საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ზურაბ აბაშიძისთვის ლავროვის განცხადება მიუღებელია - რაზე ისაუბრა რუსეთის პირველმა დიპლომატმა
განახლებულია: 2017-02-21 20:18:00
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლისთვის რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადება მიუღებელია. სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხს კიდევ ერთხელ ეხება და ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედება დიპლომატიურ ურთიერთობებს და უსაფრთხოების თემებს უკავშირდება. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ცენტრალურ აზიასთან ერთად, ტერორისტების და ექსტრემისტების მარშრუტი ხდება. საპასუხო კომენტარში ზურაბ აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ უცხოელი, მათ შორის რუსი ტურისტების სიმრავლე ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. აბაშიძე ლავროვს საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის კვლევებსაც ახსენებს. 
წაკითხვა
სააგენტო, რომელიც ამოქმედებამდე გაუქმდება - საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება
განახლებულია: 2017-02-21 20:15:00
სააგენტო, რომელიც ამოქმედებამდე გაუქმდება. მმართველ პარტიას წელიწადნახევრის წინ პროტესტის ფონზე მიღებული კანონის შეცვლა მოუწევს. საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. მთავრობა გასაჩივრებულ საკანონმდებლო ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ ელოდება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანის ინიციატივით პარლამენტს თავად მიმართავს. თავის დროზე თამაზ მეჭიაურის და ნოდარ ებანოიძის მიერ მომზადებული კანონი ოპოზიციის გარდა პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. თუმცა მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია. რატომ შეიცვალა წელიწადნახევრის შემდეგ სახელისუფლებო პოზიცია - ეკა კოპალიანი დეტალებით.
წაკითხვა
საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნება ეროვნული ბანკისთვის - რატომ ცვლის „ქართული ოცნება“ 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას - რომან კაკულია „მოამბეში“
განახლებულია: 2017-02-21 18:32:00
„მოამბის“ კითხვებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ უპასუხა.
წაკითხვა
თავიდანვე უგუნურება იყო ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გაუქმება - „მოამბის“ კითხვებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა
განახლებულია: 2017-02-21 18:25:00
„მოამბის“ კითხვებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
საფინანსო ზედამხედველეობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება - რა შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში
განახლებულია: 2017-02-21 18:17:00
„ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის და საფინანსო ზედამხედველეობის ფუნქციას კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნებს. ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მმართველი გუნდის წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში დადებითად აფასებენ.  ოპოზიციისგან კი მწვავე კრიტიკა ისმის. უმცირესობის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა დაუშვებელი იყო. ქვეყანამ კი ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო.     
წაკითხვა
ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: საგამოძიებო პროცესში მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 17:15:00
„ადვოკატს შეუძლია ყველა მეთოდი გამოიყენოს, რომ დაცვა განახორციელოს, საქმის წარმოებისას, ისე როგორც მას მიჩნია საჭიროდ და ამას ვერავინ ვერ შეზღუდავს“, - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტირებისას გააკეთა. მისი განცხადებით, საგამოძიებო პროცესში მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. ეკა ბესელიას შეფასებით, საჯარო განცხადების გარკვეული შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს ეზღუდება სრულად განახორციელოს დაცვა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ეკა ბესელია ემხრობა, რომ გასაჯაროვდეს მტკიცებულებათა ნაწილი, იმისთვის რომ საქმეში მეტი სიცხადე შევიდეს. უმრავლესობის წევრი პატრიარქთან გუშინ გამართულ შეხვედრას და ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო. მისი განმარტებით, ყველა თანხმდება, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. მისივე თქმით, ომბუდსმენი ესაუბრა პატრიარქს და უთხრა, რომ პრეზიდენტს შეწყალება შეუძლია. რატომ დაინტერესდა პატრიარქი ამ საკითხით, ამ თემაზე დამატებითი განმარტება ეკა ბესელიამ აღარ გააკეთა.
წაკითხვა
უვიზო მიმოსვლა კოლუმბიასთან - გადაწყვეტილებას მხარეებმა ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 16:32:00
უვიზო მიმოსვლა კოლუმბიასთან - გადაწყვეტილებას მხარეებმა ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს. საუბარია დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან  ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი. საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა. განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
წაკითხვა
საკრებულოს ჩაშლილი სხდომა - ოპოზიციასთან შეხვედრაზე მერის მოადგილეები არ გამოცხადდნენ
განახლებულია: 2017-02-21 16:27:00
საკრებულოს ჩაშლილი სხდომა - ოპოზიციასთან შეხვედრაზე მერის მოადგილეები არ გამოცხადდნენ. უმცირესობას შეკითხვები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  ჰქონდა. ისინი კორუფციულ სქემაზე საუბრობენ და კითხვებზე პასუხებს მოითხოვენ. საკითხს გამოეხმაურა დედაქლაქის მერიც. დავით ნარმანიას განცხადებით, მან არ მიიჩნია საჭიროდ  საკრებულოში წარმომადგენლების გაგზავნა. 
წაკითხვა
ოთხოზორიას მკველობის საქმე - „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ინტერპოლთან აქტიურ ტანამშრომლობას სთხოვს
განახლებულია: 2017-02-21 16:22:00
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ოთხოზორიას მკველობის საქმესთან დაკავშირებით ინტერპოლთან აქტიურად თანამშრომლობას სთხოვს. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მკვლელობიდან 9 თვე გავიდა, ქართულმა მხარემ ინტერპოლს წერილიც გაუგზავნა, თუმცა წითელი ცირკულარით ძებნა დღემდე არ დაწყებულა. ამის მიზეზად კახიძე ხელისუფლების უმოქედობას ასახელებს. დეპუტატი მოითხოვს ძალოვანი უწყებები აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში და მკვლელის პოვნის შემდეგ მისი საქართველოში  ექსტრადირება განხორციელდეს. კახიძეს მმართველ გუნდში უპასუხეს.
წაკითხვა
ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის კომენტარზე საპასუხოდ განცხადებას აკეთებს
განახლებულია: 2017-02-21 16:21:00
ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის კომენტარზე საპასუხოდ განცხადებას აკეთებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“ და ტერორისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირად ვერ მივიღებთ",- ასეთია აბაშიძის პოზიცია. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს რომ რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე.
წაკითხვა
ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს
განახლებულია: 2017-02-21 16:19:00
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.მისივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.მინისტრის განმარტებით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია.„თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200 ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200 ლარიანი ვაუჩერი“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცეპრემიერად წარადგინა - მინისტრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 16:17:00
ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცეპრემიერად წარადგინა. საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა. განათლების მინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. 
წაკითხვა
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დაბრუნება - პოლიტიკოსთა შეფასებები
განახლებულია: 2017-02-21 16:15:00
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დაბრუნების საკითხს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.
წაკითხვა
საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა - შედგა თუ არა შეხვედრა მერიის თანამშრომლებთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 12:19:00
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნილ შეხვედრას მერიის თანამშრომლები არ დაესწრნენ. საუბარია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე. სალომე სონიშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
პრემიერი: დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:42:00
„დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, რაც მისასალმებელია.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მის შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.„თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა და მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელზე ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ძალიან წარმატებული“ უწოდა.„შეხვედრა გვქონდა ესტონეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი საგადასახადო რეფორმა ესტონეთის მაგალითს ეფუძნება. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა. შეხვედრისას, საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომავალ სამოქმედო გეგმასაც შეეხო.„სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს აღარ ჩამოვთვლი. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, მიუნხენის უსაფრთხოების ორდღი
წაკითხვა
რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - საკითხზე საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:17:00
რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - თემაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,,განათლების, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები წარდგებიან. ოპოზიცია ამბობს, რომ უწყებები ომბუდსმენის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ,უმრავლესობაში კი საპირისპირო მოსაზრება აქვთ.საუბარია 2015 წლის ომბუდსმენის ანგარიშზე, რომელშიც სახალხო დამცველი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ კახი კალაძისგან „გაზპრომთან“ დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხს ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:12:00
„ევროპული საქართველო“ - მივიდეს კახი კალაძე პარლამენტში. ოპოზიცია „გაზპრომთან“ დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხს ელოდება. როგორც მოძრაობაში განმარტავენ, მათ კალაძეს ორჯერ გაუგზავნეს ოფიციალური წერილი, “გაზპრომთან“ დაკავშირებით უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე მისვლისა და კითხვებზე პასუხების გაცემის თაობაზე, თუმცა ვიცეპრემიერმა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას უმრავლესობაში ვერ ხედავენ.
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 10:09:00
მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს „ევროპული საქართველო“. მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიცია ირაკლი შოთაძის გადადგომის საკითხს საპროკურორო სადისციპლინო საბჭოშიც დააყენებს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ პროკურატურის მხრიდან საპატრიარქოსთან დაკავშირებით განცხადებები და ქმედებები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ემსახურებოდა. ოპოზიციისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ბრალდებულის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ დოკუმენტს მათ პარტიაში ხელს არავინ მოაწერს, რადგან ეს მოთხოვნა მათთვის არალოგიკურია. 
წაკითხვა
საკადრო გადაწყვეტილება სამთავრობო გუნდში - კვირიკაშვილმა მესამე ვიცეპრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა
განახლებულია: 2017-02-21 10:07:00
საკადრო გადაწყვეტილება სამთავრობო გუნდში. გიორგი კვირიკაშვილკმა მესამე ვიცეპრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.გადაწყვეტილება მთავრობის სხომაზე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილია. მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მთავრობის მეთაურმა ბოლო პერიოდის ვიზიტების შეფასებით და შეჯამებით დაიწყო. გურამ როგავა დეტალებით. 
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 09:58:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია.„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერის კანდიდატურა. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ისინი დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად.  ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - განაცხადა  კვირიკაშვილმა.
წაკითხვა

უახლესი