საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან წალკაში ჩასახლებულულები დახმარებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 19:18:00
წალკის რაიონში აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩასახლებულულები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა 2004 წელს მაშინდელი მთავრობის მიერ მიცემული დაპირების შესრულებას - საცხოვრებელი სახლების შეძენას უკვე წლებია, ითხოვენ. 13 წლის წინ წალკაში მაღალმთიანი სოფლებიდან 2343 ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. აქედან, წალკის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მხოლოდ 586 სახლია შეძენილი.პრობლემის მოგვარების მიზნით დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი შეიქმნა. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა  მიხედვითაც, ეკომიგრანტის სტატუსი უნდა განისაზღვროს. კერძოდ, 10 ქულა ენიჭება ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი მთლიანად დანგრეული აქვს და, შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება პირველ რიგში უნდა მოხდეს. იმ სახლების მფლობელ ოჯახებს კი, რომელთა სახლებიც არ დანგრეულა,  7 ქულა ენიჭებათ.ამავე დროს, დეპარტამენტის ინფორმაციით,  წალკაში ჩასახლებული ოჯახების 80 % ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.  “თუ საცხოვრებელი სახლი ოჯახს სტიქიის გამო დანგრეული აქვს, ამ შემთხვევაში 10 ქულას მიიღებს და პირველ კატეგორიაში ხვდება.  თუ გარემოპირობები საფრთხეს უქმნის ოჯახს,  ამ შემთხვევაში 7-ქულანი სისტემით შეფასდება. ამ პრინციპით სამინისტრო ყოველწლიურად 100-მდე ოჯახს ბინით აკმაყოფილებს. უკვე მომზადებულია სპეციალური ბაზა, სადაც  4000-მდე ეკომიგრანტია  რეგისტრირებული. ისინი საცხოვრებელი ფართით ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან. წალკაში მცხოვრები ოჯახების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მათგან 80 პროცენტი თვითნებურად არის შესახლებულო“, - აცხადებს  დევნილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი კოტე რაზმაძე.ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 4 ათასი ეკომიგრანტი ცხოვრობს და გეგმის თანახმად,  ყოველწლიურად საცხოვრებლით 100 მათგანი კმაყოფილდება.  
წაკითხვა
თელავის ორ სოფელში ძლიერი სეტყვა მოვიდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 18:07:00
თელავის ნაწილი, სოფლები - ვარდისუბანი და შალაური დაისეტყვა. სტიქიამ აღნიშნულ სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნები გაანადგურა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, სეტყვამ დასახლებულ პუნქტებში ნარგავების 30-დან 80%-მდე დააზიანა. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალ გეგმავს.
წაკითხვა
კალაურსა და ვაჩნაძიანში მტაცებელი ცხოველების მომრავლებას უჩივიან
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:42:00
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრებმა კუზანოვებმა დღეს, დილით ეზოში მყოფი სახედარი მტაცებლისგან დაგლეჯილი და მკვდარი ნახეს. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ პირუტყვს თავს მგელი დაესხა.კალაურში გამგებლის წარმომადგენელი ალექსანდრე ჯაფოშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს სოფელებში კალაურსა და ვაჩნაძიანში მტაცებელი ცხოველების მომრავლება შეინიშნება.„მგელი შედარებით იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით ტურაა მომრავლებული და ვერაფერი მოვუხერხეთ. მოკვლის უფლება არ გვაქვს და არ ვიცი, რა უნდა ქნას ხალხმა. წუხანდელის შესახებ სანიტარიულ სამსახურს „ცხელ ხაზზე“ უკვე ვაცნობეთ, ხვალ მოვლენ და ლეშიდან სინჯებს აიღებენ, თუ გამოვლინდება, რომ მტაცებელი ცოფის ინფექციის მატარებელი იყო, მაშინ სოფელში შინაური პირუტყვის მასობრივი კვლევა უნდა ჩატარდეს, დაინფიცირებული პირუტყვი კი, განადგურდეს“, - განუცხადა „მოამბეს“ გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კალაურში ალექსანდრე ჯაფოშვილმა.
წაკითხვა
სვანეთში, ბეჩოს მოსახლეობამ გზა გადაკეტა
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 13:45:00
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეჩოს მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.როგორც ადგილობრივები აცხადებენ 2014 წელს დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. მათივე თქმით, უამინდობის დროს ბავშვებს სკოლაში მისვლის საშუალება არ აქვთ და რეგიონის ცენტრს მოწყვეტილები არიან. სოფლის რწმუნებულის რეზო ხორგუანის განცხადებით, აღნიშნულ სამუშაოებს გზების დეპარტამენტი აწარმოებდა და პრობლემის არსებობის შესახებ ინფორმირებულია.
წაკითხვა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს
განახლებულია: 2017-05-28 16:32:00
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. თეატრალური იმერეთი 2017- ში 13 თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას. ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დასმა გახსნა გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით რევიზორი. ფესტივალი წელს მეთხუთმეტედ იმართება. მისი ორგანიზატორი იმერეთის თეატრალური საზოგადოებაა. ფესტივალში გამარჯვებულ დასს, საუკეთესო მსახიობებს და სხვა ნომინაციებს სპეციალური ჟიური გამოავლენს და ორგანიზატორებისგან ფულადი, სახელობითი და სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმა - ცვლილებების პროექტი დღეს მარტვილში განიხილეს
განახლებულია: 2017-05-28 16:21:00
საკონსტიტუციო რეფორმის საყოველთაო განხილვა მარტვილში ხმაურით დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლების მტკიცებით, სიტყვით გამოსვლის და კითხვის დასმის უფლება, მხოლოდ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს მიეცათ.  მარტვილის კულტურის სახლში სახალხო მსჯელობაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო. მოსახლეობის ნაწილმა შენობაში შესვლა ვერ შეძლო. დაძაბული ვითარების განმუხტვის შემდეგ, ქვეყნის უზენაესი კანონის კორექტირებასთან დაკავშირებით, შეკრებილებს საკუთარ პოზიცია უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებმა, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გააცნეს. მოსახლეობის შეკითხვები პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესს, გადაუნაწილებელ მანდატებს, უცხოელებზე მიწის გაყიდვასა და კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს ეხებოდა. 
წაკითხვა
უნიკალური ხიდი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 22:00:00
ხაბელაშვილების უნიკალური ხის ხიდი - ასე ეძახიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში, დაახლოებით 300 წლის წინ, ადგილობრივი ოსტატის, ვინმე ბერიძის (ალიოღლუ) მიერ აგებულ ხიდს. დღეს სოფელში უმეტესობა ბერიძეები ცხოვრობენ და მშენებელს თავის წინაპრად მიიჩნევენ, თუმცა მისი სახელი და ხიდის მშენებლობის ზუსტი თარიღი არავინ იცის.იური ბერიძე, სოფელ ხაბელაშვილების მკვიდრი: „გადმოცემის თანახმად, ეს ხიდი აუშენებია ადგილობრივს, ბერიძე ალი ოღლუს. რადგან გვარად ბერიძე ვარ და სოფელშიც უმეტესად ბერიძეები ცხოვრობენ, საფიქრალია, რომ ის, ალბათ, ჩემი დიდი ბაბუა იქნებოდა“.ხის კოჭებიანი ხიდი, ხის გადახურვით, სოფელ ხაბელაშვილებს, მეზობელ სოფლებთან ბრილთან და ბარათაულთან აკავშირებდა. მისი სიგრძე 25 მეტრია.იური ბერიძე, სოფელ ხაბელაშვილების მკვიდრი: „ყველაზე მაგარი და გამძლე ჯიშის ხეებია ამ ხიდის მშენებლობისთვის გამოყენებული: მუხა, ურთხველა, წაბლი. ქვის ბურჯებისთვის კი, რადგან ადგილზე ქვის ოსტატები არ არსებობდნენ, მშენებელს აქ ლაზები ჩამოუყვანია“.&
წაკითხვა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ რეგიონებში
განახლებულია: 2017-05-26 18:15:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ რეგიონებში. გამონაკლისი არცერთი ქალაქი და რაიონული ცენტრია. მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში იმართება.  
წაკითხვა
როგორ აღნიშნავენ დამუკიდებლობის დღეს ახალციხეში - „ვეფხისტყაოსანი“ სიმბოლურად დღეს რაბათის ციხეში გაცოცხლდა
განახლებულია: 2017-05-26 18:14:00
ქაჯეთის ციხეში გამაგრებული ბოროტების დამარცხებით აღნიშნეს დამუკიდებლობის დღე ახალციხეში. „ვეფხისტყაოსანი“ სიმბოლურად რაბათის ციხეში გაცოცხლდა. ღონისძიებას ნათია ქენქაძე დასეწრო. 
წაკითხვა
ახალციხეში განსხვავებულად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს და რუსთაველის 850 წლის იუბილეს
განახლებულია: 2017-05-26 16:37:00
განსხვავებულად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს და რუსთაველის 850 წლის იუბილეს ახალციხეში. რაბათში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავს ღონისძიებებს.მიწვეული მსახიობები სპეციალურად ამ დღისთვის აცოცხლებენ ვეფხისტყაოსნიდან ეპიზოდებს და კითხულობენ პოემიდან ნაწყვეტებს. 
წაკითხვა
როგორ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე აჭარაში - დეტალები ბათუმიდან
განახლებულია: 2017-05-26 16:30:00
დედაქალაქის მსგავსად, სხვადასხვა ღონისიებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღეს რეგიონებში. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ბათუმში.   26 მაისის ღონისძიებების მთავარ ლოკაციად სანაპირო შეირჩა.  ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სანახაობა. არის სპორტული შეჯიბრებები. განსაკუთრებულად გააფერადეს ქალაქი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებმა.20 საათზე საოცრებათა მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, რასაც ფოიერვერკი დაასრულებს.მერაბ წულუკიძე დეტალებით.
წაკითხვა
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 13:34:00
დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით ხვდებიან სამეგრელოში. ზუგდიდში დილიდან მიმდინარეობს აქტივობები. მოწყობილია გამოფენები, სრულდება მუსიკალური ნომრები.იმართება სპორტული ღონისძიებები. წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა.
წაკითხვა
საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს ფოთში
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 13:25:00
საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს ფოთში. ზღვისპირა ქალაქში. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი მხატვრების და სტუდენტების ნამუშევრები. მიმდინარეობს წარმოდგენები და კონცერტები - თეა აბსარიძე დეტალებით.
წაკითხვა
დამოუკიდებლობის დღეს გორში ღონისძიებებით აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 13:24:00
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება გორში. დილიდან ხალხმრავლობაა გორის ცენტრალურ მოედანზე, სადაც გამოფენილია შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა.დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, გაიმართება კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობასროგორ აღნიშნავენ 26 მაისს ქალაქში - ნინო ფისაძე დეტალებით.
წაკითხვა
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:56:00
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში ერეკლე მეორის გამზირზე  იმიტირებული ქალაქია მოწყობილი. სპეციალურად  ამ დღისთვის შექმნილმა ინფრატრუქტურამ სტუმრებს  თავი რეალურ უსაფრთხო ქალაქში უნდა აგრძნობინოს.  სივრცეში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები იქნება წარმოდგენილი: იმიტირებულ „კოსმოსურ ხომალდში“   „112“-ის ოპერატორები ბავშვებს სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს შესთავაზებენ. ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად ბავშვებს  სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარებათ. ისტორიული ფილმების მოყვარულებისთვის კი ღია ცის ქვეშ  უწყების  არქივში დაცული უნიკალური  ფილმების ჩვენება გაიმართება. დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა სახის გასართობი შეჯიბრებები და კონკურსები. ქალაქში  მისულ  სტუმრებს  მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პირადად უმასპინძლებენ.
წაკითხვა
სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღეს რეგიონებში -დეტალები ქუთაისიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:45:00
დედაქალაქის მსგავსად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება დანოუკიდებლობის დღეს რეგიონებში.რა ღონისძიებები იმართება ქუთაისში -ირმა ჭოლაძე დეტალებით
წაკითხვა
რამ გამოიწვია „თბილსრესის“ ერთ-ერთ ბლოკში ავარია - დაირღვა თუ არა თბოსადგურში შრომითი უსაფრთხოების ნორმები
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 20:30:00
საწარმოო ტრავმების გამო, დღეს საავადმყოფოში კიდევ ორი ადამიანი აღმოჩნდა. თბილსრესის ერთ-ერთ ბლოკში მომხდარი ავარიის შედეგად ორი მუშა მძიმედ დაშავდა. საწარმოს მფლობელი კომპანიის განმარტებით, ინციდენტი დაუგეგმავი სამუშაოების დროს მოხდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა თბოსადგურში შრომითი უსაფრთხოების ნორმები, რაც ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 
წაკითხვა
ყაზბეგში საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 16:16:00
საკონსტიტუციო ცვლილებები შესახებ იმსჯელეს ყაზბეგშიც. დისკუსია განხილვების მეორე ეტაპის ფარგლებში გაიმართა. მოსახლეობამ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება მოითხოვა. 
წაკითხვა
მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 16:13:00
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მესტიაში. კომისიის წევრები ადგილობრივების შეკითხვებს 2 საათის მანძილზე პასუხობდნენ. ძირითადი აქცენტი, მიწის გასხვისების, პრეზიდენტის არჩევისა და საარჩევნო სისტემის მიმართულებით გაკეთდა. 
წაკითხვა
კახი კალაძე - ყველაფერი განხორციელდება ისე, რომ ხანდოს ხეობის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნას
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 15:28:00
ადგილობრივ მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ დამატებით იქნება შესწავლილი. ყველაფერი განხორციელდება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ხანდოს ხეობაში გააკეთა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კახი კალაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც მათი თქმით, მეწყერსაშიში ზონებია. ამ წუთებში კი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში მედიისთვის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც კალაძემ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, ადგილზე შესაბამისი ჯგუფებია ჩაყვანილი, მათ შორის გეოლოგები, მოხდება ვითარების დამატებითი შესწავლა და სამუშაოები ისე განხორციელდება, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. „დღეს ვნახეთ კონკრეტულად ის წერტილები, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით. ჩვენ აქ ჩამოვიყვანეთ ჯგუფები. ეს არის კონკრეტული გერმანული კომპანია, რომელმაც გააკეთა პროექტი ჩამოყვანილი. გვყავს გეოლოგები, რომელთაც გამაგრებითი სამუშაოები და ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ. კიდევ უნდა ვნახოთ რამდენიმე ადგილი და შესაბამისად გავივლით ყველაფერს. ადგილობრივ მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ დამატებით იქნება შესწავლილი. ყველაფერი განხორციელდება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას. რა და როგორ, ამას მოსახლეობასთან ერთად გავივლით“, - აღნიშნა კახი კალაძემ. ადგილობრივების განცხადებით, გზა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა უნდა გაიაროს მეწყერსაშიშია და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შემთხვევაში მათ სახლებს საფრთხე ემუქრება. 
წაკითხვა

უახლესი