საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ენმ: ბოლნისის ტერიტორიაზე რუსული სატვირთოები მოძრაობენ, რომლებსაც მძიმე ტექნიკა გადააქვთ
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 17:36:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, როგორც მათ ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, შეფუთული ტვირთი ძალიან ჰგავს მუხლუხოიან მძიმე ტექნიკას. აღნიშნული ტვირთი კი, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ მიემართება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხორციელდება „ბუკის“ ტიპის საზენიტო დანადგარის გადატანაც. ენმ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას, მათ შორის 23 მარტისთვის დაგეგმილ უშიშროების საბჭოზე საკითხის დასმას ითხოვს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას თავისი წესები აქვს და ეს წესები ამ შემთხვევაში არ არის დაცული. ენმ ვიდეომასალასაც ავრცელებს.
წაკითხვა
„დღეს გამოასწორეს შეცდომა“ - დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:17:00
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას დეპუტატები ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფამ, ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამძაფრა, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მმართველი გუნდის  წევრები, რომლებმაც წელიწად-ნახევრის წინ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა, აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური ბანკისგან გამოყოფის გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსტულტაციის შედეგად მიიღეს, თუმცა, დღეს, ამის საჭიროება აღარ არსებობს. 
წაკითხვა
გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:13:00
პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს, თუმცა, იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელმაც ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღეს, - განცხადება გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი. 
წაკითხვა
პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონზე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პარლამენტმა
განახლებულია: 2017-03-22 16:12:00
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს შესახებ კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი იმისა, რომ ახალი სააგენტოს პირდაპირ დაქვემდებაროს პრემიერს.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლო ო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო. მარგევლაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის. 
წაკითხვა
„პოლიცია გადასულია პატიოსანი მოქალაქეების ჩხრეკაზე“ - დეპუტატები ნარკოპოლიტიკას აფასებენ
განახლებულია: 2017-03-22 16:10:00
ნარკოპოლიტიკა და ბათუმში განვითარებული მოვლენები – ეს ორი ძირითადი საკითხია, რომლებზეც, დღეს, პარლამენტში შეფასებები გაკეთდა. დეპუტატების მოსაზრებებს ირმა ჭოლაძე გაგვაცნობს. 
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:09:00
ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. ამ ინფორმაციას საკრებულოს დეპუტატი მოამბესთან საუბარში ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ცნობას, რომ ის თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების სახელით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ჯერჯერობით უარყოფს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან მიიღო შეთავაზება. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს და რესპუბლიკურ პარტიას, ისინი არ გამორიცხავენ არჩევნებში ბლოკის სახით ჩაერთონ. მიშა ფეიქრიშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა
აბაშიშვილი: იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს
განახლებულია: 2017-03-22 16:08:00
„საჭიროა დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იდენტურია. აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს. გიორგი აბაშიშვილმა პოლოტიკურად მოტივირებული უწოდა პარლამენტის მიერ წელიწად-ნახევრის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამით ქვეყანას როგორც რეპუტაციის, ისე ფინანსური კუთხით მიადგა დიდი ზიანი. აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. მოსმენების კანონიც მსგავს ბედს გაიზიარებს, რადგან ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსის სისწორეში.
წაკითხვა
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:02:00
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მეექვსე ვეტოს დასაძლევად ემზადება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. ინიციატივები პარლამენტის წევრებს ანა დოლიძემ გააცნო. ნოდარ ჩაჩუა განავრცობს თემას.
წაკითხვა
თამარ ალანია ადასტურებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 14:54:00
მოსამართლე თამარ ალანია ადასტურებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობს. როგორც ალანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს, სტაჟირება სტრასბურგის სასამართლოში გაიარა და, შესაბამისად, ეს აძლევს უფლებას, იყოს ერთ-ერთი კანდიდატი. „მე ვარ მოქმედი მოსამართლე 11 წლიანი გამოცდილებით,  მაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. გავიარე ამ სასამართლოს მიერ გამოცხადებული კონკურსი,  გავიმარჯვე და 6 თვით ვიყავი სამუშაოდ სტრასბურგში. ჩემი აზრით, ეს მაძლევს უფლებას, ვიყო კანდიდატი“,- აღნიშნა თამარ ალანიამ.ამასთან, არსებული ინფორმაციით, კანდიდატების განაცხადების მიღება 13 აპრილამდე გახანგრძლივდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად, ქართულმა მხარემა ხელახალი კონკურსი გამოაცხადა. ევროპის საბჭოს სტრასბურგის მოსამართლეების არჩევის კომიტეტმა წარდგენილი სამი კანდიდატიდან (გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე ) ვერც ერთი შეარჩია. 
წაკითხვა
ანა დოლიძე - ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 13:48:00
 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ორი ძირითადი არგუმენტია წარმოდგენილი, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას და საკომუნიკაციო კომპანიების ფინანსურ ხარჯებს ეხება."ჩვენ გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება რომ ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება, რომ ის იყოს დაკავშირებული სუს-თან.ამავე დროს, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ ეს უწყება სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებაში პრემიერთან, შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-სგან და ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას.პრობლემურია ასევე ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით, ჩვენი კონსტიტუციით ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც სახელმწიფოს დაუკმაყოფილდება თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ განხორციელდება განსაკუთრებით მცირე და პატარა ბიზნესზე'', - განახცადა ანა დოლიძემ.მისი თქმით, 2014 წლიდან არის განმეორებითი შემთხვევები, რომ ქვეყანაში შეიქმნას სისტემა, რომელიც იქნება თვისობრივად ახალი და თვისობრივად განსხვავებული იმ მიყურადებისგან და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძრომიალისგან, რომელიც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა 2012 წლამდე."სამწუხაროდ, ეს კანონიც გაშვებული შესაძლებლობაა, ვინაიდან ჩვენ თვისობრივად ახალ, დაცულ სისტემაზე სამწუხაროდ აღარ გადავდივართ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.ანა დოლიძის კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
წაკითხვა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ მოსმენების კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 12:14:00
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით, ალტერნატიული კანონპროექტი „ადვოკატთა ასოციაციას“ გააცნო. ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ფარული მოსმენები განახორციელოს. ე.წ გასაღები კი ამ სტრუქტურის გარდა, სასამართლოს ხელშიც უნდა იყოს. უწყების ხელმძღვანელს რაც შეეხება, მას წარმომადგენლობთი საბჭო აირჩევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის მიხედვით, კონტროლის მექანიზმი სახალხო დამცველს და პარლამენტის ორ დეპუტატს უნდა ჰქონდეს. ზაზა ხატიაშვილი კი ფიქრობს, რომ მასში საია-ს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ჩართულები. 
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 12:10:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთიანი დოკუმენტი უნდა შეიმუშაონ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიაზე ინფორმაციას მიაწვდის. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წევრების განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პროცესებს საკუთარი შეფასება უნდა მისცენ. ასევე რუსეთისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაცია სამხედრო მობილიზაციას ამზადებს, საქართველოსა და უკრაინის მიმართებაში და ამ პრობლემის წინააღმდეგ, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ისე არასამთავრობო სექტორი უნდა გაერთიანდეს. 
წაკითხვა
ე.წ მოსმენების შესახებ კანონზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, პარლამენტში დღეს განიხილავენ
განახლებულია: 2017-03-22 12:08:00
საპარლამენტო უმრავლესობა, დღეს, პრეზიდენტის რიგით მეექვსე ვეტოს დაძლევას შეეცდება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა. პრეზიდენტის წინადადებები ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლას და საკომუნიკაციო კომპანიებისთვის ანაზღაურებას ეხება.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას თავს ვერ მისცემს და კანონპროექტი მოქალაქეთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. საპირისპირო მოსაზრება აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 23 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:10:00
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 23 მარტს გაიმართება. უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხი - 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატო-ს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი - დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი - ლევან იზორია, თანამომხსენებელი - ვლადიმერ ჩაჩიბაია;4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი - დავით რაქვიაშვილი.ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.საბჭოს სხდომა 17:00 საათისთვის არის დანიშნული.
წაკითხვა
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები NGO-ებს ხვდებიან
განახლებულია: 2017-03-22 10:03:00
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მართავენ. ნათია ქენქაძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრს გახსნის
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 21:50:00
ზუგდიდში, 22 მარტს, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი იხსნება, -ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საზოგადოებრივს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. 12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ხვალვე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის. 14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
წაკითხვა
ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გმობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 20:37:00
ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ დაგმო ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლახან, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა „არჩევნები“. „ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპრილის თვეში ჩაატარებს რეფერენდუმს რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივები არის უკანონო, აფერხებს საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას ამ ორ რეგიონზე და ხელს უწყობს რეგიონების შემდგომ იზოლირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგანევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენს ქვეყნებში რეგიონული განზომილების განვითარების პირველი გარანტია“, - აღნიშნა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში გლობალური კოალიციის კონფერენციაში მონაწილეობს
განახლებულია: 2017-03-21 20:27:00
რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში - ამ თემებზე მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ისაუბრებს, სადაც ხვალ გლობალური კოალიციის კონფერენცია გაიხსნება. საქართველოს პირველი დიპლომატი და სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს შეაფასებენ და სამომავლოდ საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. გლობალური კოალიციის წარმომადგენლები ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით იმყოფებიან.
წაკითხვა
შვიდი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოში შეხვედრებს მართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 20:25:00
შვიდი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი - დღე მეორე. სპიკერები დღეს პრეზიდენტს შეხვდნენ. საუბრის თემა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი იყო. დელეგაციის წევრებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებასა და  საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრობის მონაწილეობის მნიშვენლობას გაუსვეს ხაზი. დელეგაცია მიიღო პრემიერმაც. გიორგი კვირიკაშვილმა სპიკერებს საქართველოში სტუმრობისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
წაკითხვა
სადავო კანონი - მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
განახლებულია: 2017-03-21 20:21:00
მმართველი გუნდი პრეზიდენტის მეექვსე ვეტოს დასაძლევად ემზადება. სხდომამდე ერთი დღით ადრე გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოისმინეს და მხარი არ დაუჭირეს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია იმ სააგენტოს დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება, რომელსაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. სადავო კანონის ავტორები მობილური ოპერატორებისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრებასაც უარყოფენ. დოკუმენტის საბოლოო ვერსიას ადეკვატურად აფასებს ვიცეპრემიერი ჯეჯელავაც, რომელიც პრეზიდენტს გახშირებული ვეტოების გამო აკრიტიკებს. საპარლამენტო ოპოზიცია და მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში ფარული მიყურადების შესახებ კანონის კიდევ ერთხელ გასაჩივრებით იმუქრება.  
წაკითხვა

უახლესი