აიწონიდა. „ასეთ პირობებში არსებული მატერიის ბუნება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემაა. ნეიტრონული ვარსკვლავების ინტერიერის ფიზიკის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს; ახლა კი, NICER-ის ზუსტი დაკვირვებების საშუალებით, შესაძლებლობა გვექნება ეს თეორიები საბოლოოდ შევამოწმოთ“, — ამბობს გენდრო. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები რადიაციას სპექტრშიც გამოყოფს, რენტგენულ დიაპაზონში დაკვირვება მრავალ ცნობას გვაწვდის მათი სტრუქტურისა და მაღალი ენერგიის ფენომენზე, მათ შორის, იქ მიმდინარე ვარსკვლავურ მიწისძვრებზ
წაკითხვა
სწავლა თამაშით - ლოგიკური აზროვნების უნარის განსავითარებლად სკოლებში სამაგიდო თამაშების მეთოდი დაინერგება
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 20:38:00
სწავლა თამაშით: ლოგიკური აზროვნების უნარის განსავითარებლად სკოლებში სამაგიდო თამაშების მეთოდის დანერგვა იგეგმება. 10 შემეცნებითი თამაშის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ამ ფორმით განათლების სამინისტრო მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის უკეთ ათვისებასა და ფაქტების გაანალიზებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი თამაშის პრინციპს გენო ოსიყმაშვილი გაეცნო. 
წაკითხვა
მსოფლიოს დაკარგული ბუნებრივი საოცრება შესაძლოა კვლავ აღმოაჩინონ
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 20:17:00
თითქმის საუკუნის შემდეგ, რაც ვულკანის ამოფრქვევამ ჩამარხა, ახალი ზელანდიის ვარდისფერი და თეთრი ტერასები შესაძლოა ბოლოსდაბოლოს კვლავ აღმოაჩინონ ფერფლისა და ტალახის ფენების ქვეშ. ერთ დროს მას მსოფლიოს ბუნებრივი საოცრება უწოდეს; დედამიწაზე უდიდესია მსგავსი სახის კვარცის დეპოზიტებს შორის. 1886 წელს ეს ტერასები ვულკან ტარავერას ამოფრქვევამ შთანთქა. თუმცა ამჟამად, მეცნიერები აცხადებენ, რომ დადგენილია ადგილი, სადაც ისინი ჩაიმარხა და ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი მთელი ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგადაც შეინახა. „ისინი  ბრიტანეთის იმპერიისა და მთლიანად სამხრეთ მახევარსფეროს უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონახულება გარკვეულ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ტერასებს დიდძალი ხალხი აწყდებოდა მთელი ევროდან და ამერიკიდან“, — უთხრა The Guardian-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რექს ბანმა. „თუმცა, ხელისუფლებას მაშინ ის არასოდეს აღუნუსხავს, შესაბამისად, არ არსებობს ძეგლის ზუსტი კოორდინატები“. აყვავების ზენიტში, ახალი ზელანდიის ვარდისფერი და თეთრი ტერასები კვარცის უდიდეს „სინტერიკულ“ დეპოზტიებად მიიჩნეოდა მთელ პლანეტაზე.  სინტერიკას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მინერალური წყარო ან გეიზერი საკმარის დანალექებს შეიცავს, რათა ირგვლივ წარმოქმნას ქერქი, შექმნას ბუნებრივი მიწაყრილი, ტერასები ან კონუსები.  თეთრი ტერასები ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, როტომაჰანის ტბის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაპირებზე მდებარეობდა, ვარდისფერი ტერასები კი იქვე ახლოს, სხვა ნაპირზე. მიჩნეულია, რომ ტერასების ვარდისფერი შეფერილობა განპირობებული უნდა ყოფილიყო ისეთი პიგმენტირებული ბაქტერიის ვრცელი კოლონიების არსებობით, როგორიცაა Thermus ruber-ი — იმ მიკროორგანიზმთა ნათესავები, რომლებიც კაშკაშა შეფერილობას აძლევენ იელოუსტონის ეროვნული პარკის სახელგანთქმულ „დილის დიდების“ ტბორს. 2016 წელს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა რექს ბანმა მნიშვნელოვანი სამუშაოები დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევარმა საშა ნოლდენმა რამდენიმე წლით ადრე აღმოჩენილი ძველი დღიური გადასცა. დღიური მე-19 საუკუნის გეოლოგ ფერდინანდ ფონ ჰოჩშტეტერს ეკუთვნის, რომელიც 1859 წელს, ახალი ზელანდიის ხელისუფლების დავალებით კუნძულების გეოლოგიურ მიმოხილვას აწარმოებდა. საკუთარ ჩანაწერებში, ჰოჩშტეტერს ჩანიშნული ჰქონდა როტომაჰა
წაკითხვა
განათლების სამინისტრო საშუალო სკოლებში ახალ მეთოდოლოგას დანერგავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 18:23:00
განათლების სამინისტრო საშუალო სკოლებში ახალი მეთოდოლოგიის დასანერგად პროგრამებს არჩევს. საქმე საგაკვეთილო პროცესში თამაშის ელემენტების დანერგვას ეხება. სიახლე არამარტო დაწყებით, არამედ ზედა კლასებსაც უნდა დაემატოს. კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. გენო ოსიყმაშვილი მუშაობს თემაზე. 
წაკითხვა

უახლესი