საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კასპის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება აღდგება
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 12:47:00
კასპის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  საირიგაციო მომსახურება აღდგება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნიაბის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ტარდება ნიაბის მაგისტრალურ არხზე, რომლის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის  6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. 
წაკითხვა
უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა ივნისის ბოლოს დასრულდება
განახლებულია: 2017-05-19 12:45:00
ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს  მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს.  პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი. შესრულებული სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.   
წაკითხვა
საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 12:43:00
“ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა”, „საპარტნიორო ფონდთან“ და სოფლის მეურნების სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოს რაიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმართა. ჩაის ნახევარმილიარდიანი,  ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული პროექტი სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, გადამუშავებას,  მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სამტრედიაში
განახლებულია: 2017-05-19 12:17:00
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გრძელდება. ამჯერად პროექტს სამტერდიაში განიხლავენ. განხილვისას მცირე ინდიტენტიც მოხდა. მიშა ფეიქრიშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო - თვითმმართველობების გამსხვილება აშორებს ერთმანეთთან ხელისუფლებასა და მოსახლეობას
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 10:59:00
ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 7 თვითმმართველი ქალაქის, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მრჩეველთა საბჭო საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე.„ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ეხმიანება ხელისუფლების ინიციატივას 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანების თაობაზე.წინამდებარე განცხადებაში ასევე ასახულია იმ მოქალაქეთა მოსაზრებები, რომელბმაც არაერთხელ მიმართეს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ეწინააღმდეგებიან ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას.როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტებისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო:თვითმმართველობების გამსხვილება აშორებს ერთმანეთთან ხელისუფლებასა და მოსახლეობას;გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გართულდება მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესი;თვითმმართველობების გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების დონე, რაც არსებული შეზღუდული უფლებამოსილებებისა თუ მწირი ფინანსური რესურსების პირობებში ისედაც რთულ პრობლემას წარმოადგენს;სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა მაგალითზეც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;მუნიციპალიტეტების გაყოფა, უფრო მეტი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბებ
წაკითხვა
კადრები თუშეთის მეწყრული ზონიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 00:59:00
თუშეთის საავტომობილო გზის 56 კმ- მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები და საზაფხულო იალაღებზე ცხვრის ფარების გადარეკვა დაიწყო. როგორც ,,მოამბეს" აცნობეს, აპრილის ბოლო რიცხვებში გამოდარებისა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად დაიწყო ზვავებისა და მეწყერის ჩამოწოლა. თუშეთი ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს და ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე სახმელეთო მიმოსვლა ჩაკეტილია. ექვსი თვის განმავლობაში, მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. 2014 წლის აღწერით, თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს,ზამთარს კი აქ მხოლოდ ნახევარი ატარებს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყერის გამო წლებია მათ პრობლემას უქმნით, თუმცა წყლის ასეთი დიდი რაოდენობით დაგუბებას ადგილი არ ჰქონია.მოსახლეობის აზრით, დროულად რომ მომხდარიყო პრევენციული ზომების მიღება, ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება საჭირო არ გახდებოდა. ტრადიციულად, თუშეთში მგზავრობა მაისის ბოლოდან იყო შესაძლებელი, თუმცა წელს მეწყერისა და ქვათაცვენის გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე დასჭირდება.გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტო/ვიდეო მასალას თუშეთის მეწყრული ზონიდან.
წაკითხვა
თუშეთში დამეწყრილ მონაკვეთს გეოლოგები შეისწავლიან
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 22:13:00
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მეწყერის შედეგად დაგუბებული წყლის დასაცლელად ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 25 კაციანი ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრება. გეოლოგებითა და ინჟინრებით შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი თუშეთში გამოდარებისთანავე ვერტფრენით აპირებს ჩასვლას. როგორც ,,მოამბეს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კმ-ზე მდინარე ალაზნის შეგუბება მთიდან მოწყვეტილმა კლდოვანმა ქანებმა გამოიწვია, აღნიშნული მონაკვეთზე სპეციალისტები გრუნტის სეისმურ მდგომარეობის შესწავლის და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შემდეგ ცნობილი გახდება სამოქმედო გეგმა 10 მეტრი სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ტბის დასაცლელად. თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, ფშაველი -აბანოს უღელტეხილი - ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გაწმედითი სამუშაოები წვიმისა და თანმდევი მეწყრული პროცესების, ასევე ქვათაცვენის პროცესების აქტიურობის გამო შეფერხებულია. ტექნიკის მუშაობა საფრთხეს უქმნის მომუშავე პერსონალსაც, აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღის წინ კონტრაქტორი კომპანიის ,,გერალის“ ერთი თანამშრომლის სიცოცხლეც ემსხვერპლა.კახოიძე ფიქრობს, რომ თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოები და ამ მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება ამჟამად შეუძლებელია და ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, თუშეთში მოგზაურობის მსურველებს, კერძო სასტუმროების მფლობელებმა შექმნილი მდგომარეობის შესახებ ტურისტებს უკვე აცნობეს და ჯავშანიც გააუქმეს. ამ ეტაპზე თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება კვირაში ერთხელ დაგეგმილი საჰაერო მიმოსვლაა, თუმცა უამინდობის გამო, რეგულარულად არც ვერტმფრენით ხერხდება გადაადგილება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა ოთხ ათეულ წელზე მეტია არ ახსოვთ.
წაკითხვა
ზურაბ ალავიძემ ქვემო ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი წარუდგინა
განახლებულია: 2017-05-18 18:09:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე წარუდგინა.ალავიძემ ყოფილ გუბერნატროს, პაატა ხიზანაშვილს გაწული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.  მან თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. პროფესიით ეკონომისტის, გრიგოლ ნემსაძის გუბერნატორად დანინშვნას პრემიერ-მინისტრმა დღეს მოაწერა ხელი. ნემსაძე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს GHG ) საოპერაციო დირექტორის პოსტს.   
წაკითხვა
თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელი აცხადებს, რომ ყარაჯალის საბავშვო ბაღის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება საკვების მითვისების ფაქტს უკავშირდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 17:16:00
თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელი  გიორგი კოჭლოშვილი აცხადებს, რომ ყარაჯალის საბავშვო ბაღის დირექტორის, მაია ბლუიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება ბავშვების კუთვნილი საკვების მითვისების ფაქტს უკავშირდება.როგორც საზოგადოებრივს კოჭლოშვილმა განუცხადა,  საბავშო ბაღში ჩატარდა გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის გეგმური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა ბავშვების კუთვნილი საკვების მითვისების ფაქტი. კოჭლოშვილი ამბობს, რომ ბაღის გამგე მსგავსი დარღვევის გამო რამდენიმე თვის წინაც მკაცრად გააფრთხილეს და ეს პირველი შემთხვევა არ იყო.მისივე თქმით, განმეორებითი დარღვევის შესახებ მიღებული დასკვნის საფუძველზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გამგის, მაია ბლუიშვილის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე ინფორმაციით, მაია ბლუიშვილი გათავისუფლევის გადაწყვეტილება გააცნო, თუმცა მან ხელი არ მოაწერა. ბლუიშვილი  აცხადებს, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია,  გათავისუფლების  სხვა  ვერსია არ აქვს და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს."ბაღში მონიტორინგის მიზნით აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შემოსულები. ნახეს მაგიდაზე ერთი ულუფა საკვები და შემომედავნენ, რომ უნდა მეჭამა ეს საკვები. მე ავუხსენი, რომ კვება უკვე დასრულებული იყო და გაუგებარი იყო რას მედავებოდნენ", -  მაია ბლუიშვილი.
წაკითხვა
სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 16:27:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. საბავშვო ბაღის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია ბლუიშვილი აცხადებს, რომ დირექტორის პოსტიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს. ბლუიშვილის თქმით, მას დაუკავშირდნენ ბაღების გაერთიანებიდან და უთხრეს, რომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისივე განცადებით, ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია. სამსახურიდან გათავისუფლების ერთერთ სავარაუდო მიზეზად ბლუიშვილი გუშინ აუდიტის სამსახურის მიერ საბავშვო ბაღში ჩატარებულ მონიტორინგს ასახელებს. "ბაღში მონიტორინგის მიზნით აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შემოსულები. ნახეს მაგიდაზე ერთი ულუფა საკვები და შემომედავნენ, რომ უნდა მეჭამა ეს საკვები. მე ავუხსენი, რომ კვება უკვე დასრულებული იყო და გაუგებარი იყო რას მედავებოდნენ", - განაცხადა მაია ბლუიშვილმა. ​ყარაჯლის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი კოჭლაშვილმა ბაღის თანამშრომლებს უკვე გამოუცხადა, რომ მაია ბლუიშვილი აღარ არის ბაღის დირექტორი. მისივე ცნობით, ამ გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლების მხრიდან პროტესტი მოყვა და ისინი თელავში ბაღების გაერთიანებასთან მართავენ შეხვედრას.
წაკითხვა
დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ცვლილების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 16:10:00
ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ხმაური თვითმმართველი ქალაქების სტატუსზე მსჯელობას მოყვა. ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი უნდა შეეცვალოს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდშიც. მესამე სექტორმა პრესკონფერენციები ქვეყნის 5 ქალაქში, მათ შორის თბილისში გამართეს და დაგეგმილი ცვლილება გააპროტესტეს. თეა აბსარიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 13:53:00
ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხმაური ოზურგეთის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო,  რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შენობაში გვირგვინის შეტანა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.საკრებულოში თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე და სათემო მუნიციპალიტეტის  გაერთიანებაზე მსჯელობდნენ.აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.მათი თქმით, ეს ინიციატივა თვითმმართველობის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი კოკა კიღურაძე აცხადებს, გვირგვინის შეტანა იყო სიმბოლური ხასიათის, რადგანაც ამ ინიციატივით თვითმმართველობა სამარდება.
წაკითხვა
კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე რაუნდი ზესტაფონში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 12:00:00
კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე რაუნდი. შეხვედრა ამჯერად ზესტაფონში მიმდინარეობს. საჯარო დისკუსიას პირველად არ ესწრება ირაკლი კობახიძე. მთავარი განსახილველი საკითხი ამჯერადაც პრეზიდენტის არჩევის წესია. ირმა ჭოლაძე განავრცობს თემას. 
წაკითხვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 11:24:00
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, აჭარის ხელისუფლება ხეების გადარგვის პროცესის ხელშეწყობით არის დაკავებული, რამაც დამატებით ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. აქციის მონაწილეებმა ხეების გადარგვის პროცესის ამსახველი ფოტოები მთავრობის შენობის წინ მაგნოლიის ხეზე ჩამოკიდეს. 
წაკითხვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 11:11:00
მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული მეწყრული მოვლენებს ეხება. უწყების ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც კიდე უფრო დაამძიმა ზამთრის პერიოდში მომხდარი სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება. „თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს. მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად, წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს. მონიტორინგის  შე
წაკითხვა
სოფელ ჩაჟაში, კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 10:22:00
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჟაში, კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღეს უნდა მიიღოს.შედეგად 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება.
წაკითხვა
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 18:18:00
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს 7 მათგანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა პირველ სხდომაზე დაკავებულებს მხოლოდ ბრალი განუმარტეს, რისთვისაც მოსამართლე ირაკლი შავაძეს 2 საათზე მეტი დრო დასჭირდა. პროცესი 29 მაისისთვის განახლდება. დღეს სასამართლოში ერთი პირი არ გამოცხადდა, რომელსაც ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობაში სულ 20 პირია, სხვა დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა 19 მაისსა და 20 ივნისს დაიწყება.
წაკითხვა
ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები გზის შეკეთებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 16:42:00
საპროტესტო აქცია ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფში - ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის გზა რამდენიმე საათით გადაკეტა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის სატვირთო მანქანებმა სოფლის გზა დააზიანეს, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ადგილობრივები ჩინური კომპანიიგან გზის შეკეთებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სატვირთო ავტომობილებით დაახლოებით 45 ტონა ტვირთს ეზიდებიან, როდესაც კომპანიის ხელშეკრულებაში 20 ტონაზეა საუბარი. აქციის მონაწილეებთან ჩინური კომპანიისა და ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კომპანიას მოსთხოვენ, გზის შეკეთება უზრუნველყოს. აღნიშნული კომპანია უკვე რამდენიმე წელია ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს. 
წაკითხვა
დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 12:22:00
დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება. ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში, პროექტის რამოდენიმე ვარიანტი წარადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ. დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.  
წაკითხვა
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
განახლებულია: 2017-05-17 12:14:00
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ისინი აქციაზე იყვნენ. რაც შეეხება დანარჩენი პირების საქმეს, მათი სასამართლო პროცესი 19 მაისს არის ჩანიშნული. ბათუმის მოვლენებზე სულ 20 პირია დაკავებული. აქედან ერთი არასრულწლოვანია. ორს-მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება აქციის ორგანიზებას ედავება.  
წაკითხვა

უახლესი