საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

წმ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 16:30:00
მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საპატრიარქოს წმ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.  სამეცნიერო კონფერენციას სასულიერო პირები, მეცნიერები და სტუდენტები დაესწრნენ. გამომსვლელებმა ქვეყნის ისტორიაში მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში რუსეთის საპატრიარქოს ახალი ტაძარი შენდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 18:10:00
ცხინვალში ლენინის ქუჩაზე მოსკოვის საპატრიარქოს ახალი ტაძარი შენდება. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის მხარდამჭერი ვებგვერდი ავრცელებს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მისი მშენებლობა ეძღვნება ალანიაში ქრისტიანობის შესვლის 1100 წლის იუბილეს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. სწორედ მომავალ წელს არის დაგეგმილი მშენებლობის დასრულება. საქართველოს საპატრიარქოში თვლიან, რომ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს, რადგან ოფიციალურად რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ერთიანობას აღიარებს, თავის კანონიკურ საზღვრებში და ამ საზღვრებში  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთიც შედის.
წაკითხვა
ირანის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 12:56:00
ირანის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი დასრულდა. სტუმრები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. თეირანის სულიერმა ლიდერმა საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები მშვიდობიან გარემოში ცხოვრობენ და ასრულებენ თავიანთ რელიგიურ ტრადიციებს. მან მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. 
წაკითხვა
მამა გიორგი მამალაძე ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-16 12:14:00
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძე ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციით, ჩაქვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მღვდელი დანიელ სოლომონიძე დაინიშნა. საჯარო რეესტრში აღნიშნული ცვლილების მოთხოვნის თაობაზე განცხადება 2017 წლის 1 მარტს შევიდა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს დაამტკიცა. მღვდელი დანიელ სოლომონიძე ქობულეთის სოფელ ზედა სამებაში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 
წაკითხვა
„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში“- პატრიარქი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-12 16:22:00
ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. „ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში“, - აღნიშნა ილია მეორემ. ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა ლოცვა ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად წაიკითხა. 
წაკითხვა
რა გადაწყვეტილება მიიღო წმინდა სინოდმა - რა წერია განჩინებაში
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 12:18:00
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და სასულიერო პირს გაფრთხილება მისცა. განჩინების თანახმად, მეუფე პეტრე ცაავამ სხდომაზე საკუთარი პოზიციები გააჟღერა, თუმცა მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა. წმინდა სინოდი პროკურატურას ენდობა და იმედოვნებს, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება. წმინდა სინოდის განჩინებაში მიმოხილულია სხდომის დეტალები და პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზი.
წაკითხვა
რა განმარტებას აკეთებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე
განახლებულია: 2017-03-10 12:16:00
ჭყონდიდის მიტროპოლიტი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მეუფე პეტრეს განმარტებით, ის პატრიარქის ნებას ითვალისწინებს და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ახალი დირექტორისთვის გადაბარებას ელოდება. სასულიერო პირისთვის უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას, რადგან ეს საკითხი სინოდის სხდომაზე არ განხილულა. გავრცელებულ ინფორმაციას,  გიორგი ანდრიაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მეუფე პატრე სამარცხვინოს უწოდებს.iის აღნიშნავს, რომ რჩება ეპარქიაში, სადაც სასულიერო მოღვაწეობას გააგრძელებს.  
წაკითხვა
მეუფე პეტრე: კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს იქნება დიდი სირცხვილი
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 21:49:00
„რამდენიმე წლის წინ მე მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის მეტი დრო დამეთმო წავსულიყავი და უწმინდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან, მაგრამ მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს ჩათვალა საჭიროდ და ვმადლობ ღმერთს, მეტი დრო დამრჩება ეპარქიისთვის“, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა. რაც შეეხება მის ადგილზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნას, მეუფე პეტრეს განცხადებით, ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ ეს მოხდება, ეს იქნება დიდი შეცდომა და დიდი სირცხვილი. მღვდელმთავრის თქმით, ის ელოდება ტელევიზიის გადაბარების ზუსტი თარიღის დასახელებას, თუმცა კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიიდან მის შესაძლო ჩამოცილებას, მეუფე პეტრეს თქმით, ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა სანამ ის მღვდელმთავარია, ეპარქიაში დარჩება. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე მის მკვეთრ განცხადებებს უკავშირებს. მღვდელმთავრის ვარაუდით, სინოდის განჩინება, საეკლესიო კანონის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ მან სხვა ეპარქიაში არ უნდა იქადაგოს. „საკუთარ სათქმელს ჩემი ეპარქიიდან და ჩემი ამბიონიდან ვიტყვი“, - ამბობს მეუფე პეტრე. შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.
წაკითხვა
„წმინდა სინოდი მამა გიორგი მამალაძის საკითხზე გამოძიებას ენდობა“ - წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 20:36:00
ამ წუთებში გავრცელდა სინოდის სხდომის განჩინება, რომელსაც კითხულობს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ვიდეომასალას საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს. სინოდის განცხადებაში საუბარია მეუფე პეტრეს გაფრთხილებაზე, დეკანოზ მამალაძის საქმეზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლითავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. 
წაკითხვა
„ეკლესია ფაქიზი მარგალიტია“- რას აცხადებენ მღვდელმთავრები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 18:00:00
რა გადაწყვეტილებები მიიღო წმინდა სინოდის სხდომამ. სკანდალური საქმის აღძვრის შემდეგ, მღვდელმთავრები, დღეს, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების განსახილველად, სინოდის რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბნენ. სინოდმა ჭყონდიდელ ეპისკოპოსს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება შეუზღუდა და როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, მისი აქტიურობა დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მისივე სიტყვებით, მას ურჩევნია სიმართლისთვის დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია და განცხადება მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი სინოდის წევრების განცხადებებს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.
წაკითხვა
მეუფე პეტრე: მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 16:00:00
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. ეს სინოდის წევრების გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ ჟურნალიტებს თავად მეუფე პეტრემ განუცხადა და აღნიშნა, რომ სხდომაზე ის გააკრიტიკეს. სინოდის სხდომა ერთი საათის წინ დასრულდა. ნათია ქენქაძე განავრცობს თემას. 
წაკითხვა
მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 14:56:00
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობდა.მისივე განმარტებით, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო მას სინოდის წევრებმა გაფრთხილებაც მისცეს.„მე მაკისრია პასუხისმგებლობა რაც ვარ ერისა და ეკლესიის წინაშე, რომ ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს. მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი.ეს იყო მიკერძოებული, როცა არსებობს სხვა პრობლემები  ჩემი საკითხის დაყენება არ არის მთავარი“,- განაცხადა მეუფემ.მისივე  განმარტებით, ის ბოლო პერიოდში განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.მისივე თქმით ის აგრძელებს ბრძოლას პატრიარქის დასაცავად.წმინდა სინოდის სხდომა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. თუმცა სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იყო.
წაკითხვა
„საჭიროა რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის“ - საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იწყება
განახლებულია: 2017-03-09 12:12:00
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იწყება. მას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. საპატრიარქოს იურისტი კონკრეტულ თემებს არ ასახელებს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზის საქმეზე იმსჯელებენ.   საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საქმის დასრულებამდე საკითხის ირგვლივ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. 
წაკითხვა
მეუფე პეტრე: საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 12:11:00
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა.ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.მეუფე პეტრე საუბრობს საეკლესიო სამართლის წესის აღდგენაზე. მისი თქმით, უნდა დადგეს ყველა დასასჯელი პირის საკითხი.„საერო სამართლისგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული. გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირებისა, პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში  და რამდენად ნამდვილად საჭიროა რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის.რაც შეხება იმას, რომ მამა გიორგი არ მივიდოდა არავის მოსაწამლად, ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.საქართველის საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 11:20:00
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.კომენტარი სხდომის დაწყებამდე მედიასთან ამ დროისთვის არ გაკეთებულა.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. 
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
განახლებულია: 2017-03-09 10:00:00
საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა „მოამბესთან“ საუბარში ადასტურებს, რომ სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ. საპატრიარქოს იურისტის თქმით, გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საპატრიარქო საქმის დასრულებამდე საკითხის ირგვლივ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. 
წაკითხვა
ილია მეორე: წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა - ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა
განახლებულია: 2017-03-05 16:10:00
„წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა“- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სამებაში წირვა აღავლინა.ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ვრცლად იქადაგა და შეკრებილებს დღესასწაული  მიულოცა.უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს ეკლესიას მწუხარება არ აკლია, თუმცა ილია მეორეს  იმედი აქვს, რომ მწუხარება მალე სიხარულით შეიცვლება.
წაკითხვა
წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 20:30:00
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს 12:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დაუდასტურა.მისი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება. 
წაკითხვა
საპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
განახლებულია: 2017-03-02 10:01:00
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის გამართვის თარიღი მედიას წინასწარ ეცნობება.„წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“,- აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. 
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-01 21:26:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ოფიციალურად სინოდის სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადეს.რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მამა გიორგის თქმით, წინასწარ განსახილველი საკითხები არ ცხადდება.თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.
წაკითხვა

უახლესი