საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბათუმში, პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 13:31:00
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო.  ცენტრალური ავტომაგისტრალი აჭარის პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. იპოთეკური სესხებითა და სხვადასხვა ფინანსური მაქინაციით დაზარალებული პირები პროკურატურისგან აქტიურობას ითხოვენ.„წლების წინ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, თითქმის ყველა ჩვენგანი იღებს ერთი და იგივე შინაარსის შეტყობინებას, რომ საქმეზე არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, გამოძიება არ მიმდინარეობს ფინანსურ მაქინაციებზე, რომლებმაც ჩვენ უსახლკაროდ დაგვტოვა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი ზაქარეიშვილმა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ რამდენიმე წუთში მოახერხეს ქუჩის გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს პროკურატურაც გამოეხმაურა. უწყებამ რამდენიმე წარმომადგენელს შეხვედრა შესთავაზა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა
წაკითხვა
ილია მეორემ, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 13:30:00
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა."ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა. იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. დღესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში " - აღნიშნა ილია მეორემ. ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა უფლის ამაღლების სახელობის ტაძრის სამღვდელოება თავდადებული მსახურებისთვის დააჯილდოვა.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 09:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საზეიმო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.  წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ამაღლებას ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 23:24:00
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ამაღლებას ზეიმობს.დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს.მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.საზეიმო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.
წაკითხვა
ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს და ბრიტანეთის პრემიერს სამძიმრის წერილები გაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 20:31:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მანჩესტერში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილები გაუგზავნა მის სამეფო უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალ ელისაბედ II-ს, მის მოწყალებას, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბს და მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, წერილებში, საქართველოს ეკლესიის სახელით, გამოთქმულია დიდი გულისტკივილი როგორც მანჩესტერში, ისე მსოფლიოში მომხდარი მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამო. „ვლოცულობთ, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და დაიფაროს მთელი მსოფლიო მსგავსი შემთხვევებისგან“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 
წაკითხვა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს რელიგიური რუკის პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 12:56:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს რელიგიური რუკის პრეზენტაცია გამართა. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, საქართველოს რელიგიური რუკა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა. "რუკაზე სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა რაოდენობა რეგიონების მიხედვითაც არის წარმოდგენილი. ასევე შეიქმნა საკულტო ნაგებობების ელექტრონული რუკა", - განაცხადა ვაშაყმაძემ. მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 097 573 მართლმადიდებელი, 398 677 მუსლიმი, 109 041 სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, 19 195 კათოლიკე, 12 395 იეჰოვას მოწმე, 8 591 იეზიდური, 1 417 იუდეური თემის წარმომადგენელია. 
წაკითხვა
ილია მეორე - სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-21 14:56:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამაღლების დღესასწაულზე, 24 მაისს ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს, ხოლო 25 მაისს საზემო წირვას, ამაღლების ტაძარში აღავლენს - ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს აღნიშნავს. უწმინდესმა ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა და ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს.„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა იოანე არის სიყვარულის მქადაგებელი. სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, ვერ იარსებებს. გფარავდეთ , წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თქვენ და სრულიად საქათველოს“ - განაცხადა ილია მეორემ . ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლოტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.„დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით",- განაცხადა უწმინდესმა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 15:59:00
დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„უფალი ბრძანებს - ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა ყოვლაწმინდისა ღვთისმშობელისათა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები. დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება ბედნიერი ოჯახი და ახლა წაკითხული იქნება ჩემი წინასიტყვაობა,"- აღნიშნა ილია მეორემ. ოჯახის სიმტკიცისადმი მიძღვნილი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მონაწილეებს ტაძარში პატრიარქი დახვდა. ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და იქადაგა. პატრიარქმა ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტაძარში შეკრებილებს ჟურნალი " ბედნიერ ოჯახი" დაურიგეს, რომელიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გამოიცა. პატრიარქის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა, რომელიც ჟურნალს უძღვის, მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა.
წაკითხვა
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მონაწილეები სხვადასხვა ადგილზე იკრიბებიან [ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 10:20:00
ამ წუთებში თბილისში, სხვადასხვა ადგილზე მოქალაქეები და სასულიერო პირები იკრიბებიან. უკვე მეოთხედ, საქართველო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა. დღევანდელ დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი ხუთ ადგილზე: ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტის წინ და პუშკინის სკვერში. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია. სხვადასხვა ეპარქიის ეპისკოპოსები გადაიხდიან ღვთისმშობლის პარაკლისს, რის შემდეგაც სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. 13:00 საათზე საზეიმო მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყება ხატებითა და დროშებით, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და შეკრებილებს დალოცავს. 
წაკითხვა
ქართველი მუსლიმები მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - როგორია მხარეთა პოზიციები
განახლებულია: 2017-05-12 20:39:00
ბათუმის მერიიდან მიღებული უარის შემდეგ მუსლიმთა თემი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.  თემის წარმომადგენლები გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობას დრის წესრიგიდან არ ხსნიან.ქალაქის მთავრობიდან მიღებული წერილის მიხედვით, შერჩეული ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს, თუმცა ამ არგუმენტს მუსლიმების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეჭვქვეშ აყენებენ.არ არის გამოეიცხული, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.
წაკითხვა
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე - კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 17:52:00
აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები სწორედ აჭარაში ეწამნენ – ეს უწმინდესის სიტყვებია რომელიც მან ქადაგებისას წარმოთქვა. ილია მეორემ აჭარაში მცხოვრებთა ძლიერ რწმენაზე გაამახვილა ყურადღება.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს პარაკლისი გადაიხადა. მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 13:03:00
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს ატარებს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წაკითხვა
EMC ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარს დისკრიმინაციულს უწოდებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 12:22:00
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარს ეხმაურება.„ ი-ემ-სის“ წარმომადგენლებს  მერის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად და  უკანონოდ მიაჩნიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს დისკრიმინაციულს უწოდებს. „ი-ემ-სი“ მუსლიმ თემთან ერთად სასამართლოში სარჩელის შეტანას ერთი თვის ვადაში გეგმავს, ასევე, მუსლიმი თემის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მუსლიმი  თემი ახალი მეჩეთის მშენებლობას გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გეგმავდა, მშენებლობაზე  ბათუმის მერიამ უარი განაცხადა. 
წაკითხვა
უთანხმოება ადიგენის რაიონში - მოხეში მდებარე სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 20:22:00
დასრულდება თუ არა თითქმის სამწლიანი უთანხმოება ადიგენის რაიონში. სპეციალური კომისია იმედებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამყარებს, რომლის მიხედვით, სოფელ მოხეში მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმებს შორის სადავო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიიღებს. მეჩეთი კი სოფელში შერჩეულ სხვა ტერიტორიაზე აშენდება. შეჯერებულ წინადადებას კომისიის წევრები მოსახლეობას პირადად გააცნობენ. მანამდე კი რამდენიმე ადგილობრივის პოზიცია უკვე ცნობილია.    
წაკითხვა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
განახლებულია: 2017-05-06 20:25:00
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. წმინდანის აღსრულების დღესთან დაკავშირებით, წირვა საქრთველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში  ჩატარდა. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აძვის წმინდა გიორგის ტაძარში, თუმცა იქ შესვლის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებს მიეცათ. გიორგობა აღნიშნეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.  
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გიორგობა აღნიშნეს
განახლებულია: 2017-05-06 16:38:00
გიორგობა აღნიშნეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვაა. 
წაკითხვა
პატრიარქი - წმინდა გიორგი გაჭირვებული ხალხის განსაკუთრებული შემწე და მფარველია
გამოქვეყნებულია: 2017-05-06 13:33:00
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ქადაგებაში ილია მეორემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია.მან თავის ბავშვობაც გაიხსენა და ისაუბრა, როგორ აღნიშნავდნენ ოჯახში დღესასწაულს.„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა.საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, - აღნიშნა პატრიარქმა.ილია მეორემ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა. „მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას, წმინდა გიორგი
წაკითხვა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-06 10:37:00
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ქაშუეთის ტაძარში წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - ბორბალზე მისი წამების დღეს.
წაკითხვა
სამების საკათედრო ტაძარში 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 19:57:00
სამების საკათედრო ტაძარში 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1173 ბავშვი გახდა.პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობა, ჯვარი და სააღდგომო ეპისტოლე საჩუქრად გადასცეს. ტაძარში ამ წუთებში უწმინდესს ელოდებიან. ილია მეორე ნათლულებს დალოცავს. ამჟამად პატრიარქს უკვე 32 154 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მეტი შვილები არიან.უწმინდესის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.
წაკითხვა
რელიგიურ ორგანიზაციებს სასულიერო პირების პერსონალური მონაცემები წარდგენა მოუწევთ - ინიციატივას იურისტები და რელიგიური ორგანიზაციები აკრიტიკებენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 20:26:00
რელიგიურ ორგანიზაციებს სასულიერო პირების პერსონალურ მონაცემებს სთხოვენ. მიმართვის ავტორი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოა, რომელიც არგუმენტად რელიგიური რუქის მომზადებას ასახელებს. სააგენტოს მოთხოვნას უკვე მოჰყვა ადრესატების ერთი ნაწილის მხრიდან პროტესტი. რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ იურისტებიც.     
წაკითხვა

უახლესი