საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ყვარელში, სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ჰესის აშენებას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 20:40:00
ყვარლის  მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ჰესის აშენებას აპროტესტებს. დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მშენებლობის  საკითხზე საუბარი ხმაურით მიმდინარეობდა.  მოსახლეობა აცხადებს, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, სოფელს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენებს. კერძოდ, პრობლემა შეექმნებათ სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებაში.  ამ მიზეზიდან გამომდინარე, ახალსოფელში ჰესის აშენების დაწყების შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.   მშენებელი კომპანია ჯეო ფაუერი მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ეკოლოგიური პრობლემების საშიშროება არ არსებობს.კომპანია, ჰესის მშენებლობის პარალელურად, მოსახლეობას სანიაღვრე არხების კეთილმოწყობას და ადგილობრივების დასაქმებას ჰპირდება.
წაკითხვა
ხობის რაიონში, ავარიის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 16:57:00
რამდენიმე ადამიანი დაშავდა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს „ფორდის“ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები, სხვადასხვა სახის მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. თვითმხილველების თქმით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 
წაკითხვა
ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებით სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 16:23:00
ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინრეობს. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა ორ უბანზე, საერთო ჯამში 800 მეტრიან მონაკვეთზე ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ნაპირდამცავი ნაგებობა აეროპორტს, მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარე რიონის სანაპირო ზოლს დატბორვისგან დაიცავს. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 
წაკითხვა
თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 16:17:00
თელავში, გორში, ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა. მიზანი, საზოგადოების მოსაზრების გაგებაა. რა მიღწევები აქვს თვითმმართველობის რეფორმას, როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ამ მოლოდინებს, რა არის არჩევითობა და მისი პოლიტიკური სიძლიერე. ასევე, როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობების ოპტიმიზაცია და რატომ არის საჭირო მეტი თვითმმართველი ქალაქი. განხილვაში მონაწილეობა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თვითმმართველობის ექსპერტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღეს.
წაკითხვა
ზუგდიდში მამაკაცი ქურდობის დროს დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 13:41:00
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის გაქურდვის ფაქტზე, პოლიციამ 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. ქურდობის ფაქტი გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქურდობის მომენტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. უწყების განცხადებით, ზ.კ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით არის აღძრული. 
წაკითხვა
2016 წელს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი გაიტაცეს, აფხაზეთის მიმართულებით კი 193
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 10:15:00
2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც 10:00 საათიდან პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული. უწყების ცნობით, 2016 წელს 1591-ჯერ ამოქმედდა „ცხელი ხაზი“.ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში მიმდინარეობს და დოკუმენტს კომიტეტის წევრებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს. 
წაკითხვა
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდთან აქცია განაახლეს
განახლებულია: 2017-04-13 10:08:00
დილიდან ენგურის ხიდთან აქცია განაახლეს რუსი ოკუპანტების მიერ ერთი კვირის წინ გატაცებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა. ოჯახის წევრების განცხადებით, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ე.წ. სასამართლო 21 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა უცნობია, რა მუხლებით წაუყენა ბრალი საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებულებს. ოჯახისთვის ასევე უცნობია მათი ადგილსამყოფელი. ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ. გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ენგურის ხიდთან დღის ბოლომდე დარჩებიან, ხოლო შემდეგ, აქციას 20 აპრილიდან განაახლებენ. მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ოკუპანტებმა 5 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მდინარე ენგურის სანაპიროდან იარაღის მუქარით გაიტაცეს. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც ის იციან, სად იმყოფებიან გატაცებულები გალის იზოლატორში, თუ სოხუმში.  
წაკითხვა
დაუდევრობა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - დაღუპულია "ჭიუათურმანგანუმის" გამამდიდრებელი საწარმოს ზეინკალი
განახლებულია: 2017-04-12 20:46:00
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ჭიათურაში - დაღუპულია "ჭიუათურმანგანუმის" გამამდიდრებელი საწარმოს ზეინკალი. დაუდევრობა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა: გამოძიების დასრულებამდე არაოფიციალური ვერსიები ვრცელდება. საწარმოს ადმინისტრაცია უსაფრთხოების წესების დარღვევას კატეორიულად უარყოფს.  
წაკითხვა
„გასკო პლუსმა“ სენაკის მოსახლეობას ბუნებრივი აირი გაუძვირა - ენერგეტიკის მინისტრი კომპანიას აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 20:30:00
ენერგეტიკის მინისტრი სამეგრელოში მოქმედ გაზგამანაწილებელ კომპანიას მწვავედ აკრიტიკებს. „გასკო პლუსმა“ სენაკის მოსახლეობას ბუნებრივი აირი გაუძვირა. მიზეზად ლარის კურსი სახელდება. საუბარია იმ აბონენტებზე, რომლებიც ბუნებრივ აირს 2008 წლიდან იღებენ. სენაკში გაზრდილი ტარიფის შემდეგ კიდევ ერთხელ აქტიურდება 9 წლის წინ მიღებული გადაწყვტილების გადახედვის საკითხი. იგულისხმება ის დადგენილება, რომლის მიხედვით, ახალ და ძველ აბონენტებს განსხვავებულ ტარიფებს უწესებს.
წაკითხვა
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ ფაბრიკაში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
განახლებულია: 2017-04-12 16:30:00
უბედური შემთხვევა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ ფაბრიკაში. გარდაცვლილია 60 წლამდე ზეინკალი. მომხდარზე დაიწყო გამოძიება. ირმა ჭოლაძე დეტალებით. 
წაკითხვა
"გასკო პლუსის“ წარმომადგენელი სენაკში გაზის ტარიფის დაწევას არ გამორიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 16:16:00
შპს „გასკო პლუსის“ წარმომადგენელი დიმიტრი პაჭკორია სენაკში გაზის ტარიფის დაწევას  არ გამორიცხავს.როგორც დიმიტრი პაჭკორიამ „მოამბეს“ განუცხადა, უახლოეს პერიოდში იგეგმება გაზის ტარიფის გადახედვა და დარეგულირება.მისივე თქმით, ტარიფის აწევა ლარის დევალვაციის გამო მოხდა.საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სენაკში, გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდას მიუღებელი უწოდა.ამასთან, გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომაც.
წაკითხვა
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 14:54:00
შსს-ს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებულია ლ.ჩ., რომლის მართვის ქვეშ არსებული  მანქანა "სუბარუს" ჩხრეკისას ამოღებული იქნა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.ლ.ჩ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.  გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.
წაკითხვა
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს 
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 13:30:00
ენგურის ხიდთან რუსი ოკუპანტების მიერ ერთი კვირის წინ გატაცებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ არ არიან დღემდე გათავისუფლებული ეს ადამიანები.აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენგურის ხიდზე ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.როგორც გატაცებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ დაკავებულების გათავისუფლება დროულად არ მოხდება გზას გადაკეტავენ და ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას ჩაბარდებიან.მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ოკუპანტებმა 5 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მდინარე ენგურის სანაპიროდან იარაღის მუქარით გაიტაცეს. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც ის იციან, სად იმყოფებიან გატაცებულები გალის იზოლატორში, თუ სოხუმში.  
წაკითხვა
სოფელ ვაქირში რეგიონული განვითარების სამინისტრო ახალ გზას აშენებს
განახლებულია: 2017-04-11 17:04:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ გზას აშენებს, ამჯერად - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, სადაც საავტომობილო გზა არ არსებობდა. ერთ კილომეტრ სიგრძეზე ექვსი მეტრი სიგანის ასფალტო - ბეტონის გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია და სამუშაოებზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ვაქირში მიმდინარე სამუშაოსთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრმა გზების რეაბილიტაციის პროცესი შეამოწმა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ზამთარში დაზიანებული მონაკვეთების უმეტესი ნაწილი თვის ბოლომდე მოწესრიგდება.  
წაკითხვა
თურქეთში დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოში რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 20:30:00
თურქეთში დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოში რჩება. ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი მგზავრი კი უკვე გადმოასვენეს სამშობლოში. საქართველოს მოქალაქეები სტამბოლიდან მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავარია მოხდა. სატრანსპორტო საშუალება სახანძრო მანქანას შეეჯახა.  მოამბე რიზეშია - მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.   
წაკითხვა
მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 16:27:00
მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა.  პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29  ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღები კიდევ  28 დევნილმა ოჯახმა მიიღო.  28 ბინიდან 5 - ერთოთახიანია, 12 - ოროთახიანი და 11 - სამოთახიანი. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.    
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის გამგებლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 16:23:00
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე  გორში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა პროექტის  - „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი, მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია ადგილობრივ  დონეზე კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე. საპილოტე პროექტების განხორციელება მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად.
წაკითხვა
მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში - მოკლულია ცოლ-ქმარი
განახლებულია: 2017-04-10 16:15:00
მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში - სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მოკლულია ცოლ-ქმარი.ამ წუთებში ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიცია მუშაობს.როგორც ცნობილია, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა.გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით,  მოკლულ  გია წურწუმიას, რამდენიმე დღის  წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა.მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდეს.
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებით, მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 14:38:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმათა უმრავლესობა, 57, 98% ანატოლი ბიბილოვმა დააგროვა. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ცესკო-ს ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვმა ხმათა 30 % დააგროვა, ალან გაგლოევმა კი 11,1 %. ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, საბოლოო შედეგები 5 დღის განმავლობაში გამოცხადდება. რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცესკო აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის „ალანიის“ დარქმევას ამომრჩეველთა 78 %-მა დაუჭირა მხარი, 20 % კი წინააღმდეგ წავიდა.
წაკითხვა
მარტვილში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა
განახლებულია: 2017-04-10 12:30:00
მარტვილში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ასევე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლები თბილისშიც უნდა დაიდგას. ბიუსტების გახსნა მოსახლეობის შემოწირულობითა და გამგეობის დახმარებით გახდა შესაძლებელი. გახსნის ცერემონიას ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეც დაესწრო.
წაკითხვა

უახლესი