საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ციმბირის „ქვესკნელის კარიბჭე“ საგანგაშო მაჩვენებლით იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-27 22:10:00
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ციმბირის მრავალწლოვან მზრალობას ბოლო დროს მხოლოდ თხელი ყინულიღა დარჩა. გარემო პირობები იმდენად იცვლება, რომ უზარმაზარი ხვრელები ჩნდება უბრალოდ არსაიდან, ზოგიერთ ადგილას კი ტუნდრა პირდაპირ ადამიანთა ფეხქვეშ, ბატუტივით ხტუნაობს. თუმცა, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, რეგიონის უდიდესი კრატერი, რომელსაც ადგილობრივი იაკუტიელი ხალხი „ქვესკნელის კარიბჭეს“ უწოდებს, იმდენად სწრაფად იზრდება, რომ დღის სინათლეზე გამოდის დიდი ხნის წინ დამარხული ტყეები, გვამები და კლიმატის ისტორიული, 200 000-წლოვანი ჩანაწერები. ბატაგაიკის კრატერით ცნობილ ფორმაციას ოფიციალურად თერმოკარსტი ეწოდება. მთელი ციმბირის მასშტაბით, ბოლო წლებში არაერთი მსგავსი თერმოკარსტი გამოჩნდა, მაგრამ მკვლევართა აზრით, ბატაგაიკა შესაძლოა რეგიონის ანომალია იყოს, რომელიც რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკიდან დაახლოებით 660 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.კრატერის სიგრძე 1 კილომეტრია, სიღრმე კი 86 მეტრი. იგი უდიდესია ამ სახის კრატერებს შორის, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება.გასულ წელს, გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მეცნიერის, ფრანკ გიუნტერის მიერ წარმოდგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ კრატერის მთავარი კედელი გასული ათწლეულის დაკვირვებების პერიოდში წელიწადში 10 მეტრით იზრდებოდა. შედარებით თბილ წლებში კი ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 30 მეტრს აღწევდა.ჯგუფის ვარაუდით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მატებასთან ერთად, კრატერის გვერდითი კედელი უახლოეს თვეებში მეზობელ ხეობას მიაღწევს, რაც მიწის კიდევ უფრო დიდ ჩანგრევას გამოიწვევს. „ბოლო წლების დაკვირვებები ცხადყოფს, რომ კრატერი გამუდმებით იზრ
წაკითხვა
აღმოჩენილია პირველი ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკა NGC 5044 ჯგუფში
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 20:13:00
არგენტინის ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა პირველი ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა გალაქტიკათა ჯგუფ  NGC 5044 -ში. ჩვენგან 11 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე NGC 5044 ადრეული ტიპის მასიური ელიფსური გაკლაქტიკაა, რომელიც ამავე სახელწოდების ჯგუფის ცენტრშია განთავსებული. ჯგუფი დაახლოებით 150 წევრს შეიცავს, რომელთა დიდი ნაწილი ჯუჯა გალაქტიკებია. ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკები ძალიან კომპაქტური გალაქტიკებია ძალიან ბევრი ვარსკვლავით — თითოეული მათგანი დაახლოებით 100 მილიონ ვარსკვლავს შეიცავს. წარმოადგენენ გარდამავალ სტადიას სფეროსებს გროვებსა და ჯუჯა გალაქტიკებს შორის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ულტრა-კომპაქტური ვარსკვლავური სისტემები მათ ბევრ ცნობას მიაწვდის სამყაროში არსებული გალაქტიკების ფორმაციისა და ევოლუციის შესახებ. სწორედ ამ მიზნით აკვირდებოდა არგენტინელ მკვლევართა ჯგუფი ჩილეში მდებარე ტელესკოპებიდან  NGC 5044-ს. მათ მართლაც გადაიღეს საკმაოდ ღრმა ფოტოები, რომელთა საფუძველზეც, საბოლოოდ დადგინდა NGC 5044 გროვაში ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკის არსებობა.როგორც ამ გალაქტიკის რადიალური სიჩქარი და კუთხური სიახლოვე მიუთითებს, ეს ობიექტი დაკავშირებულია გალაქტიკა NGC 5044-თან. ახლად აღმოჩენილ ულტრა-კომპაქტურ გალაქტიკას NGC 5044-UCD1 უწოდეს.მკვლევრებამ დაადგინეს, რომ NGC 5044-UCD1-ის მეტალიანობა შეესაბამება ქალწულისა და ღუმელის თანავარსკვლავედებში მდებარე სხვა ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკების მეტალიანობის მაჩვენებლებს. გარდა ამისა, მკვლევრებმა შეისწავლეს ამ გალაქტიკაში მიმდინარე ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორიაც, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტის ასაკი დაახლოებით 11,7 მილიარდი წელია.მიუხედავად იმისა, რომ ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკების წარმომავლობა ამ დრომდე დავის საგანია, ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჰიპოთეზის მიხედვით, ისინი ჯუჯა გალაქტიკების მასიური ვარსკვლათგროვები ან გრავიტაციულად დაფლეთილი ბირთვებია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ NGC 5044-UCD1 შესაძლოა უჩვეულოდ მასიური სფეროსებრი გროვა იყოს. როგორც ისინი შენიშნავენ, ობიექტის სიკაშკაშე კლასიუკრ სფეროსებრ გროვათა სიკაშკაშეზე მაღალია. გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ NGC 5044-UCD1-ში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი, რაც ასევე დამახასიათებელია სფეროსებრი გროვებისათვის.„ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ NGC 5044-UCD1 მიეკუთვნება NGC 5044 სისტემის უჩვეულოდ მასიურ სფეროსებრ გროვას“, — წერია დოკუმენტში.
წაკითხვა

უახლესი