საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ენგურის ხიდზე ვითარება განიმუხტა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 11:46:00
ენგურის ხიდზე ვითარება განიმუხტა. ადგილზე როგავების ოჯახის წევრების აქცია გრძელდება. ენგურის ხიდთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, როგავების ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.ენგურის ხიდთან არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავების ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდნენ.როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდის გადაკეტვაც სცადეს. ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
წაკითხვა
ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება გრძელდება, დაკავებულია ერთი პირი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:49:00
ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულია არჩიკო როგავას შვილი დარეჯან როგავა. როგავას დაკავებას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავების ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდნენ.როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდის გადაკეტვაც სცადეს.
წაკითხვა
ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:40:00
ენგურის ცენტრალურ ხიდზე ხმაურია. არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდის ჩაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.როგორც "მოამბის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ენგურის ხიდზე როგავების ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.როგავების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან აქტიურობას ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავები გათავისუფლდნენ ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან.როგავების ოჯახის წევრებმა გალის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიგეს, რომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არჩიკო როგავას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, ხოლო პაატა როგავას მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული - წინააღმდეგობის გაწევა.
წაკითხვა
გალის შეხვედრაზე რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის საკითხი განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 17:57:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩილ და პაატა როგავების უკანონო დაკავების ფაქტი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პირების დაკავება და მათთვის ე.წ. წინასწარი ორთვიანი "პატიმრობის" შეფარდება უკანონოა და აუცილებელია მათი გათავისუფლება.შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხზე და განიხილეს საოკუპაციო ხაზთან არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოდ დამუშავების საკითხი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2017 წლის 31 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
როდის დაიწყება ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:27:00
ოზურგეთში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. ძლიერმა ქარმა რაიონში განსაკუთრებული ზიანი დაბა ნარუჯისა და დაბა ლაითურის მოსახლეობას მიაყენა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. 25 სოფელში  გრიგალის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრობელ  სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. ზარალი მილიონნახევარ ლარზე მეტია.  
წაკითხვა
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული მამა-შვილის საკითხს დღეს გალის შეხვედრაზე განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 10:05:00
გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მომხდარ ყველა ინციდენტს განიხილავენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ სოფელ რიყეში დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების საკითხზეც იმსჯელებენ. გარდა ამისა, საუბარი იქნება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავებაზე. როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, გალის შეხვედრაზე დრანდის ციხეში დაკავებული გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზეც იმსჯელებენ და ქართველთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეზღუდვის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებენ.სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ენგურის ხიდზე დახვდნენ რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული როგავების ოჯახის წევრები, რომელთაც ქემოკლიძემ აუხსნა, რომ მამა-შვილ როგავებს ე.წ. აფხაზურმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფერს გააკეთებენ, რათა ორივე მათგანი გაათავისუფლონ. დაკავებული როგავების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი დაელოდებიან გალის შეხვედრის დასრულებას და თუ როგავებს არ გაათავისუფლებენ, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
წაკითხვა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ბავშვი კი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 23:52:00
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა სოფელ ზვარესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც, ავტომობილში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მათი ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 11 წუთში მივიდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულებს 30 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ, არასრულწლოვანი კი გამვლელის მიერ უკვე ქედის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მანქანაში მჯდომ კიდევ ერთ პირს, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება - არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 20:47:00
ბათუმის მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მერაბ ღოღობერიძეს და ნაციონალური მოძრაობიდან გარიცხულ ირაკლი ჩხვირკიას ადანაშაულებენ. ორივე მათგანი დაკავებულია. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ჩხვირკიას სოლიდარობას უცხადებენ ყოფილი თანაგუნდელებიც, რომლებმაც ის პარტიიდან სწორედ 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ გარიცხეს. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ღოღობერიძე, რომელიც მასობრივ არეულობამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდა და მის წინააღმდეგ აქციებს აანონსებდა. ხვალ გახდება ცნობილი, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებენ ბრალდებულებს.
წაკითხვა
ახალი რეგულაცია თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებაზე - რას გულისხმობს აჭარის მთავრობის ინიციატივა
განახლებულია: 2017-04-24 20:33:00
ახალი რეგულაცია თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებაზე. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, ვინც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაგებობებს 2010 წლის 31 დეკემბრამდე იკავებდა, ფართი დაუკანონდება. გამონაკლისი მხოლოდ ის ნაგებობებია, რომლებზეც დავა სასამართლოში მიდის. სიახლე არ ეხებათ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. როგორ შეხვდა აჭარის მოსახლეობა ახალ რეგულაციას - მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი.  
წაკითხვა
უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა - დასავლეთ საქართველოში ზარალს ითვლიან
განახლებულია: 2017-04-24 20:12:00
სტიქიის გამო მძიმე სურათია დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო, გურია, აჭარა - ძლიერმა ქარმა რეგიონებში ათეულობით ოჯახი საცხოვრებელი სახლების გარეშე დატოვა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, დენის მიწოდება ამ დრომდე შეფერხებულია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში-წინასწარი მონაცემებით, მარტო ამ რეგიონში ზარალი 5 მილიონ ლარს აღწევს.
წაკითხვა
ფოთში ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით სავალი ნაწილი ჩაიხერგა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 19:36:00
ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში, "კუნძულის სანაპირო ზოლზე", ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით სავალი ნაწილი ჩაიხერგა.ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ ხელმძღვანელის გია სილოგავას განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მობილიზებულია ყველა შესაბამის სამსახური.სინოპტიკოსების პროგნოზით, ფოთში საშტორმო მდგომარეობა ხვალამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
პოპულარული შოტლანდიური ჯგუფი „ნაზარეთი“ ბათუმში ხვალ კონცერტს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 18:55:00
პოპულარული შოტლანდიური ჯგუფის ნაზარეთი კონცერტი ხვალ ბათუმში მუსიკალური ფესტივალის, ევროპის გაზაფხულის ხმის  კონცერტების სერიას დაასრულებს. ჯგუფის წევრები საქართველოში დღეს ჩამოფრინდნენ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე 70-იანი წლების ცნობილ ჰიტებთან ერთად ახალ სიმღერებსაც შეასრულებენ. ლეგენდარული როკჯგუფი საქართველოში 2016 წლის ივლისშიც იმყოფებოდა. ჯგუფი საქართველოს 27 აპრილს დატოვებს. 
წაკითხვა
„ამერიკიის დღეები“ - საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის 25 წლისთავს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 18:31:00
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ამერიკის დღეების გახსნა თელავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ერეკლე მეორის ქუჩაზე მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა და ქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ამერიკის დღეების ფარგლებში რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
წაკითხვა
სამეგრელოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ვითარებას ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 18:16:00
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელოში სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ვითარებას გაეცნენ.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში, ჯვარზენის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა.კახა გულედანის განცხადებით,  ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობას ზარალი შეუმსუბუქოს.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თქმით, ძლიერი ქარის შედეგად პრობლემები სამეგრელოს  სამ რაიონს - წალენჯიხას, ზუგდიდსა და  ჩხოროწყუს შეექმნა.გუბერნატორის განცხადებით, სოფლების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა დარჩა ადგილები, სადაც ელექტროგადამცემ ხაზებზე სამუშაოები მიმდინარეობს.ამასთან, მოგლეჯილი ხეებისაგან გაწმენდილია ყველა გზა.ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს კერძო სახლებიც, რომლებიც სტიქიისგან დაზიანდა. ისინი კერძო სახლების მეპატრონეებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდნენ.ძლიერი ქარისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.
წაკითხვა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიის რეგიონში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 16:18:00
ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასაცნობად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიის რეგიონში ჩავიდა.   კახა გულედანმა გუბერნიაში შექმნილ საგანგებო შტაბისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ამ დროისთვის   ოზურგეთში გზები გაწმენდილია, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება სოფლებს, შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ, ასევე სტიქიის ადგილას მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.
წაკითხვა
უამინდობის გამო, ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 12:07:00
უამინდობის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.ამის მიზეზი გუშინდელი სტიქიის შედეგად სკოლის დაზიანება გახდა. სკოლას ძლიერი ქარის შედეგად სახურავის ნაწილი აქვს გადახდილი. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ლაითურის საჯარო დღევანდელი საგაკვეთილო პროცესის ასანაზღაურებლად სწავლის პროცესი შაბათს გაიმართება.მისივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ მიყენებული ზარალის აღრიცხეს.გარდა მისა, გუშინ სტიქიისაგან განსაკუთრებული ზარალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ საჯარო სკოლას მიადგა.
წაკითხვა
ოზურგეთში ავტომობილს ხე დაეცა - შუახნის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 22:57:00
ოზურგეთში, ქუჩაში მიმავალ მანქანას ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილში მჯდომი შუახნის მამაკაცი, ხერხემლის დაზიანებით, კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მამაკაცს, შესაძლოა, ნეიროქირურგის დახმარება დასჭირდეს და ამ მიზნით, მისი სხვა ქალაქში გადაყვანა გახდეს საჭირო. გურიაში ძლიერმა ქარმა ოთხივე მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გრიგალის შედეგად, ერთი სახლი სრულად დაინგრა. სტიქიისაგან დაზიანდა ბაღები, სკოლები.  მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დრომდე ვერ ხერხდება რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების სრულად აღდგენა. „ენერგოპრო ჯორჯიას“ ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ოთხივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს სპეციალური შტაბი და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
წაკითხვა
უბედური შემთხვევა ოზურგეთში - მამაკაცი, რომელიც ქარისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდლობდა, კიბიდან გადმოვარდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 22:28:00
უბედური შემთხვევა ოზურგეთში - თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც კიბიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მათი ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა, თუმცა, ადგილზე მისულ ექიმებს 68 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს ჭრილობები და დაზიანებები არ აღენიშნებოდა. საზოგადოებრივი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 20:44:00
ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. „მოამბის“ ჟურნალისტის ცნობით, სტიქიამ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. ამასთან, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
წაკითხვა
ძლიერი ქარი ზუგდიდში - ელექტროენერგიის გარეშე 28 სოფელია დარჩენილი
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 18:18:00
ზუგდიდის რაიონის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე სოფელში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია, რადგან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება.ამასთან, 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.როგორც დევნილები აცხადებენ, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი.როგორც ზუგდიდს რაიონის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული. მისივე თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
წაკითხვა

უახლესი