საზოგადოებრივი
104.5 FM
პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს ლისის ტბაზე მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 20:57:00
საზეიმო მიღება ლისის ტბაზე: პრემიერი რიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს ხვდება. შეხვედრას, სპორტსმენებთან ერთად, მათი ოჯახის წევრები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებიან. მანამდე კი ოლიმპიელები პრეზიდენტმა მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლიზა ციციშვილი დეტალებით.
წაკითხვა
„რიო 2016-ის“ პრიზიორები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 19:07:00
„რიო 2016-ის“ პრიზიორები ღირსების ორდენის კავალერები გახდნენ. ქართველ ოლიმპიელებს ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
წაკითხვა
ოლიმპიური ნაკრები რიოდან დაბრუნდა - ასპარეზობის დეტალებს ოლიმპიელები „მოამბესთან“ იხსენებენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-25 20:54:00
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში არიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. რიოში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ტარიელ ხინჩეგაშვილი ყველაზე დაძაბულ ორთაბრძოლებს „მოამბესთან“ იხსენებენ.
წაკითხვა
ოლიმპიური ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
განახლებულია: 2016-08-25 12:02:00
ოლიმპიური ნაკრები გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის  ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა,  206 ქვეყანას შორის საქართველომ  38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ , ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.
წაკითხვა
რიო 2016 სრულდება - ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლები და 7 მედალი
გამოქვეყნებულია: 2016-08-21 20:09:00
რიოს ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია ღამის 03:00 საათზე დაიწყება. როგორც მთელ ოლიმპიადას, დახურვის შოუს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ქეთი ბერაიას რეპორტაჟში კიდევ ერთხელ ნახავთ ქართველი სპორტსმენების იმ წარმატებულ გამოსვლებს, რომლებმაც ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს სხვადასხვა სინჯის 7 მედალი მოუტანა.
წაკითხვა
რიო 2016 - მოიპოვებს თუ არა საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კიდევ ერთ ჯილდოს
გამოქვეყნებულია: 2016-08-21 20:08:00
ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები დღეს სრულდება. რიო დე ჟანეიროში დღეს მედლების ბოლო კომპლექტები თამაშდება. მოიპოვებს თუ არა საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კიდევ ერთ ჯილდოს, მალე გახდება ცნობილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ფალავანმა მერვედფინალში სომხეთის წარმომადგენელი 8:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ოდიკაძემ ყაზახ სპორტსმენს 6:1 სძლია. ქართველი მოჭიდავის მოწინააღდეგე ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი კაილ სნაიდერი იყო. დაძაბული ორთაბძოლა ჩვენი ნაკრების წევრმა 4:9 დათმო. დღესვე თავისუფალ ჭიდაობაში 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილმა იასპარეზა. სპორტსმენი იტალიელ ფრანკ მარკესთან 3:4 დამარცხდა და ოლიმპიადას მეოთხედფინალში გამოეთიშა. 
წაკითხვა
რიო 2016 - ზურა იაკობაშვილი მეოთხედფინალში გადავიდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-21 16:10:00
თავისუფალ ჭიდაობაში რიოს ოლიმპიადაზე ზურა იაკობაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ნიგერიელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. დღეს კიდევ ერთი ქართველი, ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი მეშვიდე მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ამერიკელი მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 7 მედალი აქვს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
წაკითხვა
რიო 2016 - გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2016-08-21 12:02:00
კიდევ ერთი მედალი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე: თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 7 მედალი აქვს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და 4 ბრინჯაო. თავისუფალ ჭიდაობაში რიოს ოლიმპიადაზე დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
წაკითხვა
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-20 20:02:00
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს. პეტრიაშვილმა 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი შეხვედრის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში ირანელ ფალავანთან დაძაბულ ბრძოლაში თანაბარი ქულებით წააგო. თუმცა, ირანელი სპორტსმენი შემდეგ ფინალში გავიდა, რის გამოც ქართველ მოჭიდავეს მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება აქვს. 86 კილოგრამში მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი კი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები ფინალურ ეტაპამდე, გვიან ღამით 12 საათის შემდეგ დაიწყება.
წაკითხვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ოქროს მფლობელია
განახლებულია: 2016-08-20 20:01:00
ქართველი ფალავნის მორიგი დიდი წარმატება - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 25 წლის ქართველი სპორტსმენი უკვე ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების და ოლიმპიადის გამარჯვებულია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს ოლიმპიადაზე ეს მეექვსე მედალია. ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა. ბრინჯაოს მედლები აქვთ - ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს და ირაკლი თურმანიძეს.
წაკითხვა
ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2016-08-20 00:37:00
რამდენიმე წუთის წინ, რიო დე ჟანეიროში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 57 კგ. წონით კატეგორიის ფინალი გაიმართა. ლადო ხინჩეგაშვილმა, დაძაბულ ბრძოლაში იაპნელ რეი ჰიგუჩის სძლია და ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა
წაკითხვა
რიო 2016 - სალომე ფაჟავა ასპარეზობას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-19 21:06:00
რიოს ოლიმპიადაზე მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობას განაგრძობს სალომე ფაჟავა. ოლიმპიელმა უკვე ორ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა, დარჩენილია კიდევ ორი ეტაპი, რომლებიც 22:00 საათიდან დაიწყება. ეს არის საკვალიფიცაკციო ეტაპი. ოთხივე დისციპლინის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ტანმოვარჯიშე საუკეთესო ათეულში მოხვდება.
წაკითხვა
რიო 2016 - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია
გამოქვეყნებულია: 2016-08-19 21:04:00
კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა რიოს ოლიმპიადაზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია. ნახევარფინალურ შეხვედრაში მოჭიდავემ ბულგარელი მეტოქე დაამარცხა. მანამდე კი ოლიმპიელმა ყაზახ და აზერბაიჯანელ ფალავნებსაც სძლია. ფინალური ბლოკები თბილისის დროით 23:00 საათიდან იწყება. საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მიღების შანსი აქვს. ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ერთი მოჭიდავე ასპარეზობდა. 74 კილოგრამ წონით კეტეგორიაში იაკობ მაქარაშვილი დამარცხდა.
წაკითხვა
რომელი ქვეყნები აძლევენ ყველაზე მეტ ფულს ოქროს მედალოსან ოლიმპიელებს?
გამოქვეყნებულია: 2016-08-17 16:16:00
გარკვეული ქვეყნები ოლიმპიური ოქროს მედლისათვის საკუთარ სპორტსმენებს საკმაოდ დიდი ოდენობის ფულადი თანხით აჯილდოებენ, ზოგიერთი ქვეყანა კი მედალოსან ოლიმპიელებს არც არაფერს უხდის.Statista-ს მონაცემეზე დაყრდნობით, შესაძლებელი ხდება იმ ქვეყნების გამორკვევა, რომლებიც რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებს ყველაზე მეტ ფულს აძლევენ. მონაცემებში არ შედის სხვადასხვა კერძო პირებისა და ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარი თანხა.● სინგაპური: 753 000$ ● ინდონეზია: 383 000$● აზერბაიჯანი: 255 000$● 
წაკითხვა
პირველი ქართული ოქრო რიოში და პირველად ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ორი ჩვენი სპორტსმენი ერთ კვარცხლბეკზე!
გამოქვეყნებულია: 2016-08-17 04:29:00
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე, +105 წონით კატეგორიაში, ლაშამ ორჭიდში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მან  473 კილოგრამის დაძლევა შეძლო და პირველი ადგილი დაიკავა,  დღეს ძალოსანთა კვარცხლბეკზე ჩემპიონის გვერდით მეორე ქართველი სპორტსმენიც იდგა - ირაკლი თურმანიძემ ორჭიდში 448 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წაკითხვა
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძალოსნობაში ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 20:55:00
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძალოსნობაში ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ირაკლი თურმანიძის და ლაშა ტალახაძის გამოსვლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ღამის ორი საათიდან დაიწყება. მანამდე კი ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში უკვე იასპარეზეს რევაზ ნადარეიშვილმა და შმაგი ბოლქვაძემ. ნადარეიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა, ბოლქვაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას. დავით ბანანაშვილი დეტალებით ბრაზილიიდან.
წაკითხვა
დოპინგსკანდალში გახვეულ მოცურავესთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს სპორტის მინისტრი
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 12:34:00
დოპინგსკანდალში გახვეულ მოცურავესთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ტარიელ ხეჩიკაშვილი მოცურავეს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ სამინისტრო ყველა სპორტსმენის უფლებებს დაიცავს. შეგახსენებთ, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ვერ მიიღო, თუმცა განმეორებითი ტესტის ჩაბარების შემდეგ მისი მოხმარება სპორტსმენს არ დაუდგინდა. ბოლქვაძეს საბოლოო ტესტის პასუხის მიღებამდე ყველა სახის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული აქვს. 
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადისთვის დისკვალიფიცირებულ ქართველ მოცურავეს დოპინგის მოხმარება არ დაუდგინდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-13 20:33:00
რიოს ოლიმპიადისთვის დისკვალიფიცირებულ ქართველ მოცურავეს დოპინგის მოხმარება არ დაუდგინდა - ასეთია განმეორებითი ტესტის პასუხი. ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი ბოლქვაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლა მას სწორედ ამ შეცდომის გამო აეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს გამოძიება დაადგენს - დეტალები რატი ხვისტანის სიუჟეტში
წაკითხვა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბრაზილიელ კოლეგასთან
გამოქვეყნებულია: 2016-08-13 16:50:00
რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილელ კოლეგას შეხვდა. ოლიმპიური თამაშების ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა "რიო 2016-ის" შესახებ ისაუბრეს და საქართველოსა და ბრაზილიის სპორტის სამინისტროებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს. მხარეთა შეთანხმებით, 2016 წლის ბოლომდე საქართველოსა და ბრაზილიას შორის მემორანდუმს უნდა მოეწეროს ხელი. მემორანდუმი ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდება. 
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორი ოლიმპიური მედლით დაბრუნდება
განახლებულია: 2016-08-12 20:50:00
რიოს ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორი ოლიმპიური მედლით დაბრუნდება. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენებისთვის ძიუდოს ტურნირი დასრულებულია. ბოლო ძიუდოისტი, რომელმაც დღეს საქართველოს სახელით იასპარეზა, ადამ ოქრუაშვილი იყო. 27 წლის ფალავანი მძიმე წონით კატეგორიაში იაპონელ მეტოქესთან პირველივე წრეში დამარცხდა. შედეგად, საქართველოს დელეგაციამ მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. საქართველოს რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი კი ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა. უკვე დღეს გულშემატკივრობა ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას და სიგრძეზე მხტომელ ბაჩანა ხორავას სჭირდებათ. ქართველი სპორტსმენების გამოსვლები ,,მოამბის” დასრულებისთანავე” დაიწყება.        
წაკითხვა