საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში შესრულდა
განახლებულია: 2017-04-16 16:39:00
სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ-ყველა ეკლესია მონასტერში დილამდე გაგრძელდა. საზეიმო ლიტურგია აღევლინა ფოთის საკათედრო  ტაძარში.  ხალხმრავლობა იყო შიდა ქართლშიც, ნიქოზის ღვთაების ეკლესიაში ლიტანიობა ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწო. საზეიმო მსახურებით აღნიშნეს ქრისტეს აღდგომა ქუთაისსა და ბათუმშიც.
წაკითხვა
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-04-16 16:10:00
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 49 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია.სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები“. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.
წაკითხვა
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე და მთავარი გზავნილები
განახლებულია: 2017-04-16 16:10:00
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ტექსტში ილია მეორე ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე საუბრობს. "ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძანდ მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ.  ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა", - ნათქვამია ეპისტოლეში. პატრიარქმა სინანულზეც გაამახვილა ყურადღება - ,, უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასთან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას", - წერს ილია მეორე.კიდევ ერთი თემა, რომელსაც პატრიარქი ეპისტოლეს ტექსტში ეხება, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობაა. "უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავალს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილ
წაკითხვა
რომის პაპმა სააღდგომო მესა აღავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-04-16 12:24:00
რომის პაპმა ფრანცისკემ, სააღდგომო მესა  აღავლინა და ტრადიციულად, მრევლს წმინდა პეტრეს ჩაბნელებულ ტაძარში შეუძღვა, რომელიც სიმბოლურად იესოს აკლდამას განასახიერებდა. ქრისტეს აღდგომის ნიშნად, ეპისკოპოსებმა სანთლები აანთეს, რის შემდეგად ბაზილიკაც განათდა. ქადაგებისას რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა, თვალი არ აარიდონ ღატაკებს, ასევე გაიზიარონ მარტოობისგან სასოწარკვეთილი ხანდაზმულების ტკივილი. მსახურების დროს, პაპმა 11 ადამიანიც მონათლა. დღეს კი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. 
წაკითხვა
პოლიტიკოსები სააღდგომო ეპისტოლის მნიშვნელობაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-16 12:12:00
სააღდგომო მსახურებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის ნაწილი სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა დღესასწაულს. სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წევრებმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
წაკითხვა
სააღდგომო ტრადიციები და სამზადისი - რატომ ღებავენ მორწმუნეები კვერცხებს წითლად და რა დატვირთვა აქვს პასქას
განახლებულია: 2017-04-15 20:17:00
სააღდგომო ტრადიციები - დღესასწაულის დადგომამდე მორწმუნეთა ოჯახებში სამზადისია. წითელი კვერცხი, პასქა და მწვანე ჯეჯილი. შეუცვლელი სიმბოლოები ყველგან ერთია, თუმცა შესრულება განსხვავებული. რატომ ღებავენ მორწმუნეები კვერცხებს წითლად და რა დატვირთვა აქვს პასქას. ლეგენდის თანხმად პირველი წითელი კვერცხი პირველ საუკუნეში რომში შეღებეს. „მოამბე“ იმ ხელოვანებსაც ესტუმრა რომლებიც სააღდგომო კვერცხებს საკუთარი ხელით აფორმებენ. 
წაკითხვა
ვნების კვირა და ხალხმრავლობა ქანდის მონასტერში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 20:45:00
ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დღეს სააღდგომო ღვთიმსახურება ტარდება. თუმცა, მართლმადიდებელ სამყაროში ცოტაა ეკლესიები, სადაც ლოცვას მაცხოვრის ენაზე აღავლენენ. ასეთი ტაძარი თბილისიდან 25 კილომეტრში, სოფელ ქანდაშია.13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში, სადაც უკვე 7 წელია ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქრისტეს ენაზე ჩატარებულ ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს არამეული გალობების მოსასმენად აქ როგორც თბილისიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან საგანგებოდ ჩადიან. “მოამბემ” ქანდის მონასტერში ვნების კვირა და ის საგალობელი გადაიღო, რომელიც სახარებისეული ეპიზოდის, მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვის არამეულ ტესქსტზეა შექმნილი.
წაკითხვა
სააღდგომო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში 11 საათზე დაიწყება
განახლებულია: 2017-04-15 20:09:00
სააღდგომო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში 11 საათზე დაწიყება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრაში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიებში მზადება უკვე მიმდინარეობს - მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია იერუსალიმიდან ცეცხლს 23:30 საათზე ჩამოიტანს
განახლებულია: 2017-04-15 20:07:00
ქართველი მომლოცველები იერუსალიმიდან ცეცხლს საქართველოში 23 საათსა და 30 წუთზე ჩამოაბრძანებენ. თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სპეციალური რეისით  ჩამოიტანენ. ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდება მისი წაღება სახლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
წაკითხვა
მორწმუნეთათვის დიდი შაბათის სასწაული აღსრულდა - ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია იერუსალიმში
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 20:05:00
მორწმუნეთათვის დიდი შაბათის სასწაული აღსრულდა. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი თბილისის დროით 15 საათსა და 22 წუთზე გარდამოვიდა და ტაძრაში რამდენიმე წამში გავრცელდა. მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომელსაც დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის საქართველოდანაც. გადმოცემის თანახმად, ცეცხლი აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა. 
წაკითხვა
მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 16:05:00
მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. იერუსალიმის პატრიარქმა კუვუკლიიდან ცეცხლი 15 საათსა და 22 წუთზე გამოტანა. ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება. იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულზე ათასობით ადამიანი ჩადის. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით სამართალდამცველი პატრულირებს. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
წაკითხვა
ვნების კვირა და დიდი შაბათი - რა დატვირთვა აქვს ამ დღეს მორწმუნეებისთვის - მამა იოსებ გელუკაშვილი და თამილა მგალობლიშვილი „მოამბის" სტუმრები
განახლებულია: 2017-04-15 15:30:00
„მოამბის“ კითხვებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა იოსებ გელუკაშვილმა  და ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა თამილა მგალობლიშვილმა უპასუხეს 
წაკითხვა
მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 15:23:00
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავთან შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობენ. იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. ყოველ წელს, ისრაელის პოლიცია, უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებულ ზომებს იღებს. მორწმუნებიისთვის წმინდა ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ ყველა სხვა ტაძარში ვრცელდება.საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია მორწმუნეებისთვის წმინდა ცეცხლს ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოიტანს. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
წაკითხვა
მომლოცველები იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 15:06:00
ქრისტიანები იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. ყოველ წელს, ისრაელის პოლიცია, უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებულ ზომებს იღებს. მორწმუნებიისთვის წმინდა ცეცხლს პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში წაიღებენ და შემდეგ ყველა სხვა ტაძარში გავრცელდება.საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია მორწმუნეებისთვის წმინდა ცეცხლს ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოიტანს. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.რა ხდება იერუსალიმში ამ წუთებში, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში და ვებ-გვერდზე.
წაკითხვა
რომის პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 12:34:00
ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა რომის პაპმა პრანცისკემ. ტრადიციული ცერემონია გაიმართა რომის ანტიკური კოლიზეუმის ნანგრევების ირგვლივ, სადაც ე.წ. “ჯვრის მსვლელეობას” ასევე რომის პაპი ხელმძვანელობდა. ცერემონიის შემდეგ ჯვარი ბაზილიკაში შეაბრძანეს და  ეკლესიის მსახურებმა ჯვარზე მთხვევის ცერემონია შეასრულეს. 
წაკითხვა
ვნების შვიდეულის ბოლო დღე და მოლოდინი იერუსალიმში - მორწმუნეები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 12:05:00
დღეს დიდი შაბათია, ვნების შვიდეულის ბოლო დღე, როდესაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის დასაფლავებას იხესენებს. განსაკუთრებული მოლოდიანია იერუსალიმში. უამრავი მომლოცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავზე  ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს ელის. მათ შორის არიან ქართველი მორწმუნეებიც. იერუსალიმიდან პირდაპირ ტრანსლაციას პირველი საზოგადოებრივი სამის ნახევრიდან შემოგთავაზებთ. ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ ყველა ტაძარში ვრცელდება. საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია ცეცხლს საქართველოში  გვიან ღამით ჩამოიტას. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
წაკითხვა
ტრადიციული მსვლელობა იერუსალიმში - ასეულობით მორწმუნემ მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიარა
განახლებულია: 2017-04-14 20:15:00
ტრადიციული მსვლელობა მოეწყო იერუსალიმშიც.  მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის წლის ყველაზე მძიმე დღეს ასეულობით მორწმუნემ ,„ვია დოლოროსას“ ანუ მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიარა. ტრადიციულად რიტუალის შესრულება ლომის კარიბჭიდან დაიწყო და 14 გაჩერების შემდეგ გოლგოთას მთაზე, აღდგომის ტაძართან დასრულდა. პილიგრიმებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველები. 600-მეტრიანი გზის გავლის შემდეგ მორწმუნეები აღდგომის ტაძარში იკრიბებიან-ხვალ მომლოცველები მაცხოვრის საფლავთან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. 
წაკითხვა
დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 20:12:00
ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის ტრადიციული რიტუალი შესრულდა. სამებაში მსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანების, ტაძარში სამჯერ შემოტარების და სპეციალურ სადგამზე დაბრძანების შემდეგ უფლის დატირების საგალობელი აჟღერდა. გარდამოხსნა ტაძრებში სამი დღე დარჩება. ვნების კვირის პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. 
წაკითხვა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 19:41:00
დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. წესი, რომელიც სიმბოლურად მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოსვენებას, დაკრძალვას და დატირებას ასახავს. მსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანებისა და ტაძარში შემოტარების შემდეგ, უფლის დატირების საგალობელი აჟღერდა, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვითაა შექმნილი. ვნების კვირის პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-04-14 18:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. გარადმოხსნის წესი პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა. ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა