საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა
განახლებულია: 2017-04-21 20:18:00
სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მარტივი გზა: ,,გირჩის” მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ პოლიტიკოსებს ახალი საფიქრალი გაუჩინა. ,,ბიბლიური თავისუფლება”- ასე ჰქვია პოლიტიკური გაერთიანების მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც მასში გაწევრიანებულ ნებისმიერ პირს გამარტივებული წესებით მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს. მსგავსი წოდება კი კანონმდებლობით მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისგან ათავისუფლებს. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის შეცვლაა, რაზეც პარლამენტარებმა ფიქრი უკვე დაიწყეს. 
წაკითხვა
მიტოვებული ტაძრები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან - ფოტოგრაფის ორიგინალური პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-04-17 16:30:00
​ფოტოგრაფმა რომან რობროეკმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მიტოვებული ტაძრები გადაიღო. ფოტოგრაფის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები მიტოვებულია, თითოეული მათგანი საკუთარ ისტორიას ინახავს და ფოტოებში მათი აღბეჭდვა საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. ​ზოგიერთი ადგილი განადგურებულია, ზოგი კი ახლა რეკონსტრუქციის პროცესშია. ფოტოგრაფის თქმით, ამ ადგილებში მოგზაურობა საინტერესოა, ვინაიდან იდუმალ ადგილებში ხვდები და გადაღების პროცესი ორმაგად საინტერესო ხდება. ფოტოები ევროპაში სამწლიანი მოგზაურობის შედეგია. "მე ვიპოვე სხვადასხვა საინტერესო რელიგიური ადგილი ევროპაში და ისინი ჩემს ფოტოობიექტივში დავაფიქსირე. ფოტოპროექტით წარმოჩინდა, თუ როგორ განსხვავდებიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურები, არქიტექტურით", - ჰყვება ფოტოგრაფი რომან რობროეკი.სამლოცველო საფრანგეთში - რეკონსტრუქციის პროცესშიეკლესია ჩეხეთში სინაგოგა რუმინეთშიეკლესია საფრანგეთში
წაკითხვა
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
განახლებულია: 2017-04-16 16:10:00
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 49 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია.სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები“. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.
წაკითხვა
ვნების კვირა და ხალხმრავლობა ქანდის მონასტერში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 20:45:00
ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დღეს სააღდგომო ღვთიმსახურება ტარდება. თუმცა, მართლმადიდებელ სამყაროში ცოტაა ეკლესიები, სადაც ლოცვას მაცხოვრის ენაზე აღავლენენ. ასეთი ტაძარი თბილისიდან 25 კილომეტრში, სოფელ ქანდაშია.13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში, სადაც უკვე 7 წელია ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქრისტეს ენაზე ჩატარებულ ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს არამეული გალობების მოსასმენად აქ როგორც თბილისიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან საგანგებოდ ჩადიან. “მოამბემ” ქანდის მონასტერში ვნების კვირა და ის საგალობელი გადაიღო, რომელიც სახარებისეული ეპიზოდის, მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვის არამეულ ტესქსტზეა შექმნილი.
წაკითხვა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 19:41:00
დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. წესი, რომელიც სიმბოლურად მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოსვენებას, დაკრძალვას და დატირებას ასახავს. მსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანებისა და ტაძარში შემოტარების შემდეგ, უფლის დატირების საგალობელი აჟღერდა, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვითაა შექმნილი. ვნების კვირის პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-07 00:02:00
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათიდან აღავლენს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. ასევე, მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება 8 და 9 აპრილი. 8 აპრილს, შაბათს კი ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღესაც მორწმუნეებს ასევე შეუძლიათ თევზის მიღება. დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. 
წაკითხვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 20:47:00
მიღება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს. მონაწილეებს  სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლებმაც გამოსვლის დროს განსაკუთრებული აქცენტი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გააკეთეს.
წაკითხვა
მეუფე პეტრე: კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს იქნება დიდი სირცხვილი
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 21:49:00
„რამდენიმე წლის წინ მე მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის მეტი დრო დამეთმო წავსულიყავი და უწმინდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან, მაგრამ მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს ჩათვალა საჭიროდ და ვმადლობ ღმერთს, მეტი დრო დამრჩება ეპარქიისთვის“, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა. რაც შეეხება მის ადგილზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნას, მეუფე პეტრეს განცხადებით, ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ ეს მოხდება, ეს იქნება დიდი შეცდომა და დიდი სირცხვილი. მღვდელმთავრის თქმით, ის ელოდება ტელევიზიის გადაბარების ზუსტი თარიღის დასახელებას, თუმცა კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიიდან მის შესაძლო ჩამოცილებას, მეუფე პეტრეს თქმით, ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა სანამ ის მღვდელმთავარია, ეპარქიაში დარჩება. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე მის მკვეთრ განცხადებებს უკავშირებს. მღვდელმთავრის ვარაუდით, სინოდის განჩინება, საეკლესიო კანონის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ მან სხვა ეპარქიაში არ უნდა იქადაგოს. „საკუთარ სათქმელს ჩემი ეპარქიიდან და ჩემი ამბიონიდან ვიტყვი“, - ამბობს მეუფე პეტრე. შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.
წაკითხვა
მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 14:56:00
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობდა.მისივე განმარტებით, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო მას სინოდის წევრებმა გაფრთხილებაც მისცეს.„მე მაკისრია პასუხისმგებლობა რაც ვარ ერისა და ეკლესიის წინაშე, რომ ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს. მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი.ეს იყო მიკერძოებული, როცა არსებობს სხვა პრობლემები  ჩემი საკითხის დაყენება არ არის მთავარი“,- განაცხადა მეუფემ.მისივე  განმარტებით, ის ბოლო პერიოდში განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.მისივე თქმით ის აგრძელებს ბრძოლას პატრიარქის დასაცავად.წმინდა სინოდის სხდომა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. თუმცა სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იყო.
წაკითხვა
მეუფე პეტრე: საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 12:11:00
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა.ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.მეუფე პეტრე საუბრობს საეკლესიო სამართლის წესის აღდგენაზე. მისი თქმით, უნდა დადგეს ყველა დასასჯელი პირის საკითხი.„საერო სამართლისგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული. გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირებისა, პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში  და რამდენად ნამდვილად საჭიროა რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის.რაც შეხება იმას, რომ მამა გიორგი არ მივიდოდა არავის მოსაწამლად, ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.საქართველის საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 11:20:00
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.კომენტარი სხდომის დაწყებამდე მედიასთან ამ დროისთვის არ გაკეთებულა.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. 
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
განახლებულია: 2017-03-09 10:00:00
საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა „მოამბესთან“ საუბარში ადასტურებს, რომ სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. საპატრიარქოს იურისტის თქმით, გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საპატრიარქო საქმის დასრულებამდე საკითხის ირგვლივ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. 
წაკითხვა
ილია მეორე: წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა - ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა
განახლებულია: 2017-03-05 16:10:00
„წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა“- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სამებაში წირვა აღავლინა.ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ვრცლად იქადაგა და შეკრებილებს დღესასწაული  მიულოცა.უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს ეკლესიას მწუხარება არ აკლია, თუმცა ილია მეორეს  იმედი აქვს, რომ მწუხარება მალე სიხარულით შეიცვლება.
წაკითხვა
წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 20:30:00
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს 12:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დაუდასტურა.მისი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება. 
წაკითხვა
საპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
განახლებულია: 2017-03-02 10:01:00
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის გამართვის თარიღი მედიას წინასწარ ეცნობება.„წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“,- აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. 
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-01 21:26:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ოფიციალურად სინოდის სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადეს.რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მამა გიორგის თქმით, წინასწარ განსახილველი საკითხები არ ცხადდება.თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.
წაკითხვა
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა (ფოტოები)
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 18:22:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. როგორც ცნობილია, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრება. დღეს წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი იკითხება.ჯერჯერობით, უცნობია, გამოეხმაურება თუ არა უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ან საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 
წაკითხვა
მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა
განახლებულია: 2017-02-27 12:11:00
პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა.ამის შესახებ მამა გიორგიმ „კვირის მოამბეში“ განაცხადა.„ბატონი სოსო ოხანაშვილი წლების განმავლობაში იყო პატრიარქის დაცვის უფროსი და ასრულებდა ამ მოვალეობას, იცავდა პატრიარქის უსაფრთხოებას.დღეს, პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშნულია ზურაბ ბუჩუკური“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
წაკითხვა
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:48:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა.პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შენდობის წესის დროს ილია მეორემ თავად ითხოვა შენდობა.„საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ.მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას.ადამიანი კეთილია წარმოშობით და თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში.მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს , ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.ხშირად მითქვამს, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ.ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა.დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვუყურებთ ჩვენს გულს, გონებას და სულს.ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, რომ განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში.არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება.დღევანდელ დღეს შევყურებთ ცას და უფალს, რომ შეგვინდოს ცოდვები. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე, ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვამე ცოდვილის, სრულიად საქართველოს პატრიარქი შეგთხოვთ, შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. მე, ცოდვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, რომ აღავლინოთ
წაკითხვა
ილია მეორე სამების ტაძარში მივიდა - პატრიარქს დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:24:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.როგორც სამების ტაძრიდან „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ილია მეორეს დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს.ამასთან, პატრიარქის დაცვას სამების ტაძარში ზურაბ ბუჩუკური უზრუნველყოფს.გავრცელებული ინფორმაციით, ოხანაშვილი სწორედ ბუჩუკურმა ჩაანაცვლა.ამ წუთებში ილია მეორე შენდობის კვირის მნიშვნელობაზე საუბრობს.
წაკითხვა

უახლესი