საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს - პლანეტის განსაზღვრების ახალი ვარიანტი
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 21:46:00
NASA-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი, რომელიც პლანეტის ახალ განსაზღვრებას გვთავაზობს. თუკი ეს დოკუმენტი დამტკიცდა, მზის სისტემას მყისიერად დაემატება 100-ზე მეტი ახალი პლანეტა, მათ შორის პლუტონი და ჩვენი მთვარეც.მთავარი ცვლილება, რომლის დამტკიცებასაც ჯგუფი იმედოვნებს, არის ის, რომ აუცილებელი აღარაა მზის სისტემის სხეულები მზის გარშემო მოძრაობდნენ, რათა პლანეტებად ჩაითვალონ. მეცნიერთა თქმით, მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი შინაგანი ფიზიკური მახასიათებლები და არა მათი ურთიერთქმედება ვარსკვლავებთან.„იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ როგორც მეცნიერული კლასიფიკაციის ხმა, ისე ხალხის ინტუიცია, ჩვენ წარმოვადგენთ პლანეტის განსაზღვრებას, რომელიც გეოფიზიკას ეფუძნება. იგი უფრო მეტად უსვამს ხაზს სხეულის შინაგან ფიზიკურ მახასიათებლებს, ვიდრე მის გარეგან, ორბიტულ მახასიათებლებს“, — განმარტავენ მკვლევრები.ჯგუფის ხელმძღვანელია ალან სტერნი, NASA-ს პლუტონთან გაგზავნილი მისია New Horizons-ის ძირითადი მკვლევარი. 2015 წელს, პირველად ისტორიაში, ამ მისიამ კამათის საგნად ქცეულ ჯუჯა პლანეტას გადაუფრინა.პლუტონი ჯუჯა პლანეტად 2006 წლის აგვისტოში „ჩამოქვეითდა“, მას შემდეგ, რაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა მაიკ ბრაუნმა პლანეტათა განსაზღვრების ახალი ვერსია წარმოადგინა.პლანეტათა ეს განსაზღვრება დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, რომელიც მსგავს საკითხებს აკონტროლებს. განსაზღვრებაში ვკითხულობთ:„ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს და აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის, რათა დაძლიოს მტკიცე სხეულთა ძალები ისე, რომ მიაღწიოს ჰიდროსტატიკური ეკვილიბრუმის ფორმას და რომელსაც მზის გარშემო ორბიტისას გაწმენდილი აქვს სამეზობლო“.იმის გამო, რომ პლუტონს ორბიტაზე სამეზობლო ჯერ არ აქვს მოსუფთავებული, ამ განმარტების მიხედვით, მან პლანეტის სტატუსი დაკარგა.სტერნი, რომელსაც პლუტონისადმი აშკარად დიდი სიყვარული აქვს, უძღვება მისიას, რომელმაც პირველად გვანახა მისი გულის ფორმის მახასიათებელი. პლუტონის „ჩამოქვეითებას“ თავის დროზე მან აბსურდი უწოდა.
წაკითხვა
როგორ ეძებდა ჩერჩილი არამიწიერ სიცოცხლეს - პოლიტიკოსის დღემდე უცნობი ნაშრომი
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 20:50:00
ომის კორესპონდენტი, სახელმწიფო მოღვაწე, ასტრონომი. ვარსკვლავებზე დაკვირვება შესაძლოა სულაც არაა ის საქმიანობა, რომლითაც უინსტონ ჩერჩილი კარგად გვახსოვს, მაგრამ ახლახან, 60 წლის შემდეგ,  გამოქვეყნდა მის მიერ დაწერილი ტრაქტატი არამიწიერი სიცოცხლის შესახებ, საიდანაც კარგად ირკვევა ჩერჩილის მეცნიერული ალღო. როგორც ნაწერიდან ირკვევა, იმ პერიოდში, როდესაც „ბრიტანელი ბულდოგი“ დიდ ბრიტანეთს მართავდა და პარალელურად მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში ეხმარებოდა, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვარაუდობდა სამყაროში ისეთი რეგიონების არსებობის შესახებ, სადაც შესაძლოა სიცოცხლე ყოფილიყო.რამდენიმე დღის წინ, სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში დღის სინათლე იხილა ჩერჩილის ესემ „ვართ თუ არა მარტონი სამყაროში“? „არ ვარ საკმარისად დარწმუნებული იმაში, რათა ვიფიქრო, რომ ჩემი მზე ერთადერთია, რომელსაც პლანეტების ოჯახი ჰყავს“, — წერს ჩერჩილი დოკუმენტში, რომელიც გასულ წელს, ასტროფიზიკოსმა მარიო ლივიომ მისურიში, ფულტონის ჩერჩილის მუზეუმში წარმოადგინა.„უნდა არსებობდეს სხვა მრავალი პლანეტა, რომელთაც საკმარისი ზომა ექნებათ იმისათვის, რათა წყალი და ატმოსფერო შეინარჩუნონ და თავიანთ მშობელი მზისგან საკმარისი მანძილით იყვნენ დაშორებულნი იმისათვის, რომ იქ ხელსაყრელი ტემპერატურაც იყოს“, — წერს ჩერჩილი. ამ უკანასკნელს ამჟამად ვარსკვლავის „სასიცოცხლო ზონა“ ეწოდება.განმარტებისათვის, „სასიცოცხლო ზონა“  — პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო იმ მანძილიდან მოძრაობს, რომ წყალი სიცხისგან არ აორთქლდეს და საკმარისად ახლოსაა იმისათვის, რათა არ გაიყინოს და თხევადი დარჩეს. წყალი სიცოცხლისათვის უმთავრეს ნივთიერებად მიიჩნევა.ლივიოს თქმით, ჩერჩილმა ეს ჩანაწერი პირველად 1939 წელს გააკეთა, როდესაც ევროპა ომის ზღვარზე იყო, შემდეგ კი 1950-იანი წლების ბოლოს ჩაასწორა, როდესაც სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში თავის გამომცემელს სტუმრობდა.როგორც ირკვევა, ჩერჩილის ნაშრომი არასოდეს გამოქვეყნებულა ან გამხდარა სამეცნიერო ან აკადემიური განხილვის საგანი.„ყველაზე გასაოცარი მისი აზროვნებაა; პრობლემის შესახებ ის მეცნიერის მსგავსდ ფიქრობდა“, — უთხრა სააგენტო AFP-ს ლივიომ. 
წაკითხვა
აღმოჩენილია „ორსული“ რეპტილიის ნამარხი - პირველი ცოცხლადმშობი დინოზავრი
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 20:50:00
ყოველი ახლად აღმოჩენილი ნამარხი კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა წარსულში არსებულ ქმნილებათა შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. თუმცა, გაცილებით საინტერესოა ზღვის „ორსული“ ქმნილების ნამარხის აღმოჩენა, რომლის ემბრიონიც კვერცხში არ იყო მოთავსებული.მეცნიერთა აზრით, თევზისმჭამელი რეპტილია დინოცეფალოზავრი, რომელიც ოკეანეებში 245 მილიონი წლის წინ დაცურავდა, ცოცხლადმშობი იყო და არ დებდა კვერცხებს, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.დინოცეფალოზავრს — დინოზავრების ნათესავს და ფრინველთა და ნიანგთა შორეულ წინაპარს, ჰქონდა გრძელი, მოხდენილი კისერი და სიგრძეში 4-მეტრამდე იზრდებოდა. ხშირად მას ე. წ. ლოხ-ნესის ურჩხულთან აკავშირებენ.  ჩინეთში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს არის პირველი ხერხემლიანი არქოზავრისებრთა უფრო დიდი ჯგუფიდან, რომელიც ცოცხლადმშობი აღმოჩნდა — უნარი, დაბადოს ცოცხალი პატარა, ძუძუმწოვრების მსგავსად.„დიდებულია იხილო ასეთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფის არსებათა ევოლუციის შესწავლაში; ნამარხი ჩინეთის მინდვრებში ვიპოვეთ“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბენტონი. ემბრიონი სახით დედის თავისკენ იყო მიმართული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილად ჩვილი დინოცეფალოზავრია და არა დედის მიერ შეჭმული მსხვერპლი; ამ შემთხვევაში, რეპტილია პირველ რიგში მსხვერპლის თავს შეჭამდა.ასევე შეინიშნება ემბრიონის დახვეული პოზა, რაც ხერხემლიანთა ემბრიონთათვის არის დამახასიათებელი; ჩონჩხის გარშემო ვერ მიაგნეს კვერცხის ნაჭუჭებს.მიუხედავად იმისა, რომ ნამარხის შიგნით აღმოჩენილი ემბრიონი საკმაოდ პატარაა —დაახლოებით ნახევერი მეტრი, ყველაფერი — მათ შორის წაგრძელებული კიდურები და კისერი აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იგი ნამდვილად დინოცეფალოზავრია.როგორც მკვლევრებმა  BBC News-ს განუცხადეს, მათ არ შეუძლიათ იმის გამოირცხვა, რომ თავდაპირველად იქ კვერცხის ნაჭუჭებიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდო ჩანს. მათივე თქმით, ეს აღმოჩენა გზას უხსნის სხვა ნამარხთა უფრო დეტალურ ანალიზებს და სხვა ემბრიონთა ძიებას.არქოზავრისებრთა ჯგუფი ათასობით სახეობას მოიცავს, მათ შორის ნიანგებსა და ფრინველებს; ყველა მათგანი კვერცხისმდებელია.მეცნიერთა ვარაუდით, ამ ხერხემლიანების
წაკითხვა
დედამიწის ახალი კონტინენტი - „ზელანდია“
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 21:43:00
ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს შვიდი კონტინენტი: აფრიკა, აზია, ევროპა, ანტარქტიდა, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა.გეოლოგები, რომლებიც მხოლოდ ქანებს აკვირდებიან, ევროპას და აზიას ერთ სუპერკონტინენტად მიიჩნევენ და შედეგად, რჩება ექვსი გეოლოგიური კონტინენტი.თუმცა, დედამიწის ქერქის ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს მეშვიდე გეოლოგიური კონტინენტიც, სახელად „ზელანდია“, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში დამალული რჩება.აღნიშნული კვლევის უკან მდგომი 11 მეცნიერის მტკიცებით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია უბრალოდ კუნძულთა ჯაჭვი არაა.სანაცვლოდ, ორივე მათგანი მიეკუთვნება ერთ, 4,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის კონტინენტურ ბლოკს, რომელიც ავსტრალიისგან სრულიად გამოცალკევებულია.„ეს აღმოჩენა უცბად არ მომხდარა, აქამდე თანდათანობით მივედით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, არ გქვონდა საკმარისი მონაცემები, რათა ეს დოკუმენტი გამოგვექვეყნებინა“, —წერენ კვლევის ავტორები ამერიკის გეოლოგიურ საზოგადოების ჟურნალ GSA Today-ში.თერთმეტი მკვლევრიდან ათი ახალი კონტინენტის ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში მუშაობს, ერთი კი ავსტრალიის უნივერსიტეტში.სხვა გეოლოგები თითქმის სრულად ეთანხმებიან მკვლევართა ჯგუფს კონტინენტის ზომასთან დაკავშირებით, — ამბობს სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ბრიუს ლუიენდიკი.„ეს ხალხი დედამიწის შემსწავლელი ა-კლასის მეცნიერები არიან. ვფიქრობ, მათ საფუძვლიანი მტკიცებულებები აქვთ, რათა ასე იფიქრონ“, — უთხრა ლუიენდიკმა Business Insider-ს.რატომ არის ზელანდია თითქმის ახალი კონტინენტი?
წაკითხვა
რა სიჩქარით მოძრაობს მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო და რა მანძილით ვართ დაშორებული სუპერმასიური შავი ხვრელიდან?
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 19:43:00
„გაიას“ კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული უახლესი მონაცემების საფუძველზე, ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო მზე დაახლოებით 240 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს.ამ მონაცემის გამოყენებით, მათვე დაიანგარიშეს, რომ გალაქტიკის ცენტრიდან მზე დაშორებულია დაახლოებით 7,9 კილოპარსეკით, ანუ 26 000 სინათლის წლით.„გაიას“ კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებისა და RAdial Velocity Experiment-ის საფუძველზე, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეისონ ჰანტმა და მისმა კოლეგებმა, მზესთან მიმართებაში განსაზღვრეს 200 000-ზე მეტი ვარსკვლავის სიჩქარე. მათთვის გასაკვირი არ ყოფილა შედარებითი სიჩქარეების გადანაწილების შედეგები: ზოგიერთი ვარსკვლავი მზეზე ნელა მოძრაობს, ზოგი სწრაფად, ზოგიც იგივე სიჩქარით.თუმცა, მკვლევრებმა შენიშნეს ისეთ ვარსკვლავთა ნაკლებობა, რომელთა მოძრაობის სიჩქარე გალაქტიკურ ორბიტაზე 240 კმ/წმ-ზე ნაკლებია, ანუ მზეზე დაბალი. ასტრონომთა დასკვნით, ეს ნაკლული ვარსკვლავები არის ის ვარსკვლავები, რომელთა იმპულსის მომენტი ნულია — ისინი გალაქტიკის ცენტრის გარშემო არ მოძრაობენ, როგორც მზე და ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავები.„ნულოვანი იმპულსის მომენტის მქონე ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრისკენ უნდა იყვნენ ჩაძირულნი, სადაც ისინი ძლიერ დაზიანებული იქნებიან იქ არსებული უკიდურეს გრავიტაციული ძალებისგან. შედეგად, მათ უნდა ჰქონდეთ ქაოტური ორბიტა, რომელიც შორსაა გალაქტიკური გეგმისგან და მზის სამეზობლოსგან“, — ამბობს ჰანტი. „იმ სიჩქარის გაზომვით, რომლითაც მზესთან მიმართებაში ჩვენს სიახლოვეს მდებარე ვარსკვლავები გალაქტიკის გარშემო მოძრაობენ, ადვილად შევნიშნეთ სპეციფიკური, უარყოფითი შედარებითი სიჩქარის მქონე ვარსკვლავთა ნაკლებობა. იქიდან გამომდინარე, რომ იგი 0 კმ/წმ-ს შეესაბამება, ვიგებთ თუ რამდენად სწრაფად ვმოძრაობთ ჩვენ“, — აღნიშნავს ჰანტი. ამის შემდეგ, ჰანტმა და მისმა კოლეგებმა შეაჯერეს ახალი აღმოჩენები და ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის — მშვილდოსანი A*-ს სუფთა მოძრაობა; აღმოჩნდა, რომ ჩვენ მისგან 7,9 კილოპარსეკით, ანუ  26 000 სინათლის წლით ვართ დაშორებული. სუფთა მოძრაობა არის ობიექტის მოძრაობა ცაზე, შორეულ — ფონურ ობიექტებთან მიმართებაში. კოსმოსური ტელესკოპი „გაია“ ქმნის ირმის ნახტომის დინამიკურ, სამგანზომილებიან რუკას, რისთვისაც ზომავს ვარსკვლავებამდე მანძილს
წაკითხვა
განათლების მინისტრმა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 16:29:00
განათლების მინისტრმა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გახსნა. გამოფენაზე საქართველოს უნივერსიტეტებმა მსოფლიოს ასამდე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სტუდენტებს და აბიტურიენტებს სხვადასხვა პროგრამა წარუდგინა. უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტები დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში, პროფესიული პროგრამების შესაბამისად, ბარმენების შოუს, შესადუღებელი აპარატების დ ხელის მობილური ინსტრუმენტების გამოყენების პროცესს და ინოვაციურ, მოდელირებულ ციფრულ გამოსახულებებს წარუდგენენ. 
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 21:45:00
სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) რადიოგამოსხივების ძლიერი ნაკადის კრებულია, რომელიც მხოლოდ წამის მეათასედები გრძელდება; საიდუმლოებითაა მოცული მათი წარმომავლობა. ამ დრომდე, გასული ათი წლის განმავლობაში, ისეთი გიგანტური  რადიოტელესკოპების გამოყენებით, როგორიცაა პუერტო-რიკოში მდებარე არესებო, აღმოჩენილია მხოლოდ ორ ათეულზე ნაკლები FRB. მათ შორის, განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მათგანის წარმომავლობა — მომდინარეობს 3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან.სხვა ცნობილი სწრაფი რადიოსიგნალები ასევე შორეული გალაქტიკებიდან ჩანს წამოსული. თუმცა, არ არსებობს იმის თვალნათელი მტკიცებულება, რომ FRB-ები ჩვენს გალაქტიკაშიც წარმოიქმნება. თუკი ეს მოხდება, ასტრონომთა ვარაუდით, ის იმდენად „ხმამაღალი“ იქნება, რომ მისი „მოსმენა“ მობილური ტელეფონების მსოფლიო ქსელისა და პატარა რადიომიმღებების საშუალებით იქნება შესაძლებელი.„ახლომახლო სწრაფი რადიოსიგნალების ძიება მოქალაქე-მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს დაეხმარონ ასტრონომებს გალაქტიკური ზოოპარკის უახლესი სახეობების ძებნაში“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის თეორეტიკოსი ევი ლეობი.წინა FRB-ები გამოვლინდა იმ რადიოსიხშირეებში, რომლებიც ემთხვევა მობილური ტელეფონების, Wi-Fi-სა და მსგავსი მოწყობილობების მიერ გამოყენებულ სიხშირეებს. მომხმარებლებს პოტენციურად შეუძლიათ სმარტფონებში ჩამოტვირთონ უფასო აპლიკაცია, რომელიც გაეშვება ფონურ რეჟიმში, გააკონტროლებს შესაბამის სიხშირეებს და დაფიქსირებულ მონაცემებს გადაუგზავნის მონაცემების დამუშავების ცენტრალურ დაწესებულებას.„FRB ირმის ნახტომში, არსებითად ჩვენს უკანა ეზოში, გადარეცხავდა მთლიან პლანეტას. თუკი ათასობით მობილური ტელეფონი ერთდროულად დააფიქსირებდა რადიობგერებს, ეს იქნებოდა კარგი ნიშანი, რომ ჩვენ ეს მოვლენა ნამდვილად ვიპოვეთ“, — განმარტავს თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარი დან მაოზი.ირმის ნახტომის FRB-ს პოვნა გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს. რამდენიმე, შორეულ სიგნალზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე დაფიქსირებულია, მაოზი და ლეობი ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომში ეს სიგნალები წარმოიქმნება ყოველ 30-1500 წელიწადში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ FRB-ს განმეორებადობა ახასიათებს, თუნდაც ათწლეულებში და საუკუნეებში ერთხელ, შესაძლოა ირმის ნახტომში რომელიმე მათგანი დღეისათვის ცოცხალი იყოს. თუ ეს ასეა, წარმატება შეიძლება ყოველწლიური ან იქნებ ყოველკვირეული მოვლენა გახდეს.
წაკითხვა
მარსის წყლიანი წარსულის უახლესი კვალი - ასტრონომთა კიდევ ერთი აღმოჩენა
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 19:49:00
დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის მკვლევრებმა მარსის უძველეს ხეობაში აღმოაჩინეს მიწის მონაკვეთი, რომელიც როგორც ირკვევა, არცთუ ისე შორეულ წარსულში, წყლით ყოფილა დატბორილი. შესაბამისად, მათ ეს ადგილი მთავარ სამიზნედ გამოაცხადეს წითელ პლანეტაზე წარსულში შესაძლო სიცოცხლის ძიებისთვის. აღმოჩენის შესახებ სულ ახალხან გამოქვეყნდა Geophysical Research Letters-ში. კვლევის ავტორები არიან ტრინიტი-კოლეჯის დოქტორი მერი ბურკი და მისი კოლეგა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ჰიზერ ვაილსი.„დედამიწაზე, ქვიშის დიუნებიანი არეალები პერიოდულად იტბორება იმ ადგილებში, სადაც არის მიწისქვეშა წყლები ან სიახლოვეს მდებარეობს ტბა, მდინარე თუ სანაპირო. ასეთი პერიოდული დატბორვები კვალს ტოვებს“, — ამბობს მერი ბურკი.„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ემოცია, როდესაც მარსის ერთ-ერთი არეალის თანამგზავრული ფოტოების სკანირებისას, ზუსტად ასეთი ნაკვალევი დავინახეთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ წყალი იქ შედარებით უახლეს წარსულოში იყო“.მაგავსი კვალი, ე. წ. „რკალისებრი ზოლები“, ანუ მონაკვეთი ქვიშის მოძრავ დიუნებს შორის, მკვლევრებმა ნამიბის უდაბნოს დისტანციური ზონდირებით შესწავლისასაც შენიშნეს. საველე სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ეს „რკალისებრი ზოლები“ წარმოქმნილი იყო მიწისქვეშა წყლების ამოფრქვევის წყალობით, დიუნების დანალექების მარილებით გეოქიმიურად ჩაცემენტების შედეგად. დიუნების ეს დანალექები მოგვიანებით უძრავი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიუნები მოძრაობას განაგრძობს, ეს ადგილი კი მუდამ ერთ ადგილას რჩება.„ნამიბის უდაბნოში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მარსზე, დიუნებს შორის არსებული მსგავსი რკალისებრი ზოლები ასევე წარმოადგენს მიწისქვეშა მლაშე წყლების მერყეობის მანიშნებლებს იმ პერიოდში, როდესაც დიუნები აქტიურად გადაადგილდებიან დაბლა, ხეობისკენ“, — ამბობს ბურკი.  „ამ აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. პირველი — მარსის ქვიშის დიუნები წარმოაჩენს იმის მტკიცებულებას, რომ წითელი პლანეტის ეკვატორის სიახლოვეს, წყალი შესაძლოა აქტიური იყო არც თუ ისე შორეულ წარსულში. მეორე — ეს ადგილი ამჟამად პოტენციური გეოლოგიური სამიზნეა მარსზე წარსულში არსებული სიცოცხლის საძიებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მკვლევართათვის, რომლებიც სამომავლო მისიებისთვის წითელ პლანეტაზე შესაფერის ადგილებს არჩევენ“. 
წაკითხვა
იმგზავრე უსაფრთხოდ - ახალი აპლიკაცია, რომელიც თანხას გვირიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 16:34:00
​თიუდორ კობალასი ცოტა ხნის წინ ავარიაში მოჰყვა, ის ტელეფონზე მესიჯობდა და ავარიაც სწორედ ამის შედეგია. ამ შემთხვევის გამო, მან გადაწყვიტა ტელეფონი სახიფათო იარაღიდან, უსაფრთხო მგზავრობის საშუალებად გადაექცია.​თიუდორი 30 წლისაა, ის რუმინეთიდანაა. მან სპეციალური აპლიკაცია SafeDrive დააპროექტა, რომელიც მძღოლებს ავტომანქანით მგზავრობის დროს ეხმარება დააიგნორონ საკუთარი მობილური ტელეფონი.როგორ მუშაობს აპლიკაცია?​როდესაც მძღოლი მგზავრობისას 10 კილომეტრს გადააჭარბებს, ტელეფონში აპლიკაციის გამშვები ღილაკი გამოჩნდება. აპლიკაციის გაშვებისას ტელეფონი დაიბლოკება. ამ დროს, აპლიკაცია დაიწყებს ქულების შეგროვებას, ეს უკანასკნელი კი სავაჭრო მონეტებად გადაიქცევა, რომელსაც სპეციალურ მარკეტზე ნივთების შესაძენად გამოიყენებთ. რაც უფრო მეტ ხანს არ გამოიყენებთ ტელეფონს მგზავრობის დროს, მით უფრო მეტი ქულა დაგერიცხებათ.აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე მიიზიდა 100 000 მომხმარებლის და 30 კომერციული კომპანიის ყურადღება. თიუდორ კობალასმა ასევე დააპროექტა სპეციალური აპლიკაცია Milez, რომელიც თინეიჯერებზეა გათვლილი. ამ აპლიკაციის მეშვეობით თინეიჯერები უსაფრთხო მგზავრობასთან ერთად, მოგზაურობის წესებსაც ეცნობიან. და რაც მთავარია, თუ თინეიჯერები უსაფრთხოდ იმგზავრებენ და მგზავრობისას ტელეფონს არ გამოიყენებენ, მათ თანხა ნათესავებისგან და მეგობრებისგან ჩაერიცხებათ.წყარო: BBC
წაკითხვა
არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 22:15:00
არის თუ არა სიცოცხლე ევროპაზე — იუპიტერის გარშემო მოძრავ ყინულოვან მთვარეზე? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხს მალე მივიღებთ, რადგან NASA-მ მტკიცედ გადაწყვიტა, ევროპაზე რობოტი გაუშვას, რომელიც მის ყინულოვან ქერქს გაბურღავს და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს.სააგენტოს ახალი ანგარიში აღწერს ხომალდის გაგზავნის გეგმას, რომელიც მთვარის ზედაპირს 10 სმ სიღრმეზე გაბურღავს და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ანალიზებს ჩაუტარებს აღებულ ნიმუშებს, რის შემდეგაც მკვლევრებს მოაწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ, ასევე გაირკვევა, ყვავის თუ არა იქ სიცოცხლე.მიუხედავად რამდენიმე გადაფრენისა, ამ ყინულოვანი მთვარის გარემოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით; შესაბამისად, ზონდი მზად იქნება ზედაპირზე არსებული მოულოდნელი გარემო პირობებისათვისაც.მკვლევართა განცხადებით, უკვე არსებობს ხომალდის კონცეპტიც. მისიამ სტარტი 2024 წელს უნდა აიღოს და ევროპაზე 2031 წელს დაჯდეს. „ვფიქრობ, ეს გახლავთ დიდებული დიზაინი. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ შევძლებდით ხომალდის დაპროექტებას ტექნოლოგიური სიმწიფისა და შედარებით სიმარტივის კომბინაციით. ინჟინერთა დამსახურებით, მოიძებნა ძალიან პრაქტიკული გამოსავალი. მჯერა, რომ ეს მისია 20 წელიწადში განხორციელდება“, — უთხრა Gizmodo-ს ასტრონომმა ჯონათან ლუნინმა.ზონდის სქემა მოიცავს კამერების სისტემას ზედაპირის ფოტოების გადასაღებად და სხვადასხვა ინსტრუმენტებს ანალიზებისათვის, მათ შორის მაღალსარგებლიან ანტენას კომუნიკაციისათვის და გეოფონს გეოლოგიურ აქტივობაზე დასაკვირვებლად.ხომალდის 42,5 კილოგრამიან მარგ ტვირთში ასევე შედის მასის სპექტრომეტრიული სისტემა, რომელიც იონიზაციის პროცესის წყალობით განსაზღვრავს აღებული ნიმუშების ქიმიურ შემადგენლობას.მკვლევართა მთავარი მიზანი კი მაინც არის იპოვონ ბიოსიგნატურა — წარსული ან ამჟამინდელი სიცოცხლის კვალი, რომელიც იზოტოპებში ან მოლეკულებში იმალება. გარდა სიცოცხლის ძიებისა, ხომალდის კიდევ ერთი დავალება იქნება შეაფასოს ევროპას სიცოცხლისათვის ვარგისიანობა და შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც მეცნიერებს იქ სამომავლოდ გასაგზავნი ხოლამდების დაპროექტებაში
წაკითხვა
ლეგენდარული Nokia 3310 ბრუნდება - ფინური მწარმოებელი მობილურს თვის ბოლოს წარმოადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 19:17:00
კომპანია Nokia ხელახლა გამოუშვებს საკუთარ ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმულ და ბევრისთვის საყვარელ მოდელ Nokia 3310-ს. ტელეფონი პირველად 2000 წელს გამოვიდა და შეიძლება ითქვას, დასაბამი დაუდო თანამედროვე მობილურთა ერას; გამოირჩეოდა ბატარეის გამძლეობითა და ურღვევი კორპუსით. ძველი 3310-ის ახალი ინკარნაცია 59 ევრო ეღირება და სავარაუდოდ, განკუთვნილი იქნება იმ ადამიანების საიმედო, მეორე ტელეფონად, ვისაც იგი ჯერ კიდევ კარგად ახსოვს. საზოგადოების წინაშე ის თვის ბოლოს, ბარსელონაში წარსგდება, მობილურების მსოფლიო კონგრესზე. აღნიშნულ ინფორმაციაც ევან ბლასი ავრცელებს — ადამიანი, რომლისგანაც ხშირად ჟონავს საიდუმლო ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ.  გარკვეულ მახასიათებელთა გამო, Nokia 3310 მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და გამძლე ტელეფონად, რაც კი ოდესმე დამზადებულა. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი მას ჰიდრავლიკური პრესის ქვეშ ათავსებდა, თუმცა ტელეფონი უვნებელი რჩებოდა.სმარტფონების ერაში, Nokia-მ მარცხი განიცადა და Microsoft-ს მიჰყიდა როგორც საკუთარი მობილურების ქვედანაყოფი, ისე ბრენდის გამოყენების უფლება. მას შემდეგ, Microsoft-მა გამოუშვა 29$-ად ღირებული Nokia 215, რომლის ბატარეაც 29 დღეს სძლებს.ამჯერად, Nokia-ს ბრენდით ტელეფონებს გამოუშვებს ფინური კომპანია  HMD Global-ი, რომელმაც Nokia-სგან სახელის გამოყენების უფლება შეიძინა. ბარსელონის კონგრესზე HMD ასევე წარმოადგენს Nokia 3-ს, 5-სა და 6-ს, რომლებიც სავარაუდოდ სმარტფონები იქნება. წყარო: Business Insider
წაკითხვა
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-02-13 21:52:00
დასავლეთ ბრაზილიაში აღმოჩენილია 450 უზარმაზარი, მიწაზე ამოკვეთილი კონსტრუქცია, რომლებიც მეტყველებს თუ როგორ იყენებდნენ მიწას ამაზონის უძველესი საზოგადოებები საუკუნეების წინ, სანამ მათ შემოქმედებას საიდუმლოდ შთქნთქავდა ამაზონის ტროპიკული ტყე.მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს იდუმალი ძეგლები, ისინი აშკარად მეტყველებს, რომ ამერიკაში ევროპელთა გამოჩენამდე ასობით წლით ადრე, ადგილობრივი საზოგადოებები ტრადიციულად ასუფთავებდნენ და ირგებდნენ ამაზონის ლანდშაფტს.„ის ფაქტი, რომ ეს ძეგლები საუკუნეთა მანძილზე იმალებოდა გაუვალი წვიმის ტყეების შუაგულში, ეჭვქვეშ აყენებს იდეას, რომ ამაზონის ტყეები ძველი, სუფთა ეკოსისტემებია“, — ამბობს სან-პაულუს უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯენიფერ ვალტინგი. ეს ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც გეოგლიფებს უწოდებენ, 13 000 კვადრატულ კილომეტრს ფარავს და მათი აღმოჩენა 1980-იანი წლებიდან დაიწყო ბრაზილიის აკრის შტატში, მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეორნეო მიზნებისთვის ტროპიკული ტყეების  ჩეხვა დაიწყეს.უძველეს ღირსშესანიშნაობათა გარშემო არსებული წვიმის ტყეების 6000-წლოვანი ისტორიის აღსადგენად, ვალტინგის ჯგუფმა შეისწავლა ორი ძეგლიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები.ნიადაგში აღმოჩენილი მიკროსკოპული მცენარეული ნამარხების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა შესძლეს უძველეს მცენარეთა ისტორიული განფენილობის შეფასება, ნახშირის შემცველობა კი მიუთითებს, რომ მიწის მოსუფთავებას ტყეების გადაწვის გზით ახდენდნენ.ამ შემთხვევაში, როგორც ნიმუშებმა აჩვენა, ტროპიკულ ტყეებში მინიმუმ 6000 წლის წინ დომინანტი ყოფილა ბამბუკი, ნახშირის არსებობა კი მიუთითებს, რომ ამ არეალში ადამიანი 4000 წლის წინ მისულა, რა დროიდანაც მნიშვნელოვნად გაზრდილა პალმის ხეების ოდენობა. ირკვევა, რომ მიწის მოსუფთავების მიზნით ტყეების გადაწვას პიკისთვის  2 300-1 400 წლის წინ მიუღწევია; მკვლევართა აზრით, სწორედ ამ დროს აშენდა მიწის პირველი კონსტრუქციებიც.თხრილები, რომლებიც როგორ
წაკითხვა
ასობით გამორიყული ვეშაპის აფეთქების საფრთხე ახალ ზელანდიაში
გამოქვეყნებულია: 2017-02-13 19:49:00
ახალი ზელანდიის სანაპიროებთან, ასობით პილოტი ვეშაპი გამოირიყა. გამანადგურებელ მოვლენას მხოლოდ რამდენიმე ვეშაპი გადაურჩა, რომლებიც უკან, ოკეანეში ცოცხლები დააბრუნეს.თუმცა, ყველაფერი ახლა იწყება დასუფთავების ჯგუფისთვის, რადგან სამხრეთის კუნძულის ერთ-ერთ პლაჟზე ასობით ვეშაპის გვამია მიყრილ-მოყრილი; ტერიტორია საზოგადოებისთვის დახურულია, რადგან გაზების გამო, მოსალოდნელია მკვდარი ვეშაპების მოულოდნელი აფეთქება.  „ფეთქდება ვეშაპების მუცელი. თუ თქვენ ამ დროს მასთან ახლოს იმყოფებით, არც თუ ისე სასიამოვნოა, სახეში მოგხვდეთ „ნაწლავური ბომბი“; ამდენი გვამი ერთად არასოდეს გვინახავს, ზოგიერთი მათგანი ტონაზე მეტსაც იწონის“, — ამბობს ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მენეჯერი მაიკ ოგლი. რამდენიმე დღის წინ, ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამორიყვის დროს, სამხრეთის კუნძულის ფაირვოლ-სპიტის პლაჟზე 416 პილოტი ვეშაპი გამოირიყა.გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჯგუფის მისვლამდე დაიხოცა ვეშაპთა 75%. მოხერხდა მხოლოდ 17 ინდივიდის გადარჩენა. ამჟამად, სანაპიროზე 250 გვამი რჩება.გვამების გატანა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან სწრაფად ხდება მკვდარი ვეშაპების ხრწნა და ფეთქდება მუცელში დარჩენილი გაზი.აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ვეშაპების მუცლის გასაჭრელად ჯგუფი სპეციალურ, 2-მეტრის სიგრძის სპეციალურ დანებს იყენებს. 1985 წელს, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდის სანაპიროებთან გამოირიყა 450 ვეშაპი, 1918 წელს, ჩემტემნის კუნძულებთან კი 1000-ზე მეტი ვეშაპი.ვეშაპების დახოცვის ზუსტი მიზეზი უცნობია. მსგავსი მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა.2015 წელს, სამხრეთ ჩილეს სანაპიროებთან გამოირიყა 337 უკბილო ვეშაპი.55 ვეშაპი გამოირიყა 2009 წელს, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პლაჟზე, 2016 წელს კი, ინდოეთში, ბენგალის ყურის ნაპირებზე 80 ვეშაპი.
წაკითხვა
ირმის ნახტომი და მეზობელი გალაქტიკები უზარმაზარი სიცარიელიდან გარბიან
გამოქვეყნებულია: 2017-02-13 00:40:00
ასტრონომებმა სამყაროში არსებული დიდი სიცარიელე აღმოაჩინეს, საიდანაც ირმის ნახტომი და მისი მეზობელი გალაქტიკები დაახლოებით 360 კმ/წმ სიჩქარით გარბიან. ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა კვკლევა, რომლის ფარგლებშიც ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა ჩვენი გალაქტიკის გარშემო არსებულ გალაქტიკათა სიჩქარეები და გაარკვია თუ როგორ ედარებიან ისინი კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონს. ზუსტი სტატისტიკური ანალიზების შეჯერების საფუძველზე, მკვლევრებმა შესძლეს რუკაზე დაეტანათ ადგილობრივი სამყაროს გრავიტაციული განაწილება.ასტრონომთათვის ცნობილია, რომ გალაქტიკათა „ადგილობრივი ჯგუფი“ მიემართება მჭიდრო რეგიონისკენ, რომელსაც შეპლის სუპერგროვას უწოდებენ. ჯგუფმა, რომელსაც იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარი იეჰუდა ჰოფმანი ხელმძღვანელობდა, განსაზღვრა თუ როგორ მიემართებოდა გრავიტაციული ხაზების ყველა წერტილი უცნობი რეგიონიდან შეპლის სუპერგროვისაკენ. მათი ვარაუდით, ეს რეგიონი, რომლიდანაც ჩვენ „გავრბივართ“, დიდი სიცარიელეა.გალაქტიკათა მოძრაობაზე გავლენას ახდენს როგორც სიცარიელე, ისე შეპლის სუპერგროვა. „სამყარო დაიწყო პირველადი მდგომარეობიდან, რომელშიც შეიმჩნეოდა უწესრიგო სიმჭიდროვე — ზოგიერთი რეგიონი უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა. სამყაროს გაფართოებასთან ერთად, ზედმეტად მჭიდრო რეგიონთა გრავიტაციულ ძალათა ქსელი ნაკლებად მჭიდრო რეგიონებს იზიდავს, ისინი კი მის მოგერიებას ცდილობენ“, — ამბობს პროფესორი ჰოფმანი IFLScience-თან საუბრისას.  ამ სიცარიელის აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება ახსნან ირმის ნახტომის სპეციფიკური სიჩქარე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რატომ არ მიემართება ჩვენი გალაქტიკა პირდაპირ შეპლის სუპერგროვისაკენ და რატომ მიდის უფრო მისი გვერდისაკენ. ჩვენგან 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური სივრცის 3D რუკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი გალაქტიკები ერთ ნაკადად ჩამწკრივებულნი მიემართებიან.სამყაროში არსებულ გალაქტიკებს შორის სივრცეები არათანაბარია. ისინი გავრცელებულია ბოჭკოსებურად, ყველაზე მასიური გროვების სახით, რომლებიც ამ ბოჭკოებს შორის გადაიკვეთებიან. ეს არის ე. წ. კოსმოსური აბლაბუდა, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება გალაქტიკათა დიდ გროვები და მხოლოდ რამდენიმე გალაქტიკისგან შემდგარი რეგიონები.
წაკითხვა
თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა ჰალეის კომეტის „დიდი ძმა“ ჩაყლაპა - ჰაბლის აღმოჩენა
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 19:44:00
პირველად ისტორიაში, ასტრონომები კოსმოსში მიმდინარე რაღაც მოულოდნელისა და უცნაურის მომსწრენი გახდნენ — თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა შთანთქა მასიური, კომეტის მსგავსი ობიექტი და მისი ნარჩენები ატმოსფეროში მიმოფანტა.განადგურებული ობიექტის ქიმიური შემადგენლიბა ძალიან ჰგავდა ჰალეის კომეტისას, თუმცა მასზე 100 000-ჯერ მასიური იყო, რის გამოც, მკვლევრებმა მას ზედმეტსახელად ჰალეის „დიდი ძმა“ უწოდეს. თეთრი ჯუჯები უკიდურესად მკვრივი ვარსკვლავებია, რომლებიც ერთ დროს ჩვენს მზეს ჰგავდნენ, თუმცა შემდეგ კოლაფსირდნენ და საბოლოო ფორმა მიიღეს — ვარსკვლავური ობიექტი მზის მასითა და დედამიწის ზომის მოცულობით. შედეგად, თეთრ ჯუჯებს ძლევამოსილი გრავიტაცია აქვთ, რასაც მასთან ზედმეტად ახლოს მისული ობიექტის განადგურება შეუძლია. ვარსკვლავის მიერ კლდოვანი, ასტეროიდის მსგავსი ობიექტის განადგურება გაუგონარი ფაქტია და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა იხილეს თუ როგორ შთანთქა ვარსკვლავმა ყინულისა და კომეტის მსგავსი ნივთიერებების შემადგენლობის მქონე ობიექტი.აღნიშნულ თეთრ ჯუჯას WD 1425+540 ეწოდება და ჩვენგან 170 სინათლის წლის მანძლზე, მენახირის თანავარსკვლავედში მდებარეობს.ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა მოახერხა მისი ატმოსფეროს შემოწმება, რა დროსაც წააწყდა უცნაურ მოვლენას — ვარსკვლავში ვარდებოდა მასიური, კომეტის მსგავსი ობიექტი, რომელიც ამ პროცესში დაიშალა. ამ სასტიკი მოვლენის მომსწრე  NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა, რომ ამ კომეტისმაგვარ ობიექტს ჰალეის კომეტის მსგავსი შემადგენლობა ჰქონდა — ცნობილი კომეტის, რომელიც დედამიწას ყოველ 75 წელიწადში ჩაუვლის.ორივე ობიექტი მდიდარია სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტებით, მათ შორის ნახშირბადით, ჟანგბადით, გოგირდითა და აზოტით, თუმცა თეთრი ჯუჯას მიერ შთანთქმული ობიექტი ჰალეის კომეტაზე 100 000-ჯერ მასიური იყო.გარდა ამისა, ის იყო აზოტით მდიდარი პირველი ობიექტი, რომელიც თეთრმა ჯუჯამ გაანადგურა.„აზოტი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვნთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმისათვის“
წაკითხვა
საქართველოს სკოლებმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურს უმასპინძლეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 16:16:00
საქართველოს სკოლებმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურს უმასპინძლეს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად 28 ათასამდე მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა მეორე ტურში გადასვლა 2 200 - მდე მონაწილემ მოახერხა. ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. საბოლოოდ 20 გამარჯვებული, ინგლისური ენის კურსებზე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. ოლიმპიადა შეფასების და განათლების ეროვნული ცენტრის და ორგანიზაცია „მოქალაქის“ ერთობლივი პროექტია. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „წიგნების თაროს“ ფინალი დღეს გავა ეთერში
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 12:17:00
დღეს, მაყურებელი ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს კულმინაციას იხილავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „წიგნების თარო“ ფინალი 16:30-ზე გავა ეთერში. მეორე სეზონი რეკორდებითა და დაძაბული თამაშებით იყო გამორჩეული, დღეს კი გადაცემის გულშემატკივარს მოულოდნელი, ემოციური და თავბრუდამხვევი შეხვედრა ელის, რომელშიც ერთმანეთს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული სკოლის გუნდი დიდი ბრიტანეთის, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე სეზონის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად, „წიგნების თარო“ მესამე სეზონისთვის რეგისტრაციასაც აცხადებს. განაცხადების მიღება 13 თებერვლიდან დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წაკითხვა
3$ მლრდ ყველა დაავადების განსაკურნად - ცუკერბერგისა და მისი ცოლის ამბიციური პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 01:19:00
2016 წლის სექტემბერში, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა, პედიატრმა პრისცილა ჩანმა დააფუძნეს „ჩან-ცუკერბერგის ინიციატივა“, რომლის მიზანიც საკმაოდ ამბიციურია — ყველა დაავადების განკურნვა, პრევენცია ან მართვა ბავშვებში.  3$ მილიარდიანი ინიციატივის ფარგლებში, ორგანიზაციამ შექმნა არამომგებიანი Biohub-ი, რომლის განცხადებითაც, 47 მეცნიერს, ტექნოლოგსა და ინჟინერს კალიფორნიის, სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებიდან, 50$ მილიონი გადაეცემათ.47 მეცნიერი ფართო დიაპაზონის მრავალ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, თუმცა, 700 აპლიკანტიდან არჩევისას, Biohub-ს სურდა მთელი კონცენტრაცია ერთი ცენტრალური თეზისის გარშემო მომხდარიყო.„ვცდილობდით, ფოკოსურება მოგვეხდინა დაავადებებს მიღმა არსებულ ახალ ტექნოლოგიებზე, ფუნდამენტურ მეცნიერებასა და მექანიზმებზე“, — უთხრა Business Insider-ს Biohub-ის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა სტივენ ქუაკმა. განსაკუთრებულ პირობებში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მკვლევრებმა შესაძლოა ინოვაციური სამუშაოები წარმართონ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინფექციური დაავადებები, გენომები და იმპლანტირებადი მოწყობილობები.არსებობს იმის იმედიც, რომ ამ მკვლევრებმა პოტენციურად შეცვალონ კურსი და ყურადღება მიაქციონ ისეთ დეტალებს, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული მათ მიერ ჩატარებულ ძველ კლლევებთან.„მართლაც ძნელია იპოვო გზები, რომლებიც შეცვლის მიმართულებებს და ახალ მწვერვალებზე აგვიყვანს“, — ამბობს  ქუაკი. „გვსურს, მეტად სარისკო საქმეებს შევეჭიდოთ, რაც შესაძლოა სულაც არ დააფინანსონ სხვა ფონდებმა“.მიუხედავად იმისა, რომ Biohub-ის პროექტში ჩაერთვნენ, მკვლევრები თავიანთ უნივერსიტეტებში პოზიციებს მაინც ინარჩუნებენ. ყველას იმედი აქვს, რომ საკმაოდ ნორმალური დაფინანსება მეცნიერებს გასაოცარ აღმოჩენებში დაეხმარება. „სტანდარტები უკიდურესად მაღალია. ისინი საუკეთესო მეცნიერები და ინჟინერები არიან“, — ამბობს  ქუაკი. მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით
წაკითხვა
ჰაბლმა ანდრომედაში სპირალები დაინახა
გამოქვეყნებულია: 2017-02-11 21:52:00
ანდრომედას თანავარსკვლავედი ერთ-ერთია 88 თანამედროვე თანავარსკვლავედს შორის და არ უნდა აგვერიოს ჩვენს მეზობელ ანდრომედას გალაქტიკაში. ანდრომედას თანავარსკვლავედში მდებარეობს ფოტოზე გამოსახული გალაქტიკა სახელწოდებით NGC 7640.  გაკაქტიკების ფორმისა და სტრუქტურიდან გამომდინარე, არსებობს მრავალი განსხვავებული კლასიფიკაცია; NGC 7640 ფირფიტიანი სპირალური ტიპისაა. ისინი შეიცნობიან თავიანთი სპირალური მკლავებით, რომლებიც გამოედინებიან არა წრიული ბირთვიდან, არამედ გალაქტიკის ცენტრში მდებარე წაგრძელებული ფირფიტიდან. ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომი ასევე ფირფიტიანი სპირალური გალაქტიკაა. NGC 7640 ამ ფოტოზე შესაძლოა სულაც არ ჰგავდეს სპირალს, რაც გამოწვეულია ამ გალაქტიკის ორიენტაციით დედამიწის ან ჰაბლისადმი, რომელიც ამ შემთხვევაში, ფოტოგრაფის როლს ასრულებდა. ხშირი არაა შემთხვევები, როცა გალაქტიკებს ასე დეტალურად, სპირალური მკლავების დონეზე ვხედავთ.არსებობს მტკიცებულება, რომ NGC 7640-ს წარსულში განცდილი აქვს გარკვეული სახის ურთიერთქმედება. გალაქტიკებს უზარმაზარი მასა აქვთ და შესაბამისად, გრავიტაციის გზით ერთმანეთს აზიანებენ. ზოგჯერ ეს ურთიერთქმედება სუსტია, ზოგჯერ კი სასტიკად დრამატული, როდესაც ერთმანეთს ეჯახება ორი ან მეტი გალაქტიკა და წარმოიქმნება ერთი ახალი, დიდი გალაქტიკა. გალაქტიკის ისტორიისა და წარსულში მის მიერ განცდილი ურთიერთქმედების შესწავლა ასტრონომებს დაეხმარება უკეთ განსაზღვრონ თუ როგორ წარმოიქმნება გალაქტიკები და მათში არსებული ვარსკვლავები.მომზადებულია phys.org-ის მიხედვით
წაკითხვა
ახალი ტიპის შავი ხვრელი, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავთგროვაში იმალება - ასტრონომთა აღმოჩენა
გამოქვეყნებულია: 2017-02-11 00:51:00
შავი ხვრელები ორ კატეგორიად იყოფა: პატარა, ვარსკვლავის მასის შავი ხვრელები, რომელთა მასა რამდენიმე მზის მასას უდრის და სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც მზეზე მილიონობით და მილიარდობით მეტს იწონიან. ასტრონომთა ვარაუდით, ასევ არსებობს საშუალო შავი ხვრელებიც, რომელთა მასა 100 – 10 000 მზის მასის ტოლია, თუმცა, ვერ აქამდე ხერხდებოდა შესაბამისი მტკიცებულების აღმოჩენა.თუმცა ამჯერად, ასტრონომთა ცნობით, მათ მიაგნეს მტკიცებულებას, რომ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვა 47 ტუკანას ცენტრში, საშუალო, 2 200 მზის მასის შავი ხვრელი იმალება.„გვსურს ვიპოვოთ საშუალო მასის შავი ხვრელები, რადგან ისინი ერთგვარი ნაკლული ხიდია ვარსკვლავის მასისა და სუპერმსიურ შავ ხვრელებს შორის. შესაძლოა ისინი დღეისათვის გალქტიკათა ცენტრებში მოთავსებული მონსტრი შავი ხვრელების წინაპრებიც იყვნენ, რომლებიც თანდათან გაიზარდნენ“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერი, კვლევის ავტორი ბულენტ კიზილტანი. 47 ტუკანა 12 მილიარდი წლის ასაკის ვარსკვლავთგროვაა და დედამიწიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე, ტუკანის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. მისი დიამეტრი მხოლოდ 120 სინათლის წელია და მოიცავს ათასობით ვარსკვლავს. ასევე შეიცავს მრავალ პულსარს, რომლებიც კვლევის საინტერესო სამიზნეებია.47 ტუკანას ცენტრალური შავი ხვრელის ძიება წარსულში წარუმატებლად დასრულდა. უმრალვეს შემთხვევებში, შავ ხვრელს პოულობენ მის გარშემო მოძრავი ცხელი მატერიის მიერ გამოყოფილი რენტგენული გამოსხივების წყალობით. მაგრამ ეს მეთოდი ღირებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი შავი ხვრელი ახლომდებარე გაზს ჭამს. 47 ტუკანა გაზისგან თავისუფალია, რაც შიმშილს უქადის ნებისმიერ შავ ხვრელს, რომელიც შეიძლება იქ იმალებოდეს.ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი თავის არსებობას ასევე ამჟღავნებს საკუთარი გავლენით ახლომდებარე ვარსკვლავებზე. წლების მანძილზე მიმდინარე ინფრაწითელი დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული ვარსკვლავები რაღაც უხილავი ობიექტის გარშემო მოძრაობდნენ, რომელსაც ძლიერი გრავიტაცია გააჩნდა. მაგრამ 47 ტუკანას გადაჭედილი ცენტრი შეუძლებელს ხდის თითოეული ვარსკვლავის მოძრაობაზე დაკვირვებას. ახალი კვლევა მტკიცებულებათა ორ ხაზს ეყრდნობა. პირველი მათგანია ვარსკვლავების საერთო მოძრაობა გროვის მასშტაბით. სფეროსებრი გროვის გარემო იმდენად მჭირდოა, რომ უფრო მძიმე ვარსკვლავები ცენტრისკენ არიან მიდრეკილნი. საშუალო მასის შავი ხვრელი გროვის ცენტრში, კოსმოსური „კოვზივით“ მოქმედებს და ქვაბს ურევს, რაც განაპირობებს ვარსკვლავთა მაღალი სიჩქარით გატყორცნას
წაკითხვა

უახლესი