საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სოფელ დაბაში რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლს ტოვებს (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 21:17:00
სოფელ დაბაში რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლს ტოვებს, - ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. როგორც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელმა „მოამბესთან“ განაცხადა, სახლს იმიტომ ტოვებს, რომ ეზოში ნაკვერჩხლები ცვივა.„სახლი იმიტომ დავტოვეთ, რომ უკვე ნაკვერჩხლები ცვივა ეზოში და აშკარად ფერფლი მოდის. მთელმა ოჯახმა დავტოვეთ სახლი. ჯერ აქ ვართ და მერე არ ვიცი, რა იქნება. ხანძარი 500 მეტრშია. ცეცხლი მთელი დღის განმავლობაში იყო. კვამლის სუნიც იგრძნობა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ „მოამბესთან“.ინფორმაცია, რომ მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელს ტოვებს, ბორჯომის გამგებელმა პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას არ დაადასტურა.შსს-ის ცნობით, ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს.უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა.უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის.სამცხე-ჯავა
წაკითხვა
სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა და მწვანე საფარზე გადავიდა (ფოტო/ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 19:42:00
სოფელ დაბაში ცეცხლი გაძლიერდა და მწვანე საფარზე გადავიდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებული იყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და მასშტაბი გაიზარდა. სახანძრო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც ჩაერთვება. როგორც შსს-ში აცხადებენ, აზერბაიჯანული ვერტმფრენი საქართველოს საზღვარს მალე გადმოჰკვეთს. 
წაკითხვა
რა ხდება სოფელ დაბაში - ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება [ფოტოამბავი]
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 21:49:00
წაკითხვა
სოფელ დაბაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:45:00
სოფელ დაბაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ქართული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა აზერბაიჯანული მედია უკვე წერს, რომ  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საქართველოში ხანძრის ჩაქრობის მიზნით ვერტმფრენი  გამოაგზავნა.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის პერიმეტრი გაიზარდა - “მოამბის კორესპონდენტი სტიქიის ზონიდან დეტალებით
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:48:00
ბორჯომის ხეობაში ვითარება კვლავ დაძაბულია, ხანძრის პერიმეტრი გაიზარდა, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ტოვებს დასახლებას, რომელიც რამდენიმე ასეულ მეტრშია ხანძრის მთავარ კერასთან.სოფელ დაბაში ხანძარი მძვინვარებს და ამ დროისთვის მას უკვე ვეღარ ებრძვიან ვერტმფრენები. როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული ვერტმფრენები ღამის საათებში მუშაობას ვერ ახერხებენ. 
წაკითხვა
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:28:00
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა, - ამის შესახებ პირველ არხს ეროვნულ სატყეო სააგენტოში განუცხადეს. უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ცეცხლს ორი ვერტმფრენით აქრობენ. მისი თქმით, ხანძრის ადგილი იმდენად მიუდგომელია, რომ ხელით რაიმე სამუშაოს ჩატარება წარმოუდგენელია.„როგორც ხედავთ, ისევ ქარია. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა - ლოკალიზებული ხანძარი თავიდან აალდა. იწვოდა მიწა და ბუჩქნარი, ხმელი ხეები და ერთიანად აალდა.ახლა ორი ვერტმფრენის საშუალებით აქრობენ ხანძარს. ადგილი  იმდენად მიუდგომელია, რომ ხელით წარმოუდგენელია რაიმე სამუშაოს ჩატარება. ვერტმფრენების საშუალებით მოხდება ლოკალიზება“, - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანული ვერტმფრენი ღამის განმავლობაში მუშაობს, სატყეო სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ღამით ვერტმფრენის მუშაობა რეკომენდებული არ არის. მისი განმარტებით, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქართულ ვერტმფრენს არ შეუძლია გვიან ღამით მუშაობა.თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლ
წაკითხვა
ბორჯომის გამგებელი: საცხოვრებელ სახლებს არავინ ტოვებს​
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:57:00
​ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისი თქმით, ძალები მობილიზებულია და ხანძრის ლოკალიზებისათვის მუშაობენ."სახლებს არავინ არ ტოვებს. პოლიციაც აქ არის და სახანძრო-სამაშველო ძალებიც. მართალია, ქარის გამო ძლიერი ხანძარი აღმოცენდა, მაგრამ საცხოვრებელ სახლებს არავინ ტოვებს. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვრჩებით", - განაცხადა ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები.დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან. ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დაბაში გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 21:30:00
სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის  საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. 
წაკითხვა
ხანძრის კერასთან სახანძრო ტექნიკის შესაყვანად, სამუშაოები სოფელ ყვიბისის მხრიდან მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 00:33:00
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ წუთებში სოფელ ყვიბისის მხრიდან მძიმე ტექნიკით გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა სახანძრო ტექნიკამ ცეცხლის კერამდე მისვლა შეძლოს. ცუდი ხილვადობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 
წაკითხვა
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბაში ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 09:42:00
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები. დილის 06.00 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურები აგრძელებდნენ მუშაობას.  როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. 
წაკითხვა
სოფელ დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:36:00
ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა.უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები.დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც
წაკითხვა
ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან - ვიდეოკადრები
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 22:51:00
ბორჯომში, სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მანამდე სამაშველო ოპერაციაში ვარტმფრენები მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, თუმცა ცუდი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის  საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. 
წაკითხვა
სტიქია ბორჯომში - ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:07:00
ბორჯომის ხეობა სტიქიის ზონად რჩება. მთის ფერდობზე გაჩენილი ცეცხლი თითქმის ლოკალიზებული იყო, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან სიტუაცია ისევ გაუარესდა. ქარის გამო ნახანძრალ ტერიტორიაზე ახალი კერები გაჩნდა, იმატა დაკვამლიანებამაც. ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული
წაკითხვა
ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:04:00
ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ. ვითარებას ართულებს მეტეოროლოგიური პირობები. ცეცხლის ლოკალიზება დღის პირველ ნახევარში მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით, ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა.ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, აქვს თუ არა ღამის ხედვის მოწყობილობები აზერბაიჯანულ ვერტმფრენს, შესაბამისად, უცნობია, შეძლებს თუ არა ვერტმფრენი გვიან ღამით მუშაობას.
წაკითხვა
სოფელ დაბაში ის ტერიტორიაც იწვის, სადაც მწვანე საფარის აღდგენა მიმდინარეობდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 17:13:00
ცეცხლი სოფელ დაბაში იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც, კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი მწვანე საფარის აღდგენა მიმდინარეობდა. კამპანიის ორგანიზატორები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ და ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მცენარეების ნაწილი უკვე დაიწვა.კამპანიის ორგანიზატორის, სალომე კუკავას ინფორმაციით, გაზაფხულზე დარგული 30 ათასი ნერგის ნაწილი იწვის. „ერთადერთი ვერტმფრენი მუშაობს ძირითადად სოფლის მხარეს, მეორე მხარეს კი ვერ ექცევა ყურადღება. ჩვენ ველოდებით მითითებას, ისიც არ ვიცით, რა გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვებიან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ, უმოქმედონი ვართ, იმიტომ რომ სახანძრო სამსახურიც კი ვერ მუშაობს, რადგან პერიმეტრთან მიახლოება, ფაქტობრივად, შეუძლებელია", -აცხადებს კამპანიის ორგანიზატორი.მისივე თქმით, სექტემბერში დაახლოებით 20 ათასამდე ხის დარგვა იგეგმებოდა.ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის იმ პერიმეტრზე გავრცელდა, რომელიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა. სპეციალისტების თქმით, ცეცხლი წაეკიდა 2008 წლის ხანძრისდროინდელ ხმელ მასალას. ვითარებას მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, სტიქიის ზონაში ძლიერი ქარია.
წაკითხვა
ქართული მხარე ადასტურებს, რომ სოფელ დაბაში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა სამაშველო თვითმფრინავი გამოგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:01:00
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თქმით, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანელი მფრინავებიც ჩაერთვებიან.„აზერბაიჯანმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, გამოგვიგზავნა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან წყლის აღებას და ტყის მასივზე დასხმას",-აცხადებს აკაკი მაჭუტაძე.შეძლებს თუ არა ვერტმფრენი ღამის საათებში მუშაობას, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „ვერტმფრენის მონაცემები, აქვს თუ არა ღამის ხედვა უცნობია. აზერბაიჯანელი მფრინავები, როგორც მინიმუმ, დილიდან მაინც დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა მაჭუტაძემ.სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი უკვე გზაშია. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან
განახლებულია: 2017-08-21 12:05:00
ბორჯომის ხეობაში ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. სალიკვიდაციო ღონისძიებებში დილის 6 საათიდან ჩაერთო ვერტმფრენი. ცეცხლის კერამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, დასახლებულ პუნქტებამდე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ბოლო  ინფორმაციით სალომე ქოქიაშვილია პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს
განახლებულია: 2017-08-21 16:06:00
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ისევ ძლიერი ქარი ართულებს. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა მეტეოროლოგიური პირობები მიმდინარე სამუშიებს ართულებს. გურამ როგავას პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან.
წაკითხვა
რთული ვითარება ბორჯომის ხეობაში - სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანის ვერტმფრენიც ჩაერთვება
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:09:00
კვლავ რთული ვითარება ბორჯომის ხეობაში. დღის პირველ ნახევარში საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სოფელ დაბასთან ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა. მეტეოროლოგიურ პირობებთან ერთად ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ძლიერი დაკვამლიანებაც ართულებს. მაშველების განცხადებით, ხელახალი აალების მიუხედავად, ხანძრის არეალი არ გაფართოვებულა. სახმელეთო ძალებთან ერთად ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ვრცლდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მალე აზერბაიჯანის ვერტმფრენიც ჩაერთვება.  "მოამბის" გადამღები ჯგუფები განაგრძობენ ადგილზე მუშაობას - სტიქიის ზონიდან გურამ როგავა გვერთვება.
წაკითხვა
სოფელ დაბასთან ცეცხლის დაახლოებით 10-20 კერაა დარჩენილი
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 11:12:00
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომში, სოფელ დაბასთან ცეცხლის დაახლოებით 10-20 კერა რჩება, რომლის ლოკალიზება დღის მეორე ნახევარში მოხდება.როგორც პირველ არხს გვაზავამ განუცხადა, ადგილზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.გვაზავას ცნობით, წუხელ სოფელ ყვიბისთან გზა გაიჭრა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობდა.„მაშველებმა ადგილზე სახანძრო მანქანების აყვანა მოახერხეს და მეორე მხრიდანაც ცეცლხთან ბრძოლა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ დღის მეორე ნახევარში ცეცხლი ლოკალიზებული იქნება. მიუდგომელ ადგილებზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახური მუშაობენ, პროცესში ჩართული არიან მეტყევეებიც. რაც შეეხება ცეცხლის კერებს, რაც თვალნათლივ ჩანს, 10-20 კერა შეიძლება იყოს დარჩენილი, თუმცა სრული ლოკალიზებისკენ მივდივართ“, - განაცხადა გვაზავამ.ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 4-დან 5 ჰექტარამდეა დამწვარი, მაგრამ  ხეები დამწვარი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.„დამწვარია მდელო. დამწვარი ტერიტორიის ფართობი იმ მხრივ გაიზარდა, რომ ქარმა ცეცხლი ბალახს მოუკიდა. ტყის მასივი დამწვარი არ არის, განადგურებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ნახანძრალი, დამწვარია ხმელი ხეები და მდელო და არა ჯანსაღი ტყეები. რაც შეეხება ახალ ნარგავებს, მათზე ლაპარაკიც არ არის, რადგან ახალი ნარგავები მეორე ფერდზეა. ამის საშიშროება არ არის და რომც ყოფილიყო, იქ მისადგომებია და გზები გაყვანილია“, - დასძენს გვაზავა.ბორჯომში, სოფელ დაბასთან ცეხლი გუშინ გაჩნდა.
წაკითხვა