საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 15:23:00
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავთან შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობენ. იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. ყოველ წელს, ისრაელის პოლიცია, უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებულ ზომებს იღებს. მორწმუნებიისთვის წმინდა ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ ყველა სხვა ტაძარში ვრცელდება.საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია მორწმუნეებისთვის წმინდა ცეცხლს ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოიტანს. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
წაკითხვა
მომლოცველები იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 15:06:00
ქრისტიანები იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. ყოველ წელს, ისრაელის პოლიცია, უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებულ ზომებს იღებს. მორწმუნებიისთვის წმინდა ცეცხლს პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში წაიღებენ და შემდეგ ყველა სხვა ტაძარში გავრცელდება.საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია მორწმუნეებისთვის წმინდა ცეცხლს ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოიტანს. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.რა ხდება იერუსალიმში ამ წუთებში, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში და ვებ-გვერდზე.
წაკითხვა
რომის პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 12:34:00
ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა რომის პაპმა პრანცისკემ. ტრადიციული ცერემონია გაიმართა რომის ანტიკური კოლიზეუმის ნანგრევების ირგვლივ, სადაც ე.წ. “ჯვრის მსვლელეობას” ასევე რომის პაპი ხელმძვანელობდა. ცერემონიის შემდეგ ჯვარი ბაზილიკაში შეაბრძანეს და  ეკლესიის მსახურებმა ჯვარზე მთხვევის ცერემონია შეასრულეს. 
წაკითხვა
ვნების შვიდეულის ბოლო დღე და მოლოდინი იერუსალიმში - მორწმუნეები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 12:05:00
დღეს დიდი შაბათია, ვნების შვიდეულის ბოლო დღე, როდესაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის დასაფლავებას იხესენებს. განსაკუთრებული მოლოდიანია იერუსალიმში. უამრავი მომლოცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აღდგომის ტაძარში მდებარე მაცხოვრის საფლავზე  ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს ელის. მათ შორის არიან ქართველი მორწმუნეებიც. იერუსალიმიდან პირდაპირ ტრანსლაციას პირველი საზოგადოებრივი სამის ნახევრიდან შემოგთავაზებთ. ცეცხლი პირველად ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში მიაქვთ და შემდეგ ყველა ტაძარში ვრცელდება. საქართველოდან საგანგებოდ წასული დელეგაცია ცეცხლს საქართველოში  გვიან ღამით ჩამოიტას. შემდეგ ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
წაკითხვა
ტრადიციული მსვლელობა იერუსალიმში - ასეულობით მორწმუნემ მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიარა
განახლებულია: 2017-04-14 20:15:00
ტრადიციული მსვლელობა მოეწყო იერუსალიმშიც.  მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის წლის ყველაზე მძიმე დღეს ასეულობით მორწმუნემ ,„ვია დოლოროსას“ ანუ მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიარა. ტრადიციულად რიტუალის შესრულება ლომის კარიბჭიდან დაიწყო და 14 გაჩერების შემდეგ გოლგოთას მთაზე, აღდგომის ტაძართან დასრულდა. პილიგრიმებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველები. 600-მეტრიანი გზის გავლის შემდეგ მორწმუნეები აღდგომის ტაძარში იკრიბებიან-ხვალ მომლოცველები მაცხოვრის საფლავთან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. 
წაკითხვა
დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 20:12:00
ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის ტრადიციული რიტუალი შესრულდა. სამებაში მსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანების, ტაძარში სამჯერ შემოტარების და სპეციალურ სადგამზე დაბრძანების შემდეგ უფლის დატირების საგალობელი აჟღერდა. გარდამოხსნა ტაძრებში სამი დღე დარჩება. ვნების კვირის პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. 
წაკითხვა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 19:41:00
დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. წესი, რომელიც სიმბოლურად მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოსვენებას, დაკრძალვას და დატირებას ასახავს. მსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანებისა და ტაძარში შემოტარების შემდეგ, უფლის დატირების საგალობელი აჟღერდა, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვითაა შექმნილი. ვნების კვირის პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-04-14 18:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. გარადმოხსნის წესი პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა. ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა
დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე - მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-04-14 12:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის პარასკევს აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. დიდი პარასკევის სერობა  შუადღის ორ საათზე დაიწყება, გარადმოხსნის წესს პატრიარქი სამების საკათედრიო ტაძარში შეასრულებს. 
წაკითხვა
ილია მეორე: დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება
განახლებულია: 2017-04-13 20:38:00
დღეს დიდი ხუთშაბათია. დღე, როდესაც სახარების მიხედვით, ქრისტემ თავის მოწაფეები პირველად აზიარა. ტაძრებში საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა, წირვის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. ეს სახარებისეული ეპიზოდის გახსენებაა, როდესაც ქრისტემ თავის 12 მოწაფეს ფეხი დაბანა. სამების ტაძარში, 12 მღვდელს ფეხს პატრიარქი ბანს. ილია მეორემ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი ღვთისმსახურება 12 სახარების კითხვა, რომლის დროსაც მაცხოვრის გაცემის, შეპყრობისა და წამების შესახებ ეპიზოდები იკითხება.სამების ტაძარში 12 სახარების კითხვა 19 საათზე დაიწყება
წაკითხვა
დღეს დიდი ხუთშაბათია
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 12:31:00
დღეს დიდი ხუთშაბათია. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წმინდა სახარებიდან ის მონაკვეთი იკითხება, სადაც უფლის მიერ, 12 მოციქულის პირველად ზიარებაზეა საუბარი. რამდენიმე წუთში ფეხბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც, პატრიარქი 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს, ისევე როგორც ეს თავისი სიმდაბლით უფალმა განახორციელა. ნათია ქენქაძე განავრცობს თემას. 
წაკითხვა
პრეზიდენტი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 16:29:00
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.  „ძვირფასო მეგობრებო,გულითადად გილოცავთ პასექის წმინდა დღესასწაულს.ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს სიმბოლური დღე მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
წაკითხვა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასულიერო პირები იერუსალიმში გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 10:09:00
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასულიერო პირები იერუსალიმში გაემგზავრნენ. ქართველი მომლოცველები წმინდა მიწისკენ გამთენიისას გაფრინდნენ. ისინი სააღდგომო წირვას იერუსალიმში დაესწრებიან, რის შემდეგაც ტრადიციულად, სამშობლოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ, რომელიც მოგვიანებით საქართველოს ყველა ტაძარში გავრცელდება. საქართველოს სამღვდელოება წმინდა მიწაზე მოსალოცად ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე მიემგზავრება.
წაკითხვა
პატრიარქი 9 აპრილის მოვლენებზე - მე არ მომიწოდებია დაშლისკენ, მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიაში
გამოქვეყნებულია: 2017-04-09 13:28:00
„მე არ მომიწოდებია დაშლისკენ, ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას, 9 აპრილის მოვლენებზე საუბრისას. „დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე, მაგრამ ამავე დროს, სიხარულის დღე. ახალგაზრდებმა გამოიჩინეს დიდი გმირობა. დღეს მოვისმინე რადიოში, რომ თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოუწოდა დაშლისკენ, თუმცა მე არ მომიწოდებია დაშლისკენ, ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის ადამიანები“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორე დღეს დილით 9 აპრილის მემორიალთანაც იმყოფებოდა, სადაც 28 წლის წინ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-09 12:09:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს. მოგვიანებით ტაძარში ბზას აკურთხებენ.
წაკითხვა
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა ღვთისმსახურება სიონისტაძარში ჩაატარა
განახლებულია: 2017-04-07 14:58:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს  ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა მაცხოვარი. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჩაატარა. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-07 00:02:00
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათიდან აღავლენს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. ასევე, მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება 8 და 9 აპრილი. 8 აპრილს, შაბათს კი ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღესაც მორწმუნეებს ასევე შეუძლიათ თევზის მიღება. დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. 
წაკითხვა
2 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-02 15:17:00
წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა საზეიმო წირვა აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა წმინდანის   მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიამ მეგვიპტელი არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა აუტიზმის  შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა. 
წაკითხვა
ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორია და თარიღის მნიშვნელობა - გურამ ნიკოლაშვილი "მოამბეში“
განახლებულია: 2017-03-25 20:10:00
„მოამბის“ კითხვებს თეოლოგმა გურამ ნიკოლაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-03-25 20:05:00
უნიშვნელოვანესი თარიღი ქართული ეკლესიის ისტორიაში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.1811 წელს უკანონოდ გაუქმებული ავტოკეფალია ქართულმა ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორია-  ნათია ქენქაძის სიუჟეტში. 
წაკითხვა

უახლესი