საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
განახლებულია: 2017-03-23 12:11:00
შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს. „დღეს, როდესაც  ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო–გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური  მექანიზმი და მოხდება  იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, იმისათვის რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი“, – განაცხადა პრემიერმა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ  ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.„მინდა, ჩვენმა ყველა მოქალაქემ იცოდეს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება  პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ და მინდა, რომ ყველა მომქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
წაკითხვა
სამინისტროების უმრავლესობა სამუშაოდ ორთაჭალის სამთავრობო ქალაქში გადავა
განახლებულია: 2017-03-23 12:07:00
ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება, - ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი - ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება. „გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს ერთის მხრივ იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
წაკითხვა
ვინ ვერ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას და რა მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმცირესობას
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 12:07:00
ვინ და რა მიზეზით ვერ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას - აუდიენცია 5 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ ქუთაისში პარლამენტის სხდომის გამო, ირაკლი კობახიძე შეხვედრაზე ვერ მივა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება, ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებზე. მიშა ფეიქრიშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს, გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას
განახლებულია: 2017-03-23 12:05:00
შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო., საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს. "მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს, გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება",- აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი. ლონდონის ცენტრში 22 მარტს მომხდარი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა და   40-ზე მეტი დაშავდა. პოლიციაში ადასტურებენ, რომ ტერორისტული ინციდენტი ბრიტანეთის პარლამენტთან რადიკალმა ისლამისტმა ჩაიდინა. ვესტმისტერის ხიდზე ავტომობილი გამვლელებს შორის შევარდა. ამასთან, ბრიტანეთის პარლამენტთან თავს დაესხნენ პოლიციელს, რომელიც დანით დაჭრეს. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. გარდაიცვალა დაჭრილი პოლიციელიც.
წაკითხვა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან ერთად ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრება
განახლებულია: 2017-03-23 10:10:00
28 მარტს  სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება–ეს უმნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეეხო. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია სამდღიანი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით. "რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები  - 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას  საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა,“–განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 მარტს დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 09:45:00
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოში 26 მარტს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. „რამდენიმე დღეში, ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები  - 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას  საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს, 28 მარტს გიორგი კვირიკაშვილი, სტუდენტებთან ერთად, ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრება. სტუდენტებთან ერთად, მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება–ეს უმნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
წაკითხვა
მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ალეკო ელისაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერად კენჭი იყაროს
განახლებულია: 2017-03-22 20:47:00
თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებისთვის მზადება იწყება. საკუთარ გეგმაზე ღიად ჯერ მხოლოდ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი საუბრობს. ალეკო ელისაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერად იყაროს კენჭი. დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ელისაშვილი ადასტურებს, რომ შეთავაზება რამდენიმე პარტიისგან მიიღოს. უცნობია, მოიაზრებიან თუ არა მათ შორის „რესპუბლიკელები” და „თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც არჩევნებში, შესაძლოა, ბლოკის სახით ჩაერთონ.  
წაკითხვა
მწვავე დებატები ნარკოპოლიტიკაზე და აქცია შსს-სთან
განახლებულია: 2017-03-22 20:39:00
ცხარე პოლიტიკური დებატები მოყვა პოლიციელების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პარლამენტში. ოპოზიცია სამართალდამცველების მხრიდან, მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტების გახშირებაზე საუბრობს და პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებს. მმართველი გუნდი პოლიციის მხრიდან კანონდარღვევებს გამორიცხავს და ოპონენტებს მათი მმართველობის დროს დაზარალებულთა საჩივრებს ახსენებს. პოლიციელების მისამართით ანალოგიური ბრალდებები ისმოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, სადაც ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის გამო, დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ. „არა ჩადებას”-ამ ლოზუნგით გამართულ აქციას პრეზიდენტის შვილიც შეუერთდა. 
წაკითხვა
ნუგზარ წიკლაური: ბოლნისის რაიონში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება
განახლებულია: 2017-03-22 19:59:00
„ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. წიკლაურმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა. „ნაციონალურ მოძრაობა“ ფოტო და ვიდეომასალაც ავრცელებს.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 19:32:00
წაკითხვა
სესიაშვილი: აღნიშნული ტექნიკა სამხედრო დანიშნულების პროდუქციაში არ შედის და ტრანზიტი კანონის შესაბამისად ხორციელდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 18:56:00
„ბელარუსის მოქალაქეებს მართლაც გადააქვთ ეს სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არ არის სამხედრო საბრძოლო ტექნიკა. ეს არის „გაზ-34039“ ტიპის სამხედრო სამაშველო საშუალება, ავტომობილები, რომლებიც არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. ის არის განკუთვნილი სამაშველო საქმიანობისთვის“, - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად ბოლნისის ტერიტორიის გავლით, რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით, მძიმე ტექნიკის გადატანა ხორციელდება.  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ტექნიკაზე არ არის განთავსებული არანაირი იარაღი. „შესაბამისად, ჩვენივე კანონმდებლობით, ის არ ექვემდებარება და არ შედის სამხედრო დანიშნულების პროდუექციაში“, - ამბობს სესიაშვილი. ირაკლი სესიაშვილის თქმით, აღნიშნული ტექნიკა ექვემდებარება სტანდარტულ საბაჟო პროცედურებს და მისი ტრანზიტი კანონის სრული დაცვით ხორციელდება. შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბოლნისის რაიონის გავლით, რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ.
წაკითხვა
ეკა ბესელია - გიორგი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 18:30:00
გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, პარლამენტში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. 
წაკითხვა
მღებრიშვილი: მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, გარდა პოლიციელისა
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 18:24:00
მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე კომენტირებისას გააკეთა. „დროა, დამთავრდეს ის სრული ისტერიკა, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ საქართველოში. შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს საერთოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რაც შეეხება განცხადებებს, თითქოს დაკავებულებს და მათ ახლობლებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, მღებრიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოტივით კეთდება. „ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ეს სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელსაც ახლა გვიდგამენ ზოგჯერ შსს-ს წინ და ზოგჯერ სხვაგან. ეს არის ჭორებზე დაყრდნობილი, აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციები, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
წაკითხვა
„ვეტოში ვერ ვხედავ ვერც მტრობას და ვერც ბოროტებას“- პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტში დებატები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 18:00:00
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მეექვსე ვეტოს დასაძლევად ემზადება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს ანა დოლიძემ გააცნო. პარლამენტიდან ნოდარ ჩაჩუა გვერთვება პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
ენმ: ბოლნისის ტერიტორიაზე რუსული სატვირთოები მოძრაობენ, რომლებსაც მძიმე ტექნიკა გადააქვთ
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 17:36:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, როგორც მათ ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, შეფუთული ტვირთი ძალიან ჰგავს მუხლუხოიან მძიმე ტექნიკას. აღნიშნული ტვირთი კი, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ მიემართება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხორციელდება „ბუკის“ ტიპის საზენიტო დანადგარის გადატანაც. ენმ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას, მათ შორის 23 მარტისთვის დაგეგმილ უშიშროების საბჭოზე საკითხის დასმას ითხოვს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას თავისი წესები აქვს და ეს წესები ამ შემთხვევაში არ არის დაცული. ენმ ვიდეომასალასაც ავრცელებს.
წაკითხვა
„დღეს გამოასწორეს შეცდომა“ - დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:17:00
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას დეპუტატები ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფამ, ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამძაფრა, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მმართველი გუნდის  წევრები, რომლებმაც წელიწად-ნახევრის წინ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა, აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური ბანკისგან გამოყოფის გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსტულტაციის შედეგად მიიღეს, თუმცა, დღეს, ამის საჭიროება აღარ არსებობს. 
წაკითხვა
გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:13:00
პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს, თუმცა, იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელმაც ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღეს, - განცხადება გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი. 
წაკითხვა
პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონზე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პარლამენტმა
განახლებულია: 2017-03-22 16:12:00
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს შესახებ კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი იმისა, რომ ახალი სააგენტოს პირდაპირ დაქვემდებაროს პრემიერს.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლო ო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო. მარგევლაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის. 
წაკითხვა
„პოლიცია გადასულია პატიოსანი მოქალაქეების ჩხრეკაზე“ - დეპუტატები ნარკოპოლიტიკას აფასებენ
განახლებულია: 2017-03-22 16:10:00
ნარკოპოლიტიკა და ბათუმში განვითარებული მოვლენები – ეს ორი ძირითადი საკითხია, რომლებზეც, დღეს, პარლამენტში შეფასებები გაკეთდა. დეპუტატების მოსაზრებებს ირმა ჭოლაძე გაგვაცნობს. 
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 16:09:00
ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. ამ ინფორმაციას საკრებულოს დეპუტატი მოამბესთან საუბარში ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ცნობას, რომ ის თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების სახელით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ჯერჯერობით უარყოფს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან მიიღო შეთავაზება. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს და რესპუბლიკურ პარტიას, ისინი არ გამორიცხავენ არჩევნებში ბლოკის სახით ჩაერთონ. მიშა ფეიქრიშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა

უახლესი