საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ამაღლებას ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 23:24:00
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ამაღლებას ზეიმობს.დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს.მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.საზეიმო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.
წაკითხვა
ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს და ბრიტანეთის პრემიერს სამძიმრის წერილები გაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 20:31:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მანჩესტერში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილები გაუგზავნა მის სამეფო უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალ ელისაბედ II-ს, მის მოწყალებას, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბს და მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, წერილებში, საქართველოს ეკლესიის სახელით, გამოთქმულია დიდი გულისტკივილი როგორც მანჩესტერში, ისე მსოფლიოში მომხდარი მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამო. „ვლოცულობთ, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და დაიფაროს მთელი მსოფლიო მსგავსი შემთხვევებისგან“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 09:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საზეიმო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.  წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.
წაკითხვა
ილია მეორემ, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 13:30:00
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა."ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა. იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. დღესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში " - აღნიშნა ილია მეორემ. ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა უფლის ამაღლების სახელობის ტაძრის სამღვდელოება თავდადებული მსახურებისთვის დააჯილდოვა.
წაკითხვა
ბათუმში, პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 13:31:00
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო.  ცენტრალური ავტომაგისტრალი აჭარის პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. იპოთეკური სესხებითა და სხვადასხვა ფინანსური მაქინაციით დაზარალებული პირები პროკურატურისგან აქტიურობას ითხოვენ.„წლების წინ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, თითქმის ყველა ჩვენგანი იღებს ერთი და იგივე შინაარსის შეტყობინებას, რომ საქმეზე არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, გამოძიება არ მიმდინარეობს ფინანსურ მაქინაციებზე, რომლებმაც ჩვენ უსახლკაროდ დაგვტოვა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი ზაქარეიშვილმა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ რამდენიმე წუთში მოახერხეს ქუჩის გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს პროკურატურაც გამოეხმაურა. უწყებამ რამდენიმე წარმომადგენელს შეხვედრა შესთავაზა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა
წაკითხვა

უახლესი