საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ახმეტის რაიონის მოსახლეობა მშენებარე სალოცავის დანგრევას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 13:52:00
ახმეტაში, მშენებარე ეკლესიასთან ალავერდის ეპარქიის მრევლთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი მშვიდობიან საპროტესტო აქციას, ერთი კვირის წინ პანკისის ხეობაში, სოფ.ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით მართავენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ქმედება პროვოკაციულია და რელიგიური შუღლის და დაპირისპირების გაღვივებას ისახავდეს მიზნად. მათი თქმით, მსგავსი ფაქტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ალავერდის მიტროპოლიტს აბბა დავითს (მახარაძე) და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს გელა სამხარაულს ელოდებიან.
წაკითხვა
გელათის მონასტერთან ავარიაში სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 13:36:00
გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე ზესტაფონიდან გელათში მიჰყავდა, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
წაკითხვა
გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 19:07:00
19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.საავადმყოფოს შემდეგ ცირგაიას მშობლებმა და ახლობლებმა ზუგდიდის პოლიციისსამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.მოგვიანებით ოთხივე მათგანი გაათავისუფლეს. ცირგაიას ოჯახის წევრებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა შეხვდა და საქმის დაჩქარებული წესით გამოძიებას დაჰპირდა.შოთიკო ცირგაია ზუგდიდის საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ცირგაია თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა ფოთში ხეები მოგლიჯა
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 12:22:00
ძლიერმა ქარმა ფოთში ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა.ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე უბანს.ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინფორმაციით, მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს და ოდენობას დაადგენს.მისივე თქმით, ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
წაკითხვა
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
განახლებულია: 2017-04-26 18:10:00
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის მამაკაცი  მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის მინდორში  ორ თანასოფლელთან ერთად, ნახირს მწყემსავდა . სამიდან ორმა ადგილზე შეიარაღებილი პირების გამოჩენის შემდეგ თავს გაქცევით უშველა. ოჯახის ინფორმაციით, ელდარ გუნდიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაიყვანილი. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს. ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი. 
წაკითხვა
სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის მამაკაცი გაიტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 15:10:00
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის მწყემსი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.ელდარ გუნდიშვილი ორ თანასოფლელთან ერთად მინდორში საქონელს მწყემსავდა. ე.წ. მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ ორმა მწყემსმა გაქცევა მოახერხა. ელდარ გუნდიშვილი კი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ის ამ დროისთვის ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
წაკითხვა
ენგურის ხიდთან დაკავებულ დარეჯან როგავას სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 13:17:00
ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე დაკავებულ დარეჯან როგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, ისინი  ენგურის ხიდზე რჩებიან. მათთან ზუგდიდის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია მივიდა, რომელიც ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ მოთხოვნები მოისმინა.წოწერია თქმით, ოჯახი ითხოვს არჩიკო და პაატა როგავების მდგომარეობის დამადასტურებელ რაიმე საბუთს, ასევე ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირს.მისივე თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩართულია ამ პროცესში და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ადამიანები სანამ რჩებიან სოხუმის იზოლატორში, ჰქონდეთ ნორმალური მდგომარეობა.  
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 12:20:00
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.აღლუმზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „გრადი“ და „აკაცია“, ასევე ტანკი Т-72, „კამაზის“ და „ურალის“ მარკის ავტომობილები. ცხინვალში სამხედრო აღლუმის მუსიკალურ გაფორმებაზე რუსული სამხედრო ბაზის ორკესტრი იზრუნებს.
წაკითხვა
ენგურის ხიდზე ვითარება განიმუხტა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 11:46:00
ენგურის ხიდზე ვითარება განიმუხტა. ადგილზე როგავების ოჯახის წევრების აქცია გრძელდება. ენგურის ხიდთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, როგავების ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.ენგურის ხიდთან არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავების ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდნენ.როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდის გადაკეტვაც სცადეს. ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
წაკითხვა
ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება გრძელდება, დაკავებულია ერთი პირი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:49:00
ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულია არჩიკო როგავას შვილი დარეჯან როგავა. როგავას დაკავებას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავების ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდნენ.როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდის გადაკეტვაც სცადეს.
წაკითხვა
ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:40:00
ენგურის ცენტრალურ ხიდზე ხმაურია. არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდის ჩაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.როგორც "მოამბის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ენგურის ხიდზე როგავების ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.როგავების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან აქტიურობას ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავები გათავისუფლდნენ ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან.როგავების ოჯახის წევრებმა გალის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიგეს, რომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არჩიკო როგავას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, ხოლო პაატა როგავას მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული - წინააღმდეგობის გაწევა.
წაკითხვა
ფოთში ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით სავალი ნაწილი ჩაიხერგა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 19:36:00
ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში, "კუნძულის სანაპირო ზოლზე", ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით სავალი ნაწილი ჩაიხერგა.ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ ხელმძღვანელის გია სილოგავას განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მობილიზებულია ყველა შესაბამის სამსახური.სინოპტიკოსების პროგნოზით, ფოთში საშტორმო მდგომარეობა ხვალამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
უამინდობის გამო, ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 12:07:00
უამინდობის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.ამის მიზეზი გუშინდელი სტიქიის შედეგად სკოლის დაზიანება გახდა. სკოლას ძლიერი ქარის შედეგად სახურავის ნაწილი აქვს გადახდილი. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ლაითურის საჯარო დღევანდელი საგაკვეთილო პროცესის ასანაზღაურებლად სწავლის პროცესი შაბათს გაიმართება.მისივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ მიყენებული ზარალის აღრიცხეს.გარდა მისა, გუშინ სტიქიისაგან განსაკუთრებული ზარალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ საჯარო სკოლას მიადგა.
წაკითხვა
ძლიერი ქარი ზუგდიდში - ელექტროენერგიის გარეშე 28 სოფელია დარჩენილი
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 18:18:00
ზუგდიდის რაიონის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე სოფელში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია, რადგან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება.ამასთან, 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.როგორც დევნილები აცხადებენ, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი.როგორც ზუგდიდს რაიონის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული. მისივე თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
წაკითხვა
გონიოში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც იქვე მდგომი ექვსი ავტომობილი დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 13:07:00
გონიოში, საპატრული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც იქვე მდგომი ექვსი ავტომობილი დააზიანა, მათ შორის ერთი საპატრული პოლიციის ეკიპაჟის. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილობრივები საცხოვრებელი სახლის გადახურვასა და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას ითხოვენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა გონიოში სახურავი ერთ-ერთ საჯარო სკოლასაც გადახადა. ქარმა პრობლემები შეუქმნა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავსაც. შემთხვევის ადგილებზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
წაკითხვა
ორად გაყოფილი მიწის ფართობები და მოსავალი მავთულხლართების მიღმა - პრობლემები საოკუპაციო ზოლში
განახლებულია: 2017-04-22 20:16:00
პრობლემები საოკუპაციო ზოლში - მცოცავი ოკუპაციისა და მავთულხლართების გამო, ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ, ან მუშაობა შიშის ქვეშ უწევთ. ორად გაყოფილი მიწის ფართობები და მოსავალი მავთულხლართების მიღმა. რეპორტაჟი საოკუპაციო ზოლიდან. 
წაკითხვა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნოქალაქევის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-20 14:04:00
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯის - არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპს იწყებს.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და მისმა მოადგილეებმა - დავით ლომიტაშვილმა და პაატა დოლიძემ ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგია. ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრულ კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია - კონსერვაცია. 2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება  ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.ნოქალაქევში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სქურის ტაძრის გვერდითა მინაშენების საკონსერვაციო სამუშაოებს მოინახულებენ. წელს დაგეგმილია გალავნისა და ცენტრალური ტაძრის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები; ეპისკოპოსის ახლად გამოვლენილი სასახლისა და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების მომზადება სრული კონსერვაციისათვის. სქურის ფერისცვალების ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და ორ ე
წაკითხვა
ლანჩხუთის რაიონში ლელობურთის შერკინება ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-16 18:06:00
ლელობურთის რამდენიმესაათიანი შერკინება წელს ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. თამაში ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის ცენტრიდან დაიწყო. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ერკინებოდნენ და ცდილობდნენ, სილითა და ნახერხით სავსე ბურთი, როგორმე საკუთარ ღელემდე მიეტანათ. ლელობურთის ისტორია სამ საუკუნეზე მეტს ითვლის. გურულებისთვის ლელო ბურთი ერთგვარ დღესასწაულს წარმოადგენს. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე, თამაშის დასრულების შემდეგ 19 კილოგრამიანი ლელობურთი, რომლის მოსაპოვებლადაც გურულები მონდომებით იბრძვიან, პატივისცემის ნიშნად საფლავზე მიაქვთ. 
წაკითხვა
ვნების კვირა და ხალხმრავლობა ქანდის მონასტერში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-15 20:45:00
ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დღეს სააღდგომო ღვთიმსახურება ტარდება. თუმცა, მართლმადიდებელ სამყაროში ცოტაა ეკლესიები, სადაც ლოცვას მაცხოვრის ენაზე აღავლენენ. ასეთი ტაძარი თბილისიდან 25 კილომეტრში, სოფელ ქანდაშია.13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში, სადაც უკვე 7 წელია ღვთისმსახურება ქართულ-არამეულად სრულდება, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქრისტეს ენაზე ჩატარებულ ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს არამეული გალობების მოსასმენად აქ როგორც თბილისიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან საგანგებოდ ჩადიან. “მოამბემ” ქანდის მონასტერში ვნების კვირა და ის საგალობელი გადაიღო, რომელიც სახარებისეული ეპიზოდის, მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვის არამეულ ტესქსტზეა შექმნილი.
წაკითხვა
შეძლებენ თუ არა ადგილობრივები ცხინვალის მიერ კონტროლირებად საოკუპაციო ზოლში არსებულ სასაფლაოებზე მისვლას
განახლებულია: 2017-04-15 12:09:00
აღდგომის დღესასწაულზე საოკუპაციო ზოლში მოხვედრილ სალოცავებში ასვლას უკვე რამდენიმე წელია ვერ ახრეხებს ადგილობრივი მოსახლეობა. სოფელ კირბალსა და აძვში აღდგომის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში მოსალოცად წასვლის მცედლობა დაკავებებით სრულდება. სოფელ კირბალში ე.წ. საზღვარმა სოფლის სასაფლაო ორად გაყო. საფრთხის მიუხედავად, საოკუპაზიო ზოლში მოხვედრილ სასაფლაოებზე გასვლას მაინც გეგმავს მოსახლეობა. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მათ უსაფრთხოებას სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.  ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი ხვალ დილიდან ჩაიკეტება. სასაფლაოზე გასვლას მოსახლეობის ვერც ის ნაწილი შეძლებს, ვისაც ე.წ. რუსული საშვები აქვს. 
წაკითხვა

უახლესი