საზოგადოებრივი
104.5 FM
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 13:22:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს.„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.ბედნეირია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმინდისა უხილავად მოქმედებს ჩვენზედა.​მე გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა პატრიარქმა.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. გარდა ამისა, ტაძარში თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
წაკითხვა
დღეს სვეტიცხოვლობაა - საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 10:33:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო წირვას სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.სვეტიცხოველში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად. გარდა ამისა, საზეიმო წირვას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრება.ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
წაკითხვა
სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 12:11:00
წმინდა სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ნათქვამია განჩინებაში.ამის შემდეგ სინოდი საეკლესიო კანონების შესაბამისად, საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს და ეკლესიაში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.წმინდა სინოდმა გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმე ლეჟავას მღვდელმსახურება აღუდგინა, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა მამათა  მონასტერში გაგზავნა, ხოლო  ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მიუთითა დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სინოდი მის პერსონალურ საკითხს აღარ განიხილავს.საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა.
წაკითხვა
ვიდრე გიორგი მამალაძის საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ დასრულებულა, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში მამალაძის საქმის განხილვა დაიწყოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 22:12:00
წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ იმსჯელეს. როგორც წმინდა სინოდის ოქმშია აღნიშნული, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. „წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს:ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.წმიდა სინოდმა დაადგინა:მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლებიოს აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო  პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სწინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით  საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წაკითხვა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 22:04:00
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.სხდომის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:„წმიდა სინოდის სხდომა გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II-მ. უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „… იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო;  მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა…“ ;  ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს,  ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.  მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია  დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა  მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების  უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების,  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორ
წაკითხვა
მიტროპოლიტი იოანე - სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმემ მონასტერში წასვლა ითხოვა, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 16:53:00
სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმემ მონასტერში წასვლა ითხოვა, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მიტროპოლიტის თქმით, მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ რომელიმე მონასტერში წავიდეს, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება. მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თავად გადაწყვეტს. 
წაკითხვა
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 16:03:00
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. რაზე იმსჯელეს სასულიერო პირებმა ეს ისევ უცნობია. ნათია ქენქაძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე გაფრთხილება არ მიმიღია
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 14:53:00
დღევანდელი სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი ეკლესიისთვის, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის ჩემს შესახებაც იყო საუბარი, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია, - ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა. საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მეუფე პეტრეს გარდა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი ჯერჯერობით არც ერთ სხვა მღვდელმთავარს არ გაუკეთებია. 
წაკითხვა
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 14:37:00
საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მღვდელმთავრები საპატრიარქოს უკვე ტოვებენ. სხდომაზე განხილული საკითხების ან მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. შეგახსენებთ, წმინდა სინოდის სხდომა გუშინ დაინიშნა. სხდომაზე შესვლამდე, სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 
წაკითხვა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 12:03:00
ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო პირები ამ დროისთვის უცნობია. სხდომას ტრადიციულად პატრიარქი უხელმძღვანელებს. ნათია ქენქაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
მეუფე პეტრე ცაავა - ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 12:01:00
ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,  - ეს განცხადება ჭყონდიდისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სინოდის სხდომაზე ხომ არ განიხილებოდა მისი საკითხი.მეუფე პეტრეს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ დღევანდელი სხდომა ღირსეულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება.“შევთხოვ უფალს, რომ წმინდა სინოდის სხდომა ღირსეულად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარდეს. არ ვიცი განიხილება თუ არა “ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულის გიორგი მამალაძის საკითხი“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
წაკითხვა
სინოდის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:37:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოდ პირველად შეიკრიბა. მღვდელმთავრებს წინასწარ სხდომის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის გრიგოლ ბერბიჭაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა სხდომას ამის გამო ბევრი ვერ დაეწროს. ასევე, მისივე ინფორმაციით, სინოდის წევრებს განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ, თუმცა არ არის გამორიცხული დღეს იმსჯელონ “ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. “მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვდელმთავრებმაც არაფერი იციან, განსახილველ საკითხებს სხდომის შემდეგ გაიგებთ. ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა სხდომა, მოგვიწია ჩამოსვლა და ალბათ ბევრი ვერ იქნება სინოდის სხდომაზე. როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შეხვედრაა.  ვნახოთ, ალბათ უწმინდესი იტყვის. ჩვენ ვარაუდებისგან შორს ვართ, რეალობას ვნახავთ “, - განაცხადა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
გამოქვეყნებულია: 2017-10-08 14:40:00
„კარგი იქნებოდა, რომ დალოცვამდე ან დალოცვის შემდეგაც ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.ამასთან, როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში აღნიშნა, გვარის შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისთვის. „ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. უკან ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან.ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისათვის.ხშირად მეკითხებიან, აი ამ ორმოცი წლის მანძილზე თუ რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა, შვიდგზის ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და იგი სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, მაგრამ ალბათ მარტო დალოცვა არ არის საკმარისი. უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება, ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან.როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები? ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი: კარგი იქნებოდაო, რომ დალოცვამდე ან დალოცვის შემდეგაც ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა.გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. მე ძალიან მომწონს შემოთავაზებული წინადადება. თან ძნელი არ არის, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები - მადლობის ლოცვა, წმინდა სამების, იესოს, ღვთისმშობლის და სხვა ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. აი დავუშვათ დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე მორიგეობით წაიკითხავენ ლოცვებს და გვარის შესაწირავი იქნება სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისთვის. მე ვფიქრობ, ეს მოიტანს საოცარ შედეგს, რომ გაძლიერდეს სიყვარული ხალხში, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა.ძველი რომაელები ამბობდნენ  HOMO HOMINI LUPUS EST.  ადამიანი ადამიანისათვის მგელია. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით, ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით.  ადამიანი ადამიანისათვის საყვარელი ძმა უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მოყვასს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია და
წაკითხვა
9 რელიგიური ორგანიზაციისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიამ ძირითადად დადებითი გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 14:04:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა. სხდომაზე 9 რელიგიური ორგანიზაცისთვის ქონების გადაცემასთნ დაკავშირებული საკითხები გადაწყდა. საბჭომ განიხილა მართლმადიდებლური ეკლესიის 17 შუამდგომლობა, რომელიც ეკლესიების მშენებლობის პროცესში ფინანსურ დახმარებას ეხებოდა, აქედან დადებითი გადაწყვეტილება 16-ზე გაიცა.ლუთერულ ეკლესიას, რომელიც საქართველოში დაახლოებით 200 წელია არსებობს, თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში, სადაც გერმანული სასაფლაო და ეკლესიაცაა განთავსებული. საბჭომ დააკმაყოფილა იეზიდთა თემის სასულიერო საბჭოს შუამდგომლობაც. მათ ლოტკინზე, იეზიდთა სასაფლაოს მიმდებარედ 350კვ. მეტრი ფართობი გადაეცათ სალოცავის ასაშენებლად. საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდაც. მათ რუსთავში ადგილმონაცვლეობით 500 კვადრატული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ტეროტორია გადაეცათ, რომელიც 1200 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ასევე, 2014 წელს წინსწრებით გაცემულ შუამდგომლობაში შევიდა ცვლილება სახელწოდებასთნ დაკავშირებით.მუსლიმთა სამმართველოსათვის მოხდა 10 მეჩეთის სარგებლობაში გადაცემა, რომლებიც ძირითადად დასავლეთ საქართველოშია განლაგებული.რაც შეეხება სომხურ ეკლესიას, მათი ორი შუამდგომლობიდან ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ერთს კი უარი ეთქვა არასრული დოკუმნეტაციის წარმოდგენის გამო.
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის მონასტერში გადაასვენეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 11:04:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის მონასტერში გადაასვენეს. ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა. დღეს მთელი დღის განმავლობაში მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, მოილოცონ წმინდა ნაწილები. ქეთევან დედოფლის ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და 6 თვის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში იმოგზაურებს, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დააბრუნებენ.
წაკითხვა
ილია მეორე - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელ ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 14:23:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელს ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესის თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება ზეიმია. „გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ასეთი მორწმუნე. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, როგორ შეიძლება მორწმუნე არ იყოს. დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევანი. ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევანის ლოცვით დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. ხვალ შუადღეს წმინდა ნაწილები გადაბრძანდება კახეთში, ალავერდის ტაძარში. ასე შემოივლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ გამოიყურება საქართველო მის გარეშე. ახლა ქეთევანი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება. დედოფალი ქეთევანი ჩვენთანაა, მაშასადამე ნურაფრისა ნუ გეშინიათ“, - აღნიშნა პატრიარქმა. განსაკუთრებული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მადლობის ნიშნად ღვთისმშობლის ხატი გადასცა."მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას ვინც, იღვაწა და ვინც იპოვა ეს წმინდა ნაწილები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს იმ დიდი ღვაწლისათვის რომელიც მან გასწია. ნიშნად დიდი პატივისა მე გადავცემ ღვთისმშობლის ხატს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთს და ელჩს", - აღნიშნა პატრიარქმა. 
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 12:32:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. წმინდა ნაწილებს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდა და თაყვანი სცა.  მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 11:31:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს რამდენიმე წუთში სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
როგორ ამზადებენ ინდოეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ჩამოსატანად [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:48:00
ინდოეთში, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ჩამოსატანად ამზადებენ. ინდოეთში სპეციალური ჯგუფი იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც პირველი არხის რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი არის. ვიდეო სწორედ ბესიკ გაფრინდაშვილმა გადაიღო.ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთიდან 23 სექტემბერს 19:00 საათზე ჩამოიტანენ. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა მარიამის შობას აღნიშნავს
განახლებულია: 2017-09-21 16:17:00
დღეს ღვთისმშობლობაა. მართლმადიდებელი სამყარო წმინდა მარიამის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო ლიტურგია აღავლინა.დღესვე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 
წაკითხვა