საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ადამიანი, რომელმაც მთვარეზე უკანასკნელად დადგა ფეხი, გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 01:40:00
კოსმოსში სამგზის ნამყოფი, ასტრონავტი ჯენე სერნანი, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის მთვარეზე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ „ნასას“ საიტი წერს.სერნანი იყო 14 ასტრონავტს შორის, რომელიც კოსმოსში იყო გაგზავნილი 1963 წლის ოქტომბერში. 1966 წელს მან კოსმოსში განახორციელა ფრენა Gemini 9A-ს მეორე პილოტის რანგში, 1969 წელს კი, Apollo 10-ის პილოტი იყო, ხოლო მეთაურის რანგში 1972 წელს Apollo 17-ის ბორტზე იმყოფებოდა.„ვტოვებთ მთვარეს, მივდივართ ისე, როგორც მოვედით. ღვთის წყალობით ვბრუნდებით მშვიდობით. წარმატება Apollo 17-ის ეკიპაჟს“,- ასე ჟღერდა მთვარეზე მყოფი ადამიანის ბოლო სიტყვები. ამასთან, სერნანმა მთვარეზე ქალიშვილისთვის ინიციალები გამოსახა - TDC.
წაკითხვა
ქართველების ინოვაციური პროექტი - დარგე ხე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 14:11:00
Treepex - ეს ახალი აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ხის დარგვა შეგიძლიათ. პროექტი ქართველების StartUp იდეაა. ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი პროექტის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობენ. მართალია, ამ სფეროში დიდი ხანია არიან, თუმცა განსხვავებული და ინოვაციური პროექტის შექმნა Treepex-მდე არ უცდიათ.Android და IOS აპლიკაცია და დამატებით, ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს რამდენიმე წერტილში, სხვადასხვა სახეობის ხე დარგონ და მისი გაზრდის პროცესსაც დააკვირდნენ. ხის ღირებულება 7 დოლარიდან იწყება და მისი დარგვა ბორჯომის პარკიდან დაწყებული ამაზონის ტყის ჩათვლით შეგიძლიათ.ბაჩო კვანტალიანი: Treepex-ზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ, მე და ჩემმა მეგობარმა, ლაშა კვანტალიანმა. ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვართ და გადავწყვიტეთ მეტი ინოვაციურობა. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიო პროდუქტის შექმნა განვიზრახეთ. თავიდან განსხვავებული კონცეფცია იყო. “სტარტაპებში” მიღებულია კონცეფციის ცვლა. თავიდან განვავითარეთ საპილოტე ვერსია, შემდეგ მივიღეთ მომხმარებლისგან “ფიდბექი” და საბოლოოდ, მივიღეთ პროდუქტი Treepex, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავს საკუთარი მომხმარებელი. ახლა ვაპირებთ ტარგეტირება მოვახდინოთ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ბაზარზე.ბაჩო ხაჩიზე წელს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსელატორში ჩაირიცხა, სადაც საკუთარ პროექტს კიდევ უფრო მეტად განავითარებს.ბაჩო ხაჩიძე: წელს ჩავირიცხე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აქსელატორში, ნიუ იორკში, სადაც აქსელაციის პროგრამა იწყება 1 მარტიდან და ისედაც, Treepex  ნიუ იორკში გადაგვაქვს, რათა ამერიკულ ბაზარს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი. აქსელატორი გეხმარება ე.წ. ნეთვორქინგში, რაც ძლიერ როლს თამაშობს პროექტის წარმატებაში.- სად შეგვიძლია ვნახოთ თქვენი აპლიკაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება?&
წაკითხვა
მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-04 19:33:00
აღზარდო შვილი, ეს ცხოვრების საუკეთესო გამოწვევა, რომელსაც თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მნიშვნელოვანია, რა ასაკში გადაწყვეტთ დედობას, რადგან ასაკი ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს. და მაინც, რა ასაკია ყველაზე კარგი დედობისთვის? მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ დედობა ყველაზე კარგი 35 წლის შემდეგაა.ქალები 30-40 წლის ასაკში უფრო რეალიზებულები არიან და იციან რა უნდათ, ასევე, მომწიფებულებიც არიან და მზად არიან დედობისათვის. აქამდე, ითვლებოდა რომ დედობა 35 წლის შემდეგ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს რომ 35 წლის შემდეგ დედობას, უფრო მეტი ბენეფიტი აქვს.35 წლის შემდეგ მშობიარობა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა რომ დედობა 35 წლის შემდეგ, მშობლის გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს.მკვლევარებმა ტესტი 830 ქალს ჩაუტარეს. ისინი დაგეგმვაში, ვიზუალურ აღქმაში, სიტყვიერ მეხსიერებაში, კონცეტრაციასა და ყურადღების მოკრებაში გამოსცადეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დედებს, რომლებმაც ბავშვი 24 წლის შემდეგ გააჩინეს, უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობები, პრობლემების გადაწყვეტის მოქნილი სისტემა და გაუმჯობესებული ვერბალური უნარები აქვთ. ეს უნარები უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული იმ ქალებს, ვინც ბავშვი 15-24 წლის ასაკში გააჩინეს. ხოლო იმ ქალებს, ვინც ბავშვი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, ამ ყველა ღირსებასთან ერთად, უფრო კარგი ვერბალური მეხსიერება და გაუმჯობესებული შემეცნების უნარები აქვთ. 
წაკითხვა
თბილისში მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა ტექნოპარკი მოინახულეს [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-01-02 02:38:00
თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი დღეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს. „დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არამხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერმინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს ტექნოპარკში მოწვევისთვის. „ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია - მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში - ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერმინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის”, - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას. სენატორმა ლინდსი გრაჰამმა ახალგაზრდებს ახალი წელი მიულოცა და ხაზი გაუსვა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მცდელობას, მოახდინოს ქვეყნის რეფორმირება. „მე გახლავართ სენატორი გრემი სამხრეთ კაროლინიდან, სადაც ძალიან თბილა. მე და ინოვაცია სრულიად შეუთავსებლები ვართ, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება - ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს. დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერმ
წაკითხვა
Kissenger - მალე აპლიკაციის მეშვეობით კოცნის გაზიარებას შევძლებთ
გამოქვეყნებულია: 2016-12-29 17:53:00
ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეყვარებული წყვილებისათვის საინტერესო აპლიკაცია შექმნა. მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის მეშვეობით საშუალება ექნებათ ერთმანეთს კოცნა გაუგზავნონ. პროცედურა კი ძალიან მარტივია. ჩვენს სმარტფონებს სპეციალური მოწყობილება შეურთდება, რომლის საშუალებითაც კოცნის გაზიარებას შევძლებთ.აპლიკაციის სახელწოდება კი ორი სიტყვის შეერთებითაა მიღებული. Kiss + Messenger-ის გაერთიანებით კომპანიამ მარტივი სახელი Kissenger მიიღო. გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. კოცნის გამგზავნი გაჯეტს უკავშირებს საკუთარ სმარტფონს, კოცნის სპეციალურ სენსორულ ზედაპირს, რომელიც იღებს მისი ტუჩის ანაბეჭდებს და ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის ადრესატს, რომელსაც ანალოგიურ მოწყობილობასთან აქვს საკუთარი სმარტფონი დაკავშირებული. იგი საკუთარი ტუჩებით ეხება სენსორულ პანელს რომელზეც იგრძნობა კოცნა, რომელიც გამოუგზავნეს.თუ გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, აპლიკაცია პოპულარული მალევე გახდება და იგი შეყვარებული წყვილების უცვლელი ატრიბუტი იქნება. ასე რომ, შორი დისტანცია, დღეს ასეთი შორი აღარ არის.
წაკითხვა
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
გამოქვეყნებულია: 2016-12-25 23:53:00
ჯერ კიდევ მარტში, მეცნიერებმა რადიოსიგნალების 6 უმძლავრესი იმპულის დააფიქსირეს, რომლებიც კოსმოსის ერთი და იგივე ადგილიდან მოდიოდა. ამჯერად, მკვლევრებმა კვლავ გამოავლინეს კიდევ ექვსი სიგნალი, რომლებიც როგორც ჩანს იმავე ადგილიდან მოდის, ჩვენი გალაქტიკის გარედან.ეს სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსიდან დაგვიფიქსირებია —  გრძელდება მხოლოდ მილიწამები, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთშიც კი იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც მზე მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავას ასეთი სიძლიერისა, მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან თუ რა შეიძლება იყოს ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი.მარტში, 10 განმეორებადი სიგნალის დაფიქსირებამდე, მიიჩნეოდა, რომ მსგავსი იმპულსები ერთჯერადი მოვლენა იყო და კოსმოსის შემთხვევითი ადგილებიდან მოდიოდა. რაიმე შესამჩნევი მახასიათებლის გარეშე. ამჯერად, მეცნიერები დაბნეულნი არიან და დაზუსტებით არ იციან თუ რა იწვევს ამ სიგნალებს.იმის მიზეზი, რომ FRB-მა მკვლევრები მსგავს საგონებელში ჩააგდო, სულაც არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ვთქვათ ისინი საკმაოდ იშვიათია —  არა, მეცნიერთა აზრით, ყოველდღიურად, სამყაროში დაახლოებით 2 000 მსგავსი სიგნალი ვრცელდება —  მაგრამ ისინი იმდენად მცირე ხანს გრძელდება, რომ მათი დაფიქსირება ძალიან გვიჭირს.  FRB მკვლევრებმა მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მათი შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ 2016 წელს მიეცათ.ახლა, როდესაც დაფიქსირებული გვაქვს კოსმოსის ერთი და იგივე ადგილიდან წამოსული 16 სიგნალი, მეცნიერებმა შესაძლოა ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მსგავსი ძლევამოსილი იმპულსების გამომწვევ მიზეზთა ჩამონათვალის შემცირება.ამ რეგიონიდან წამოსული პირველი 10 სიგნალი მიმდინარე წლის მარტში იდენტიფიცირდა, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენამდე მათ 2015 წლის მაისსა და ივნისში მოაღწიეს.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული FRB, მანამდე გამოვლენილთაგან, სათავეს ყველა ირმის ნახტომშივე იღებდა. გარდა ამისა, ახალი სიგნალები განმეორებად ხასიათს იღებდნენ, ეს კი რაღაც ისეთი იყო, რაც მანამდე არასოდეს გვენახა.ექვსი სიგნალი პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს რადიოტელესკოპმა დააფიქსირა, თითოეულ იმპულს შორის 10-წუთიანი შუალედით, ერთი თვის შემდეგ კი კ
წაკითხვა
ვისწავლოთ ენები მარტივად - მსოფლიოს ნომერ პირველი სასწავლო აპლიკაცია
გამოქვეყნებულია: 2016-12-20 17:55:00
ყველას სურს სწავლა განსხვავებული ხერხებით. მითუმეტეს თუ ეს ხერხი მარტივი და თანამედროვეობაზე მორგებული იქნება. ენების სწავლა სასწავლო კურსების ტოპ ხუთეულში მუდმივ ადგილს იკავებს - ახალი ენის შესწავლა ხომ, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას ნიშნავს.ხშირად ვეძებთ ხოლმე სხვადასხვა მობილურ თუ დესკტოპ აპლიკაციას ენების შესასწავლად, თუმცა ძნელია იდეალურის პოვნა. დღეს ჩვენ ყველაზე რელევანტურ ვარიანტს შემოგთავაზებთ. Duolingo - ეს არის აპლიკაცია, რომლითაც 21 ენის შესწავლა შეგიძლიათ.ეს არის ერთგვარი სოციალური ქსელი. ძალიან მარტივი რეგისტრაციის შემდეგ ირჩევ ენას, რომელზეც გსურს ახალი ენის შესწავლა და შემდეგ უკვე შესასწავლ ენას უთითებ.Duolingo-ს სისტემაში გვხვდება გარკვეული ნაბიჯების ციკლი, რომელიც ნელ-ნელა უნდა გავიაროთ და ჩვენი ენა დავხვეწოთ. შეგვიძლია რომელიმე ენა ახლიდან შევისწავლოთ ან გავიაროთ ტესტი და ჩვენი დონის შესაბამისი საფეხურიდან დავიწყოთ.Duolingo გვაძლევს საშუალებას ახალი ენა ბაზისური დონიდან B2 დონემდე შევისწავლოთ, ანუ პრაქტიკულად ახალ ენაზე ავმეტყველდეთ. ამასთან, აპლიკაცია აერთიანებს ენის შესწავლის ყველა კომპონენტს: წერას, გრამატიკას, მეტყველებას, კითხვას და ლექსიკონს.Duolingo შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩვენს კომპიუტერში, ისე მობილურ ტელეფონში. ამ მხრივ აპლიკაცია ჩვენს ყველა მოწყობილობასთან თავსებადია.აპლიკაციაში შეგიძლიათ მეგობრებსაც შეეჯიბროთ ქულების დაგროვებაში და დაგროვილი ქულებით სპეციალური ფუნქციებიც კი იყიდოთ. აპლიკაციის გამოყენება ყველა მომხმარებლისათვის სრულიად უფასოა.ასე რომ, თქვენთვის სასურველი ენის შესწავლა ახლავე შეგიძლიათ - Duolingo
წაკითხვა
რატომ აღარ მოგვიწევს სალაროსთან რიგში დგომა? - ინოვაციური გამოგონება
გამოქვეყნებულია: 2016-12-09 13:20:00
ამერიკული კომპანია Amazon ახალი პროდუქტის ჩაშვებას აანონსებს. Amazon go სალაროებთან რიგში დგომას დაგავიწყებთ. როგორ? - ეს ძალიან მარტივი პროცედურაა.ახლო მომავალში, როცა ეს ტექნოლოგია დაინერგება, თქვენ შეგეძლებათ ტელეფონში ჩატვირთოთ შესაბამისი აპლიკაცია, მაღაზიაში შესვლისას QR კოდით დააფიქსიროთ შესვლა და დაიწყოთ პროდუქტების არჩევა.როგორც კი თაროდან რამეს აიღებთ, ხელოვნური ინტელექტი აღნიშნულ ნივთს თქვენს ვირტუალურ კალათაში დაამატებს - თუ გადაიფიქრებთ და უკან დადებთ, ამოშლის. ყველა ნივთი აპლიკაციაში იქნება დაფიქსირებული და გასვლისას მათი ჯამური ღირებულება ავტომატურად ჩამოგეჭრებათ.ამ აპლიკაციის გამოყენების შემდეგ თქვენ დაივიწყებთ რიგებს, ჩეკებს და სხვა პრობლემებს. მისი გამოყენება ნებისმიერ მარკეტში შეგეძლებათ. მთავარია მასზე თქვენი მოქმედი საგადასახადო ბარათი მიაბათ, საიდანაც თანხა ჩამოგეჭრებათ ხოლმე. თქვენ აპლიკაციის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ, ამაზონის ექაუნთი და ტელეფონში აპლიკაციის გადმოწერა. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ თქვენ უკვე Amazon go-ს წევრი ხდებით.
წაკითხვა
Instagram-ს Live ფუნქცია დაემატა - ახალი გზა ცხოვრებისეული მომენტების გასაზიარებლად
გამოქვეყნებულია: 2016-11-23 19:07:00
Instagram-ის დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ მომხმარებელს Live Video ფუნქცია შესთავაზონ. ახალი ხელსაწყო Instagram-ის ამბებთან (Instagram Stories) იქნება მიბმული. თუ Instagram-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, გეცოდინებათ, რომ Stories დღის განმავლობაში თავს გადახდენილ ამბებს აქცევს ვიდეოდ, რომელიც 24 საათში ქრება. Live ვიდეოც ,,სესხულობს” ამ კონცეფციას – feed/პროფილი ნაკლებად გადატვირთულია და თქვენი ამბებიც ,,აქ და ახლას” პრინციპით ჩნდება სოციალურ ქსელში – სწორედ მაშინ, როცა ახალი, ცოცხალი და ხელშესახებია. მეორედ ყურების და გადახვევის შესაძლებლობა არ არსებობს – ამით Instagram თითქოს ცდილობს ,,წამის დაჭერის” აზარტი შექმნას. ამასთანავე, ალგორითმი შეეცდება ვიდეოები რელევანტურობისა და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოს, რომ არ გამოგრჩეთ ყველაზე მნიშვნელოვანი.Live ვიდეოს ჩართვა ძალიან მარტივია – მარჯვნივ გასრიალების შემდეგ დააწკაპუნებთ ღილაკზე “Start Live Video” და ნახევარი საქმეც გაკეთებულია – ისღა დაგრჩენიათ, ვიდეო გადაიღოთ. მეგობრები მიიღებენ შეტყობინებას და არ გამორჩებათ თქვენი live. ამასთანავე, შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები და თავად გადაწყვიტოთ – შეეძლება თუ არა ვინმეს კომენტარის დაწერა.სიახლე სულ რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი Instagram-ის ყველა მომხმარებლისთვის.
წაკითხვა
საუკეთესო შანსი „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ საპოვნელად - კვლევა ამ ღამით იწყება
გამოქვეყნებულია: 2016-10-27 22:50:00
იდუმალებით მოცული ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ მოვლენები არ ცხრება. მას შემდეგ, რაც პირველად გაჟღერდა იდეა უცნაურად მოციმციმე ვარსკვლავ KIC 8462852-ის (იგივე ტაბის ვარსკვლავი) გარშემო დაისონის სფეროს არსებობის შესახებ, არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის პროექტის (SETI) ასტრონომები ტელესკოპებით შეიარაღებულნი შეუდგნენ უცხოპლანეტელტა ნიშნების ძიებას. ამჟამად, ნადირობაში SETI-ს პროგრამა UC Berkeley’s Breakthrough Listen-იც ჩაერთო. KIC 8462852-მა, რომელსაც ტაბის ვარსკვლავს უწოდებენ, თუმცა ყველაზე უკეთ „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ სახელითაა ცნობილი, სულ რაღაც ერთ წელიწადში ერთნაირად დაატყვევა როგორც ასტრონომების, ისე კოსმოსის მოყვარული საზოგადოების წარმოდგენები. ვარსკვლავმა ყურადღება პირველად კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების შესწავლისას მიიპყრო — იგი განსაცვიფრებლად უცნაურად იქცევა — სიკაშკაშის მაჩვენებელი აბსოლუტურად შემთხვევითი ინტერვალებით 22%-ით მცირდება, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. დროთა განმავლობაში ასევე შემცირდა ვარსკვლავის სისტემის ზოგადი ნათება.  ე.წ. დაისონის სფერო; მხატვრული წარმოდგენა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.ამ მოვლენათა ცალ-ცალკე ახსნა საკმაოდ მარტივია, თუმა ორივემ ერთად ასტრონომებს ახალი თავსატეხი გაუჩინა, რამაც მრავალი შესაძლო სცენარის წარმოდგენის საფუძველიც გააჩინა. შესაძლოა ვარსკვლავი კომეტების გიგანტური ჯგუფითაა გარსშემორტყმული, ანდა პლანეტათა ნამსხვრევებით. ან იქნებ KIC 8462852-ის შუქი იმიტომ იკლებს, რომ მოწინავე ცივილიზაცია მის გარშემო გიგანტური მზის პანელების მშენებლობის პროცესშია, რათა ვარსკვლავისგან დიდი რაოდენობით ენერგია მიიღოს. ეს ის სცენარებია, რომლებიც ტაბის ვარსკვლავის შესახებ განიხი
წაკითხვა
მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა ფუნქციონირება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-09-25 17:01:00
მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა ფუნქციონირება დაიწყო. ის ჩინეთში მდებარეობს. გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული ასობით მეცნიერი ესწრებოდა. რადიოტელესკოპის შექმნაზე 5 წელი და 180 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მისი დახმარებით, მეცნიერები შეეცდებიან, დედამიწის მიღმა სიცოცხლე აღმოაჩინონ და შორეულ გალაქტიკებს დააკვირდნენ.
წაკითხვა
ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები დაასახელეს
გამოქვეყნებულია: 2016-09-13 19:39:00
ვარშავის უნივერსიტეტის პოტოცკების სასახლეში, 13 სექტემბერს, ვარშავის უნივერსიტეტი წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელთა საბჭოს სხდომამ ქართველი წმინდანის პრემიის ლაურეატები დაასახელა. გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები წელს გახდნენ: ისტორიკოსი, თბილისის გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი ვახტანგ ფერაძე, გერმანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ძველი ქართული პალიმფსესტების აღმომჩენი და შემსწავლელი იოსტ გიპერტი, ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გრაკლიანის გორაზე უძველესი სამოსახლო და სამაროვანი ძეგლის აღმომჩენი და შემსწავლელი ვახტანგ ლიჩელი.ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წლის 6 დეკემბერს ქართული სამეცნიერო ჟურნალ Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies University of Warsaw ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ.  პრემიების გადაცემა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდება, რომელიც გაიმართება ვარშავაში 2016 წლის 6 დეკემბერს. 
წაკითხვა
მარსზე ადამიანის გამგზავრების დრო ახლოვდება - როგორია NASA-ს ექსპერიმენტის შედეგები
განახლებულია: 2016-08-29 20:58:00
NASA-მ მარსზე ცხოვრების ექსპერიმენტი დაასრულა. ექსპერიმენტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენდა. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ექსპერიმენტის ადგილად ჰავაის კუნძულები შეარჩია. სიმულაციაში მონაწილეობა ექვსმა ადამიანმა მიიღო. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ექსპერიმენტი 2015 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი - მფრინავი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და აგრონომი ძალიან მცირე ფართობის მქონე ნაგებობაში ცხოვრობდნენ ისე, რომ არცერთ მათგანს პირადი სივრცე არ ჰქონდა. სუფთა ჰაერსა და ახალ საჭმელს მოკლებული მკვლევარები, ძირითადად, კონსერვებით იკვებებოდნენ, გარეთ გასვლა კი მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით შეეძლოთ. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, რას გრძნობს ადამიანი მსგავს პირობებში. NASA-ს მიერ ჩატარებული სიმულაცია ხანგრძლივობით მეორეა. მსგავსი ექსპერიმენტი, რომელიც 520 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, პირველად რუსეთში ჩაატარეს. მკვლევარები მცირე პრობლემების დაძლევას შესაძლებლად მიიჩნევენ. სამეცნიერო წრეებში კი ამტკიცებენ, რომ მარსზე ადამიანის გამგზავრება უახლოეს წლებში მოხდება.
წაკითხვა
„პროქსიმა ბე“ - რა ინფორმაცია აქვთ მეცნიერებს ახალაღმოჩენილი პლანეტის შესახებ
განახლებულია: 2016-08-25 20:51:00
ახალი აღმოჩენა ასტრონომიაში: მზის სისტემის მახლობლად, ახალი, დედამიწის მაგვარი პლანეტა აღმოაჩინეს. „პროქსიმა ბე“ თავისი სტრუქტურით ჩვენი პლანეტის მონათესავეა. პლანეტაზე 16-წლიანი დავირვების შემდეგ, მისი არსებობა საბოლოოდ დადგინდა. მეზობელ პლანეტაზე  გაყინული წყალიც აღმოჩნდა.
წაკითხვა
NASA-ს ხომალდის 5-წლიანი მოგზაურობის დასასრული - „ჯუნო“ იუპიტერის ორბიტაზე გავიდა
განახლებულია: 2016-07-05 18:51:00
რამდენიმე საათის წინ, წლის უდიდესი კოსმოსური მოვლენა მოხდა. NASA-ს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ კოსმოსში მოგზაურობის 5-წლიანი ტურნე დაასრულა და პლანეტა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა, რათა გაზის გიგანტი ისე შეისწავლოს, როგორც აქამდე ჯერ არასოდეს მომხდარა. ამ პერიოდში „ჯუნომ“ 2,8 მილიარდი კმ გაიარა.იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა „ჯუნოს“ მისიის ყველაზე სახიფათო ნაწილი იყო. დანიშნულების ადგილს „ჯუნომ“ 4 ივლისს მიაღწია, იუპიტერის უზარმაზარმა გრავიტაციულმა ძალამ კოსმოსურ ხომალდი წარმოუდგენელი სისწრაფით — 241 000 კმ/სთ-ზე მეტით ააჩქარა, რის შედეგადაც „ჯუნო“ ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტი გახდა.  მას შემდეგ, რაც „ჯუნომ“ მაქსიმალურ სიჩქარეს — 266,000 კმ/სთ-ს მიაღწია, რითაც დედამიწის გარშემო შემოსაფრენად 9 წუთი დასჭირდებოდა — კოსმოსურმა ხომალდმა დაწვა საკუთარი რაკეტის ძრავები, დაეშვა და წყნარად შეცურდა ორბიტაზე.   თავად ხომალდი 1600 კგ-ს იწონის და კოსმოსში ბგერის სიჩქარეზე 215-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა. დაშვებისას, ძრავების დაწვას 35 წუთი დასჭირდა, რა დროსაც 7 900 კგ საწვავი დაიწვა.ამ საშიში მანევრის დაძლევის შემდეგ, „ჯუნო“ იუპიტერის ორბიტაზე მომდევნო 18 თვის მანძილზე დარჩება და NASA-ს უპრეცედენტო ინფორმაციას მოაწვდის იუპიტერის ძლევამოსილი გრავიტაციისა და მაგნიტური ველების შესახებ.იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა და მისია წარუმატებლად დასრულდებოდა, ხომალდი დაეცემოდა იუპიტერს, აღარ იქნებოდა უკან დაბრუნების შანსი და წყალში ჩაიყრებოდა მისი ღირებულება 1,13$. პირველი მისია იუპიტერზე NASA-მ 1989 წელს გაუშვა — ხომალდი „გალილეო“, რომელმაც დანიშნულების ადგილს 1995 წელს მიაღწია. „გალილეომ“ მეცნიერებს საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მოაწოდა, გამოიკვლია პლანეტის თანამგზავრები, ატმოსფერო, თუმცა, ანტენის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ინფორმაციის ოდენობა არ იყო იმდენი, რაც იგეგმებოდა. 
წაკითხვა
ჩინელმა მეცნიერებმა მზეზე სამჯერ ცხელი „ხელოვნური ვარსკვლავი“ შექმნეს
გამოქვეყნებულია: 2016-06-05 20:19:00
ჩინელმა მეცნიერებმა „ხელოვნური ვარსკვლავი“ შექმნეს, რომელიც მზეზე სამჯერ ცხელია, რაც წიაღისეული საწვავის ეპოქის დასასრულს მოასწავებს.ფიზიკოსებმა შეიმუშავეს გზა, რომლის საშუალებითაც მათ წყალბადის 50 °C მილიონზე გაცხელება შეძლეს.რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ჩინელმა ფიზიკოსებმა აღნიშნული ტემპერატურის შენარჩუნება 102 წამის მანძილზე შეძლეს. შესაძლოა, ეს ციფრი შთამბეჭდავად არ ჟღერდეს, თუმცა აქამდე მსოფლიოში მსგავსი რამის მხოლოდ ერთი მცდელობა იყო, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა 80 °C მილიონს მიაღწია, თუმცა მხოლოდ წამზე ნაკლები დროის მანძილზე.ფიზიკოსებს სჯერათ, რომ ახალი აღმოჩენა მკაფიოდ მიუთითებს წიაღისეული საწვავის ეპოქის დასასრულისაკენ, რადგან მეცნიერებს ბირთვული ენერგიის შეგროვება გაზისაგან შეეძლებათ, რაც სუფთა ენერგიის უსაზღვრო წყაროდ შეიძლება იქცეს. ტესტი ჩინეთში, ჰეფეის ფიზიკის ინსტიტუტში ჩატარდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტისათვის სპეციალური რეაქტორი გამოიყენეს.ტემპერატურამ 50 მილიონ კელვინზე მეტს მიაღწია. მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონი კელვინია.წყარო: mirror.co.uk
წაკითხვა
დღეიდან „მაგთიკომის“ მომხმარებლები 4,5G ქსელის ინტერნეტით ისარგებლებენ
გამოქვეყნებულია: 2016-06-03 17:30:00
დღეიდან „მაგთიკომის“ მომხმარებლები 4,5G ქსელის ინტერნეტს მოიხმარენ. „ელტიეი ედვენსის“ ქსელის მეშვეობით ინტერნეტის მიწოდების სისწრაფე გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდება შენობებში სიგნალის შეღწევადობის ხარისხი. კომპანია „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორის განმარტებით, უახლესი და მოწინავე სერვისის შეთავაზება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამართულ აუქციონზე 800 მეგაჰერცი სიხშირის სპექტრი შეიძინა, რომლის ღირებულება 25 მილიონზე მეტია. 
წაკითხვა
„ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ქართველი მეცნიერებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-05-30 17:10:00
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა. სემინარის მიზანს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოიწვიეს ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. 
წაკითხვა
სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევები და სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი - თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2016-05-23 20:21:00
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება. მასშტაბურ პროექტს დღეს ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და იაპონიის შემდეგ, საქართველოში ამოქმედებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მეხუთე, სადაც უახლეს სამეცნიერო-ექსპერიმენტულ კვლევებს ჩაატარებენ და სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდის, ადრონული თერაპიის მიმართულებით იმუშავებენ. ინსტიტუტში განხორციელდება სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებიც. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები დაესწრნენ.
წაკითხვა
საქართველოში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაარსდება
განახლებულია: 2016-05-23 18:31:00
იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაარსდება. ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
წაკითხვა

უახლესი