საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ალილოს მონაწილეები ტრადიციული მსვლელობისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 11:37:00
ალილოს მონაწილეები ტრადიციული მსვლელობისთვის ემზადებიან. მსვლელობა ხვალ დილით სოფელ მეტეხიდან დაიწყება. გზად ტკბილეული და ხილი შეგროვდება.რაც შეეხება თბილისს, აქ მსვლელობა 2 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა ჯერ თბილისის პარლამენტის, შემდეგ კი საკრებულოს შენობასთან შეჩერდება.ალილო დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც მრევლს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს. ალილოს აღნიშვნის ტრადიცია 2001 წელს პატრიარქის ლოცა-კურთხევით აღდგა. 
წაკითხვა
პატრიარქი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს, თუმცა დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 20:27:00
დაბადებიდან 82 და ინტრონიზაციიდან 37 წელი -  საკუთარ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მშვიდობით იარაღოს“ სტუმარი იყო. ქვეყანაში არსებული სოციალური გარემო, გახშირებული ძალადობა, რუსეთთან ურთიერთობა და კონფლიქტის მოგვარების გზები ის თემებია, რომლებზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ვრცლად ისაუბრა. ილია მეორემ გააკრიტიკა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი საჭიროა. ამავე გადაცემაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უმუშევრობის პრობლემას და საპატრიარქოს დაფინანსების თემასაც შეეხო.
წაკითხვა
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 17:32:00
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს. მსოფლიოში მუსლიმური რელიგიის გავრცელება სწორედ მექაში დაბადებულ მუჰამედს უკავშირდება, რომელსაც მორწმუნეები ღმერთთან შუამავლად მიიჩნევენ. დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილებმა ხელოვნების ცენტრის დარბაზში შუამავლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გაიხსენეს. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
წაკითხვა
პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 10:47:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უწმინდესმა პირველი არხის ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში „მშვიდობით იარაღო“ განაცხადა. პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, რუსეთი ტერიტორიების მიერთებას ცდილობს და დამპყრობლური პოლიტიკა მას უარყოფითად მიუბრუნდება. ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის დაპყრობას კვლავ განაგრძობს. უწმინდესის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი მხოლოდ დროებით დაკარგა და ქვეყანას ეს ტერიტორიები მალე დაუბრუნდება.
წაკითხვა
ნანი ბრეგვაძე კონცერტს პატრიარქს უძღვნის
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 20:59:00
მომღერალი ნანი ბრეგვაძე კონცერტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს უძღვნის - ერთი ოჯახის სამი თაობა ფილარმონიაში მღერის. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო საღამო ერთი საათის წინ დაიწყო.
წაკითხვა
პატრიარქი 82 წლისაა
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 20:06:00
მადლობა მრევლს და საიუბილეო სურვილი - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნება.პატრიარქის დაბადებიდან 82, აყსაყდრებიდან კი 37 წელი გავიდა. ვლადიკავკაზში დაბადებულ ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილს სამი ათეული წელია საერო სახელით და გვარით არავინ მოიხსენიებს.უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, - ეს პატრიარქის სრული ტიტულია.უწმინდესი მილოცვებს ამ წუთებშიც იღებს, მრევლს კი საპატრიარქოში სტუმრობის შესაძლებლობა გუშინ ჰქონდა. დღეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და ღვთისმსახურება შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
წაკითხვა
შსს-ს აქცია რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 16:38:00
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის რაიონში მცხოვრებ 14 ოჯახს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. აქცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ინიციატივის ფარგლებში მოეწყო. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს ზამთრის პერიოდში პროდუქტებით ამარაგებენ. სამინისტრო სულ 1000-ზე მეტ ოჯახს ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებიც. მათ ცაგერის, ლენტეხის, ხონისა და ხარაგაულის რაიონის სოფლებში მცხოვრებ 85 შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.
წაკითხვა
პატრიარქმა მამა ილიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა
განახლებულია: 2015-01-04 16:07:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი კატასტროფისას მამა ილია კარტოზიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ  ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა ილიას თავის გადარჩენა შეეძლო, თუმცა მან სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო.
წაკითხვა
პატრიარქს 82 წელი შეუსრულდა
განახლებულია: 2015-01-04 16:04:00
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდა. უწმინდესმა და უნეტარესმა საკვირაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში თავად აღავლინა და მრევლს თანადგომისა და ლოცვისთვის მადლობაც გადაუხადა.   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ერისკაცობაში  ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა.  1957 წელს კი მეორე კურსის სტუდენტი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.  ზუსტად 37 წლის წინ კი რიგით მე-12 საეკლესიო კრებამ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.
წაკითხვა
ხვალ უწმინდესის დაბადების დღეა, ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 20:30:00
ხვალ უწმინდესის დაბადების დღეა, ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდება. საპატრიარქოში საიუბილეო მიღება უკვე დაიწყო. მრევლს შესაძლებლობა აქვს პატრიარქს ესტუმროს და იუბილე მიულოცოს - ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის იუბილეს მილოცვა მოსახლეობას დღეს 7 საათიდან შეეძლება
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 16:17:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის იუბილეს მილოცვა მოსახლეობას დღეს 7 საათიდან შეეძლება. 4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღეა. ხვალ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 82 წლის გახდება. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ბოლო 37 წლის განმავლობაში  საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 46-მდე გაიზარდა, პატრიარქის ჩათვლით კი 48 მღვდელმთავარია. გაიზარდა ასევე ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირთა  რიცხვი.
წაკითხვა
პატრიარქს დღეს მოქალაქეები იუბილეს მიულოცავენ
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 11:56:00
საქართველოს მოქალაქეეები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს იუბილეს მიულოცავენ. 4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღეა.  პატრიარქისთვის დაბადების დღის მისალოცად საპატრიარქოში მიღება დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება პატრიარქს იუბილე მიულოცოს. სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის  გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.ბოლო 37 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 46-მდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხვი. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
დაღუპვამდე მამა ილიამ ნავში ადგილი ქალს და პატარა ბავშვს დაუთმო - რას წერს იტალიური მედია
გამოქვეყნებულია: 2015-01-02 20:25:00
ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ სასულიერო პირზე იტალიური მედია წერს. გამოცემა „რიფაბლიკ იტ“ ბორანზე მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მამა ილია კარტოზიას შესახებ საუბრობს. გადარჩენილი მგზავრის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი გაჩნდა, მამა ილია მას ამხნევებდა და ძალას მატებდა. „როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი. მამა ილიას ზურგჩანთაში ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, გემიდან გადმოყვანის დროს სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა“, - იხსენებს ირაკლი. როგორც გადარჩენილი მგზავრი ამბობს, წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდეს, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, სასულიერო პირმა მასთან მიახლოება ვერ შეძლო. ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდი უვნებლად გადარჩა. დაღუპული მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
წაკითხვა
ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს, მრევლს თევზის მიღება შეეძლება
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 16:26:00
ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მარხვაზე მყოფთათვის  თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი. "ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად 2 იანვარს  თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის", - აცხადებენ საპატრიარქოში. 40-დღიანი საშობაო მარხვა წელს 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლოთ. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა - მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:05:00
ადრიატიკის ზღვა ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია. საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ბორანზე, რომელსაც ალბანეთის სანაპიროსთან გაუჩნდა ცეცხლი და საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა,  9 ქართველი იმყოფებოდა. რვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქალაქ ბარის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.სალომე ქოქიაშვილი არა მხოლდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ იკვლევდა ინფორმაციას - ბორანზე მყოფთა ზუსტი სიის დადგენასაც ცდილობს. დაკარგულთა საერთო რაოდენობა ისევ დაუდგენელია.
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა
განახლებულია: 2014-12-27 20:39:00
მთავრობის ადმინისტრაციაში სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. პირველ შეხვედრაზე მხარეებმა კომისიის წევრთა რაოდენობა და სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. შეხვედრის დასრულებისას გაირკვა, რომ შეიქმნება მეცნიერებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მხარეები მიაღწევენ კონსენსუსს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში სახალხო დმცველი ჩაერთვება. მომდევნო შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.
წაკითხვა
ვატიკანში, შობის დღესასწაულზე, “ფემენის” აქტივისტი წმინდა პეტრეს მოედანზე გაშიშვლდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 17:10:00
ვატიკანში შობის დღესასწაულზე, მოძრაობა “ფემენის” აქტივისტი წმინდა პეტრეს მოედანზე გაშიშვლდა, სხვადასხვა ლოზუნგის სკანდირებით,  საგანგებოდ მოწყობილ ბაგასთან მიირბინა და ყრმა იესოს ქანდაკება ხელში აიტაცა. როგორც მოძრაობის ოფიციალურ გვერდზე განმარტავენ, ამ ქმედებით აქტივისტმა ბავშვზე ძალადობა დაგმო  და ქალთა მიმართ ვატიკანის მრავალსაუკუნოვანი პოზიცია გააპროტესტა. ნახევრადშიშველი აქტივისტი სამართალდამცველმა მალე დააკავა და მოედნიდან გაიყვანა. ინციდენტის დროს მოედანზე ასობით მორწმუნე იმყოფებოდა. 
წაკითხვა
როგორ აღნიშნეს შობა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 21:05:00
დღეს შობაა. სადღესასწაულო წირვა და კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მილოცვა „მოამბის“ მაყურებელს. მოქალაქეები მილოცვებს დილიდან იღებენ. როგორ შეხვდნენ დღესასწაულს საქართველოში - ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟში.
წაკითხვა
„მზიანი ღამე“ - 37 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 21:02:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 37 წელი გავიდა. განვლილ წლებს უწმინდესი „მზიან ღამეს“ უწოდებს. დაშინებული მრევლისა და პარტიული აკრძალვის მიუხედავად, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია მეორე ჩაუდგა. როგორი მემკვიდრეობა ხვდა წილად პატრიარქს და რამდენად სახიფათო აღმოჩნდა  დაპირისპირება „წითელ რეჟიმთან“ - მნიშვნელოვანი რელიგიური მოვლენა ნათია ქენქაძის ყურადღების ცენტრში მოექცა.
წაკითხვა
სადავო შენობა მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის - ნაგებობის ხელყოფის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 20:48:00
კიდევ ერთი სადავო შენობა სამცხე-ჯავახეთში - ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეს მართლმადიდებელი და მუსლიმი თემი ავარიული შენობის დანიშნულებას არკვევს. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის საჩივრის საფუძველზე კი სამართალდამცველები სწავლობენ, მოხდა თუ არა ნაგებობის ხელყოფა. გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა

უახლესი