საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2015-04-05 12:37:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან  დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამ წუთებში საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
წაკითხვა
საპატრიარქოსა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი ინიციატივა ნარკოდამოკიდებულთა დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-04-02 17:34:00
საპატრიარქო და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი რელიგიურ კონფესიებს ახალ ინიციატივას სთავაზობენ. საბჭოში შემავალი სხვადასხვა კონფესია მრევლს ნარკოდამოკიდებულების მოსახსნელად მკურნალობას უფასოდ ჩაუტარებს. თითო წარმომადგენელი ერთჯერადად 2 000 ლარის ღირებულების კურსს უფასოდ გაივლის.
წაკითხვა
17 მაისი აწყურის ღვთისმშობლის ხატის მადლიერების დღედ დაწესდა
გამოქვეყნებულია: 2015-03-29 16:21:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად, წირვა აღავლინა. ილია მეორემ ქადაგებისას წმინდანის   ცხოვრებაზე ისაუბრა. ქადაგების დასრულების შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და საავიაციო უნივერსიტეტი დალოცა. წირვის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 17 მაისი აწყურის ღვთისმშობლის ხატის მადლიერების დღედ დაწესდა. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ განაცხადა. მისი თქმით, 17 მაისს სვეტიცხოვლიდან თბილისის მიმართულებით მოეწყობა ფეხით მსვლელობა და მრევლი აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლს სამების საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანებს.
წაკითხვა
ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა რელიგიის საკითხთა სააგენტოში
გამოქვეყნებულია: 2015-03-26 17:21:00
რელიგიის საკითხთა სააგენტოში ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობისა და თანადაფინანსების შესახებ 18 საკითხიდან 14-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. მუსლიმ თემს დასავლეთ საქართველოში არსებული 8 მეჩეთი გადაეცა მფლობელობაში. სხდომაზე ებრაული თემის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, რომელიც ბათუმის უძველესი ებრაული სინაგოგის სარგებლობაში და მფლობელობაში გადაცემას გულისხმობს.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2015-03-26 17:06:00
საქართველოს პრეზიდენტი აპრილში რომის პაპს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის ნუნციუსს საქართველოში მარეკ სოლჩინსკის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილი ვატიკანს აპრილში ეწვევა. ქვეყნის პირველი პირი რომის პაპთან გამართავს შეხვედრას.
წაკითხვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2015-03-25 21:14:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. თარიღის აღსანიშნავად კათოლიკოს-პატრიარქმა  სიონის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ისტორიულ თარიღს სპეციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ პრეზიდენტი და პრემიერი. ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა. რუსული სინოდის 106-წლიანი მმართველობის შემდეგ ეკლესიის დამოუკიდებლობა 1917 წლის 25 მარტს ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული დოკუმენტით აღდგა.
წაკითხვა
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
განახლებულია: 2015-03-25 17:20:00
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ სიონის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც რუსეთის იმპერიამ  1811 წელს გააუქმა, სვეტიცხოველში 1917 წლის 25 მარტს არის აღდგენილი. 
წაკითხვა
ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 14:26:00
ეროვნულ არქივში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე- სახელწოდებით  -საქართველოს  ეკლესია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მონაწილეებმა სხვადასხვა თემები წარმოადგინეს.ღონისძიების მიზანია საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების  სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და მათთვის სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია
წაკითხვა
პატრიარქმა ღვთისადმი მადლიერების დღე დააწესა
განახლებულია: 2015-03-22 21:05:00
პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. ეს დღე ყოველი წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე აღინიშნება, - ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, სამადლობელი წირვა-ლოცვა პირველად მცხეთაში, სვეტიცხოველში შესრულდება, სადაც წელს სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს კი თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა. ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ადამიანის ბუნებაზეც ისაუბრა.
წაკითხვა
40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2015-03-22 17:19:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, მოწამეთა სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო. წმინდანები, რომელთა ხსენებაც 22 მარტს აღინიშნება, მეოთხე საუკუნეში აწამეს, მას შემდეგ, რაც მათ კერპთა თაყვანისცემაზე უარი თქვეს. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურობდნენ.
წაკითხვა
დღეს ნოვრუს ბაირამია - დღესასწაული მარნეულის მოსახლეობას პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-21 16:21:00
დღეს ნოვრუს ბაირამია - დღესასწაული მარნეულის მოსახლეობას პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა, ასევე მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერეს. პრეზიდენტსა და პრემიერს სტუდენტმა მადლობა გადაუხადა ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობისთვის და ამ მიმართულებით დახმარება სამომავლოდაც სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მოედანზე გამართულ სპორტულ სანახაობასაც დაესწრნენ, რის შემდეგაც საგანგებო ჩირაღდნებით სადღესასწაულო კოცონის დანთებაში მიიღეს მონაწილეობა.  ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მარნეულში იმყოფებიან
გამოქვეყნებულია: 2015-03-21 12:31:00
ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მარნუულში იმყოფებიან. საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი ადგილობრივ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ. 
წაკითხვა
პრემიერმინისტრი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მეუფე თეოდორეს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-03-17 11:11:00
პრემიერმინისტრი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მეუფე თეოდორეს შეხვდა. მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილს ღვთისმშობლის ხატი, ხოლო პრემიერის მეუღლეს მონაზვნების მიერ ხელნაკეთი ჩანთა უსახსოვრა. პრემიერი სამცხე-ჯავახეტში გუშინ იმყოფებოდა.
წაკითხვა
პატრიარქმა ჯვრის მნიშვნელობაზე იქადაგა
გამოქვეყნებულია: 2015-03-15 16:17:00
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ჯვრის ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ილია მეორის თქმით, უფალი აძლევს ადამიანს იმ ჯვარს, რომლის ტარებასაც შეძლებს. ქადაგებისას ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს, რადგან მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე დადგეს. ქადაგების დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
წაკითხვა
რომის პაპი ფრანცისკე შესაძლოა რამდენიმე წელიწადში გადადგეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-14 16:54:00
რომის პაპი ფრანცისკე  შესაძლოა რამდენიმე წელიწადში გადადგეს. ამის შესახებ მან მექსიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პაპის თქმით, მისი წინამორბედი პაპის ბენედიქტის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო მამაცური და ის არ უნდა იყოს გამონაკლისი. არგენტინელი სასულიერო პირი ეკლესიას ზუსტად ორი წლის წინ ჩაუდგა სათავეში. პაპად კურთხევის შემდეგ კათოლიკურმა სამყარომ მალე დაიწყო საუბარი მის უშუალობასა და თავმდაბლობაზე.
წაკითხვა
დისკუსია საქართველოს საპატრიარქოში
გამოქვეყნებულია: 2015-03-07 14:11:00
დისკუსია საქართველოს საპატრიარქოში. მამა დავით შარაშენიძემ საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადება გააცნო. განცხადებაში ნათქვამია:"ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებზე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ ქრისტიანულმა სწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი; ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა",-  ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. დისკუსია გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლბში გაიმართა.  
წაკითხვა
პრემიერმინისტრმა ბათუმში ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-06 20:39:00
პრემიერმინისტრმა ბათუმში ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს გადასცეს. ნაგებობები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმური თემის სასულიერო სასწავლებლისთვის აჭარის მთავრობამ შეიძინა. ობიექტების შესყიდვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დავალებით მოხდა. შეხვედრის დროს მუსლიმური თემის ლიდერებმა პრემიერმინისტრს მადლობა პირადად გადაუხადეს.
წაკითხვა
რელიგიის საკითხთა სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაცია
გამოქვეყნებულია: 2015-02-23 17:35:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა. მთავარ მოვლენებად რამდენიმე ფაქტი დასახელდა. 7 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააგენტო შეიქმნა, სამსახურმა ოთხ რელიგიურ კონფესიას, საბჭოთა პერიოდში მიღებული მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 1 700 000 ლარი გადასცა. მუსლიმებს 44 საკულტო ნაგებობა გადასცეს. შეიქმნა ექსპერტთა საბჭო, რომელიც სადავო საკითხებზე მუშაობს. ანგარიშის პრეზენტაციას რელიგიური ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
პაატა ბურჭულაძემ საკრებულოს წევრებს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 17:24:00
პაატა ბურჭულაძე საკრებულოს წევრებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეკლესიის მშენებლობა 4 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. კომპლექსი გააერთიანებს ტაძარს, სამონასტრო კომპლექსს, ასევე სასწავლო ცენტრს, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები განათლებას მიიღებენ. იგეგმება ასევე ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. ტაძრის მშენებლობა, სავარაუდოდ ,2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდება.
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
გამოქვეყნებულია: 2015-02-14 14:32:00
არცერთ სასულიერო და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად, ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან, საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვადასხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს, ან თუნდაც ეკლესიას", -  აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხვა

უახლესი