საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქუთაისის აეროპორტიდან რეისი ბუდაპეშტის მიმართლებით შესრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 10:08:00
ევროპის მიმართულებით მგზავრები უკვე გაფრინდნენ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. რეისი ბუდაპეშტის მიმართლებით შესრულდა. უვიზო მიმოსვლის დაწყებისთანავე ფრენები დაგეგმილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით. 
წაკითხვა
სენაკელი მოსწავლეების გამოგონება - მერვე კლასის მოსწავლეები NASA-ს ცენტრში მიემგზავრებიან
განახლებულია: 2017-03-27 20:45:00
ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლების წარმატება. სტიქიის დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შექმნილი ხელსაწყო, ნასას ცენტრში გამგზავრების მიზეზი ხდება. სენაკის სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს.   ახალგაზრდა გამომგონებლები უკვე მუშაოებენ პროექტზე, თუმცა ახალი ხელსაწყოს შესაქმნელად დამატებითი თანხაა საჭირო.  
წაკითხვა
ზუგდიდში დევნილმა ოჯახებმა ახალაშენებულ კორპუსებში ბინები მიიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 16:32:00
ზუგდიდში 144 დევნილმა ოჯახმა ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინები მიიღო. ბინის გასაღებები დევნილებს პირადად მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს. ბარამიას ქუჩაზე, წლის ბოლოსთვის, კიდევ ოთხი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც საცხოვრებელ ფართებს 288 დევნილი მიიღებს. ბინების გადაცემის დროს, ბარამიას ქუჩაზე დღეს უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომისიამ, რომელმაც ქულების რაოდენობა განსაზღვრა, არასამართლიანად იმუშავა. მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კი აცხადებს, რომ კომისია კანონის სრული დაცვით მუშაობდა.
წაკითხვა
ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 15:07:00
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათშორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობ სნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობისს ამუშაოები.სამუშაოებს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  Black Sea Group  და ქუვეითური კომპანია “opri Construction Enterprises W.L.L აწარმოებენ. პროექტი,მსოფლიო ბანკის და ფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მილიონ ლარს შეადგენს.როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.
წაკითხვა
ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 13:37:00
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.საკრებულოს წევრების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირა მხარი.შეროზია პროფესიით ექიმია, თუმცა ბოლო პერიოდში ის ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“.უმცირესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომაზე შეროზიამ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ქალაქ ზუგდიდს მაჟორიტარად იყარა კენჭი და გაიმარჯვა.შეროზიას არჩევამდე კი თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი თოდუა ასრულებდა.
წაკითხვა
ნიდერლანდების ელჩი - ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო, რას ფიქრობენ სასულიერი პირები ევროკავშირთან ურთიერთობაზე
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 13:21:00
ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დაუმა დღეს ფოთში სტუდენტებსა და სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრა ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტში’’ შედგა. ელჩმა შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციაზე და ქვეყნისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრების გამართვას ნიდერლანდების ელჩი, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.,,დასავლეთ საქართველოში ჩემი ვიზიტი მოიცავს სამ ეპარქიაში ვიზიტს. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ იმ ურთიერთობების შესახებ, რაც დღესდღეისობით საქართველოსა და ევროკავშირს შორისაა. ასევე, იმაზე თუ რა შედეგები იქნა მიღწეული ამ ურთიერთობების შედეგად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინო, თუ რას ფიქრობენ სასულიერი პირები ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა იოჰანეს დაუმამ, ნიდერლანდების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.
წაკითხვა
ზუგდიდში 144 დევნილს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 12:29:00
ზუგდიდში 144 დევნილმა ოჯახმა ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინები მიიღო.ბინის გასაღებები დევნილებს პირადად მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს.ბარამიას ქუჩაზე წლის ბოლოსთვის კიდევ ოთხი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც საცხოვრებელ ფართებს 288 დევნილი მიიღებს.ბინების გადაცემის დროს, ბარამიას ქუჩაზე დღეს უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომისიამ, რომელმაც ქულების რაოდენობა განსაზღვრა, არასამართლიანად იმუშავა.მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კი ამბობს, რომ კომისია კანონის სრული დაცვით მუშაობდა.
წაკითხვა
ბორჯომში გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო
განახლებულია: 2017-03-27 12:28:00
ბორჯომში, სილამაზის ხიდის მიმდებარედ არსებულ სკვერში, გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო. 14 სხვადასხვა სახეობის 332 ხე-მცენარე,  მათ შორის ნეკერჩხალი, ფოტინია, არიზონას კვიპაროსი და ბუჩქოვანი ტუია სკვერის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდა.გამწვანების სამუშაოებში ბორჯომელი მოსწავლეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლო „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელს განიხილავს
განახლებულია: 2017-03-27 12:23:00
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „პატრიოტთა ალიანსის“ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება მოითხოვს ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში პროპორციული წესით მანდატების გადანაწილების წესს არეგულირებს. საუბარია ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებზე, რომელიც სადავო რეგულაციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ პარტიაზე გადანაწილდება. გასული წლის არჩევნებზე ეს მანდატები „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგოთ. სწორედ არჩევნების შემდეგ გაასაჩივრა ნორმა „პატრიოტთა ალიანსმა“. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სადავო მანდატები ყველა იმ პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რომელიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს. „პატრიოტთა ალიანსი“ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილებას ითხოვს, რადგან მოსარჩელე მას დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევს, რომელმაც სარჩელთან დაკავშირებით რამდენჯერმე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, ქუთაისის აეროპორტში, მგზავრებს სიურპრიზები ელოდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 16:07:00
სპეციალური დეკორაციები განთავსდა ქუთაისის აეროპორტშიც. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მგზავრებს საჩუქრები და სიურპრიზები ელოდებათ. თემის დეტალებით ირმა ჭოლაძე ისაუბრებს ქუთაისიდან. 
წაკითხვა
ქუთაისი ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-03-26 12:06:00
გადავინაცვლოთ ქუთაისში, სადაც საგანგებოდ ემზადებიან. ირმა ჭოლაძეა მოამბის ეთერში და ის გვეტყვის, რომელი ქვეყნების მიმართულებით არის დაგეგმილი ფრენა 28 მარტისთვის.ირმა, როგორ მიმდინარეობს სამზადისი?
წაკითხვა
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებულ სამ პირზე
განახლებულია: 2017-03-25 16:22:00
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებულები ამ დროისთვის ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. მერაბ წულუკიძე დეტალებით ბათუმიდან
წაკითხვა
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - ე.წ. მესაზღვრეებმა კოდისწყაროს მცხოვრებლები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 20:17:00
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში კიდევ ორი მოქალაქე აღმოჩნდა. გატაცებულები არიან კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები. დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ელდარ ბულბულაშვილი და თამაზ ღვინაძე ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. ამ დროისთვის გატაცებულები ცხინვალის ე.წ.იზოლატორში იმყოფებიან. --რა ინფორმაციას ფლობენ ოჯახის წევრები, მათ ნინო ფისაძე ესაუბრა. 
წაკითხვა
მზადება ტურისტული სეზონისთვის - გიორგი გახარია აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 18:45:00
ტურისტული სეზონის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარია  გაეცნო ტურისტული კომპანიებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა სეგმენტების წინადადებებს. შეხვედრაზე საუბარი ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესს შეეხო. აჭარაში ტურისტული ნაკადის ზრდას წელსაც ვარაუდობენ. ერთ-ერთი  ფაქტორი ახალ სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობის  ზრდა იქნება.
წაკითხვა
რუსთავის საბავშვო ბაღებში შეტანილი 232 კგ. ხორცი შესაძლოა, უვარგისი აღმოჩნდეს
განახლებულია: 2017-03-24 18:41:00
რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „მოამბეს“ ბაღის გამგემ განუცხადა.N21-ე საბავშვო ბაღში საეჭვო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, ხელმძღვანელობა რუსთავის ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა. ხორცი 20-ივე ბაღში დალუქულ მდგომარეობაში, მაცივარში ინახება. საეჭვო ხორცის ნიმუშები შესამოწმებლად სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ანალიზის პასუხი ერთი კვირიდან ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი.როგორც ირკვევა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბადას“ რუსთავის 20 საბავშვო ბაღისათვის საჭირო 232 კგ. საქონლის ხორცი, ხელშეკრულების თანახმად, ობიექტებზე კვირაში ერთხელ შეაქვს.როგორც „ბადაში“ აცხადებენ, ორი წელია, მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. კომპანია განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.
წაკითხვა
რას უკავშირდება ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე პასპორტიზაციის პროცესი
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 18:25:00
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დე ფაქტო რეჟიმმა პასპორტიზაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს უკავშირდება. მარიამ მენაბდის პირდაპირი ჩართვა #მოამბეში.
წაკითხვა
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ხარისხი ინფრასტრუქტურის მინიტრმა შეამოწმა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:30:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს.ამ დროისათვის, მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა ზურაბ ალავიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა სიმონიამ დაათვალიერეს.
წაკითხვა
სოფელ ართანის მცხოვრებლები, მდინარე დიდხევზე ჰესის მშენებლობის გეგმას აპროტესტებენ
განახლებულია: 2017-03-23 20:38:00
გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა კახეთში საპროტესტო აქციები. სოფელ ართანის მცხოვრებლები, მდინარე დიდხევზე ჰესის მშენებლობის გეგმას აპროტესტებენ. პრობლემას ხედავენ პროექტში გარემოსდამცველებიც, თუმცა კომპანია არტანა-ლოპოტას ხელმძღვანელი რისკების არსებობას გამორიცხავს. ამავე თემაზე საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 
წაკითხვა
ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი პირი დააჯარიმა
განახლებულია: 2017-03-23 16:36:00
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კიდევ ორი პირი დააჯარიმეს. სასამართლომ ი.ბ-სა და მ. მ-ს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  ორივე პირმა წარდგენილი ბრალდება აღიარა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციიისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. სასამართლო ამ წუთებში კიდევ ერთი პირის საქმეს განიხილავს, თუმცა ის არასრულწლოვანია და პროცესი მედიისთვის დაიხურა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სულ 74 პირი დააკავეს. მათგან უმრავლესობას ჯარიმა დაეკისრა.
წაკითხვა
ხმაურია ზუგდიდის კულტურის ცენტრთან, სადაც დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-03-23 16:28:00
ხმაურია ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშთან“, სადაც დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს. შენობის გარეთ შეკრებილები არიან ის დევნილები, რომელთა თქმით, სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ. დევნილთა სამინისტრო დღეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართებს 144  დევნილ ოჯახს გადასცემს. 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც ესწრებიან.კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას  288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
წაკითხვა

უახლესი