საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კათოლიკოს-პატრიარქი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე კარგის მეტი არაფერი სმენია
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 12:05:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე კარგის მეტი  არაფერი სმენია. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ილია მეორე პირველ კომენტარს აკეთებს. დეკანოზს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში   ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს. ნათია ქენქაძე დეტალებით.   
წაკითხვა
უცნაური და არანორმალური სიტუაცია - კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 10:06:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს ბერლინიდან აკეთებს. უცნაური და არანორმალური სიტუაცია- ასე აფასებს ილია მეორე  ბოლო პერიოდში  განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით,  დიდი ხანია იცნობს მამა გიორგის და კარგის მეტი მასზე არაფერი სმენია.  ილია მეორე აცხადებს, რომ ერისა და ეკლესიის დარღვევას ვერავინ შეძლებს. მიმართვაში საუბარია წარმატებული ოპერაციის შესახებაც.  პატრიარქის განცხადებით, სამშობლოში სამ დღეში დაბრუნდება. ილია მეორე  იმედოვნებს, რომ ყველაფერი დამშვიდდება და გაირკვევა. ბერლინიდან პატრიარქის  მიმართვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 
წაკითხვა
მეუფე ანდრია: ეს საკითხი არ წყდება კურთხევით
განახლებულია: 2017-02-16 18:25:00
ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძე სასულიერო პირებმა მოინახულეს. როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უსაფრთხოების ზომების გამო, მისი ზიარება ვერ მოხერხდა. „უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.  ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ „ეს საკითხი არ წყდება კურთხევით“ და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლო არ დაირღვეს. თუმცა, გასცემს თუ არა მამა გიორგი აღსარების საიდუმლოს, მეუფე ანდრიას თქმით, ეს პირადად მასზეა დამოკიდებული. მღვდელმთავრის განცხადებით, მას ღრმად სწამს, რომ დაკავებულ დეკანოზს პატრიარქის მიმართ არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. სასულიერო პირების შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ. 
წაკითხვა
სასულიერო პირების ნაწილის ურთიერთბრალდებები - „მოამბის“ მიერ მოპოვებული პირველი სატელევიზიო კომენტარები
განახლებულია: 2017-02-15 20:14:00
დუმილი დაირღვა - დეკანოზის დაკავების შემდეგ სასულიერო პირების ნაწილი ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს აღარ ერიდება. „ეს მე არ მეხება“, - ამბობს “მოამბის“ მიერ მოპოვებულ პირველ სატელევიზიო კომენტარში პატრიარქის მდივან-რეფერენტი, რომელიც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ინტრიგების ხლართვაში და სასულიერო პირების ნაწილზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრემ ახსენა რამდენიმე მაღალი იერარაქი, რომლებსაც შორენა თეთრუაშვილის ,,ოქროს თევზები” უწოდა. მწვავეა საპასუხო განცხადება მეუფე იაკობისგან. ,,მოამბემ” დღეს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც ჩაწერა, რომელსაც მეუფე იაკობი ორი თვის წინ სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა, ორი დღის წინ კი არაპროფესიონალად მოიხსენია.   
წაკითხვა
„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვას ითხოვს
განახლებულია: 2017-02-15 16:14:00
„რესპუბლიკური პარტია“  საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვას ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან, კომპენსაციის სახით, რამდენიმე მილიონ ლარს ყოველწიურად იღებს, დაფინანსების რაოდენობისა და არამიზნობრიობის გამო უხეშად ირღვევა. "რესპუბლიკებელების" თქმით, საპატრიარქოს კულუარებში არსებული კანონდარღვევები სახელმწიფოს და საზოგადოების შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ ეკლესიისთვის ქონების გადაცემა დედაქალაქსა და რეგიონებში ყოველგვარი პროცედურებისა და კვლევის გარეშე ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რაზე საუბრობს "მოამბის" კორესპონდენტთან ქორეპისკოპოსი იაკობი და რა კომენტარს აკეთებს შორენა თეთრუაშვილი
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 16:05:00
სინოდის წევრებს შორის დაპირსპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მწვავე განცხადებები ამჯერად მეუფე იაკობმა ბერლინში გააკეთა და მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. „მოაბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქორეპისკოპოსი ამბობს რომ მასზე გავლენა   პატრიარქის გარდა არავის აქვს, მეუფე პეტრეს კი სიცრუეში ადანაშაულებს. ბრალდებებთან დაკავშირებით "მოამბესთან" პირველი კომენტარი გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტმაც.  შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე იაკობს ქეთი ქარდავა ესაუბრა.
წაკითხვა
ჭყონდიდელი მიტრპოლიტის სკანდალურ ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს შორენა თეთრუაშვილი
განახლებულია: 2017-02-15 12:15:00
ჭყონდიდელი მიტრპოლიტის სკანდალურ ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს გერმანიაში მყოფი შორენა თეთრუაშვილი. მეუფე პეტრეს განცხადებებზე პატრიარქის მდივან- რეფერენტი ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებს. "მომაბესთან" გაკეთებულ მცირე კომენტარში კი აცხადებს, რომ მეუფე პეტრე ალბათ სხვა პირზე საუბრობს და არა მასზე. შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით. შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობს და სწორედ მას უკავშირდება სხვადასხვა პრომლემური საკითხები.   
წაკითხვა
სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ
განახლებულია: 2017-02-15 12:07:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ სასულიერო პირები. მამა თეოდორე გიგნაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს შორის ლოგიკური ბმები არ არის. სასულიერო პირი სისტემურ დანაშაულზე საუბრობს, რადგან მიიჩნევს, რომ ერთი პირის მიერ ამის დაგეგმვა შეუძლებელი იყო. მამა თეოდორე გიგნაძე პროკურატურის მხრიდან შეცდომასაც არ გამორიცხავს, თუმცა  სასულიერო პირისთვის დანაშაულის დაბრალების მოტივსაც ვერ ხედავს. საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველსაც. უჩა ნანუაშვილი დროული გამოძიებისა და დაცვის მხარისთვის ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების უფლების მინიჭების საჭიროებაზე საუბრობს. პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე გამოძიებას არ ენდობა - არსებობს თუ არა საპატრიარქოში შიდა უთანხმოება
განახლებულია: 2017-02-14 20:12:00
ერთადერთი სასულიერო პირი, ვინც დეკანოზის დაკავების საქმეზე ღიად საუბრობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტია. მეუფე პეტრე გამოძიების ვერსიას არ ენდობა და რეზონანსულ საქმეში კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის კვალს ხედავს. თუ მეუფის განცხადებებს დავეყრდნობით, შორენა თეთრუაშვილთან დეკანოზს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს. მდივან-რეფერენტის განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და ჩრდილოვან მმართველობაზე მეუფე პეტრე დეკემბრის ბოლოს გამართულ სინოდის სხდომამდეც საუბრობდა, თუმცა მაშინდელ სხდომაზე ეს საკითხი არ განუხილავთ. გურამ როგავა არკვევდა, არსებობს თუ არა საპატრიარქოში შიდა უთანხმოება.   
წაკითხვა
სასულიერო პირები გამოძიების დასრულებას ელოდებიან და წინასწარ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე არ საუბრობენ
განახლებულია: 2017-02-14 12:11:00
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლის მცდელობაში დამნაშავის გამოვლენის შემთხვევაში, საპატრიარქო მზად არის შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. სასულიერო პირები გამოძიების დასრულებას ელოდებიან და წინასწარ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე არ საუბრობენ. ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებული მასალები უნდა გამოაქვეყნოს. პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი რელიგიური გაერთიანების სარჩელს
განახლებულია: 2017-02-11 16:21:00
მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი რელიგიური გაერთიანების სარჩელს - საკითხზე სასამართლოს პირველი კოლეგია ჯერ ისევ მსჯელობს. რელიგიური ორგანიზაციები იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის. კერძოდ, როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, სადავო ნორმები, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დღგ-ს, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს. 
წაკითხვა
საპატრიარქო: პატრიარქისთვის ოპერაციის ჩატარება 13 თებერვალსაა დაგეგმილი
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 21:54:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოკვლევების შედეგად დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალსაა დაგეგმილი. „გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 03:16:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 8 თებერვალს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებასთან დაკავშირებით წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი იმეფა. აღმაშენებელის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა.დავით აღმაშენებელმა მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად 40 ათასი ყივჩაღი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ. დავით აღმაშენებელი 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა.ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დაადგინა.
წაკითხვა
რელიგიურ ორგანიზაციათა ნაწილი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს - იზიარებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მათ შეხედულებებს
განახლებულია: 2017-02-07 20:39:00
რელიგიურ ორგანიზაციათა ნაწილი პარლამენტის წინააღმდეგ - ისინი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვენ. 5 ორგანიზაციის გაერთიანებული მოთხოვნის საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს. 2015 წლის 11 მარტს შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. რა მოსაზრებები აქვთ უფლებადამცველებს და იზიარებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მათ შეხედულებებს. ნახეთ  სიუჟეტი
წაკითხვა
დღეს ნინოობაა - ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმ წმინდანს იხსენებს, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა
განახლებულია: 2017-01-27 20:57:00
დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმ წმინდანს იხსენებს, რომელიც საქართველოში მე-4 საუკუნეში კაბადოკიიდან შემოვიდა და წარმართულ ქვეყანაში ქრისტიანობა გაავრცელა. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება. კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის ტაძარში აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრის ცენტრში წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს და მისი მოლოცვა მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება. საზეიმო წირვას პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრნენ. ლიტურგიის შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ადამიანის დანიშნულების შესახებ იქადაგა. პატრიარქმა მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიც დალოცა და მათ საპასუხიმგებლო შეხვედრაში გამარჯვება უსურვა. 
წაკითხვა
დღეს ნინოობაა - დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 12:26:00
დღეს ნინოობაა - დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას უწმინდესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: პირველ ივნისს  მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება. 
წაკითხვა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016 წელს განხორციელებული პროექტები წარადგინა
განახლებულია: 2017-01-24 18:50:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო  გეგმის ფარგლებში, 2016 წელს განხორციელებული პროექტები წარადგინა.  ღონისძიებაზე, იმ წიგნების პრეზენტაციაც გაიმართა, რომლებიც, პროექტის ფარგლებში,  რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოიცა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და რელიგიური თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 01:43:00
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ნოემბერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოები გაზაფხულზე გაგრძელდება, ამის მიზეზად კი მკაცრი კლიმატური პირობები სახელდება. ეპარქიის განცხადებით, ტაძრის დაკეტვიდან მხოლოდ 40 დღის გასვლის შემდეგ, ასევე შობის დღესასწაულზე ჩატარდა ტაძარში წირვა და ადგილზე შეუშვეს მომლოცველთა ჯგუფიც. თუმცა, მათი თქმით, ეს შემთხვევა ვერ დაამძიმებდა ტაძარში ხანძრის შემდეგ არსებულ ვითარებას. „როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში, ვარძიის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გაიჭვარტლა ტაძრის ფრესკები. მუშაობას შეუდგა რესტავრატორთა ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს დაზიანების ხარისხი, მაგრამ მკაცრი კლიმატის გამო, გადაწყვიტეს გაზაფხულისთვის გააგრძელონ სარესტავრაციო სამუშაოები.  ვადასტურებთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ რესტავრაციის მიმდინარეობის პროცესში, დროებით შეჩერებულიყო ღვთისმსახურება და დაკეტილიყო ტაძარი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, რაც დღემდე ძალაშია. მოგახსენებთ, რომ საეკლესიო კანონის თანახმად, მოქმედ ტაძარში ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ჩატარდა ვარძიაში წირვა მონასტრის ძმობისთვის და ასევე, წირვა ჩატარდა უდიდეს საეკლესიო დღესასწაულზე - შობას. ღამისთევის წირვაზე მობრძანებულ მომლოცველებს (დაახლოებით 20 ადამიანი) მონასტრის ძმობა უარს ვერ ეტყოდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე. დანარჩენი დროის განმავლობაში ტაძარი დაკეტილია. სამწუხაროა, რომ ერთეული შემთხვევა, რომელიც ვერ დაამძიმებდა ტაძარში არსებულ მდგომარეობას, უარყოფით კონტექსტში იქნა განხილული. აღვნიშნავთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ იმთავითვე გამოთქვა სურვილი და დღესაც მზადაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ვარძიის ფრესკების რესტავრაციაში.
წაკითხვა
2008 წელს დაწყებული ტრადიცია გრძელდება - ილია მეორეს ნათლული 770-ზე მეტი ბავშვი გახდა
განახლებულია: 2017-01-19 20:53:00
2008 წელს დაწყებული ტრადიცია გრძელდება: პატრიარქის ნათლული, დღეს, 770-ზე მეტი ბავშვი გახდა. საყოველთაო ნათლობის შემდეგ, პატარები კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა. ცერემონიას წინ ნათლისღების საზეიმო წირვა და წყალკურთევის რიტუალი უძღოდა. ლიტურგიის შემდეგ მრევლს ილია მეორემ ქადაგებით მიმართა.
წაკითხვა
პატრიარქი 780-მდე ბავშვს მონათლავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 10:57:00
ტრადიციულად, საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქის ნათლული კიდევ 780-მდე ბავშვი გახდება. 47–ე საყოველთაო ნათლობა სამებაში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. დღეისათვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
წაკითხვა

უახლესი