საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 11:20:00
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.კომენტარი სხდომის დაწყებამდე მედიასთან ამ დროისთვის არ გაკეთებულა.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. 
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
განახლებულია: 2017-03-09 10:00:00
საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა „მოამბესთან“ საუბარში ადასტურებს, რომ სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. საპატრიარქოს იურისტის თქმით, გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საპატრიარქო საქმის დასრულებამდე საკითხის ირგვლივ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. 
წაკითხვა
ილია მეორე: წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა - ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა
განახლებულია: 2017-03-05 16:10:00
„წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა“- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სამებაში წირვა აღავლინა.ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ვრცლად იქადაგა და შეკრებილებს დღესასწაული  მიულოცა.უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს ეკლესიას მწუხარება არ აკლია, თუმცა ილია მეორეს  იმედი აქვს, რომ მწუხარება მალე სიხარულით შეიცვლება.
წაკითხვა
წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 20:30:00
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს 12:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დაუდასტურა.მისი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება. 
წაკითხვა
საპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
განახლებულია: 2017-03-02 10:01:00
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის გამართვის თარიღი მედიას წინასწარ ეცნობება.„წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“,- აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. 
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-01 21:26:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ოფიციალურად სინოდის სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადეს.რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მამა გიორგის თქმით, წინასწარ განსახილველი საკითხები არ ცხადდება.თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.
წაკითხვა
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა (ფოტოები)
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 18:22:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. როგორც ცნობილია, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრება. დღეს წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი იკითხება.ჯერჯერობით, უცნობია, გამოეხმაურება თუ არა უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ან საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 
წაკითხვა
მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა
განახლებულია: 2017-02-27 12:11:00
პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა.ამის შესახებ მამა გიორგიმ „კვირის მოამბეში“ განაცხადა.„ბატონი სოსო ოხანაშვილი წლების განმავლობაში იყო პატრიარქის დაცვის უფროსი და ასრულებდა ამ მოვალეობას, იცავდა პატრიარქის უსაფრთხოებას.დღეს, პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშნულია ზურაბ ბუჩუკური“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
წაკითხვა
„ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის საკუთარ თავს“- უწმინდესმა შენდობის წესი აღასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 20:01:00
ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დღეს, პირველად მიბრძანდა სამების საკათედრო ტაძარში. უწმინდესმა შენდობის წესი აღასრულა. მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, შენდობის კვირას აღნიშნავს. ხვალიდან კი მორწმუნეებისთვის სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გახსნილდება. ილია მეორემ შეკრებილებს მცირედი ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში დღეს არ ყოფილა სოსო ოხანაშვილი. თუმცა მის უსაფრთხოებას კვლავ იცავენ დაცვის ძველი წევრები. სამების საკათედრო ტაძარში იყო ზურაბ ბუჩუკური რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უწმინდესის  დაცვის ახალი ხელმძღვანელია.   
წაკითხვა
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:48:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა.პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შენდობის წესის დროს ილია მეორემ თავად ითხოვა შენდობა.„საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ.მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას.ადამიანი კეთილია წარმოშობით და თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში.მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს , ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.ხშირად მითქვამს, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ.ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა.დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვუყურებთ ჩვენს გულს, გონებას და სულს.ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, რომ განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში.არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება.დღევანდელ დღეს შევყურებთ ცას და უფალს, რომ შეგვინდოს ცოდვები. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე, ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვამე ცოდვილის, სრულიად საქართველოს პატრიარქი შეგთხოვთ, შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. მე, ცოდვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, რომ აღავლინოთ
წაკითხვა
ილია მეორე სამების ტაძარში მივიდა - პატრიარქს დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:24:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.როგორც სამების ტაძრიდან „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ილია მეორეს დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს.ამასთან, პატრიარქის დაცვას სამების ტაძარში ზურაბ ბუჩუკური უზრუნველყოფს.გავრცელებული ინფორმაციით, ოხანაშვილი სწორედ ბუჩუკურმა ჩაანაცვლა.ამ წუთებში ილია მეორე შენდობის კვირის მნიშვნელობაზე საუბრობს.
წაკითხვა
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მისვლას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 16:07:00
სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 7 საათისთვის პატრიარქის მისვლას ელოდებიან. ილია მეორე ტაძარში შენდობის ლოცვას წაიკითხავს. საკვირაო წირვაზე მოლოდინის მიუხედავად, პატრიარქი დილით არ იმყოფებოდა. საღმრთო ლიტურგიას სამებაში მღვდელმთავრები უძღვებოდნენ. ხვალიდან სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გახსნილდება. 
წაკითხვა
ილია მეორემ სამების ტაძარში შესაძლოა, დღეს საღამოს შენდობის ლოცვა წაიკითხოს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 10:48:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,  შესაძლოა, დღეს საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვაზე მიბრძანდეს.ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საპატრიარქოში განუცხადეს.წირვა სამების ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი არ ესწრება.შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. 
წაკითხვა
საპატრიარქოს სახელით ოფიციალურ განცხადებებს მედიასთან დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 18:44:00
საპატრიარქოს სახელით ოფიციალურ განცხადებებს მედიასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს.ამის შესახებ საპატრიარქოსთან მყოფ ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა.პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი, თუმცა როგორც დღეს აღინიშნა, ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება.მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ითვლება პატრიარქის მდივნად, რადგან, როგორც დღეს დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, პატრიარქს მამა მიქაელის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.დეკანოზი იმედოვნებს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოში დარჩება.მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.ამასთან, როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერ დარჩება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა. 
წაკითხვა
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს პატრიარქი დღეს დანიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 14:04:00
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს დანიშნავს, თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება.მისივე განმარტებით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ითვლება პატრიარქის მდივნად, რადგან, დეკანოზის თქმით, პატრიარქს მამა მიქაელის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.დეკანოზი იმედოვნებს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოში დარჩება.მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.ამასთან, როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერ დარჩება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა. 
წაკითხვა
პაპი ფრანცისკე: უმჯობესია იყო ათეისტი, ვიდრე ფარისეველი კათოლიკე
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 13:55:00
რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, სჯობს ათეისტი იყო, ვიდრე ერთ-ერთი იმ მრავალ კათოლიკეთაგან, რომლებიც ორმაგ, ფარისევლურ ცხოვრებას ეწევიან.მას შემდეგ, რაც პაპის აღნიშნულ განცხადებას კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი წევრის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, პონტიფიკოსმა განაცხადა: „სამარცხვინოა, ამბობდე ერთს და აკეთებდე მეორეს. ეს არის ორმაგი ცხოვრება“.„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ ‘მე ნამდვილი კათოლიკე ვარ, ყოველთვის დავდივარ მესაზე, მე ამ ერთობის ნაწილი ვარ’“, — ვატიკანის რადიოს ცნობით, ეს განცხადება რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გააკეთა, რომელიც 1,2 მილიარდ ადამიანს აერთიანებს.პაპის თქმით, ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ასევე უნდა თქვას „არ ვცხოვრობ ქრისტიანულად, არ ვუხდი შესაფერის ხელფასს ჩემ მიერ დასაქმებულებს, მე ვიყენებ ადამიანებს, ჩართული ვარ ბინძურ ბიზნესში, ფულს ვათეთრებ, ვეწევი ორმაგ ცხოვრებას“.„ასეთი კათოლიკე ძალიან ბევრია და ეს სამარცხვინოა. რამდენჯერ ისიც მოგვისმენია, როცა ხალხი ამბობს, რომ თუ ასეთი ადამიანი კათოლიკეა, უკეთესი იქნებოდა იგი ათეისტი ყოფილიყო“.მას შემდეგ, რაც რომის პაპად აირჩიეს, ფრანცისკე ხშირად მიმართავს კათოლიკეებს —როგორც მღვდლებს, ისე საერო ადამიანებს, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათი რელიგია ქადაგებს.  თავის ხშირ, იმპროვიზებულ ქადაგებებში, ფრანცისკეს არაერთხელ დაუდანაშაულებია მღვდლები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, რასაც ის „სატანურ მესას“ უწოდებს. არჩევიდან ორი თვის შემდეგ, პაპმა განაცხადა, რომ ქრისტიანებმა ათეისტები კარგ ადამიანებად უნდა ჩათვალონ, თუკი ისინი კარგ საქმეებს აკეთებენ.მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
წაკითხვა
მამა მიქაელ ბოტკოველი: ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, ვინც მამალაძე საპატრიარქოში მოიყვანა
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 13:54:00
მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ის ვერ იქნება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა.როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას არანაირი დაპირისპირება საპატრიარქოში არ ქონია და გავრცელებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.„ინფორმაცია რაც ვრცელდება არასწორია. არანაირი კონფლიქტი იმ ადამიანთან არ მქონია. მე ამ ადამიანების გვერდით ვერ ვიქნები საქართველოს საპატრიარქოში და ისინი ჩემი საპირწონეები არ არიან.ვგულისხმობ, ოხანაშვილს, მამალაძეს და მის გარემოცვას, რომელმაც მოიყვანა მამალაძე საპატრიარქოში“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
წაკითხვა
დაკავებული დეკანოზის საქმე და ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები - შეხვედრა საპატრიარქოში
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 18:05:00
უკვე შვიდი საათია საპატრიარქოში დაკავებული დეკანოზის საქმეზე და მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. საქართველოში უწმინდესის დაბრუნებიდან მეორე დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბნენ. ილია მეორის მიწვევით, განხილვას რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტიც დაესწრო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბრალდებული სასულიერო პირის საქმეში სახეზეა შეჯიბრობითობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. სახალხო დამცველის თქმით კი, პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს. – გაკეთდა თუ არა მედიისთვის ახალი განცხადებები - სალომე ქოქიაშვილი მუშაობს საპატრიარქოსთან. 
წაკითხვა
ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა - რას აცხადებს უფლებადამცველი
განახლებულია: 2017-02-21 12:09:00
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა. მისი თქმით, ილია მეორეს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კაკაბაძის განმარტებით, ის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსაც შეხვდა  და განაცხადა, რომ მისი სახელი კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენეს, ვისაც საპატრიარქოს გავლენის შესუსტება ჰქონდა მიზნად. 
წაკითხვა
სასულიერო პირები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
განახლებულია: 2017-02-21 12:08:00
საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სასულიერო პირები. მეუფე ზენონის აზრით, ყველა შეიძლება შეცდეს, თუმცა მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის მიუღებელია. მისი აზრით, შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანი არ არის. მეუფე ზენონის განმარტებით, კარგი იქნება თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს და წმინდა სინოდის სხდომა დაინიშნება. 
წაკითხვა

უახლესი