საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 13:54:00
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში, მზე სრულად დაბნელდება.  მზის სრული დაბნელება ხილული იქნება ორეგონის შტატიდან სამხრეთ კაროლინის შტატამდე, 113 კმ სიგანის ზოლში, თუმცა ნაწილობრივი დაბნელება აშშ-ის მთელი ტერიტორიიდან იქნება შესამჩნევი.  სრული დაბნელება სულ აშშ-ის 12 შტატს მოიცავს და ამ პერიოდში, ცას სრული წყვდიადი მოიცავს, გამოჩნდება ვარსკვლავებიც. მოვლენაზე დაკვირვება შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით. აშშ ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მზე სრულად დაბნელდება. მოვლენის სანახავად, ქვეყანაში უკვე ჩასულია მრავალი ტურისტი.  ფოტოებს გადაიღებს არაერთი საჰაერო ხომალდი, მათ შორის NASA-ს ხომალდები და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები.   „ამ ციურ მოვლენაზე დაკვირვება განცხორციელდება კოსმოსიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან, ისე, როგორც აქამდე არასდროს“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.   რა არის მზის სრული დაბნელება? მზის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარის დისკო ცაში სრულად ფარავს მზის დისკოს. მზის სრული დაბნელების ფაქტი კოსმოსური გეომეტრიის ერთგვარ უცნაურობაზე მეტყველებს. მთვარე დედამიწიდან საშუალოდ 385 000 კილომეტრითაა დაშორებული, რაც საკმაირისა იმისათვის, რათა ის ცაზე ზუსტად მზის ზომის გამოჩნდეს. დედამიწის პერსპექტივაში, ეს ორი ციური სხეული ერთ ხაზზე ყოველ 18 თვეში ერთხელ განლაგდება.  სრული დაბნელების ზოლს მიღმა, კონტინენტური აშშ-ისა და მიმდებარე არეალების მცხოვრებნი მზის ნაწილობრივ დაბნელებას იხილავენ, როდესაც მზის დისკო ნაწილობრივ დაიფარება მთვარის მიერ. ყოველწლიურად, დედამიწაზე მზის 2-დან 5-მდე დაბნელება ხდება, მაგრამ სრულ დაბნელებას მხოლოდ ყოველ 18 თვეში ერთხელ აქვს ადგილი.   რა გამოჩნდება მზის სრული დაბნელებისას? 
წაკითხვა
როგორ გავშიფროთ ტექსტი ქართულად - ხელსაწყო ქართველი ჟურნალისტებისათვის
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 16:39:00
რამდენიმე დღის წინ, გუგლის აპლიკაციებს 30 ენის ხმოვანი ამოცნობის ფუნქცია დაემატა. ენებს შორის ქართულიცაა. გუგლს უკვე შეუძლია ქართულ ენაზე წარმოთქმული სიტყვების გაგება და მათი ტექსტურ ვარიანტის დაბეჭდვა. ​გუგლის პრეს რელიზში ყურადღება ქართულ ენაზეა გამახვილებული: "განახლების შედეგად გვემატება უძველესი ქართული ენა, მისი მეათე საუკუნის დროინდელი ანბანით", - ვკითხულობთ რელიზში.ახალი ენები, ასევე, ხელმისაწვდომი გახდა Cloud Speech API-ში და მალე დაემატება გუგლის სხვა აპლიკაციებს და პროდუქტებსაც, მათ შორის Google Translate-ს.შესაბამისი ფუნქციის გასააქტიურებლად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი.ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, გახსენით Google-ის აპლიკაცია, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს და გადადით პარამეტრების განყოფილებაში, შემდეგ აირჩიეთ Voice (ხმა) და აირჩიეთ ქართული ენა.მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფუნქციის გამოყენება ჟურნალისტებსაც შეუძლიათ. კონკრეტულად კი, ახალი ფუნქციის დახმარებით ჟურნალისტები ტექსტის გაშიფვრას მარტივად შეძლებენ. ​როგორ გავშიფროთ ტექსტი ქართულად:​ტექსტის გასაშიფრადაც ზუსტად იგივე აპლიკაცია გვჭირდება, რაც ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში. ასე რომ, სანამ ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციებს მიყვებით, Play Store-დან Gboard აპლიკაცია ჩამოტვირთეთ.პირველ რიგში, დავაინსტალიროთ აპლიკაცია Google Keep, თუ უკვე დაინსტალირებული გაქვთ, უბრალოდ გახსენით. აპლიკაციის გამოყენება, როგორც მობილურ ტელეფონში, ისე კომპიუტერში შეგვიძლია. აპლიკაციის გახსნის შემდეგ, ჩანიშვნის ახალ ფანჯარაში კლავიატურის Space ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერის შემთხვევაში ავირჩევთ ფუნქციას - Google Voice Typing. ვუკარნახებთ სასურველ ტექსტს ან დიქტაფონზე ჩაწერილ მასალას მოვასმენინებთ. Gbroard კლავიატურა ქართულ სიტყვებს ამოიცნობს და მას ტექსტურ ვარიანტად აქცევს. აღნიშნული ფუნქციის გამოყენება სხვა Note აპლიკაციებშიც შეგვიძლია. მთავარია, მობილურ ტელეფონში Google-ის Gboard აპლიკაცია გვქონდეს ჩამოტვირთული და ფუნქციებში ქართული ენა გვქონდეს მონიშნული.
წაკითხვა
ფეისბუქმა News Feed განაახლა - აპლიკაციის ახალი დიზაინი
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 14:14:00
​ფეისბუქმა საკუთარი აპლიკაციის დიზაინი განაახლა. ცვლილებები ჯერ თუ არ შეგიმჩნევიათ, ე.ი. თქვენი აპლიკაცია ჯერ არ განახლებულა. ამისათვის საჭიროა Play Market-სა და App Store-ში შეხვიდეთ და ფეისბუქის მობილური აპლიკაცია განაახლოთ. ​განახლებული დიზაინი უფრო მარტივი და სადაა, ამასთან დახვეწილი და პრაქტიკული. ფეისბუქმა აპლიკაციაში ლურჯი ფერები შეამცირა და ძირითადი აიქონის ზომები გაადიდა.​კონკრეტულად, რა ცვლილებებს შევხვდებით ახალ აპლიკაციაში:​შემცირებული ლურჯი ფერები​გაზრდილი აიქონები​კვადრატული პროფილის ფოტო ახლა უკვე მრგვალიაგაიზარდა გაზიარების, მოწონებისა და კომენტარების ღილაკები, რითაც საჭირო ფუნქციების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდა.​კომენტარების ველში, დიალოგები ე.წ. ბაბლებში ჩაჯდა და ის უფრო გამარტივებულად იკითხება​ასევე, გაიზარდა Link Preview-ის ზომაც.
წაკითხვა
სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ტვინის ფუნქციონირება რამდენიმე წუთს შესაძლოა კვლავ გრძელდება - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 09:45:00
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის სხეულის სიკვდილიდან 10 წუთის განმავლობაში, თავის ტვინის ფუნქციონირება შესაძლოა კვლავ გრძელდებოდეს.  კანადაში, რეანიმაციის ექიმების დაკვირვებით, ერთ-ერთი პაციენტის თავის ტვინმა მუშაობა მაშინაც განაგრძო, როცა ადამიანი დაიღუპა.  აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმებმა პაციენტის სიკვდილი დაკვირვებათა ნორმალურ დიაპაზონში განხორციელების შემდეგ დაადასტურეს — არ შეინშნებოდა გულისცემა, არ რეაგირებდა თვალის გუგებიც. თუმცა, როგორც ტესტები აჩვენებდა, პაციენტის ტვინი კვლავ მუშაობდა  — ტვინში შეინიშნებოდა იგივე სახეობის ტალღები, რაც ღრმა ძილისას. კვლევაში, რომელმაც ახალი სამედიცინო და ეთიკური გამოწვევები წარმოშვა, ექიმები იუწყებოდნენ, რომ მათ იხილეს „ერთი დელტა ტალღის იმპულსები, რომლებიც შეუპოვრად მოჰყვა გულის რიტმისა და არტერიული სისხლის წნევის შეწყვეტას. კვლევა კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა. შესწავლილი ოთხი ადამიანიდან, მხოლოდ ერთის შემთხვევაში შეამჩნიეს ტვინის დიდხნიანი, უცნაური აქტივობა, სხვა იმ აქტივობასთან ერთად, რომელიც უმრავლესი პაციენტის შემთხვევაში, ჯერ კიდევ გულისცემის შეწყვეტამდე კვდებოდა. თუმცა, ყველა მათგანის ტვინები განსხვავებულად იქცეოდა სიკვდილიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც დამატებით საიდუმლოს ჰმატებდა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა მათი სიკვდილის შემდეგ.  ექიმებმა ამ ეტაპზე არ იციან, თუ რა შეიძლება იყოს ამ აქტივობის მიზანი და ყველას აფრთხილებენ, მსგავსი პატარა ნიმუშიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ზედმეტი დასკვნებისგან. მაგრამ როგორც იქვე აღნიშნავენ, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანი სამედიცინო აღჭურვილობა ბრწყინვალედ მუშაობდა, ძნელია იფიქრო, რომ ტვინის ეს ფუნქციონირება შეცდომის შედეგია.  ამ დრომდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ტვინის ყოველგვარი ფუქნციონირება მყისიერად ჩერდებოდა სიკვდილიდან ერთი წუთის განმავლობაში. თუმცა, მსგავსი დასკვნა გამომდინარეობდა ვირთხებზე ჩატარებული კვლევების შედეგად; როგორც აღმოჩნდა, ადამიანების შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირია. „გულის გაჩერებიდან ერთი წუთის განმავლობაში, დელტა ტალღები ვერ შევნიშნეთ ოთხ პაციენტში“, — წერენ მკვლევრები. რა ხდება სიკვდილის შემდეგ სხეულისა და გონების გარშემო — მეცნიერთათვის თითქმის მთლიანად საიდუმლოდ რჩება. მაგალითად, გასულ წელს, ორმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის სიკვდილიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი
წაკითხვა
Sarahah - ყველაზე გულახდილი აპლიკაცია, რომელმაც მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 21:06:00
რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი ახალმა გასართობმა მოიცვა. სახელი Sarahah უკვე ყველასათვის ცნობილია. ეს ონლაინ მესიჯების ანონიმურად გაგზავნის სერვისია. ახალი პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლები წერილებს ანონიმურად გზავნიან. პლატფორმაზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია. მეილისა და სასურველი "ნიქნეიმის" მეშვეობით ქმნით ანგარიშს, თქვენი პროფილის ლინკს აზიარებთ სოციალურ ქსელში და ელოდებით პირველ წერილს. პლატფორმა სრულიად ანონიმურია და თქვენ წერილის გამომგზავნის ვინაობას ვერ გებულობთ. ​რას ნიშნავს Sarahah? - სიტყვა არაბულ ენაზე გულახდილობას, სიმართლეს ნიშნავს. მილიონობით მომხმარებლების მიზიდვის საბაბიც სწორედ გულახდილობის მოლოდინი გახდა. ისინი საკუთარი მეგობრებისგან ისეთი შინაარსის წერილებს იღებენ, რომელთაც არაანონიმურ გარემოში ვერ მიიღებდნენ. ჯერჯერობით თქვენ არ შეგიძლიათ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამ ფუნქციის დამატებაზე Sarahah უკვე მუშაობს.
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 19:27:00
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კოსმოსურ ხომალდებს, NASA-ს ვოიაჯერ 1-სა და ვოიაჯერ 2-ს, ამა წლის აგვისტოსა და სექტემბერში მუშაობისა და კვლევის 40 წელი უსრულდებათ. მიუხედავად დედამიწიდან წარმოუდგენლად შორ მანძილზე ყოფნისა, ისინი ყოველდღიურად კვლავ ეკონტაქტებიან NASA-ს და დღემდე იკვლევენ ფინალურ საზღვარს. მათმა ისტორიამ გავლენა იქონია მეცნიერთა და ინჟინერთა არა მხოლოდ ამჟამინდელ თაობაზე, არამედ დედამიწის კულტურაზე, მათ შორის ფილმებზე, მხატვრობასა და მუსიკაზე. თითოეულ ხომალდს თან მიაქვს ოქროს ჩანაწერი, რომელზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, სურათები და შეტყობინებები, მათ შორის ქართული სიმღერა „ჩაკრულო“.  იქიდან გამომდინარე, რომ ვოიაჯერებმა შეიძლება მილიარდობით წელიწადს გასძლონ, ეს დროის წრიული კაფსულები შესაძლოა ერთ დღესაც ადამიანთა ცივილიზაციის ერთადერთ ნაკვალევად იქცეს გალაქტიკაში.  „დარწმუნებული ვარ, რომ 40-წლიანი საქმიანობის დროს, ვოიაჯერებთან მიღწევებით მხოლოდ რამდენიმე სხვა მისია თუ მივა“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის (SMD) ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.  „მათ განგვანათლეს სამყაროს უცნობ საოცრებათა შესახებ და ნამდვილად შთააგონეს კაცობრიობა მზის სისტემისა და მის მიღმა სივრცის კვლევაში“. თავიანთ სწორუპოვარ მოგზაურობაში, ვოიაჯერებმა მრავალი ჩანაწერი გააკეთეს. 2012 წელს, 1977 წლის 5 სექტემბერს გაშვებული ვოიაჯერ 1 ერთადერთი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა. თავის მხრივ, 1977 წლის 20 აგვისტოს გაშვებული ვოიაჯერ 2 ერთადერთი ხომალდია, რომელმაც მზის სისტემის ოთხივე გარე პლანეტას ჩაუფრინა — იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს. პლანეტებთა მათი მრავალგზის შეხვედრის დროს გაკეთებულია მრავალი აღმოჩენა, მათ შორის — პირველი აქტიური ვულკანები დედამიწის მიღმა, იუპიტერის მთვარე იოზე; ზედაპირქვეშა ოკეანეზე მინიშნება იუპიტერის მთვარე ევროპაზე; დედამიწისასთან ყველზე მიახლოებული ატმოსფერო მთელ მზის სისტემაში — სატურნის მთვარე ტიტანზე; ურანის ყინულოვანი მთვარე მირანდა; ყინულოვანი, ცივი გეიზერები ნეპტუნის მთვარე ტრიტონზე.  მიუხედავად იმისა, რომ ხომალდებმა ყველა პლანეტა უკან მოიტოვეს და 40 000 წლის შემდეგ სრულიად სხვა ვარსკვლავს მიუახლ
წაკითხვა
ტომარაჩამოცმული ორანგუტანი მეგობრების შეშინებას ცდილობს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 14:08:00
ბავშვობაში ალბათ ყველას გვიცდია ტომრის ჩამოფარება და სხვების შეშინება, ვითომ მოჩვენება ვყოფილიყავით. იქნებ ბევრიც შეგვიშინებია.  თუმცა ამ ორანგუტანს, როგორც ჩანს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა — მის მეგობრებს არათუ არ შეეშინდათ, მასხარას ყურადღებაც არ მიაქციეს, სანამ ერთ-ერთ მათგანს ონავარი მეგობრის საქციელი ყელში არ ამოუვიდა.   ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ კლოუნი მაიმუნი მეგობრების შეშინებას მაინც ჯიუტად ცდილობს, მაგრამ ისინი მის ხუმრობას აშკარად ვერ იგებენ. ვიდეო გადაღებულია კუნძულ ბორნეოზე, ნიარუ-მონტენგის სარეაბილიტაციო ცენტრში.  ხშირად, ცხოველებში ადამიანთა მსგავს ქცევებს შეცდომით მიაწერენ ადამიანთა მსგავს განზრახვებს. ორანგუტანებს ჩვენსავით უყვართ თამაში. ძველი ტომარა კი მხოლოდ გართობის ერთ-ერთი საშუალებაა.  უკვე თითქმის 20 წელია, ნიარუ-მონტენგის ორანგუტანთა რეინტროდუქციის პროექტი შიმპანზეებისა და სხვა დაცული პრიმატების გადარჩენაზე ზრუნავს — უზრუნველყოფს დროებითი თავშესაფრებით, შემდეგ კი ტრადციულ გარემოში აბრუნებს.  ზოგიერთი შეფასებით, ჩვენი ახლო ბიძაშვილთა ოდენობა ინდონეზიის კუნძულ ბორნეოსა და სუმატრის ველურ გარემოში 100 000-მდე შემცირდა და შედეგად, გადაშენების პირას მყოფ სახეობად იქცა.  მათი პოპულაციის მთავარ საფრთხედ ტყის ჩეხვა და პლანტაციების გაშენება რჩება.   მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 
წაკითხვა
შექმნილია ახალი ალგორითმი, რომელიც თქვენს ფოტოებს გადაღებამდე დაამუშავებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 22:40:00
Google-ისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრების მიერ შექმნილი ახალი ალგორითმები სმარტფონებს ფოტოების რეალურ დროში დამუშავებისა და შესწორების შესაძლებლობას მისცემს, მანამდე, სანამ გადაღების ღილაკს დააჭერთ თითს. შესაბამისად, მათ შეეძლებათ უვარგისი ფოტოები გადაღებამდე შეასწორონ. მანქანური სწავლების მექანიზმთა ქსელს დასამუშავებლად მიეცა ხუთი პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 5000 ფოტო, რათა შეესწავლა, თუ როგორ შესძლებდა პროგრამული უზრუნველყოფა ფოტოებისათვის საუკეთესო გამოსახულების მიცემას. ამ შემთხვევაში რეალურ ინოვაციას წარმოადგენს შედეგად მიღებული ალგორითმების ეფექტიანობა და სისწრაფე, რათა ფოტოს შესწორებები მანამ მოერგოს, სანამ თქვენ ჯერ კიდევ სელფის გადასაღებად პოზირებთ. მასზე მომუშავე მკვლევართა განცხადებით, პოტენციურად, მისი გამოყენება მართლაც შესაძლებელი იქნება.  „ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, ძალიან გამოსადეგი გახდეს ფოტოების რეალურ დროში გაუმჯობესებისათვის მობილურ პლატფორმებზე“, — ამბობს Google-ის წარმომადგენელი ჯონ ბარონი. კომპიუტერებისთვის სურათების დამუშავების სასწავლებლად, მანქანური სწავლება Google-მა და სხვა კომპანიებმა ადრეც გამოიყენეს, მაგრამ თანამედროვე სმარტფონთა ფოტოები და პლუს შეზღუდული კომპიუტერული სიმძლავრე დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს რეალურ დროში რედაქტირებას. ამის მისაღწევად, ინჟინრებმა შექმნეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია კამერის ხედმძებნიდან (viewfinder) მომდინარე დაბალი რეზოლუციის ფოტოების ვერსიების მომზადება, შემდეგ კი მიღებული შედეგების მასშტაბების გაზრდა ხარისხის დაკარგვის გარეშე. როდესაც დაბალი რეზოლუციის მქონე ფოტოები მაღალრეზოლუციან ვერსიებად კონვერტირდება, თქვენ ან მრავალი დაბლოკილი, პიქსელირებული ფორმები უნდა იხილოთ, ან პროგრამულმა უზრუნველყოფამ უნდა გასწიოს დიდი სამუშაო, თუ როგორ ამოავსოს დეტალი. ამ შემთხვევაში, დაბალი რეზოლუციის მქონე სურათების მასშტაბის გაზრდისათვის, მკვლევრებმა ისინი აწარმოეს არა როგორც ნამდვილი ფოტოები, არამედ ფორმულების სახით, რომელთა მორგებაც შემდეგ შესაძლებელია მაღალრეზოლუციიან ვერსიებზე — ცვლილებები უფრო მატემატიკაში გამოიხატება, ვიდრე ნამდვილ პიქსელებში. საბოლოო
წაკითხვა
Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 21:08:00
Facebook Stories მალე ჩვენი ტელეფონების პარალელურად კომპიუტერებშიც გამოჩნდება. Snapchat-ის იდენტური ფუნქცია ფეისბუქმა საკუთარ მობილურ აპლიკაციაში 2016 წლის ზაფხულში ჩაუშვა. ფეისბუქ ისტორიები მომხმარებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ ფეისბუქმა გადაწყვიტა ფუნქცია Desktop კომპიუტერებისთვისაც გაეაქტიურებინა. Facebook Stories სოციალური ქსელის ზედა მარჯვენა პანელში განთავსდება. ამ ეტაპზე ფუნქცია ტესტირების რეჟიმს გადის და მომხმარებლებს ნელ-ნელა გაუაქტიურდებათ. ​ფეისბუქმა აღნიშნული ფუნქცია Instagram-ზეც ჩაუშვა. ამ დროისათვის Instagram Stories-ს ყოველდღიურად 250 მილიონი ადამიანი იყენებს. "ინსტაგრამის ისტორიების" მომხმარებლებმა Snapchat-საც გადაასწრო, სადაც ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 166 მილიონია. აღნიშნული ფუნქცია სხვა მრავალმა სოციალურმა აპლიკაციამაც აიტაცა. მათ შორის ყველაზე პოპულარულები არიან: Match და Skype. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაუაქტიურდებათ Desktop კომპიუტერის მომხმარებლებს Facebook Stories-ის ფუნქცია.
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 19:46:00
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტის გარშემო წყლის „მოკაშკაშე“ მოლეკულები დააფიქსირეს. შედეგად, ხელთ გვაქვს სტრატოსფეროს მქონე პირველი ეგზოპლანეტის მტკიცებულება.  აღმოჩენის მნიშვნელობა უზარმაზარია. შესაძლოა მან ძალიან ბევრი ცნობა მოგვაწოდოს ცხელი იუპიტერების შესახებ; ეს პლანეტები იუპიტერის მსგავს გაზის გიგანტთა საიდუმლოებით მოცული კლასია, საკმაოდ გავრცელებულია მთელ გალაქტიკაში, მაგრამ ამ დრომდე არაა აღმოჩენილი ჩვენი მზის სამეზობლოში. იუპიტერისაგან განსხვავებით, პლანეტათა ეს კლასი გავარვარებულია. სანამ სტრატოსფერული აღმოჩენის შესახებ უფრო დეტალებში შევიდოდეთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ცხელი იუპიტერები, მაგალითად დედამიწიდან 900 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეს პლანეტა WASP–121b, მხურვალე გარემოს გამო, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ არის. თუმცა, მათი ატმოსფეროს შესახებ კიდევ უფრო მეტის გარკვევა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია უცხო პლანეტათა ფიზიკური და ქიმიური პირობების გასარკვევად; ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ეს პლანეტები არც ისე უცხო აღმოჩნდეს. „ეს შედეგები ამაღელვებელია, რადგან როგორც ის აჩვენებს, ჩვენი მზის სისტემის ატმოსფეროთა უმეტესობის ზოგადი მახასიათებელი — თბილი სტრატოსფერო — შეიძლება ასევე ჰქონდეს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს“, — ამბობს NASA-ს ამისის კვლევითი ცენტრის მკვლევარი მარკ მერლი. „ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები ახლა უკვე შეგვიძლია შევადაროთ იგივე პროცესებს, რომელბიც ჩვენი მზის სისტემაში, სრულიად სხვა პირობებეში მიმდინარეობს“. პლანეტა WASP–121b-ის ატმოსფეროში წყლის კაშკაშა მოლეკულები ჯგუფმა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინა. როგორც სპექტროგრაფიულმა ანალიზებმა აჩვენა, წყლის მოლეკულები ინფრაწითელ რადიაციას გამოყოფდნენ, რადგან ენერგიას კარგავდნენ პლანეტის უკიდურესად ცხელ სტრატოფეროში ტემპერატურის გაზრდის გამო. საუბარია ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებულ 2500°C-ზე. მართალია, ხშირად ვფიქრობთ, რომ შორეულ ობიექტებთან წყლის არსებობა შეიძლება სიცოცხლის უტყუარი ნიშანი იყოს, WASP–121b-ის შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა. ზომით ეს პლანეტა იუპიტერზე ორჯერ დიდია, მასით 1,2-ჯერ აღემატება
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 18:45:00
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ შესაძლოა ამ პოზიციის დასახელება ეს ერთ-ერთი ყველაზე დიადი იყოს, რაც კი ოდესმე მოუფიქრებიათ: პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი.  წლიური ხელფასი საშუალოდ 124 000$ — 187 000$ იქნება. პოზიციაზე ხუთი წლით დაგნიშნავენ, მუშაობა მოგიწევთ ნამდვილად ჭკვიან ხალხთან და არ დაგევალებათ თითქმის არაფრის მართვა. თქვენი სამუშაო სავარაუდოდ იქნება დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შემოჭრის თავიდან აცილება ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხვა პლანეტების დაცვა ჩვენგან. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოხატა მზარდი ენთუზიაზმი ამერიკის კოსმოსური პროგრამისადმი, გასულ წელს ხელი მოაწერა ეროვნული კომსოსური საბჭოს აღდგენის დოკუმენტს, რომელიც 1990-იანი წლებიდან აღარ არსებობდა; გარდა ამისა, სიხარულით განიხილავს ადამიანების მარსზე გაგზავნის პრესპექტივას. როგორც The Washington Post-ი იუწყება, მის მიერ NASA-სთვის შეთავაზებული ბიუჯეტი მთლიანობაში ოდნავ შემცირებულია, მაგრამ მისი სურვილია, დანახარჯები წირითადად წარიმართოს ღრმა კოსმოსურ კვლევებზე, ვიდრე დედამიწაცენტრულზე.  საინტერესოა, როგორ მოვა თანხვედრაში პლანეტარული დაცვის ერთკაციანი ოფისი NASA-ს ბევრად უფრო ფართო მიზნებთან? NASA-ს მეცნიერი კატრინ კონლი, რომელიც ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, გულწრფელად საუბრობს თვალსაწიერსა და პასუხისმგებლობებზე; როგორც მან 2014 წელს Scientific American-ს განუცხადა, მისი საქმიანობის ძირითადის ფოკუსია იმის გარანტირება, რომ სააგენტოს საქმიანობა თანხვედრაში მოვიდეს 50-წლის წინ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომელიც სტანდარტებს აწესებს დედამიწის მიღმა სივრცის ბიოლოგიური დაბინძურების პრევენციისა და პლანეტის ბიოსფეროს არამიწიერი სიცოცხლისაგან დაცვისათვის. ბოლოს, გამოცემამ კონლის ბევრი კითხვა დაუსვა მარსის შესახებ, სადაც NASA ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ამუშავებს კვლევით ხომალდებსა და რობოტებს წყლისა და შესაძლო სიცოცხლის კვალის საძიებლად.  NASA-ს ადრეული მისიები პროგრამა „ვიკინგის“ ფარგლებში, მკაცრად კონტროლდებოდა, რათა არ მომხდარიყო მარსის ზედაპირის დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით.  „მარსმავალები იფუთებოდა სპეციალურ ბიოფარში და თავსდებოდა ღუმელში, რათა განაგდურებულიყო ყველა ორგანიზმი. ჩვენ მას სისტემის სრულ სტ
წაკითხვა
ასტრონავტები კოსმოსიდან გადაღებულ სუპერტაიფუნ „ნორუს“ ფოტოებს აქვეყნებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 14:40:00
წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტაიფუნი „ნორუ“ გრგვინავს. შაბათ-კვირას, იგი იაპონიას, კორეასა და ჩინეთს მიაღწევს. სინოპტიკოსები შტორმს გამუდმებით აკვირდებიან. Weather Channel-ის ცნობით, კვირას მას მე-5 კატეგორიის სუპერტაიფუნის კატეგორია მიანიჭეს,  ქარის სიჩქარე 257 კმ/სთ-ს აღწევდა, რაც მე-2 კატეგორიის ქარიშხლის ეკვივალენტია და ამჟამად, დედამიწის ყველაზე ძლიერი შტორმია. „შაბათ-კვირას, სამხრეთ იაპონიის გარკვეულ ნაწილებში მოსალოდნელია გამანადგურებელი ქარები, მასთან დაკავშირებული ნალექები და წყალდიდობები. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები“, — წერია Weather Channel-ის საიტზე. ამავე დროს, ტაიფუნ ნორუს შესცქერიან საერთაშორსო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები და კოსმონავტები; პარალელურად, ისინი დედამიწაზე თვალწარმტაც ფოტოებს აგზავნიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარ Twitter-ზე ტაიფუნის ფოტოები გამოაქვეყნა, რუსი კოსმონავტი სერგეი რიაზანსკი იყო. სერგეი რიაზანსკი / როსკოსმოსი / Twitter
წაკითხვა
სხვა პლანეტები შესაძლოა არასოდეს გახდეს დედამიწასავით სტუმართმოყვარე
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 21:03:00
მეცნიერები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ეძებენ დედამიწის მიღმა, სხვა პლანეტებზე — აცხადებენ, რომ ჩვენი პლანეტა უჩვეულოა თავისი უნარით, შეინარჩუნოს სიცოცხლის მთავარი ინგრედიენტი — თხევადი წყალი. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ შორეულ პლანეტებს ოდესმე აუცილებლად უნდა გაევლოთ წყლით მდიდარი ფაზა. ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ახალგაზრდა, მკრთალი ვარსკვლავი, რომელსაც ყინულოვანი, დაახლოებით ახალგაზრდა დედამიწის მსგავსი უსიცოცხლო პლანეტა ჰყავს — გათბება, მზის მსგავსი გახდება და გაათბობს იმ პლანეტის ყინულებს, რომელიც მის გარშემო გარკვეულ მანძილზე, ე. წ. სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ამ მიდგომით, მზის სისტემის ყინულოვანი სფეროები, მათ შორის იუპიტრის მთვარე ევროპა და სატურნის მთვარე ენცელადი ან სხვა ვარსკვლავურ სისტემათა ეგზოპლანეტები ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისნი გახდნენ.  თუმცა, როგორც ჟურნალ Nature Geoscience-ში მკვლევართა ჯგუფი წერს, ეს სცენარი იმაზე ნაკლებ წარმოსადგენია, ვიდრე ვიფიქრებდით. პეკინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჯან იანგის ხელმძღვანელობით, ყინულოვან პლანეტათა ევოლუციის სიმულირებისთვის კლიმატის მოდელები გამოიყენეს. დადგინდა, რომ დედამიწის ერთ-ერთი მახასიათებლის — ატმოსფერული სათბურის გაზების გარეშე, იმდენად მაღალი იყო ყინულოვან პლანეტათა გადნობისათვის საჭირო ენერგია, რომ ყინულოვან სხეულს ის პირდაპირ ჯოჯოხეთად გადააქცევდა გარდამავალი, სიცოცხლისათვის შესაფერისი ფაზის გამოტოვებით. „აღმოვაჩინეთ, რომ პლანეტათა თავდაპირველი, ყინულოვანი მდგომარეობის დაძლევისათვის საჭირო ვარსკვლავური ნაკადები იმდენად ვრცელია, რომ განაპირობებს წყლის მნიშვნელოვან დანაკარგებსა და პლანეტის სასიცოცხლო ეტაპის თავიდან აცილებას“, — წერს ჯგუფი. მათი ვარაუდით, ზოგიერთმა ყინულოვანმა სხეულმა შესაძლოა არც არასოდეს გაიაროს სასიცოცხლო, დედამიწის მსგავსი ფაზა. 
წაკითხვა
ჩრდილოეთ ამერიკაში დინოზავრების ეპოქის ცოცხალი მცენარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 20:29:00
დინოზავრები, რომლებიც დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ დააბიჯებდნენ, მართალია სამუდამოდ გაქრნენ, მაგრამ როგორც  აშშ-ში გაკეთებული ახალი აღმოჩენა მეტყველებს, დღემდე ჩვენთანაა ზოგიერთი ის მცენარე, რომელსაც ისინი ფეხქვეშ თელავდნენ. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში შენიშნეს პრეისტორიული მცენარე Lychnothamnus barbatus-ი, რომელიც მანამდე იზოლირებულ ჯგუფებად ჰქონდათ შემჩნეული ევროპასა და ავსტრალიაში. დიდი, მწვანე წყალმცენარე საკვებსა და საცხოვრებელს წარმოადგენს თევზებისა და წყლის სხვა ორგანიზმებისთვის; იგი პლანეტაზე ათობით მილიონი წელიწადის განმავლობაში ყვაოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია აღმოვაჩინოთ სხვა ისეთი მცენარეებიც, რომლებიც დიდი ხნის წინ გადაშენებულად მიგვაჩნდა. „მისი გადარჩენა განსაკუთრებული ეკოლოგიური ფაქტი არაა, მაგრამ ნამდვილად ცვლის ჩვენს ხედვას ჩრდილოეთ ამერიკის წყალმცენარეთა ფლორის შემადგენლობის შესახებ და შთაგვაგონებს განვაგრძოთ ნადირობა ახალ აღმოჩენებზე“, — ამბობს პენსილვანიის დრექსელის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი რიჩარდ მაკკურტი. „წყალმცენარე 2012-2016 წლებში აღმოაჩინეს უისკონსინისა და მინესოტის შტატების 16 ტბაში. როგორც კი მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ მათ ხელთ რაღაც უჩვეულო ჩაუვარდათ, გამოყვეს მისი დნმ, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ წინაშე Lychnothamnus barbatus-ი იყო. ამ აღმოჩენამდე, ამ მცენარის ერთადერთი ნიმუში ევროპისა და ავსტრალიის გარეთ, არგენტინაში იყო ნაპოვნი ცარცული პერიოდის ნამარხის სახით, რომელიც ზუსტად ტირანოზავრ რექსის პერიოდს მიეკუთვნებოდა. „მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ შესაძლებელი იყო საქმე გვქონოდა რაღაც ისეთთან, რომელიც მანამდე გადაშენებულად მიგვაჩნდა, რადგან იგი აშკარად განსხვავდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ სხვა ნებისმიერ სახეობათაგან“, — ამბობს მაკკურტი. მკვლევართა აზრით, ეს წყალმცენარე შესაძლოა ახლად შეჭრილი იყოს და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე და ის იქ გემების მიერ შეტანილ წყალს შეჰყოლოდა. მეორე ალტერნატივის მიხედვით, მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სულ იქ იყო, მაგრამ აქამდე შემჩნეული არ გვქონდა. მა
წაკითხვა
როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 19:48:00
ალბათ ყველა ჩვენგანს, მობილური ტელეფონის მომხმარებლებს გვსურს, რომ ბატარეამ ერთი დღის განმავლობაში მაინც გაგვიძლოს. სამწუხაროდ, რაც უფრო ძველია მოწყობილობა, ნაკლები სიმძლავრე აქვს მის ბატარეასაც. სინამდვილეში, ჩვენი მობილურების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ნებისმიერ მოცემულ დღეს დამოკიდებულია ორ მთავარ ფაქტორზე: როგორ ვიყენებთ მას იმ კონკრეტულ დღეს და როგორ ვიყენებდით წარსულში.  მობილური ტელეფონები ენერგიის საცავად ლითიუმის იონურ ბატარეას იყენებს. ამ ტიპის ბატარეაში, მეტალი ლითიუმი და ლითიუმის იონები შედის და გადის ინდივიდუალურ ელექტროდებში, რაც მათ ფიზიკურ გადიდებას და შეკუმშვას იწვევს.  სამუწაროდ, ეს პროცესი სრულიად შექცევადი არაა და დატენვა-დაცლის ციკლის ოდენობის ზრდასთან ერთად, ბატარეა დამუხტვის მოცულობასა და ვოლტაჟს კარგავს. უარესი კი ისაა, რომ ამ ციკლების პარალელურად, ასევე დეგრადირდება ელექტროდების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელექტროლიტი (ელექტროგამტარი სითხე). ლითიუმის იონურ ბატარეათა უნარი, შეინარჩუნონ მუხტები, დამოკიდებულია მათი დეგრადაციის ხარისხზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ხელმისაწვდომი მუხტების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიხმართ დღეს ჩვენს მოწყობილობებს. რამდენიმე მარტივი ხერხის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმამდე შეამცირონ ბატარეის დეგრადაცია და გაახანგრძლივონ თავიანთ მოწყობილობათა სიცოცხლის ხანგრძლივობა.  აკონტროლეთ ბატარეის დაცლა მობილურ ტელეფონებში გამოყენებული ლითიუმის იონური ტიპის ბატარეები დამუხტვა/დაცლის 300-500 ციკლის შემდეგ, დამუხტვის მოცულობის 80%-ს ინარჩუნებს. თუმცა, შესრულების ასეთ დონეს ბატარეები იშვიათად ინარჩუნებს და დამუხტვის მოცულობის 80%-ის შენარჩუნება უკვე 100 ციკლის შემდეგაც ჭირს. საბედნიეროდ, ბატარეის სამომავლო მოცულობის გაზრდა შეგვიძლია მობილურების ბატარეათა დაცლის ოდენობის შემცირების გზით. ბატარეათა უმეტესობის დეგრადაცია დამუხტვა/დაცლის ღრმა ციკლების დროს ხდება; გაცილებით უკეთესია, შევზღუდოთ ბატარეის დაცლა ნებისმიერი ერთი ციკლის განმავლობაში, ვიდრე მას ხელახლა დავტენიდე
წაკითხვა
ვენერა შესაძლოა ერთ დროს ოკეანით ყოფილიყო დაფარული
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 20:30:00
პარიზ-საკლაეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მინიშნება, რომლის მიხედვითაც, პლანეტა ვენერას შესაძლოა ერთ დროს ოკეანე ჰქონდა. კომპიუტერულ სიმულაციაში დიდძალი მონაცემების შეყვანისა და განსხვავებული პარამეტრებით მათი წარმართვის შემდეგ, გამოიკვეთა დიდი ალბათობა, რომ ვენერას ერთ დროს გარს ეკრა სქელი ღრუბლები და ჰქონდა თხელი ოკეანე. ვენერას ამჟამად უსიცოცხლო, უკიდურესად ცხელი ზედაპირი აქვს, იმდენად ცხელი, რომ შეუძლებელია იქ სიცოცხლის არსებობა. მაგრამ ამ ახალი კვლევის შემდეგ, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ შორეული წარსულის რაღაც პერიოდში, პლანეტას ღრუბლების საკმარისი საფარი უნდა ჰქონოდა იმისათვის, რათა ზედაპირზე გრილი გარემო და ოკეანე შენარჩუნებულიყო. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ვენერა დედამიწასთან შედარებით გაცილებით ნელა ბრუნავს — ამ პლანეტის ერთი დღე დედამიწის 116 დღეს უდრის. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც მკვლევრებმა მოდელის შექმნისას მხედველობაში მიიღეს. გარდა ამისა, მათ დაამატეს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ნახშირორჟანგის დონე, მზიდან მომდინარე სიცხე და სავარაუდო წყალი, ისევე როგორც პლანეტის ფორმირებასთან დაკავშირებული წინა კვლევების მონაცემების შედეგად ჩამოყალიბებული თეორიები. უმეტეს ამ თეორიათა მიხედვით, ვენერას მსგავსი კლდოვანი პლანეტები ადრეულ ეტაპზე უკიდურესად ცხელი უნდა ყოფილიყო, ფორმაციაში ჩართული ენერგიის წყალობით. მკვლევართა ვარაუდით, სწორედ ასე იყო ვენერას შემთხვევაშიც და შეეცადნენ, ეს ადრეული გარემო პირობები სიმულაციებში ხელახლა შეექმნათ, რათა ეჩვენებინათ თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ, როცა პლანეტა გაცივდა. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ თუ ადრეულ ვენერას ნახშირორჟანგის იგივე მოცულობა ჰქონდა, რაც დღეს აქვს, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რათა ზედაპირზე, ცივ გარემოში, თხევად წყალი შენარჩუნებულიყო. როგორც სიმულაციებმა აჩვენა, თუკი იქ საკმარისი ოდენობის ღურბლოვანი საფარიც იყო, პლანეტას დედამიწის ოკეანეთა მასის მხოლოდ 30% უნდა დასჭირვებოდა, რათა საკუთარი თავთხელი ოკეანე წარმოექმნა. მკვლევრები იმასაც აღიარებენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები სულაც არ ამტკიცებს ვენერაზე ერთ დროს ოკეანის არსებობას — უბრალოდ, გვთავაზობს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამ დრომდე, ვენერას ზედაპირზე დაჯდომა რამდენიმე ხომალდმა მოახერხა (საბჭოთა კავშირის ვენერას სერიები 1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისში), მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შესძლო ზედაპირის გაბურღვა, რათა ეხილა თუ რამდენი წყალი იყო იქ, ან საერთოდ იყო თუ არა. თუკი ოდესმე ვენერას ზედაპირქვეშ წყლის აღმოჩენა მოხერხდა, კიდევ უფრო გაძლიერდება მოსაზრება, რომ ამ პლანეტაზე ოდესღაც შესაძლოა ოკეანე ყოფილიყო. 
წაკითხვა
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 19:24:00
მზის ყველაზე შიდა რეგიონი, რომელსაც შეუარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, როგორც ირკვევა, დიდ საიდუმლოს მალავს. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის ბირთვის ბრუნვის სიჩქარის ზუსტი გაზომვა შესძლეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ის იგივე სიჩქარით არ ბრუნავს, რითაც ზედაპირი — ბირთვის ბრუნვის სიჩქარე ზედაპირისას ხუთჯერ აღემატება. მკვლევრები აქამდეც ეჭვობდნენ, რომ მზის ბირთვის ბრუნვა შესაძლოა არ ემთხვეოდა ზედაპირისას, მაგრამ ამ დრომდე, არ არსებობდა ამ მოსაზრების მტკიცებულებები; შესაბამისად, ბევრს მიაჩნდა, რომ მზე ბრუნავდა როგორც ერთი, მთლიანი სხეული.  თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს მზის ჰელიოსფერული ობსერვატორიის (SOHO) მონაცემებმა წარმოაჩინა მზიდან მომავალი დაბალი სიხშირის გრავიტაციის ტალღების (არ უნდა აგვერიოს გრავიტაციულ ტალღებში) პირველი მტკიცებულება, რაც საკვანძო აღმოჩნდა მზის ბირთვის ბრუნვის სიჩქარის განსაზღვრისთვის. „გრავიტაციის ამ მოუხელთებელ ტალღებს ჩვენს მზეში თითქმის 40 წლის განმავლობაში ვეძებდით და მიუხედავად იმისა, რომ მათზე მრავალი ადრეული მცდელობა მიუთითებდა, საბოლოოდ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა“, — ამბობს საფრანგეთის კოტ-დ'აზურის ობსერვატორიის ასტრონომი ერიკ ფოსატი. „საბოლოოდ, მათი დაფიქსირება მაინც შევძელით“. ამ დრომდე, მეცნიერებს შეეძლოთ მაღალი სიხშირის ტალღების გაზომვა, რომლებსაც წნევის ან პირველად ტალღებს უწოდებენ და რომლებიც მზის ზედა ფენებს გაივლიან; მათი გამოვლენა საკმაოდ ადვილია მზის ზედაპირზე. შედარებისათვის, გრავიტაციის ტალღები მზის სიღრმეში ირხევა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ბირთვის ქცევის შესახებ, ზედაპირზე მათი აშკარა ხელწერა არ შეიმჩნევა. SOHO-ს ობსერვატორიის მიერ 16 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა შესძლეს გრავიტაციის ტალღების გამოცალკევება, რისთვისაც გააანალიზეს თუ რამდენი ხანი ესაჭიროებოდა ხმის ტალღებს მზეში გასავლელად და უკან, ზედაპირზე დასაბრუნებლად; ეს დრო 4 საათი და 7 წუთი აღმოჩნდა. მონაცემების კომბინირების შემდეგ, აღმოაჩინეს მოდულაციათა სერია — წყალქვეშა ტალღების რყევის მსგავსი — რამაც მკვლევრებს აჩვენა, თუ როგორ არყევდა გრავიტაციული ტალღები მზის ბირთვს. როგორც შედეგებიდან ირკვევა, მზის ბირთვი ერთ სრულ ბრუნს ერთ კვი
წაკითხვა
ფეისბუქი თქვენს პირად ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაიცავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-02 18:23:00
ფეისბუქი ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას დაიცავს. ახალი ფუნქციის დახმარებით, ჩვენი პირადი ცხოვრების ფოტოების უნებართვოდ გავრცელება საგრძნობლად შეიზღუდება. როგორც ჩანს, სოციალური ქსელი მსგავსი პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას. სწორედ ამიტომ, მათ პრობლემის გადაჭრის გზები შემოგვთავაზეს.​ჯერ კიდევ აპრილის თვეში ფეისბუქმა ფოტოების დარეპორტების ფუნქცია შეიმუშავა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეუსაბამო ფოტოები დაარეპორტონ (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თვითონ დათაგულები). დარეპორტების შემდეგ შინაარსი განიხილება და თუ ის მართლა არღვევს ფეისბუქის სტანდარტებს, იშლება. ხოლო, გამავრცელებელი ექაუნთი შეიძლება, დაიბლოკოს.​ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, პროგრამა თავადვე დააფიქსირებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და მათ თქვენი დარეპორტების გარეშე წაშლის ან უბრალოდ, მომხმარებელს მისი ატვირთვის უფლებას არ მისცემს. ​ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ფეიბსუქის სივრცეში არ იქნება აქტიური. მისი ფუნქციონირება მესენჯერსა და ინსტაგრამზეც გავრცელდება. 
წაკითხვა
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 21:36:00
ნელამავალთა გენომის ახალმა ანალიზებმა მსოფლიოს ყველაზე გამძლე არსებათა შესახებ ახალი საიდუმლოებები გამოამჟღავნა; შედეგად, ეჭვქვეშ დადგა წინა დასკვნა. ნელამავალთა ორი სხვადასხვა ტიპისგან აღებული გენების შედარებით, მკვლევრებმა გამოარკვიეს გენები, რომელთა წყალობითაც, ამ ქმნილებებს გამოშრობისა და დაჭკნობის შემდეგაც კი შეუძლიათ გადარჩენა და განსაზღვრეს თუ როგორ არის ეს ჯგუფი დაკავშირებული სხვა ცხოველებთან. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შოტლანდიის ედინბურგისა და იაპონიის კეიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა ხელმძღვანელობით, მოახდინეს ნელამავალთა ორი სახეობის — Ramazzottius varieornatus-ისა და Hypsibius dujardini-ის გენების სეკვენსირება და შემდეგ, ის იმ სხვა ცხოველებისას შეადარეს, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად ჰგვანან ნელამავალებს. მილიმეტრამდე სიგრძის ნელამავალი, რომელსაც ასევე უწოდებენ წყლის დათვს ან ხავსის ღორს — მსოფლიოს ყველაზე გამძლე ცხოველის უპირობო კანდიდატია. მაგრამ ზომამ არ შეგაცბუნოთ. ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი მშვიდად იცეკვებენ ჩვენს ნარჩენებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს პლანეტას რაიმე ასტრონომიული აპოკალიფსი დაატყდება თავს. ნელამავალს შეუძლია გადაურჩეს როგორც +150°C ტემპერატურას, ისე აბსოლუტურ ნულ გრადუსს, იშიმშილოს ათ წელიწადს, დროებით სრულიად შეაჩეროს სასიცოცხლო ფუნქციები (ანაბიოზი) და დაელოდოს ხელსაყრელი გარემო პირობების აღდგენას. სხვა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აღმოაჩინა, რომ თითქმის სრულ გაუწყლოებასთან გაძლების უნარი შესაძლოა გამომდინარეობდეს ცილაზე დაფუძნებული „ბიომინისგან“, რომელიც მათ უჯრედულ სტრუქტურას წყლის დაბრუნებამდე ინარჩუნებს. იმის დასადგენად, თუ ზუსტად რომელი გენი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული ამ კომპლექსურ პროცესში, ახალ კვლევაში მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ თუ რომელი გენები მუშაობდნენ ყველაზე მტკიცედ მაშინ, როდესაც წყლის დათვის ორი სახეობა სრულიად შრებოდა და შემდეგ, ხელახლა ტენიანდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დნმ-ის აღდგენაში ჩართული აღმოჩნდა გამოხატულ გენთა დიდი პროპორცია —
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-01 21:02:00
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცევა შესძლო, ნაწილმა კი ვარსკვლავის გრავიტაცია და მაგნიტური ძალები ვერ დაძლია და კვლავ უკან, მზეში ჩაეშვა. პროცესი 3,5 საათს გრძელდებოდა და NASA-ს მზის დინამიკის თანამგზავრულმა ობსერვატორიამ ის უკიდურეს ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო, რაც როგორც წესი, ადამიანის თვალისთვის უხილავია.  წყარო: sdo.gsfc.nasa.gov 
წაკითხვა