საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 18:41:00
გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ლოკალიზაციში საგარეჯოსა და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ორი სპეცმანქანა მონაწილეობდა. დაიწვა 10 ჰექტარი ფართობის სათიბი, ქარმა ცეცხლი ტყის მასივზე გადაიტანა, თუმცა მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მახერხეს და ტყე დაწვას გადაარჩინეს. ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პრევენციის მიზნით ადგილზე რჩებიან რეინჯერები და საგარეჯოს სახანძრო სამაშველოს ერთი ბრიგადა.
წაკითხვა
პატარა ფოთის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევები გახშირდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 18:13:00
ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის მოსახლეობა მგლების შემოსევას უჩივის. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაგლეჯილი საქონელი მდინარის პირას ნახეს. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მესაქონლეობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა და თუ მსგავსი ფაქტები გახშირდა, ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ,,2008 წელს იყო მსგავსი შემთხვევა. ახლაც იგივე მეორდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 5 სული საქონელია დაგლეჯილი. მოგვაქციეთ ყურადღება“,- ამბობს პატარა ფოთის მცხოვრები მირიან ციკოლია. მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს დახმარებას და დროულ რეაგირებას თხოვს.
წაკითხვა
გომბორის ტყეში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტოამბავი]
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 17:40:00
გომბორის ტყეში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.გომბორის ქედზე, სოფელ იკვლივგორანის ტყის პირას რამდენიმე საათის წინ ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო, ხოლო შემდეგ ტყეს მოედო. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი და ტყის სიღრმეში ცეცხლი ჯერ არ გავრცელებულა.ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და რეინჯერები.
წაკითხვა
იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 7000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 16:43:00
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა, ინფორმაციას სურსათის ეროვნული საააგენტო ავრცელებს.მონიტორინგის შედეგების მიხედვით,იმერეთის რეგიონში მავნებლის გავრცელება სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში აღინიშნა, რის მიხედვითაც დაიგეგმა და ჩატარდა ქიმიური წამლობა. მავნებლის გავრცელების კერები-საკარმიდამო ნაკვეთები და საყანეფართობები, სამანქანე დანადგარების გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეიწამლა. საააგნეტოს ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ფართობია უკვე დამუშავებული. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში 13 სექტემბრიდან ჩართულია ავიაცია. ამ დროისთვის, ავიაციის მეშვეობით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 1500 ჰექტარი დიდი მასივებია დამუშავებული. ამასთან, რეგიონებში მობილიზებულია და მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო დროებითი შტაბი. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთო.
წაკითხვა
ბათუმში, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 14:46:00
ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა თითქმის ნახევარი მილიონი ლარით დაეხმარება. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 459 ათასი ლარი გამოიყოფა და ფინანსურ დახმარებას ჯამში 8 ოჯახი მიიღებს. თანხა დაზარალებულებს სახლების აღდგენა-მშენებლობისთვის გადაეცემათ.საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმაცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სრურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა“ - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც ამავდროლულად სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.თანხას მიიღებს ორი ოჯახი, რომელთა სახლებიც მთლიანად დაინგრა და ასევე იმ სახლების მეპატრონეებიც, რომელთა სახლებიც აფეთქების შედეგად დაზიანდა.16 აგვისტოს აფეთქების შედეგად ორი სახლი დაინგრა, ექვსი დაზიანდა, დაშავდა სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი ძლიერი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.
წაკითხვა
რუსთავში "ხალხის პარტიის" მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 13:05:00
რუსთავში, მერიის წინ "ხალხის პარტიის" მერობის კანდიდატმა ანი კეკენაძემ მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავში თანხის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული 720 სტუდენტია. აქციის მონაწილეები მერიას მოუწოდებდნენ, მოახდინონ სტუდენტების დაფინანსება, რათა მათ შეძლონ სწავლის გაგრძელება.აქციის მონაწილეებს ადგილზე უპასუხა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. თამარ აქუბარდიას განმარტებით, მერიაში წლებია არსებობს პროგრამა, რომლითაც ყველა სტუდენტი ფინანსდება, ვინც თანხის გადახდას ვერ ახერხებს და მაღალი აკადემიური დასწრება აქვს. 
წაკითხვა
დაკავება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე - იმერეთში 27 შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:28:00
დაკავება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე - იმერეთში 27 შემთხვევა გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
კომპანია „მეტროს“ დირექტორის განცხადებით, ბათუმში, მშენებარე ობიექტზე დასაქმებული მუშების გათავისუფლება არ იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:15:00
ბათუმში მიმდინარე მუშების საპროტესტო აქციას კორპუსის მშენებელი კომპანია „მეტროს“ დირექტორი რაულ კახაძე გამოეხმაურა. როგორც პირველ არხს კომპანია „მეტროს“ დირექტორმა განუცხადა, ბათუმში, მშენებარე ობიექტზე დასაქმებული მუშების გათავისუფლება არ იგეგმება, არამედ კომპანია დამატებით 70 თანამშრომლის აყვანას გეგმავს.„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მშენებლობაზე არ შემოდის ახალი ფირმა, უბრალოდ, მშენებლობის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით, დამატებით 70 მუშახელის აყვანა იგეგმება, ოღონდ დამატება და არა მათი დასაქმება სხვების გათავისუფლების ხარჯზე. ჩვენი წარმომადგენელი მალე მივა მუშებთან და აუხსნის კიდევ ერთხელ სიტუაციას“, - განაცხადა რაულ კახაძემ.ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა გარდაიცვალა, მუშები საპროტესტო აქციას მართავენ.
წაკითხვა
ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა გარდაიცვალა, მუშები საპროტესტო აქციას მართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 11:57:00
ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული მუშა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ სამსახურიდან უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, გარდაცვლილ თანამშრომლებს პატივი მიაგეს, იმყოფებოდნენ პანაშვიდზე, დაკრძალვაზე, რის გამოც სამი დღის განმავლობაში სამსახურში ვერ გამოცხადდნენ და სწორედ ეს გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი. კომპანიის წარმომადგენლებმა, მათივე განცხადებით, აუწყეს, რომ შეიცვალა მენეჯმენტი, სამშენებლო ფირმა, რომელიც თავის მუშახელს დაასაქმებს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. საცხოვრებელ კორპუსს ახალ ბულვარში კომპანია "მეტრო" აშენებს.8 სექტემბერს ბათუმში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა.
წაკითხვა
ზუგდიდში უეფა-ს სტანდარტების სტადიონი ოქტომბერში გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 00:05:00
ზუგდიდში, ენგურკომბინატის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.წლებია, რაც საქართველოში სტადიონების მშენებლობა ვერ ხერხდება. ბათუმში ცენტრალური არენა 2006 წელს დაანგრიეს და არაერთი კონკურსისა და ტენდერის მიუხედავად, ზღვისპირა ქალაქს სტადიონი არ ეღირსა. ასეთივე მდგომარეობაა ფოთში, სადაც „ფაზისის“ განახლებას 2009 წლიდან ელიან - საამისოდ სამი ტენდერი ჩაატარეს, მაგრამ სტადიონი ჯერ აშენებული არ არის. ზემოაღნიშნულის გამო, ზუგდიდის სტადიონის პერსპექტივასაც სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი არენის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება - ბოლო ცნობით, სტადიონზე სკამების მონტაჟი და მინდვრის საფარის დაგება მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ანუ 7 200 მაყურებელზე გათვლილი მთავარი არენის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპზე, 2018 წლისთვის სათადარიგო სტადიონის (1 750 ადამიანს დაიტევს) აგებაც იგეგმება. ჯამში, საფეხბურთო არენაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. 
წაკითხვა
„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს ემუქრებიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 18:16:00
ევროპული საქართველოს მტკიცებით, ადიგენში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ემუქრებიან. სერგი კაპანაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა დღეს მოხდა. მისი თქმით, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ მურმან წითაშვილს ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელი ამირან ჭიტაძე სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ის რაიონში კანდიდატურას არ მოხსნის. თავად ამირან ჭიტაძე რეგიონში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია. 
წაკითხვა
ახალციხის საავადმყოფოში, ერთნაირი სიმპტომებით საბავშვო ბაღების 35 აღსაზრდელი შეიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 17:42:00
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, ბავშვები შეიყვანეს, ყველა მათგანი საბავშო ბაღების აღსაზრდელია. როგორც პირველ არხს ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მანანა ბერიძემ განუცხადა,  ამ დრომდე საავადმყოფოში 16 ბავშვი რჩება.ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მუნიციპალიტეტში არსებულ რვავე ბაღში ვითარების შესწავლა უკვე დაიწყო. მანანა ბერიძის ინფორმაციით, იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დღეს ბაღში არ გამოცხადდნენ, კლინიკური ნიშნები 68–ს აღენიშნება. ბავშვებს სიმპტომები რამდენიმე დღის წინ დაეწყოთ. 
წაკითხვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება
განახლებულია: 2017-09-18 16:13:00
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზღვარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო ჩაიკეტება.  დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება. 
წაკითხვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 15:07:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევენ.აქციის მონაწილეების თქმით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობას დაიწყებენ. აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.როგორც შეხვედრიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა პირველ არხს განუცხადეს, ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. კერძოდ, ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს, ასევე ითხოვენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას. ამასთან, აქციის მონაწილეებს სურთ, რომ გადავადდეს საბანკო ვალდებულებები და გაგრძელდეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებს კომპენსაციის გაცემაზე უარი უთხრეს. 
წაკითხვა
სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი აცხადებს, რომ ბავშვები “ქართული ოცნების“ დროშებით სკოლაში თავად მივიდნენ 
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 15:04:00
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი მარინა დარჩიძე აცხადებს, რომ ბავშვები “ქართული ოცნების“ დროშებით სკოლაში თავად მივიდნენ. როგორც მასწავლებელი აცხადებს, ფაქტის გამო, სკოლის დირექტორმა უსაყვედურა. "ბავშვები 15 სექტემბერს  „ქართული ოცნების“ დროშებით თავად მოვიდნენ. ფოტოს გადაღება მთხოვეს და მეც გადავიღე. ერთს არ ჰქონდა და ფოტოსთვის მანაც მოიტანა. დაუკვირვებლობით მოხდა, შეგნებულად არ გამიკეთებია. რა მოხდება და რა სანქციები გატარდება, ჯერ არაფერი ვიცი", - აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი განათლების პედაგოგი მარინა დარჩიძე.როგორც პედაგოგი აცხადებს, არასდროს ყოფილა დაკავებული აგიტაციით. "საუბნო კომისიაში შევარდნაძის და "ნაციონალების" დროსაც ვმუშაობდი. უნებლიე შეცდომა მომივიდა. დღეს ყველა ჩემზე და ჩვენს სკოლაზე ლაპარაკობს“-ამბობს პედაგოგი. სოციალურ ქსელში გავრცელდა შუახევის სკოლაში გადაღებული ფოტო, სადაც პირველკლასელ მოსწავლეებს სკოლაში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. ფოტოზე მოსწავლეებთან ერთად აღბეჭდილია მათი მასწავლებელიც.
წაკითხვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქციას მართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 13:09:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქციას მართავენ.სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქცის მართავენ. ისინი თხილის საფასურის კომპენსაციას ითხოვენ. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიცე-გუბერნატორი დავით კოდუა მოვიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. კოდუამ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა. აქციის მონაწილეები ამჟამად ვიცე-გუბერნატორს ხვდებიან.როგორც აქციის მონაწილე ნონა კვარაცხელია პირველ არხთან აცხადებს, მან სკოლაში ბავშვები ვერ გაუშვა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თხილია, რომელიც მთლიანად გაუნადგურდათ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვითა და არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან. აქციის მონაწილეებმა თვალსაჩინოებისთვის მოიტანეს თხილი, ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მათი თქმით, მთლიანად გაფუჭებულია. 
წაკითხვა
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლების რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები მიწის ნაკვეთების დაკანონებას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 12:35:00
ქობულეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ფიჭვნარის დასახლების რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები მიწის ნაკვეთების დაკანონებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სადავო ფართობს ისინი საბჭოთა პერიოდში ფლობდნენ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობენ და შესაბამის გადასახადსაც იხდიან. მათი განცხადებით, იმის გამო, რომ აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, მათ ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება დღემდე ვერ მოახერხეს.აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ქობულეთის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ მათი საქმეები შეისწავლა, ნაწილს მიწები დაუკანონა, ნაწილთან დაკავშირებით კი საქმეების განხილვა გაურკვეველი მოტივით შეაჩერა.მათი განცხადებით, გადაწყვეტილებას ქობულეთში ათეულობით ოჯახი ელოდება. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ხვდებიან.
წაკითხვა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 12:23:00
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობების და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება. ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. 
წაკითხვა
ტყიბულში, N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები სასწავლო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 12:02:00
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე დღეა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სკოლასთან პედაგოგები და მშობლები არიან შეკრებილნი. ისინი სასწავლო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით, უკვე მეორედ, სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა. სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შედეგად გაირკვა, რომ მე-2 საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია. სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების გადანაწილება მოხდა პირველ საჯარო სკოლაში.„სკოლის შენობა ავარიულია, ამიტომ გადაგვიყვანეს სხვა სკოლაში, სადაც გრაფიკი არ გვაწყობს. გადაგვიყავნეს პირველ საჯარო სკოლაში, სადაც არ არის საკმარისი ოთახები. ამიტომაც გადაუწიეს ბავშვებს ორ საათამდე სწავლის დაწყება. ჩვენ ამას არ შევეგუებით. გამოგვიყონ ფართი, სადაც უნდათ, მთავარია, ბავშვებმა პირველ სმენაში ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილებს სკოლაში არ გავუშვებთ და საერთოდ გაუქმდება ეს სკოლა“, - განაცხადა პირველ არხთან ხათუნა დალაქიშვილმა. ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სულ 119 მოსწავლე სწავლობს.
წაკითხვა
„დამოუკიდებელი ქალი კანდიდატი თელავის ყველა უბანზე“ - როგორ ცდილობენ კახეთში გენდერული ბალანსის დამყარებას
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 20:22:00
გენდერული ბალანსის საკითხი პოლიტიკაში. 21 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, თუმცა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით, პრობლემად რჩება. ეს მიმართულება კარგად ჩანს თელავის მოქმედ საკრებულოში, სადაც ამჟამად ქალი დეპუტატი არ ჰყავთ. პრობლემა აწუხებთ თელაველ ქალებს, უფრო მეტიც, ისინი ამ პრობლემის მოგვარების გზებზეც ფიქრობენ. სწორედ ასე გაჩნდა ახალი ინიციატივა - დამოუკიდებელი ქალი კანდიდატი თელავის ყველა უბანზე! ინიციატივა, ჯერჯერობით, ინიციატივადვე დარჩა, ქალების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც  თელავის თვითმმართველობაში მოხვედრას კვლავაც აპირებენ. სოფო ზედელაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა