საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება
განახლებულია: 2017-02-08 16:33:00
ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად, ხობში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჩავიდა. სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდო და ფიტნეს დარბაზის მოწყობა. პროექტის ღირებულება2 მილიონ 500 ათასი ლარია. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.
წაკითხვა
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 13:06:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
ფოთში თევზის მომპოვებელ-გადამამუშავებელი ობიექტები შეამოწმეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 10:10:00
შემოწმება ფოთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც თევზის მოპოვება-გადაზიდვა და გადამუშავება ხდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების ინფორმაციით, პროცესი იანვარში დაიწყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპოვებული მასალების და დოკუმენტების შესწავლა.​
წაკითხვა
ფოთში ნადირობის წესების დარღვევის 72 შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 10:10:00
ფოთში ნადირობის წესების დარღვევის 72, ხოლო უკანონო თევზჭერის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილება ავრცელებს. თითოეულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.
წაკითხვა
არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 21:02:00
აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში. მიწის დამუშავებისას უძველესი ნაგებობის ფრაგმენტს, ადამიანის ძვლებსა და თიხის ჭურჭელს მიაკვლიეს. აღმოჩენა გვიან შუასაუკუნებით თარიღდება. უძველესი კედლის ფრაგმენტებს და სამაროვანს კახეთის კიდევ ერთ სოფელში მიაკვლიეს. გურჯაანის რაიონში ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე მეცნიერები მუშაობენ. ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
ქუთაისის ისტორიულ უბანში მცხოვრებლები ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 20:58:00
ქუთაისის ისტორიულ უბანში მცხოვრებლები ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ. დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე ნგრევის პირას მყოფ სახლებში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივები შველას ითხივენ. ცნობილია, რომ ასწლოვანი სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
წაკითხვა
სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება
განახლებულია: 2017-02-07 17:07:00
სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება. რეგიონში ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზურაბ ალავიძე აბაშის რაიონში ჩავიდა, სადაც მუნიციპალიტეტმა ნაზიბროლა ოთხოზორიას დაზიანებული სახლის რემონტისთვის საშენი მასალა გამოყო. რამდენიმე სახლი დაზიანდა მარტვილისა და წალენჯიხის რაიონებშიც, სადაც დაზარალებულებს თანხა და საშენი მასალები გადაეცათ.
წაკითხვა
თელავში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 04:19:00
თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად, მთლიანად დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახური თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა შენობაში მყოფი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური. მეზობლების ვერსიით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
თიბილოვმა, ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 23:46:00
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს. თიბილოვის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება და მასზე გატანილი იქნება საკითხი ოკუპირებული რეგიონის დასახელებაში დაემატოს ფორმულირება - „ალანიის სახელმწიფო“.
წაკითხვა
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შესაძლო დახურვის გამო პროტესტი გრძელდება - სკოლის დირექტორი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს
განახლებულია: 2017-02-06 20:49:00
ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შესაძლო დახურვის გამო პროტესტი გრძელდება. ხმაურით დასრულდა შეხვედრა აჭარის განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრა. დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მშობლებმა აქცია დღესაც გამართეს. სკოლის დირექტორი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. გარკვეული ეჭვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტსა“ და სახალხო დამცველს. პარალელურად, ავტორიზაციის საკითხზე სამართლებრივი დავაც დაიწყება. რა პოზიცია აქვს განათლების მინისტრს?- დეტალები მერაბ წულუკიძის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
ზუგდიდში რკინიგზის სადგურთან ქალის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 13:12:00
ზუგდიდში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე 40-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მოქალაქე იდენტიფიცირებულია და უკვე ექსპერტიზაში გადაიყვანეს. ქალბატონი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და მეუღლეს გააგებინეს.ინფორმაციას საზოგადოებრივთან შსს-ც ადასტურებს. უწყების თქმით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყიბული-თერჯოლის პრობლემებზე იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-05 12:13:00
ტყიბული-თერჯოლის პრობლემებზე იმსჯელეს გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე ტყიბულში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტყიბულის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს რაიონის რამდენიმე სოფლისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების საკითხი. 
წაკითხვა
სოფელ ზერტში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
განახლებულია: 2017-02-05 12:00:00
გორის რაიონის სოფელ ზერტში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 48 წლის ჯიმშერ ტიელიძე დააკავეს.ამის შესახებ „მოამბეს“ გორის რაიონის გამგებელმა დაუდასტურა.ტიელიძე სოფლის სიახლოვეს ტყეში, შეშის შესაგროვებლად იყო გასული.ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს.
წაკითხვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერებმა შველი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-04 23:03:00
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი დაფიქსირდა. ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად, დაჭრილ შველს მიაკვლიეს.თოვლზე კვალის მიხედვით, სავარაუდოდ, შველი ცეცხლსასროლი იარაღით ორმა პირმა დაჭრა.ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.
წაკითხვა
სოფელი, სადაც მაღაზია და აფთიაქი არ ფუნქციონირებს - ხორბალოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
განახლებულია: 2017-02-04 20:19:00
სოფელი, სადაც არც ტრანსპორტის დადის, არც მაღაზიაა და არც აფთიაქი ფუნქციონირებს - ხორბალოს მოსახლეობა დახმარებას და სოფლის განვითარებას ითხოვს. ადგილობრივების უმრავლესობამ ხორბალო უკვე დატოვა, იქ მხოლოდ 17 ოჯახია დარჩენილი. რას აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტში  - ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟში.
წაკითხვა
სკოლამდელი განათლების პრობლემა ყვარლის რაიონში - რა გეგმა აქვს განათლების მინისტრს
განახლებულია: 2017-02-04 20:17:00
სკოლამდელი განათლების პრობლემა ყვარლის რაიონში - კომპაქტურად დასახლებულ ავარელთა სოფლებში საბავშვო ბაღები არ არსებობს. ბავშვები გარკვეულ ცოდნას მშობლებისა და სასკოლო მზაობის ცენტრების საშუალებით იღებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.   პრობლემის მოგვარების რა გეგმა აქვს განათლების მინისტრს - ჟანა დიდებაშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
დაიხურება თუ არა ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმდა
განახლებულია: 2017-02-04 20:12:00
ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი შესაძლოა დაიხუროს. განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პედაგოგები და მშობლები აპროტესტებენ. გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე მიანიშნებს სკოლის ადმინიტრაცია, ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავენ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. შაჰინის ლიცეუმი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. 
წაკითხვა
ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება
განახლებულია: 2017-02-04 16:47:00
ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა და აზერბაიჯანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, ჭაბურღილების და რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 10 ათასამდე ოჯახი 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითი იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება.
წაკითხვა
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 17:02:00
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ტრაილერს გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. 
წაკითხვა
სებასტიან კურცი სოფერლ შავშვებში დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 16:55:00
სებასტიან კურცი სოფერლ შავშვებში იმყოფებოდა. ის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლებს ესაუბრა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოისმინა მათი პრობლემები და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. დეტალებით ნინო ფისაძე 
წაკითხვა

უახლესი